,,რთულია იყოს ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტი ციხეში. ვიცი, რომ ჩემი და გამოსავალს ეძებდა” – ოთარ ზურაბიშვილი

კითხვაზე, უნდა შეიწყალოს თუ არა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი, საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ეს საკმაოდ რთული საკითხია. „საკმაოდ რთულია იურიდიული საკითხები და არ ვიცი, რას ნიშნავს იურიდიულად მისი შეწყალება. ნამდვილად გამოკეთდა, ეს ვიცი, მაგრამ საჭიროა საბოლოოდ გამოკეთდეს. ვფიქრობ, რთულია იყოს ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტი ციხეში. ვიცი, რომ ჩემი და გამოსავალს ეძებდა. პოლიტიკურ გარემოში გამოსავლის პოვნა ცოტა რთულია იმიტომ, რომ ერთია მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც ახსოვს, რა რთული პირობები გამოიარა და შეიძლება შეწყალება მათთვის მიუღებელი იყოს. როცა არის გარდამტეხი პერიოდები და საჭიროა წინ წავიწიოთ, ძალიან რთულია,…

მეტი...

“​გააგრძელეთ იარაღის მიწოდება, უფრო მარტივი იქნება ევროპაში მშვიდობის შენარჩუნება, თუ უკრაინა წარმატებას მიაღწევს” – რინკევიჩსი

,,გააგრძელეთ იარაღის მიწოდება, უფრო მარტივი იქნება ევროპაში მშვიდობის შენარჩუნება, თუ უკრაინა წარმატებას მიაღწევს”. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა Associated Press-თან განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელები მამაცურად იბრძვიან და დასავლეთი პასუხისმგებელია, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან მეტი იარაღის თხოვნას უპასუხოს. რინკევიჩის თქმით, თუ რუსეთს შეაჩერებენ უკრაინაში, მაშინ ის ვერ შეძლებს სხვა ქვეყნების გამოწვევას და თუ უკრაინა წარმატებას მიაღწევს, ევროპაში მშვიდობის შენარჩუნება უფრო მარტივი იქნება. ,,მჯერა, რომ ჩვენთვის უფრო მარტივი იქნება ევროპაში მშვიდობის შენარჩუნება, თუ უკრაინა წარმატებას მიაღწევს, ვიდრე, თუ უკრაინას დავაღალატებთ ან დავუშვებთ, რომ სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში კონტროლიდან გავიდეს,” –…

მეტი...

,,სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ყველა თავდასხმა მოგერიებულია” – უკრაინის შეიარაღებული ძალები

რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ქვედანაყოფების ბახმუტის მიმართულებით გადაყვანას და გეგმავენ შეტევის გაძლიერებას. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 ცალკეული თავდასხმის ბრიგადის მეთაურის მოადგილე, მაქსიმ ჟორინი საუბრობს. „ბახმუტის მიმართულებით შეტევითი მოქმედებების გააქტიურება ჩვენთვის სიახლე არ არის. ჩვენ ვაკვირდებოდით, როგორ აგროვებდნენ ძალებს, როგორ გადაჰყავდათ ახალი ნაწილები“, – ამბობს ის. მისივე თქმით, ახლაც მძიმე და აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს და მტერი ცდილობს შეიარაღებული ძალების დაცვაში სუსტი წერტილების პოვნას.

მეტი...

