საბავშვო ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

საბავშვო ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული 228 ქულით საფრანგეთი გახდა. მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, საქართველოს მე-14 ადგილზე გავიდა. საქართველომ ქულები შემდეგი ქვეყნის ჟიურისგან მიიღო: ესპანეთისგან – 5 ქულა, ირლანდიისგან – 3 ქულა, სომხეთისგან – 4 ქულა, პორტუგალიისგან – 5 ქულა, იტალიისგან – 3 ქულა, ხოლო გერმანიისგან 1 ქულა. ონლაინ ხმებით კი, საქართველომ 53 ქულა მიიღო. საქართველო ჯამში 74 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა.

მეტი...

აბიგაილს 4 წელი „ჰამასის“ ტყვეობაში ყოფნის დროს შეუსრულდა

ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ დღეს გათავისუფლებულ მძევლებს შორის 4 წლის აბიგაილ ედანიცაა, რომლის მშობლები ტერორისტებმა 7 ოქტომბერს მოკლეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, აბიგაილ ედანი ებრაული წარმოშობის აშშ-ის მოქალაქეა. მისი მშობლები „ჰამასის“ ტერორისტებმა 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის დროს მოკლეს. აღსანიშნავია, რომ აბიგაილს 4 წელი „ჰამასის“ ტყვეობაში ყოფნის დროს შეუსრულდა. ცნობისთვის, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოთხდღიანი შეთანხმება 24 ნოემბერს დილით ამოქმედდა. შეთანხმება ითვალისწინებს ისრაელის საპატიმროებში მყოფ პალესტინელთა ნაწილის გათავისუფლებასაც. ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ღაზის სექტორში უნდა გაიზარდოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და საწვავის შეტანა.

მეტი...

,,ჩვენი ხმა ევროპას” – სალომე ზურაბიშვილი მედიის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში, მედიის წარმომადგენლებს ხვდება. ,,თუ რამეს ნიშნავს დეპოლარიზაცია, ის რასაც მოგვიწოდებს ევროპა, სწორედ ეს არის. ყველას შეუძლია ერთმანეთთან დგომა, ერთმანეთთან საუბარი და ერთმანეთთან აზრების გაცვლა. ღმერთმა არ ქნას, რომ ყველას ერთი აზრი ჰქონდეს, ეს გავლილი გვაქვს, ეს ეკუთვნის სხვა წარსულს და აღარასოდეს დბრუნდეს ის დრო, როცა ყველას მოეთხოვებოდა, რომ ერთნაირად ეფიქრათ და ელაპარაკათ”, – ამბობს ზურაბიშვილი. მისივე თქმით, ახლა, საქართველოს, ევროკომისიის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების სახით, ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი აქვს წინ. ზურაბიშვილი ამბობს, რომ უკრაინის გამარჯვების გარეშე საქართველოს წინსვლა არ იქნება.

მეტი...

ისრაელმა ღაზის სექტორის საავადმყოფოს დირექტორი დააკავა

ისრაელმა ღაზის სექტორის საავადმყოფოს დირექტორი მუჰამედ აბუ სალმია დააკავა. მედიის ცნობით, ალ-შიფას საავადმყოფოში დარჩენილი პაციენტები მძიმე მდგომარეობაში არიან. კლინიკა ისრაელის სახმელეთო შეტევის მთავარი სამიზნე იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ჯანდაცვის სააგენტო მას “სიკვდილის ზონას” უწოდებენ. არსებული ინფორმაციით, ისრაელის დაბომბვის შედეგად კვირის განმავლობაში 200-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი და პაციენტი დაიღუპა. ცნობისთვის, ისრაელის არმიამ ღაზის უმსხვილესი სამედიცინო დაწესებულების ევაკუაციის ბრძანება 18 ნოემბერს გასცა, თუმცა ჯანმრთელობის რისკებიდან გამომდინარე ყველა პაციენტის ევაკუაცია ვერ მოხერხდა.

მეტი...

