გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ოზურგეთის შესასვლელთან, ავტომობილი ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

მეტი...

ფინეთმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

ფინეთმა უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა. როგორც ზელენსკი Twitter-ზე წერს, აღნიშნული მხარდაჭერა აძლიერებს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ფინეთისა და დანარჩენი ევროპის უსაფრთხოებას. რას მოიცავს აღნიშნული დახმარების პაკეტი, ჯერჯერობით უცნობია. ,,მადლობელი ვარ ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტოსა და ფინეთის მთავრობის, უკრაინის თავდაცვის ახალი პაკეტის მიწოდებისთვის”, – წერს ზელენსკი Twitter-ზე.

მეტი...

,,ღაზის ოპერაციაში ყველა დასახულ მიზანს მივაღწიეთ და ეს მხოლოდ დასაწყისია” – ცაჰი ჰანეგბი

,,ღაზის ოპერაციაში ყველა დასახულ მიზანს მივაღწიეთ და ეს მხოლოდ დასაწყისია”. ამის შესახებ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ ცაჰი ჰანეგბმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მალე 3 კვირა შესრულდება, რაც ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო და ისრაელის შეიარაღებული ძალები უკვე ქალაქ ღაზას ცენტრში ოპერირებენ. უკვე ათასობით ტერორისტია მოკლული, მათ შორის “ჰამასის” ხელმძღვანელობის წევრები. ,,უსაფრთხოების კაბინეტის მიერ დასახული ყველა მიზანი მიღწეულ იქნა, და, როგორც პრემიერმინისტრმა თქვა, ეს მხოლოდ დასაწყისია… ბრძოლის ბოლომდე მიყვანას ვაპირებთ და ბრძოლის დასასრულს “ჰამასის“ დასასრულიც იქნება… არ გავჩერდებით მანამ, ვიდრე “ჰამასისა” და “პალესტინის ისლამური ჯიჰადის” სამხედრო და ხელმძღვანელობის…

მეტი...

,,ვგმობ და ყოველთვის დავგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას” – ზურაბიშვილი

,,ვგმობ და ყოველთვის დავგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას”. ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” წევრის, ლევან მგალობლიშვილის მხრიდან ქალი დეპუტატის, თინა ბოკუჩავას სიტყვიერ შეურაცხყოფას. “საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე. სწორედ იმის გამო, რომ ქალი დეპუტატების მიმართ მიუღებელი და აღმაშფოთებელი შეურაცხყოფის პირველ ტალღას პარლამენტისგან და უშუალოდ, პარლამენტის თავმჯდომარისგან რეაგირება არ მოჰყოლია, დღეს ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ – მორიგი უმსგავსობა. კიდევ ერთხელ ვგმობ და ყოველთვის დავგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას – ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი”, – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ…

მეტი...

დიდთოვლობის გამო, გურიის გზების ნაწილზე ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა

ჩოხატაური-ბახმაროსა და ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზების გარკვეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ,,დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ33 (ჩოხატაური-ჩხაკაურა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ33 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

,,საოცრებაა როდესაც პატიმართა მაღალ მაჩვენებელზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ლაპარაკობენ” – სოზარ სუბარი

„იუსტიციის სამინისტრო არის ის უწყება, რომელსაც ყველაზე ბევრ მოქალაქესთან უწევს შეხება. მარტო ის ფაქტი, რომ ერთი წლის განმავლობაში იუსტიციის სახლებში 5 მილიონი მოქალაქე მივიდა, მაშინ როდესაც მოცდის დრო 2 წუთზეა ჩამოსული, ნამდვილად წარმოუდგენელი შედეგია“. ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მოუსმინეს. სოზარ სუბარის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში გაიზარდა პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობა. მისივე თქმით, აღნიშნულ პერიოდში პატიმრების წამებისა და საპატიმროებში მძიმე მდგომარეობის გამო ხშირი იყო პატიმართა გარდაცვალების შემთხვევები. „ნამდვილად, პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში ერთ-ერთი მოწინავეა. საშუალოზე…

მეტი...

