სენაკში ახალგაზრდა ქალს ავტომობილი დაეჯახა

სენაკში, არსენას ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული ამ დროისთვის, კლინიკა „არქიმედეშია“ გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და ამ წუთებში, პაციენტს შესაბამისი გამოკვლევები უტარდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

სტიქია ანაკლიაში – სანაპირო ზოლზე ძლიერი შტორმია

ანაკლიის სანაპირო ზოლზე ძლიერი შტორმია, უხვი ნალექის გამო ადიდებული ენგური კალაპოტიდან გადმოვიდა. მდინარე არხში ვერ გაედინება და სახლებს ტბორავს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, შტორმმა დააზიანა ეზოები, სახლებში კი ქვიშა გადაიტანა. შეგახსენებთ, რომ ბათუმსა და ქობულეთში შტორმია. წყალმა დააზიანა ბულვარის ინფრასტრუქტურა. სკამები, ჯიხურები. ახალი ბულვარის ნაწილი დაიტბორა, სასეირნო ზოლი და ველობილიკი ქვიშით და ქვებითაა დაფარული.

მეტი...

,,რუსეთს მეზობელი ქვეყნების დაპყრობის არავითარი გეგმა არ აქვს და არც ჰქონია” – ლავროვი

რუსეთს მეზობელი ქვეყნების დაპყრობის არავითარი გეგმა არ აქვს, არც ჰქონია და არც შეიძლება, ჰქონდეს. ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. პრიმაკოვის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ლავროვმა თქვა, რომ რუსეთს მეზობლების მიმართ აგრესიული გეგმები არ აქვს და ამის შესახებ დასავლეთში განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება. ,,რუსეთს მეზობელი ქვეყნების დაპყრობის არავითარი გეგმა არ აქვს, არც ჰქონია და არც შეიძლება, ჰქონდეს”, – თქვა ლავროვმა.

მეტი...

,,შენი ხმა ევროკავშირს” – 9 დეკემბერს თბილისში მსვლელობა გაიმართება

,,შენი ხმა ევროკავშირს”. ამ სახელწოდებით თბილისში მსვლელობა შაბათს, 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით მოეწყობა. აქცია-მსვლელობის ორგანიზატორები კი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. ,,8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადებითი რეკომენდაცია გასცა. მაგრამ, მთავარი ჯერ კიდევ წინაა. დეკემბერში, ევროპულმა საბჭომ, რომელშიც 27 სახელმწიფოს ლიდერია, უნდა გადაწყვიტოს საქართველო მიიღებს თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ქართველი ხალხის ერთიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ამიტომ, როგორც მანამდეც, ევროკავშირს კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა და გავაგონოთ ჩვენი ხმა. შესაბამისად, საქართველოს ყველა მოქალაქეს, დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ კაცს,…

მეტი...

45 ჯიშის 6 მილიონი ვარდი განძის მიწაზე – რეპორტაჟი ლიჯიანგის პროვინციიდან

სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, ლიჯიანგის სასათბურე მეურნეობა 45 სახეობის ვარდის ჯიშს  აერთიანებს. ეს არის უზარმაზარი ტერიტორიამ ფერადი სამყარო, სადაც ყველა სეზონზე ვარდების აფეთქება ხდება.   „განძის მიწა“ და ყვავილების სამყარო – რეპორტაჟი ჩინეთის პროვინციიდან

მეტი...

პალესტინელი წარმოშობის სტუდენტების დაჭრაში ეჭვმიტანილი დააკავეს

აშშ-ის შტატ ვერმონტში, პალესტინელი წარმოშობის კოლეჯის სტუდენტების დაჭრაში ეჭვმიტანილი 48 წლის, ჯეისონ ჯ. იტონი დააკავეს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, გამოძიება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობს. ,,მოგვიანებით ბერლინგტონის პოლიცია და მერია პრესკონფერენციას გამართავს, რათა განიხილონ აღნიშნული ინციდენტი და დაკავება,” – განაცხადა პოლიციამ.

მეტი...

ქალზე ძალადობაში ბრალდებული კაბუ სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

ქალზე ძალადობაში ბრალდებული კაბუ თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროკურატურამ კაბუს ბრალდება ქალის მიმართ ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარუდგინა. გამოძიებით დადგენილია, რომ კახა აბუაშვილმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ორ ცალ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებულ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, საერთო წონით – 1,28 გრამს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, თბილისში, ავტომანქანით გადაადგილებისას, კ.ა.-მ მასთან ერთად მყოფ ქალს – თ.ა.-ს ფეხის არეში დანის ტარი ჩაარტყა და ასევე, ხელი რამდენჯერმე გაარტყა. აღნიშნულის შედეგად, თ.ა.-მ ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო. გარდა…

მეტი...

