გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, წითელ ზღვაში იემენელმა ჰუსიტებმა სატვირთო ხომალდი გაიტაცეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში სატვირთო ხომალდი გაიტაცეს. ამის შესახებ Times of Israel წერს. არსებული ინფორმაციით, ბაჰამის დროშის ქვეშ მოცურავე გემი Galaxy Leader ბრიტანულ კომპანიაზეა გაფორმებული, რომლის წილიც ერთ-ერთ ისრაელ ბიზნესმენს ეკუთვნის. ხომალდი თურქეთიდან ინდოეთში მიცურავდა, ეკიპაჟის 52 წევრს შორის კი უკრაინის, ბულგარეთის, ფილიპინების და მექსიკის მოქალაქეები არიან. გატაცების დროს ხომალდი იაპონურ კომპანიას ჰქონდა იჯარით აღებული. ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ გემის გატაცება „გლობალური მასშტაბის ძალიან სერიოზული ინციდენტია“. ჰუსიტები იემენში ირანის მხარდაჭერით მოქმედებენ. 2014 წლიდან ისინი იემენის დედაქალაქ სანას და ქვეყნის ნაწილს აკონტროლებენ. მათ პირობა დადეს,…

მეტი...

„ლელო“ ის პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ღიად მუშაობდა საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ – არჩილ თალაკვაძე

თუ ვინმე არის დასასანქცირებელი, პირველ რიგში ის პოლიტიკური ბანაკია, რომელიც მუშაობას საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ მამუკა ხაზარაძის აშშ-ში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. „ლელო“ ბატონი ხაზარაძის ლიდერობით ამ 2 წლის განმავლობაში არის ის პოლიტიკური პარტია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის ბანაკში პირდაპირ, ღიად მუშაობდა საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, კანდიდატის სტატუსის დასაბლოკად და იყენებდა ყველა თავის რესურსს, იმისთვის რომ საქართველოსთვის ევროპული მომავალი გადადებულიყო. როგორ შეიძლება, როდესაც შენს ქვეყანას უნდა მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი, იყო წასულიყო საერთაშორისო ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა თუ ევროპაში და იქ ადამიანებს ესაუბრებოდე, რომ ქვეყანას ჰყავს თითქოს ანტიევროპული ხელისუფლება და…

მეტი...

ჯანმოში მარტოობის კომისია შეიქმნა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში ახალი კომისია შეიქმნა, რომელიც მარტოობის ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ ცნობიერებას გაზრდის. კომისიას „სოციალური კავშირების საკითხებზე“ ამერიკელი ქირურგი ვივეკ მერტი უხელმძღვანელებს, რომლის თქმითაც, მარტოობასა და სოციალურ იზოლაციას ისეთივე ნეგატიური გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე, როგორც დღეში 15 ღერი სიგარეტის მოწევას. ჯანმოში მიიჩნევენ, რომ მარტოობა გლობალური პრობლემაა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სოციალური იზოლაცია და მარტოობა შფოთვის, დეპრესიის, დემენციის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის რისკებს ზრდის და ხშირად სუიციდის მიზეზი ხდება. საერთაშორისო კომისია მარტოობის საკითხზე 3 წლის განმავლობაში იმუშავებს. მისი პირველი სხდომა დეკემბერში გაიმართება.

მეტი...

ყაზახეთმა რუსული ტელეარხების პორტალი დაბლოკა

ყაზახეთის მთავრობამ რუსული Sputnik24-ის სერვისები დაბლოკა, რომელიც ქვეყანაში რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტელეარხებს აჩვენებდა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რუსულ სატელევიზიო არხებს ყაზახეთში ოპერირების ლიცენზია არ ჰქონდათ და სწორედ ამიტომ მოხდა მათი გათიშვა. გათშვის გადაწყვეტილებას ხელი ივნისში მოეწერა. Arbatmedia წერს, რომ გათიშულ არხებს შორის არის რუსული სამთავრობო ტელეარხი RT. აღსანიშნავია, რომ Sputnik24-ის სერვისები 2023 წლის აპრილში ესტონეთშიც დაიბლოკა.

