რუსეთში ორმა პოლიციელმა მოქალაქეს სცემა, რომელიც ერთ-ერთ მათგანს ცემისთვის უჩიოდა

რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში უბნის ინსპექტორებმა (40 წლის ლუდმილა პახნევამ და 37 წლის მაქსიმ მოხნატკინიმ) სცემეს მოქალაქე, რომელიც ერთ-ერთ მათგანს ცემის გამო უჩიოდა.

გამომძიებლების განცხადებით, 2023 წლის თებერვალში პოლიციელი მაქსიმ მოხნატკინი მოქალაქე სერგეი უსოვთან სახლში მივიდა და პირადი მოტივების გამო სცემა. ამის შემდგომ, აპრილში, უსოვმა პოლიციას  აღნიშნული ფაქტის შესახებ აცნობა. რამდენიმე დღეში კი მასთან სახლში მოხნატკინი პოლიციელ ლუდმილა პახნევასთან ერთად მივიდა და უსოვა სცემეს.

პოლიციელებმა უსოვს საკუთარი ტელეფონის კბილებით დაღრღნაც კი აიძულეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. დაზარალებულმა წინასწარი დაკავების იზოლატორში 10 დღე გაატარა.

ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ФСБ-მ პოლიციელები დაიჭირეს. ~

მსგავსი თემები