,,ბუნებრივია, რომ იმ პროგრესს და მართლაც მაგარ საქმეს, რომელსაც თქვენ და თქვენი სამინისტრო აკეთებთ, ვერაფერი დაფარავს” – ალუდა ღუდუშაური

„ბუნებრივია, რომ იმ პროგრესს და მართლაც მაგარ საქმეს, რომელსაც თქვენ და თქვენი სამინისტრო აკეთებთ, ვერაფერი დაფარავს. ვერ დაფარავს სიცრუე და ვერ დაფარავს ის ამორალურობა, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ“. ამ სიტყვებით მიმართა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში მისი მოსმენის დროს. ალუდა ღუდუშაურმა თავის გამოსვლაში ოპოზიციონერ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილება შეახსენა. „ეს ადამიანები საუბრობდნენ ჰუმანიზმზე. გამოვიდა ქალბატონი ბოკუჩავა და თქვა რომ „ნურას უკაცრავადო“. მე კი მათ ვეტყვი, რომ მართლაც „ნურას უკაცრავად“. ამ ადამიანზე (სააკაშვილზე) ევროპის ადამიანის უფლებათა…

მეტი...

შანხაიში 4 ახალი დასახლება შენდება სადაც 4 მილიონი ადამიანი დასახლდება (ვიდეორეპორტაჟი)

ჩინეთის მოსახლეობის სიმრავლიდან გამომდინარე, აუცილებელი ხდება ახალ-ახალი დასახლებების მშენებლობა და გარეუბნების მაქსიმალურად ათვისება. ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც უკვე დაძრულია, თვალისწინებს შანხაიში 4 დასახლების მშენებლობას, სადაც 4 მილიონი ადამიანი იცხოვრებს. პროექრი უკვე მზადაა და ის გამოფენილია შანხაის ურბანული დაგეგმარების საგამოფენო დარბაზში. ეს საგამოფენო სივრცე  ერთ-ერთია, სადაც წარმოდგენილია უახლესი ურბანული, ტურისტული ზონები. ეს არის მნიშვნელოვანი ფანჯარა მიღწევების საჩვენებლად, კერძოდ – შანხაის ურბანული დაგეგმარება და მშენებლობა, ინტეგრირება, გამოფენა, ტურიზმი და სხვა. შანხაის ურბანული დაგეგმარების საგამოფენო ცენტრი მდებარეობს შანხაიში, სახალხო მოედანზე, მუნიციპალური მთავრობის შენობის მიმდებარედ. საგამოფენო ცენტრი არის ექვსსართულიანი შენობა, ორი სარდაფით, რომელიც აჩვენებს…

მეტი...

ყველა კრიტიკოსის „მოსკოვის აგენტებად“ გადაქცევით, უკრაინის ხელისუფლება კრიზისიდან გამოსავალზე სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს – არესტოვიჩი

ყველა თავისი კრიტიკოსის „მოსკოვის აგენტებად“ გადაქცევით, უკრაინის ხელისუფლება კრიზისიდან გამოსავალზე სრულ პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე იღებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი წერს. მისი თქმით, ზელენსკი აცხადებს,  „მესამე მაიდნის“ საფრთხის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ ამიერიდან ხელისუფლების კრიტიკის ნებისმიერი მცდელობა კვალიფიცირებული იქნება როგორც „რუსეთზე მუშაობა“. „უკრაინის აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი პენი პრიცკერი კიევში ბოლო ვიზიტისას გამოვიდა მოწოდებით, ვიფიქროთ იმაზე, როგორ გაუძლოს უკრაინამ ეკონომიკურად აშშ-ის დახმარების გარეშე. როგორ ფიქრობთ, რამდენად დაძლევადია ეს ამოცანა? გარკვეულ დონემდე ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის გაზრდის იმედი, თუმცა…

მეტი...