მეტი...

,,მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება” – 112 მოსახლეობას აფრთხილებს

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნის და მოსალოდნელი ძლიერი ნალექის შესახებ აფრთხილებს. ,,20-22 ნოემბერს საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესება და ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ  სიფრთხილისკენ”, – წერს 112.

მეტი...

სასამართლომ გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავებულები გაათავისუფლა და პროცესი გადადო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 8 პირის ადმინისტრაციული საქმის განხილვა 29 ნოემბრისთვის გადადო, 3-ის კი 30 ნოემბრისთვის. დაცვის მხარემ მტკიცებულებების მოძიებისთვის საჭირო დრო მოითხოვა, რაც მოსამართლემ გაიზიარა. სასამართლომ სამართალდამცავ ორგანოებსაც დაავალა წარმოადგინონ ვიდეომტკიცებულებები.

მეტი...

ბრაკონიერთა ჯგუფი ჩოხატაურში ტყის მცველს ფიზიკურად გაუსწორდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავებულია ოთხი პირი. ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის სატყეო უბანზე, ბრაკონიერებს, ხე-ტყის უკანონო ჭრის აღკვეთის მიზნით, წინააღმდეგობა გაუწია ეროვნული სატყეო სააგენტოს გურიის სატყეო სამსახურის ტყის მცველმა თემურ მგალობლიშვილმა. ბრაკონიერთა ჯგუფი ტყის მცველს ფიზიკურად გაუსწორდა. თემურ მგალობლიშვილი დაზიანებებით გადაყვანილია ჩოხატაურის რაიონულ საავადმყოფოში. დაზარალებული ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ მოინახულა. შსს-ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოთხივე კანონდამრღვევი დააკავა. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების – ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, კომპეტენციის…

მეტი...

ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფო სიკვდილის ზონად იქცა – ჯანმო

ღაზის სექტორის ალ-შიფას საავადმყოფო სიკვდილის ზონად იქცა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს შეფასება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჯანმო-სა და გაერო-ს სხვა ოფიციალური პირები საავადმყოფოში იმყოფებოდნენ. ,,გუნდმა შეძლო მხოლოდ ერთი საათის გატარება საავადმყოფოში…ალ-შიფაში კვლავ რჩება 25 ჯანდაცვის მუშაკი და 291 პაციენტი, მათ შორის 32 ახალშობილი. რამდენიმე პაციენტი გარდაიცვალა. ჯანმო და პარტნიორები სასწრაფოდ ამუშავებენ გეგმებს დარჩენილი პაციენტების, პერსონალის და მათი ოჯახების დაუყოვნებლივ ევაკუაციისთვის”, – აცხადებენ ჯანმოში. ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ საავადმყოფოს ქვეშ “ჰამასის” სამეთაურო ცენტრია განთავსებული. მათივე თქმით, ტერიტორიაზე გვირაბები და იარაღის საწყობები აღმოაჩინეს.

მეტი...

,,შემაშფოთებელია, რომ დაკავებულთა შორის არის ჟურნალისტიც” – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი 18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს დაკავების ფაქტებს ეხმაურება და ამბობს, რომ აპარატმა დაკავების კანონიერების საკითხის შესწავლა დაიწყო. სახალხო დამცველის რწმუნებულმა, გუშინ თბილისისა და რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული 7 დაკავებული მოინახულა. ,,სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა. მედიის წარმომადგენლის დაკავებამ, თავისი საქმიანობის განხორციელებისას, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას, შესაძლოა იქონიოს მსუსხავი ეფექტი შეკრებების დროს შესაბამისი ინფორმაციის გაშუქებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ფაქტზე სპეციალური საგამოძიებო ორგანოს ფარგლებში მოხდეს დროული რეაგირება. საგულისხმოა, რომ აქციის მონაწილეთა პროტესტის საგანს წარმოადგენს რაჭა-ლეჩხუმსა…

მეტი...

