ავარია მარნეული-თბილისის გზაზე – არიან დაშავებულები

მარნეული-თბილისის გზაზე, სოფელ კოდას მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. დაშავებულია სამი ადამიანი, ერთის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია იყო მობილიზებული.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები