უკრაინამ რუს ოლიგარქ მიხეილ ფრიდმანთან დაკავშირებული კომპანიები დაასანქცირა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, რუს ოლიგარქ მიხეილ ფრიდმანთან დაკავშირებული 9 კომპანია დასანქცირდა.

სანქცირებულია ფრიდმანთან კავშირში მყოფი შემდეგი კომპანიები:

ლიხტენშტეინში დაფუძნებული Sogeral Foundation და ლუქსემბურგში დაფუძნებული CTF Holdings S.A;

ასევე, კვიპროსში დაფუძნებული Haberfield Limited, Alfa Finance Holdings Limited, Slavisilla Holdings Limited, Erasmony Limited, Rissa Investments Limited, International Distribution Systems Limited, და Dendar Investment Fund Limited.

მსგავსი თემები