,,საკორინთლოსთან დღეს ოკუპანტები ისევ გამოჩნდნენ” – ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი, დავით ქაცარავა წერს, რომ საკორინთლოს მიმდებარედ ოკუპანტები დღეს ისევ გამოჩნდნენ: ,,დღეს, 19 ნოემბერს , ღორკები კვლავ გამოჩნდნენ საკორინთლოს მიმდებარედ. საგუშაგო, რომელიც თვეების განმავლობაში არააქტიური იყო, მაიორ გინტურის მკვლელობის შემდეგ კვლავ გააცოცხლეს. თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმი დაგვემუქრა, აწი კიდევ უფრო მკაცრად გავაკონტროლებთ “საზღვრებს”ო. საკორინთლოში მათი გააქტიურება, დიდი ალბათობით უკავშირდება ზუსტად ამ განცხადებას. ამ წუთისთვის, ორკებმა დატოვეს საგუშაგო”, – წერს ქაცარავა.

მეტი...

გასულ ღამეს უკრაინაში 150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაიბომბა

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და ნიკოლაევის რაიონებში 150-ზე მეტი დასახლება დაიბომბა. მათივე ცნობით, რუსებმა უკრაინაში 5 სარაკეტო და 76 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და 50 შეტევა მიიტანეს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე. „ბოლო 24 საათის განმავლობაში 71 სამხედრო შეტაკება მოხდა. რუსეთის ტერაქტების შედეგად, სამწუხაროდ, არის დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოსახლეობა. განადგურდა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“, – ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში. ამავე ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 15 რუსული უპილოტო თვითმფრინავი გაანადგურეს. რუსეთის ჯარებმა…

მეტი...

,,მდაბიო ქოცებო, ვერაფერს ვერასდროს ვერ გაიგებთ” – ხოშტარია

,,მდაბიო ქოცებო, ვერაფერს ვერასდროს ვერ გაიგებთ”. ამის შესახებ ელენე ხოშტარია წერს. მსგავსი პლაკატები გუშინ, ზურა ჯაფარიძის საცხოვრებელ სახლთანაც გააკრეს. ,,ჩემი და ზურას სახლთან გააკრეს ჩვენი შეურაცხმყოფელი პლაკატები. ზუსტად სახლის გასწვრივ.4-ვე ჩემი შვილი იზრდება ისე, რომ იციან რას ვაკეთებ და რატომ. ეს გამოკრული [პლაკატები] ჩვენთვის უღირსობის გაკვეთილების ახსნა იქნება. მიხარია, როცა ჩემ შვილებს შემიძლია ავუხსნა კონკრეტული მაგალითებით რა არის უღირსობა. კარგად გაიგებენ, ისევე როგორც, აქამდე გაუგიათ. ოღონდ, აი, თქვენ, ძალიან სასაცილო და მდაბიო ქოცებო, ვერაფერს ვერასდროს ვერ გაიგებთ”, – დაწერა ელენე ხოშტარიამ.  

მეტი...

წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ფოცხოეწერსა და ჯვარში, ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა. წაქცეულია ასწლოვანი ხეები. ასევე, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც ფოცხოეწერისა და ჯვრის მოსახლეობის ნაწილს დენი არ მიეწოდება.

მეტი...

თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს – გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი კოსტა სანიკიძეა

თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი კოსტა სანიკიძეა. მას ჭრილობები, სავარაუდოდ, მუცლის არეში აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

ოლაფ შოლცი ვლადიმირ პუტინთან საუბრის შესაძლებლობას განიხილავს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან საუბარს განიხილავს, როდესაც ასეთი შესაძლებლობა ექნება. ამის შესახებ შოლცმა ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ისაუბრა. ,,მე მას დაველაპარაკები”, – თქვა შოლცმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას, თუმცა, არ დაუკონკრეტებია როდის ან რა ვითარებაში შედგება მისი და ვლადიმირ პუტინის საუბარი. ასევე აღნიშნა, რომ ზემოხსენებული საუბარი არ იქნება იმ პრინციპის, როგორიცაა ვინმესთან ერთად ყავის დალევა და საბოლოო შეთანხმების მოლოდინი. შოლცის შეფასებით, ამ ეტაპზე პუტინი არ ამჟღავნებს, რომ მას რამეში ჩართვა სურს.

მეტი...

ბერლინში პალესტინელების მხარდამჭერ მსვლელობას 2 500-მდე ადამიანი შეუერთდა

ბერლინში პალესტინელების მხარდამჭერ მსვლელობას 2 500-მდე ადამიანი შეუერთდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომიტინგეები ქუჩებში „თავისუფალ პალესტინას“ სკანდირებდნენ და მოუწოდებდნენ ისრაელს, „შეაჩეროს ომი ღაზის წინააღმდეგ“. პროტესტს შეუერთდა ექიმთა ჯგუფიც, რომელიც ისრაელს ომის დანაშაულებში საავადმყოფოების დაბომბვის გამო ადანაშაულებს.

მეტი...

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით ლონდონში გაემგზავრა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, ქართველი კანონმდებლები შეხვედრებს გამართავენ გაერთიანებული სამეფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელ პირებთან. როგორც ირაკლი ბერაიამ განაცხადა, ვიზიტის მიზანია საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, ბრიტანელი პარტნიორებისთვის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებისა და საქართველოს უსაფრთხოების გარემოს შესახებ ინფორმაციის მიწოდება, დეოკუპაციისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერება, თავდაცვისუნარიანობისა და ეროვნული მედეგობის განმტკიცებაში მხარდაჭერის გაზრდა, ისევე როგორც…

მეტი...

,,უნგრეთმა უნდა უთხრას არა ევროპის ბრიუსელის მოდელს” – ვიქტორ ორბანი

,,უნგრეთმა უნდა უთხრას არა ევროპის ბრიუსელის მოდელს”. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. „ჩვენ უნდა ვთქვათ არა, რადგან ის არა მდგრადია, მას მომავალი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ბრიუსელი ანადგურებს ევროპას“, – აღნიშნავს უნგრეთის პრემიერ მინისტრი. ორბანმა თქვა, რომ მათ არ უნდა დატოვონ ევროკავშირი, არამედ უნდა შეცვალონ და ეს შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ბრიუსელში რადიკალური ცვლილებები მოხდება.

მეტი...

,,რაც უფრო ახლოვდება ზამთარი, მით მეტად შეეცდება რუსეთი გააძლიეროს დარტყმები” – ზელენსკი

,,რაც უფრო ახლოვდება ზამთარი, მით მეტად შეეცდება რუსეთი გააძლიეროს დარტყმები”. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ,,გასული ღამის განმავლობაში ჩვენს ცაზე თითქმის 30 „მოწამე“ განადგურდა. მადლობა მობილური სახანძრო ჯგუფების ყველა ჯარისკაცს, ჩვენი საჰაერო ძალების ავიაციას და საზენიტო სარაკეტო ძალებს. თქვენი სიზუსტე, ბიჭებო, ფაქტობრივად სიცოცხლეა უკრაინისთვის. რაც უფრო ახლოვდება ზამთარი, მით მეტად შეეცდება რუსეთი გააძლიეროს დარტყმები. უკრაინაში ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ 100 პროცენტით ეფექტური. მიუხედავად ყველა სირთულისა, მიუხედავად დაღლილობისა, უკრაინის დასუსტების მცდელობის მიუხედავად”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მეტი...

პატიმრობაში მყოფი გირკინი აცხადებს, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის

რუსი სამხედრო ბლოგერი, იგორ გირკინი რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. მან თავი კანდიდატად გამოაცხადა. ,,ეს არის ჩვენი შანსი, გავერთიანდეთ გარე და შიდა საფრთხეების წინაშე”, – ნათქვამია გირკინის წერილში. ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი ოფიცერი, დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი იგორ გირკინი (სტრელკოვი), 21 ივლისს დააკავეს. რუსეთში მის წინააღმდეგ საქმე ექსტრემისტული საქმიანობის საჯარო მოწოდებისთვის აღიძრა. მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ამჟამად კი ის ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორშია. გირკინი დაუსწრებლად გაასამართლეს ჰააგაში, დონბასში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების საქმეზეც. გირკინი რუსი ულტრანაციონალისტი და პროპაგანდისტია, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს…

მეტი...

ხუთდღიანი საპროტესტო მსვლელობა ისრაელში

,,დააბრუნეთ ისინი ახლავე”. ეს შეძახილები ისმოდა მასშტაბურ მსვლელობაზე, რომელიც თელ-ავივიდან იერუსალიმის მიმართულებით გაიმართა. ათასობით დემონსტრანტი ჰამასის ტყვეობაში მყოფი ისრაელის მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვდა. მსვლელობის მონაწილეებს, 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს გატაცებული ადამიანების ფოტოები და ისრაელის დროშები ეჭირათ. დემონსტრანტები პრემიერ ნეთანიაჰუს ოფისთან მივიდნენ და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს. ხუდღიანი საპროტესტო მსვლელობა თელ-ავივში დაიწყო და იერუსალიმში დასრულდა.

მეტი...

,,ისრაელის სამხედროები აგრძელებენ ბრძოლას და ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში წინ მიიწევენ” – ჰაგარი

ისრაელის თავდაცვის ძალები პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი ამბობს, რომ მათი სამხედროები აგრძელებენ ბრძოლას და ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში წინ მიიწევენ. ,,ჯარისკაცები ასევე აგრძელებენ ოპერაციას ტერორისტული ინფრასტრუქტურის აღმოსაჩენად. მათ შორის, საავადმყოფოებში. დღეს დილით, ჩვენ დავთანხმდით ალ-შიფას საავადმყოფოს მენეჯმენტის მოთხოვნას და საავადმყოფოში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გადასასვლელი გავხსენით. საავადმყოფოში კი საკვები და წყალიც შევიტანეთ. ამ ობიექტთან დაკავშირებით ჩვენს სამხედროებს ოთხი ძირითადი მიზანი აქვთ: პირველი და უმთავრესი, მძევლების შესახებ ინფორმაციის შეგროვება; მეორე – იარაღის საცავისა და მართვის ოთახების აღმოჩენა; მესამე – ტერორისტების პოვნა საავადმყოფოს კომპლექსში და მეოთხე – კლინიკის ქვეშ მიწისქვეშა ტერიტორიის აღმოჩენა და…

მეტი...

ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციებისას დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რაოდენობა 58-მდე გაიზარდა

ღაზის სექტორის ჩრდილოეთში “ჰამასის” წინააღმდეგ ბრძოლისას კიდევ ორი ჯარისკაცი დაიღუპა – 28 წლის კაპიტანი Roey Biber და 21 წლის სერჟანტი Binyamin Meir Airly. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ამით სახმელეთო ოპერაციებისას დაღუპულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა.

მეტი...

