კახეთში, გურჯაანი-ბაკურციხის დამაკავშირებელ გზაზე ტრაილერი გზიდან გადავიდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, შედეგად კი მძღოლმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.
ადგილზე სამართალდამცველები და სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ამ დროისთვის გზაზე მოძრაობა შეფერხებულია.
სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.