,,როდესაც იქნება ექიმების რეკომენდაცია, იქნება გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში”- რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, როდესაც იქნება ექიმების რეკომენდაცია, მიხეილ სააკაშვილს  პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. ,,როდესაც იქნება ექიმების რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, იქნება გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში, იმიტომ, რომ საქართველოში მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს არის, სხვა არაფერი,” – განაცხადა რატი ბრეგაძემ.  

მეტი...

ზამთარი უკრაინელებისთვის მძიმე იქნება – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ზამთარში უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმისთვის ემზადება.,,რუსეთის ფედერაცია ზამთარში უკრაინის ენერგეტიკული სექტორის დასაბომბად ემზადება. თავდასხმები, სავარაუდოდ, არ იქნება ისეთი მასშტაბური, როგორც გასულ წელს. უკრაინა წელს უფრო კარგად არის მომზადებული რუსეთის შესაძლო თავდასხმებისთვის, ვიდრე შარშან. ყველაფრის მიუხედავად, ზამთარი უკრაინელებისთვის მძიმე იქნება, რადგან ოკუპანტები ნაკლები რაოდენობის იარაღს არ გამოიყენებენ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

მაია სანდუს ძაღლმა ავსტრიის პრეზიდენტი დაკბინა

უცხოური მედიის ინფორმაციით, მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ძაღლმა ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი დაკბინა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც მოლდოვაში ვიზიტით მყოფმა ვან დერ ბელენმა ძაღლის მოფერება სცადა. მედიის ცნობით, ავსტრიის პრეზიდენტს ადგილზე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

მეტი...

საერთაშორისო კონფერენცია “კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების” გრძელდება

ხუთი მარეგულირებელი უწყების – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით გამართული II საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ გრძელდება. კონფერენციის მეორე დღე UNCTAD-ის სესიით, სახელწოდებით – “მომხმარებლის დაცვის ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები ელექტრონული კომერციის სექტორში” გაიხსნა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, UNCTAD – ტერესა მორეირამ მიმართა. მან მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სფეროს განვითარებისთვის ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება აუცილებელია. ტერესა მორეირამ UNCTAD-ის საქმიანობის ფარგლებში, მომხმარებელთა დაცვის კუთხით გაწეული საქმიანობის შესახებაც ისაუბრა და…

მეტი...

თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და შრომის კანონმდებლობის დარღვევისთვის ბრალდებულები გამართლდნენ – პროკურატურამ გაასაჩივრა

საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენი, რომლითაც  თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის და შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე ბრალდებული ოთხი პირი გაამართლა, სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის აპრილში, სენაკის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულებმა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დაზარალებულის მიმართ განახორციელეს პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლო ინფორმაციის გავრცელების მუქარა, შანტაჟი და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რის შედეგად დაზარალებული აიძულეს სამსახურიდან საკუთარი ინიციატივით წასვლის განცხადება დაეწერა. ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, დაზარალებულმა თავის მოკვლა სცადა. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა. პროკურატურამ ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის…

მეტი...

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში – ვითარება იმ დროს დაიძაბა, როდესაც იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობდა. ამ დროს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ რატი ბრეგაძეს მატყუარა უწოდა. ,,ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა თინა ბოკუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რის გამოც ბოკუჩავამ სხდომის მგალობლიშვილისთვის სხდომის დატოვება მოსთხოვა. თინა ბოკუჩავა და ანა წითლიძე ლევან მგალობლიშვილის მაგიდასთან მივიდნენ, რა დროსაც ანა წითლიძემ მგალობლიშვილის მისამართით ფურცლები ისროლა. მგალობლიშვილმა მიკროფონი მოხსნა და ანა წითლიძის მისამართით სროლას ცდილობდა, თუმცა მანდატური ჩაერია. სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, საბოლოოდ კი ლევან მგალობლიშვილს დარბაზი დაატოვებინეს.

მეტი...

