ცნობილია მარშრუტი, სადაც 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ

ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც თბილისში წლის ბოლოს უნდა შემოვიდეს, თავდაპირველად მხოლოდ 4 ხაზზე იმოძრავებს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი თავის ფეისბუკგვერდზე აქვეყნებს. 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს შემდეგ ხაზებზე: N301 (პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან წმინდა ბარბარეს უბნამდე) – გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, ვაკეში ჭავჭავაძის გამზირს, რუსთაველის გამზირს, ორთაჭალაში გაბრიელ სალოსის გამზირს; N302 (მაღლივი კორპუსიდან დიდ დიღმამდე) – გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, აღმაშენებლის ხეივანს; N308 (გლდანიდან კოლმეურნეობის მოედნამდე) – გაივლის შემდეგ მეტროსადგურებს: ახმეტელის თეატრი, სარაჯიშვილი, გურამიშვილი, ღრმაღელე, დიდუბე, წერეთელი, მარჯანიშვილი, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი; N314 (დიდი დიღმიდან კოლმეურნეობის მოედნამდე) – გაივლის დიდი დიღმის მიკრორაიონებს, აღმაშენებლის ხეივანს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ზურაბ…

მეტი...

,,უახლოეს დღეებში 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით ვაპირებთ შევიმუშაოთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯების გეგმა” – შალვა პაპუაშვილი

„კონფერენციაზე განვიხილეთ ყველა საკითხი, რაც 9 პრიორიტეტის ნაწილია, მათ შორის მსჯელობა გვქონდა დეოლიგარქიზაციის გეგმის პროექტზე, რომელიც მთავრობის კოორდინირებით შემუშავდა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კონფერენციის „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. „კონფერენციაზე საინტერესო მსჯელობა გვქონდა, ოპოზიციაც მონაწილეობდა ამ პროცესში და მინდა მათ მადლობა გადავუხადო, რადგან საგნობრივი დისკუსია გვქონდა. ვაპირებთ, უახლოეს დღეებში შევიმუშაოთ 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით ჩვენი შემდგომი ნაბიჯების გეგმა, რომელსაც საზოგადოებას გავაცნობთ. თუკი ამ საკითხში ჩაერთვება ყველა, სამოქალაქო სექტორიც, ოპოზიციაც, ისევე წარმატებული ვიქნებით საბოლოო ჯამში, შედეგების მხრივ, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომელსაც ველოდებით, რომ 15 დეკემბრისთვის იქნება პოზიტიური“,…

მეტი...

მძევლების გამოყვანის პროცესი ხვალ დაიწყება – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

ღაზის სექტორიდან მძევლების გამოყვანის პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ დაიწყება. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. არსებული ინფორმაციით, ,,ჰამასსა” და ისერალს შორის შეთანხმების საფუძველზე 50 მძევალი უნდა გათავისუფლდეს ოთხდღიანი ცეცხლის შეწყვეტის დროს. მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ისრაელი დათანხმდა ციხეებში მყოფი 150 პალესტინელი ქალისა და 19 წლამდე პირების გათავისუფლებას.

მეტი...

პუტინმა საქართველოს ორი მოქალაქე პუშკინის მედლით დააჯილდოვა

ვლადიმირ პუტინმა საქართველოს ორი მოქალაქე პუშკინის მედლით დააჯილდოვა. არსებული ინფორმაციით, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო ა.ს.გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური რუსული მუზეუმის ხელმძღვანელს ინესა ბეზირგანოვას და ჟურნალ “რუსული კლუბის” მთავარი რედაქტორის მოადგილეს, ვლადიმერ გოლოვინს გადაეცა. პუტინის ბრძანება რუსეთის ოფიციალურ იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა.

მეტი...

,,რუსეთს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარი არასდროს უთქვამს” – პუტინი

,,რუსეთს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარი არასდროს უთქვამს”. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, G20-ის ქვეყნებს მიმართა. G20-ის ქვეყნების ლიდერებისთვის ეს მიმართვა იყო პირველი, რომელიც კრემლის ლიდერმა 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გააკეთა. მან თქვა, რომ მოისმინა G20-ის ლიდერების განცხადებები, რომ ისინი შოკირებულნი იყვნენ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის გამო. ,,დიახ, რა თქმა უნდა, სამხედრო მოქმედებები ყოველთვის ტრაგედიაა… და, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ შევაჩეროთ ეს ტრაგედია… სხვათაშორის, რუსეთს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარი არასდროს უთქვამს… მესმის, რომ ეს ომი და ადამიანების სიკვდილი ვერ იქნება სხვა ვერაფერი, თუ არა ომი……

მეტი...

