,,მკაცრად ვგმობთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტს” – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

,,მკაცრად ვგმობთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის რეგიონში საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობას და მეორე მოქალაქის გატაცებას”. ამის შესახებ გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს. „რუსი ოკუპანტები გააგრძელებენ მკვლელობებს, ვიდრე საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი. შეგახსენებთ, რომ სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე.

მეტი...

პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს თავს დაესხნენ

პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს თავს დაესხნენ. პრეზიდენტის კორტეჟს ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც მისი დაცვის ერთი წევრი მოკლეს. სად მოხდა თავდასხმა, ჯერჯერობით უცნობია. უცნობია ისიც, დაშავდა თუ არა თავდასხმის შედეგად თავად პალესტინის პრეზიდენტი. თურქული გამოცემა Yeni Safak-ის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე დაჯგუფებამ – “აბუ ჯანდელის შვილები” აიღო.

მეტი...

,,არ მაქვს ინფორმაცია” – პესკოვი კირბალში, საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე

პუტინის პრესმდივანი ამტკიცებს, რომ არ აქვს ინფორმაცია სოფელ კირბალში, რუსი ოკუპანტების მიერ, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ. „არა, მე არ მაქვს ინფორმაცია. ამ საკითხთან დაკავშირებით, არ არსებობს ინფორმაცია“, – განუცხადა კრემლის სპიკერმა ჟურნალისტებს. ცნობისთვის, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად ასული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

მეტი...

,,დადგება დრო, როდესაც საქართველო იზეიმებს დეოკუპაციას” – მიხეილ სარჯველაძე

„ადრე თუ გვიან დადგება დრო, როდესაც საქართველო იზეიმებს დეოკუპაციას“- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ. „ნებისმიერი ოკუპანტის ყოფნა საქართველოში არის არალეგიტიმური და არალეგიტიმურობა არის საფრთხის მარატებელი. ამას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, და არა მხოლოდ მან, კონკრეტული სამართლებრივი სახელი დაარქვა და კონკრეტული შეფასება მისცა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაცია არის პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების დარღვევაზე. იუსტიციის სამინისტრომ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით გაიმარჯვა 2021 წელს და სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა აღნიშნული გადაწყვეტილება. ეს იყო უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, რაც გვაძლევს იმედიანად ყოფნის საფუძველს იმისთვის, რომ არცერთი ბარბაროსული ფაქტი არ დარჩება დაუსჯელი“,…

მეტი...

ზუგდიდში ავტომობილი 8 წლის ბავშვს დაეჯახა

ზუგდიდში, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 8 წლის ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. დაშავებული არასრულწლოვანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ყბა-სახის დაზიანებები აღენიშნება და მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მეტი...

12 წლის გოგოს მოტაცებისა და მასზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 22 წლის ბიჭს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ, 12 წლის გოგოს მოტაცებისა და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე დაკავებულ 22 წლის ბიჭს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში დაზარალებულის სტატუსით არასრულწლოვანი ფიგურირებს. შეგახსენებთ, რომ ქარელში, 22 წლის ბიჭმა 12 წლის გოგო ქორწინების მიზნით მოიტაცა.

მეტი...

ხელვაჩაურში მანქანა ქვეითს დაეჯახა – არის მსხვერპლი

ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. რ​​​ოგორც რეგიონული ტელევიზია TV25 წერს, ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯუფს ქალი გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

,,ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს კონკრეტული ვანდალური დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი” – მიხეილ სარჯველაძე

„უმძიმესი ფაქტი მოხდა, რომელსაც ვერასდროს ვერცერთი ქართველი ვერ შეეგუება“, -განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან და ლევან დოთიაშვილის გატაცებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, არალეგიტიმურია, როცა ოკუპაციას საქართველოს მოქალაქე ეწირება. „ეს არის ანომალია, როცა ოკუპაციას ეწირება საქართველოს მოქალაქე, აბსოლუტურად არალეგიტიმური, აბსოლუტურად მხეცური ფაქტი. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს კონკრეტული ვანდალური დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი“, -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. მიხეილ სარჯველაძემ სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულის ოჯახს და სრულიად საქართველოს. ცნობისთვის, 6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს თამაზ გინტურსა და ლევან დოთიაშვილს, როცა…

მეტი...

ღამის ცხოვრება „აღოსავლეთის მარგალიტში“ – კადრები შანხაიდან

“შანხაი” სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც “ოკეანეში”. მას ასევე „აღმოსალეთის მარგალიტსაც“ უწოდებენ. ეს არის ღამის განათებული ქალაქი უამრავი ტურისტით და სანახაობოთ. შანხაი ღამით

მეტი...