პესკოვის განცხადებით, რუსეთის მომავალი პრეზიდენტი “ისეთივე უნდა იყოს, როგორიც პუტინია”

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის მომავალი პრეზიდენტი “ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ვლადიმერ პუტინია”. ამის შესახებ პესკოვმა ტელეკომპანია “МГИМО 360”-თან ინტერვიუში განაცხადა. დამაზუსტებელ კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ეს კი უპასუხა – “ან სხვა, მაგრამ ასეთივე”. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტშია დაგეგმილი. ფედერაციის საბჭო არჩევნების თარიღზე ოფიციალურ გადაწყვეტილებას 2023 წლის დეკემბერში მიიღებს, რის შემდეგაც პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამართონ წინასაარჩევნო ყრილობები და ოფიციალურად დაასახელონ კანდიდატები.

მეტი...

ყველაზე სამართლიანი უკრაინული მართლმსაჯულება მდგომარეობს იმაში, რომ ჩემს ადვოკატებს ყველა განცხადებასა და სარჩელზე უარი უთხრეს – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით,  მის ადვოკატებს განცხადებების და სარჩელის რეგისტრაციაზე უარს ეუბნებიან.  მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ხორციელდება კონტროლი თავად გვარზე. „ყველაზე სამართლიანი უკრაინული მართლმსაჯულება მდგომარეობს იმაში, რომ ჩემს ადვოკატებს უარი უთხრეს ყველა განცხადებისა და შეგებებული სარჩელის მიღებაზე. უბრალოდ, არ არეგისტრირებენ. ეს ნიშნავს, რომ ხორციელდება კონტროლი თავად გვარზე. საინტერესოა, ვინ ფლობს ქვეყანაში ასეთ ძალაუფლებას? ჩვენ, რა თქმა უნდა, სასამართლოს გზით წავალთ, თუმცა თავად შემთხვევა ძალიან საჩვენებელია. დემოკრატია შვიდმილიანი ნაბიჯებით მიაბიჯებს. ერთი-ორი. ერთი-ორი“, – წერს არესტოვიჩი.  

მეტი...

,,ბრალდებულმა თანასოფლელს გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა”- დმანისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 15 ნოემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა თანასოფლელს გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობის შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ბრალდებული 16 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის…

მეტი...

,,უკრაინისთვის დახმარების გაწევა ალიანსის ყველა მოკავშირის, მათ შორის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია”- იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის დახმარება ალიანსის ყველა მოკავშირის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია. ,,უკრაინისთვის დახმარების გაწევა ალიანსის ყველა მოკავშირის, მათ შორის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია. სახელმწიფოსა და მთავრობის ყველა მეთაური, NATO-ს ყველა მოკავშირე დაჰპირდა უკრაინას მხარდაჭერას, არამხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტ პუტინის გამარჯვება უკრაინელებისთვის ტრაგედია იქნება, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენთვის საშიში იქნება”, – განაცხადა სტოლტენბერგი.

მეტი...

,,თბილისში 17-19 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 20 ნოემბერს იწვიმებს”- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  17 ნოემბერს, საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი და ქარიანი ამინდი. 18-19 ნოემბერს შედარებით გამოიდარებს და დასავლეთ საქართველოში დათბება, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 20 ნოემბერს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დედაქალაქში – თბილისში 17-19 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 20 ნოემბერს იწვემებს, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 17 ნოემბერს შენარჩუნებული წვიმიანი ამინდი, 18-19 ნოემბერს გამოიდარებს და +17,…

მეტი...

