,,რუსეთს ახლა არ შეუძლია შავი ზღვის გამოყენება მსოფლიოს დესტაბილიზაციისთვის” – ზელენსკი

,,რუსეთს უკვე აღარ შეუძლია გამოიყენოს შავი ზღვა პლაცდარმად მსოფლიოს სხვა რეგიონების დესტაბილიზაციისთვის”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოს უკვე ესმის შავი ზღვის მნიშვნელობა და სწორედ შავი ზღვის რეგიონში დევს გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთი საფუძველი. ,,ჩვენ შევძელით შავ ზღვაში რუსეთის ინიციატივის ხელში ჩაგდება და უსაფრთხოების ისეთი პირობები შევქმენით, რომელიც აგრესორს აიძულებს დატოვოს აკვატორიის აღმოსავლეთ ნაწილი და დამალოს სამხედრო გემები”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 პირის სამოქალაქო პანაშვიდი, სამების საკათედრო ტაძარში, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპულთა ხსოვნას დღეს, სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, პატივი მიაგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებმა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა. ხუთი მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენები კი, ოჯახების გადაწყვეტილებით სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.…

მეტი...

შვეიცარია უკრაინაში რუსეთის აგრესიის გასამართლებისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მხარს უჭერს

შვეიცარია რუსეთის უკრაინაში აგრესიის გამო რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ საერთაშორისო მოწოდებას შეუერთდა. ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხუთშაბათს ბერლინში განაცხადა, სადაც რუსეთის საერთაშორისო ტრიბუნალზე გასამართლების მომხრე ქვეყნები იკრიბებიან. ,,შვეიცარიას მტკიცედ სჯერა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია დაუსჯელი არ უნდა დარჩეს,” – აღნიშნა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, გასულ თვეს 38 ქვეყანა შეთანხმდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მსგავსი საერთაშორისო ტრიბუნალი უნდა შეიქმნას. მათ შორის იყვნენ საფრანგეთი, გერმანია, ნორვეგია, გვატემალა, იაპონია და კანადა. უკრაინა, ევროკავშირი და ნიდერლანდებიც საჯაროდ უჭერენ მხარს რუსეთის გასამართლებლად ტრიბუნალის შექმნას. აღსანიშნავია, რომ შვეიცარია ისტორიულად მუდმივი ნეიტრალიტეტის საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსის…

მეტი...

ესპანეთში ე.წ. ქართული მაფიის წევრები დააკავეს

ესპანეთში დაკავებულია ქართული კრმინინალური დაჯგუფების 30-ზე მეტი წევრი, რომლებსაც საცხოვრებელი სახლების ქურდობასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. ესპანეთის პოლიციის, ინტერპოლისა და ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს 350-მდე აგენტის მონაწილეობით ოპერაცია ოთხ ქალაქში ერთდროულად ჩატარდა. ასევე, სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს ერთ-ერთ გადამზიდავ კომპანიაშიც, საიდანაც, სავარაუდოდ, ნაქურდალი ნივთები საქართველოში იგზავნებოდა.

მეტი...

აშშ დასავლეთ ბალკანეთში რუსეთთან კავშირში მყოფ პირებს ასანქცირებს

შეერთებული შტატები რუსეთთან კავშირში მყოფ და კორუფციაში ჩართულ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან ორ ფიზიკურ და 12 იურიდიულ პირს ამხელს. ინფორმაციას სახდეპი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტი სერბ პოლიტიკოსს, მისა ვაჩიჩს ასახელებს და ამბობს, რომ მან 2022 წლის სექტემბერში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრემლის მიერ ორგანიზებულ უკანონო ანექსიის რეფერენდუმებში მიიღო მონაწილეობა. ასევე, ასახელებს სერბეთის მთავრობის ყოფილ წარმომადგენელს ნენად პოპოვიჩს და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს. სახდეპი წერს, რომ პოპოვიჩი ამ დრომდე ინარჩუნებს კრემლთან მჭიდრო კავშირებს და თავის ქსელს კორუფციული სქემებისთვის პირადი სიმდიდრის შესაქმნელად იყენებს. პარალელურად, სახაზინო დეპარტამნეტი სანქციებს აწესებს რვა ფიზიკურ და ექვს იურიდიულ პირზე ბოსნია-ჰერცოგოვინაში, მონტენეგროსა…

მეტი...