,,გამოიჩინეს უკიდურესი აგრესია სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ”- საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო

“სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა გააგრძელებს ყველა კანონიერი ზომების მიღებას მისი სუვერენული ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის საზღვრების დარღვევისგან დასაცავად” – ამის შესახებ ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის” ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო კირბალში, საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ თბილისს მოუწოდებს დაიწყოს ერთობლივი მუშაობა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციაზე. ,,არსებული ინფორმაციით, საქართველოს ამ მოქალაქეებმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მ.სააკაშვილის პარტიის რადიკალური წარმომადგენლებიდან, უკანონოდ გადაკვეთეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი მანქანით, მის ტერიტორიაზე ღრმად შესვლის განზრახვით. ისინი სასაზღვრო პატრულმა აღმოაჩინა. სამართალდამრღვევებმა მიზანმიმართულად უგულებელყვეს მესაზღვრეების არაერთგზის მოთხოვნა გადაადგილების შეჩერების შესახებ და გაფრთხილებები იარაღის გამოყენების შესახებ, უფრო…

მეტი...

ჩინელი მშრომელი ბებო მთელი დღე საფქვავას ატრიალებს (ვიდეო)

ეს ჩინელი ბებო შანხაიში, ერთ-ერთ ტურისტულ ქუჩაზე, მაღაზიაში მთელი დღე შრომობს. ის სანელებლებს ფქვავს და მთელი დღე ამ საფქვავს ატრიალებს. კარგა ხანი ვუყურე, შემეცოდა, მივუახლოვდი და რობოტი აღმოჩნდა.

მეტი...

სანაპიროზე, ავარიის შედეგად 3 ავტომობილი დაიმტვრა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში –  სანაპიროზე ავარიის შედეგად 3 ავტომობილი დაიმტვრა. შემთხვევის შედეგად შეფერხდა ტრანსპორტის გადაადგილება იუსტიციის სახლის მიმართულებით. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტი...

პრეზიდენტმა თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ კირბალში ჩავიდა და ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა. პრეზიდენტმა სოფელი მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.

მეტი...

„ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და გატაცებულთა ოჯახის წევრები დღეს ნეთანიაჰუს წინააღმდეგ აქციას გეგმავენ

7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და გატაცებულთა ოჯახის წევრები, დღეს, ისრაელის პარლამენტთან ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავენ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სოციალური ქსელით შეიქმნა ოჯახის წევრთა ჯგუფი, სადაც წერია: „ნეთანიაჰუ არ დასწრებია არც ერთ დაკრძალვას, არ დაურეკავს არც ერთი მძევლის ოჯახში, სწორედ ამიტომ ახლა ჩვენ მივალთ მასთან“.

მეტი...

,,ჩემი სამძიმარი თამაზ გინტურის ოჯახს, ძალიან განვიცადე ამ ძალიან ნათელი ადამიანის მკვლელობა ოკუპანტის ხელით”- სააკაშვილი

,,ჩემი სამძიმარი თამაზ გინტურის ოჯახს. ძალიან განვიცადე ამ ძალიან ნათელი ადამიანის მკვლელობა ოკუპანტის ხელით. აი ეს არის კოლაბორაციისა და ბოლომდე დაყვავების პოლიტიკის პირდაპირი შედეგი,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მისი თქმით, ”საქართველოს მართავენ ოკუპანტის დამქაშები და მანამ, სანამ ეს ასეა, ცალკეული ადამიანის სიცოცხლეებიც და ქართული სახელმწიფოებრიობა იქნება დარტყმის ქვეშ.” ,,ჩემი სამძიმარი თამაზ გინტურის ოჯახს. ძალიან განვიცადე ამ ძალიან ნათელი ადამიანის მკვლელობა ოკუპანტის ხელით. აი ეს არის კოლაბორაციისა და ბოლომდე დაყვავების პოლიტიკის პირდაპირი შედეგი. იმედია, ხვალ ბრიუსელში ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა არ იცვლება მთავარი რამ – საქართველოს მართავენ ოკუპანტის დამქაშები…

მეტი...

