მგონია, რომ ამას სალომე ზურაბიშვილი არ გააკეთებს – კალაძე მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს. მისივე თქმით, ამ ვარაუდის საფუძველს სალომე ზურაბიშვილის მიერ თვეების წინ გაკეთებული განცხადებები ქმნის.

„მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამას არ გააკეთებს. რადგან მას პრინციპულად სიტყვა ნათქვამი აქვს. მგონია, რომ ის თავის ნათქვამს არ გადააბიჯებს და გააკეთებს იმას, რაც განაცხადა თვეების წინ და რასაც ამბობდა ყოველთვის. მე მგონია, რომ ამას არ გააკეთებს, თუმცა გამორიცხული არაფერია. თუ ამ ნაბიჯს
გადადგამს, ის იქნება გამზიარებელი იმ უბედურებების, რომელთა მთავარი შემოქმედი გახლდათ სააკაშვილი, რაც ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში ამ ადამიანმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა იკადრა და აკადრა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები