ახალი დეტალები დის მკვლელობის საქმეზე

პოლონური მედია წერს, რომ დის მკვლელს მეზობლებმა მაშინ შეუსწრეს, როცა ნიღბიანი მამაკაცი დანით დანაშაულის ადგილას იმყოფებოდა, თუმცა დამნაშავემ თვითმხილველებს გაჩუმება აიძულა და მიიმალა. არსებული ინფორმაციით, ქართველი ქალი სასიკვდილოდ მისმა ძმამ გაიმეტა, თუმცა სასტიკი დანაშაულის მოტივი უცნობია. და-ძმა  მარნეულიდან იყვნენ. მეზობლები ყვებიან, რომ მკვლელობის რამდენიმე ვერსია არსებობს და რა მოხდა პოლონეთში პოლიცია დაადგენს.

მეტი...

ისრაელისა და “ჰამასის” დროებითი ზავი შესაძლოა ერთი, ან ორი დღით გახანგრძლივდეს

ისრაელსა და “ჰამასს” შორის დროებითი ზავი შესაძლოა ერთი, ან ორი დღით გახანგრძლივდეს. Reuters-ის ცნობით, ეგვიპტის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ მიიღეს დადებითი სიგნალები ორივე მხარისგან ზავის შესაძლო გახანგრძლივების შესახებ. ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა დიაა რაშვანმა განაცხადა, რომ ქვეყანა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ყველა მხარესთან, რათა მიაღწიოს შეთანხმებას ოთხდღიანი ზავის გახანგრძლივებაზე, რაც ნიშნავს ღაზაში მყოფი მეტი მძევლისა და ისრაელის ციხეებში მყოფი მეტი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას. შეგახსენებთ, რომ ისრაელ-ჰამასის დროებითი, ოთხდღიანი ზავის პირველი დღე გუშინ, 24 ნოემბერს ჰამასის ტყვეობაში მყოფი 24 მძევლის გათავისუფლებით დასრულდა. სანაცვლოდ ისრაელის ციხიდან 39 პალესტინელი პატიმარი გაუშვეს. CNN-ის…

მეტი...

,,სომხეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას” – ფაშინიანი

,,სომხეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. „მე არაერთხელ განვაცხადე ჩემს საჯარო განცხადებებში, რომ ჩვენ სრულად და ცალსახად ვუჭერთ მხარს საქართველოს ერთიანობას და სახელმწიფოებრიობას“, – განაცხადა ფაშინიანმა პირდაპირ ეთერში კითხვაზე, მზად არის თუ არა სომხეთი აღიაროს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ფაშინიანის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის მარიონეტი გაგლოევი. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ამბობს, რომ არ აინტერესებს სომხეთის პრემიერის აზრი. მისივე თქმით, “ნიკოლ ფაშინიანმა უღალატა თავის ხალხს”.

მეტი...

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს თბილისის ანძა ნარინჯისფრად განათდა

25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, დედაქალაქის ანძა ტრადიციულად ნარინჯისფრად განათდა. ინიციატივა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2016 წლიდან ხორციელდება. ამ სიმბოლური ჟესტით საქართველოს დედაქალაქი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდა. კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 16 დღეს გაგრძელდება. კამპანიის ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ მსოფლიოს ქალაქები მის მხარდაჭერას ღირსშესანიშნავი შენობებისა თუ ობიექტების ნარინჯისფრად განათებით გამოხატავენ. ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებშიც სწორედ ნარინჯისფერი დომინირებს. კამპანიაში მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი…

მეტი...

ოკუპანტებმა სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. „ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

მეტი...

ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმს სასამართლომ 12 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

ახალგაზრდა ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმს აღკვეთის სახით თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ქეთევან ცერცვაძის პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროკურატურამ სხდომაზე 15 000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობა დააყენა. საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ ექიმმა არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დანიშნა, რამაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა და მისი გარდაცვალება გამოიწვია. პროკურატურამ ექიმს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე…

მეტი...

გორთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

გორი-კვარხეთის გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას რეგიონული გამოცემა qartli.ge ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ნისლის დროს მოხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

რუსეთი უკრაინაზე „კალიბრებით“ შეტევებს ვეღარ ახორციელებს

რუსეთის უკრაინაზე საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით, „კალიბრებით“ შეტევებს ამ ეტაპზე ვერ ახორციელებს. ამის მიზეზი ის არის, რომ რუსული ფლოტის უდიდესი ნაწილი სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკშია გადაყვანილი. თუ სევასტოპოლში საბრძოლო ხომალდებზე ამ ტიპის რაკეტების ჩატვირთვის ინფრასტრუქტურა არსებობს, ნოვოროსიისკში ის არ არის. ამ ლოგისტიკური პრობლემების გამო საზღვაო ფრთოსანი რაკეტების გამოყენება პრაქტიკულად შეჩერებულია. ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება, რომ რუსეთი, ბუნებრივია, ამ პრობლემის მოგვარებას შეეცდება, რათა ზამთრის პერიოდში უკრაინის წინააღმდეგ საზღვაო ფლოტიც გამოიყენოს. როგორც უკრაინის სამხედრო დაზვერვა იუწყება, სევასტოპოლში სამხედრო ხომალდებზე რამდენიმე სერიოზული დარტყმის შემდეგ ოკუპანტებმა სევასტოპოლიდან გემები ნოვოროსიისკში გადაიყვანეს. იმის გამო, რომ ნოვოროსიისკის პორტში ყველა საბრძოლო…

მეტი...

საქართველოში ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობა კრიტიკულ პრობლემად რჩება

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოში უცხო ქვეყნის საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოში ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობა კვლავაც კრიტიკულ პრობლემად რჩება. ,,ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ყველას მოვუწოდებთ საერთო ქმედებისკენ ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად – დაწყებული სექსუალური შევიწროებით და ძალადობით, ბავშვთა ქორწინებითა და ფემიციდით დამთავრებული… საქართველოში ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობა კვლავაც კრიტიკულ პრობლემად რჩება იმის მიუხედავად, რომ მთავრობამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ბევრი სერიოზული ნაბიჯი გადადგა ადამიანის უფლებების ამ საშინელი დარღვევების წინააღმდეგ…

მეტი...

,,ვისაც შევიწყალებ, ნახავთ, როცა იქნება შეწყალება” – სალომე ზურაბიშვილი

,,ვისაც შევიწყალებ, ნახავთ, როცა იქნება შეწყალება”. ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას. ,,მე აქ არავის შეწყალებაზე არ ვსაუბრობ და კითხვებზე არ ვპასუხობ, ვისაც შევიწყალებ, ნახავთ, როცა იქნება შეწყალება“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ გორში ჩავიდა. პრეზიდენტი EU-ს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ხელმოწერებს აგროვებს. სალომე ზურაბიშვილს გორში ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ დახვედრია.

მეტი...

საქართველოს მოქალაქემ პოლონეთში და მოკლა

პოლონეთში, საქართველოს მოქალაქემ საკუთარი და მოკლა. ქალს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მკვლელობა რამდენიმე დღის წინ მოხდა. დანაშაულზე აქტიურად წერს პოლონური მედიაც. მოკლული ჯერ საქართველოში არ ჩამოუსვენებიათ. ამ დრომდე უცნობია მოტივი, რატომ გაიმეტა ძმამ საკუთარი და სასიკვდილოდ. ის ჯერ არ დაუკავებიათ. არსებული ინფორმაციით, და-ძმა მარნეულიდან იყვნენ. ქალი პოლონეთში სამუშაოდ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ წავიდა.

მეტი...

კიევზე დრონებით მასიური შეტევის გამო, ლატვიის პრეზიდენტს თავშესაფარში ჩასვლა მოუწია

კიევზე დრონებით მასიური შეტევის გამო, ლატვიის პრეზიდენტს თავშესაფარში ჩასვლა მოუწია. ფოტო წარწერით -„25 ნოემბერი, დილის 05:10 საათი, კიევი“, – ედგარს რინკევიჩის ტვიტერზე ვრცელდება. გასულ ღამეს რუსებმა უკრაინის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების რეკორდული რაოდენობა გაუშვეს, საიდანაც ასევე რეკორდული რაოდენობა გაანადგურა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ. უფრო კონკრეტულად კი 75 “შაჰიდიდან” უკრაინამ 71 ჩამოაგდო. ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი თავდასხმის დროს, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. დღეს მან მონაწილეობა მიიღო ჰოლოდომორის 90 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. გუშინ კი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

მეტი...

პაკისტანში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 35

პაკისტანში, ქალაქ კარაჩიში სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 35. შენობაში 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სავაჭრო ცენტრის გენერატორს გაუჩნდა და მოგვიანებით შენობის ორ სართულზე გავრცელდა.

მეტი...

,,დავასრულოთ ბავშვთა ქორწინება” – პარლამენტთან აქცია იწყება

პარლამენტთან ბავშვთა ქორწინების აკრძალვის მოთხოვნით ამ წუთებში აქცია იწყება. ორგანიზატორები “ქალთა მოძრაობა”, “საფარი” და აზერბაიჯანული თემის აქტივისტები არიან. აქციის მონაწილეები სახელმწიფოსგან ეფექტურ რეაგირებას ითხოვენ. ,,კანონმდებლობითაც ბავშვთა ქორწინება არ იკრძალება. მართალია, საქორწინო ასაკი 18 წელია, მაგრამ თუ 18 წლამდე ეს ხორციელდება, მაშინ ის დასჯადი არ არის. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი კანონმდებლობით და რაც მთავარია პრაქტიკითაც, ბავშვების ნიშნობა და ბავშვების ქორწინება ჩაითვალოს ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთ ფორმად და უფრო მეტი მექანიზმი ჰქონდეს პოლიციას, რომ ჩაერთოს და თავიდან აიცილოს, პრევენცია მოახდინოს ადრეული ქორწინებების,” – ამბობს “საფარის” დირექტორი, ბაია პატარაია.

მეტი...

დღეს გაცვლის მეორე ეტაპი იქნება – “ჰამასმა” 14 მძევალი უნდა გაათავისუფლოს

ისრაელსა და “ჰამასს” შორის მორიგი ტყვეთა გაცვლა დღეს მოხდება. “ჰამასმა” 14 ისრაელელი მძევალი უნდა გაათავისუფლოს, სანაცვლოდ კი ისრაელმა 42 პალესტინელი პატიმარი. ინფორმაციას CNN ავრცელებს. შეთანხმების პირობების მიხედვით, “ჰამასი” ისრაელს სამი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ, ერთ ისრაელელ მძევალს გადასცემს. დროებითი ზავის ფარგლებში “ჰამასმა” 24 მძევალი 39 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უკვე გაათავისუფლა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 4 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.

მეტი...

პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ბ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან გოგონას აედევნა ქუჩაში და მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის…

მეტი...

ავტომფლობელებმა თბილისში არასწორი პარკირებისთვის 15 მილიონი ლარი გადაიხადეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის ბიუჯეტის 10 თვის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, თბილისში ავტომობილის არასწორად პარკირების გამო დაწერილი ჯარიმების მოცულობა წინა წელთან შედარებით გახუთმაგებულია და 15,364,075 ლარს მიაღწია. ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 50 ლარიდან იწყება.

მეტი...

მარიუპოლში რუსმა სამხედროებმა მათივე მეთაური მოკლეს

დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში, რუსმა სამხედროებმა მათივე მეთაური, ,,მუდმივი მუქარისა და შეურაცხყოფისთვის” მოკლეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათი თქმით, კუპიანსკის მიმართულებით აღინიშნება წვევამდელების სამხედრო მომზადების უკიდურესად დაბალი ხარისხი. ისინი ძირითადად ასაკოვანი, ალკოჰოლ და ნარკოდამოკიდებული ადამიანები არიან. ,,რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამხედრო მოსამსახურეებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ ხელმძღვანელობა მათ საზარბაზნე ხორცად იყენებს და დანაკარგებსაც არ ითვლის. ასევე არის ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ მარიუპოლში რუსმა სამხედროებმა, რომლებიც ყოფილ პატიმრებისგან შედგება, მოკლეს მათი მეთაური. მუდმივი მუქარისა და ბულინგის გამო”, – აცხადებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.