ავარია გორის გვირაბთან

გორის გვირაბთან, ორი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავრდა. ინფორმაციას რეგიონული გამოცემა “მოზაიკა” ავრცელებს. შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

საბერძნეთში სატვირთო გემი ჩაიძირა – არიან დაკარგულები

საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსის სანაპიროსთან სატვირთო გემი ჩაიძირა, რომელზეც ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა. საბერძნეთიდან ეგვიპტესა და სტამბოლში მიმავალი გემი ლესბოსიდან სამხრეთ-დასავლეთით 4,5 საზღვაო მილის (8,3 კმ) მანძილზე ჩაიძირა. ადგილზე სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება. კაპიტანმა პირველად დაზიანების შესახებ ინფორმაცია, ადგილობრივი დროით, 7 საათზე გააგზავნა. სავარაუდოდ, გემი მძიმე ტვირთის გამო გადაიხარა და რადარებიდან მალევე გაუჩინარდა. ათენის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ეკიპაჟის წევრები სირიის, ინდოეთისა და ეგვიპტის მოქალაქეები იყვნენ.

მეტი...

ვასო გოძიაშვილის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

27 ნოემბრიდან 20 დეკემბრის განმავლობაში, 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე პერიოდში, წყალსადენი მილის დაერთების სამუშაოების გამო, ვასო გოძიაშვილის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოები იწარმოებს IV ეტაპად: პირველ ეტაპზე, სამუშაოების პერიოდში, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება ვასო გოძიაშვილის ქუჩაზე, მუხრან მაჭავარიანისა და ვასო გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, ვალენტინ თოფურიძისა და ვასო გოძიაშვილის ქუჩების კვეთამდე. სამუშაოები იწარმოებს მხოლოდ ღამის საათებში, 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, ხოლო დღის განმავლობაში მოხსნილი იქნება სქემით გათვალისწინებული ყველა შეზღუდვა და ავტომობილები შეძლებენ შეუფერხებლად გადაადგილებას. შეზღუდვის პერიოდში, ვასო გოძიაშვილის ქუჩაზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებები ცალმხრივად იმოძრავებენ, ვ. თოფურიძისა და ვ. გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, მ.…

მეტი...

,,მძევლების დაბრუნება ჩვენი მორალური ვალდებულებაა” – ჰაგარი

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი, დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ისრაელი შუამავლების ჩართულობით ტერორისტულ დაჯგუფება “ჰამასთან” მოლაპარაკებას აგრძელებს. ,,მძევლების დაბრუნება ჩვენი მორალური ვალდებულებაა. მტკიცედ გადავწყვიტეთ, გამოვიყენოთ ყველა გზა ამ მოვალეობის შესასრულებლად. პროგრესის შესახებ ვაცნობებთ ოჯახებს და საზოგადოებას, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება. მივმართავ მძევლების ოჯახის წევრებს – ჩვენ ვხედავთ იმ დიდ სტრესს, რომელსაც თქვენ განიცდით ამ ლოდინისა და გაურკვევლობის საათებში. ჩვენ თქვენთან ვართ, უნდა გავუძლოთ ამ წნეხს,” – ამბობს ჰაგარი.

მეტი...

ღაზის ჩრდილოეთში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 61 სატვირთო შევიდა

ღაზის სექტორის ჩრდილოეთით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 61 სატვირთო მანქანა შევიდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, შაბათს ღაზამ საკვები, წყალი და პირველადი სამედიცინო დახმარება მიიღო. შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

მეტი...

