რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე თავისუფლები არიან

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე თავისუფლები არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ,,კახაბერ ნათაძის და მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. უკანონო პატიმრობიდან მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. მოლაპარაკების არსებული ფორმატებისა და ინსტრუმენტების ფარგლებში წარმოებული ინტენსიური დიალოგის შედეგად, კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე დაუბრუნდნენ საკუთარ…

მეტი...

კაპროვანთან, ზღვაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

კაპროვანთან, ზღვაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 30 წლამდე მამაკაცი ზღვაში გუშინ გაუჩინარდა. მაშველებმა მისი ცხედარი დღეს იპოვეს. ამ დროისთვის, სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

26 აგვისტოს, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მღვდელმთავრად კურთხევის 60 წელი უსრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. ,,ახალი სტილით 26 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, სხვა წმინდანებთან ერთად, დღესასწაულობს ღირსი მაქსიმე აღმსარებლის ხსენებას. წმინდა მაქსიმე (580-662წწ) ცნობილი და გამორჩეულია დაუცხრომელი ქადაგებით, ჭეშმარიტი სწავლების მტკიცე დაცვით, ასკეტური და მოწამეობრივი ცხოვრებით… მონოთელიტთა ერესის წინააღმდეგ მებრძოლი ღირსი მამა იმპერატორ კონსტანს II-ის ბრძანებით ორ მოწაფესთან ერთად საშინლად აწამეს: სამივეს ენა ამოაჭრეს, მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და დასავლეთ საქართველოში გადმოასახლეს. აქ სასწაული აღესრულა: მოწამეებს ლაპარაკისა და წერის უნარი დაუბრუნდათ…

მეტი...

ავარია მარნეული-თბილისის გზაზე – არიან დაშავებულები

მარნეული-თბილისის გზაზე, სოფელ კოდას მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. დაშავებულია სამი ადამიანი, ერთის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია იყო მობილიზებული. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

საირმის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბაღდათში, საირმის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, საირმის ტყეში ხანძარი დღეს გაჩნდა. ადგილზე ცოცხალ ძალასთან ერთად, ავიაციაც მუშაობდა. ცეცხლის ქრობის პროცესში 3 ვერტმფრენი მონაწილეობდა.

მეტი...

,,ოპოზიციას ქვეყნის წინსვლა არ აინტერესებს’’ – არჩილ გორდულაძე

დედაქალაქის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’ წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა. ,,ვადევნებ თვალს თქვენი პატრონების მიერ დაფინანსებულ ტელევიზიებსაც და სხვა მედიასაშუალებებსაც. სამწუხაროდ, თქვენი მხრიდან მხოლოდ ტყუილის ტირაჟირებას ვისმენ. თქვენ რომ მოგისმინოთ, ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ომი მშვიდობაა, განვითარება გენოციდია და ეკონომიკური წინსვლა საერთოდ არ არის საჭირო. თქვენ ებრძვით კონკრეტულ ადამიანებს, არ გაინტერესებთ ქვეყნის წინსვლა’’, – განაცხადა საკრებულოს წევრმა. არჩილ გორდულაძემ დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებს და კოლეგებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ოპოზიციას საერთო საქმის კეთებისკენ მოუწოდა. ,,თქვენ უნდა გაითავისოთ, რომ ამ ქვეყნის ნაწილი ხართ. რაც შეეხება ხალხის განწყობას, 2024…

მეტი...

მაყაშვილის ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საკაბელო არხების დაერთების გამო, 26-27 აგვისტოს, 00:00-დან 06:00 საათამდე კოტე მაყაშვილის ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხება მაყაშვილის ჩიხიდან ბარნოვისა და მაყაშვილის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს. აღნიშნულ პერიოდში ბარნოვის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მაყაშვილის, მიხეილ ზანდუკელის, ერეკლე ტატიშვილის ქუჩების, პეტრე მელიქიშვილის გამზირისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით, ხოლო მაყაშვილის ქუჩიდან ტრანსპორტი იმოძრავებს ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, ივანე კერესელიძისა და ბარნოვის ქუჩების გავლით. სამუშაოები იწარმოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით.

მეტი...

„ბევრი ეძიეს, მაგრამ ვერაფრით ამტკიცებენ, ამიტომ გადაწყვიტეს არარეალური ბრალდებები გაეჟღერებინათ” – კონსტანტინე ზარნაძე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ზარნაძე საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ბრალდება, თითქოს ყოფილი აბრეშუმი ქარხნის ტერიტორიის რუკიდან მდინარე ვერეს კალაპოტის შეზღუდვა წაშალეს, აბსურდია. „ბევრი ეძიეს, მაგრამ ვერაფრით ამტკიცებენ, რომ ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე არსებობს რაიმე შეზღუდვები, ამიტომ გადაწყვიტეს არარეალური ბრალდებები გაეჟღერებინათ. მინდა განვმარტო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირი შეზღუდვა არ ვრცელდება, მათ შორის არც შეტბორვის და არც წყალდაცვითი. ამას გარდა, თუ რაიმე შეზღუდვა იარსებებს, ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება განაშენიანების რეგულირების გეგმის ეტაპზე. მე ვერ ვხდები, რატომ უნდა შეეჩერებინა კომისიას…

მეტი...

ლატვიაში რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

ლატვიაში რუსეთის ჯაშუშობისა და FSB-ში მუშაობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია სამი ეჭვმიტანილი, მეოთხეს კი ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა. მათი ვინაობა ოფიციალურად არ სახელდება.

მეტი...

„პრიგოჟინს არასდროს უთხოვია უსაფრთხოების გარანტიები“- ლუკაშენკო

„პრიგოჟინს არასდროს უთხოვია უსაფრთხოების გარანტიები“, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა. ლუკაშენკომ პრიგოჟინთან საუბრები და მასთან შეხვედრა გაიხსენა. ,,თუ კითხვას პირდაპირ ვუპასუხებ: მე არ უნდა უზრუნველვყო პრიგოჟინის უსაფრთხოება. ეს პირველ რიგში. მეორე – ამაზე საუბარი არასდროს ყოფილა. მესამე, დაიმახსოვრეთ: უსაფრთხოების თვალსაზრისით, აქამდე ორჯერ მივედით. პირველად, როცა დავურეკე და მოლაპარაკებები მიდიოდა, მაშინ, როცა მოსკოვში მიდიოდნენ. მე ვუთხარი: “ჟენია, ხვდები, რომ ხალხს მოკლავ და თავადაც მოკვდები?”. მან თქვა: “კარგი, მოვკვდები”. მე ვუთხარი: “ჟენია, გამოგიგზავნი თოკს და საპონს”. მან მიპასუხა: “არა, არა, არა. არ მინდა, ასე მოვკვდე. გმირულად მოვკვდები”. ეს იყო…

მეტი...

,,ელჩმა საიმედო დასაყრდენის რყევის განცხადებები არ უნდა აკეთოს”- გია ვოლსკი

ყველამ უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომ საქართველო საიმედო დასაყრდენია და ელჩმა საიმედო დასაყრდენის რყევის განცხადებები არ უნდა აკეთოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. „შეიძლება, რადიკალური დაპირისპირების რაღაც ფორმულირებებიც მოვიყვანოთ, მაგრამ ორმხრივ ურთიერთობებს არ უხდება მთელი რიგი განცხადებები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან და ელჩისგან მოდიოდა. ბოლო სამხედრო სწავლებებმაც გვიჩვენა, რომ საკმაოდ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით ამერიკისა და საქართველოს მეგობრობა ურყევია. არ ვჩემულობ არავის გმირობას, მაგრამ საქართველომ არაერთი შვილის სიცოცხლე, ჯანმრთელობა დაკარგა, რათა ამერიკელებთან ერთად, მხარდამხარ დაპირისპირებოდა საერთაშორისო ტერორიზმს ან ორგანიზებულ დანაშაულს. ეს მუდმივად უნდა…

მეტი...

,,დედამ-შვილი, დამ ძმა, ნათესავებმა – ნათესავი, საქართველომ კი ერთგული, პატრიოტი, თანამემამულე დაკარგა”- ზაზა მესხს ემშვიდობებიან

შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგული ზაზა მესხის გარდაცვალება დადასტურდა. ამ დრომდე ნაპოვნია ზაზა მესხის მეუღლის, ალინა პოლიკოვსკას, ზაზა მესხისა და მათი ერთი შვილის ცხედრები. „ზაზა, მქონდა პატივი შენთან მეგობრობის! მადლობა ყველაფრისთვის! დედამ-შვილი, დამ ძმა, ნათესავებმა ნათესავი, საქართველომ კი ერთგული, პატრიოტი, თანამემამულე დაკარგა . ძალიან მძიმეა, ზაზასთან ერთად საქართველომ მისი შვილების სახით ღირსეული ქართველები დაკარგა! როგორი რთულია ეს ყველაფერი, ვუსამძიმრებ ოჯახს, ნათესავებს და საქართველოს  ზაზა მესხის დაღუპვა დადასტურდა – მისი ცხედარი ეპიცენტრიდან თითქმის 60 კმ-ის მოშორებით, 24 აგვისტოს იპოვეს. ალინა და ზაზა, სამ მცირეწლოვანთან ერთად, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მოჰყვნენ. ამ დრომდე ნაპოვნია…

მეტი...

ხანძარი ბაღდათში, საირმის ტყეში

ბაღდათში, საირმის ტყეში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ”მთავარი არხი” ავრცელებს. მათივე ცნობით, ადგილზე ცოცხალ ძალასთან ერთად, სამაშველო ოპერაციაში ავიაციაც ჩაერთო. ხანძრის ქრობის პროცესში 3 ვერტმფრენი მონაწილეობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

მეტი...

ომი არ დასრულდება, სანამ მთელი ტერიტორია, მათ შორის ყირიმი არ გათავისუფლდება – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ ომი არ დასრულდება, სანამ მთელი ტერიტორია, მათ შორის ყირიმი არ გათავისუფლდება. ,,როდესაც უკრაინა ყირიმის სამხედრო გათავისუფლებას დაიწყებს, ამას ყველა დაინახავს და გაიგებს. ეს არის პირველი ოპერაცია, რომელიც საჯარო გახდა. მანამდე, ჩვენი შეიარაღებული ძალები, ჩვენი უსაფრთხოების ძალები, სხვა ოპერაციებში იყვნენ ჩართული. ყველა ოპერაციის შესახებ ჩვენს საზოგადოებას ვერ მივაწვდით ინფორმაციას. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ოპერაციები არ დასრულდება მანამ, სანამ ჩვენი ქვეყნის მთელი ტერიტორია, მათ შორის ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა ტერორისტებისგან არ გათავისუფლდება. ეს იქნება უფრო ძლიერი ოპერაცია, ვიდრე ამჟამად…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-თბილისის გზატკეცილზე – მძიმედ დაშავდა 3 პირი

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-თბილისის გზატკეცილზე – BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი, რომელიც წინა მანქანის გასწრებას ცდილობდა, შემხვედრ სატვირთოს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა BMW-ის მძღოლი და  მანქანაში მყოფი კიდევ ორი პირი. ერთ-ერთმა კიდური დაკარგა. შემთხვევის ადგილას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. წყარო: მთავარი არხი

მეტი...

აბსოლუტური სიცრუეა დასავლელი ლიდერების განცხადებები, რომ ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში კრემლის ბრძანებით დაიღუპა – პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დასავლელი ლიდერების განცხადებები იმის შესახებ, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში კრემლის ბრძანებით დაიღუპა, „აბსოლუტური სიცრუეა“. „ახლა დიდი სპეკულაციაა თვითმფრინავის ჩამოვარდნისა და თვითმფრინავის მგზავრების, მათ შორის ევგენი პრიგოჟინის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ. რა თქმა უნდა, დასავლეთში ყველა ეს სპეკულაცია ცნობილი კუთხით არის წარმოდგენილი. ეს ყველაფერი აბსოლუტურად სიცრუეა და ამ საკითხის გაშუქებისას აუცილებელია ფაქტებზე დაყრდნობა. ჯერ ბევრი ფაქტი არ არის, ეს საგამოძიებო მოქმედებების მსვლელობისას უნდა დადგინდეს, რომელიც ახლა მიმდინარეობს“, – აღნიშნა პესკოვმა.  

მეტი...

„ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა ამ დაავადების ირგვლივ”- მაია ბუწაშვილი სალმონელოზზე

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ  „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოების საწარმოო პროცესის შეჩერებას ეხმაურება. მისი თქმით, მომხდარის შემდეგ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება სალმონელოზზე. „ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა ამ დაავადების ირგვლივ. მოკლე ინფორმაცია სალმონელოზზე: ეს არის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც შეიძლება დაგვემართოს ადამიანის, ან ცხოველის ფეკალიით დაბინძურებული საკვების, ან წყლის მიღებით. ინფექციის წყაროს ძირითადად წარმოადგენს თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი, ფრინველი, რძის პროდუქტები. ინფიცირება შეიძლება ასევე მოხდეს ცურვის დროს (აუზში – ადეკვატურად ქლორირება ამ რისკს თავიდან გვაცილებს, ტბაში, მდინარეში). შეიძლება პროდუქტი თერმულად კარგად იყოს დამუშავებული, მაგრამ ინფიცირების რისკი…

მეტი...

„საზოგადოებას მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა – ნუ ენდობიან ჩვენი ოპონენტების მიერ გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას”- გიორგი ტყემალაძე

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დედაქალაქში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. „მინდა, მივმართო ჩვენს ოპონენტებს, საკრებულოში მრავალწლიანი მუშაობის მანძილზე მე არ მახსენდება ერთი პროექტი ან ინიციატივა, რომელმაც დაიმსახურა თქვენი მოწონება. ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ თქვენ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებულები, გამოძრავებთ მხოლოდ პირადი პარტიული მიზნები და ისინი არ ემსახურება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. აქ მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ შეუძლებელია ყველა პროექტი განხილული იყოს უარყოფით კონტექსტში. ჩვენი ოპონენტები ნამდვილად გამოირჩევიან კონკრეტული გვარების მიმართ ინტერესით. ეს ცხადად გამოჩნდა გუშინ კომისიაზე გაჟღერებულ განცხადებებშიც. იმავე არეალში უფრო მეტი…

მეტი...

კიევში, ქართველი მებრძოლი გულის შეტევით დაიღუპა

უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა. 33 წლის ალექსანდრე ხუსკივაძე კიევში გულის შეტევით დაიღუპა. ქართველი სამხედრო უკრაინაში  ომის დაწყების პირველივე დღიდან იბრძოდა. ამ ეტაპზე  უცნობია, როდის გადმოასვენებენ მას სამშობლოში.     წყარო: ”მთავარი არხი”.

მეტი...

სტიქიის შედეგად გვანცა ბუბაშვილის გარდაცვალება დადასტურდა

შოვში სტიქიის შედეგად გვანცა ბუბაშვილის გარდაცვალება დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ავრცელებენ. გვანცა ბუბაშვილი სტიქიის ზონაში მეგობრებთან, სალომე ხეთაგურთან და ნინი კენჭაძესთან ერთად იმყოფებოდა. ცნობისთვის, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ 31 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 2 პირს.

მეტი...

„პროგრესია პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით”- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით პროგრესი არსებობს. „პროგრესია პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ამაზე მუშაობა იყო კოვიდამდე. მოგეხსენებათ, კოვიდის პანდემიის დროს ავიაკომპანიების ინდუსტრია, ავიამიმოსვლის ინდუსტრია შეიცვალა. სრულად მოდელი შეიცვალა, მოგვიწია დასაწყისში დაბრუნება, მოგვეძებნა ის ავიაკომპანია, რომელიც დაინტერესებული იქნებოდა და ამ მიმართულებით რეგულარულ ოპერაციებს წამოიწყებდა. ვმუშაობთ კვლავ. ვისაც უფრენია აშშ-ში, დაადასტურებს, რამდენად კარგი იქნებოდა პირდაპირი ფრენა ამერიკასა და საქართველოს შორის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მეტი...

,,ყველა ქვეყანა თავის ფორმებს გამოიმუშავებს, ამიტომ რთული, სახიფათოც არის სხვა ქვეყნის კანონის გადმოკოპირება”- კელი დეგნანი

ნებისმიერ საზოგადოებაში, ნებისმიერ დემოკრატიაში სხვადასხვა გავლენის მქონე ადამიანები არსებობენ, ეს უფრო ნორმალურია, როდესაც არსებობენ ბიზნესმენები, განსაკუთრებული ინტერესის მქონე ჯგუფები, ვხედავთ ასეთ გავლენას კანონმდებლობაზე, გატარებულ პოლიტიკაზეც. ეს გარდაუვალია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. კელი დეგნანს კითხვა დაუსვეს, ფიქრობს თუ არა, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობაა და მიიჩევს თუ არა ბიძინა ივანიშვილს არაფორმალურ მმართველად და ოლიგარქად. „მნიშვნელოვანი კითხვაა და რთული კითხვაც არის. ნებისმიერ საზოგადოებაში, ნებისმიერ დემოკრატიაში სხვადასხვა გავლენის მქონე ადამიანები არსებობენ. ეს უფრო ნორმალურია, ჩვეულებრივია, როდესაც არსებობენ ბიზნესმენები, განსაკუთრებული ინტერესის მქონე ჯგუფები. ვხედავთ ასეთ გავლენას კანონმდებლობაზე, მიღებულ და გატარებულ…

მეტი...

რუსეთი დამატებით 450 000 ადამიანის მობილიზებას გეგმავს – უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი

რუსეთს მობილიზაცია არ შეუწყვეტია და ახლა განიხილავს 450 000 ადამიანის დამატებით მობილიზების  შესაძლებლობას – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა. “ახლა განიხილავენ ვარიანტს, საკითხი ჯერ არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი, რომ დამატებით 450 000 ადამიანი გაიწვიონ”, – განაცხადა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა. ბუდანოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციაში მობილიზაცია არ შეწყვეტილა. გასულ შემოდგომაზე მათ გამოიძახეს დაახლოებით 350 000 რუსი. მაგრამ ფარული მობილიზაცია მუდმივად გრძელდება და ახლა ყოველთვიურად 20 000-დან 22 000-მდე ადამიანს იბარებენ. ,,თავად, ეს იწვევს შემდეგ კითხვას: რატომ არის ასეთი რიცხვი, თუ დანაკარგები,…

მეტი...

,,მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრისკენ” – კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით,  მმა მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე. მისივე თქმით, ქართველები შეჩვეული არიან  პრორუსულ დეზინფორმაციის კამპანიას. ,,სამწუხაროდ, ვთვლი, რომ მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე. ქართველები შეჩვეული არიან  პრორუსულ დეზინფორმაციის კამპანიას, მომსწრენი ყოფილან ადრეც. ფაქტობრივად, შეტევა ხორციელდებოდა მრავალი წლის განმავლობაში, თუ არა ათწლეულობის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველებისთვის ჭეშმარიტება ხელმისაწვდომია, მედია ამას ხელს უწყობს და საქართველოს მოქალაქეები ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებენ. არ შევხვედრილვარ ადამიანებს, ვინც ჩემზე კომენტარს აკეთებს და ამას ნამდვილად ვერ მივიღებ…

მეტი...

„პოლიტიკოსები პოლიტიკოსები არიან, პირადად არ ვიღებ არაფერს, რასაც ჩემს შესახებ ამბობენ”- კელი დეგნანი

„პოლიტიკოსები პოლიტიკოსები არიან, პირადად არ ვიღებ არაფერს, რასაც ჩემს შესახებ ამბობენ, მიმაჩნია, რომ არიან ადამიანები, ვინც ზედმეტ ემოციას იჩენს,“ – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩი „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან მის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ,,არ შევხვედრივარ იმ ადამიანებს, ვინც კომენტარს აკეთებენ ჩემზე, ისინი არ შემხვედრიან, ამას პირადულად ვერ მივიღებ. თუმცა, მივიჩნევ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ისინი, რომ დააბნიონ ქართველები, გაყონ ან შეინარჩუნონ ეს დაყოფა და პოლარიზაცია, მტკიცედ, ეს ადამიანები გვერდით უნდა გავწიოთ. საქართველოს მოქალაქეებმა სიმართლე უნდა მოისმინონ. არ ვთვლი, რომ ვინმეს უნდა ეშინოდეს სიმართლის. მედია იმედი მაქვს,…

მეტი...

,,დღეს თოჯინიანი კაცის ცოლ-შვილის პანაშვიდია, ხვალ დასაფლავება,  მინდა, მივიდე და ხელი მოვუჭირო ხელზე”- მოქალაქის მიმართვა

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ 31 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 2 პირს. გარდაცვლილებს შორის არიან  ნატო ჭელიძე და მისი სამი შვილი – ლუკა, ანდრია და ანასტასია. გარდაცვლილებს შაბათს დაკრძალავენ. „ადრე ვიცნობდი ერთ ადამიანს, რომელსაც სამი შვილი მოუკვდა. როცა მესამე შვილის პანაშვიდზე მივდიოდი, ფეხები უკან მრჩებოდა. ამხელა ტანჯვის ყურება როგორ უნდა შევძლო-მეთქი. არ მახსოვს, ამ ადამიანმა მე მითხრა თუ ჩემს ქმარს: „როცა ამდენი ადამიანი მოდიოდა და ხელს მართმევდა, თითქოს ჩემი ტკივილის ნაწილი თან მიჰქონდათო“ დღეს თოჯინიანი კაცის ცოლ-შვილის პანაშვიდია, ხვალ დასაფლავება. არც ვიცნობ და…

მეტი...

დაზვერვითი ბურღვა-აფეთქების გამო გამოწვეული ხმაური გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება – მესტიის მერია

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს 45,0 მგვტ სიმძლავრის „მულხურა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები. ამასთან დაკავშირებით დაზვერვითი ბურღვა-აფეთქების გამო გამოწვეული ხმაური გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება. ,,დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართა 20-21 ივლისს დაბა მესტიაში ლენჯერსა და ლატალში. აქედან გამომდინარე მოსახლეობა მაქსიმალურად იქნა ინფორმირებული აღნიშნული ჰესის მშენებლობის შესახებ. სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვების შესახებ ინფორმაცია ასევე განთავსდა მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე (იხ. ლინკი – bit.ly/3EgVcQc) და ოფიციალურ ვებ. საიტზე (იხ. ლინკი – http://mestia.gov.ge/ge/node/1841/). სკოპინგის ანგარიში თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ასევე განთავსებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე (იხ.…

მეტი...

,,4 წლის ოქროსთმიანი ლამაზი ლუსიც ვნახე, დედიკოს დაბრუნებას და ჩახუტებას ამაოდ რომ ელის”- მარიამ ლაშხი

პარლამენტის წევრი მარიამ ლაშხი სტიქიის ზონიდან ემოციურ პოსტს ავრცელებს. როგორც უმრავლესობის წევრი წერს, პატარა ლუსიც მოინახულა, რომლის დედაც სტიქიის შედეგად დაიღუპა. „რაჭა, ჩემო სიყვარულო, ჩემი დიდი ტკივილი ხარ შენ დღეს.  ფეხს ვითრევდი, ატირებული რაჭის ნახვას ვერ შევძლებ-თქო. გულმა არ გამიძლო. ამას მაინც არ ველოდი-  სიკვდილის საშინელი სუნი, ახლად ნაპოვნი გვამები, დათრგუნული, გაპარტახებული გარემო, გაცამტვერებული რაჭის მშვენება-შოვი… 4 წლის ოქროსთმიანი ლამაზი ლუსიც ვნახე. დედიკოს დაბრუნებას და ჩახუტებას ამაოდ რომ ელის. არ ვიცი რა ვთქვა. სულის შემძვრელია ეს ყველაფერი. ამბობენ, ტკივილი აკეთილშობილებსო. ღმერთმა ქნას! იქნებ, ამ თავსდატეხილმა საერთო უბედურებამ გაგვხადოს უფრო კეთილშობილები,…

მეტი...

საბერძნეთში ტყის ხანძრების გაჩენის ბრალდებით 79 ადამიანი დააკავეს

საბერძნეთში ტყის ხანძრების გაჩენის ბრალდებით 79 ადამიანი დააკავეს. სამოქალაქო დაცვის მინისტრის, ვასილის კიკილიასის განცხადებით, ათენიდან ჩრდილო-დასავლეთით, პარნიტას მთაზე ხანძრის ახალი კერების გაჩენის რამდენიმე მცდელობა იყო. ცეცხლის გაჩენის შემთხვევებს საბერძნეთის პოლიცია და სადაზვერვო სამსახური იძიებს. „თქვენ ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადიხართ. ცეცხლის წამკიდებელი არამზადები აჩენენ ცეცხლს, რომელიც ემუქრება ტყეებს, საკუთრებას და რაც მთავარია, ადამიანების სიცოცხლეს. თქვენ ეს არ შეგრჩებათ. ჩვენ გიპოვით და პასუხს გაგებინებთ“, – განაცხადა კიკილიასმა.  

მეტი...

,,ქართველი საპენსიო ფონდის სქემის მონაწილეები გახდებიან ისეთი კომპანიის მფლობელები, როგორიცაა ტოიოტა, სამსუნგი, ეფლი”- გოგა მელიქიძე

საპენსიო აქტივების მართვის წესი იცვლება – საპენსიო სქემაში მონაწილეთა საპენსიო დანაზოგები სამ სხვადასხვა – მაღალრისკიან, საშუალორისკიან და ნაკლებადრისკიან პორტფელებში გადანაწილდება. საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი, გოგა მელიქიძე აცხადებს, რომ დანაზოგებს სხვადასხვა რისკის პროფილში გადანაწილების შემდეგ დაკარგვის საფრთხე არ ემუქრებათ. მისი თქმით, მაღალრისკიანი  პორტფელის მონაწილეები გრძელვადიან პერსპექტივაში, საკმაოდ მაღალ ზრდას ნახავენ. ,,მონაწილეთა დანაზოგების ინვესტირება არცერთ შემთხვევაში არ მოხდება რისკიან პროექტებში, არამც და არამც. გამოვიტანეთ ის პოტენციური სტრატეგიული პორტფელი, რასაც ნიშნავს მზარდი პორტფელი ანუ მაღალრისკიანი პორტფელი, რომ ინვესტირება მოხდება გლობალურ აქციებში და ქართველი საპენსიო ფონდის სქემის მონაწილეები გახდებიან ისეთი კომპანიის მფლობელები, როგორიცაა ტოიოტა, სამსუნგი, ეფლი – ამ კომპანიების…

მეტი...

,,როგორც ჩანს, მაშინვე დაიღუპა ნიკაც”- გარდაცვლილის მეუღლე

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ 31 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 2 პირს. გარდაცვლილებს შორისაა 38 წლის ნიკოლოზ ჩალაძე, რომელიც შოვში, კოტეჯების მშენებლობაზე მუშაობდა. „ნიკა შოვში ახალი ასული იყო, ჯერ ავიდნენ და ადგილი დაათვალიერეს. იმ დღეს იწყებდნენ მუშაობას… ბოლოს, როცა ტელეფონზე ველაპარაკე, ერთად ვგეგმავდით, როგორ აღგვენიშნა ჩვენი უფროსი შვილის მოახლოებული დაბადების დღე.. დიდხანს ვესაუბრე, რა გვექნა დღეობაზე, რა მოგვეფიქრებინა. მეც ვმუშაობდი და ვუთხარი, მერე დაგირეკავ-მეთქი. მე ამბროლაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების საქმისმწარმოებელი ვარ. იმ დღეს მედიიდან გავიგე, შოვში მეწყერი ჩამოწვაო. მაშინვე გადავრეკე ნიკასთან, მაგრამ ვეღარ…

მეტი...

,,პრიგოჟინის მკვლელობა ნიშნავს იმას, რომ სულ მალე რუსეთი სამოქალაქო ომის ღია სტადიაში შევა”- მიხეილ სააკაშვილი

,,პუტინის მიერ პრიგოჟინის მკვლელობა ნიშნავს იმას, რომ სულ მალე რუსეთი სამოქალაქო ომის ღია სტადიაში შევა,”- ასე ეხმაურება ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნას. ,,პუტინის მიერ პრიგოჟინის მკვლელობა ნიშნავს იმას, რომ სულ მალე რუსეთი სამოქალაქო ომის ღია სტადიაში შევა. ეს არის უახლოესი კვირების და თვეების ამბავი. პუტინს პრიგოჟინი რომ არ მოეკლა, ის რუსების გაგებით უახლოეს კვირებში დასრულდებოდა. ამ მკვლელობით პუტინმა სულ ცოტათი გაიხანგრძლივა თავისი არსებობა, მაგრამ მაინც ძალიან მალე დასრულდება, არა მხოლოდ პუტინი, არამედ რუსული სახელმწიფოც,”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

,,ჩვენი სირბილის პარალელურად მიჰქონდა მამისონის და სხვა კოტეჯები”- სტიქიას გადარჩენილი

შოვის სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სტიქიის დღეს იხსენებს. მისი თქმით, რაც უფრო გადის დრო მით უფრო იაზრებს შოვის სტიქიის სიმძაფრეს. „რაც უფრო გადის დრო მით უფრო ვიაზრებ შოვის სტიქიის სიმძაფრეს. დღეს მთელი დღე შოვზე მეფიქრება და გადავწყვიტე რუკაზე მომეძებნა ადგილები სად ვიყავით და რამდენი ვირბინეთ და რეალური სურათი უბრალოდ წარმოუდგენელია. წითლად მონიშნულია ადგილი სადაც ოჯახური პიკნიკი გვქონდა სტიქიის დაწყების დროს და ყვითლად ჩვენი სირბილის ტრაექტორია. არ მჯერაა!! ჩვენი სირბილის პარალელურად მიჰქონდა მამისონის და სხვა კოტეჯები. ამ დაღმართზე შოთა ბავშვით ხელში მორბოდა! მახსოვს, გზაში დაცემა და…

მეტი...

,,ცხედარი ეპიცენტრიდან თითქმის 60 კმ-ის მოშორებით”- ზაზა მესხის დაღუპვა დადასტურდა

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ 31 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 2 პირს. როგორც ჟურნალისტი ლაშა ბერულავა წერს, ზაზა მესხის დაღუპვა დადასტურდა – მისი ცხედარი ეპიცენტრიდან თითქმის 60 კმ-ის მოშორებით, 24 აგვისტოს იპოვეს. “რამდენიმე დღის წინ, ქალბატონის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან ეწერა “ზაზა”. გუშინ მამაკაცის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან აწერია “ალინა”. ეს ზაზას და ალინას სურათია, ორთავე ბეჭდით ერთად, ახლახან, ზაზას 50 წლის იუბილეზე გადაღებული. – განისვენოს შენმა სულმა იქ, სადაც მართალნი განისვენებენ…”,- წერს სოციალურ ქსელში  ზაზა მესხის ოჯახის ახლობელი.

მეტი...