სამხედრო გაწვევის არიდების მიზნით, ომის დაწყებიდან უკრაინა 20 ათასამდე მამაკაცმა დატოვა – ”ბიბისი”

სამხედრო გაწვევის ასარიდებლად, ომის დაწყებიდან უკრაინა 20 ათასამდე მამაკაცმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას  „ბიბისი“ უკრაინის მეზობელი ქვეყნების სასაზღვრო სამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, 21 ათასზე მეტი მამაკაცი საზღვრის კვეთის მცდელობისას უკრაინის სამსახურებმა დააკავეს. ზოგიერთი მათგანი ქვეყნის დატოვებას მდინარის გადაცურვით ან ფეხით ცდილობდა. ნაწილი კი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საბუთების გაყალბებით. ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქვეყნის დატოვება 18-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცების უმეტესობას აეკრძალა.  სამხედრო გაწვევას არ ექვემდებარებიან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მამაკაცები, სამი და მეტი შვილის მამები და ისინი, ვისაც ზრუნვის პასუხისმგებლობა აქვთ დაკისრებული.

მეტი...

ღაზაში 19 წლის მძევლის ცხედარი იპოვეს – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოსთან მდებარე შენობაში, მეორე ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს. მათივე ცნობით, 19 წლის ნოა მარჩიანოს ცხედარი, ისრაელის ტერიტორიაზე გადაასვენეს. ,,19 წლის ნოა მარჩიანო 7 ოქტომბერს “ჰამასის” ტერორისტებმა გაიტაცეს და მოკლეს. მისი ცხედარი IDF-ის ჯარებმა ღაზაში, ალ-შიფას ჰოსპიტალთან იპოვეს. IDF გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ოჯახებს და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას,” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

„სხვა გზა არ არსებობს, გარდა საერთო ენის პოვნისა“ – სი ძინპინი აშშ-ში

„ერთობლივი განვითარება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში თანამშრომლობის ზოგადი მიზანია. განვითარება იყო და რჩება რეგიონის მრავალწლიან მიმართულებად. ჩვენ მუდმივად ვაღრმავებთ ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ თანამშრომლობას,  ვზრდით საკუთარ პოტენციალს განვითარებად ეკონომიკაში“ – ეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის, სი ძინპინის სიტყვებია, რომელიც მან სან ფრანცისკოში, აზიის წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე (APEC) წარმოთქვა. პრეზიდენტმა აქცენტი თანამშრომლობის გაღრმავებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მშვიდობა და გავითარება ყველას საერთო მიზანია. „სიამოვნებით მივიღე მოწვევა APEC-ის ბიზნეს სამიტზე. მრავალი წლის წინ ვიყავი აქ, სან-ფრანცისკოში და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გახსნილობამ და ინკლუზიურობამ, რომელიც სუფევს ამ შესანიშნავ ქალაქში. გლობალური, ისტორიული და…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა პრაქტიკულად, პოლიტიკურად განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს – ალუდა ღუდუშაური

მელიას აგდებენ პარტიიდან და უთავმოყვარეოდ ცდილობს, ჩაებღაუჭოს კარს, სალომე ზურაბიშვილი კი გარედან ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობის“ კარზე ჩაბღაუჭებას, ეგებ გაიღოს და მისთვის ადგილი გამოიძებნოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა, პრაქტიკულად, პოლიტიკურად განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს. „საქართველოს ფორმალურმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრაქტიკულად, პოლიტიკურად განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს. ეს უკვე კარგადაა ცნობილი ჩვენი მოქალაქეებისთვის. სალომე ზურაბიშვილი ღიად ცდილობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ბანაკს მიეკედლოს. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ამ ქალბატონს არანაირი პოლიტიკური ღირებულება არ აქვს და ახლა ცდილობს, კონკურენციაში შევიდეს, როგორმე თავისი თავი პოლიტიკურად მიჰყიდოს „ნაციონალურ…

მეტი...