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის კანონში“ შესატან ცვლილებებს, ჯანდაცვის კომიტეტმა, მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონებში შესატან ცვლილებებს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, დეპუტატებს, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარუდგინა. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო, ფარმაცევტული პროდუქტების შეძენას მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, სპეციალური პირობებით, მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან, პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეძლებს. თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ გზით, შესაძლებელი გახდება კიდევ უფრო მეტი პაციენტის მკურნალობის დაფინანსება და გაიზრდება წვდომა მედიკამენტებზე. ასევე, გაუმჯობესდება სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობა და მოიმატებს დაფინანსებული მედიკამენტების რაოდენობა.

მეტი...

თუ ომის შემდეგ უკრაინა საჭირო რეფორმებს განახორციელებს, NATO-ს წევრი გახდება – სტოლტენბერგი

ნატო-ს  გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თუ ომის შემდეგ უკრაინა ყველა საჭირო რეფორმას განახორციელებს, ალიანსის წევრი გახდება. ,,მოკავშირეები თანხმდებიან, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება. (უკრაინა-NATO-ს) შეხვედრაზე რეფორმებთან დაკავშირებით რეკომენდაციებზე შევთანხმდებით. ჩვენ ვაგრძელებთ კიევის მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანების გზაზე”, – განაცახადა სტოლტენბერგმა.  

მეტი...

დარწმუნებული ვარ, 15 დეკემბერს ევროპული საბჭო მიიღებს ერთადერთ სწორ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას – ილია დარჩიაშვილი

„საქართველოს ევროინტეგრაციის კომისიამ დღეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ დამტკიცდა სამოქმედო გეგმა ევროკომისიის კონკრეტულ  რეკომენდაციებთან დაკავშირებით.  საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამ სამოქმედო გეგმის შესაბამისად განაგრძობს  ევროკომისიასთან კოორდინაციას.“  – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს ევროინტეგრაციის 70-ე კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სამოქმედო გეგმაში გაწერილია  ის კონკრეტული ვადები და პერიოდები, რომელთა ფარგლებშიც გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რათა მაქსიმალურად დაუახლოვდეს ერთმანეთს ორივე მხარეს არსებული მოლოდინები, ასევე შეჯერდეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ინტერესები და პოზიციები. „ამ დოკუმენტის მთავარი სულისკვეთება არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი გუნდი გამოხატავს მზაობას ძალიან აქტიურად ითანამშრომლოს ყველა…

მეტი...

რუსეთს მეზობელი ქვეყნების არავითარი დაპყრობის გეგმა არ აქვს, არც ჰქონია და არც შეიძლება, ჰქონდეს – ლავროვი

რუსეთს მეზობელი ქვეყნების არავითარი დაპყრობის გეგმა არ აქვს, არც ჰქონია და არც შეიძლება, ჰქონდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს მეზობლების მიმართ აგრესიული გეგმები არ აქვს და ამის შესახებ დასავლეთში განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება. ლავროვმა გაიხსენა, რომ პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა პირადად არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი, თუ შეერთებული შტატები უკრაინას არ დაუჭერს მხარს, გაიმარჯვებს და თავს დაესხმება მეზობელ ქვეყნებს. მან ყურადღება ეუთო-ს როლზეც და განაცხადა, რომ შესაძლებელია მცდელობა ეუთო-ს, როგორც დიალოგის პლატფორმის გადასარჩენად, მაგრამ შანსი მცირეა.  

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ევროინტეგრაციის კომისიის 70-ე  სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. სამოქმედო გეგმის მომზადებას საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით გაუწია კოორდინაცია. გეგმა ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით მომზადდა. მასში გაწერილია რეკომენდაციების ფარგლებში განსახორციელებელი კონკრეტული ნაბიჯები, განსაზღვრულია პასუხისმგებელი უწყებები და შესრულების ვადები. კომისიის გადაწყვეტილებით სამოქმედო გეგმა ევროკომისიას გადაეგზავნება.

მეტი...

მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს, აიღონ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის ევროპულ მომავალზე – ილია დარჩიაშვილი

მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს , დაიკაონ სახელმწიფოებრივი პოზიციები ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგზე ზემოთ და მიიღონ მონაწილეობა ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მშენებლობაში, ეს სჭირდება ამ ქვეყანას, ეს სჭირდება ჩვენს მომავალ თაობას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. ილია დარჩიაშვილის თქმით, ოპონენტები არაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ წარმატებით განაგრძოს ევროინტეგრაცია. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ვენეციის კომისიასთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომ ყველა ის რეფორმა, რომელიც ჩვენ ამ მიმართულებით განვახორციელეთ, რევოლუციური ნაბიჯები გადაიდგა, უზრუნველყოფს, რომ საქართველოში იქნება გამჭვირვალე, ტრანსფარენტული და მაღალი დონის არჩევნები, რომლისთვისაც საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, როგორც პრაქტიკულად, ისე საკანონმდებლო დონეზე.…

მეტი...

„ქალბატონო თინა, მინდა, შენიშვნა მოგცეთ რუსული ოცნების ხსენებაზე, სიძულვის ენით გაჟღენთილია თქვენი დამოკიდებულება”- პაპუაშვილი ბოკუჩავას

ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვაზე უაყოფითი გადაწყვეტილებას  კამათი მოჰყვა. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი საზღვარგარეთ მხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის წესს ეხება. „შემთხვევით იმით ხომ არ არის განპირობებული თქვენი გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ინიციატივა საერთოდ არ განიხილოთ. როგორც წესი რუსული ოცნება ვერ იყენებს გაყალბების მექანიზმებს საზღვარგარეთ, შესაბამისად, საზღვარგარეთ ოპოზიცია არჩევნებს ყოველთვის იგებს. ეს პოლიტიკური მოცემულობა ხომ არ განაპირობებს იმ ფაქტს, რომ თქვენ გსურთ, ამ ადამიანებს საარჩევნო უფლება წაართვათ, მათ აუკრძალოთ არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენი შემოთავაზებაა, რომ მოვიფიქროთ რამე გონივრული წესი, იქნება ეს ელექტრონული ხმის მიცემა, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, იქნება ეს…

მეტი...

ილონ მასკი ისრაელში ჩავიდა

მილიარდერი ილონ მასკი ისრაელში ჩავიდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად, ილონ მასკი ერთ-ერთ კიბუცს ეწვია, რომელსაც 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მებრძოლები დაესხნენ თავს. კიბუცში ილონ მასკმა ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარის და ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის ბრიფინგები მოისმინა, „ჰამასის“ მიერ დასახლებაში ჩადენილი სისასტიკეების შესახებ.  

მეტი...

რუსეთს ომის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე დიდი სამხედრო დანაკარგი ავდეევკაში აქვს – ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთს ყველაზე დიდი სამხედრო დანაკარგი დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში აქვს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ნოემბერში რუსული ჯარის საშუალო დანაკარგი დღეში 931 ადამიანს შეადგენდა. მანამდე, რუსეთის არმიამ ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა 2023 წლის მარტში, დღეში საშუალოდ 776 დაღუპული ჯარისკაცით – დონეცკის რეგიონის ქალაქ ბახმუტში. ,,რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში რუსულ საოკუპაციო ძალებს ავდეევკაში ყველაზე დიდი სამხედრო დანაკარგი აქვს”, – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

მეტი...

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა“ და „მუზეუმების გაერთიანებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის, 27 ნოემბერს ,,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა“ და „მუზეუმების გაერთიანებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლონ ერთობლივი საგანმანათლებლო, პროექტების, გამოფენების, კონფერენციების და სხვა საქმიანობის ერთობლივ განხორციელებაზე. „მუზეუმების გაერთიანების” გენერალურმა დირექტორმა ნინო სანადირაძემ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს, დირექტორის პირველ მოადგილეს, ნიკოლოზ კვეზერელს და სამსახურის თანამშრომლებს, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში პირადად უმასპინძლა და მუზეუმი დეტალურად დაათვალიერებინა. მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ და მუზეუმების გაერთიანების” გენერალურმა დირექტორმა ნინო სანადირაძემ მოაწერეს. მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს…

მეტი...

ქალის მიმართ ძალადობა, მუქარა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტი – კაბუს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის კ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, თბილისში, ავტომანქანით გადაადგილებისას, კ.ა.-მ მასთან ერთად მყოფ ქალს – თ.ა.-ს ფეხის არეში დანის ტარი ჩაარტყა და ასევე, ხელი რამდენჯერმე გაარტყა. აღნიშნულის შედეგად, თ.ა.-მ ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო. გარდა ამისა,  ბრალდებული დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობის დაზიანებით და დასახიჩრებით დაემუქრა დაზარალებულს და გახსნილი დანა მისი მიმართულებით ორჯერ მოიქნია.  კახეთის გზატკეცილზე მსვლელობისას, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარედ, დაზარალებულმა   შენიშნა გაჩერებული საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ბრალდებულის ავტომანქანაში მყოფმა თ.ა.-მ, კარი გააღო და პოლიციას დასახმარებლად მოუწოდა. პოლიციელებმა ბრალდებულის მისამართით განახორციელეს დევნა, შეაჩერეს ავტომანქანა და დაზარალებულის…

მეტი...

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სპეციალურად ამერიკული ტელეკომპანია CNN-ისთვის ქართული ღვინის შესახებ ვიდეორგოლი მომზადდა

ვიდეორგოლის „ღვინის სამშობლო წარმოგიდგენთ“ პრეზენტაცია თბილისში გაიმართა და მას საქართველოს მთავრობის, მეღვინეობის დარგის, არასამთავრობო სექტორის, სამეცნიერო და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და ვეტერანი მეღვინეები დაესწრნენ. პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მიმართა. მინისტრის განცხადებით, CNN-ის ეთერში ქართული ღვინის საიმიჯო ვიდეორგოლის განთავსება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარმოსაჩენად. „ქართული ღვინის პოპულარიზაცია ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, რაზეც უკვე წლებია აქტიურად ვმუშაობთ – ვახორციელებთ შესაბამის ღონისძიებებს პრიორიტეტულ ბაზრებზე. ჯერ კიდევ 2014 წელს დავიწყეთ ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის ძალიან…

მეტი...

14 წლის აითაჯის მკვლელობისთვის დაკავებულს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა

საქართველოს პროკურატურამ  საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მომხდარი არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტზე  ბრალდებულს ბრალდება არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლით დაუმძიმა.  ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, ბრალდებულმა 14 წლის არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა. თუმცა მისი ოჯახის წევრებმა ის უკან დააბრუნეს. ბრალდებული ქორწინებაში ყოფნის პერიოდში, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ არასრულწლოვანს აუპატიურებდა. 6 ოქტომბერს, ბრალდებულმა, თვლიდა, რა რომ დაზარალებულმა გაქცევით შეურაცხყოფა მიაყენა და როგორც ქალს არ ჰქონდა საკუთარი პირადი ცხოვრების განკარგვისა და მასთან ქორწინებაზე უარის თქმის უფლება, 14 წლის არასრულწლოვანს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით), 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), 137-ე მუხლის…

მეტი...

შტორმი ბათუმში – ბულვარის სანაპიროს გარკვეულ პერიმეტრზე  ინფრასტრუქტურა დაზიანდა

ბათუმში ძლიერი ქარისა და შტორმის შედეგად, ბულვარის სანაპიროს გარკვეულ პერიმეტრზე  ინფრასტრუქტურა დაზიანდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის,  თორნიკე რიჟვაძის განცხადებით,  მობილიზებულია მერიის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურები. „უხვი ნალექის, უამინდობისა და შტორმის შედეგად ბათუმის სანაპირო ზოლზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მობილიზებულია მერიის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურები. გამოდარებისთანავე მოხდება ინფრასტრუქტურის აღდგენა. მინდა, მოქალაქეებს ვთხოვო, მაქსიმალურად თავი შეიკავონ სანაპირო ზოლში გადაადგილებისგან. ყველაფერი გაკეთდება, რომ დაცული იქნას როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.  

მეტი...

იმის მიხედვით, როდის იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილება, გვინდა გავმართოთ საერთო სახალხო ეროვნული ზეიმი – ირაკლი ღარიბაშვილი

იმის მიხედვით, როდის იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილება, გვინდა გავმართოთ საერთო სახალხო ეროვნული ზეიმი, კონცერტი და ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ისტორიული გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილება სავარაუდოდ 15 დეკემბერს იქნება. „იცით, რომ დეკემბერში, 14 ან 15 დეკემბერს ველოდებით უკვე ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას სტატუსის მონიჭების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა გუნდში მსჯელობა, პარლამენტთანაც გვქონდა საუბარი და გადავწყვიტეთ, რომ იმის და მიხედვით, როდის იქნება გადაწყვეტილება, 14-ში ან 15-ში, ამ თარიღს დავაზუსტებთ, ალბათ 15-ში მოხდება ეს, 15 დეკემბერს, გვინდა…

მეტი...

,,ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” – ”ნაციონალური მოძრაობა”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიას არ წარმოადგენს და ეს საკითხი დახურულია. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიკა მელია “პარტიის დაზიანების კამპანიას” აგრძელებს. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნისთვის გადამწყვეტი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება. “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივითა და ავტორობით, გამოაქვეყნა პარტიის ერთობის მანიფესტი, რომელიც პარტიის ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს. მიუხედავად ჩვენი მრავალთვიანი მცდელობისა, რომ ყოფილი თავმჯდომარე დაბრუნებოდა პარტიას, ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანების კამპანიას და საჯაროდ, თავად აცხადებს, რომ ის „არ არის ნაციონალურ მოძრაობაში“. ფაქტია – ნიკა მელია…

მეტი...

,,დღეს რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება და წინა მთავრობა, დღეს არც მშვიდობა იქნებოდა, არც ეკონომიკური ზრდა”- პრემიერი

1 მლნ 366 ათასი დასაქმებულია დღეს ქვეყანაში. ეს ოფიციალურად არის საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. ასევე რეკორდულია დასაქმების დონეც. ეს მოიტანა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულმა სწორმა პოლიტიკამ, იმ ნაბიჯებმა, რომელიც ჩვენ გადავდგით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, დღეს რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება არც მშვიდობა იქნებოდა და არც ეკონომიკური ზრდა. „რაც შეეხება ზოგადად, მიმდინარე ეკონომიკურ ვითარებას, იცით, რომ ჩვენ წელს 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ახლაც ძალიან კარგი ტენდენციებია და მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეს პოზიტიური დინამიკა. მინდა გამოვეხმაურო საქსტატის მიერ წინა კვირას გავრცელებულ ინფორმაციას,…

მეტი...

საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმები, საქართველოში, პროფესიულ საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმები, საქართველოში, პროფესიულ საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ექიმებს, რომლებსაც შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საექიმო საქმიანობის ნებართვა აქვთ, სამშობლოში, პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას ავტომატურად, ზედმეტი ბიუროკრატიისა და ბარიერების გარეშე, ნებისმიერ დროს შეძლებენ. ,,მათ მიერ, მხოლოდ საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაა საჭირო, რის შემდეგაც პროაქტიულად მიენიჭებათ სახელმწიფო საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი. გამარტივებული წესით, აშშ-ში, ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში, ასევე -კანადაში, ავსტრალიაში, ისლანდიაში, ისრაელში, თურქეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ახალ ზელანდიაში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში, ლიხტენშტაინსა და სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველი ექიმები ისარგებლებენმ,”- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ზვავსაშიშროების საფრთხის გამო, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, აავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

უკრაინის მთავრობამ სისულელით და კორუფციით ბევრი მიზეზი შექმნა ქვეყნის მიტოვებისთვის – არესტოვიჩი

მთავარი პრეტენზია და მთავარი ტვირთი მათ წინააღმდეგ უნდა იყოს, ვინც დიდ ომში მიგვატოვა, სრულ მხარდაჭერას დაგვპირდა და ამის გარეშე დაგვტოვა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, უკრაინის მთავრობამ სისულელით და კორუფციით ბევრი ფორმალური და არაფორმალური მიზეზი შექმნა უკრაინის მიტოვებისთვის. „ჩვენ მოვიგეთ ჩვენი ომი. ჩვენ გავტეხეთ რუსეთის ფედერაციის საკადრო არმია და შემოჭრის გეგმა დასავლეთის მინიმალური დახმარებით: პირველი რამშტაინი – უკვე 26 აპრილს, პირველი სერიოზული მიწოდება – ივნისის ბოლოს. ჩვენი ომი შეიძლება დაგვირგვინებულიყო სტამბოლის ხელშეკრულებებით და რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი ცოცხალი ყოფილიყო. და…

მეტი...

შეტყობინება ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ – ბელგიაში ათობით სკოლა დაიხურა

ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინების მიღების გამო ბელგიაში ათობით სკოლა დაიხურა. ბომბის შესახებ შეტყობიება ადმინისტრაციამ კვირას საღამოს მიიღო. ამის გამო ორშაბათს,  ბრიუსელსა და ვალონიის ბრაბანტის რეგიონში 27 სკოლა დაიხურა. სასწავლო დაწესებულებებში სამართალდამცველები მუშაობენ.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხგვევა სენაკში – დაშავდა ოთხი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხგვევა სენაკში –  ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარია, ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი. დაშავებულები კლინიკაში გადაჰყავთ.

მეტი...

ამინდის გაუარესების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს, განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონებში, სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამინდის გაუარესების გამო მოქალაქეებს, განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონებში, სიფრთხილისკენ მოუწოდებს. „საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარის, უხვი ნალექისა და შტორმის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მობილიზებული არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად და კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს. მოვუწოდებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონებში მყოფ მოქალაქეებს, შტორმისა და უამინდობის გამო თავი შეიკავონ სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

უკრაინა ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხებას ვერ შეძლებს – ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინა რუსეთის დამარცხებას “ვერ შეძლებს”. მისითქმით,  ევროკავშირმა “სტრატეგიული შეცდომა დაუშვა”, როდესაც უკრაინის დახმარების გადაწყვეტილება მიიღო. “უკვე ნათელია, რომ უკრაინა ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხებას ვერ შეძლებს. ამასთან, ჩვენ არ უნდა ველოდოთ პოლიტიკურ ცვლილებებს მოსკოვში. რეალობას უნდა შევხედოთ”, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

მეტი...

ძლიერი ქარი ფოთში – ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა, დაზიანდა 10-მდე მანქანა

ფოთში წვიმამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ძლიერმა ქარმაკოსტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა ათამდე ავტომობილი. ზარალის რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

ჩვენს მეომრებს სამხრეთში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში პოზიციები უკავიათ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელ ჯარისკაცებს სამხრეთში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში პოზიციები უკავიათ. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც პასუხობს რუსეთის ტერორისტულ თავდასხმებს, ვინც იგერიებს მტრის შეტევებს. ,,ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილში უკიდურესად ცუდი ამინდია. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა უკრაინის სამხრეთ რეგიონებში. ამ რთულ პირობებში ჩვენ ყველა განსაკუთრებით მადლიერები უნდა ვიყოთ მათი, ვინც იცავს ჩვენს ქვეყანას, ვინც ახორციელებს შეტევით ოპერაციებს, იმყოფება საბრძოლო პოზიციებზე.ინტენსიური საომარი მოქმედებები არ წყდება დონეცკის მიმართულებებზე და კუპიანსკის მიმართულებაზე ხარკივის ოლქში. ჩვენს მეომრებს ასევე უკავიათ პოზიციები ქვეყნის სამხრეთში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც პასუხობს რუსეთის ტერორისტულ…

მეტი...

მეუღლისა და ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობამ მეუღლის მიმართ იძულების ფაქტები – ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ  მეუღლისა და ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და მეუღლის მიმართ იძულების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქ.ვ.-მ მეუღლეს ლ.წ.-ს, ძალის გამოყენებით მის ავტომანქანაში ჩაჯდომა აიძულა. აღნიშნულ ფაქტს გ.მ. და ს.ბ. შეესწრნენ, რომლებიც დაზარალებულს დაეხმარნენ, რის გამოც, ბრალდებული მოკვლის მიზნით, მეუღლისა და მათი მიმართულებით, ავტომანქანით სწრაფი სიჩქარით გაემართა. ბრალდებულის მეუღლემ გადახტომა და გაქცევა მოახერხა, ხოლო გ.მ.-მ და ს.ბ.-მ ავტომანქანის დაჯახების შედეგად, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს, რის შემდგომაც ბრალდებული მეუღლეს გამოეკიდა და ძირს…

მეტი...

მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ქარბუქი – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 5-6 ბალიანი შტორმი. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მეტი...

ბათუმში, ავტობუსში რადიატორი გასკდა და ბავშვი დაიწვა – “ბათუმელები”

“ბათუმელების” ინფორმაციით, ბათუმში, 6 ნომერ ავტობუსში, რადიატორი გასკდა და ბავშვი დაიწვა. გამოცემას ბავშვის დედა ეუბნება, რომ 6 წლის ბიჭს ორივე ფეხი აქვს დამწვარი. შემთხვევა 25 ნოემბერს მოხდა. ,,შემაღლებული სკამები რომ არის იქ ვისხედით, მოულოდნელად ცხელი წყალი წამოვიდა ხრიალით – თქვეს, რომ რადიატორი გასკდა. ბავშვს ორივე ფეხი დამწვარი აქვს. ავტობუსი სავსე იყო ხალხით”, – ყვება ქალი “ბათუმელებთან”. “ბათუმელებთან” ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელი, ლევან ლაზარიაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.

მეტი...