თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას მომდევნო კვირებში აპირებს

,,თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას მომდევნო კვირებში აპირებს”. ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა ჟურნალისტებს განუცხადა. თვეების განმავლობაში, თურქეთი და უნგრეთი შვედეთის NATO-ში წევრობის რატიფიკაციას უკვე თვეებია, აჭიანურებენ. მისი თქმით, თურქეთის მხრიდან შვედეთის გაწევრიანების რატიფიკაციას უახლოეს რამდენიმე კვირაში ელოდება. მისი განცხადებით, სტამბოლს ახალი პირობები არ წამოუყენებია და შეთანხმების ის ნაწილი, რაც შვედეთს ეხებოდა, შესრულებულია.

მეტი...

ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა კაბუმ საპატიმრო დატოვა

ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა კაბუმ საპატიმრო დატოვა. ქართველ მსახიობსა და რეპერს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ კაბუ 26 ნოემბერს დააკავეს. ბრალდება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა.

მეტი...

,,ახლა იქ ცოტა სახიფათოა” – ილონ მასკმა ღაზის სექტორში მიწვევაზე უარი განაცხადა

ილონ მასკმა ღაზის სექტორში მიწვევაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „ახლა იქ ცოტა სახიფათოა, მაგრამ მე მჯერა, რომ გრძელვადიანი აყვავებული ღაზა კარგია ყველა მხარისთვის“, – დაწერა მასკმა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე. მოწვევა, მილიარდერს, ჰამასის მაღალჩინოსანმა ოსამა ჰამდანმა სამშაბათს გაუგზავნა. „ჩვენ ვიწვევთ მას ეწვიოს ღაზას, რათა ნახოს ღაზის ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, ობიექტურობისა და სანდოობის სტანდარტების შესაბამისად. 50 დღის განმავლობაში ისრაელმა 40 000 ტონაზე მეტი ასაფეთქებელი ნივთიერება ჩამოაგდო ღაზის დაუცველი მოსახლეობის სახლებზე“, – თქვა ჰამდანმა ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე. ცნობისთვის, ორი დღის წინ ილონ მასკი ისრაელში იმყოფებოდა და ბენიამინ…

მეტი...

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ,,გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, – წერს დეპარტამენტი.

მეტი...

ვიდეორეპორტაჟი „აღმოსავლური ვენეციიდან”

განათებული, ხალხმრავალი, სანახაობებით დატვირთული, გამწვანებული, მუსიკალური ქალაქი – ეს ლიჯიანგის ძველი ქალაქია, რომელიც ჩინეთის პროვინციის – იუნანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ვიდეორეპორტაჟი ყველა იმ საინტერესო და მიმზიდველ ადგილს ასახავს, რითაც ძველი ქალაქი ტურისტებს იზიდავს.   ეკა გულუა ჩინეთიდან  

მეტი...

სანქცირებული ოლიგარქი იგორ კოლომოისკი სტრასბურგში ჩივილს აპირებს

უკრაინელი ოლიგარქი, სანქცირებული იგორ კოლომოისკი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩივილს აპირებს. ბიზნესმენი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის თანახმადაც, მას პატიმრობის ვადა 2 თვით გაუხანგრძლივდა. ,,გადავწყვიტეთ, მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული სასამართლოები აგრძელებენ იგორ ვალერიევიჩის პატიმრობას ყოველგვარი გამართლებული სამართლებრივი მიზნის გარეშე, ადამიანის უფლებათა კონვენციის მოთხოვნების სრული დარღვევით. ასევე გვჯერა, რომ “ფანტასტიკური” სისხლის სამართლის პროცესი ფარული პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული. პირველი ფარული მოტივი აიხსნება საზოგადოების წინაშე “დეოლიგარქიზაციის” ხელსაყრელი და დაპირებული სურათის შექმნით. მეორე ფარული მოტივი არის, რომ იგორ კოლომოისკის წაერთვას ნაციონალიზებული ქონების დაბრუნების იურიდიულ სტრატეგიაზე მუშაობის შესაძლებლობა”, –…

მეტი...

აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 34 კმ-ში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 4,7 მაგნიტუდა იყო.

მეტი...

