2023 წელს აშშ-ის უნივერსიტეტებში ჩარიცხული ქართველი სტუდენტების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა

2023 წელს აშშ-ის უნივერსიტეტებში ჩარიცხული ქართველი სტუდენტების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აქვეყნებს. „განათლების საერთაშორისო კვირეულზე საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაცნობასთან ერთად, გვსურს, გაგიზიაროთ ინფორმაცია ქართველი ახალგაზრდების მზარდი წარმატების შესახებ. წელს 25%-ით გაიზარდა აშშ-ის უნივერსიტეტებში ჩარიცხული ქართველი სტუდენტების რაოდენობა და 800-ს გადააჭარბა. 30 წელზე მეტია, სიამაყით ვუყურებთ, როგორ ახმარენ ეს ახალგაზრდები მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საკუთარ ქვეყანას“, – ვკითხულობთ საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მეტი...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეხმაურება რაჭის ტყეების თემას და განცხადებას ავრცელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ ეხმაურება რაჭის ტყეების თემას და განცხადებას ავრცელებს. ტყუილია, თითქოს რაჭაში გაიყიდა ტყე. რაჭაში ტყე არ გაყიდულა. ლიცენზია, გულისხმობდა არა ტყის გაყიდვას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას 5 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციით რეგიონის განვითარებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის. რაც შეეხება ლიცენზიის გაუქმებას. ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წლის მაისიდან დავიწყეთ პროცესი. არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად, რაც ავუხსენით აქციის მონაწილეებს – შევხვდით რაჭაში, ასევე, წერილობით გავუგზავნეთ ინფორმაცია ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცესის შესახებ, მედიაშიც გავავრცელეთ ინფორმცია. სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება…

მეტი...

,,საქართველო მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ფასილიტაციისთვის” – ნიკოლოზ სამხარაძე

მინდა მადლიერება გამოვხატო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის და დელეგაციის საქართველოში და მთლიანად რეგიონში ვიზიტის გამო. ეს იყო ძალიან დროული ვიზიტი სიტუაციის შესაფასებლად და სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობების შესასწავლად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ერევანში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ,,ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეუთოს მხრიდან საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებების მონახულება, რომლებსაც რუსეთის ოკუპაციის გამო, არ აქვთ შესაძლებლობა თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ უკვე 15 წელზე მეტია, ზოგიერთ მათგანს კი – უკვე 30 წელია. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო მზად არის…

მეტი...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქციაზე 13 ადამიანია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, რა დროსაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს 13 პირი. „აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ…

მეტი...

,,სამმა ბიჭმა გაიტყუა სახლიდან ჩემი შვილი” – დმანისში მოკლულის დედა

დმანისში მოკლული 18 წლის ბიჭის ოჯახი დარწმუნებულია, რომ დაპირისპირებისას ახალგაზრდის მკვლელობაში 3 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა დასჯასაც ითხოვენ. ,,ყველას დასჯას ვითხოვ, ვინც ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა, მთელი ცხოვრება ციხეში უნდა გაატარონ მათ. სამმა ბიჭმა გაიტყუა სახლიდან ჩემი ერთადერთი ვაჟი, მოაკვლევინეს. დაკავებულის დედამ იცოდა, რომ ჩემი ბიჭის მოკვლას აპირებდა მისი შვილი, აქ მოვიდა და ხუმრობდა. მოკლავს, მოწია რაღაც და შეშლილივით დადისო. აქამდე რატომ არ აკავებენ სხვებს, ეს ჯგუფური დანაშაულია”, – ამბობს მოკლულის დედა. ბრალდებულ არასრულწლოვანს კი რუსთავის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, ის განზრახ მკვლელობას არ აღიარებს და ამბობს, რომ…

მეტი...

ზაპოროჟიეს დაბომბვას უკრაინელი მაშველები ემსხვერპლნენ

ზაპოროჟიეში რუსებმა სამი სარაკეტო იერიში მიიტანეს კომიშუვას თემზე. დაიღუპა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ორი თანამშრომელი, არიან დაშავებულებიც. არსებული ინფორმაციით, მტერმა სამოქალაქო დასახლებას დაარტყა. „პირველი ორი გასროლის შედეგად დაშავდა ოთხი ადგილობრივი მცხოვრები, ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ კორპუსს. ადგილზე მისულ პოლიციას და მაშველებს ტერორისტული ქვეყნის სამხედროებმა ესროლეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ორი თანამშრომელი დაიღუპა და კიდევ სამი მათი კოლეგა დაშავდა”, – იუწყება ეროვნული პოლიცია.