,,მსგავსი დანაშაულები ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებშიც” – სოზარ სუბარი გინტურის მკვლელობაზე

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერი, სოზარ სუბარი თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს აფასებს. „როცა ოპოზიცია მოთხოვნებს აყენებს ხელისუფლების მიმართ, რატომღაც ავიწყდებათ, რომ მსგავსი დანაშაულები ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებშიც და განსხვავებით იგივე ოთხოზორიასგან, ტატუნაშვილისგან, გინტურისგან, არავის ახსოვს მათი სახელები. არც ხმაურდებოდა, როდესაც მაგალითად 2011 წელს ნიკა ჯოჯუა მოკლეს, ანჯაფარიძე იყო 2010 წელს მოკლული, რამდენიმე შემთხვევა იყო 2009 წელს. საზოგადოების ყურამდე ეს ამბავი საერთოდ არ მიდიოდა. პირიქით, ხელისუფლება ამბობდა, რომ ეს არის ოკუპაციის შედეგი და ამაზე ხმაურის ატეხა არ ღირსო – ზუსტად ის ადამიანები, ვინც დღეს ხელისუფლებას სდებენ ბრალს“, – ამბობს სუბარი.

მეტი...

,,ჩვენი ინტერესია არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარება” – ილია დარჩიაშვილი

ჩვენი ინტერესია არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარება. ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მთავრობის ინტერესია საერთაშორისო ორგანიზაციების, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება. მან ასევე ელექტრონული ხმის მიცემის სისტემაზე ისაუბრა. „ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა უზარმაზარი გარღვევაა. ძალიან ბევრი ხელშესახები შედეგი დაიდო, სიახლეები შემოვიდა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წლის არჩევნები იქნება სამაგალითო და სათანადოდ შეფასდება“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მეტი...

„ჰამასის“ ყველა წევრი სიკვდილისთვისაა განწირული – ნეთანიაჰუ

ლიკვიდირებულია მუნთასარ სიფი, რომელიც ადრე  ისრაელის ციხეში ტერორიზმის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. ის დღეს ისრაელის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს. სიფი თანამოაზრეებთან ერთად ეჭვმიტანილია ტერორისტული თავდასხმების სერიის განხორციელებაში. მან ბომბით ხელში გაქცევა სცადა, თუმცა ჯარისკაცებმა მამაკაცის ლიკვიდაცია შეძლეს. ისრაელის თავდაცვის ძალები დილიდან იუწყებიან, რომ რამდენიმე ტერორისტისა და ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურება შეძლეს. პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელმა მაჰმუდ აბასმა ისრაელი „დასავლეთ სანაპიროზე ყოველდღიურ აგრესიაში“ დაადანაშაულა. ისრაელი კი აცხადებს რომ ჰამასის წინააღმდეგ ომს გამარჯვებამდე გააგრძელებენ: „მთელი ძალით, ჩვენ გავაგრძელებთ გამარჯვებამდე. “ჰამასმა“ დაკარგა კონტროლი ღაზის სექტორზე. მას არ აქვს დასამალი უსაფრთხო ადგილი. „ჰამასის“ ყველა წევრი სიკვდილისთვისაა განწირული.…

მეტი...

გერმანიის მმართველმა კოალიციამ უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგება გადაწყვიტა

გერმანიის მმართველმა კოალიციამ უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგება გადაწყვიტა. 2024 წელს გერმანია უკრაინისთვის 8 მილიარდი ევროს (8,5 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარების გაწევას გეგმავს. ინფორმაციას Bloomberg და Reuters ავრცელებენ. არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება კანცლერ ოლაფ შოლცის მმართველმა კოალიციამ უკვე მიიღო და პარლამენტმა შესაძლოა მომავალ კვირაში დაამტკიცოს. გერმანია უკრაინის უდიდესი სამხედრო სპონსორია ევროპაში და მეორეა მსოფლიოში, აშშ-ის შემდეგ. კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიამ უკრაინას 17 მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება გაუგზავნა.

მეტი...

მერაბ კოსტავას ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

მერაბ კოსტავას ქუჩაზე, დაგეგმილი საახალწლო განათებების მონტაჟის სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, მერაბ კოსტავას N27-დან N59-მდე მონაკვეთზე შეიზღუდება.  

მეტი...

ხობში დაკარგული მამაკაცი იპოვეს

ხობში 2 დღის წინ დაკარგული 45 წლის მამაკაცი ცოტა ხნის წინ იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია დავით ტყებუჩავას ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა დაადასტურა. „ხობში ვიპოვეთ,ცოცხალი და უვნებელი”, – ამბობს ოჯახის ახლობელი.

