,,ისრაელის ჯარები მიაღწევენ „ჰამასის“ ყველა წევრამდე ღაზის სექტორის ყველა კუთხეში” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

,,ისრაელის ჯარები მიაღწევენ „ჰამასის“ ყველა წევრამდე ღაზის სექტორის ყველა კუთხეში”. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორთან ბაზირებულ ისრაელის არმიის ჯარისკაცებთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის არმიას აქვს ორი ამოცანა: „ჰამასის“ განეიტრალება და მძევლების სახლში დაბრუნება. „გახსოვთ, როდესაც თქვეს, რომ ღაზაში არ შევიჭრებოდით? შევიჭერით. მათ თქვეს, რომ ჩვენ ვერ მივიდოდით ღაზის გარეუბნებში, ჩვენ მივედით. მათ თქვეს, რომ შიფაში არ შევიდოდით, შევედით. ღაზაში ადგილი არ არის, სადაც ჩვენ ვერ მივაღწევთ. „ჰამასის“ მკვლელებისთვის სამალავი და თავშესაფარი არ არსებობს“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მეტი...

,,2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაბალანსებულია და ჩვენი საზოგადოების საჭიროებებს ითვალისწინებს” – პაატა კვიჟინაძე

„2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაბალანსებულია, ყველა მაკრო პარამეტრი ნორმაშია და ითვალისწინებს ჩვენი საზოგადოების საჭიროებებს“. ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ სესიაზე განაცხადა, სადაც 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია განიხილეს. როგორც თანამომხსენებელმა აღნიშნა, პარლამენტის 23 რეკომენდაციიდან საქართველოს მთავრობამ უმრავლესობა გაითვალისწინა. „დარჩენილია მცირე ნაწილი და გაგრძელდება ერთობლივი მუშაობა ყველა იმ საკითხზე, რომელიც ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ბიუჯეტის პროექტის ხარჯვით ნაწილზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, წარმოდგენილი გადამუშავებული ვერსია, პირვანდელთან შედარებით 700 მილიონით არის გაზრდილი და ბიუჯეტში მობილიზებული თანხა ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის კუთხით…

მეტი...

დმანისში არასრულწლოვანმა 18 წლის ბიჭი დაჭრა

დმანისში 16 წლის არასრულწლოვანმა თანასოფლელი, 18 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ კამათი უძღოდა, რაც სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი არასრულწლოვანი გაქცეულია. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცავები იმყოფებიან. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

,,ჰამასის” ე.წ პარლამენტის შენობა აფეთქების შედეგად განადგურებულია

,,ჰამასის” ე.წ პარლამენტის შენობა აფეთქების შედეგად განადგურებულია. ინფორმაცია და ვიდეომასალა X-ზე (ყოფილი Twitter) ვრცელდება. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტომასალა, რომელზეც ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) “ჰამასის” ე.წ პარლამენტში იყვნენ შესულნი. შენობა IDF-ის მე-7 ბრიგადასა და გოლანის ქვეით ბრიგადას ჰქონდათ აღებული.

მეტი...

,,პუტინი ვერ ეღირსება, რომ გერმანია უკრაინის ომს ოდესმე დაივიწყებს” – შტაინმაიერი

,,პუტინი ვერ ეღირსება, რომ გერმანია უკრაინის ომს ოდესმე დაივიწყებს”. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო უკრაინა მსოფლიო ყურადღების ცენტრში აღარაა, რაც ასე არ უნდა იყოს. ,,უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა უფრო სჭირდება ახლა, როცა ომი ახლო აღმოსავლეთშიც მიმდინარეობს და უკრაინას ვეღარ ექცევა ის ყურადღება, რომელიც მას ასე ძალიან სჭირდება. პუტინი იმედოვნებს, რომ მსოფლიო დაივიწყებს უკრაინას,” – განაცხადა შტაინმაიერმა. გერმანიის პრეზიდენტმა თქვა, რომ იგი ამ სურვილს რუსეთს არ აუსრულებს: “ჩვენ რუსეთის უსამართლო და აგრესიულ ომს არ შევეგუებით”. შტაინმაიერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისგან საფრთხე არა მხოლოდ…

მეტი...

