სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, მან უღალატა ამომრჩევლებს – პაპუაშვილი

ქალბატონი სალომე პირდაპირ მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, ეს გასაკვირი არ არის, მან უღალატა საკუთარ ამომრჩევლებს, მან გათელა ფეხქვეშ ქართული კონსტიტუცია და კარგს არაფერს უნდა ველოდოთ მისგან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გამოჩნდა კიდევ ერთხელ, რამდენად დამაზიანებელია სალომე ზურაბიშვილის საჯარო ქმედებები, იქნება ეს მედიასთან, თუ სხვა შეხვედრების დროს.

„გვახსოვს, როცა ის იმყოფებოდა ლატვიაში, მთავარი შედეგი, რაც მან გამოიტანა ლატვიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, იყო მოწოდება, სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, ჩაგვეგდო ჩვენი ხალხი პრობლემებში. ახლა ვნახეთ, რომ მთავარი შედეგი, რაც გამოიტანა ინტერვიუთი, შეშფოთებულია ჩინეთის ელჩი, რადგან ასეთი განცხადებები აბსოლუტურად მოწყვეტილია ყოველგვარ რეალობას და აცდენილია ქართველი ხალხის ინტერესებს. ქალბატონი სალომე პირდაპირ მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, ეს გასაკვირი არ არის, მან უღალატა საკუთარ ამომრჩევლებს, მან გათელა ფეხქვეშ ქართული კონსტიტუცია და კარგს არაფერს უნდა ველოდოთ მისგან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი თემები