ჭიათურაში კედლის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

ჭიათურის რაიონის სოფელ რგანში კედელი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვლა, მეორე კი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები. სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

გვინდა, გამოვეხმაუროთ მოქალაქე აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვას სოციალურ ქსელში, სადაც თბილისის მერია დადანაშაულებულია, რომ თითქოს, მუნიციპალური თავშესაფრიდან მოხუცი ქალბატონი და მისი შშმ შვილი ქუჩაში გაუშვეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას. თბილისის მერიამ არაერთხელ შესთავაზა მოქალაქეებს – მ.კ.-ს და მის შვილს დ.ჩ.-ს „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ კონტრაქტორ „წმ. მამა გაბრიელის სახელობის ჰოსპისში“ გადაყვანა, რაზეც სამწუხაროდ, მიიღო უარი. გაცნობებთ, რომ მ.კ. და მისი შვილი დ.ჩ. ლილოში მდებარე „თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში“ გახსნის დღიდან ცხოვრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დ.ჩ. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ეტლით…

მეტი...

რუსებმა ნიკოპოლი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს. დაღუპულია ერთი ადამიანი. შსს-ს ცნობით, ქალის ცხედარი ნანგრევების ქვეშ იპოვეს. დაშავებულია ერთი კაცი, რომელიც ნამსხვრევებისგან მიყენებული ჭრილობებით მძიმე მდგომარეობაშია.

მეტი...

,,ზოგი გაერთიანება ახლავე მოხდება, ზოგს კი უნდა ახსოვდეს, რომ რაღაც ეტაპზე გაერთიანება გარდაუვალი იქნება!”- მიხეილ სააკაშვილი

,,ზოგი გაერთიანება ახლავე მოხდება, ზოგს კი უნდა ახსოვდეს, რომ რაღაც ეტაპზე გაერთიანება გარდაუვალი იქნება! საბოლოო ჯამში, ძალა ერთობაშია!”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მიხეილ სააკაშვილის  თქმით, ახლაც მის ფუნქციად მაქსიმალურად ფართო ერთობის შექმნას ხედავს. ,,ახლა „ვარდების რევოლუციის“ 20 წლის თავზე და უკრაინის მაიდანის დაწყებიდან 10 წლის თავზე, მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ თუ საიდან იწყება ჩვენი მოძრაობა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბ ჟვანიას ჯგუფიდან გამოყოფის შედეგად წარმოიშვა და ახალ მოძრაობას ვყავდით სამი თანათავმჯდომარე: ლევან ბერძენიშვილი, რეზო შავიშვილი და მე. ჟვანიამ შექმნა ალიანსი ბურჯანაძესთან. „ბურჯანაძე-დემოკრატებში“ ბევრი ჩემი პირადი…

მეტი...

თინათინის ქუჩაზე დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონში, თინათინის ქუჩაზე დაგეგმილი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ნოემბრიდან ერთი თვის განმავლობაში, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა თინათინის ქუჩაზე, თინათინისა და ერედვის ქუჩის კვეთიდან თინათინისა და ვახტანგ ჭელიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ფატმანის, ავთანდილის, ვახტანგ ჭელიძისა და როსტევანის ქუჩების გამოყენებით. საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას, 08:30-დან 11:00 საათამდე მონაკვეთში, შეზღუდვა მოიხსნება და სარეაბილიტაციო არეალში ავტომობილები გადაადგილებას შეუფერხებლად შეძლებენ. აღნიშნულ პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც. მიკროავტობუსი N422 თინათინის ქუჩაზე, მარცხნივ მოხვევით მოძრაობას გააგრძელებს ერედვის ქუჩაზე, შემდეგ ავთანდილისა და ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების გავლით დაუკავშირდება თინათინის ქუჩას. უკუმიმართულებისას,…

მეტი...

გერმანია უკრაინას 1.3 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარებას გადასცემს

გერმანია უკრაინას 1.3 ევროს ღიერებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს.  ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა 21 ნოემბერს, კიევში უკრაინელ კოლეგასთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრისას განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, პაკეტი ოთხ Iris T-SLM საზენიტო სისტემას, საარტილერიო საბრძოლო მასალასა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს მოიცავს. კიევში ვიზიტისას, პისტორიუსმა კიდევ ერთხელ ისაუბრა უკრაინასა და ბერლინს შორის „სოლიდარობისა და მჭიდრო ურთიერთობის“ შესახებ.