მეტი...

ლიბანიდან გასროლილი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით მშვიდობიანი მოქალაქეები დაიჭრნენ

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანიდან გასროლილი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით ექვსი ადამიანი დაიჭრა. ყველა მათგანი ისრაელის ელექტრო კორპორაციის თანამშრომელია. ერთ-ერთი დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია. ისრაელმა საპასუხო ცეცხლი გახსნა. კომპანიის ინფორმაციით, მათი თანამშრომლები დოვევის დასახლების მახლობლად, ლიბანის წინა დაბომბვის შედეგად დაზიანებულ ელექტროგადამცემ ხაზებს არემონტებდნენ, რა დროსაც თავდასხმა მოხდა. ისრაელის სამხედროებმა ასევე დაარტყეს ლიბანის სამოქალაქო ტერიტორიაზე იმ ადგილს, საიდანაც რაკეტების გაშვებას გეგმავდნენ.

მეტი...

ხობში სოფელ ჭალადიდში შეიარაღებული ნიღბიანები ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში 3 ან 4 შეიარაღებული პირი სალარიძეების ოჯახს დაესხა თავს და ფული და ოქრო მოითხოვა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ, თუმცა სავარაუდოდ პოლიციას ისინი უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს. მათ ოჯახის წევრები გაკოჭეს და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. წაღებულია დაახლოებით 500 ლარამდე თანხა და ოქრო. პოლიციამ დაზარალებული ოჯახი უკვე გამოკითხა. ამოღებულია თითის ანაბეჭდები, რომლებიც ექსპერტიზაზეა გადატანილი. გამოძიება მომხდარზე სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

სუს-ის მიერ დაკავებულ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებულ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარის განცხადებით, სასამართლომ სრულიად გაიზიარა მათი პოზიცია, რომ არსებობდა პატიმრობის შეფარდების საფუძველი. ,,არსებობდა მათი მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე. რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, გამოძიება მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, საქართველოში მიგრანტების უკანონოდ შემოყვანასთან და მათთვის შესაბამისი პირობების შექმნასთან დაკავშირებით. ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით,” – თქვა საქმის პროკურორმა.  

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა დნიპრო დაბომბეს – არის მსხვერპლი

დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში მდებარე დნიპროს რაიონს დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თქმით, 64 წლის კაცი, რომელიც საკუთარ ეზოში იმყოფებოდა, მედიკოსების მისვლამდე გარდაიცვალა. შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა მისი ცოლიც, რომელიც საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტი...

ლანჩხუთში, მოსწავლის სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ მასწავლებელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულს, იმავე სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელს, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს. 57 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა ხუთშაბათს საკუთარ სახლში დააკავეს. სავარაუდო დანაშაულის შესახებ მოსწავლემ კლასელებს შეატყობინა, მათ კი საქმის კურსში სკოლის ადმინისტრაცია ჩააყენეს. არასრულწლოვანთან ფსიქოლოგი მუშაობს.

მეტი...

მომავალი არჩევნები მონოპარტიული სისტემიდან გამოსვლის შანსია – ზურაბიშვილი

მომავალი არჩევნები მონოპარტიული სისტემიდან გამოსვლის შანსია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა RFI ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს: ,,შეკითხვა: ევროკავშირი საქართველოს მთავრობისგან, ,,ქართული ოცნების“ მთავრობისგან ელოდება, რომ მან შეაჩეროს რუსეთის მიმართ ევროპული სანქციების გვერდის ავლა, პატივი სცეს სამართლებრივ სახელმწიფოს და განახორციელოს დეოლიგარქიზაცია – რთული სიტყვაა, რომელიც ეხება ყველაფრისშემძლე ოლიგარქ მილიარდერებს თქვენთან და განსაკუთრებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პარტია ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებელია. ფიქრობთ, რომ საქართველოს შეუძლია გათავისუფლდეს ამგვარი ძალებისგან? სალომე ზურაბიშვილი: დიახ. დიახ და ჩვენ შევდივართ ამ ფაზაში. ვფიქრობ, ეს იყო გათვალისწინებული კომისიაში გადაწყვეტილებების მიმღებების მიერ. წინასაარჩევნო ფაზაში ვართ, 2024 წელი…

მეტი...