,,რუსთაველის გამზირის საარჩევნო წელს გადაკეტვა პრობლემის მოგვარების საბჭოთა სტილია” – კრამონი

,,რუსთაველის გამზირის საარჩევნო წელს გადაკეტვა პრობლემის მოგვარების საბჭოთა სტილია”. ამის შესახებ წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი და რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის თაობაზე კახა კალაძის ინიციატივას ეხმაურება. ,,ვინც მოიგონა იდეა, გადაკეტოს რუსთაველის გამზირი 2024 წლის საარჩევნო წელს და თავიდან აიცილოს მასშტაბური დემონსტრაციები, ეს პრობლემის მოგვარების ტიპური საბჭოთა სტილია”, – განაცხადა მან.

მეტი...

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის კანონმდებლობა მკაცრდება

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებს უკავშირდება. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილების თანახმად, დროის ნებისმიერ მონაკვეთში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივ-საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადამეტებისთვის ჯარიმის ოდენობა იზრდება. „ამ კანონპროექტით დარეგულირდება აკუსტიკური ხმაური და პირველივე ჯერზე, სანქცია ნაცვლად გაფრთხილებისა, განისაზღვრება ფულადი მაჩვენებლით“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ. კანონპროექტით პირველივე შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირის შემთხვევაში 150 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირის…

მეტი...

პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 77 ხმით მხარი დაუჭირა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებას, რომელიც დედაქალაქში დიდი გაბარიტების მქონე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციის შემოღებას ითვალისწინებს. წარმოდგენილი ცვლილებით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევით გამოიწვევს ადმინისტრაციული სანქციის დაკისრებას. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, დიდი გაბარიტების მქონე (M3, N2 და N3 კატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებების თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილისა თუ დროის დარღვევით…

მეტი...

რუსეთის აგრესიული ყოფნის დემონტაჟი, განსაკუთრებით, შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას – ზელენსკი

რუსეთის აგრესიული ყოფნის დემონტაჟი, განსაკუთრებით, შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და კავკასიის ყველა სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მეტი გარანტიების შექმნას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეისთვის მიმართვისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა შავი ზღვა გამოიყენა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის. „წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო მისი აგრესია შავ ზღვაში. რუსეთი წლების განმავლობაში იყენებს თავის სამხედრო დასაყრდენს ჩვენს ყირიმში, რათა შეარყიოს სხვადასხვა ხალხის ნორმალური ცხოვრება. რუსეთმა შავი ზღვა გამოიყენა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის ომისა და ქაოსის…

მეტი...

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებად ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი აირჩიეს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებად ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი აირჩიეს. ორივე დეპუტატის არჩევას 84-84-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი. ირაკლი ჩიქოვანის და გიორგი კახიანის კანდიდატურები ვიცე-სპიკერის პოსტზე  საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა. მეათე მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის წარდგენით არჩეული ვიცე-სპიკერები არიან:  არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი და  გიორგი კახიანი. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობას გიორგი ვოლსკი იკავებს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით არის არჩეული. ოპოზიციის კვოტით პარლამენტის ვიცე-სპიკერის მოადგილის თანამდებობას ავთანდილ ენუქიძე იკავებს.

მეტი...

პედრო სანჩესი ესპანეთის პრემიერად მეორე ვადით აირჩიეს

პედრო სანჩესი ესპანეთის პრემიერ-მინისტრად მეორე ვადით აირჩიეს. პედრო სანჩესს 179-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 171 კი წინააღმდეგი იყო. სანჩესმა კოალიციური მთავრობის აღდგენის უზრუნველსაყოფად ექვსი პარტია გააერთიანა. ამასთან, მან ხელი მოაწერა ორ კატალონიურ სეპარატისტულ პარტიასთან შეთანხმებას, მას შემდეგ, რაც გასცა ამნისტიის პირობა მათთვის, ვინც დაარღვია კანონი 2017 წელს, კატალონიის რეგიონის წარუმატებელი გამოყოფის მცდელობის დროს.  

მეტი...

რუსეთი უკრაინის მხარეს მებრძოლი 523 უცხოელი ჯარისკაცის წინააღმდეგ აწარმოებს გამოძიებას

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი უკრაინის მხარეს მებრძოლი 523 უცხოელი ჯარისკაცის წინააღმდეგ აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია Tass.ru ავრცელებს. მედიის ცნობით, ჯარისკაცები, რომელთა წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული 44 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდანაც არიან. ,,ამჟამად სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს 44 ქვეყნიდან 523 უცხოელის წინააღმდეგ. ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს, ისრაელის, ლატვიის, აშშ-ის, საფრანგეთის, ფინეთისა და ნიდერლანდების მოქალაქეები დაუსწრებლად არიან ბრალდებულები”, – ციტირებს მედია საგამოძიებო კომიტეტს. 