მეტი...

რუსები ოდესის ოლქში ნავთობსაცავს დაესხნენ თავს

ოდესის ოლქში რუსული ძალების თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავი დაზიანდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დრონი ენერგოინფრასტრუქტურულ ობიექტს მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. დაშავდა კომპანიის თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით კი, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც ოდესის რეგიონის დაახლოებით 1550 მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასული საღამოს 8 საათიდან, შაბათ დილის 4 საათამდე უკრაინას შაჰიდის ტიპის 38 დრონით დაესხნენ თავს, საიდანაც უკრაინა, 29 გაანადგურა.

მეტი...

ფილიპინებზე მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ფილიპინებზე 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრას 7 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულები და დაკარგულებიც. ინფორმაციას New York Times ავრცელებს. სტიქია ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სკოლები და სავაჭრო მოლები.

მეტი...

გლდანში, მიტოვებულ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, გლდანში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი ცოტა ხნის წინ, ქერჩის ქუჩაზე მდებარე მიტოვებულ შენობაში გაჩნდა. გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა.

მეტი...

,,ალ-შიფას ჰოსპიტალში დღეს დამატებითი მიწისქვეშა ტერორისტული ინფრასტრუქტურა აღმოვაჩინეთ” – ჰაგარი

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის ინფორმაციით, ისრაელი აგრძელებს ალ-შიფას საავადმყოფოს მიწისქვეშ ტერორისტული ინფრასტრუქტურის ძებნას. ,,ჩვენ ვაგრძელებთ სამხედრო მოქმედებებს შიფას ჰოსპიტალში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოსაძებნად. დღეს აღმოვაჩინეთ დამატებითი მიწისქვეშა ტერორისტული ინფრასტრუქტურა და ვაგრძელებთ ინფორმაციის შეგროვებას მძევლებთან დაკავშირებით. ღაზაში ბრძოლას ჰამასის დასამარცხებლად დრო დასჭირდება, მაგრამ ვაგრძელებთ ბრძოლას ტერორისტების მოსაკლავად და ამ მხარეში მდებარე ჰამასის ყველა დარჩენილი მიწისქვეშა ტერორისტული ინფრასტრუქტურის დასანგრევად. რაც შეეხება ჩრდილოეთ საზღვარს, ჩვენმა საბრძოლო თვითმფრინავებმა ლიბანში ტერორისტული ორგანიზაციის ჰეზბოლას სამხედრო ობიექტები დაბომბეს, მათ შორის იარაღის საწყობი და სამხედრო შენობა”, – ამბობს ჰაგარი.

მეტი...

გლდანში, ქერჩის ქუჩაზე ხანძარია

გლდანში, ქერჩის ქუჩაზე მიტოვებულ შენობას ცეცხლი უკიდია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადგილზე სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ცნობით, დაშავებული არავინაა.

მეტი...

,,ოქტომბრის თვეში არჩევნებია და ვფიქრობ, ეს იქნება ტესტი” – ზურაბიშვილი

,,ოქტომბრის თვეში არჩევნებია და ვფიქრობ, ეს იქნება ტესტი”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი  France 24 English-თან ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვაზე,  ევროპაში ბევრი ამბობს, რომ “საქართველოში დემოკრატიის დაღმასვლაა, საქართველო უკან მიდის.” ,,თქვენც და მეც ვიცით, რომ სხვადასხვა დროს დაღმასვლებია ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში. მნიშვნელოვანი ისევ და ისევ ხალხის ნება და მისწრაფებაა. ჩვენ წინ ძალიან მნიშვნელოვანი წელი გველის, ოქტომბრის თვეში არჩევნებია და ვფიქრობ, ეს იქნება ტესტი. ერთგვარად კანდიდატის სტატუსს წინასწარ ვიღებთ, როგორც ქართველი ხალხისა და მისი ინსტიტუციების ნდობის ნიშანს. ვიმედოვნებ, რომ ისინი კონსოლიდირებული იქნებიან და მე ყველაფერს ვიზამ, რათა მოსახლეობასა და…

მეტი...

დმანისში, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ არასრულწლოვანს რუსთავის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატი ამტკიცებს, რომ ბრალდებული თავდაცვის ფარგლებში მოქმედებდა და სხდომაზე მის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ,,მას არ ჰქონდა იარაღი. შემთხვევის ადგილზე ცემის დროს, როდესაც წაიქცა, მიწაზე ხელში რაც მოხვდა, თავდაცვის მიზნით აიღო რაღაც საგანი, რითაც მიაყენა დაზიანება გარდაცვლილს,” – ამბობს ადვოკატი და აღნიშნავს, რომ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ დანაშაული ერთმა პირმა ჩაიდინა და მას თანამონაწილეები არ ჰყოლია. ასევე, საქმეში დევს 3 თვითმხილველი მოწმის ჩვენება, რომლებიც გამშველებლები იყვნენ.…

მეტი...

კონსერვატორიის ადმინისტრაციას გიორგი ზაქარაია უხელმძღვანელებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით,  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციას გიორგი ზაქარაია უხელმძღვანელებს. ,,სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად გიორგი ზაქარაია დაინიშნა. იგი ამ პოზიციას მიმდინარე წლის 16 ნოემბრიდან იკავებს, დადგენილება უკვე გამოიცა.სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად, კანდიდატის შერჩევის მიზნით, კონკურსი 2023 წლის 01 ნოემბერს გამოცხადდა. კონკურსის ფარგლებში, აკადემიურმა საბჭომ გიორგი ზაქარაიას კანდიდატურა შეარჩია, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინა წარმომადგენლობით საბჭოს. გიორგი ზაქარაიას კანდიდატურა სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარმომადგენლობითმა საბჭომ 2023 წლის 16 ნოემბრის დადგენილებით დაამტკიცა.…

მეტი...

,,უკრაინაში დაჭრილი თერთმეტივე ქართველი მებრძოლის მდგომარეობა სტაბილურია” – მამულაშვილი

უკრაინაში დაჭრილი თერთმეტივე ქართველი მებრძოლის მდგომარეობა სტაბილურია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი მკურნალობას სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებენ. ინფორმაციას ,,ქართული ლეგიონის” მეთაური, მამუკა მამულაშვილი ავრცელებს. ,,სტაბილური მდგომარეობაა. ძირითადი ნაწილი გადმოყვანილია უკვე კიევის საავადმყოფოში, სამხედრო ჰოსპიტალში. დანარჩენები, ცოტა მძიმედ ვინც იყვნენ და ტრანსპორტირება არ შეიძლებოდა, როდესაც ტრანსპორტირებას დაუშვებენ ექიმები, მაშინ უკვე გადავიყვანთ ცენტრალურ ჰოსპიტალში. ჩაუტარდათ ოპერაციები, წარმატებულად. ამოღებულია, ძირითადად, აფეთქების შედეგად მიღებული ნამსხვრევები,” – ამბობს მამულაშვილი. ცნობისთვის, ლეგიონის ერთ-ერთი ჯგუფი სამი დღის წინ დონეცკის მიმართულებაზე სპეცოპერაციას ასრულებდა, როცა საარტილერიო შეტევის ქვეშ მოყვა. დაიღუპა ორი პროფესიონალი სამხედროც, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი,…

მეტი...

„ჩვენი განვითარება მიზნად ისახავს არა ვინმეს განდევნას, მით უმეტეს, ვინმეს ჩანაცვლებას, არამედ უკეთეს ცხოვრებას“ – სი ძინპინი აშშ-ში

პრეზიდენტი სი ძინპინი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის მიწვევით შტატებში იმყოფება, APEC-ის ქვეყნებს 4 პუნქტიან გეგმას სთავაზობს და პრეზიდენტ ბაიდენსა და აშშ-ს ადმინისტრაციას შესანიშნავი ორგანიზაცული მუშაობისთვის მადლობას უხდის. როგორ სი ძინპინმა APEC-ის (აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმი)ლიდერაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, APEC ყოველთვის თამაშობდა წამყვან როლს გლობალური ღიაობისა და განვითარების ხელშეწყობაში და  მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონში ვაჭრობისა და საინვესტიციო პროცედურების ლიბერალიზაციასა და გამარტივებას, ეკონომიკისა და ტექნოლოგიების განვითარებას, საქონლისა და ხალხის მოძრაობა, რითაც იქმნება „აზია-წყნარი ოკეანის სასწაული“, რომლითაც მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია. „დღევანდელი სამყარო განიცდის სწრაფ ცვლილებებს, რომლებიც არ ჩანს საუკუნის განმავლობაში. გლობალური ეკონომიკა სხვადასხვა…

მეტი...

გენერალურ პროკურატურაში ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის საკითხზე ამერიკელ მოსამართლეებთან შეხვედრა გაიმართა

გენერალურ პროკურატურაში, ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის საკითხზე, მაიამი-დეიდის საოლქო სასამართლოს ოჯახში ძალადობის საქმეთა დანაყოფის მოსამართლეებთან, კელი ქეროლთან და ელიზაბეტ ესპინოზასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორი ხატია ყანდიაშვილი და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი ანა ლეკიაშვილი ესწრებოდნენ. პროკურატურის წარმომადგენლებმა მოსამართლეებს ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიდგომები გააცნეს. საუბარი შეეხო ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი ინფორმაცია გაუზიარეს. შეხვედრის დასასრულს, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

მეტი...

,,EU-ში გაწევრიანება მოითხოვს ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივ თანამშრომლობას” – ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, 2024 წლის არჩევნების თავისუფლად ჩატარების მნიშვნელობაზე ყურადღებას კიდევ ერთხელ ამახვილებს და განმარტავს, რომ პარტნიორები პროცესს აქტიურად დააკვირდებიან. ,,თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი არის ერთ-ერთი შეთავაზებული ნაბიჯი იმ 9 პუნქტიდან, რომელიც ევროკომისიამ გასცა იმ პოზიტიურ რეკომენდაციასთან ერთად, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს. ვიმედოვნებ, რომ ევროკომისიის ეს პოზიტიური რეკომენდაცია დადასტურებული იქნება ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსგან, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ევროკავშირი, რა თქმა უნდა, დაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას, რათა შეასრულოს ეს 9 ნაბიჯი იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რადგან დასაკარგი დრო არ არის. ყოველი დღე მნიშვნელოვანია და…

მეტი...

პროპალესტინელი დემონსტრანტების მიჩიგანის უნივერსიტეტში შეჭრის ფაქტზე პოლიციამ 40 ადამიანი დააკავა

აშშ-ში, მიჩიგანის შტატის ქალაქ ენ არბორში პროპალესტინელი დემონსტრანტების მიჩიგანის უნივერსიტეტში შეჭრის ფაქტზე პოლიციამ 40 ადამიანი დააკავა, დაშავდა ორი პოლიციელი. არსებული ინფორმაციით, 200-მდე დემონსტრანტმა პოლიციის კორდონი გაარღვია და შეიჭრა შენობაში, სადაც უნივერსიტეტის პრეზიდენტის, სანტა ონოს ოფისი მდებარეობს. ისინი პალესტინის დროშებს აფრიალებდნენ და მოუწოდებდნენ უნივერსიტეტს, „ზურგი შეაქციოს ისრაელს“.

მეტი...

,,ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორში ძალაუფლება პალესტინის ხელში უნდა გადავიდეს” – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ისრაელ-ჰამასის ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორში ძალაუფლება პალესტინის ხელში უნდა გადავიდეს. „ჰამასი ღაზის სექტორს ვეღარ გააკონტროლებს. ვინ გააკონტროლებს ღაზას? მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ პალესტინის ხელისუფლება შეიძლება იყოს“, – განაცხადა ბორელმა ბაჰრეინში „მანამას დიალოგის“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილი თავადაც კარგად ხვდება, რომ საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს” – მიხეილ სარჯველაძე

,,დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი თავადაც სასაცილოდ აღიქვამს ამ განცხადებას. პრაგმატულადაც რომ დაფიქრდეს, განა რად უღირს, ასეთი ტყუილების ლაპარაკი”. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, პრეზიდენტის ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა. „გასაგებია, რომ ეს ოპოზიციას სჭირდება და ოპოზიციასთან მისი აფილირების საქმეს, მაგრამ თავად ხომ კარგად ხვდება, ამ ყველაფრით საკუთარი თავის დისკრეტირებას ახდენს. მათ შორის, იმ ამომრჩევლის თვალში, რომელმა ამომრჩეველმაც მას ოდესღაც მხარი დაუჭირა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მეტი...

ისრაელმა ალ-შიფას საავადმყოფოდან პაციენტების, ლტოლვილებისა და მედპერსონალის ევაკუაციისთვის ერთი საათი გამოყო

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოს ევაკუაციისთვის ერთი საათი გამოყო. AFP-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ისრაელელი სამხედროები დაუკავშირდნენ საავადმყოფოს დირექტორს, მოჰამედ აბუ სალმიას და გასცეს ინსტრუქციები „პაციენტების, დაჭრილების, ლტოლვილებისა და სამედიცინო პერსონალის ევაკუაციასთან დაკავშირებით“. ალ-შიფას საავადმყოფო ღაზის სექტორის ყველაზე დიდი სამედიცინო დაწესებულებაა. ისრაელის მტკიცებით, საავადმყოფოს ქვეშ „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრია განლაგებული. „ცაჰალმა“ არაერთხელ მოუწოდა საავადმყოფოს პერსონალს ღაზის სექტორის სამხრეთში ევაკუაციისკენ, თუმცა ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტების ნაწილი ტრანსპორტირებას არ ექვემდებარება.

მეტი...

ღაზის სექტორიდან აბუ-დაბიში სამკურნალოდ 15 ბავშვი გადაიყვანეს

ღაზის სექტორიდან გადაუდებელი საჭიროების მქონე 15 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა. თვითმფრინავი აბუ-დაბიში დღეს დილით დაეშვა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ევაკუაცია არაბთა გაერთიანებული საამიეროების პრეზიდენტის ინიციატივის ნაწილია. მან გამოთქვა მზაობა, რომ ღაზიდან მათ საავადმყოფოებში, სულ მცირე, 1 000 ბავშვს უმკურნალონ.

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ნიკა გელენიძე, დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ნიკა გელენიძე, დაიღუპა. 30 წლის მებრძოლი დანაყოფ “თბილისის” წევრი იყო. გელენიძე თანამებრძოლებთან ერთად, ბახმუტიდან ცხედრის გამოყვანას ცდილობდა, რა დროსაც დაბომბვაში მოყვა და გუშინ ადგილზე დაიღუპა. ქვედანაყოფ “თბილისის” მეთაურის, გოჩა ხორავას ინფორმაციით, გელენიძის ცხედარი ცხელი წერტილიდან უკვე გადმოსვენებულია. მას თანამებრძოლები ორშაბათს კიევში, წმ. ვოლოდიმირის ტაძარში გამოემშვიდობებიან და სამშობლოში ამის შემდეგ გადმოასვენებენ. “იყო დაგეგმილი ოპერაცია, ლევან ლობჟანიძე, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი უნდა გამოეყვანათ და, აი, ამ სიტუაციაში, გზაში, დაბომბვაში მოყვნენ ბიჭები და დაბომბვაში დაიღუპა. ვერ მიაღწიეს ბიჭებმა, ლობჟანიძე რომ გამოეყვანათ. ორი აზერბაიჯანელი გვყავს დაჭრილი, ჩვენი ძმები, როლებიც…

მეტი...

,,ჰამასის” მიერ მძევლად აყვანილი კიდევ ერთი პირის დაღუპვა დადასტურდა

ტანზანიის მთავრობამ “ჰამასის” მიერ მძევლად აყვანილი ტანზანიელი სტუდენტის დაღუპვა დაადასტურა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. კლემენს ფელიქს მთენგა იყო ერთ-ერთი იმ ორი ტანზანიელიდან, რომელიც 7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ტერორისტულმა დაჯგუფებამ მძევლად აიყვანა. როგორ დაიღუპა 22 წლის მძევალი, ჯერჯერობით უცნობია. ტანზანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მძევლის ოჯახი უკვე ინფორმირებულია და მუშაობენ იმისთვის, რომ მისი ცხედარი სახლში გადაასვენონ.

მეტი...

ოზურგეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ხეს შეეჯახა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

მეტი...

ნიდერლანდები უკრაინას 2 მლრდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

ნიდერლანდები უკრაინას 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ,,ნიდერლანდები აგრძელებს უკრაინის მუდმივ მხარდაჭერას. 2024 წლისთვის მთავრობამ 2 მილიარდ ევროზე მეტი გამოყო, ეს თანხა ძირითადად სამხედრო მხარდაჭერისთვისაა განკუთვნილი”, – ნათქვამია ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოყოფილი თანხები მოხმარდება საბრძოლო მასალის მომარაგებას, აღჭურვილობისა და იარაღის მოვლა-პატრონობას, კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესებას, ასევე ქვეყნის აღდგენასა და რეკონსტრუქციას.

მეტი...

კრეტაზე ქურდობისთვის საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

ჰერაკლიონში, კრეტაზე ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები არიან 37 და 32 წლის ქართველები, რომლებმაც 11 აპრილიდან 17 აგვისტოს შუალედში კრეტაზე ძვირადღირებული სახლები სულ მცირე 6-ჯერ გაძარცვეს და იქიდან 100 000 ევროზე მეტი ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს, რის შემდეგაც ის გაყიდეს და თანხის ნაწილი დახარჯეს. ჰერაკლიონის უშიშროების სამმართველოს ცნობით, საქმეზე გამოძიება ისევ გრძელდება. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

,,აშშ და უკრაინა დეკემბერში თავდაცვის შესახებ ერთობლივ კონფერენციას გამართავენ” – ზელენსკი

დეკემბერში უკრაინა და აშშ თავდაცვის შესახებ ერთობლივ კონფერენციას გამართავენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ღონისძიება ვაშინგტონში გაიმართება და ის იმ თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმის გაგრძელება იქნება, რომელიც კიევში სექტემბერში ჩატარდა. ,,დეკემბერში უკრაინისა და აშშ-ის მრეწველობის სპეციალური კონფერენცია გაიმართება, რომელსაც ოფიციალური პირები და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან – ყველა, ვინც ჩვენს თავდაცვას უზრუნველყოფს… ჩვენ აქტიურად მივიწევთ წინ აშშ-სთან ერთად იარაღის ერთობლივი წარმოების საკითხზე. ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან, შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ერთად და ეს აუცილებლად გააძლიერებს როგორც ამერიკელებს, ასევე უკრაინელებს და ჩვენს…

მეტი...

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა კიევს შეუტიეს

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი პოპკო აცხადებს, რომ მათმა საჰაერო თავდაცვამ კიევთან ახლოს რუსეთის ათამდე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ,,18 ნოემბრის ღამეს, კიევის გარეუბანში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული შაჰიდის” ტიპის ათამდე დრონი გაანადგურა,” – წერს სერგეი პოპკო Telegram-ზე. მსხვერპლის ანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მეტი...

ერდოღანი ბერლინში ოლაფ შოლცს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდა. მანამდე მან შეხვედრა გამართა პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთანაც. 2020 წლის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი ბერლინში პირველად ჩავიდა. შეხვედრებზე საუბარი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომსა და მიგრაციის საკითხს შეეხო. მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანია ღაზაში მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული დახმარების ერთ-ერთი უდიდესი დამფინანსებელია. ,,მე და პრეზიდენტ ერდოღანს ძალიან განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ არის პირდაპირი საუბარი ასე მნიშვნელოვანი. გარკვევით ვამბობ – ისრაელის არსებობის უფლება გერმანიისთვის უდავოა. ჩვენს ქვეყანაში ანტისემიტიზმის ადგილი არ არის,” – წერს შოლცი X-ზე. ​ერდოღანმა კი განაცხადა, რომ ისრაელმა დაუყოვნებლივ…

მეტი...

რამაზ ნიკოლაიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

პარლამენტის წევრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 62-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 15-17 ნოემბერს, უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართა. სესიაზე განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა შავი ზღვის რეგიონში პარლამენტების როლის გაძლიერება უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, რომელიც ეხება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აღსანიშნავია ისიც, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC) ოფიციალურად დატოვა რუსეთის დელეგაციამ. გენერალურმა ასამბლეამ ასევე მიიღო რეკომენდაციები და მოხსენებები შემდეგ თემებზე: „პარლამენტების როლის გაძლიერება ბავშვთა დაცვის პოლიტიკის მიმართულებით“; „PABSEC -ის 30-წლიანი თანამშრომლობა, თანამშრომლობის…

მეტი...