ირანს არ სურს რეგიონში ომის გაფართოება – ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ნასერ ქანაანის განცხადებით, ირანს არ სურს რეგიონში ომის გაფართოება.

„ჩვენ არ ვცდილობთ ომის გაფართოებას რეგიონში, ომის გაფართოებას ცდილობენ ისინი, რომლებიც ომის დანაშაულის ჩამდენი ისრაელის რეჟიმზე ზეწოლის ნაცვლად, ოფიციალურად და ღიად აცხადებენ, რომ ჯერ არ არის ცეცხლის შეწყვეტის დრო და საჯაროდ უგზავნიან სიონისტურ რეჟიმს აკრძალულ სამხედრო, იარაღსა და აღჭურვილობასაც კი“, – აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.

მსგავსი თემები