რუსებმა უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველი ტყვედ აიყვანეს

უკრაინაში მებრძოლი ორი ჯარისკაცი, გიორგი ჩუბითიძე და გიორგი გოგლიძე რუსმა ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს. ეს ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა, ტყვეობის შესახებ კი რუსულ სამთავრობო მედიაში გავრცელებული ვიდეო-კადრებიდან გახდა ცნობილი. ვიდეოში ჩანს, რომ ქართველები კითხულობენ წინასწარ დაწერილ ტექსტს, რომელიც კრემლის პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება. დატყვევებული ქართველები მეორე საერთაშორისო ლეგიონში მსახურობდნენ. ლეგიონის წარმომადგენლები და სხვა სამხედროები მოელიან, რომ მათი თანამებრძოლები რუსების ტყვეობაში უმძიმესი ზეწოლის ქვეშ იქნებიან. ვიდეო-კადრებში ერთ-ერთ დატყვევებულ ქართველს სახეზე ძალადობის კვალიც ეტყობა. ეს ქართველების დატყვევების პირველი გახმაურებული შემთხვევაა და ჩვენი თანამემამულე სამხედროები მოუწოდებენ ქვეყნის მთვარსარდალს და მთარობას გააკეთონ ყველაფერი ტყვეების გამოსახსნელად.

მეტი...

,,2024 წელი გადამწყვეტი იქნება რუსეთის წინააღმდეგ ომში” – ერმაკი

,,2024 წელი გადამწყვეტი იქნება რუსეთის წინააღმდეგ ომში”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა განაცხადა. ,,ომის გარდამტეხი მომენტი ახლოვდება. მომავალი წელი გადამწყვეტი იქნება”, – აღნიშნა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა, რომელიც აშშ-ში ვიზიტით იმყოფება. მისივე თქმით, უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება, შეიარაღებულ ძალებს აქვთ პლაცდარმი დნიპროს მარცხენა სანაპიროზე, ხოლო პრეზიდენტმა ზელენსკიმ იცის როგორ მიაღწიოს გამარჯვებას.

მეტი...

ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ცნობით, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 15 და 16 ნოემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს. აღნიშნულ პერიოდში სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით). გარდა ამისა, ავტომობილების მძღოლები იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე, იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.

მეტი...

„ჩემმა შვილმა ძაღლი დაიცვა“ – თამაზ ელიზბარაშვილი შვილის დაკავებაზე

ძაღლების თავშესაფრის დირექტორი თამაზ ელიზბარაშვილი შვილის დაკავებაზე კომენტარს აკეთებს. „ყაზახეთის მოქალაქეს შენიშვნა მიუცია, ძაღლს აქ რატომ ასეირნებო და ფეხი მოუქნევია დეკორატიული ძაღლისთვის. ჩემმა შვილმა დაიცვა ეს ძაღლი. მერე რა მოხდა, მეც ძალიან მაინტერესებს“, – ამბობს ელიზბარაშვილი. ცნობისთვის, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი სროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის შვილი დააკავა. შემთხვევის შედეგად დაჭრილია ყაზახეთის მოქალაქე.

მეტი...

EU უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 110 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 110 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისარმა ჰუმანიტარულ საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა. აღნიშნული თანხიდან 100 მილიონი უკრაინაში, ხოლო 10 მილიონი ევრო მოლდოვაში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილთათვის იქნება განკუთვნილი. ევროკომისრის განცხადებით, ზამთრის დადგომას დამატებითი პრობლემები მოაქვს უკრაინის მოსახლეობისთვის, ამიტომ, გამოყოფილი თანხა მოხმარდება როგორც ფულად დახმარებას, ასევე მოქალაქეების საცხოვრებლით, სამედიცინო მომსახურებით, ფსიქოლოგიური დახმარებითა და დაცვით უზრუნველყოფას.

მეტი...

სააპელაციო სასამართლომ გიორგი ჭანტურია გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილში უდანაშაულოდ ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა და გიორგი ჭანტურია გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილში უდანაშაულოდ ცნო. სასამართლომ ასევე ძალაში დატოვა რუსთავის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი იარაღის ნაწილში. ჭანტურიას მიმართ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში შეფარდებულ 6-წლიან პატიმრობას ადვოკატები ასაჩივრებდნენ და ამ ნაწილშიც ბრალდებულის გამართლებას ითხოვდნენ. განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სამსონ ქუთათელაძის ოჯახის წევრებმა გააპროტესტეს. ისინი მკვლელობაში ჭანტურიას ადანაშაულებენ. პროკურატურა განაჩენის გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში გეგმავს. უზენაეს სასამართლოში იარაღის ნაწილში გამამტყუნებელ განაჩენს სავარაუდოდ დაცვის მხარეც გაასაჩივრებს.  

მეტი...

,,ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ პუტინმა გაიმარჯვოს” – სტოლტენბერგი

,,უკრაინას ნატო-სა და სხვა მოკავშირეებისგან მეტი დახმარება სჭირდება, რადგან ბრძოლის ველზე მძიმე მდგომარეობაა”. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და ევროკავშირის  უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ისაუბრეს, სადაც ევროკავშირის ქვეყნების მინისტერიალი იმართება. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო პუტინის გამარჯვებას არ დაუშვებს. რაც შეეხება ბორელს, მისი თქმით, პრიორიტეტი უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდება უნდა იყოს.

მეტი...

აშშ-მ და ბრიტანეთმა “ჰამასისა” და ისლამური ჯიჰადის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესეს

აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა “ჰამასისა” და ისლამური ჯიჰადის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესეს. სანქცირებულთა სიაშია იასია სინვარი, მუჰამედ დაფა და კიდევ ოთხი პირი, რომლებიც დაკავშირებულია “ჰამასთან”. ,,აშშ გააგრძელებს მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან, რათა უარყოს ჰამასის შესაძლებლობა მოაგროვოს და გამოიყენოს თანხები მისი სისასტიკეების განსახორციელებლად”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

სროლა საბავშვო ბაღთან – დაკავებულია ერთი პირი

თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. ცნობისთვის,  ნინო ჟვანიას ქუჩაზე, ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან სროლა იყო, რის შედეგადაც ერთი მშობელი დაიჭრა. შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა. ფაქტთან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,ლავროვის განცხადება უნდა გაგებულიყო, როგორც პირდაპირი სამხედრო დაპყრობის მუქარა”- სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ განცხადება უნდა გაგებულიყო, როგორც პირდაპირი სამხედრო დაპყრობის მუქარა. მისი თქმით, ხმამაღლა ვაფრთხილებდეთ ყველა შესაძლო პარტნიორს ამ დიდ საფრთხეზე, ვითხოვდეთ გამყოფ ხაზებზე ევროკავშირის დამკვირვებლის რიცხოვნობის გაზრდას. ,,ლავროვის განცხადება უნდა გაგებულიყო, როგორც პირდაპირი სამხედრო დაპყრობის მუქარა, ახლა ჩვენ უნდა ხმამაღლა ვაფრთხილებდეთ ყველა შესაძლო პარტნიორს ამ დიდ საფრთხეზე, ვითხოვდეთ გამყოფ ხაზებზე ევროკავშირის დამკვირვებლის რიცხოვნობის გაზრდას. უნდა მოვითხოვოთ ანტი-საჰაერო დაცვის და ანტი-სატანკო სისტემების დიდი რაოდენობით გადმოცემა! გადაუდებლად უნდა შევაჩეროთ რუსების შემოდინება საქართველოში. უნდა შევძლოთ ქვეყნის შიგნით ყველა ძირითად ჯგუფთან საერთო ენის გამონახვა, სიძულვილის…

მეტი...

შეიძლება, ომი დიდხანს გაგრძელდეს, რადგან რუსები არ მოაწერენ ხელს უკრაინასთან შეთანხმებას – ბუდანოვი

ომი შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს, რადგან რუსები არ მოაწერენ ხელს უკრაინასთან შეთანხმებას და გააგრძელებენ ქაოტურ დაბომბვას, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი უკრაინასა და დასავლეთთან მოლაპარაკებას კიდევ დიდხანს არ გამართავს. „ეს ტერიტორიული პრობლემა უკვე 70 წელზე მეტია, ამიტომ, ეს სცენარი აქაც ძალიან სავარაუდოა, რადგან რუსეთის ფედერაციას აქვს მნიშვნელოვანი ტერიტორიული მადა უკრაინასთან მიმართებაში, რაც ეხება არა მხოლოდ ყირიმს. რა თქმა უნდა, არავინ აპირებს ამ მადის დაკმაყოფილებას“, – განაცხადა ბუდანოვმა.

მეტი...

სააგენტოს ეკიპაჟები ძაღლების გასეირნების წესების დაცვის მონიტორინგს დედაქალაქის მასშტაბით ინტენსიურ რეჯიმში ახორციელებენ

სააგენტოს ეკიპაჟები ძაღლების გასეირნების წესების დაცვის მონიტორინგს დედაქალაქის მასშტაბით ინტენსიურ რეჯიმში ახორციელებენ და მოქალაქეებს წესების დარღვევასთან დაკავშირებით, ახლად ამოქმედებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ინფორმაციას აწვდიან. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფებმა შინაური ცხოველების გასეირნების მონიტორინგი ამჯერად ვაკის პარკში, დედაენის ბაღში, ვერის ბაღსა და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში განახორციელეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მიმდინარე წლის 5 ივლისს შესული ცვლილებების მიხედვით: „ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის ბულვარში, პარკში ან სკვერში, გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“ მნიშვნელოვანია…

მეტი...

საბავშვო ბაღთან, მშობლის დაჭრის ფაქტზე, ცნობილი ბიზნესმენის შვილი დააკავეს

სამართალდამცველებმა თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის ფაქტზე, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ვაჟი, გურამ ელიზბარაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”პრაიმტაიმი” ავრცელებს. ცნობისთვის,  ნინო ჟვანიას ქუჩაზე, ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან სროლა იყო, რის შედეგადაც ერთი მშობელი დაიჭრა. შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა.

მეტი...

თუ ჩვენ ამ ტერორს ბოლოს არ მოვუღებთ, ადრე თუ გვიან, ისევ მობრუნდება – ბენიამინ ნეთანიაჰუ

,,თუ ჩვენ ამ ტერორს ბოლოს არ მოვუღებთ, ადრე თუ გვიან, ისევ მობრუნდება,”- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. მისი თქმით,  ეს არის ომი მიზნის ბოლომდე მიღწევამდე. ,,ეს არ არის ომი და არც რაუნდი. ეს არის ომი მიზნის ბოლომდე მიღწევამდე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველას ესმოდეს. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. გულწრფელად ვამბობ, თუ ჩვენ ამ ტერორს ბოლოს არ მოვუღებთ, ადრე თუ გვიან, ისევ მობრუნდება,”- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მეტი...

თბილისში ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან სროლა იყო – დაჭრილია მშობელი

თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან სროლა იყო. შემთხვევის შედეგად ერთი მშობელი დაიჭრა. შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა. დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯანმრთელობის დაზიანების და ხულიგნობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯანმრთელობის დაზიანების და ხულიგნობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 ნოემბერს, თბილისში, „რატის ბარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა სრულიად უმიზეზოდ,ხულიგნური ქვენა გრძნობით დანით ორ დაზარალებულს დაზიანებები, მათ შორის ერთ-ერთს სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობა მიაყენა. ასევე ბრალდებულმა სხვა პირებთან ერთად მესამე დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენა გრძნობით) 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი…

მეტი...

თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჭრეს

თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე სროლა იყო. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჭრა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

ჩვენი მხარდაჭერა საქართველოში ამყარებს  ევროკავშირის რეკომენდაციებს – სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Europetime სახელმწიფო დეპარტამენტიდან მიწოდებულ კომენტარზე დაყრდნობით ავრცელებს. ,,ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პროცესს. მოვუწოდებთ კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისათვის და ევროპაში თავიანთი მომავალის უზრუნველსაყოფად გამოიყენონ. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოში – ამყარებს  ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად. ამ ძალისხმევის მიმართულებით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას გავაგრძელებთ. აშშ-ის…

მეტი...

თუნდაც ფორმალურმა პრეზიდენტმა იმდენი უნდა მოახერხოს, რომ არ გააკეთოს განცხადებები, რომლებიც საბოდიშო გახდება – მამუკა მდინარაძე

თუნდაც ფორმალურმა პრეზიდენტმა იმდენი უნდა მოახერხოს, რომ არ გააკეთოს ისეთი განცხადებები, რომლის უკან წაღებაც და რომელზე ბოდიშიც ჯერ ხელისუფლებას და შემდეგ თავადაც მოუწევს ადმინისტრაციის უფროსის, თუ ნებისმიერი თანამშრომლის საშუალებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, საკუთარ სიტყვებზე ბოდიშების ხდა არ უნდა გიწევდეს. „უნდა შეძლოს იმდენი დიპლომატია, უნდა ეყოს იმდენი პასუხისმგებლობა, რომ არ აკეთოს განცხადებები, რომლებიც შემდეგ საბოდიშო გახდება, მათ შორის თავად მისი მხრიდანაც გახდა საბოდიშო, მოუბიდიშია და წაუღია უკან თავისი სიტყვები. თუ გულისხმობს რუსეთის პრეზიდენტს, უნდა დააკონკრეტოს, რომ კითხვა დამისვით ამ ორ ადამიანზე, მათგან რუსეთის…

მეტი...

პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ლანჩის ფორმატში ევროკავშირის ელჩს საქართველოში − პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრა ევროკავშირის ელჩების ინიციატივით გაიმართა. შეხვედრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციას შეეხებოდა. ელჩებმა მიულოცეს პრემიერ-მინისტრს ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული რეკომენდაციის ისტორიულ მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის დიპლომატიურ კორპუსს. შეხვედრაზე შეჯამდა მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმები და ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აქვს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მმართველმა გუნდმა ერთიანი ძალისხმევით მოახერხა მოკლე პერიოდში შეესრულებინა თითქმის ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიის მიერ იყო განსაზღვრული და დაადასტურა მთავრობის მზაობა რეფორმების აქტიური პროცესის გაგრძელებისადმი. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა,…

მეტი...

დავით ნარმანია კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ II საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგება

16-18 ნოემბერს, საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ რიგით II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც გახსნიან სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები. ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ მოხსენებით წარდგება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია. საერთაშორისო კონფერენცია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 20-მდე დელეგაცია სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საკანონმდებლო და საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. სემეკის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ პანელურ…

მეტი...

2024 წელი გადამწყვეტი იქნება რუსეთის წინააღმდეგ ომში – ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, 2024 წელი გადამწყვეტი იქნება რუსეთის წინააღმდეგ ომში. ერმაკმა აშშ-სა და ევროპას, სანქციების გაძლიერებისა და უკრაინისთვის დამატებითი იარაღის სისტემების მიწოდებისკენ მოუწოდა. „ომის გარდამტეხი მომენტი ახლოვდება. მომავალი წელი გადამწყვეტი იქნება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.  

მეტი...

შანხაი – სავაჭრო და ტურისტული უბანი

ეს შანხაია, აქტიური, დატვირთული, მოძრავი და ხალხმრავალი ქალაქი.  ვიდეორეპორტაჟში კი ასახულია შანხაის ერთ-ერთი სავაჭრო და ტურისტული უბანი თავისი გამორჩეული არქიტექტურითა და სანახაობით. აქ უამრავი ადამიანი მოძრაობს, დატვირთულია როგოც ტურისტებით, ისე ადგილობრივებით. ტერიტორია საკმაოდ ვრცელ ფართობზეა გაშლილი, სადაც ნახავთ როგორც არქიტექტურულ შედევრებს, ისე უნიკალურ ხის შენობებს, რომელიც წყალზე დგას, წყალში კი სხვადასხვა სახის თევზი დაცურავს. ქუჩები ძირითადად ვიწროა, რომელიც ერთმანეთს უერთდება. სავაჭრო უბანი დატვირთულია მაღაზიებით, კაფეებით, რესტორნებითა და სხვა სანახაობებით. რეპორტაჟი შანხაიდან. ეკა გულუა

მეტი...

რუსეთმა ხერსონი დაბომბა

დღეს დილით რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქი ხერსონი დაბომბეს. დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, სახლი კი დაინგრა. ,,დილით ხერსონში, კორაბელნის რაიონში, რუსებმა დაბომბეს საცხოვრებელი სახლები. დაშავდა 54 წლის ქალი, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს… დაზარალებულის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, საშუალო სიმძიმისაა,” – წერს ოლქის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი.

მეტი...

,,რუსეთი ეძებს ალტერნატივებს” – სტოლტენბერგი ოჩამჩირეში რუსულ ბაზაზე

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებას ეხმაურება. მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ცხადყოფს, თუ რამდენად შორს წასასვლელად არის რუსეთი უკრაინაში სამხედრო მიზნების მისაღწევად. “ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ეს სეპარატისტული ტერიტორიები სამხედრო ბაზების შესაქმნელად გამოიყენოს. ეს კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ცხადყოფს, თუ რამდენად შორს წასასვლელად არის რუსეთი უკრაინაში სამხედრო მიზნების მისაღწევად. მაგრამ ასევე ცხადყოფს, რომ ისინი, ფაქტობრივად, გადაყვანილნი არიან თავდაცვის რეჟიმზე, რადგან…

მეტი...

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 18 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში 18 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1966 წელს დაბადებული მ.ც., 2002 წელს დაბადებული ე.კ., 1970 წელს დაბადებული დ.ი. (მეტსახელად „იავა“), 1994 წელს დაბადებული გ.დ., 1978 წელს დაბადებული ი.ა. (მეტსახელად „კოტო“), 1960 წელს დაბადებული გ.ნ.. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1991 წელს დაბადებული ნ.გ. (მეტსახელად „ლოპე“), 1985 წელს დაბადებული ბ.გ., 1988 წელს…

მეტი...

დავით სერგეენკო პარლამენტს ტოვებს

დავით სერგეენკო მეათე მოწვევის პარლამენტს ტოვებს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტში მანდატის დატოვების თაობაზე დავით სერგეენკოს განცხადება უკვე შევიდა. დავით სერგეენკო მეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის თანამდებობას იკავებდა.

მეტი...

 ჩინეთის ელჩს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განუცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუში არ ყოფილა მინიშნება ჩინეთთან ურთიერთობებზე ან ჩინეთის პრეზიდენტზე – ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა დღეს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რპ,ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პასუხში არანაირი ფორმით არ ყოფილა მინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ან კონკრეტულად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტზე. „მთლიანი ინტერვიუ მიმართული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოზე და რუსეთზე. შესაბამისად, პრეზიდენტის პასუხი შეეხებოდა მხოლოდ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მეტი...

,,არ შეიძლება იწოდებოდეს საქართველოს პრეზიდენტად, ის არის მავნებელი”- ირაკლი ზარქუა ზურაბიშვილზე

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით,  სალომე ზურაბიშვილი მავნებელია და იმპიჩმენტის პროცედურის შემდეგ, ის საერთოდ აღარ არის პრეზიდენტი ,,ის არ შეიძლება იწოდებოდეს საქართველოს პრეზიდენტად, ის არის მავნებელი და სამწუხაროდ, ჩვენ დავუშვით, როდესაც ის წარვუდგინეთ მოსახლეობას. საქართველოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ის ჩვენი მხრიდან იმპიჩმენტის შედეგად აღარ არის პრეზიდენტი”. – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მეტი...

უამრავი მანქანა დათარეშობს ე.წ. ბასლაინში, ვერავინ დამარწმუნებს, რომ ტუჩებდაბერილი გოგოცუნები ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები არიან – ალეკო ელისაშვილი

უამრავი მანქანა დათარეშობს ე.წ. ბასლაინში და ვერავინ დამარწმუნებს, რომ ტუჩებდაბერილი გოგოცუნები ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები არიან და კრიმინალის დასაკავებლად მიდიან, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საავტობუსე ზოლების შემოღება მტკივნეულია, ბევრისთვის გაუგებარი, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება. „წინა სესიაზე ვთქვი და ვითომც არაფერი, შსს-ს არაფერი შეუმჩნევია, არადა ჩვენს ქალაქში ყოველდღე საძაგლობა ტრიალებს. საავტობუსე ზოლების შემოღება მტკივნეულია, ბევრისთვის გაუგებარი, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება. სწორია, რასაც აკეთებს თბილისის მერია, მაგრამ არასწორი და შემზარავია, რაც ხდება. უამრავი მანქანა დათარეშობს საავტომობილო ზოლში, ე.წ. ბასლაინში და ვერავინ დამარწმუნებს, ტუჩებდაბერილი გოგოცუნები რომ სხედან საჭეებთან, რამე ოპერატიული…

მეტი...

ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს, როცა შენივე ქვეყნის წარმომადგენლები ყველგან დარბიან, რომ ევროპულ მომავალს ხელი შეუშალონ? – კალაძე

„ყველას შეიძლება გაუმკლავდე, მაგრამ შიდა მტერი, რომელიც დღეს, რადიკალური ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი, ჩვენთვის არის ძალიან დამაზიანებელი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ოპოზიციის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, რომ ხელი შეეშალოს ქვეყნის ევროპულ მომავალს. „ჩემთვის ყველაზე დიდი მტერი არის ქვეყნის შიდა მტერი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ დააზიანოს საკუთარი ხალხი და ქვეყანა. ყველას შეიძლება გაუმკლავდე, მაგრამ შიდა მტერი, რომელიც დღეს რადიკალური ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი, ჩვენთვის არის ძალიან დამაზიანებელი. გარე მტერს მოერევი, გაუმკლავდები იმისთვის, რომ შენი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინო. თუმცა, შენივე ქვეყნის წარმომადგენლები რომ დარბიან…

მეტი...

ევროკავშირმა პრაქტიკულად მწვანე შუქი აუნთო საქართველოს კანდიდატი სტატუსის მისაღებად – არჩილ თალაკვაძე

„ვულოცავ ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას! ევროკავშირმა, პრაქტიკულად, მწვანე შუქი აუნთო საქართველოს კანდიდატი სტატუსის მისაღებად. მინდა, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, საზოგადოებას, საჯარო მოხელეებს, ვინც ამ წლების განმავლობაში მტკიცედ გვიჭერდა მხარს რეფორმებში და იმ პოლიტიკაში, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გაატარა“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ. როგორც მან აღნიშნა,  სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გატარებულმა ამ პოლიტიკამ დააბრუნა საქართველოში ევროპული პერსპექტივა და ამ პოლიტიკის შედეგია ის,  რომ ფუნდამენტური მიმართულებებით საქართველოს აქვს არსებით პროგრესი. „ ეს არის მშვიდობა და უსაფრთხოება, მაშინ როდესაც ჩვენს ნომერ პირველ ამოცანად რჩება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და…

მეტი...

სარფის საბაჟოზე ორ კოლოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობა აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის რ.ჰ-ს, მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილისა და მისი ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 1657,27 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ სამართალდამრღვევ მოქალაქეს მცირე ზომის ექვსი შეფუთვაში მოთავსებული ოქროს ნაკეთობები ტანსაცმელში მალულად ჰქონდა განთავსებული. ექსპერტიზის შედეგად, დადგინდა, რომ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 163 108,47 შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჩინეთის პრეზიდენტის შესახებ სამარცხვინო იყო, რის გამოც მთავრობას ბოდიშის მოხდა მოუწია – კობახიძე

„სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჩინეთის პრეზიდენტის შესახებ პირდაპირ ვიტყვი, რომ იყო სამარცხვინო, რომლის გამოც მთავრობას ბოდიშის მოხდა მოუწია“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა და საზოგადოებას შეახსენებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას 2019 წელს, გარეჯის საკითხთან დაკავშირებით. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა,  მაშინ მთავრობას დასჭირდა თვეები იმისათვის, რომ დიპლომატიური პრობლემები  თავიდან აერიდებინა. „ზურაბიშვილი ცდილობს, რომ რამენაირად დააზიანოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები. მას აქვს თვეები დარჩენილი უფლებამოსილების ამოწურვამდე და ცდილობს, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ეს თვეებიც დავალებების შესასრულებლად, იმ დავალებების შესასრულებლად, რომლებიც არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. რა…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, რამენაირად დააზიანოს სახელმწიფო ინტერესები – ირაკლი კობახიძე

მინდა, გამოვეხმაურო სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ჩინეთის პრეზიდენტის შესახებ, ეს იყო სამარცხვინო განცხადება, რომლის გამოც მთავრობას ბოდიშის მოხდა მოუწია, ეს არ არის პირველი შემთხვევა, გახსოვთ მისი განცხადება 2019 წელს გარეჯის საკითხზე, მთავრობას დასჭირდა თვეები, რომ დიპლომატიური პრობლემები აერიდებინა თავიდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, რომ რამენაირად დააზიანოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები. „ზურაბიშვილი ცდილობს, რომ რამენაირად დააზიანოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები, მას აქვს თვეები დარჩენილი უფლებამოსილების ამოწურვამდე და ცდილობს, მაქსიმალურად გამოიყენოს ეს თვეები დავალებების შესასრულებლად, იმ დავალებების, რომლებიც არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. ზურაბიშვილს ამის საშუალება…

მეტი...

,,უკრაინამ იცის და ეცოდინება, რას ამზადებს მტერი და როგორ უპასუხოს სწორად”- ზელენსკი

ყკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ჩამოთვალეს უკრაინის ფრონტის მიმართულებები, სადაც ვითარება ყველაზე რთულია. ზელენსკის თქმით, რთული ვითარებაა შემდეგი მიმართულებებით: ”ავდეევკა, მარინკა, ბახმუტის მიმართულება, ლიმანის მიმართულება, კუპიანსკი, ზაპოროჟიე, ხერსონის რეგიონი”. ,,უკრაინამ იცის და ეცოდინება, რას ამზადებს მტერი და როგორ უპასუხოს სწორად, ძლიერად, როგორც ხმელეთზე, ისე შავ ზღვაში”, – განაცხადა ზელენსკიმ. გენერალმა ზალუჟნიმ, თავის მხრივ, დეტალურად ისაუბრა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ ჩარლზ ბრაუნთან სატელეფონო საუბრისას. ,,ავდეევსკოეს, კუპიანსკოეს და მარინსკოეს მიმართულებები რჩება ყველაზე ცხელი. სიტუაცია რთულია, კონტროლს ექვემდებარება”, – განაცხადა ზალუჟნიმ.

მეტი...