ოპერის გაფიცული თანამშრომლები ხვალ აქციას გამართავენ

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის თანამშრომლები ხვალ, 14 ნოემბერს, გაფიცვის მე-12 დღეს, 17:30 საათზე, თეატრის ეზოში აქციას გამართავენ. აქციას უერთდებიან და ორგანიზებას უწევენ პროფკავშირებიც.

,,თეატრში სამუშაოს მოცულობის ინტენსიურობისა და სირთულის გაზრდის მიუხედავად, დასაქმებულთა ხელფასი მიზერულია და წლების განმავლობაში არ შეცვლილა. დასაქმებულთა ანაზღაურება დღემდე დაახლ. 500 ლარს შეადგენს. დასაქმებულები ითხოვენ:

ხელფასების 100 %-ით მატებას და გაფიცვის შეტყობინების მიღების შემდეგ, დამსაქმებლის მიერ ორი გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენას”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.

მსგავსი თემები