მეტი...

„აქტიურად ვთანამშრომლობთ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეთა ინტერესები“- დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ II საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა და კონფერენციის 300-ზე მეტ მონაწილეს ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის განვითარების ეტაპები და არსებული გამოწვევები გააცნო. „ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია ბაზრის სრული ლიბერალიზაციისათვის. კანონმდებლობითა და ევროპული დირექტივებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, მარეგულირებელმა კომისიამ შეიმუშავა 30-ზე მეტი ნორმატიული აქტი, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ბაზრის მონაწილეებს შორის კონკურენტული და გამჭვირვალე ურთიერთობების ჩამოყალიბებას. სემეკის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი, ბაზარზე მანიპულირებისა და…

მეტი...

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება – იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მსურველებს, შესაძლებლობა აქვთ, ვაქცინა, ქვეყნის მასშტაბით, გაიკეთონ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, უფასო ვაქცინაცია იმ ჯგუფებს ჩაუტარდათ, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვს. პროგრამა გაფართოვდა და უფასოდ, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრის შესაძლებლობა იმ პირებსაც აქვთ, რომლებიც რისკ ჯგუფებში არ შედიან. ჯანდაცვის სამინისტრომ, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამისთვის, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულთა შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. ვაქცინაცია სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია,…

მეტი...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმდა

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმდა. ახალი პაკეტი  წევრ ქვეყნებს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა წარუდგინა. მე-12 პაკეტის გათვალისწინებით, სანქციები უნდა დაუწესდეს 120-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ლახავენ. ამასთან, ჯოზეფ ბორელი წევრ ქვეყნებს სთავაზობს, ახალი აკრძალვა მიიღონ იმპორტსა და ექსპორტზე, გაამკაცრონ ფასები ნავთობზე.  

მეტი...

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს დაიღუპნენ. ქართული ლეგიონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დაჭრილია 9 ქართველი მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა

ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა.  სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ჩხრეკა  30-ზე მეტ მისამართზე, მათ შორის ბარსელონაში და კატალონიის სხვა დასახლებებში ჩატარდა. კრიმინალური დაჯგუფების საქმიანობა სახლების ძარცვასა და ფულის გათეთრებას უკავშირდება. სპეცოპერაცია სახელწოდებით „სჰოდკა“ ესპანეთის ეროვნული პოლიციის, ინტერპოლისა და აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლობით ჩატარდა. ოპერატიულ ღონისძიებებში 350-მდე კატალონიელი პოლიციელი მონაწილეობდა. ესპანური მედიის ცნობით, იმ მისამართებს შორის, სადაც სპეცოპერაციის ფარგლებში რეიდები ჩატარდა, ბარსელონაში მდებარე გადამზიდი კომპანიის ოფისია. გამოძიების ვარაუდით, კომპანიას მოპარული ნივთების გასაგზავნად იყენებდნენ.

მეტი...

ოპოზიციას რუსთაველზე აქციის ჩატარება თუ სურს, გაუგებარია, რატომ შეუშლის ხელს შენობების რეაბილიტაცია – კახა კალაძე

ოპოზიციას რუსთაველზე აქციის ჩატარება თუ სურს, გაუგებარია, რატომ შეუშლის ხელს შენობების რეაბილიტაცია. ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს გზების გადაკეტვას ვაპირებთ, – ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს. „არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა გავაკეთო განმარტება ამასთან დაკავშირებით, წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ეგრეა მათი საქმე. ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. კარგად იციან, რომ არჩევნებზე მათი შანსები ნულს ქვემოთ არის. კონკრეტულ პროექტს რაც შეეხება, რუსთაველზე აქციის ჩატარება თუ სურთ, გაუგებარია, რატომ შეუშლით ხელს შენობების რეაბილიტაცია. ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს გზების გადაკეტვას ვაპირებთ, რაც აბსურდია. ამ რეაბილიტაციას არ…

მეტი...