რუსი ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეების გატაცების სანაცვლოდ პრემიასა და შვებულებას იღებენ

რუსი ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეების გატაცების სანაცვლოდ პრემიებითა და ორკვირიანი შვებულებებით ჯილდოვდებიან. რუსები იჭერენ ყველას და დროებით ოკუპირებული ცხინვალის ციხეში გადაჰყავთ, გათავისუფლების სანაცვლოდ კი ხალხს ჯარიმებს ახდევინებენ. ,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის” დამფუძნებელი დავით ქაცარავა ამბობს, რომ რუსი ოკუპანტების მთავარი მიზანი მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებაა, რომ სოფლები დაცალონ და უფრო მეტი მიწა მიიტაცონ. ,,ჩვენი მოქალაქეების გატაცება არის თანმიმდევრული ოკუპაციის პოლიტიკა, რომელსაც ოკუპანტები ატარებენ. სინამდვილეში ისინი თავის ე.წ საზღვრებს კი არ იცავენ, სინამდვილეში ისინი მიმართული არის, რომ დაითესოს შიში და მოხდეს მოსახლეობის დატერორება. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს სოფლები უნდა დაიცალოს, ანუ დეპოპულიაციისკენაა მიმართული ეს გატაცებები.…

მეტი...

მე-7 თვეა, გათხრებზე ნებართვას არ გვაძლევენ – არქეოლოგები

,,მე-7 თვეა, ცუცხვათისა და ოროზმანის მღვიმურ სისტემაში შესვლის უფლებას და გათხრებზე ნებართვას არ გვაძლევენ”. როგორც არქეოლოგები გიორგი ბიძინაშვილი და ნიკოლოზ წიქარიძე ამბობენ, მათ ძეგლთა დაცვის სააგენტო სამუზეუმო სისტემაში თეა წულუკიანის პოლიტიკის კრიტიკის გამო სჯის, რადგან ნებართვის გამცემი უწყება სწორედ კულტურის სამინისტროს ექვემდებარება. ,,ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც ჩვენ არ გვაძლევენ კანონდარღვევით არქეოლოგიური გათხრების ნებართვებს, მე და გიორგი ბიძინაშვილს, ეს არის ჩვენი დასჯა იმისთვის, რომ ჩვენ გავბედეთ და გავაკრიტიკეთ კულტურის მინისტრი და მისი გუნდი, რომელმაც, რეალურად, ძირი გამოუთხარა ქართულ კულტურას, კულტურულ მემკვიდრეობასა და მისი დაცვის სისტემას, რაც გელათზეც კარგად აისახა და ჩვენ ამაზეც…

მეტი...

ბათუმში ერთმანეთს 4 მანქანა შეეჯახა – არიან დაშავებულები

ბათუმში, ლერმონტოვისა და ორბელიანის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. რეგიონული გამოცემა ,,ბათუმელები” წერს, რომ შეჯახების შემდეგ მანქანები პარკინგზე გაჩერებულ კიდევ ორ მანქანებს შეეჯახნენ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშვდა 3 ადამიანი. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

ევროკომისია უკრაინას დამატებით 50 მილიონ ევროს გადასცემს

ევროკომისია უკრაინას რუსეთის თავდასხმების შედეგად განადგურებული საპორტო ინფრასტრუქტურის აღსადგენად 50 მილიონ ევროს გადასცემს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ,,ჩვენ გამოვყოფთ 50 მილიონ ევროს სპორტის ინფრასტრუქტურის აღსადგენად”, – თქვა ლაიენმა. ცნობისთვის, ზაფხულში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სამხრეთ რეგიონზე თავდასხმები გააძლიერეს, რის შედეგადაც არაერთი საპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და განადგურდა.

მეტი...

მექსიკაში გატაცებული 3 ჟურნალისტი გაათავისუფლეს

მექსიკის სამხრეთ შტატ გერეროდან გატაცებული სამი ჟურნალისტი გაათავისუფლეს. Reuters სახელმწიფო პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ Takco-ს ცენტრალურ ოფისიდან გატაცებული სილვია არსი და ალბერტო სანჩესი შაბათს გამოუშვეს. ასევე, შაბათს გაათავისუფლეს ყოველკვირეული El Espectador de Taxco-ს დირექტორი, ჟურნალისტი მარკო ტოლედო. მათივე ცნობით, თავდამსხმელებმა ტოლედოს ვაჟი და ცოლი გაიტაცეს. ცოლი მოგვიანებით გაათავისუფლეს, ჟურნალისტის შვილს კი ამ დრომდე ეძებენ.

მეტი...

სავარაუდოდ, ქალზე ძალადობის ბრალდებით, კაბუ დააკავეს

სავარაუდოდ, ქალზე ძალადობის ბრალდებით, ქართველი მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ დააკავეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მას ხელბორკილები ქუჩაში მაშინ დაადეს, როდესაც ის მეგობარ ქალზე ძალადობდა. დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. ამ ეტაპზე უცნობია, აღიარებს თუ არა ის დანაშაულს. საგამოძიებო უწყება დაკავებულ რეპერს ორი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება – გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს და 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.

მეტი...

ავსტრიაში ავიაკატასტროფის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ავსტრიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 4 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა შაბათს, ქვეყნის დასავლეთით, მთიან რეგიონში მოხდა. ავსტრიის პოლიციის თქმით, სამძებრო ოპერაცია რთული ამინდის გამო, რამდენიმე საათს გრძელდებოდა. ​ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი და ფრენის საბოლოო დანიშნულება, ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტრო ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო, 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეურთდა

ჯანდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სხვა პარტნიორ უწყებებთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდა. კამპანიის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. პირველი ღონისძიება მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ გახსნა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი პრევენცია. ასევე – საზოგადოებისთვის ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების გაცნობა. შეხვედრაზე, მოწვეულ სტუმრებს, სიტყვით მიმართეს: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, საქართველოში…

მეტი...

,,ქართველი ხალხი აფასებს პრემიერ ღარიბაშვილის პოზიციონირებას ყველა პლატფორმაზე” – ბექა ოდიშარია

„პრემიერმა ღარიბაშვილმა დასვა მნიშვნელოვანი აქცენტები და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენი სუვერენული ქვეყნის მნიშვნელობას საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რეგიონისთვის და ასევე, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენს სუვერენულ ინტერესებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, სადაც SPECA-ს ცენტრალური აზიის ქვეყნების მეთაურთა სამიტი იმართება. როგორც მან აღნიშნა, ქართველი ხალხი აფასებს პრემიერ მინისტრის პოზიციონირებას ყველა პლატფორმაზე, რადგან იგი ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას.

მეტი...

გასულ დღეს რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის 23 ქალაქი და სოფელი დაბომბეს

25 ნოემბერს, რუსმა ოკუპანტებმა 113-ჯერ დაარტყეს ზაპორიჟიეს ოლქის 23 ქალაქსა და სოფელს. არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან. თუმცა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და ინფრასტრუქტურული ობიექტები. ,,99 საარტილერიო ჭურვი გულიაიპოლის, ორიხოვის, ნოვოდანილივკას, ლევადნის, პოლტავკას, ლუგივსკის, პრეობრაჟენკას, სტეფნოჰირსკის, კამიანსკის, პიატიხატოკის, პლავნივის და ფრონტის ხაზის სხვა დასახლებების ტერიტორიაზე დაეცა”, – ნათქვამია ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,NATO-ზე უარის სანაცვლოდ, რუსეთი უკრაინას ომის დასრულებას ჰპირდებოდა” – არახამია

,,NATO-ზე უარის სანაცვლოდ, რუსეთი უკრაინას ომის დასრულებას ჰპირდებოდა”. ამის შესახებ ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერმა, დავით არახამიამ, 2022 წელს ბელარუსსა და თურქეთში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრისას განაცხადა. ,,რუსები თითქმის ბოლომდე იმედოვნებდნენ, რომ ზეწოლას მოახდენენ შეთანხმების ხელმოწერამდე, რათა ჩვენ ნეიტრალიტეტს დავთანხმებოდით. ეს მათთვის უდიდესი საქმე იყო. მზად იყვნენ, რომ ომი დაემთავრებინათ, თუ როგორც ოდესღაც ფინეთი, ჩვენც დავთანხმებოდით ნეიტრალიტეტს და ავიღებდით ვალდებულებას, რომ NATO-ში არ შევიდოდით. ფაქტობრივად, ეს მთავარი პუნქტი იყო. ამაზე, რომ დავთანხმებულიყავით უნდა შეგვეცვალა კონსტიტუცია. მეორეც, არ არსებობს ნდობა რუსების მიმართ, რომ რუსები ამას შეასრულებდნენ. ხელი რომ მოგვწერა ისინი შემოვიდოდნენ…

მეტი...

მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ქარბუქი – გარემოს ეროვნული სააგენტო

27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 5-6 ბალიანი შტორმი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს. ,,მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა”, – აცხადებს სააგენტო.

მეტი...

ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეები ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გორის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქეები დროებით ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში, ე.წ. სასამართლოს გამართვის მოლოდინში არიან. ინფორმაციას მათი ნათესავები ავრცელებენ. ხვიჩა და დიმა კორინთელები, თანასოფლელ გიორგი მელაძესთან ერთად, რუსმა ოკუპანტებმა გიორგობის მეორე დღეს, სოფლის ეკლესიიდან გაიტაცეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რეაგირების მიზნით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია სადამკვირვებლო მისია. ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, სხვადასხვა გამოგონილი ბრალდებით, ცხინვალის იზოლატორში ამ დროისთვის საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება.

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ამასთან, გასული დღის განმავლობაში, ოლქში დაშავდა ერთი ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

ესტონეთ-რუსეთის საზღვარზე დამატებითი ბარიერები დადგეს

ესტონეთ-რუსეთის დამაკავშირებელ ხიდზე დამატებითი ბეტონის ბარიერები განთავსდა. საზღვრის შესაძლო ჩაკეტვისთვის მზადება გრძელდება. არსებული ინფორმაციით, გასულ კვირას, 10 ბეტონის პირამიდა დამონტაჟდა მას შემდეგ, რაც სომალისა და სირიის 19 მოქალაქეს, ყალბი დოკუმენტაციით, რუსეთიდან ესტონეთში შესვლის უფლება მისცეს. დღეს კიდევ 15 ასეთი პირამიდა დაემატა. ხიდზე, ოთხი სატრანსპორტო ზოლიდან, გასულ კვირას ორი დაიკეტა. ესტონეთის საზღვრის დაცვის სამსახური არ გამორიცხავს, რომ სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, გადასასვლელი შესაძლოა დაიხუროს. ცნობისთვის, რუსეთთან ერთის გარდა, ყველა სახმელეთო სასაზღვრო პუნქტი უკვე დახურა ფინეთმა.

მეტი...

დღის განმავლობაში უკრაინის ავიაციამ 11 დარტყმა განახორციელა საოკუპაციო არმიაზე

დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ 11 დარტყმა განახორციელა საოკუპაციო არმიაზე. უკრაინის გენშტაბის ცნობით, სამიზნე იყო რუსული ტექნიკა, იარაღი და, რა თქმა უნდა, თავად ოკუპანტები. „სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებმა დაარტყეს პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 7 უბანს, 4 საარტილერიო საშუალებასა და მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის საცავს“, – აღნიშნავს გენშტაბი. თავის მხრივ, მტერმა დღის განმავლობაში სამჯერ დაარტყა უკრაინას რაკეტებით და 38-ჯერ გამოიყენა საზენიტო იარაღი დაბომბვისთვის. ასევე, დღის განმავლობაში უკრაინამ ჩამოაგდო „შაჰედ-136/131“ ტიპის 74 შემტევი უპილოტო საფრენი აპარატი. მთლიანობაში, მტერმა უკრაინის თავზე 75 თვითმფრინავი გაუშვა. უკრაინელებს შორის არიან დაშავებულები. დაზიანდა საცხოვრებელი და სამოქალაქო…

მეტი...

რუსთავში დაკარგული მოზარდი იპოვეს

რუსთავში დაკარგული 12 წლის მოზარდი იპოვეს. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. მარიამ გამგონიძეს ახლობლები და რუსთავის პოლიცია დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ეძებდა. ოჯახის ინფორმაციით, გოგონა თავს კარგად გრძნობს.

მეტი...