,,ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის წევრებისთვის ხელფასების ზრდას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა

,,ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის წევრებისთვის ხელფასების ზრდას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 2025 წლის პირველი იანვრიდან, მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებსა და თანამდებობის პირებს ხელფასები გაეზრდებათ. ცვლილებებს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 0 იყო. კანონპროექტის ინიციატორი შალვა პაპუაშვილია, რომელმაც მანამდე განმარტა, რომ ეს არა ხელფასების ზრდა, არამედ თანხის შესაბამისობაში მოყვანა იმ კოეფიციენტებთან, რომლებიც 2017 წელს დადგინდა. დოკუმენტი ითვალისწინებს: პარლამენტის თავმჯდომარეს – 10 000 ლარი [არსებული ხელფასი: 6 740 ლარი]; პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 9 500 ლარი [არსებული ხელფასი: 6 400 ლარი]; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 9 250 ლარი…

მეტი...

„აღმოსავლური ვენეცია“ ჩინეთში – ლიჯიანგის ძველი ქალაქი

ქალაქი ლიჯიანგი ჩინეთის პროვინციის – იუნანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აქ  ცხოვრობს ნაქსი და რამდენიმე სხვა ეთნიკური უმცირესობა. ლიჯიანგი ცნობილია იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლით – ძველი ქალაქი ლიჯიანგით, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ისტორიული არქიტექტურის სტილის ნარევს. ეს არის ერთადერთი ძველი ქალაქი ჩინეთის ყველა ცნობილ ისტორიულ და კულტურულ ქალაქს შორის, ქალაქის კედლის გარეშე. მას 800 წლიანი ისტორია გააჩნია. ძველ ქალაქს უამრავი არხი კვეთს. შესაბამისად, აქ არის უამრავი პატარა ხიდი. ის მდებარეობს  2400 მეტრის სიმაღლეზე და მას ისტორიულ და კულტურულ ქალაქს და “აღმოსავლური ვენეციას” უწოდებენ. ყველა ნაკადული, რომელიც ხიდის ქვეშ მიედინება, ანკარაა და სავსეა ოქროს…

მეტი...

,,რუსეთის დაუსჯელობა და წარმატება აუცილებლად წაახალისებს ახალ აგრესორებს”- ენტონი ბლინკენი

,,რუსეთის დაუსჯელობა და წარმატება აუცილებლად წაახალისებს ახალ აგრესორებს და ეს შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოხდეს”,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისი თქმით, მოკავშირეებში არ არსებობს კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, უნდა გაგრძელდეს თუ არა უკრაინის მხარდაჭერა. „უნდა გითხრათ: როცა მაგიდის ირგვლივ ყველა ჩვენს კოლეგას ვუსმენდი, ყველა ლაპარაკობდა უკრაინის ძლიერი და გრძელვადიანი მხარდაჭერის საჭიროებაზე. ზოგიერთმა დასვა კითხვა, უნდა გააგრძელონ თუ არა შეერთებულმა შტატებმა და ნატოს სხვა მოკავშირეებმა უკრაინის მხარდაჭერა… პასუხი დღეს ნატოში არის ძალიან მკაფიო და ურყევი: ჩვენ უნდა და დავუჭიროთ მხარი უკრაინას. იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთის აგრესიული ომი…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს 20 ადამიანი დაემატება

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს 20 ადამიანი დაემატება. როგორც  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს შედგა პოლიტსაბჭოს სხდომა და მიიღეს გადაწყვეტილება საბჭოს გაფართოების შესახებ. „გამარჯვების კოალიციის „ნაციონალურმა მოძრაობის“ ლიდერის ინიციატივის შესაბამისად, ვგულისხმობ პრეზიდენტ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს, რომელმაც თქვა, რომ ის ჩაერთვება პოლიტსაბჭოს ფორმირებაში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს უპასუხა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომელიც ეხებოდა პოლიტიკური საბჭოს გაფართოებას. ცხადია, მანიფესტის შესაბამისად, ვგულისხმობ, რომ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ივანიშვილის დამარცხება, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება და ის, რომ სამშვიდობის გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, მივიღოთ ევროკავშირის წევრობის სტატუსი, ამ იდეალებზე, 2003 წლის ვარდების რევოლუციის იდეალებს ვინც იზიარებს იმ…

მეტი...

