თბილისში ე.წ. საცობებისგან განტვირთვის მიზნით ტრანსპორტის მოძრაობის წესში ცვლილება შედის

დედაქალაქის საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ადგილის, ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ადმინისტრაციული ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიციირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება. თბილისში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში – 3000 ლარის ოდენობით. ანალოგიურ შემთხვევებში, ამავე ოდენობით გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება პირს, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობას ახორციელებს. მოქმედი ნორმით, აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმის ოდენობა…

მეტი...

კაცი, რომელმაც ჰამბურგის აეროპორტში მძევლად საკუთარი შვილი აიყვანა, პოლიციას ჩაბარდა

ჰამბურგის აეროპორტში შეჭრილი შეიარაღებული კაცი პოლიციას ჩაბარდა. უსაფრთხოდაა შეიარაღებული კაცის მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მან მძევლად აიყვანა. ცნობისთვის, თურქი წარმოშობის კაცი აეროპორტის ტერიტორიაზე 4 ნოემბერს 20:00 საათისთვის ავტომობილით შევარდა და ოთხი წლის შვილთან ერთად, თურქეთის ავიახაზების ერთ-ერთი თვითმფრინავის ქვეშ გაჩერდა. მასთან მოლაპარაკებებს ადგილობრივი პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში აწარმოებდა. მომხდარის გამო, ჰამბურგის აეროპორტში გუშინ და დღეს დაგეგმილი რეისები გაუქმდა.

მეტი...

რუსთავი-გარდაბნის გზაზე, მანქანის მართვისას, კაცს გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა

რუსთავი-გარდაბნის გზაზე, მანქანის მართვისას, კაცს გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა. ავტომობილი ხეს შეეჯახა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები. შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მეტი...

ისრაელი ღაზის სექტორს ბომბავს

ისრაელი ღაზის სექტორს ბომბავს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სარაკეტო განგაშის ხმა ისმის ღაზის მიმდებარე ქალაქებში. ამ დროისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

,,შეწყვიტეთ იარაღის გამოყენება!” – რომის პაპი

,,შეწყვიტეთ იარაღის გამოყენება!”. ასე მიმართავს რომის პაპი ფრანცისკე ისრაელსა და პალესტინას და იმედოვნებს, რომ მხარეები კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებისთვის იმოქმედებენ. ,,პალესტინასა და ისრაელში არსებულ სერიოზულ ვითარებაზე ფიქრს ვაგრძელებ. იქ ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ღვთის სახელით, გთხოვთ, შეწყვიტოთ: შეწყვიტეთ იარაღის გამოყენება”, – განაცხადა რომის პაპმა.

მეტი...

,,მე მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე” – სააკაშვილი

,,მე მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე”. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ,,იმათ საყურადღებოდ, ვინც ჩემი გამოსვლა გაიგო როგორც ნიკა მელიას და მისი გუნდის კრიტიკა. მე მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე. მე ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე, ხოლო ჩემი პრიორიტეტი უცვლელია: ახალი სახეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების წამოწევა, ერთიანობა და საერთო მიზნისკენ გაერთიანებული ძალებით მოძრაობა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

კადიროვმა 15 წლის შვილი უსაფრთხოების სამსახურში, თანამდებობაზე დანიშნა

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა თავისი 15 წლის შვილი, ადამ კადიროვი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, მომარაგების განყოფილების უფროსად დაინიშნა. ,,ადამმა აჩვენა და პრაქტიკაშიც დაამტკიცა, რომ ის არის კადიროვების დიდი საგვარეულოსა და მთელი ჩეჩენი ხალხის ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი. ის გამოირჩევა მტკიცე, პრინციპული ხასიათით, გულწრფელი სურვილით, იყოს სასარგებლო ჩვენი რესპუბლიკისთვის და მთელი სამშობლოსთვის!”, – ამბობს ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკის მინისტრი, ახმედ დუდაევი.

მეტი...

ტოსკანაში უამინდობის გამო 1 200 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

იტალიაში, ტოსკანაში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო 1 200 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ათასობით ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა. ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 2 პირი. ტოსკანის რეგიონის პრეზიდენტმა, ეუჯენიო ჯანიმ კი განაცხადა, რომ ეს იყო ყველაზე საშინელი წვიმა, ბოლო 100 წლის განმავლობაში.

მეტი...