,,დაზარალებულს ორივე ფეხის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა”- პროკურატურამ გურამ ელიზბარაშვილს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ქ. თბილიში,14 ნოემბერს, დაახლოებით 08:50 საათზე, მას შემდეგ, რაც ყაზახეთის მოქალაქემ ს.მ.-მ შვილი საბავშვო ბაღში დატოვა, ნინო ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მასსა და ბრალდებულ გ.ე.-ს შორის კონფლიქტი მოხდა. კერძოდ, ყაზახეთის მოქალაქემ ბრალდებულს ძაღლის ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე სეირნობასთან დაკავშირებით შენიშვნა მისცა, რაც კონფლიქტში გადაიზარდა. წარმოშობილი კონფლიქტის დროს, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა გ.ე.-მ, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან ს.მ.-ს მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაზარალებულს…

მეტი...

პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო. გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა რომ ა(ა)იპ „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სიმონ საყვარელიძის სახელობის სპორტული სკოლის“ ბუღალტერმა, ამავე ორგანიზაციაში დასაქმებულ პირთა მონაცემების გამოყენებით, მივლინების და სპორტული ღონისძიების ხარჯის დანიშნულებით, სახელმწიფო ორგანიზაციის ხაზინიდან სხვადასხვა დროს პირად ანგარიშებზე უკანონოდ ჩაირიცხა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ჯამში 86 699  ლარს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“…

მეტი...

დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

საკანონმდებლო ორგანომ  საქართველოს პარლამენტის წევრის დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება 78 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღო. როგორც საკითხზე მომხსენებელმა,  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა,  პარლამენტის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ  დავით სერგეენკომ  პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა საკუთარი განცხადების საფუძველზე მოითხოვა. კომიტეტმა  კი პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად დაადგინა წარდგენილი განცხადების ნამდვილობა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა დავით სერგეენკოს პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა.  

მეტი...

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა განიხილეს დემოგრაფიული ტენდენციები და ის საჭიროებები, რომლებიც დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესების კუთხით არსებობს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, დაწყებულია კვლევა, რათა გამოვლინდეს გაუარესებული დემოგრაფიული ვითარების მიზეზები, მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობები და ის ბარიერები, რაც ხელს უშლის დემოგრაფიული პროცესების სტიმულირებას. საბჭოს წევრებმა განიხილეს აბორტის საგანგაშო სტატისტიკა. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით დამატებითი ღონისძიებების დაგეგმვის აუცილებლობას. სხდომაზე უწყებათშორისო სამუშაო ჯგუფის წევრებმა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული ინიციატივების პაკეტი წარმოადგინეს, რომელიც მოიცავს როგორც უკვე არსებული პროგრამების გაფართოებას, ისე ახალ პროექტებს. აღნიშნული…

მეტი...

იერუსალიმის მახლობლად საგუშაგოზე სროლა იყო

ისრაელის პოლიციის განცხადებით, სამი შეიარაღებული პირი იერუსალიმის მახლობლად მდებარე საგუშაგოს დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა. უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაშავებული ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პოლიციის თქმით, გვირაბის საგუშაგოზე იერუსალიმსა და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ ბეთლემს შორის თავდასხმაში ეჭვმიტანილს ესროლეს და ის განეიტრალებულია. ,,გადასასვლელზე დისლოცირებულმა უსაფრთხოების ძალებმა სამი ტერორისტი გაანეიტრალეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ისინი მივიდნენ საეჭვო მანქანით და ცეცხლი გაუხსნეს ჩვენს ძალებს”, – განაცხადა პოლიციამ.

მეტი...

სიამოვნებით გაგიშვებდით ტრენინგზე, რომ გაერკვეთ საპარლამენტო მუშაობაში – პაპუაშვილი ხვიჩიას

სრულ ბუტაფორიად ვაქციეთ საპარლამენტო მუშაობა, განსაკუთრებით თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში. თქვენს ადგილას ვიფიქრებდი, მინდა თუ არა, ქართული პარლამენტარიზმის მესაფლავე ვიყო, – ამ სიტყვებით „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა. დაპირისპირების მიზეზი სესიაზე პენიტენციური კოდექსისა და მისი თანმდევი კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვის წესი გახდა. „ბატონო შალვა, იყო კანონები, როდესაც ჩვენ მართლა ინტერესი გვქონდა და გამოვხატავდით. როცა ინტერესი გვაქვს, გვაჩერებთ, იძახით, თქვენი კითხვები არარელევანტურია, დროის გაწელვას ემსახურებაო. როცა კითხვები არ გვაქვს, იძახით, კითხვები არ ჰქონდათ მთელი ათი კანონი განვიხილეთო. საქართველოს მოსახლეობისთვის ცხადია, რომ ჩვენ სრულ ბუტაფორიად ვაქციეთ საპარლამენტო მუშაობა,…

მეტი...