პარლამენტმა პოლიტიკური ჯგუფ „გირჩის“ მიერ ინიცირებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

97 ხმით ერთხმად, დეპუტატებმა პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ალექსანდრე რაქვიაშვილის, ვახტანგ მეგრელიშვილის და ჰერმან საბოს მიერ მომზადებულ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს. ცვლილების თანახმად, პარტიებს საშუალება ექნებათ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე დაარეგისტრირონ პარტიული სია იმ რაოდენობის კანდიდატებით, რა რაოდენობასაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ. კანონპროექტის ინიციატორთა მოსაზრებით, წარმოდგენილი ცვლილება საქმეს გაუმარტივებს საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელსაც პარტიების მიერ წარდგენილი პარტიული სიების და მისი დანართების ადმინისტრირება შეზღუდულ დროში უწევს.

მეტი...

სამების საპატრიარქო ტაძარში, აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მოადგილეებთან, მირონ ჩიგოგიძესთან, ჯანდრი უბირიასთან, მრჩეველთან, ვლადიმერ იმნაძესთან და სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული 20 იდენტიფიცირებული პირის, მათ შორის 14 მებრძოლის და 6 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტები გადმოასვენეს. 16 ნოემბერს, 15:00 საათზე, 5 მებრძოლს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ; 15 პირი, კი ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო…

მეტი...

კობა კობალაძემ საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის – ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარესთან, გურამ გეწაძესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. კობა კობალაძემ, სტუმარს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურა, ადმინისტრაციული მოწყობა, სტრატეგიული გეგმები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან ვრცლად ისაუბრა სოციალურ და ჯანდაცვის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, რომლებსაც სამსახური, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ბენეფიციართა სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის პირობების გასაუმჯობესებლად ახორციელებს. დაიგეგმა სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებების და პროგრამების განხორციელება აგრარული მიმართულებით, რომელიც ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. როგორც შეხვედრაზე კობა კობალაძემ აღნიშნა, აგრარული სექტორში ვეტერანთა ჩართულობის…

მეტი...

საქართველო ინგლისური ენის ცოდნით ერთ წელიწადში 13 პოზიციით დაწინაურდა და რეგიონის ყველა ქვეყანას გადაუსწრო

საქართველო ინგლისური ენის ცოდნის EF-ინდექსით (English Proficiency Index-EF EPI) წელს 113 ქვეყნის რეიტინგში 32-ე ადგილზეა და რეგიონის ყველა ქვეყანას გადაუსწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bpn.ge ავრცელებს და წერს, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი კვლევაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მოზრდილი ასაკის მოსახლეობაში ინგლისური ენის ცოდნის დონეს აფასებს. ქვეყანამ EF EPI-ის საშუალო 502-ქულიანი გლობალური ინდექსის მიხედვით 541 ქულა მიიღო. საქართველო ინგლისური ენის ზომიერად (Moderate) მცოდნე ქვეყნების სიაში მოხვდა, ცალკე აღებული ევროპის 34 სახელმწიფოს შორის კი 23-ე პოზიციაზეა. მეზობელი და რეგიონის ქვეყნებიდან საქართველო ინგლისური ენის ცოდნით წელს ყველას უსწრებს. კერძოდ, რუსეთი 532 ქულით 41-ე ადგილზეა,…

მეტი...

საფრანგეთმა სირიის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა

საფრანგეთმა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის დაკავების ორდერი გასცა. ასადი ეჭვმიტანილი იყო სამხედრო დანაშაულებში თანამონაწილეობაში იმ თავდასხმებში, რომლის დროსაც 2013 წელს დამასკოს მახლობლად 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ასევე გაიცა საერთაშორისო ორდერები ასადის ძმის, მაჰერის, სირიის ელიტარული სამხედრო ნაწილის დე-ფაქტო მეთაურის და შეიარაღებული ძალების ორი გენერლის დაკავებაზე. პარიზის სასამართლოს განყოფილება, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებს სწავლობს, ქიმიურ თავდასხმებს 2021 წლიდან იძიებს. გამოძიება მედიისა და გამოხატვის თავისუფლების სირიის ცენტრის (SCM), ადვოკატთა ასოციაცია Open Society Justice Initiative (OSJI) და სირიის არქივის, სირიაში ადამიანის უფლებების დარღვევის დამადასტურებელი ორგანოს მიერ შეტანილ იურიდიულ საჩივარს მოჰყვა. “სასამართლო აღიარებს, რომ ქიმიური თავდასხმა…

მეტი...