ღამის აქტიური ცხოვრება შანხაიში

“შანხაი” სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც “ოკეანეში”. მას ასევე „აღმოსალეთის მარგალიტსაც“ უწოდებენ. შანხაის მთლიანი შიდა პროდუქტი 3.7%-ს შეადგენს. შანხაის აეროპორტების ტვირთისა და ფოსტის გამტარუნარიანობა კი მსოფლიოში მესამე ადგილზეა. კონტეინერების  გამტარუნარიანობით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა. შანხაი ასევე არის მსოფლიოში ცნობილი ტურისტული ადგილი და საერთაშორისო კულტურული გაცვლის ცენტრი. ეს არის ღამის განათებული და გაჩირაღდნებული ქალაქი ათასნაირი სანახაობით. ქუჩებში იმდენი ადამიანი მოძროაბს, სეირნობისას „საცობს“ პირველად გადავაწყდი. რეპორტაჟი – როგორია ღამის ცხოვრება შანხაიში. ეკა გულუა ჩინეთიდან.

მეტი...

,,EU უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს” – ლაიენი

,,ევროკავშირი უკრაინისთვის წლის ბოლომდე 50 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს”. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ლაიენის განცხადებით, უკრაინას ფინანსური სტაბილურობისთვის მან მოლაპარაკებები სენატორებთან და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებთანაც გამართა. ,,მე შევთავაზე ევროპულ საბჭოს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფა. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ამასთან დაკავშირებით წლის ბოლომდე შევთანხმდეთ. ჩვენ მათ ავუხსენით, რას ვაკეთებთ და რატომ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინას ჰქონდეს ფინანსური სტაბილურობა”, – ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მეტი...

ბლინკენი რამალაში მაჰმუდ აბასს ხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინის ხელისუფლების შტაბ-ბინას ეწვია, სადაც პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს, შეხვდა. ბლინკენის რამალაში ჩასვლა წინასწარ არ დაანონსებულა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პარასკევს თელ-ავივში, შაბათს კი ამანში იმყოფებოდა. ის დღის მეორე ნახევარში კი თურქეთში გაემგზავრა.

მეტი...

,,ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ადგილი არ გამოგვიყო, მაგრამ შეხვედრა მაინც მოვახერხეთ” – ნიკა მელია

,,ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ზუგდიდში მხარდაჭერებს ხვდება. როგორც მელია ამბობს, ის მხარდაჭერებთან და თანამოაზრეებთან ერთად, ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. ,,ძალიან მოხარული ვარ, ვიყო ზუგდიდში და მქონდეს შესაძლებლობა შევხვდე თანამოაზრეებს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ფართი არ გამოგვიყო, ჩვენ მოვახერხეთ შეხვედრა და ჩვენ ვისაუბრებთ აუცილებლად ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით – როგორ უნდა დამარცხდეს ქვეყანაში ოლიგარქიული რეჟიმი, როგორ უნდა გაჯანსაღდეს პოლიტიკური პროცესი ჩვენს ქვეყანაში, როგორ უნდა დაიწმინდოს ფულის ინტერესისგან პოლიტიკური სისტემა და პოლიტიკური პროცესი”, – ამბობს მელია.

მეტი...

„აშშ-სთან ურთიერთობები ნულზეა ან ნულის ქვემოთაც” – პესკოვი

„აშშ-სთან ურთიერთობები ნულზეა ან ნულის ქვემოთაც”. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „აშშ-სთან ურთიერთობები ნულზეა ან, მე ვიტყოდი, ნულის ქვემოთაც კი, მაგრამ, რადგან აშშ-საც და ჩვენც გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გლობალურ და სტრატეგიულ სტაბილურობაზე, ასე თუ ისე, დროთა განმავლობაში ამ საუბრის განახლება მოგვიწევს“, – ამბობს პესკოვი.

მეტი...

ამერიკის სავაჭრო პალატა 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებას აშშ-ის ელჩი, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების მაღალი რანგის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ,,ძალიან ამაყი ვარ, რომ აქ ვარ. მე ძალიან ბევრს ვმუშაობ საქართველოში, რომ გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები, ხოლო ეკონომიკური ურთიერთობები არის ის, რაზეც ნამდვილად ვართ ფოკუსირებული. ამერიკულ-ქართული ბიზნესი ერთად ახორციელებენ ინვესტიციებს და აუმჯობესებენ ბიზნესპრაქტიკას, მოაქვთ მეტი კეთილდღეობა საქართველოსთვის და მე ნამდვილად მსურს, რომ კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს”, –  ამბობს რობინ დანიგენი. ფადი ასლი კი უცხოელი ინვესტორების დაცვის საჭიროებაზე საუბობს, რაც, მისი თქმით, ამერიკის სავაჭრო პალატის ერთ-ერთი მიზანია და…

მეტი...

რუსებმა ხერსონის რაიონში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს

რუსებმა უკრაინაში, ხერსონის დნეპროს რაიონში საცხოვრებელ კორპუსი დაბომბეს. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, იერიშის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ,,დაბომბვის შედეგად დაინგრა სახლის მეორე სართული”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მეტი...

უკრაინაში 128-ე ბრიგადის მასობრივი დაღუპვის გამო სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

დასავლეთ უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში 128-ე ბრიგადის სამხედროების მასობრივი დაღუპვის გამო, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. შეგახსენებთ, რომ 3 ნოემბერს დილით რუსეთმა ის ადგილი დაბომბა, სადაც სამხედროები დასაჯილდოებლად იყვნენ შეკრებილი. დაიღუპა 20-ზე მეტი სამხედრო, ასევე არიან დაჭრილები. ინფორმაცია 128-ე ბრიგადის ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ოფიციალურად დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრმა. თუმცა უწყება არ ავრცელებს ინფორმაციას, რა ვითარებაში მოხდა ეს და აცხადებს, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

მეტი...

მარნეულში 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

მარნეულში 50 წლამდე კაცი დაჭრეს. ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მეტი...

150-ზე მეტი ქვეყანა და რეგიონი შანხაიშია თავმოყრილი (ვიდეორეპორტაჟი)

ჩინეთი, შანხაი 5 დღის განმავლობაში მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ექცევა. დღეს აქ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა ოფიციალურად გაიხსნა. მასში მსოფლიოს 150-ზე ქვეყანა და რეგიონი მონაწილეობს. ყველა ქვეყანა საკუთარ პროდუქციას წაროადგენს და მსოფლიოს აცნობს, რა არის კონკრეტული ქვეყნის სავიზიტო ბარათი. რა თქმა უნდა, აქ არის საქართველოც. გამოფენაში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, 2021     – წარმოდგენილი იყო 2900-ზე მეტი გამოფენა 127 ქვეყნიდან და რეგიონიდან. წლევანდელმა საგამოფენო ფართობმა კი რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ის გაშლილია 366 000 კვადრატულ მეტრზე. ერთად ვნახოთ ვიდეორეპორტაჟი. ეკა გულუა შანხაიდან. შანხაი მსოფლიო ყურადღების ცენტრში

მეტი...

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის პატრიარქს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის პატრიარქს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. რუსეთის პატრიარქს უკრაინაში რუსეთის სრულ მასშტაბიანი შეჭრის გამართლებაში ადანაშაულებენ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, პატრიარქი კირილი რუსეთის უმაღლეს სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული პირია და ერთ-ერთი პირველია, ვინც საჯაროდ დაუჭირა მხარი უკრაინის წინააღმდეგ ომს.

მეტი...

ჰამბურგის აეროპორტი, სადაც შეიარაღებული პირი იმყოფება, კვლავ დახურულია

ჰამბურგის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად 4 წლის გოგონა ჰყავს აყვანილი, სამართალდამცავები შესაბამის ოპერაციას ახორციელებენ. ამის გამო, აეროპორტი კვლავ დახურულია, ავიარეისები კი გაუქმებული. ,,გუშინ, საღამოს 8:24 საათიდან ჰამბურგის აეროპორტში, პოლიციის ოპერაციის გამო, ფრენების შეჩერება გახდა საჭირო. პოლიციის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, რაც ნიშნავს, რომ ფრენები გაურკვეველი ვადით შეჩერდება. ამ შეფერხების შედეგად დღეს მთელი დღის განმავლობაში ავიარეისების არაერთი გაუქმება და შეფერხება იქნება, დილით, პირველი რეისები უკვე გაუქმდა”, – ნათქვამია აეროპორტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 4 ნოემბერს, ჰამბურგის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ავტომანქანით შეიარაღებული პირი შევარდა. მოგვიანებით კი…

მეტი...

დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ,,ავერსის” კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ავთანდილ თათარაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, ერთ-ერთი გაქცეული პატიმრის გუჯა თათარაშვილის ძმაა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გუშინ დააკავა. საქმეზე დაკავებულია ასევე საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

მეტი...

თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის დარღვევით მოძრაობაზე ჯარიმები იზრდება

თბილისში, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და არსებული ჯარიმები იზრდება. ,,ქართული ოცნების” დეპუტატების ინიციატივით პარლამენტში განსახილველად წარდგენილია “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებები, რომლის თანახმადაც: თბილისში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით; განმეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში კი – 3000 ლარის ოდენობით; ანალოგიურ შემთხვევებში, ამავე ოდენობით გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება პირს, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობას ახორციელებს; მოქმედი ნორმით, აღნიშნულ დარღვევებზე…

მეტი...

რუსული რაკეტების თავდასხმას ხერსონზე, დნეპროპეტროვსკსა და პოლტავაზე მსხვერპლი მოჰყვა

დღეს რუსეთის არმია რამდენჯერმე დაესხა თავს ხერსონს. დაღუპულია ერთი და დაშავებულია რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე. ხერსონის გარდა, ოკუპანტებმა ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს დნეპროპეტროვსკისა და პოლტავას რაიონებზე. უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა დნეპროპეტროვსკში მტრის სამი „ისკანდერ-K“ გაანადგურა. უცნობია, რამდენი რაკეტა გაუშვეს დამპყრობლებმა. მსხვერპლისა და დაღუპულის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. რაც შეეხება პოლტავას, რაკეტის ნამსხვრევებმა მიროროდის რაიონში რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ფილიპ პრონინის თქმით, დაიღუპა ერთი ქალი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ორი ბავშვია.

მეტი...

ზაპოროჟიეში რუსულ სარაკეტო თავდასხმას ათობით ოფიცერი და მოქალაქე ემსხვერპლა

უკრაინის შეიარაღებული ძალების 128-ე ცალკეული ბრიგადის სარდლობამ, უკრაინის არტილერიის დღესთან დაკავშირებით, დაჯილდოების ცერემონიის მოწყობა გადაწყვიტა სოფელ ზაპოროჟიეში. სწორედ ამ დროს მოხდა რუსული სარაკეტო თავდასხმა, რასაც ათობით ოფიცერი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

მეტი...

მძევლების ოჯახების მხარდასაჭერად თელ -ავივში ათასობით ადამიანი შეიკრიბა

თელ-ავივის ხელოვნების მუზეუმთან, ათასობით ადამიანი შეიკრიბა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ მძევლად აყვანილი 242 ადამიანის ოჯახების სოლიდარობის მიზნით. „ჩვენ გვესმის ამ შეკრების მნიშვნელობა, რადგან ხვალ „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის 30-ე დღეა”, – განაცხადა თელ- ავივის მერმა, რონ ჰულდაიმ მიტინგის დაწყებისას და აღნიშნა, რომ 4 ნოემბერი ისრაელის ყოფილი პრემიერმინისტრის, იცხაკ რაბინის მკვლელობის თარიღიცაა. მისი თქმით, რაბინმა იცოდა რთული გადაწყვეტილებების მიღება და ახლა ნეთანიაჰუმ უნდა გააკეთოს ეს და დააბრუნოს ყველა მძევალი. ასევე, გამოსვლებია პრემიერ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნითაც. დემონსტრანტები იერუსალიმში, მის სახლთან შეიკრიბნენ.

მეტი...

მიწისძვრა ნეპალში – არის მსხვერპლი

ნეპალში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. მიწისძვრა ნეპალის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კარნალის პროვინციაში დაფიქსირდა. ეპიცენტრი სოფელ რამიდანდაში იყო. ამ დროისათვის ცნობილია 157 დაღუპულის შესახებ. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება, რადგან მიწისძვრა იმ დროს მოხდა, როცა ხალხს ეძინა.

მეტი...

ენტონი ბლინკენი დღეს თურქეთს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, იორდანიაში სამუშაო ვიზიტის შემდეგ, თურქეთში მიემგზავრება, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ვის შეხვდება. იორდანიაში მან ისრაელი-ჰამასის ომთან დაკავშირებით შეხვედრები გამართა ახლო აღმოსავლეთის ლიდერებთან, რომლებმაც ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვეს. თუმცა, ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ “ჰუმანიტარული პაუზების” მომხრეა, მაგრამ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის წინააღმდეგი. აღსანიშნავია, რომ ბლინკენის ვიზიტამდე, თურქეთში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც, მონაწილეობდა. აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა ისრაელს ოკუპანტი უწოდა, რის შემდეგაც ისრაელმა დიპლომატების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

მეტი...

ოპერისა და ბალეტის თეატრთან დღეს, 16:00 საათზე, გაფიცული თანამშრომლები აქციას გამართავენ

ოპერისა და ბალეტის თეატრთან დღეს, 16:00 საათზე, გაფიცული თანამშრომლები აქციას გამართავენ. ​მათი თქმით, თეატრში სამუშაოს მოცულობის ინტენსიურობისა და სირთულის გაზრდის მიუხედავად, დასაქმებულთა ხელფასი მიზერულია და წლების განმავლობაში არ შეცვლილა. ანაზღაურება დაახლოებით 500 ლარს შეადგენს. ისინი ხელფასების 100 %-ით მატებასა და გაფიცვის შეტყობინების მიღების შემდეგ, დამსაქმებლის მიერ 2 გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენას მოითხოვენ. ,,მიუხედავად მედიაციის უშედეგოდ დასრულებისა, დამსაქმებელს მოვუწოდებთ, დააკმაყოფილოს დასაქმებულთა სამართლიანი მოთხოვნები… დროა ოპერის სხვა თანამშრომლები შემოუერთდნენ ბრძოლას ღირსეული შრომითი ანაზღაურებისა და პირობებისთვის. მოგიწოდებთ ყველას, ღირსეული შრომისთვის ბრძოლაში შემოგვიერთდეთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ჰამბურგის აეროპორტში მანქანით შეიარაღებული პირი შეიჭრა

ჰამბურგის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, ავტომანქანით შეიარაღებული პირი შევარდა. ერთ-ერთი ტერმინალის ტერიტორიაზე, მან 2-ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.  არავინ დაშავებულა. პოლიცია მასთან მოლაპარაკებას ცდილობს. არსებული ინფორმაციით, მანქანაში კაცთან ერთად ორი ბავშვიც იმყოფება. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ტერიტორიაზე შეჭრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ჰამბურგის აეროპორტი დახურულია და ფრენები შეჩერებულია.

მეტი...

ბორის ჯონსონი და სკოტ მორისონი ისრაელში ჩავიდნენ

ბრიტანეთისა და ავსტრალიის ყოფილი პრემიერმინისტრები, ბორის ჯონსონი და სკოტ მორისონი, სოლიდარობის ნიშნად ისრაელში ჩავიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მოინახულებენ სამხრეთ თემებს, რომლებსაც 7 ოქტომბერს “ჰამასი” თავს დაესხა. შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

მეტი...

გასულ დღეს რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქის 6 დასახლება დაბომბეს

გასული დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქის 6 დასახლება დაბომბეს. დაფიქსირდა 46 აფეთქება. ინფორმაციას სუმის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. ცეცხლის ქვეშ მოექცა კრასნოპილსკის, იუნაკოვსკის, ზნობ-ნოვგოროდსკის, დრუჟბივსკის, სერედინო-ბუდსკის, ესმანსკის თემები. მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მეტი...

,,გასულ დღეს რუსეთთან 82 საბრძოლო შეტაკება მოხდა” – უკრაინის გენშტაბი

გასული დღის განმავლობაში უკრაინელ თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის 82 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. ,,მთლიანობაში, მტერმა 7 სარაკეტო და 24 საჰაერო დარტყმა, ასევე, 64 შეტევა განახორციელა სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე. ოკუპანტებმა თავდასხმები განახორციელეს დონეცკის ოლქის ბოჰდანივკას რაიონშიც, თუმცა, უშედეგოდ. უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდასხმის ოპერაციებს დონეცკის ოლქის ბახმუტის სამხრეთით, აყენებენ მტერს დანაკარგებს ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით, იმაგრებენ მიღწეულ საზღვრებს”, – ვკითხულობთ გენშტაბის ანგარიშში.

მეტი...

შანხაი მსოფლიო ყურადღების ცენტრში

5 დღის განმავლობაში, შანხაი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ექცევა. დღეს აქ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა იხსნება, რომელშიც  მსოფლიოს 150-ზე ქვეყანა და რეგიონი მონაწილეობს.

მეტი...