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი გაძარცვეს

ქურდობა ორშაბათს მოხდა კეიპტაუნის ჩრდილოეთ გარეუბანში მდებარე საოფისე პარკში. მძარცველები სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ოფისებში შეიჭრნენ. მათ 5 ხელმოწერილი “სპრინგბოკი”, ვისკი, 8 ლეპტოპი და სხვა ნივთები წაიღეს.  ოფისში დატოვეს გასულ თვეში მოგებული მსოფლიო თასი. ვიდეო კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში სამხრეთ აფრიკელმა ჟურნალისტმა გაავრცელა ჩანს, რომ ერთ-ერთი ქურდი ხელთათმანიან ხელს ჰკიდებს თასს, ოდნავს სწევს და შემდეგ მის ქვეშ მდებარე კარადების შემოწმებაზე გადადის. სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, რომ მისი ყველა თასი დაცულია და დასძინა, რომ წინა ტურნირების მსოფლიო ჩემპიონატის თასი კაბინეტში იყო, ხოლო გასულ თვეში საფრანგეთში მოგებული ვებ ელისის თასი…

მეტი...

მოსკოვი-ერევნის რეისის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში იძულებით დაეშვა

სომხური ავიაკომპანიის, FlyOne Armenia-ს თვითმფრინავი რომელიც მოსკოვიდან ერევნის მიმართულებით მიფრინავდა, თბილისში იძულებით დაეშვა. Interfax.ru-ს ინფორმაციით, იძულებით დაშვების მიზეზი ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ძლიერი ნისლი გახდა.  

მეტი...

ბიშკეკში ქართველი ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ქართველი ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს. მედიის ცნობით,  1990 წელს დაბადებული კაცის საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას ამოღებულია TT-ის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალებები. დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის მუხლით არის დაწყებული.  

მეტი...

როცა გადამგდები ხარ და შეგიძლია, პარტიის წევრიც კი ვალებში გადააგდო, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე საუბარი ზედმეტია – კობახიძე გახარიაზე

გახარიამ გაამწარა და გადაიმტერა უამრავი ადამიანი თავისსავე პარტიაში. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც წამოვიდა პარტიიდან და არ გაუხმაურებია ამის შესახებ, შეგვხვდა და მოგვიყვა, რომ ქვეყნის მასშტაბით ოფისი არ არსებობს, სადაც მან ფულადი ვალი არ დატოვა. ჩვეულებრივი გადამგდებია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ”როცა გადამგდები ხარ და შეგიძლია, საკუთარი პარტიის წევრიც კი ვალებში გადააგდო, რა თქმა უნდა, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე საუბარიც კი ზედმეტია.” „საბოლოო ჯამში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი რესურსი არ აქვს ამ სუბიექტს, რაიმე წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკაში. როცა გადამგდები ხარ და შეგიძლია, საკუთარი პარტიის წევრიც…

მეტი...

დიდი ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ქემერონი პირველი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. მისისტრი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პირობას დებს, რომ გააგრძელებს უკრაინის „მორალურ, დიპლომატიურ, ეკონომიკურ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, სამხედრო მხარდაჭერას“.~ ზელენსკიმ ქემერონს მადლობა გადაუხადა უკრაინაში ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის. „ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მსოფლიო ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ უკრაინის ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას. ჩვენ მადლობელი ვართ გაერთიანებული სამეფოსგან უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენ მადლობელი ვართ დიდ ბრიტანეთში უკრაინელი მოქალაქეების თბილი დახვედრისთვის. მოხარული ვართ, რომ თქვენ უკრაინაში ჩამოხვედით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

მაქვს საფუძველი, ვიფიქრო, რომ ჩვენი მხარდაჭერა დაეხმარება უკრაინას, უფრო მეტხანს გაუძლოს, ვიდრე რუსეთმა – კაია კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით უიმედო მდგომარეობა არ არის, მაგრამ ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. „რუსეთსა და უკრაინას შორის ომი გრძელდება. ეს არ არის უიმედო მდგომარეობა, მაგრამ ამას დიდი დრო სჭირდება“, – განაცხადა კალასმა. მისი თქმით, ასეთ ომში სამი ძირითადი ელემენტია: ხალხი, რესურსები და მორალი. „რუსეთი ფიქრობს, რომ მას შეუძლია, უკრაინაზე მეტხანს გაუძლოს. მაგრამ მე მაქვს საფუძველი, ვიფიქრო, რომ ჩვენი მხარდაჭერა დაეხმარება უკრაინას, უფრო მეტხანს გაუძლოს, ვიდრე რუსეთმა“, – განაცხადა კალასმა.  