უცნაურად, უცაბედად, სააკაშვილის „ფეისბუქიდან“ ქრება „არმოსაწონი პოსტი“, ამას აკეთებს ხალხი, ვინც ამტკიცებდა, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობა არ არის – მელია

უცნაურად, უცაბედად, სააკაშვილის „ფეისბუქიდან“ ქრება „არმოსაწონი პოსტი“. ამას აკეთებს ხალხი, ვინც ამტკიცებდა, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობა არ არის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. მისი თქმით, სიმართლისთვის და სამართლიან ბრძოლას აქვს თავისი წესები, რომელსაც თუ არღვევ, სიმართლეს კარგავ. „მრავალჯერ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ტყვეობაში მყოფი ადამიანის პოსტებზე, პოზიციებსა და შეფასებებზე კომენტარს არ გავაკეთებ, თუმცა გავაკეთებ კომენტარს მათზე, ვინც პატიმრის სახელსა და რეპუტაციას ეფარება, ვიწრო მერკანტილური ინტერესისთვის იყენებს, ერთ დღეს ამბობს – აი, მიშამ თქვა და წადი, მეორე დღეს კი აშანტაჟებს, ემუქრება და ულტიმატუმს უყენებს, როდესაც…

მეტი...

ჩვენ არ შეგვიძლია, დავუხუროთ ევროკავშირის კარი საქართველოს – ანა ფოტიგა

ჩვენ არ შეგვიძლია, დავუხუროთ ევროკავშირის კარი საქართველოს, როდესაც ვაფასებთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნის მიერ წინგადადგმულ ნაბიჯებს, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის მიერ ბოლო დროს გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი შემაშფოთებელი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, გაფართოების პოლიტიკა ევროპის სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად მთავარ ინსტრუმენტად რჩება. „გაფართოების პოლიტიკა ევროპის სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად მთავარ ინსტრუმენტად რჩება. ეს არის სტრატეგიული გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავიმეოროთ შეცდომები და დავტოვოთ ჩვენი პარტნიორები რუხ ზონებში. ვიმედოვნებ, რომ 2023 წლის გაფართოების პაკეტი გაითვალისწინებს ამ იმპერატივს იმ ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური…

მეტი...

თამაზ გინტური ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს, საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავს – გიორგი ვაშაძე

თამაზ გინტური ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს, საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავს. სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები ჩვენსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე დაცული არ არიან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. „უმძიმესი ტრაგედია მოხდა სოფელ კირბალში, უდიდესი უსამართლობა. ქართველ პატრიოტს, ყოფილ სამხედროს, თამაზ გინტურს რუსი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მზაკვრულად დაესხნენ თავს და მოკლეს ჩვენი თანამემამულე. საშინელი უსამართლობაა, რომ სანთლის დასანთებად სალოცავში მისულ ადამიანს დაესხნენ თავს და სიცოცხლე მოუსპეს. ეს ყოველივე მოხდა ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები ჩვენსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე დაცული არ არიან, ეს კონკრეტული დანაშაულის შემცველი გარემოებაა. ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის…

მეტი...

ამ ეტაპზე სახელმწიფოს ნომერ პირველი საქმეა სოფელ კირბალთან უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გადმოცემა – მიხეილ შაყულაშვილი

ამ ეტაპზე სახელმწიფოს ნომერ პირველი საქმეა სოფელ კირბალთან უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გადმოცემა, ამაში ჩართული არიან როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურებიც, – ამის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ შაყულაშვილმა ჟურნალისტებს სოფელ კირბალში განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო. „გუშინ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, რა დროსაც საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელზეც კონტროლი ამჟამად რუსებს აქვთ, უკანონოდ დაკავებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო მეორეს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი…

მეტი...

პრეზიდენტი კირბალში, თამაზ გინტურის სამძიმარზე მიემგზავრება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში სოფელ კირბალში, თამაზ გინტურის სამძიმარზე მიემგზავრება. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.

მეტი...

პროკურატურამ დმანისის მუნიციპალიტეტში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენის, ტარების და გასაღების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წარსულში არსებული წყენის გამო, მოკვლის განზრახვით, ავტომანქანით აედევნენ დმანისისკენ მოძრავ დაზარალებულის ავტომანქანას და ავტომანქანის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელეს. ვინაიდან ბრალდებულები თავს არიდებდნენ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20…

მეტი...

,,რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ძალის გამოყენება მიუღებელია, თანავუგრძნობთ დაღუპულის ოჯახს!”- ესტონეთის საგარეო

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალში თამაზ გინტურის მკვლელობას გმობს და აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ძალის გამოყენება მიუღებელია. ,,უმკაცრესად ვგმობთ საქართველოს საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ფატალურ შემთხვევას, საქართველოს მოქალაქის მკვლელობას! რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ძალის გამოყენება მიუღებელია. თანავუგრძნობთ დაღუპულის ოჯახს!” – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.  