ისრაელმა პატიმრობიდან 39 პალესტინელი გაათავისუფლა

ისრაელმა პატიმრობიდან 39 პალესტინელი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია. შეგახსენებთ, რომ IDF-ის ცნობით, ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, “ჰამასმა” გაათავისუფლა 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი. ისინი უკვე ისრაელში იმყოფებიან.

მეტი...

2023 წელს, თბილისში, უბილეთოდ მგზავრობისთვის 3,087,325 ლარის ჯარიმა დაიწერა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის ბიუჯეტის 10 თვის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. არსებული ინფორმაციით, თბილისის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის გამო დაწერილი ჯარიმების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 85%-ით მეტია. ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის 10 თვეში მუნიციპალიტეტმა უბილეთო მგზავრობიდან სულ 3,087,325 ლარის შემოსავალი მიიღო. ცნობისთვის, უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს, შესაბამისად ჯარიმების შესრულება ნიშნავს, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მუნიციპალურმა კონტროლიორებმა 154,000-მდე ჯარიმა დაწერეს.

მეტი...

,,ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა” – ზელენსკი ზურაბიშვილს

ჰოლოდომორის 90 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის ტვიტს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილს სოლიდარობის გამოხატვისთვის. ,,ვაფასებ თქვენს სოლიდარობას ჰოლდომორის ხსოვნის დღეს. ჩვენმა ერებმა ბევრი ტანჯვა გადაიტანეს მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით გამოწვეული. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა, რათა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ხალხი”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი. 25 ნოემბერს უკრაინა ჰოლოდომორის მსხვეროპლთა დღეს აღნიშნავს. წელს 90 წელი შესრულდა. ,,სოლიდარული ვართ უკრაინის ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ საბჭოთა რეჟიმის ტერორის მსხვერპლებს. 90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკისადმი წინააღმდეგობა რჩება ჩვენს საერთო მოვალეობად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისტორია არ განმეორდება”, – დაწერა პრეზიდენტმა…

მეტი...

​თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება. ინფორმაციას GWP ავრცელებს. ისნის რაიონში, კონსტანტინე ამირეჯიბის ქ. N 25-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 02:00-დან 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მეტრომშენის დასახლებაში-ტვიშის, ხომერიკის(მიქელაძე), მესხეთის, კაკაბეთის, ტოლენჯის, წალენჯიხის, ყვარლის, რატილის, კალანდაძის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, 13 იანვრის, შერვაშიძის, აფანასიევის, ონიანისა, გეზათის, რომან გვენცაძის, ბათლომეო ხუციშვილის და ბუშის 5 ჩიხს. ისნის რაიონში, სომხეთის ქ. N 11-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 00:45-დან 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ბაბისხევის (მუჯირიშვილის), შილდის, ბეღლეთის, კაიშაურის, ჟონეთის, კიკეთის, ნიაბის,ცისკრის,ბზიფის, სომხეთის, მრევლიშვილის, ფშავის, კვესეთის, ნაქერალას, სათემო, აბულის, კვალეთის, ახალუბნის და შაქრიანის ქუჩებს.…

მეტი...

გათავისუფლებულია 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი

“ჰამასის” მიერ გათავისუფლებული მძევლები წითელმა ჯვარმა ჯერ ეგვიპტეში გადაიყვანა, შემდეგ კი ისინი ისრაელში დაბრუნდნენ. მძევლებიდან 13 ისრაელელი, ხოლო 4 ტაილანდის მოქალაქეა. IDF-ში განაცხადეს, რომ მძევლების ოჯახები უკვე ინფორმირებული არიან მათ გათავისუფლების შესახებ. შეგახსენებთ, რომ მანამდე ისრაელი “ჰამასს” ტყვეების გაცვლის პროცესის გადადებაში ადანაშაულებდა, “ჰამასმა” კი დროებითი ზავის პირობების დარღვევაში ისრაელს დასდო ბრალი. მოგვიანებით კი კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ თქვა, რომ დაბრკოლებები გადალახულია.

მეტი...