რუსეთმა ზაპოროჟიე განმეორებით დაბომბა – არის მსხვერპლი

ზაპოროჟიეს რაიონში რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ განმეორებით თავდასხმას ორი მუშა ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის,  იგორ კლიმენკოს განცხადებით, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები რუსეთის თავდასხმის ერთ-ერთ ადგილას გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ, რა დროსაც ოკუპანტებმა ამავე ადგილს მეორედ დაარტყეს. ,,სამწუხაროდ, მტრის დაბომბვის შედეგად დაიღუპა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ორი თანამშრომელი. ჩვენი უიარაღო გმირები ახლა სამუდამოდ 31 და 34 წლის არიან,”- განაცხადა კლიმენკომ.

მეტი...

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. „ლევან პეტრიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. უკანონო პატიმრობიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მუდმივ რეჟიმში აწვდიდა ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ…

მეტი...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა  პია კაუმას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და დაუდასტურა საქართველოს სურვილი, გააგრძელოს ნაყოფიერი თანამშრომლობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან. საუბარი შეეხო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა,  საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მზადაა უზრუნველყოს არჩევნების მონიტორინგი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის, მათ შორის − ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების მიერ. შეხვედრაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული რეკომენდაციის ისტორიულ მნიშვნელობას. განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველომ უკვე გადადგა ნაბიჯები მეზობლებს შორის კომუნიკაციისა და რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით და კვლავ რჩება ერთგული, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში  მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. მთავრობის მეთაურმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა…

მეტი...

საფრანგეთის პოლიცია ქურდებს ეძებს, რომლებმაც სატვირთოებით 600 000 ევროს ღირებულების შამპანური მოიპარეს

საფრანგეთში ქურდებმა შამპანურით სავსე ორი სატვირთო მანქანა მოიპარეს.   მანქანები Moët & Chandon-ის ბოთლებით იყო სავსე. შამპანურების ღირებულება 600 000 ევრო იყო. თვალთვალის მოწყობილობით, მოპარული მანქანები  მაგისტრალზე რეიმსსა და პარიზს შორის იპოვეს. შამპანურის ბოთლები ხელუხლებელი იყო და დაუზიანებლად ამოიღეს. სატვირთოებს პოლიცია ორი მანქანით დაედევნა. ერთ-ერთი სატვირთო მანქანა იძულებული გახდა შენელებულიყო, მძღოლი გადმოხტა და  ის  მსუბუქმა ავტომობილმა აიყვანა. მანქანამ გაქცევა მოახერხა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

მეტი...

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს ღაზის ჰოსპიტალში ისრაელის სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ღაზის უმსხვილეს ჰოსპიტალში ისრაელის სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საავადმყოფოში მყოფი დაშავებულების, პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს. ამასთან, ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მარტინ გრიფიტსი აღნიშნავს, რომ შეძრწუნებულია ალ-შიფას საავადმყოფოში ისრაელის სამხედრო ოპერაციით. მისი თქმით, საავადმყოფოები ბრძოლის ველი არ არის.  

მეტი...

მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ნოემბერს დღის ბოლოდან 17 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

ინფორმირებული ვართ უკრაინაში მებრძოლი ორი მოქალაქის რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ტყვედ აყვანაზე, გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათი უფლებების დასაცავად – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმირებულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის გ.გ. და გ.შ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებებისას ტყვედ აყვანის შესახებ,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. უწყების განცხადებით, ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს. ,,ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას და შვეიცარიის  კონფედერაციას, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას  შორის მედიატორს, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად,”- აცხადებს საგარეო უწყება.

მეტი...

დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტი პირველი მოსმენით, 85 ხმით ერთხმად მიიღო. კანონპროექტი, რომელიც 2025 წლის 1 იანვრიდან პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების ოდენობის შეცვლას ითვალისწინებს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2017-2018 წლებში გატარებული საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში, საჯარო სამსახურში დასაქმებული თანამშრომლებისთვის ანაზღაურების სხვადასხვა კოეფიციენტი დაწესდა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით ასევე დადგინდა ანაზღაურების კოეფიციენტები პარლამენტის წევრებისთვის, სადაც  კოეფიციენტები 8-დან 10-მდე განისაზღვრა. „მიუხედავად იმისა, რომ შრომის ანაზღაურება პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის აღნიშნული წესით გაიცა, 2017 წელს პარლამენტის წევრების ანაზღაურებას ეს მიდგომა არ შეხებია და შედეგად, ბოლო 10 წელია, 2013…

მეტი...

ხუთი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ II საერთაშორისო კონფერენცია იმართება

16-18 ნოემბერს, ხუთი მარეგულირებელი უწყების – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით, II საერთაშორისო კონფერენცია  „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ იმართება. ღონისძიების მიზანი საქართველოში, კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესებაა. კონფერენციას გახსნიან და მისასალმებელი სიტყვით წარდგებიან საქართველოს  ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი; პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი; პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე; კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, UNCTAD – ტერესა მორეირა; კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელი, OECD –…

მეტი...

საარჩევნო ბარიერზე პოლიტიკური წუწუნი მიუთითებს, რომ რადიკალური ოპოზიცია გაკოტრებულია – არჩილ თალაკვაძე

საარჩევნო ბარიერზე პოლიტიკური წუწუნი მიუთითებს, რომ რადიკალური ოპოზიცია გაკოტრებულია და მინიმალური მხარდაჭერაც კი არ აქვს, რომ პარლამენტში შევიდეს და რაიმე გააკეთოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის იმ პირობებში, რაც კონსტიტუციაში წერია. „სისტემა, რომლითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, დაფუძნებულია ევროპულ სტანდარტებსა და გამოცდილებაზე. საარჩევნო ბარიერზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ქვეყანა წინა წელს სტატუსს თუ მიიღებდა, ამ კომპრომისისთვის მზად ვიყავით. მაშინ საქართველომ სტატუსი ვერ მიიღო და ამოიწურა საფუძვლები, რითაც ეს კომპრომისი ოპოზიციას უნდა მიეღო. ოპოზიციამ გააგრძელა პოლარიზაცია, ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟი.…

მეტი...

,,მუქარით ცდილობდა ქორწინებაზე მის იძულებას”- პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქორწინების იძულებისა და ადევნების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით  დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულთან გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და მუქარით ცდილობდა ქორწინებაზე მის იძულებას. ბრალდებულის ქმედების შედეგად, დაზარალებული ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა. ,,სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 13 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ქორწინების იძულება) და 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ…

მეტი...

ღიად ვამბობ, ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ღიად ვამბობ, ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს მიმართა და განაცხადა, რომ მისი დასასრული ახლოსაა. „ისრაელი ახორციელებს ქალაქისა და მისი მოსახლეობის სრული განადგურების სტრატეგიას. ღიად ვამბობ, ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა. მივმართავ ნეთანიაჰუს, შენ გაქვს ატომური ბომბი, ბირთული ბომბი და იმუქრები ამით, თუმცა რაც არ უნდა გქონდეს, შენი დასასრული ახლოსაა. თუ ისრაელი ასე გააგრძელებს თავის ხოცვა-ჟლეტას, ყველგან დარეგისტრირდება, რომ ეს არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც დაწყევლილია მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მეტი...