მეტი...

7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს

7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს. ,,მიმართვის ავტორები არიან ის სამართალდამცველები, რომლებმაც 2023 წლის 7-8 მარტის აქციების მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სხეულის სხვადასხვა მძიმე დაზიანება მიიღეს, მათ შორის ცეცხლის წაკიდებით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა პრეზიდენტისთვის მიმართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების თხოვნით მიმართეს. დაზარალებული პოლიციელები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ მათზე თავდამსხმელი პირის შეწყალება საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებზე…

მეტი...

ევროკავშირმა უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება გამოუყო

ევროკავშირმა უკრაინას მაკროფინანსური დახმარების ახალი ტრანში გადაურიცხა 1,5 მილიარდი ევროს ოდენობით.ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა. ევროკავშირის მიერ გაწეულმა დახმარებამ 85 მილიარდ ევროს მიაღწია. ,,ევროკავშირი ფინანსურად უჭერს მხარს უკრაინაში ეკონომიკურ სტაბილურობას და საჯარო სერვისების მიწოდებას ომის დაწყების დღიდან. დღეს ჩვენ გადავცემთ ახალ, 1,5 მილიარდ ევროს”, – განაცხადა ლეიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტი უფრო დიდი დახმარების შესახებ საუბრობს და 2027 წლამდე 50 მილიარდი ევროს გამოყოფისთვის მზაობას გამოხატავს.  

მეტი...

ისრაელთან დროებითი ზავი 23 ნოემბერს, დილის 10:00 საათიდან შევა ძალაში – ”ჰამასი”

„ჰამასის“ წარმომადგენელის, მუსა აბუ მარზუკის განცხადებით,  „ჰამასს“ და ისრაელს შორის დროებითი ზავი 23 ნოემბერს, დილის 10:00 საათიდან შევა ძალაში. მისი თქმით, მძევლების უმეტესობას, რომლებიც უნდა გათავისუფლდნენ, აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, ფლობენ თუ არა ისინი ისრაელის პასპორტებს. მხარეთა შეთანხმებით, პირველ ეტაპზე, ოთხდღიანი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, „ჰამასმა“ 50 მძევალი უნდა გაათავისუფლოს.

მეტი...

,,მინიმუმ უხერხულია ჩემი დადანაშაულება სხვა ერების მიმართ რასიზმში ან სექსიზმში”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს, რომ მინიმუმ უხერხულია მისიდადანაშაულება სხვა ერების მიმართ რასიზმში ან სექსიზმში. ,,ვიღაცებს სწყენიათ, თუ რატომ ვახსენე სხვადასხვა ეროვნება, როდესაც ქართველებისთვის ხელოვნური განაყოფიერების ფინანსურ დახმარებაზე ვსაუბრობდი. ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მინიმუმ უხერხულია ჩემი დადანაშაულება სხვა ერების მიმართ რასიზმში ან სექსიზმში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება შობადობას. ფაქტი ფაქტად რჩება, ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა რამდენიმე ათას დოლარამდე ჯდება, რაც ქართველთა 90%-ს უბრალოდ არ აქვს. დიახ, ჩვენ გვინდა გვყავდეს მეტი ქართველი, საქართველოს მეტი მოქალაქე და დიახ, ამას ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი, მათ შორის, IN VITRO პროცედურის სუბსიდირებით“, – წერს სააკაშვილი.

მეტი...

მძევლების გამოყვანის პროცესი ხვალ დაიწყება – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ღაზის სექტორიდან მძევლების გამოყვანის პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ დაიწყება.  ელი კოენის განცხადებით, მძევლების პირველი ჯგუფი ხვალ გათავისუფლდება. მას არ დაუკონკრეტებია, რამდენი მძევალი გათავისუფლდება. “ჰამასსა” და ისერალს შორის შეთანხმების საფუძველზე 50 მძევალი უნდა გათავისუფლდეს ოთხდღიანი ცეცხლის შეწყვეტის დროს. მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ისრაელი დათანხმდა ციხეებში მყოფი 150 პალესტინელი ქალისა და 19 წლამდე პირების გათავისუფლებას.

მეტი...