მეტი...

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში წყალმომარაგების რეგულირების შესახებ სასწავლო კურსზე რეგისტრაცია გამოცხადდა

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსს იწყებს თემაზე: „წყალმომარაგების სექტორის რეგულირების საფუძვლები“. სასწავლო კურსი განკუთვნილია როგორც საჯარო, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისათვის, რომელთა საქმიანობა უკავშირდება წყალმომარაგების მიმართულებით საინვესტიციო დაგეგმარებისა და რეგულირების პრინციპებს. კურსის ფარგლებში ტრენინგებს ჩაატარებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები და სასწავლო ცენტრის მოწვეული ლექტორები. კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 17 ნოემბერი, 18:00 საათი. დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებგვერდზე: https://bit.ly/472DxIP

მეტი...

ისრაელის სამხედრო ძალებმა კონტროლი დაამყარეს ჰამასის სამხედრო ფორპოსტზე – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ძალებმა კონტროლი დაამყარეს ჰამასის სამხედრო ფორპოსტზე ღაზას ქალაქის ცენტრში, სადაც განთავსებული იყო რაკეტები, იარაღი და დაზვერვის მასალები. მათივე ცნობით, ისრაელის ავიაციამ  ჰამასის დაახლოებით 10 წევრის ადგილსამყოფელს დაარტყა. მედიის ინფორმაციით, ისრაელის არმიამ  ჰამასის ის მებრძოლებიც დაადგინა, რომლებიც ალ-კუდსის საავადმყოფოს მახლობლად მდებარე შენობაში, ისრაელის სახმელეთო ძალებზე თავდასხმას გეგმავდნენ. მათი დისლოკაციის ადგილზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, რამაც განსაკუთრებით ძლიერი აფეთქებები გამოიწვია.

მეტი...

,,საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს მის საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის რუსეთის მტრული ქმედებების დასასრულებლად”- პიტერ ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასა და კიდევ ერთი მოქალაქის გატაცებას ეხმაურება. ელჩი გერმანიის მთავრობის სახელით გულწრფელ მწუხარებას გამოთქვამს. ,,გერმანიის მთავრობის სახელით გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, რუსეთის ძალების მიერ, რომელიც აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უკანონო დარღვევას. საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს მის საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის რუსეთის მტრული ქმედებების დასასრულებლად”,- აცხადებს ელჩი.

მეტი...

ბოლნისში ბავშვების ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ატარებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლნისში ბავშვების ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევას ატარებენ. უწყების ცნობით, არაგეგმურ ინსპექტირება ხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის N6 საბავშვო ბაღში. ,,შემოწმება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 15 ბავშვის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში. სააგენტოს ცნობით, შემოწმების პროცესში ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია შეტყობინებაში დასახელებული სურსათის/ნედლეულის ნიმუშები. ინსპექტირებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ, საზოგადოებას დამატებით ეცნობება.

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთი პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას განიხილავს

ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხელისუფლება პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას განიხილავს. ამის შესახებ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა. მისი თქმით, დიალოგი რუსეთში პალესტინის სპეციალურ წარმომადგენელთან და რუსეთის ფედერაციაში პალესტინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მიმდინარეობს. როგორც ამ ინფორმაციაშია აღნიშნული, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ „პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივა რუსეთში პალესტინის სპეციალურ წარმომადგენელთან და რუსეთში პალესტინის ელჩთან განიხილება. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ირანთან, ავღანეთთან, იემენთან და ლიბანთან ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები

მეტი...

,,ევროკავშირი კატეგორიულად გმობს კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობასა და კიდევ ერთის დაკავებას”- ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალში თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის გატაცებას ეხმაურება. ,,ევროკავშირი კატეგორიულად გმობს კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობასა და კიდევ ერთის დაკავებას. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ის. რუსი სამხედრო ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, უკანონოა,” – წერს ბორელი. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.

მეტი...

„ჩვენი საერთო მიზანია უკანონო მიგრაციის უკან დახევა“- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სახელმწიფო ლიდერებს გამკაცრებულ მიგრაციულ პოლიტიკაზე დათანხმდა. კანცლერმა მხარი დაუჭირა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირებას. ამასთან, ოლაფ შოლცი უფრო მკაცრი მიგრაციის პოლიტიკასა და ლტოლვილების ახალ დაფინანსებაზე დათანხმდა. გერმანიის ხელისუფლება აპირებს, დაზოგოს დაახლოებით მილიარდი ევრო თავშესაფრის მაძიებელთათვის შეღავათების შემცირებით,. „ჩვენი საერთო მიზანია უკანონო მიგრაციის უკან დახევა“, – განაცხადა შოლცმა.  