მეტი...

ლაშა შუშანაშვილი იგივე ,,ლაშა რუსთავსკი” პატიმრობიდან გაათავისუფლეს

საბერძნეთში, ათენის სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ე.წ. კანონიერი ქურდი, 62 წლის ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად “ლაშა რუსთავსკი” ციხიდან გაათავისუფლეს. შუშანაშვილმა ციხეში 5,5 წელი გაატარა და მას სასამართლოში მისვლა დეკემბერში ისევ მოუწევს ორგანიზებული დანაშაულის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ცნობისთვის, ციხიდან ის უკვე მეორედ გათავისუფლდა. პირველად 2015 წელს, ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით. ამის შემდეგ კი 2018 წელს ის სალონიკში დააკავეს. შუშანაშვილი საფრანგეთის მიერ 2020 წლიდან იძებნება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შუშანაშვილი ბრალდებულია მძიმე ორგანიზებულ დანაშაულებში, მათ შორისაა მკვლელობები, გამოძალვა, ფულის გათეთრება ევროპის მასშტაბით.

მეტი...

მანქანის გატეხვისა და ქურდობისთვის პოლონეთში სამი ქართველი დააკავეს

პოლონეთში, ქალაქ ვოლაში მანქანის გატეხვისა და ქურდობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. 40, 41 და 22 წლის ქართველებმა ავტოსადგომზე გაჩერებული “აუდის” მარკის ავტომანქანა გატეხეს და იქიდან ნივთები მოიპარეს. პოლიციამ ისინი ცხელ კვალზე დააკავა. ჩხრეკის შედეგად პოლიციამ აღმოაჩინა გასაღებების ნაკრები და სამკაულები. დაკავებული ქართველები დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს და სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გაირკვა, რომ დაკავებულებს ჩადენილი დანაშაულების ჩანაწერებიც ჰქონდათ. დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

რუსეთში მობილიზებულმა სამხედრომ საკუთარი გარდაცვალების ყალბი მოწმობა იყიდა, რომ ომში არ წასულიყო

რუსეთში კაცმა საკუთარი გარდაცვალების ყალბი მოწმობა იყიდა იმისთვის, რომ ომში არ წასულიყო. ულან-უდეს გარნიზონის სამხედრო სასამართლომ ადგილობრივი, მობილიზებული სამხედრო ზორიგოტ არაბჟაევი დეზერტირობის მუხლით გაასამართლა. მობილიზაციის პერიოდში, 2023 წლის მარტში, მან კუთვნილი შვებულებით ისარგებლა, მისი დასრულების შემდეგ კი სამხედრო ნაწილში აღარ დაბრუნდა. როდესაც სახლში მიაკითხეს, ოჯახის წევრებმა სამხედრო პოლიციას მისი გარდაცვალების მოწმობა აჩვენეს, რომელიც ყალბი აღმოჩნდა. არაბჟაევი მაისში დააკავეს, რამდენიმე დღის წინ კი სასამართლომ მას 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.

მეტი...

,,მომავალ წელს უკრაინაში არჩევნები არ იქნება” – დავით არახამია

,,მომავალ წელს უკრაინაში არჩევნები არ იქნება”. ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა დავით არახამიამ „1+1“-ის ჟურნალისტ ნატალია მოსიიჩუკთან ინტერვიუში განაცხადა. ,,მომავალ წელს, ვფიქრობ, საერთოდ არ შეიძლება იყოს არჩევნები. არც საპრეზიდენტო, არც საპარლამენტო და არც ადგილობრივი – არც ერთი”, – განაცხადა არახამიამ. ცნობისთვის, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები წესით მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო. ახლა მიმდინარეობს დებატები იმის შესახებ, უნდა ჩატარდეს თუ არა არჩევნები ომის პირობებში.

მეტი...

სკოლის კვების ობიექტების მოთხოვნები დამტკიცდა

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები“ დამტკიცდა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. ,,არაგადამდებ დაავადებათა განვითარების რისკის შემცირებისა და სიმსუქნის პრევენციის მიზნით, შერჩეული უნდა იქნეს შაქრის ნაკლები შემცველობის სურსათი, მათ შორის სასმელი. დაუშვებელია ტკბილი და გაზიანი სასმელების შეტანა (მათ შორის ხილის სასმელების, გაზიანი/უალკოჰოლო სასმელების, აღდგენილი სასმელების, ენერგეტიკული სასმელების) გამოყენება. კვებისათვის შერჩეული უნდა იქნეს დაბალი ცხიმის შემცველობის სურსათი. მიზანშეწონილია,ნაჯერი ცხიმები ჩანაცვლებულ იქნეს უჯერი ცხიმებით. შერჩეული უნდა იქნეს მარილის/ნატრიუმის ნაკლები შემცველობის სურსათი. ახალი პური წარმოადგენს თითოეული კვების აუცილებელ ნაწილს. ის შეიძლება შეიცვალოს ორცხობილით (დაუმტკბარი) ან მჭადით. სკოლის კვების ბლოკში აკრძალულია: საღეჭი რეზინი,…

მეტი...

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ნიკა გელენიძე, საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველ მებრძოლი ნიკა გელენიძე საქართველოში ჩამოასვენეს, სადაც მას მეგობრები და თანამებრძოლები დახვდნენ. რამდენიმე წუთის წინ კი ის ფოთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიასვენეს. მას 28 ნოემბერს ფოთში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ,,ზრდილობიანი, უაღრესად წესიერი და პატიოსანი ბიჭი იყო. მისი ცუდი არავის არ გაახსენდება. ნამდვილად დაიღუპა გმირულად. პატრიოტი იყო. უკვე 3 თვეა, რაც უკრაინაში წავიდა. არავინ არ იცოდა ისე წავიდა”, – ამბობს მისი ახლობელი. ცნობისთვის, წლის მებრძოლი დანაყოფ “თბილისის” წევრი იყო. ის 17 ნოემბერს თანამებრძოლებთან ერთად, ბახმუტიდან ცხედრის გამოყვანას ცდილობდა, რა დროსაც დაბომბვაში მოყვა და ადგილზე დაიღუპა.

მეტი...

,,გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 75 “შაჰიდიდან” 71 ჩამოვაგდეთ” – უკრაინის საჰაერო ძალები

გასულ ღამეს რუსეთი უკრაინას 75 “შაჰიდის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს. უკრაინელები ამბობენ, რომ მათ 71 დრონი ჩამოაგდეს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის მთავარი სამიზნე წუხელ უკრაინის დედაქალაქი იყო. მხოლოდ კიევის მიმართულების მათ 50 დრონი გაუშვეს. იერიში თითქმის 6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვა მუშაობდა სუმში, დნეპროპეტროვსკში, ზაპოროჟიესა, მიკოლაევისა და სხვა ოლქებშიც. როგორც კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რამდენიმე ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები კიევში მრავალსართულიან სახლებს დაეცა. დაშავდა 5 ადამიანი. მათ შორის, 11 წლის ბავშვი. თავდასხმის შედეგად კიევის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა – სადენების დაზიანების გამო, დენი არ მიეწოდებოდა 77…

მეტი...

,,მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი განიცდის ძალადობას…ნუ გაჩუმდებით!” – ჰერჩინსკი

,,მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი განიცდის ძალადობას…ნუ გაჩუმდებით!”. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “დაუშვებელია ნებისმიერი ადამიანის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა სახლში, სამსახურში, საჯარო სივრცეში ან სხვა ნებისმიერ ადგილას. მაგრამ რეალობა ისაა, რომ მთელ მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი განიცდის ძალადობას პარტნიორის მხრიდან ან ნებისმიერი სხვა სახის სექსუალურ ძალადობას ცხოვრების მანძილზე წარმოშობის, ეთნიკური წარმომავლობის, კულტურისა თუ რელიგიის მიუხედავად. ევროკავშირს აქვს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა გენდერული ძალადობის მიმართ. ეს არის ადამიანის უფლებებისა და ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების მძიმე დარღვევა. საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ…

მეტი...

უკრაინაში დაღუპულ ნიკა გელენიძეს საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ნიკა გელენიძეს საქართველოში დღეს, 25 ნოემბერს, დილის 04:25 საათზე ჩამოასვენებენ. გელენიძეს 28 ნოემბერს 15:00 საათზე ფოთში დაკრძალავენ. ცნობისთვის, 30 წლის მებრძოლი დანაყოფ “თბილისის” წევრი იყო. ის 17 ნოემბერს თანამებრძოლებთან ერთად, ბახმუტიდან ცხედრის გამოყვანას ცდილობდა, რა დროსაც დაბომბვაში მოყვა და ადგილზე დაიღუპა.

მეტი...

უკრაინა გერმანიისგან 50 მილიონ ევროს მიიღებს

უკრაინა გერმანიისგან 50 მილიონ ევროს მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. არსებული ინფორმაციით, მთავრობა ამ თანხას სოციალური დახმარებისთვის, პენსიებისთვის, ექიმებისა და მასწავლებლების ხელფასებისთვის და სხვა კრიტიკული საჭიროებისთვის გამოიყენებს. ,,ეს თანხები მთავრობას დაეხმარება, რომ ბიზნესის მხარდაჭერა და შეღავათიანი კრედიტების პროგრამის “5-7-9″-ის დაფინანსება გააგრძელოს,” – აღნიშნა შმიგალმა. მან საერთაშორისო პარტნიორებს უკრაინის ეკონომიკის აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

მეტი...

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ცნობისთვის, გზის ამ მონაკვეთებზე შეზღუდვა ინტენსიური თოვის გამო იყო დაწესებული.

მეტი...

,,დავიწყეთ გარიგების განხორციელების პირველი რთული დღეები, ეს მხოლოდ დასაწყისია” – ბაიდენი

,,დავიწყეთ გარიგების განხორციელების პირველი რთული დღეები, ეს მხოლოდ დასაწყისია”. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, განაცხადა. მისი თქმით, უახლოეს საათებში გაირკვევა, რა იქნება მძევლების გამოშვების მეორე ეტაპი. ,,დღეს დავიწყეთ გარიგების განხორციელების პირველი რთული დღეები. ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ ჯერ ყველაფერი კარგად მიდის. დღეს დილით 13 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლეს, მათ შორის მოხუცები, ბებია და დედები მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ზოგიერთი ექვს წლამდე ასაკის, ამასთან ერთად, რამდენიმე ტაილანდელი და ფილიპინელი. ყველა მათგანმა გაიარა საშინელი განსაცდელი და ეს მათთვის განკურნების დასაწყისია. მომდევნო საათის განმავლობაში ჩვენ გავიგებთ, რა იქნება მძევლების გამოშვების მეორე ეტაპზე და იმედი მაქვს,…

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა კიევს დრონებით შეუტიეს

რუსმა ოკუპანტებმა კიევს შეუტიეს, რის შედეგადაც 11 წლის ბავშვი დაშავდა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ,,სოლომიანსკის რაიონში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და დაშავდა 11 წლის ბავშვი, რომელსაც ექიმები სამედიცინო დახმარებას ადგილზე უწევენ,” – წერს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო Telegram-ზე. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი პოპკო კი ამბობს, რომ რუსულმა ძალებმა კიევის გარეუბნებს რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. მისივე თქმით, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, საბავშვო ბაღს და რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს ხანძარი გაუჩნდა.

მეტი...