ისრაელის განცხადებით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში 400-ზე მეტი მიწისქვეშა გვირაბი იპოვეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით,  7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში 400-ზე მეტი გვირაბი აღმოაჩინეს და გაანადგურეს. უწყების ცნობით, გვირაბების დიდი ნაწილი  სამოქალაქო დაწესებულებების მიწისქვეშა, მათ შორის საავადმყოფოებში, სკოლებსა და სახლებშია მოწყობილი. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ბაზა მდებარეობს ღაზის სექტორის უდიდეს სამედიცინო დაწესებულებაში, ალ-შიფას საავადყოფოში.

მეტი...

თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეს იძიებენ შესაბამისი უწყებები, რომლებიც ყველა ბერკეტს გამოიყენებენ, რათა სამართალი აღსრულდეს – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის,  ირაკლი კობახიძის განცხადებით, თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეს იძიებენ შესაბამისი უწყებები, რომლებიც სამართლის აღსასრულებლად ყველა ბერკეტს გამოიყენებენ. ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს თამაზ გინტურის მკველობის საქმეზე ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით. „შესაბამისი უწყებები არიან დაკავებული ამ საქმის გამოძიებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულზე დადგეს სასჯელი, ეს არის საქმე შესაბამისი უწყებების, რომლებიც ყველა შესაბამის ბერკეტს გამოიყენებენ, რათა სამართალი აღსრულდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ პირველი საოპერაციო ცენტრის გახსნას დაესწრო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ პირველი საოპერაციო ცენტრის გახსნას დაესწრო და კომპანიის ახალი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციებს გაეცნო. „მნიშვნელოვანია, რომ თბილისში გაიხსნა ევროპული სტანდარტების შესაბამისი მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც იქნება დამატებითი ინსტრუმენტი, რათა ფუნდამენტურად მოწესრიგდეს წყალმომარაგების საკითხები და კომპანიის მხრიდან მოხდეს დროული რეაგირება მოქალაქეთა მიმართვიანობაზე. სემეკის მიზანი და ამოცანაა, გაუმჯობესდეს წყალმომარაგების მიწოდება და მინიმუმამდე შემცირდეს ავარიებისა თუ სხვადასხვა მიზეზით წყლის მიწოდების შეფერხების ფაქტები. ამ მიზნით, აქტიურად ვმუშაობთ კომპანიასთან. მისასალმებელია, კომპანიის ახალი მფლობელის Aqualia-ს მიდგომა და პოლიტიკა მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში საიმედო,…

მეტი...

18-მეტრიანი ავტობუსები 12-მეტრიან ავტობუსებს ოთხ მარშრუტზე ჩაანაცვლებს

18-მეტრიანი ახალი ავტობუსები 12-მეტრიანებს ოთხ მარშრუტზე – N301, N302, N308 და N314 ჩაანაცვლებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ  დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 18-მეტრიან ავტობუსებს ქალაქში გადაადგილების პრობლემა არ ექნება. „მომავალი წლიდან დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს. მაღალი ტევადობის ეს ახალი ავტობუსები იმოძრავებს წინასწარ განსაზღვრულ დერეფნებზე, რომელიც საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად კვლევის შედეგად, მაღალი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით შევარჩიეთ. 18-მეტრიანი ავტობუსები წლების წინ თბილისში გადაადგილდებოდა, ასევე, დადიოდა ტრამვაი, თუმცა მავნებლებმა, ბოროტებმა ქალაქს ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი წაართვეს, ტრამვაის სახით. დღეს რომ ქალაქს ტრამვაი ჰყავდეს, ეს კიდევ უფრო ბევრი ადამიანის გადაყვანის საშუალებას…

მეტი...

სემეკმა 7 კომპანია დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ),საჯარო სხდომაზე , სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯამში 65 000 ლარით 7 კომპანია დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზია კომპანიების მიერ ენერგეტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებით ყოველთვიური ანგარიშგების სემეკში წარმოუდგენლობა, რიგ შემთხვევებში არასწორად წარმოდგენა ან დარღვევის გამეორება. 10 000 – 10 000 ლარით დაჯარიმდნენ შპს „ვოთერ ენერჯი“, შპს „ერა ჯორჯია“, შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი“, შპს „ჯონოული 1“, შპს „ჩირაღდანი“, შპს „გაზმშენი“, ხოლო 5 000 ლარით – შპს „თბილისის საინვესტიციო ჯგუფი“. კომპანიებს განემარტათ, რომ დარღვევის განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან განმეორების შემთხვევაში, კვლავ დაჯარიმდებიან საქართველოს კანონის შესაბამისად. ყოველთვიური ანგარიშგების არასრულყოფილად წარმოდგენის…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩართული პოლიტიკაში, განსხვავებით კეზერაშვილისა და ხაზარაძისგან – ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დავით კეზერაშვილისგან, მამუკა ხაზარაძისგან და კიდევ სხვა ადამიანებისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. „ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩართული პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან, ის არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, განსხვავებით იგივე კეზერაშვილისგან, ხაზარაძისგან და სხვებისგან, რომლებიც ღიად არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. შესაბამისად, სწორედ ეს ადამიანები არიან ოლიგარქები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

აშშ-მა ერაყში ირანის მხარდაჭერილი მებრძოლთა ჯგუფების წინააღმდეგ დარტყმების სერია განახორციელა

აშშ-მა ერაყში ირანის მხარდაჭერილი მებრძოლთა ჯგუფების წინააღმდეგ დარტყმების სერია განახორციელა. პენტაგონის ინფორმაციით, სამშაბათს საღამოს განხორციელებული იერიშის სამიზნე ერაყში მდებარე ორი ობიექტი იყო. დარტყმები ირანისა და ირანის მხარდაჭერილი ჯგუფების მხრიდან აშშ-ისა და კოალიციური ძალების წინააღმდეგ დარტყმები საპასუხოდ განხორციელდა. როგორც აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ,  დარტყმის შედეგად ბაღდადიდან სამხრეთით განადგურდა „ათაიბ ჰეზბოლას“ საოპერაციო ცენტრი, ასევე დაჯგუფების მართვისა და კონტროლის კვანძი.  

მეტი...

კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი სახლების ლეგალიზება-დაკანონების შესახებ ინიციატივა თბილისზე არ გავრცელდება – კალაძე

პრემიერ-მინისტრის ინიციატივა კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ლეგალიზება-დაკანონების შესახებ დედაქალაქს არ შეეხება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქში მსგავსი მასშტაბური ამნისტია უკვე განხორციელდა. „საქართველოს პარლამენტმა 2021 წელს მიიღო კანონი, რომლის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ისეთი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება, რომლებიც უკანონოდ იყო აშენებული. კერძოდ, დედაქალაქის შემთხვევაში, დარღვეული იყო სხვადასხვა პარამეტრები, K1, K2, K3, ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზები და ა.შ. ამ უფლების გამოყენება თბილისელებს შეეძლოთ ორი წლის განმავლობაში. მიმდინარე წლის 27 ივლისს დასრულდა განაცხადების მიღების ვადა. ამ ხნის განმავლობაში,…

მეტი...

,,დათვი ეგონა და თავდაცვის მიზნით ესროლა” – მკვლელობა ქარელის მუნიციპალიტეტში

მკვლელობა ქარელის მუნიციპალიტეტში – სოფელ სამწევრისში 60-წლამდე ასაკის კაცი მოკლეს. ადგილობრივების განცხადებით,  ბრალდებულს კაცი დათვი ეგონა და თავდაცვის მიზნით მოკლა. ,,დათვი ეგონა და თავდაცვის მიზნით ესროლა”, – ამბობენ სოფელში. როგორც “მოზაიკას” ადგილობრივები უყვებიან, შემთხვევა მტკვირს სანაპიროზე მოხდა. გარდაცვლილი და მისი თანასოფლელები მდინარეზე სათევზაოდ იყვნენ წასულები. ,,მამა-შვილი იყვნენ სათევზაოდ წასულები. როგორც ჩანს, არ იცოდნენ, რომ გარდაცვლილიც მდინარის ნაპირას იყო. ღამე იყო და როცა  დაინახეს, მამას უცებ დათვი ეგონა და თოფი ესროლა”.- ამბობენ ადგილობრივები. ადგილობრივების ცნობითვე, ტყვია გარდაცვილს თავის არეში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა. ,,ვინც ესროლა, ის თვითონ მივიდა პოლიციაში” – ამბობენ…

მეტი...

წვიმა, მთაში თოვლი, შესაძლებელია ზვავები – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 ნოემბერს დღის მეორე ნახევრიდან გვიან საღამომდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია თოვლის ზვავები. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.  

მეტი...