ვაზიანში საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩატარდა

მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე შერეულმა ჯავშანსატანკო ბატალიონმა საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. ვაზიანის სასროლეთზე ასეულის დონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამანევრო ასეულებმა, რეზერვის ამოცანების ფარგლებში, ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების მონაწილეობით ბლოკირების/ჩანაცვლების ოპერაციები განახორციელეს. ოპერაციები მოიცავდა საბრძოლო მზადყოფნის ვარჯიშებით ტაქტიკურ გადაადგილებას, საბრძოლო პოზიციების დაკავებასა და ბრძოლის წარმოებას. სწავლება ბატალიონის საბრძოლო დონის ამაღლებასა და ჯავშანტექნიკის ეკიპაჟის წევრების სინქრონიზებული მოქმედების დახვეწას ისახავდა მიზნად.

მეტი...

„ჰამასის“ ყველა წევრი სიკვდილისთვისაა განწირული – ბენიამინ ნეთანიუაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო მოწოდებებს არ ეთანხმება. ის ამბობს, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ბრძოლა გაგრძელდება. „მთელი ძალით, ჩვენ გავაგრძელებთ გამარჯვებამდე. „ჰამასმა“ დაკარგა კონტროლი ღაზის სექტორზე. მას არ აქვს დასამალი უსაფრთხო ადგილი. „ჰამასის“ ყველა წევრი სიკვდილისთვისაა განწირული. ჩვენი ძალები ურტყამს მათ მიწის ზემოთ და მიწის ქვეშ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ. როგორ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ღაზაში იქნება უსაფრთხოების სრული კონტროლი და ისრაელის თავდაცვის ძალები შეძლებენ მის ტერიტორიაზე შევიდნენ მაშინ, როდესაც მოესურვებათ იმ მიზნით, რომ დახოცონ ტერორისტები, თუკი ისინი ხელახლა გამოჩნდებიან. „მე შემიძლია გითხრათ, რაც არ იქნება – არ იქნება…

მეტი...

,,რასაც ღაზაში ვაკეთებთ, შეგვიძლია იგივე ლიბანშიც გავაკეთოთ” – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ლიბანური რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ გააფრთხილა, რომ არ დაუშვას საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია საზღვრებს მიღმა. „ჰეზბოლა“ ლიბანს ომში ითრევს, რომელიც შეიძლება მოხდეს და ის სერიოზული შეცდომის დაშვებასთან ახლოს არის. ამ ყველაფრის გამო ფასს ლიბანის მოსახლეობა გადაიხდის. რასაც ღაზაში ვაკეთებთ, შეგვიძლია იგივე ლიბანშიც გავაკეთოთ“, – აღნიშნა გალანტმა. მანამდე „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ მორიგ მიმართვაში განაცხადა, რომ დაჯგუფების ოპერაცია ისრაელის წინააღმდეგ უფრო წარმატებული გახდა.

მეტი...

ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო ისლანდიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიწისძვრების ძლიერი ტალღის გამო, რომელიც ვულკანის სავარაუდო ამოფრქვევას უკავშირდება, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ გრინდავიკის მოსახლეობას პოლიცია ევაკუაციისკენ მოუწოდებს. „მიწისძვრები შეიძლება უფრო გაძლიერდეს და მოვლენების ამ თანმიმდევრობამ შეიძლება გამოიწვიოს ამოფრქვევა. თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ნიშნები იმისა, რომ მაგმა ზედაპირს უახლოვდება. მის პროგრესს ყურადღებით აკვირდებიან“, – აცხადებენ სამოქალაქო დაცვის სააგენტოში.