„აშშ-ის მცდელობა, დაახრჩოს ან იზოლირება მოახდინოს ჩინეთის, დროის კარგვაა“ – ამერიკელი ექსპერტი

„როდესაც ჩინეთის ლიდერი იწყებს მოგზაურობას შეერთებულ შტატებში, ამერიკულ მხარეს უნდა შეახსენოს, რომ ისწავლოს წარსულის შეცდომებზე, რომლებმაც შეარყია ორმხრივი ურთიერთობები. ეს არის კრიტიკული შესაძლებლობა ხელახლა დასაკავშირებლად და  ეს შესაძლებლობა უნდა გამოტოვოთ“ – აცხადებს ამერიკელი ექსპერტი დენის საიმონი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატები გულწრფელი უნდა იყოს. „ჩინეთმა დიდი ძალისხმევა მიმართა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად. ახლა საპასუხო პასუხი შეერთებული შტატების პასუხისმგებლობაა. ეს გულისხმობს უპირატესობის ყოველგვარი უსაფუძვლო გრძნობისგან თავის დაღწევას, აღქმული ხელსაყრელი პოზიციებისა და წინაპირობების მიტოვებას და ორივე ქვეყნის ლიდერების მიერ მიღწეული შეთანხმებების ნამდვილ შესრულებას“…

მეტი...

ვილნიუსის აეროპორტმა ასაფეთქებლის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება მიიღო

ვილნიუსის აეროპორტმა სავარაუდო ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ ანონიმური შეტყობინების გამო მუშაობა შეაჩერა და ევაკუაცია გამოაცხადა. შეტყობინება 15 ნოემბერს, დაახლოებით დილის 8 საათზე მიიღეს. რის შემდეგაც, ტერმინალებიდან ყველა მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა, შემთხვევის ადგილზე ექსპერტები მივიდნენ. ,,აეროპორტის შენობის საფუძვლიანი შემოწმების და შესაბამისი სამსახურების მიერ სიტუაციის შეფასების შემდეგ, მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდა, ​​მგზავრებს საშუალება მიეცათ დაბრუნებულიყვნენ ტერმინალებში, ხოლო დაგეგმილი ფრენების შემოწმება გრძელდება”, – განაცხადა აეროპორტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

მეტი...

კაცი, რომელიც შეყვარებულის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, სახლში გადაიყვანეს, რადგან იტალიის ციხე მის დიეტას ვერ უზრუნველყოფდა

იტალიაში, ტურინის ციხიდან პარტნიორის მკვლელობაში მსჯავრდადებული კაცი ციხიდან გამოუშვეს, რადგან ციხე მისთვის შესაფერის დიეტას ვერ უზრუნველყოფდა.  ბრალდებულს სპეციალური, დაბალკალორიული დიეტა სჭირდება, რასაც ციხე ვერ უზრუნველყოფს. დიტიმიტრი ფრიკარნო სასამართლოს ბრძანებით, დარჩენილ სასჯელს შინა პატიმრობაში გაატარებს. დიმიტრი ფრიკარნომ შეყვარებული ცივი იარაღით მოკლა, რისთვისაც სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 30 წლით მიუსაჯა.  

მეტი...

რუსეთმა უკრაინის ფრონტის ორ ხაზზე ერთდროულად გამოიყენა ქიმიური იარაღი – Deep State

უკრაინული ანალიტიკური ტელეგრამ არხის, Deep State-ის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა უკრაინის ფრონტის ორ ხაზზე – ბახმუტსა და სვიატოვოზე, ერთდროულად გამოიყენეს ქიმიური იარაღი. ანალიტიკოსების ინფორმაციით, გამოყენებულია სავარაუდოდ ნივთიერება ქლორპიკრინი, რომელიც ოკუპანტებს უხვად აქვთ მარაგში. ,,სვიატოვისა და ბახმუტის რაიონებზე ქიმიური იარაღის გამოყენების ორი შემთხვევა დაფიქსირდა, სავარაუდოდ, მტერმა გამოიყენა ქლორპიკრინი, რომელიც უხვად არის მარაგებში და რომელიც უკვე არაერთხელ იქნა გამოყენებული ჩვენი ჯარების წინააღმდეგ,”-  ნათქვამია ანგარიშში.  

მეტი...