,,წარსულში ყოფილ მეუღლეზე ძალადობის მუხლით იყო დაკავებული”- საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში –  კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ამჟამინდელი ქმარი კი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. 40 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაჭრილი ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ოჯახის წევრების განცხადებით, ქალი ქმარს დაახლოებით 6 თვის წინ დაშორდა და ჯაფაროვთან გადავიდა საცხოვრებლად.  მათ ყოფილი ქმარი მათ ხშირად ემუქრებოდა . “სულ ემუქრებოდა, რომ მოვკლავო”.. – ამბობს ადგილობრივი. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა და მისი ქმარი მოკლა, წარსულში ყოფილ მეუღლეზე ძალადობის მუხლით იყო დაკავებული, მას წინასწარი პატიმრობაც ჰქონდა შეფარდებული, თუმცა, საპატიმრო დაწესებულება…

მეტი...

რუსეთის საზღვარზე ჯარების შესაძლო გაგზავნის პოლონეთის გეგმა დაძაბულობას გამოიწვევს – პესკოვი

კრემლის განცადებით, ფინეთ-რუსეთის საზღვარზე პოლონური ჯარის განთავსება დაძაბულობას გამოიწვევს. პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელის იაცეკ სიევიერის განცადებით,  “მოკავშირეთა მხარდაჭერის ოფიციალური მოთხოვნის საპასუხოდ ჰიბრიდული თავდასხმის ფონზე” ფინეთში სამხედრო მრჩეველთა გუნდს გაგზავნის. ,,ეს არის აბსოლუტურად ზედმეტი ღონისძიება საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან იქ არანაირი საფრთხე არ არსებობს. ფინელებმა ნათლად უნდა იცოდნენ, რომ საზღვრებზე სამხედრო ნაწილების კონცენტრაციის გაზრდა ჩვენთვის საფრთხეს შექმნის”, – განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

მეტი...

ოზურგეთში, ვეტერანებისთვის, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩატარდება

მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ჩაატარებს უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს და საჭიროების შემთხვევაში, მინი-ოპერაციებს. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 10 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექონოლოგიური აპარატურით. ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან. მისამართი: ოზურგეთი; ჩოხატაურის ქუჩა N 20. შპს. ‘’სააქიმო სამედიცინო ცენტრი’’; ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და…

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრი ვეტერანებისთვის 149 -ე საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, , ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 149-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი; ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის…

მეტი...

კრემლს სურს ქვეყანაში შესვლისას უცხოელებმა “ლოიალურობის შეთანხმებას” მოაწერონ ხელი

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ  კანონპროექტი მოამზადა, რომელიც უცხოელებს აიძულებს ხელი მოაწერონ “ლოიალურობის შეთანხმებას”, რომელიც კრძალავს ოფიციალური პოლიტიკის კრიტიკას, საბჭოთა სამხედრო ისტორიის დისკრედიტაციას ან “ტრადიციული” ოჯახური ღირებულებების დარღვევას. უცხოელებს ეკრძალებათ კანონების მიღების ან გაუქმების წახალისება, ბუნებრივი რესურსებისადმი დაუდევრად მოპყრობა, კულტურული ფასეულობების უგულებელყოფა. კანონის მიღების შემთხვევაში, უცხოელებს მოეთხოვებათ, არ გამოიჩინონ “უპატივცემულობა რუსეთის მოსახლეობის რეგიონული და ეთნოკულტურული ცხოვრების მრავალფეროვნების, ტრადიციული რუსული სულიერი და მორალური ღირებულებების მიმართ”. უცნობია, გავრცელდება თუ არა უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეზე, ან რა სასჯელი იქნება გათვალისწინებული მისი დარღვევისთვის.

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ვეტ-კლინიკებთან და ორგანიზაცია მეიჰიუ Georgia-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ვეტ-კლინიკებთან და ორგანიზაცია მეიჰიუ Georgia-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ,,თანამშრომლობა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გარდა, კომპლექსურ ქმედით და საინფორმაციო ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს და რაც მთავარია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მიუსაფარი ცხოველების ცხოვრების ხარისხს. ვეტერინარულ კლინიკებთან ურთიერთანამშრომლობა ითვალისწინებს: სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაციების ერთობლივად ჩატარებას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას; საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობის ფარგლებში ტრავმირებულ ცხოველებთან დაკავშირებით დახმარებას, მათთვის პირველადი, გადაუდებელი მომსახურების გაწევას; ტრავმირებული ცხოველებისათვის ექოსკოპიისა და რენტგენოგრაფიული კვლევის ჩატარებას; ასევე, თერაპიული მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. ხოლო მეიჰიუ Georgia -სთან ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, ორგანიზაცია მიუსაფარი ძაღლების უფასო სტერილიზაცია/კასტრაციას განახორციელებს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მეიჰიუ ჯორჯიას და…

მეტი...

სემეკმა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 600 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2023 წლის იანვრიდან დღემდე მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა, ჯამში 621 972 ლარის ოდენობით. მიმდინარე წლის განმავლობაში, კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ სემეკს მიმართა 1904 მოქალაქემ, რომელთა საჩივრებიც შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს. კომისიის გადაწყვეტილებებით, დაკმაყოფილდა მოქალაქეთა მოთხოვნები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარი ცხოველების მასობრივ ანტირაბიულ ვაქცინაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარი ცხოველების მასობრივ ანტირაბიულ ვაქცინაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამჯერად ვარკეთილის, ვაზისუბნისა და აფრიკის მიუსაფარ ცხოველებს ჩაუტარა. ,,ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ხდება. ქუჩის ბინადარი ცხოველების ვაქცინაციას სააგენტო მიმკედლებლებთან კოორდინაციით ახორციელებს, ხოლო პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, თავად უზრუნველყოს ცხოველისთვის ყოველწლიური აცრის ჩატარება. სააგენტო მადლობას უხდის ქუჩის ბინადარი ცხოველების მიმკედლებლებს, რომლებიც აცრების დაგეგმვასა და განხორციელებაში სააგენტოსთან ინტენსიურად თანამშრომლობენ. ასევე, სააგენტო მეპატრონეებს საკუთარი ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს. ეს…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა  12-15 მეტრის ხიდან კატა ამწე-კალათის დახმარებით უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ილორის ქუჩაზე 12-15 მეტრის ხიდან კატა ამწე-კალათის დახმარებით უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და მასზე მზრუნველ ადამიანთან დააბრუნეს. სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან.  

მეტი...

უკრაინაში მიმდინარე ომი საზოგადოების თვალთახედვიდან ქრება და ეს საბედისწერო რამ არის – ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი საზოგადოების თვალთახედვიდან ქრება და ეს საბედისწერო რამ არის. „ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი საზოგადოების თვალთახედვიდან ქრება და ეს საბედისწერო რამ არის. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა უკრაინას ჰქონდეს დამცავი ფარი, რომელიც დაიცავს ქვეყნის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ზამთრის პერიოდში, ვინაიდან რუსეთის სამიზნეს კვლავ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს“, – განაცხადა  ანალენა ბერბოკმა.

მეტი...

რუსი გენერალი უკრაინაში, სავარაუდოდ, ნაღმზე აფეთქდა

უკრაინაში მებრძოლი რუსი გენერალი, სავარაუდოდ, ნაღმზე აფეთქდა. გენერალი ვლადიმერ ზავადსკი ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე მდებარე კრინოკის ოლქში დაიღუპა. გენერლის სიკვდილის სხვა ვერსიებიც არსებობს.  მეორე ვერსიით, 28 ნოემბერს ზავადსკი ლიკვიდირებული იქნა ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე მდებარე კრინოკის რაიონში. სავარაუდოდ, მას ცეცხლი გაუხსნეს უკრაინული BTR-82A-დან. არსებობს ალბათობა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შური იძიეს უმაღლეს სარდლობაზე იმის გამო, ისინი წინასწარ განწირულ შეტევაზე გაუშვეს და მიატოვეს.

მეტი...

„მძიმე მდგომარეობაა, როგორც იტყვიან, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს „ნაცმოძრაობაში“- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მძიმე მდგომარეობაა. მისი თქმით, პარტიაში არსებული დაპირისპირება კიდევ დიდხანს გაგრძელდება. „მძიმე მდგომარეობაა, როგორც იტყვიან, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს „ნაცმოძრაობაში“. გრძელდება დაპირისპირება. აცხადებდნენ, რომ მელია აღარ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თუმცა მელიამ ხაბეიშვილსა და კეზერაშვილს აუმხედრა, თუ არ ვცდები, რვა საკრებულო, პარტიული ორგანიზაცია. ეს არის ის დაპირისპირება, რომელიც კარგია, რომ გრძელდება „ნაცმოძრაობის“ შიგნით და ალბათ კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. ეს არის სისუსტის ნიშანი, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დასუსტებულია და სწორედ ამიტომ არის მოშლილი. სისუსტის გამოვლინებაა ის რღვევა, რომელიც გრძელდება „ნაცმოძრაობის“ შიგნით“, – აღნიშნა ირაკლი…

მეტი...

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამუდმებით საუბრობს, რომ იგებენ არჩევნებს, თუმცა მათ უკვე წააგეს რვა არჩევნები და წააგებენ მეცხრე, მეათე და გარანტირებულად მეთერთმეტე არჩევნებსაც – კობახიძე

2012 წლიდან მოყოლებული, „ნაცმოძრაობა“, მათ შორის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, გამუდმებით საუბრობს, რომ იგებენ არჩევნებს, მარცხდება „ქართული ოცნება“, თუმცა მათ უკვე რვა არჩევნები წააგეს და აუცილებლად წააგებენ მეცხრე, მეათე და გარანტირებულად ასევე მეთერთმეტე არჩევნებს –  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ყოველი არჩევნების წინ ისინი არწმუნებენ საკუთარ მხარდამჭერებს, რომ მოიგებენ, თუმცა შემდეგ საკუთარ ამომრჩევლებში იწვევენ იმედგაცრუებას. ამით ალბათ თავიანთი მხარდამჭერებიც დაიღალნენ და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მათი რეიტინგი არის შემცირებული, სწორედ ეს იმედგაცრუებაა. უკვე მათ მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გამარჯვების. რვაჯერ მოატყუეს, რომ იგებნენ არჩევნებს და რვაჯერ წააგეს არჩევნები.…

მეტი...

მგონია, რომ უკრაინის ხელისუფლების ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების მხრიდან დასავლეთზე რაღაცების გადაბრალება არასწორია – ირაკლი კობახიძე

მგონია, რომ უკრაინის ხელისუფლების ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების მხრიდან დასავლეთზე რაღაცების გადაბრალება არასწორია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს  უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზე. „ჩვენ ამ საკითხში ღრმად ვერ შევალთ. ზოგადად, მგონია, რომ უკრაინის ხელისუფლების ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების მხრიდან დასავლეთზე რაღაცების გადაბრალება არასწორია. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ხელისუფლება მოქმედებს საკუთარი პასუხისმგებლობით, როცა გადაწყვეტილებებს იღებს და განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს დაკავშირებულია ომის შეწყვეტასთან თუ გაგრძელებასთან. ეს ის პოლემიკაა, რაშიც ჩვენ ვერ ჩავერთვებით. ეს არის უკრაინელი მაღალჩინოსნებისა და დასავლეთის საქმე“, –…

მეტი...

აშშ-ის შემდეგ პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა ევროპისთვის კატასტროფული იქნება – პისტორიუსი

აშშ-ის შემდეგ პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა ევროპისთვის კატასტროფული იქნება, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, თუ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელახლა აირჩევა, ეს „ბევრად უკეთესი“ იქნება. „ამას თუ გააკეთებენ, ალბათ ვერ შეძლებენ ევროპაში ჩართულობის იმავე დონის შენარჩუნებას. ეს ნიშნავს, რომ ევროპელებს ნატო-ს ფარგლებში მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.  

მეტი...

მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 29-30 ნოემბერს და 1-3 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მათი ცნობით, 30 ნოემბრიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება. „1-3 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსამდე დათბება. 30 ნოემბერს, სითბოს ფონზე, დასავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდი იქნება. 1-3 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება, 1-3 დეკემბერს ჰაერი +17, +19 გრადუსამდე გათბება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 ნოემბერს გაწვიმება, ხოლო 1-3 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +21,…

მეტი...

მოლდოვის მიერ სანქციებთან შეერთება კიდევ ერთი მტრული ნაბიჯია – მარია ზახაროვა

რუსეთი მოლდოვას რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებთან შეერთებისთვის, საპასუხო ზომების მიღებით დაემუქრა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა. „მიგვაჩნია, რომ ეს არის კიდევ ერთი მტრული ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთ-მოლდოვური ურთიერთობების განადგურებას. ეჭვგარეშეა, რომ ეს ჩვენი მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება“, – განაცხადა მარია ზახაროვამ. ცნობისთვის, მოლდოვა შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ოთხ პაკეტს. როგორც მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ განაცხადა, ქვეყნის ხელისუფლება იკვლევს სხვა ანტირუსული ღონისძიებების მხარდაჭერის შესაძლებლობას და განიხილავს თუ როგორ იმოქმედებს ეს ეკონომიკაზე.

მეტი...

ბრიტანეთში, ღორის გრიპის ახალი შტამის ადამიანში გავრცელების პირველი შემთხვევა დააფიქსირეს

27 ნოემბერს, ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ (UKHSA) დაადასტურა, რომ ერთ ადამიანს გრიპი A H1N2v დაუდასტურდა. Influenza A(H1N2)v წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით ღორებში გავრცელებულ გრიპის ვირუსების მგავს,  მაგრამ განსხვავებულ ვირუსს. პირველადი მონაცემების თანახმად, ბრიტანეთში H1N2 ინფექცია გენეტიკურად განსხვავდება მსოფლიოს სხვა ნაწილებში ადამიანებში ბოლო დროს დაფიქსირებულთაგან და კონკრეტულ სახელს, 1b.1.1-ს უწოდებენ. „სწრაფად ვმუშაობთ, რათა მივაკვლიოთ ახლო კონტაქტებს და შევამციროთ ნებისმიერი პოტენციური გავრცელება. მიღებული პროტოკოლის მიხედვით, მიმდინარეობს გამოძიება, რათა გავიგოთ, როგორ დაინფიცირდა ეს ინდივიდი და შევაფასოთ, არის თუ არა მასთან დაკავშირებული სხვა შემთხვევებიც“, – აცხადებს UKHSA-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი მეერა ჩანდი.

მეტი...

,,უკრაინა არ წავა რაიმე კომპრომისზე რუსეთთან” – კულება

“უკრაინას გადაწყვეტილი აქვს აღადგინოს კონტროლი საზღვარზე 1991 წლის ფარგლებში და არ წავა რაიმე კომპრომისზე რუსეთთან”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომამდე განაცხადა. მან დაადასტურა, რომ ესმის მოსაზრებები “რუსეთთან შეთანხმებასა” და “დათმობებზე”, მაგრამ ამის შესაძლებლობა კატეგორიულად გამორიცხა. ,,ჩვენი სტრატეგიული მიზანი – 1991 წლის საზღვარზე კონტროლის აღდგენა – უცვლელი რჩება და არაფერი შეგვიშლის  ხელს მის განხორციელებაში. ადამიანებმა, ვინც ამას გვთავაზობენ, უპირველეს ყოვლისა, იგივე უნდა შესთავაზონ თავიანთ მთავრობებს – მისცეს ვინმეს თავისი ტერიტორიის ნაწილი, თავისი ხალხი. დაე, გააკეთონ ეს და ვნახოთ, იქნება თუ არა შესაძლებელი ამაზე საუბარი”, –…

მეტი...

ხერსონში, რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრების დროს შენობა ააფეთქეს

ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში, იმ შენობაზე დარტყმა, რომელშიც იმ დროისთვის რუსი ოფიციალური პირები თათბირს მართავდნენ, დარტყმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის წარმომადგენელი ავრცელებს. მისივე ცნობით, ადგილობრივებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ  დროებით ოკუპირებულ სოფელ იუვილეინში სამხედრო მაღალჩინოსნები იკრიბებოდნენ. თავდასხმის დროს ხუთი რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი დაიღუპა.

მეტი...

ჩვენ ამ ომში გადაგვაგდეს – ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინა სტრატეგიულ ჩიხში იმყოფება, დასავლეთის ნაწილი მზად არის, ჩვენი მიწებით და სისხლით გადაიხადოს, რომ რუსეთმა არ წააგოს, არ დაექვემდებაროს ჩინეთს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინელ ჟურნალისტთან ნიკოლაი ფელდმანთან „იუთუბ-არხზე“ ინტერვიუში განაცხადა. „რაში მდგომარეობს სტრატეგიული ჩიხი? პირველი – დასავლეთის პოზიციაში, რომლის ნაწილი მზად არის ჩვენი მიწებით და სისხლით გადაიხადოს, რომ რუსეთმა არ წააგოს, არ დაექვემდებაროს ჩინეთს. ეს დასავლეთის ინტერესებშია, რომ პარიტეტი არ დაირღვეს ჩინეთის სასარგებლოდ და მას არ გაუჩნდეს ბირთვული სატელიტი რუსეთის სახით, რაც მათ გარდაუვალი ჰგონიათ მისი დანგრევის შემთხვევაში, ან არ გაჩნდეს უზარმაზარი ნაცრისფერი ზონა,…

მეტი...

საფრანგეთში ტყეებში, პლაჟებსა და საზოგადოებრივ პარკებში მოწევა აიკრძალება

საფრანგეთი აკრძალავს მოწევას პლაჟებსა და საჯარო პარკებში, – ამის შესახებ  ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ორელიან რუსომ  განაცხადა. მინისტრმა   წარადგინა მთელი რიგი ზომები, რადგან მთავრობა ცდილობს თავიდან აიცილოს თამბაქოსთან დაკავშირებული 75,000 სიკვდილი წელიწადში.  მინისტრის განცხადებით, „გეგმის მიზანია, 2032 წლისთვის თამბაქოსგან თავისუფალი თაობა შეიქმნას“. პრესკონფერენციაზე საუბრისას, საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა აურელიენ რუსომ განაცხადა, რომ საფრანგეთში მალე აიკრძალება მოწევა პლაჟებზე, საჯარო პარკებში, ტყეებსა და ზოგიერთ სხვა საჯარო სივრცეში, მათ შორის სკოლებთან ახლოს. რუსომ ასევე გამოაცხადა სიგარეტის ფასის თანდათანობითი ზრდა და თქვა, რომ 2025 წელს ერთი შეკვრა ეღირება 12 ევრო, ხოლო 2027 წლისთვის 13 ევრო. საფრანგეთმა…

მეტი...

2024 წლის 1-ელი იანვრიდან ახალგაზრდობის კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ემატება

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, იცვლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელწოდებები. „კანონპროექტით გათვალისწინებულია ახალგაზრდობის კომპონენტის კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველ რგოლში გადატანა. ახალგაზრდობის კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადავა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან და ჩამოყალიბდება განათლების , მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო და დარჩება კულტურისა და სპორტის სამინისტრო“, – განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა. ამასთან,…

მეტი...

,,სულ ემუქრებოდა, რომ მოვკლავო…”- საგარეჯოში, კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი მეუღლე კი მოკლა

მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში –  კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ამჟამინდელი ქმარი კი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. 40 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაჭრილი ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ოჯახის წევრების განცხადებით, ქალი ქმარს დაახლოებით 6 თვის წინ დაშორდა და ჯაფაროვთან გადავიდა საცხოვრებლად.  მათ ყოფილი ქმარი მათ ხშირად ემუქრებოდა . “სულ ემუქრებოდა, რომ მოვკლავო”.. – ამბობს ადგილობრივი.

მეტი...

ლავროვის მიადგილე ნატოსთან შეიარაღებულ კონფლიქტს არ გამორიცხავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს შეიარაღებულ კონფლიქტს რუსეთის ფედერაციასა და ნატოს შორის. მისი თქმით,  ურთიერთობების გაუმჯობესება აღარ იქნება შესაძლებელი. კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა შეიარაღებული კონფლიქტი მომავალში, რიაბკოვმა განაცხადა: „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზეა დამოკიდებული. არჩევანი მთლიანად ნატოს მხარეზეა”. “არჩევანი მთლიანად ნატოს მხარეზეა. ჩვენ მზად ვართ, როგორც უკვე ვაჩვენეთ, დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები ყველანაირი საშუალებით. არ მგონია, რომ რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობა ამა თუ იმ ფორმით უახლოეს მომავალში აღდგება. ეს გამორიცხულია როგორც პრინციპული, ისე პრაქტიკული მიზეზების გამო. თუ ვინმე დასავლეთში ფიქრობს, რომ ეს ურთიერთობები ჩვენ გვჭირდება და…

მეტი...