მეტი...

ბარსელონაში პალესტინელთა მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს

ბარსელონაში პალესტინელთა მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს. ინფორმაციას reuters ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პოლიციამ ქალაქის მთავარი რკინიგზის სადგურის კარიბჭე ჩაკეტა და მომიტინგეების წინააღმდეგ ფარები და ხელკეტები გამოიყენა. პროპალესტინური დემონსტრაციები გუშინ ევროპის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. ლონდონში პალესტინელთა მხარდამჭერ მსვლელობაში 300 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამის პარალელურად, პოლიციამ ულტრამემარჯვენეთა კონტრაქციაზე 120-ზე მეტი ადამიანი დააკავა. პალესტინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა ბრიუსელში, პარიზში, ვენასა და ბერლინშიც.

მეტი...

,,ეს არ არის დიპლომატიის არ ცოდნა! ეს შეგნებული, შეკვეთილი ქმედებაა!” – გოგა ხაინდრავა

,,ეს არ არის უმეცრება, დიპლომატიის არ ცოდნა! ეს შეგნებული, შეკვეთილი ქმედებაა! მავნებლობა, ქვეყნის ინტერესების ღალატი”. ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილის პასუხს პუტინის და სი ძინ პინის გასამართლებაზე, სადაც პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. „ეს არ არის უმეცრება, დიპლომატიის არ ცოდნა! ეს შეგნებული, შეკვეთილი ქმედებაა! მავნებლობა, ქვეყნის ინტერესების ღალატი! გაცნობიერებული აქტი ჩადენილი წინასწარი განზრახვით! კითხვაც და პასუხიც ჩინეთის და საქართველოს არა კეთილმოსურნეების მიერ იყო გაწერილი“, – წერს გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში.

მეტი...

უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქმეზე სასამართლო დღეს აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს უცხო ქვეყნის იმ 2 მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა დააკავა. ერთ-ერთი მათგანი აზერბაიჯანის, მეორე კი რუსეთის მოქალაქეა. სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება. პროცესი დახურული იქნება რადგან საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს. სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის სამხედრო აღჭურვილობა, ელექტრო შოკები, ფეთქებადი ნივთიერებები, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და დროშა, ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” სიმბოლიკით. ისინი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნის მომზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დააკავეს. თუმცა, დაკავებულების უფლებადამცველის თქმით, სუს-მა მტკიცებულებები…

მეტი...

კახეთში, სოფელ ქეშალოში, 29 წლის კაცი მოკლეს

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში 29 წლის ჯავიდ მამედოვი ცივი იარაღით მოკლეს. სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს თქმით, აღნიშნულ ფაქტს წინ უძღოდა ფინანსურ თემაზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკება.

მეტი...

მუსლიმური და არაბული ქვეყნები ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვენ

57 მუსლიმური და არაბული ქვეყანა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს. ნათქვამია რიადში გამართული ისლამური და არაბული სახელმწიფოების ლიდერების სამიტის კომუნიკეში. მასპინძლებმა, საუდის არაბეთმა, საერთაშორისო საზოგადოება ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ შეასრულა თავისი პასუხისმგებლობა, რადგან არ დააკისრა პასუხისმგებლობა ისრაელს ღაზაში ქმედებებისთვის. არაბული ლიგის ხელმძღვანელმა თქვა, რომ იმედოვნებს, დასავლეთი გაითვალისწინებს გაეროს წევრთა მეოთხედიდან მისულ სიგნალს. ირანსა და სირიას სურდათ უფრო წინ წასულიყვნენ და მოითხოვდნენ კონკრეტულ ქმედებებს, როგორიცაა ისრაელსა და რეგიონის ზოგიერთ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტა, რაც უარყოფილ იქნა.

მეტი...

ჩინეთ-ევროკავშირის პირველი სამიტი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, 7-8 დეკემბერს გაიმართება

ევროკავშირი-ჩინეთის პირველი სამიტი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, 7-8 დეკემბერს გაიმართება. ინფორმაციას “პოლიტიკო” ავრცელებს. ეს ის თარიღებია, რომლებზეც ორივე მხარე მუშაობს, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს, თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ევროკავშირის მაღალჩინოსანმა დიპლომატმაც აღნიშნა, რომ შეკრების თარიღები, რომელსაც ჩინეთი უმასპინძლებს, არაა საბოლოო. ჩინეთში დაგეგმილ სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. თავმჯდომარე, მოსალოდნელია, რომ ჩინეთის პრემიერ-მინისტრი იქნება. ტიერი ბრეტონმა, ევროკომისარმა, რომელიც ჩინეთში იმყოფებოდა, გააკრიტიკა პეკინის მკაცრი ხაზი მის უზარმაზარ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე წვდომასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ევროპული 5G ქსელის აღჭურვილობის პროვაიდერების…

მეტი...

რუსი ოკუპანტების მიერ დონეცკზე თავდასხმას 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

დონეცკის ოლქში რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსებმა 2 ადამიანი ტორეცკში, ერთი კი მინკოვკაში მოკლეს. სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

პოლიციამ კახეთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ფინანსურ თემაზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ ჯ.მ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

,,თავდაცვის ძალები უპასუხებენ ხერსონსა და რეგიონზე თავდასხმებს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საღამოს ტრადიციული ვიდეო მიმართვის დროს გამოეხმაურა რუსების მიერ ხერსონის დაბომბვას და აღნიშნა, რომ ეს მოხდა ხერსონის გათავისუფლებიდან 1 წლისთავის დღეს. ,,რა თქმა უნდა, ჩვენი უშიშროების და თავდაცვის ძალები უპასუხებენ რუსეთის არმიის თავდასხმებს ხერსონსა და ხერსონის რაიონის სოფლებზე, როგორც ეს ყოველთვის ხდება”, – თქვა ზელენსკიმ.

მეტი...

რუსეთში რიაზანის რეგიონში სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა

რიაზანის რეგიონში სატვირთო მატარებლის 19 ვაგონი რელსებიდან გადავიდა. ინციდენტის შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღო მძღოლის თანაშემწემ. არსებული ინფორმაციით, ვაგონების რელსებიდან გადავარდნა მოხდა ლიანდაგზე აფეთქების გამო. ტელეგრამის არხი ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, რომ ლიანდაგის ნაწილი განადგურებულია. წყაროები ადასტურებენ, რომ ინციდენტის შედეგად რკინიგზის ლიანდაგი დაზიანდა.

მეტი...

ისრაელი-ღაზის ომის შედეგად, სულ მცირე, 40 ჟურნალისტი დაიღუპა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ბოლო მონაცემების მიხედვით, ისრაელი-ჰამასის ომის შედეგად, სულ მცირე, 40 ჟურნალისტი დაიღუპა. დაღუპულთა შორის 35 პალესტინელი, 4 ისრაელელი და ერთი ლიბანელი ჟურნალისტია. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 8, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 3, ხოლო დაკავებულად 13 ჟურნალისტი. ,,ჟურნალისტები განსაკუთრებით მაღალი საფრთხის წინაშე ღაზაში დგანან, რადგან ისინი კონფლიქტის გაშუქებას ისრაელის სახმელეთო და საჰაერო თავდასხმების, კომუნიკაციის შეფერხებისა და ელექტროენერგიის გათიშვის ფონზე ცდილობენ. CPJ ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, რომლებიც კრიზისის დროს მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ და მხარეების სამიზნე არ უნდა გახდნენ,” – განაცხადა შერიფ მანსურმა, CPJ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის…

მეტი...

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. დაშავდა 3 ადამიანი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სხვა დამატებით დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...