მეტი...

,,ხვალ შევიკრიბებით და ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში”- პრეზიდენტი

,,20:00 საათზე ჩვენ შევიკრიბებით და ეს იქნება ჩვენი ხმა ევროპაში“-  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ხვალ, 20:00 საათზე ყველა შეიკრიბება და იტყვის, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში. ,,ხვალ იქნება ევროკომისიის დასკვნა, რომელიც არ არის ჯერ გადაწყვეტილება, მაგრამ ეს დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვგეგმავდით ხვალ, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე დიდ ღონისძიებას და დიდ კონცერტს. შევიკრიბებით არა ზეიმისთვის, რადგან ზეიმი იქნება მაშინ, თუ მივიღეთ ჩვენ პასუხი დეკემბერში, არამედ იმისთვის, რომ დაგვეწყო ხელმოწერების დიდი კამპნაია, რომელშიც ყველანი ვიქნებით ჩართული. ჩვენი საზოგადოება დღეს უნდა იყოს ერთიანი…

მეტი...

სემეკი განახლებადი ენერგიების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩაერთო

განახლებად ენერგიებზე ცნობიერების ამაღლების შესახებ კამპანიის მეორე ეტაპი დაიწყო. პროექტში, რომელიც ევროპის რეგულატორთა საბჭო (CEER) EU4Energy-ს პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) თანამშრომლობით ხორციელდება, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სკოლაა ჩართული. კამპანია განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის და განახლებადი ენერგიების მნიშვნელობის შესახებ სხვადასხვა განმავითარებელ აქტივობებს მოიცავს. კამპანიის მეორე ეტაპის ფარგლებში, პირველი შეხვედრა თბილისის N182 საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, თორნიკე აფრიაშვილმა სკოლის მოსწავლეებს განახლებადი ენერგიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. განახლებად ენერგიებზე ცნობიერების ამაღლების შესახებ ინიციატივა ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 8.5 მლნ. ევროს შეადგენს. პროექტი ერთობლივად…

მეტი...

საუკუნეების განმავლობაში უცვლელად ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, ჩვენი პასუხი რუსეთის პოლიტიკაზე არის მხოლოდ ერთი – ეს არის ევროპა, მშვიდობა და მშვიდობა ევროპაში – პრეზიდენტი

არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა – ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა –  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტმა სოფელ კირბალთან მოკლულ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა. „მინდა, მივუსამძიმრო თამაზ გინტურის ოჯახს და ოჯახთან ერთად, მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს, რამეთუ არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა – ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება. მართლაც საუკუნეების მანძილზე, უცვლელად ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, რუსეთის განცხადებებს, ვითომ არის ერთსულოვანი ჩვენი მეგობარი და რეალურად, როგორ…

მეტი...

,,რუსეთი ვერასდროს ვეღარ შეგვიცვლის დღის წესრიგს”- სალომე ზურაბიშვილი

,,რუსეთი ვერასდროს ვეღარ შეგვიცვლის დღის წესრიგს, ეს არის ჩვენი წარსულიდან მაგალითი რომელიც მოგვყვება, რომ არასოდეს საქართველომ თავისი გზა არ შეცვალა და ჩვენ ამ გზას არ შევცვლით,”- ამის შესახებ საქართელოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ყველა გატაცებულ ადამიანზე, დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ძალიან მძიმე ბედზე. ,,რუსეთი ვერასდროს ვეღარ შეგვიცვლის დღის წესრიგს, ეს არის ჩვენი წარსულიდან მაგალითი რომელიც მოგვყვება, რომ არასოდეს საქართველომ თავისი გზა არ შეცვალა და ჩვენ ამ გზას არ შევცვლით, ეს არის ნება საქართველოს ხალხის, ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ…

მეტი...

ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება

თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში, ახალაშენებულ კორპუსებში, განსახლების მსურველმა დევნილმა ოჯახებმა ახალი განაცხადი უნდა გააკეთონ. იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში, 14 ნოემბერს დაიწყება და 2024 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება. დევნილთა სააგენტოს დირექტორის ზურაბ უტიაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა, დევნილთა განსახლების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტს ახორციელებს. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დევნილ ოჯახებს, სრულად გარემონტებული ბინები, 2025 წლის ბოლომდე გადაეცემათ. თბილისში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის გაკეთება მხოლოდ იმ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც დედაქალაქში, 2013 წლის…

მეტი...