სემეკში Energy Community-ს ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია და სემეკის წევრები ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) ხელმძღვანელს, არტურ ლორკოვსკის შეხვდნენ. მხარეებმა განიხილეს ენერგეტიკის სექტორში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მაჩვენებლები, იმსჯელეს სამომავლო გეგმებსა და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესზე, ევროკავშირის კანონმდებლობის აღსრულების ეფექტიან მექანიზმებზე. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, სემეკის მიერ შესრულებულია კანონმდებლობითა და ევროპული დირექტივებით ნაკისრი ვალდებულებები, ბაზრის ლიბერალიზაციის ხელშეწყობის მიზნით კომისიას 30-ზე მეტი ნორმატიული აქტი აქვს შემუშავებული. აღნიშნული სამართლებრივი ბაზა წარმოადგენს მყარ ფუნდამენტს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის იურიდიული და საერთაშორისო დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, ენერგეტიკული გაერთიანების ოფიციალური წარმომადგენელი…

მეტი...

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე იმსჯელეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ქვეყანა გააგრძელებს რეფორმებს. კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იყო ყველა ის უწყება, რომლებიც წლების განმავლობაში  მონაწილეობდნენ აღნიშნული რეფორმების განხორციელებაში. კომისიის წევრებმა იმსჯელეს რეკომენდაციების შესრულებაზე და ამ პროცესში სხვადასხვა უწყების კოორდინირებულ მუშაობაზე. შეხვედრაზე განიხილეს მომავალი წლის დღის წესრიგი, ასევე − თუ როგორ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს რეფორმების იმპლემენტაცია.

მეტი...

რუსეთი ამზადებს კამპანიას კოდური სახელწოდებით, „მაიდანი 3“, რომლის მიზანი უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდებაა – ზელენსკი

უკრაინის დესტაბილიზაციისთვის რუსეთი ამზადებს კამპანიას კოდური სახელწოდებით, „მაიდანი 3“, რომლის მიზანი უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდებაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, უკრაინულ საზოგადოებაში განხეთქილება დათესოს და ქაოსი შექმნას ქვეყნის შიგნით. „ჩვენს დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომელიც ასევე მოვიდა ჩვენი პარტნიორებისგან. მათთვის მაიდანი გადატრიალებაა, ამიტომ ოპერაცია გასაგებია“, – განაცხადა  ზელენსკიმ.  

მეტი...

ჩვენი კარი დაიკეტება ენჯეოებისთვის, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევენ – არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ  სოხუმში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. ე.წ. სამინისტროს მედიაცენტრის ინფორმცაიით, შეხვედრაზე ურთიერთქმედების აქტუალური საკითხები და საერთაშორისო სტრუქტურების პროექტების კოორდინაციის ახალი მიდგომები განიხილეს. არძინბას თქმით, გაეროს სააგენტოებმა უარი განაცხადეს შეხვედრაში მონაწილეობაზე, რაც აღიქმება, როგორც არაგამჭვირვალე საქმიანობის დადასტურება და ინფორმაციის დამალვის მცდელობა. მისი თქმით, გაეროს სააგენტოები დეზინფორმაციას აწვდიან აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ პროექტების რეალური მიზნებისა და ამოცანების შესახებ, რომლებსაც ისინი ახორციელებენ. ,,მათთვის, ვისაც სურს გაანადგუროს აფხაზურ-რუსული ურთიერთობები და აფხაზეთის რესპუბლიკა „ოკუპირებულ ტერიტორიად“ განიხილოს, უახლოეს მომავალში ჩვენი კარი დაიკეტება”, – განაცხადა არძინბამ.…

მეტი...

ვიოლა ფონ კრამონს ვინ ეკითხება, გზას როდის გააკეთებენ თბილისში – მამუკა მდინარაძე

ვიოლა ფონ კრამონს ვინ ეკითხება, გზას როდის გააკეთებენ თბილისში. რა მისი საქმეა, გზის რეაბილიტაცია როდის და სად მოხდება, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. მისი თქმით, ეს ყველაფერი არასერიოზულია. „ერთი წლით ხომ გადაუვადდათ გეგმები და ახლა ფიქრობენ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით გაისად მაინც მოახდინონ რაღაც ამბოხებისმაგვარი. საიდან დაასკვნეს, რომ მაინცდამაინც იმ დროს იქნება გზა გადათხრილი, რომ ადამიანი ვერ გაივლის. რა დონის სიგიჟემდე მივდივართ. ახლა ფიქრობენ, გაისად არჩევნებთან დაკავშირებით იქნებ რაღაც ამბოხი მოვახდინოთ საქართველოში და მაინც და მაინც იმ დროს არ იყოს…

მეტი...

,,ბოლომდე ჩაერთო „ნაცების“ მესიჯბოქსში”- მამუკა მდინარაძე ზურაბიშვილზე

სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჰგავს გაბოროტებული ადამიანის განცხადებას იმ ადამიანის მიმართ, ვინც ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა მის გაპრეზიდენტებაში, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს Le Monde-სთან. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ჩაერთო „ნაცების“ ყველაზე მდაბიო, გაბოროტებულ მესიჯბოქსში. „ეს არის გზავნილი ქალბატონი სალომეს მხრიდან, რომ ის ბოლომდე ჩაერთო „ნაცების“ მესიჯბოქსში. სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჰგავს გაბოროტებული ადამიანის განცხადებას, განსაკუთრებით იმ ადამიანის მიმართ, ვინც განსაკუთრებული როლი ითამაშა მის გაპრეზიდენტებაში. მგონია, რომ ამ დროს ადამიანს ცოტა უხერხულობა მაინც უნდა აკავებდეს. სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში ბიძინა ივანიშვილმა მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი როლი ითამაშა. ამის…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს თუ შეიწყალებს, მიუჯდება „ვივამედში“ სააკაშვილს – გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს თუ შეიწყალებს, მიუჯდება „ვივამედში“ სააკაშვილს. მისი თქმით, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურად და არა მხოლოდ პოლიტიკურად, თავიდან ბოლომდე აიღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც კი სააკაშვილს ჩაუდენია. „შეწყალების მექანიზმს რაც შეეხება, არაერთხელ ვთქვით და კიდევ გავიმეორებთ, საუბარი არ არის იმაზე, რომ მხოლოდ სახელმწიფოს აზიანებს, მისი პიროვნება იქნება თავიდან ბოლომდე განადგურებული. საზოგადოება, რომელიც დაზიანდა ზოგი სიცოცხლის მოსპობით, ზოგი ჯანმრთელობით, ზოგი ქონების დაკარგვით, ოჯახების განადგურებით და ასე შემდეგ – ამ ყველაფერზე მოაწერს ხელს და რეალურად, მიუჯდება „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილს. თვითონ შეიძლება, ვერ განსაზღვროს, ამ შემთხვევაში,…

მეტი...

ხაბეიშვილის დილა ასე იწყება, გარიცხავენ, თუ არ გარიცხავენ, საკითხავი აი, ეს არის – გურამ მაჭარაშვილი

ხაბეიშვილის დილა ასე იწყება, გარიცხავენ, თუ არ გარიცხავენ, საკითხავი აი, ეს არის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს მიიღო ის, რასაც იმსახურებდა მთელი ამ წლების განმავლობაში. „ეს არის ძალიან კარგი პროცესი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს მიიღო ის, რასაც იმსახურებდა მთელი ამ წლების განმავლობაში. სხვას ეუბნებოდა, რომ ვადამდელი არჩევნები იქნებაო და თვითონ მიიღო ვადამდელი არჩევნები. ეუბნებოდა, რომ არეულობა და რევოლუცია იქნებაო და თვითონ მიიღო პარტიაში.  ამიტომ, ახლა მელია გასაგებია, რომ ღირსებას პატივს არ სცემს და არ მიდის პარტიიდან , რომელსაც ლანძღავს, მაგრამ, მეორე მხრივ,…

მეტი...

ასტრახანის ცენტრში 5-სართულიანი სახლის 2 სადარბაზო ჩამოინგრა

რუსეთის ქალაქ ასტრახანის ცენტრში 5-სართულიანი სახლის 2 სადარბაზო ჩამოინგრა. საგამოძიებო კომიტეტმა მიზეზად დაასახელა ერთ-ერთ ბინაში დარღვევებით წარმოებული სარემონტო სამუშაოები. სახლის ნაწილი 16 ნოემბერს, გვიან საღამოს დაინგრა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციიით, სახლის მცხოვრებთა სიის მიხედვით ყველა მათგანის ადგილსამყოფელი დადგენილია და ნანგრევებში არავინ იმყოფება. ევაკუირებულია 213 ადამიანი, მათ შორის 37 ბავშვი.  

მეტი...

,,საავადმყოფოში გამოკვლევებზე 2-ჯერ წაიყვანეს”- რა შეემთხვა ხვიჩა კვარაცხელიას

შოტრანდიასთან მატჩამდე 2 დღით ადრე, ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე ხვიჩა კვარაცხელიამ თავის არეში, ერთ-ერთ სავარჯიშო ეპიზოდში ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას GEO TEAM ავრცელებს. „შოტლანდიასთან მატჩამდე 2 დღით ადრე, საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე ხვიჩა კვარაცხელიამ თავის არეში, ერთ-ერთ სავარჯიშო ეპიზოდში ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო. ფეხბურთელი საავადმყოფოში გამოკვლევებზე 2-ჯერ წაიყვანეს, მას თავის ძლიერი ტკივილები ჰქონდა, რის გამოც მისი თამაში შოტლანდიის წინააღმდეგ სარისკო იყო. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელის პასუხი იყო შემდეგი: მას ნებისმიერ შემთხვევაში სურდა 16 ნოემბერს დინამო არენაზე თამაში. გამოვიდა მოედანზე, დადგა Show, გაიფორმა დუბლი და დაამტკიცა, რომ TOP ფეხბურთელის…

მეტი...

,,თუ ოდნავ შერჩა ღირსება, კეთილი ინებოს, გადადგეს და შეუერთდეს ჩახდილებს”- ზარქუა ზურაბიშვილზე

,,რა შევაფასოთ, ვერ არის კარგად. აცდენილია რეალობას, მავნებლობს და მავნებლობა უკვე გადაუვიდა შეურაცხყოფებში,”- ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს Le Monde-სთან. მისი თქმით, პრეზიდენტს ”თუ ოდნავ შერჩა ღირსება და ადამიანობა, კეთილი ინებოს, გადადგეს და შეუერთდეს ჩახდილებს და რადიკალებს.” ,,რა შევაფასოთ, ვერ არის კარგად. აცდენილია რეალობას, მავნებლობს და მავნებლობა უკვე გადაუვიდა შეურაცხყოფებში, რასაც აკეთებს. თქვენ თუ მოგეცათ შესაძლებლობა, იქნებ ჰკითხოთ ქალბატონ სალომეს – თუ ოლიგარქს ეძახის ივანიშვილს და მის გუნდს რუსეთის ინტერესების გამტარებელს, მაშინ ჩვენი დასახელებული და არჩეულია პრეზიდენტად, ადგეს და გადადგეს, თუ ღირსება და ადეკვატურობა…

მეტი...

,,ყალბი ინვოისების საფუძველზე, ძვირადღირებული ავტომანქანების შესაძენად დაზარალებულებს ჯამში 11 000 000 ლარზე მეტი თანხა გადმოარიცხინეს”- სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, ყალბი დოკუმენტის დამზადება/გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორი პირი დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021-2022 წლებში, ბრალდებულებმა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული კომპანიების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, ყალბი ინვოისების საფუძველზე, ძვირადღირებული ავტომანქანების შესაძენად დაზარალებულებს ჯამში 11 000 000 ლარზე მეტი თანხა გადმოარიცხინეს. აღნიშნულის შემდეგ, ნაცვლად არაბული კომპანიების მიერ შეკვეთილი ავტომანქანებისა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა შეიძინეს მათთვის სასურველი მოდელის ავტომანქანები, რომლებიც სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაასხვისეს.…

მეტი...