ზელენსკიმ 40-მდე რუსულ იურიდიულ და 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ახალი განკარგულებების მიხედვით, შეზღუდვები რუსეთის 40-მდე იურიდიულ და 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს დაუწესა. პრეზიდენტის თქმით, მათ კავშირი აქვთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების დეპორტაციასთან და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში ეხმარებიან. ,,ძალაში შევიდა სანქციებთან დაკავშირებით უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს რამდენიმე გადაწყვეტილება. სანქციებში მოხვდა, დაახლოებით, 40 რუსული იურიდიული და 100-ზე მეტი ფიზიკური პირი. კერძოდ, ისინი, ვინც დაკავშირებულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცებასა და დეპორტაციასთან. და ისინი, ვინც სხვადასხვა გზით ეხმარება რუსულ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ. ვაძლიერებთ მათზე ჩვენი სახელმწიფოს ზეწოლას. თითოეულმა მათგანმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა,”…

მეტი...

,,ომის შემდეგ ღაზის სექტორი პალესტინელთა ავტონომიამ უნდა მართოს” – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ ისრაელ-ჰამასს შორის მიმდინარე ომის შემდეგ ღაზის სექტორი და დასავლეთ სანაპირო პალესტინელთა ავტონომიამ უნდა მართოს. ,,როცა მშვიდობისკენ მივილტვით, ღაზა და დასავლეთის სანაპირო კვლავ უნდა გაერთიანდეს მმართველობის ერთიანი სტრუქტურის ქვეშ, საბოლოო ანგარიშით განახლებული პალესტინელთა ავტონომიის პირობებში, იმ ფონზე, როცა ყველანი ვმუშაობთ ვითარების გადაწყვეტაზე ორი სახელმწიფოს გზით…არ უნდა მოხდეს პალესტინელთა იძულებითი გადაადგილება ღაზიდან, ხელახალი ოკუპაცია, ალყა ან ბლოკადა, ან ტერიტორიის შემცირება,” – აცხადებს ბაიდენი Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

მეტი...

სუმის ოლქში რუსული დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

გასულ დღეს რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქი 25-ჯერ დაბომბეს, რის შედეგადაც 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. სუმის სამხედრო ადმინისტრაციის თქმით, რეგიონის 11 თემში 189 აფეთქება დაფიქსირდა. თავდასხმები განხორციელდა ხოტინის, ბილოპოლის, კრასნოპოლისა და სხვა თემებზე. სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

ფილიპინებში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა

ფილიპინების სამხრეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა. დაკარგულად მიიჩნევა 2 პირი, რომლებიც, სავარაუდოდ, მიწის მასის ქვეშ არიან მოყოლილები. თავშესაფრის გარეშე დარჩა ათობით ადამიანი. არსებული ინფორმაციით, 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი მინდანაოს რეგიონი იყო. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბუნებრივმა კატასტროფამ რეგიონის ოთხ პროვინციაში 60-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, 32 საავტომობილო გზა, სავაჭრო ცენტრი და ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა.

მეტი...

თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე შეზღუდვა დაწესდა

თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე თქმით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. მოძრაობა თავისუფალია საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზეც.

მეტი...

ჟიჯინის ოლქი – გამორჩეული არქიტექტურა და მწვანე დასახლება

გუიჟოუ არის მთიანი პროვინცია სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში. ის  ცნობილია თავისი ტრადიციული სოფლებით, დასახლებული უმცირესობების ჯგუფებით, როგორიცაა მიაო და დონგი. ის ასევე განთქმულია 74 მეტრის სიმაღლის ჰუანგუოშუს ჩანჩქერით. ახლომახლო, Dragon Palace Cave არის ფართო მიწისქვეშა სისტემა წყლის გზებით. აქ უამრავი სანახაობაა. გარდა გამოქვაბულის, ჩაჩქერის და სხვა ღირსშესანიშაობებისა, ჟიჯინო გამორჩეულია არქიტექტურით და არაჩვეულებრივი ბუნებით. დანარჩენი კი რეპორტაჟში. ეკა გულუა ჩინეთიდან. უდიდესი გამოქვაბული ჩინეთში – ვიდეორეპორტაჟი პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ჩანჩქერი ჩინეთში – ვიდეორეპორტაჟი

მეტი...