,,დიახ, ჩვენ შეგვიძლია შეწყვიტოთ ომი, თუ დონბასს და ყირიმს მივცემთ რუსეთს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას შეუძლია შეაჩეროს ომი, მაგრამ ამისთვის მას მოუწევს დონბასი და ყირიმი რუსეთს გადასცეს. მისი თქმით,  მზად არის შეხვდეს დონალდ ტრამპს და მოისმინოს მისი სამშვიდობო გეგმა უკრაინასთან დაკავშირებით. ,,დიახ, ჩვენ შეგვიძლია შეწყვიტოთ ომი, თუ დონბასს და ყირიმს მივცემთ რუსეთს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არ არის მზად ასეთი “სამშვიდობო გეგმისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...

კონკურენციის სააგენტოს ორგანიზებით ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან მრგვალი მაგიდა გაიმართა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებისთვის მრგვალი მაგიდა გაიმართა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა  კონკურენციის პოლიტიკის დაცვის და მისი აღსრულების მექანიზმები მიმოიხილეს. შეხვედრა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კალანდაძემ და TWINNING-ის  პროექტის მუდმივმა მრჩეველმა, იუსტინა პაულაუსკაიტემ გახსნა. ლიეტუვის კონკურენციის საბჭოს ანტიკონკურენტული შეთანხმებების საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა, დაუმანტას გრიკინისმა მოხსენება გააკეთე თემაზე  – თუ რატომ არის კონკურენციის კანონმდებლობა აქტუალური ბიზნეს ასოციაციების წევრებისთვის და როგორ უნდა ავიცილოთ აღნიშნულ სექტორში დარღვევები. ხოლო, ავსტრიის კარტელების ფედერალური პროკურორის მოადგილემ, ვერენა შტრასერმა, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, მონაწილეებთან ერთად,  პასუხისმგებლობის იმ ძირითად საკითხებზე იმსჯელა, რომელიც კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისას…

მეტი...

ჩვენ არ და ვერ ვუერთდებით სანქციებს, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე – კახა კალაძე

ჩვენ არ და ვერ ვუერთდებით სანქციებს, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ვიცავთ მოსახლეობის, ეროვნულ ინტერესებს და ყოველთვის გვექნება ეს დამოკიდებულება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. დედაქალაქის მერს  რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებზე და მასში საქართველოს მონაწილეობის საკითხზე დაუსვეს კითხვა. „სანქციებთან დაკავშირებით იცით ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ არ და ვერ ვუერთდებით სანქციებს, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ვიცავთ მოსახლეობის, ეროვნულ ინტერესებს და ყოველთვის გვექნება ეს დამოკიდებულება. სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, ყველანაირად ვთანამშრომლობთ და მადლობაც კი მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ ამასთან დაკავშირებით. ეს მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ…

მეტი...

გაუქმდა განმსაზღვრელი შეფასებების: საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი კომპონენტები და მოდელები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებებზე მუშაობის პირველი ეტაპი დასრულდა. “ცვლილებები სწავლა-სწავლების დაგეგმვასა და წარმართვასთან დაკავშირებულ ყველა კომპონენტს შეეხო, მათ შორის, როგორც სწავლა-სწავლების პრინციპებს, მიზნებსა და შინაარსობრივ პრიორიტეტებს, ასევე, სწავლების მეთოდებს, შეფასებასა და სასწავლო პროცესის ორგანიზებას. შედეგად, სწავლა-სწავლების თითოეული კომპონენტი უფრო მიმართულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერაზე და მეტ შესაძლებლობას აძლევს სკოლებს, შემოქმედებითად და მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმონ სასწავლო პროცესი. ცვლილებების თანახმად: • მკაფიოდ გამოიკვეთა, თუ რას გულისხმობს მოსწავლეზე ორიენტირებული, სიღრმისეული სწავლა-სწავლება. • განისაზღვრა პრინციპები, რომლის საფუძველზეც ყალიბდება სწავლა-სწავლების შედეგები და შუალედური სასწავლო მიზნები. • დაკონკრეტდა პრინციპები,…

მეტი...

