,,გადადგომას არ ვაპირებ, ყველამ მინდა კარგად გაიგოს” – ბერაია

პარტია ,,მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მოითხოვა, რომ კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ თანამდებობა დატოვოს.

,,სირცხვილია, გადადექი, ვის რა ჯანდაბად სჭირდება შენი თანამდებობა, სირცხვილია რასაც აკეთებ, თავლაფდასხმული კაცი ხარ. სირცხვილია, ისევ რომ ხარ თავმჯდომარე. იმისთვის, რომ ჯანსაღი ვითარება დაბრუნდეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, ღირსება უნდა დაბრუნდეს!” – თქვა ელისაშვილმა.

ბერაიამ კომიტეტზე საპასუხოდ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გადადგომას არ აპირებს:

,,ყველას ვეტყვი, ყველას გასაგონად, რომ გადადგომას ნამდვილად არ ვაპირებ, ეს ყველამ მინდა კარგად გაიგოს, ერთხელ და სამუდამოდ”.

მსგავსი თემები