მეტი...

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე  საქართველოს პარლამენტის წევრის დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა. როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, პარლამენტის წევრმა დავით სერგეენკომ სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარეს 27 ოქტომბერს განცხადებით მიმართა. კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად  წარდგენილი განცხადების ნამდვილობა დაადგინა და მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის წევრ დავით სერგეენკოს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. კომიტეტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა პარლამენტის წევრის განცხადება, კომიტეტის დასკვნა  გაეგზავნება პარლამენტის ბიუროს და საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

მეტი...

„ჩვენი მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესება“- ირაკლი ლექვინაძე

„ვაგრძელებთ კონკურენციის პოლიტიკის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით დაწყებულ რეფორმებს და უკვე მეორედ ვმასპინძლობთ საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“. ჩვენი მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესება. ასევე,  საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მიღებული შედეგების, გამოწვევების და მიღწევების ერთობლივ ფორმატში განხილვა და ევროპული სტანდარტების დანერგვა, რაც ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის უმნიშვნელოვანესია“- ამ განცხადებით გახსნა საერთაშორისო კონფერენცია  საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ. კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს ირაკლი ლექვინაძემ 2023 წელს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ დეტალური ანგარიში წარუდგინა. მათ შორის, საქართველოს კონკურენციის ეროვნული…

მეტი...

აშშ-ის სენატმა დროებითი ბიუჯეტის კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ისრაელისთვის ან უკრაინისთვის დამატებით დახმარებას არ ითვალისწინებს

აშშ-ის სენატმა მთავრობის მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტის კანონპროექტი მიიღო. კანონპროექტი არ ითვალისწინებს ისრაელისთვის ან უკრაინისთვის დამატებით დახმარებას. კანონპროექტი სენატმა 87 ხმით 11-ის წინააღმდეგ მიიღო, რის შემდეგაც ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნა. ორსაფეხურიანი გეგმა ითვალისწინებს დაფინანსების 19 იანვრამდე გაგრძელებას სხვადასხვა პრიორიტეტისთვის.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა

თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მერთან კახა კალაძესთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პროექტის დეტალები მიმოიხილეს და სამომავლოდ განსახორციელებელი ნაბიჯები დაგეგმეს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის შესყიდვა, რომელთა ეტაპობრივი მოწოდება და არსებული მოძველებული მატარებლების ჩანაცვლება შემდეგი 15 წლის განმავლობაში განხორციელდება. მისი თქმით, 212 ვაგონი ჯამში 45 მატარებელია. პროექტის მიხედვით, 13 ერთეული 4-ვაგონიანი მატარებელი საბურთალოს ხაზისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 32 ერთეული 5-ვაგონიანი…

მეტი...

ტოლერანტობა და მრავალფეროვნება, ევროკავშირისთვის ეს ორივე ღირებულება საკვანძოა – პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ევროკავშირისთვის ეს ორივე ღირებულება საკვანძოა. ,,16 ნოემბერს ტოლერანტობის დღეს აღვნიშნავთ. ჩვენ ტოლერანტობას და მრავალფეროვნებას ვზეიმობთ. ევროკავშირისთვის ეს ორივე ღირებულება საკვანძოა. ისინი აუცილებელია დემოკრატიული, ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების უზრუნველსაყოფად. ევროკომისიამ ახლახან გასცა რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ეს რეკომენდაცია არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. უმცირესობების დაცვა, მრავალფეროვნების პატივისცემა და რწმენის თავისუფლება ის ღირებულებებია, რომლებზეც საქართველო თავისი ისტორიის განმავლობაში ზრუნავდა. ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საქართველოს გზაზე ამ ღირებულებების წინ წაწევის მუდმივი ძალისხმევა უმნიშვნელოვანესი იქნება”,- აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.

მეტი...

რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ხანძარი იყო

16 ნოემბერს ღამით, რუსეთში ვოლგოგრადის ოლქში, სოფელ კოტლუბანთან სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის განცხადებით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა სამოქალაქო ობიექტები. რუსული ტელეგრამ არხი “ბაზა” იტყობინება, რომ ადგილობრივებმა აფეთქების ხმები გაიგეს.

მეტი...