 ქარელის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს

ქარელის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს.  შემთხვევა სოფელ სამწევრისში, გუშინ მოხდა. “მთავარის” ინფორმაციით, დაკავებული ამავე სოფლის მცხოვრები 50 წელს გადაცილებული კაცია. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

„ნაცმოძრაობაში“ ზეიმი შეჩერებული უნდა იყოს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის, შავებში ჩაცმული უნდა დადიოდნენ – ხვიჩია

რა ეზეიმებათ? ისინი შავებში ჩაცმული უნდა დადიოდნენ, ლიდერის თავისუფლების აღკვეთას უნდა გლოვობდნენ და არა ის, რომ „ვარდების რევოლუციის“ ოცი წლისთავზე ტაშ-ფანდურს აწყობდნენ – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩიას თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საზეიმო არაფერი აქვს. „ჩემი აზრით, „ნაცმოძრაობაში“ ზეიმი საერთოდ შეჩერებული უნდა იყოს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის. რა ეზეიმებათ? ისინი შავებში ჩაცმული უნდა დადიოდნენ, ლიდერის თავისუფლების აღკვეთას უნდა გლოვობდნენ და არა ის, რომ „ვარდების რევოლუციის“ ოცი წლისთავზე ტაშ-ფანდურს აწყობდნენ, თითქოს, რაიმე საზეიმო ჰქონდეთ. მათ ადგილზე ასე მოვიქცეოდი“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მეტი...

„შეწყვიტონ ბრძოლა, გაათავისუფლონ მძევლები“ – რა სთავაზობს სი ძინპინი პალესტინა-ისრაელს?!  

პალესტინა-ისრაელის კონფლიქტთან დაკავშირებთ მსოფლიო ეკონომიკის ჯგუფის ლიდერების შეხვედრაზე (BRICS) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა ორივე ქვეყნის ხელმძღვაეობას მიმართა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. როგორც სი ძინპინმა საგანგებო ონლაინ სამიტზე აღნიშნა,  მძევლები უნდა გათავისუფლდნენ და ცეცხლი უნდა შეწყდეს. „ჩინეთის მხარე შეშფოთებულია, რომ კონფლიქტი არა მხოლოდ იწვევს უზარმაზარ სამოქალაქო მსხვერპლს და ჰუმანიტარულ კატასტროფას, არამედ ქვეყნის საზღვრებს მიღმაც გაფართოვდება. ჩინეთი თვლის, რომ მთავარ პრიორიტეტებად რჩება შემდეგი: პირველი, კონფლიქტის მხარეებმა უნდა შეწყვიტონ ბრძოლა და დაუყოვნებლივ მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას, უარი თქვან ძალადობის ყველა აქტზე და თავდასხმაზე მშვიდობიან მოსახლეობაზე, გაათავისუფლონ მძევლად აყვანილი მშვიდობიანი მოქალაქეები და მიიღონ ზომები შემდგომი…

მეტი...

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ კოსმოსში სამხედრო ჯაშუში-თანამგზავრი წარმატებით გაუშვა

ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, კოსმოსში სამხედრო ჯაშუში-თანამგზავრი წარმატებით გაუშვა მას შემდეგ, რაც წინა ორი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ინფორმაციული სააგენტოს ინფორმაციით, თანამგზავრი სახელწოდებით Malligyong-1 ორბიტაზე “ზუსტად” გავიდა და  კიმ ჩენ ინი გაშვებას თვალს ადევნებდა. სამხრეთ კორეის განცხადებით, ჯერ დადასტურებული არაა მუშაობს თუ არა თანამგზავრი. მაგრამ მათ მიაჩნიათ, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთისგან დახმარება მიიღო. თანამგზავრის გაშვება დაგმო გაერომ, რომელიც ბირთვული რაკეტის შემუშავების გამო ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციებს ინარჩუნებს. ,,ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიის გამოყენებით ნებისმიერი გაშვება ეწინააღმდეგება უშიშროების საბჭოს შესაბამის რეზოლუციას”, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა..

მეტი...

ასლან ბჟანია მოსკოვში გაემგზავრა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში გაემგზავრა. გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრები იგეგმება სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში. ბჟანიას დელეგაციაში ასევე შედის ე.წ.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თემურ აჰიბა.  

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელია დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის, თუმცა, ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ , რომ შეხვედრა წარმატებით ჩაატარონ – კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია მომავალ მატჩში ვერ ითამაშებს, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს შეხვედრა გამარჯვებით დაასრულონ. „ფეხბურთში ყველაფერი ხდება. იმიტომ არის სპორტის ეს სახეობა საინტერესო, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს. რა თქმა უნდა, კვარაცხელია დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის. ის არის ლიდერი გუნდში, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი და მსოფლიო დონის ვარსკვლავია, თუმცა, ფეხბურთს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არ თამაშობს. მინდორზე 11 კაცი…

მეტი...