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის ალ-შიფას საავადმყოფოს ჩვილებისთვის ინკუბატორები, საკვები და მედიკამენტები მიაწოდეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის ალ-შიფას საავადმყოფოს ჩვილებისთვის ინკუბატორები, საკვები და მედიკამენტები მიაწოდეს. „ისრაელის თავდაცვის ძალების ზუსტი და მიზნობრივი ოპერაცია „ჰამასის“ წინააღმდეგ ალ-შიფას საავადმყოფოში გრძელდება. ჩვენ ახლა შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ მიწოდებულმა ინკუბატორებმა, ჩვილთა საკვებმა და მედიკამენტებმა საავადმყოფომდე წარმატებულად მიაღწია. ჩვენი მედიკოსთა ჯგუფი და არაბულენოვანი სამხედროები ადგილზე არიან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ მარაგებმა იმ პირებამდე მიაღწიოს, ვისაც ისინი ესაჭიროება“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.  

მეტი...

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოთხსაათიანი “ტაქტიკური პაუზა” გამოაცხადა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოთხსაათიანი “ტაქტიკური პაუზა” გამოაცხადეს, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა ღაზის ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთში გადავიდეს. დღევანდელი პაუზა იმოქმედებს დილის 10 საათიდან 14 საათამდე და მოიცავს ალ სალამსა და ალ ნურის უბნებს. ამ დროის განმავლობაში, მშვიდობიან მოსახლეობას საშუალება ექნება გადაადგილეს სამხრეთით სალაჰ ალ დინის მარშრუტის გამოყენებით – მთავარი გზა, რომელიც აკავშირებს ღაზას ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს.

მეტი...

რუსეთი ავდეევკასთან იმაზე მეტ სამხედროს და ტექნიკას კარგავს, ვიდრე ბახმუტთან – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ავდეევკასთან იმაზე მეტ სამხედროს და ტექნიკას კარგავს, ვიდრე ბახმუტთან. მისი  თქმით, ამ შემოტევის გაძლება ძალიან რთულია. „უნდა გვესმოდეს, რომ პუტინს ახლა აქვს ძალიან ცინიკური და კონკრეტული პოლიტიკური მიზანი. ის მზად არის, დახოცოს იმდენი თავისი ხალხი, რამდენიც უნდა, რადგან სურს, რომ თუნდაც რამე ტაქტიკური შედეგი აჩვენოს დეკემბრის პირველ ნახევარში, როდესაც აპირებს არჩევნებში მონაწილეობის გამოცხადებას. რუსეთი უკვე კარგავს ავდეევკასთან ჯარისკაცებს და ტექნიკას იმაზე სწრაფად და მასშტაბურად, ვიდრე ბახმუტთან. ამ შემოტევის გაძლება ძალიან რთულია. თითოეული ჩვენი მეომარი, რომელსაც იქ პოზიციები უკავია, რომელიც სწორედ იქ ასრულებს საბრძოლო ამოცანებს,…

მეტი...

სააკაშვილს არაფერი სჭირს, გარდა იმისა, რომ ციხეში ჯდომა არ უნდა – ალეკო ელისაშვილი

სააკაშვილს არაფერი სჭირს, გარდა იმისა, რომ ციხეში ჯდომა არ უნდა, ბოდიში, ამაზე მაშინ ეფიქრა, საქართველოში რომ შემოიპარა და მაწონში, თუ სადღაც ჯანდაბაში იჯდა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ოპოზიციონერ დეპუტატს კითხვა დაუსვეს ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე. „სახალხო პარტიასთან დიდ ბოდიშს ვიხდი და მათ მიმართ პატივისცემას ვადასტურებ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არც პოლიტიკური პატიმარია და თავსაც ძალიან ჯანმრთელად გრძნობს. ყოველ შემთხვევაში, სტრასბურგიდან მთელი დელეგაცია იყო ჩამოსული, შეამოწმეს და ნახეს, რომ მშვენიერ პირობებშია, მას ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ აქვს და ამბობს, ვისაც დავრდომილი გგონივართ, პუტინის…

მეტი...

პროკურატურამ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და მიმართვის ფაქტებზე, 19 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და ,,კანონიერი ქურდისთვის ან ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, 19 პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროში, ორ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრები, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, საზღვარგარეთ მყოფი  ე.წ. ,,კანონიერი ქურდების“ დავალებით, საქართველოში ,,ქურდულ გარჩევებს“ სისტემატიურად აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს იხილავდნენ. ასევე, რვა ბრალდებულმა დავის მათ სასარგებლოდ გადასაწყვეტად ,,ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებს მიმართა. 6 პირს  ბრალდება 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10…

მეტი...

ოქტომბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 252.1 ლარი შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. საქსტატის ცნობით , მიმდინარე წლის სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 250.9 ლარი იყო, ოქტომბერში კი ეს მაჩვენებელი ერთი ლარითა და 20 თეთრით გაიზარდა და ჯამში 252.1 ლარი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ცნობით, 2023 წლის სექტემბერთან შედარებით, ოქტბერში ერთი ლარითა და 10 თეთრით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 223.3 ლარს შეადგენს. საქსტატის ცნობით, საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება, მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას…

მეტი...

სიცანცარეა, რასაც ოპოზიციიდან ზოგიერთი ჩემი კოლეგა სჩადის – ალეკო ელისაშვილი

ყავის დასალევად არსად მივდივართ, ჩვენიც საკმარისი გვაქვს. სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას მივიღებთ, რათა პირნათელი ვიყოთ ევროკავშირთანაც და ქვეყნის მომავალთანაც – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სიცანცარეა, რასაც ოპოზიციიდან ზოგიერთი კოლეგა ჩადის. „ჩვენთვის მაშინაც გაუგებარი იყო რაღაც ზედმეტი ფორიაქი, როცა ამბობდნენ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ყავის დასალევად არ შევიდოდნენ. ყავის დასალევად არსად მივდივართ, ჩვენი ყავაც საკმარისი გვაქვს. სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას მივიღებთ, რათა პირნათელი ვიყოთ ევროკავშირთანაც და ქვეყნის მომავალთანაც. სიცანცარეა, რასაც ოპოზიციიდან ზოგიერთი ჩემი კოლეგა სჩადის. პარლამენტში რაც შემოვიდნენ, ყოველდღე იძახიან, უნდა გავიდნენ და სულ ბოიკოტში იყვნენ, ოღონდ…

მეტი...

ღაზა ბავშვებისთვის უსაფრთხო არ არის, კონფლიქტის მხარეები ბავშვების მიმართ უხეშ დარღვევებს სჩადიან – UNICEF

უნისეფის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ღაზა ბავშვებისთვის საფრთხისშემცველი ადგილია. კეტრინ რასელის თქმით, ადამიანები ცუდ პირობებში ცხოვრობენ, რაც სხვადასხვა დაავადებების გავრცელების საშიშროებას წარმოადგენს. ,,კონფლიქტის მხარეები ბავშვების მიმართ უხეშ დარღვევებს სჩადიან. ეს გულისხმობს მკვლელობას, დასახიჩრებას, გატაცებას, თავდასხმებს სკოლებსა და საავადმყოფოებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარის თქმას, რასაც იუნისეფი მკაცრად გმობს. ბევრი ბავშვი დაკარგულია და, სავარაუდოდ, დამარხულია დანგრეული შენობებისა და სახლების ნანგრევების ქვეშ, რაც დასახლებულ პუნქტებში ასაფეთქებელი იარაღის გამოყენების ტრაგიკული შედეგია” – განაცხადა კეტრინ რასელმა.  

მეტი...

რუსთავში, ქორწილის ესკორტის ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში – “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ქორწილის ესკორტის ავტომობილი ქვეითს შეეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.  

მეტი...

რუსეთმა დონეცკის ოლქში საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა ესროლა – არის მსხვერპლი

გასულ ღამეს რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სელიდოვო დაბომბეს. რაკეტა ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც ჩამოინგრა სადარბაზო. შემთხვევის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, დაშავდა რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები „სელიდოვო: დაბომბვის შედეგად დაზიანდა მაღალსართულიანი შენობა. გადაარჩინეს ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი დაინგრა. სამწუხაროდ, ნანგრევების ქვეშ გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, ერთი ადამიანი მაინც რჩება ნანგრევების ქვეშ” – წერს უკრაინის შს მინისტრი იგორ კლიმენკო ტელეგრამ არხზე.  

მეტი...