დღეს გომის მთაზე ადამიანები ერთი საათით დაგვიანებით გაუშვეს

გომის მთაზე მისასვლელ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადამიანებს მანქანით ასვლა კურორტზე მხოლოდ შაბათ-კვირას შეუძლიათ. შაბათს 2 საათზე იხსნება გზა. დღეს კი, იქ მისულ ადამიანებს უთხრეს, რომ სამი საათისთვის შეძლებდნენ გომის მთაზე ასვლას. როგორც იქ მყოფმა ადამიანებმა განაცხადეს, მიზეზი, რის გამოც მოუწიათ ერთ საათზე მეტი ლოდინი, არავის განუმარტავს. „მესმის, რომ გზა კეთდება და ყველა მივესალმებით ამ პროექტის გახორციელებას, მაგრამ დღეს რომ გზაზე გვეუბნებიან, სამ საათზე გაგიშვებენ გომის მთისკენო, ეს არ არის მართებული საქციელი“, – განაცხადა ერთ-ერთმა იქ გაჩერებულებმა ადამიანმა.

მეტი...

ქუთაისის აეროპორტი ორი დღით დაიკეტება

ორი დღის განმავლობაში, დაგეგმილი ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს და მგზავრებს აფრთხილებს. ,,მგზავრთა საყურადღებოდ! სექტემბრის დასაწყისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ორი დღის განმავლობაში, დაგეგმილი ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება. რეაბილიტაციის პერიოდი 3 სექტემბრის დილის 07:00 საათიდან, 5 სექტემბრის ღამის 01:00 საათამდე პერიოდში იგეგმება. მგზავრებს ბოდიშს ვუხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. ამ პერიოდში დაგეგმილი გაფრენა/მოფრენის დროები უცვლელია, იცვლება მხოლოდ აეროპორტები! ავიაკომპანიებმა აეროპორტების ცვლილების შესახებ ინფორმაცია მგზავრებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით…

მეტი...

,,შვედეთი NATO-ს წევრი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გახდება” – სტოლტენბერგი

,,შვედეთი NATO-ს წევრი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გახდება”. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით,  NATO-ს ვილნიუსის სამიტზე  მიღწეული იქნა კონსენსუსი და თურქეთმა შვედეთის ალიანსში რატიფიცირებას მხარი დაუჭირა, თუმცა თურქეთის პარლამენტი მუშაობას ოქტომბერში განაახლებს და როგორიც კი ეროვნული ასამბლეა შეიკრიბება, ისინი რატიფიცირების პროცესს დაიწყებენ. ”ვფიქრობ, შვედეთი NATO-ს წევრი შემოდგომაზე გახდება. მე ყოველთვის ძალიან ფრთხილი ვარ კონკრეტული თარიღების დასახელებისას, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩემი ოპტიმიზმი ეყრდნობა, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მკაფიო და ცალსახა პასუხს, როცა მან დიდი მსჯელობის შემდეგ ივლისის დასაწყისში, ვილნიუსში გამართულ სამიტზე მიიღო შვედეთის NATO-ს განაცხადი.  ვილნიუსში მიღწეული…

მეტი...

,,პუტინი კლავს ყოფილ ფავორიტებს იმის საჩვენებლად, თუ ვინ არის მთავარი და ტკბება საკუთარი დაუნდობლობით” – ჯონსონი

,,პუტინი ჩვენს თვალწინ იქცა აზიურ დესპოტად, რომელიც კლავს თავის ყოფილ ფავორიტებს იმის საჩვენებლად, ვინ არის მთავარი”. ამის შესახებ დდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. ,,პუტინმა თავი განგსტერად წარმოიჩინა და მისი აბსურდული სატელევიზიო ,,მწუხარება” გარდაცვლილი ვაგნერელების უბრალოდ “ნათლიას” ფურცლებიდან ამოიღეს. ამ მკვლელობებით პუტინი ჩვენს თვალწინ იქცა აზიურ დესპოტად, რომელიც კლავს ყოფილ ფავორიტებს იმის საჩვენებლად, თუ ვინ არის მთავარი და ტკბება საკუთარი დაუნდობლობით”, – ამბობს ბორის ჯონსონი. შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს, ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, მგზავრების სიაში კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელი, ევგენი პროგოჟინიც იყო. საერთაშორისო გამოცემების ცნობით, თვითმფრინავი პრიგოჟინს ეკუთვნოდა.

მეტი...

ძლიერი აფეთქება სუდანში

სუდანში, ხართუმში სუდანის შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლობისა და პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

თბილისში კურიერს მანქანა დაეჯახა

თბილისში, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ, კურიერს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, კურიერი ახალგაზრდა ბიჭია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ის კლინიკაში გადაჰყავს. ამ დროისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სადებიუტო შეხვედრაში კაბო-ვერდე დაამარცხა

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სადებიუტო შეხვედრაში კაბო-ვერდე 85:60 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა მატჩი შემდეგი ხუთეულით დაიწყო: რატი ანდრონიკაშვილი, ტად მაკფადენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, თუმცა მატჩის დასრულებამდე, მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო თამაშში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნაკრების 12-ვე მოთამაშემ შეძლო. საქართველოსა და კაბო-ვერდეს შორის მატჩი იაპონიის კუნძულ ოკინავაზე შედგა. შემდეგი თამაში 28 აგვისტოს, 15:30 საათზე, სლოვენიასთან ჩატარდება; 30 აგვისტოს, 12:00 საათზე კი, ეროვნული ნაკრები ვენესუელას დაუპირისპირდება. ცნობისთვის, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები არსებობის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად გავიდა.

მეტი...

ხანძრის დროს დაკარგულთა სია გამოქვეყნდა – რა ხდება ჰავაიზე?

ჰავაიზე ხანძრის დროს დაკარგულთა სია გამოქვეყნდა. ბოლო მონაცემებით, დაკარგულად მიიჩნევა 388 ადამიანი. კუნძულ მაუიზე უპრეცედენტო მასშტაბის ტყის ხანძარი აგვისტოს დასაწყისში გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, სტიქიამ 115 ადამიანი იმსხვერპლა. გენეტიკური ტესტით ჯერ მხოლოდ 35-ი დაღუპულის ვინაობის დადგენა მოხერხდა.

მეტი...

როგორ გამოეხმაურა ბაიდენი ტრამპის დაკავების ფოტოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის ფორმალურ დაპატიმრებას და მისი დაკავების ფოტოს გამოქვეყნებას გამოეხმაურა. „მე ვნახე ფოტო ტელევიზიით. სიმპატიური ბიჭია“, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა. შეგახსენებთ, რომ ტრამპი ფულტონის ციხეში 23 აგვისტოს გამოცხადდა, სადაც 20 წუთით დააპატიმრეს, თითების ანაბეჭდები აუღეს და ფოტო გადაუღეს. ამის შემდეგ მან საპატიმრო 200 ათასი დოლარის ოდენობის გირაოს გადახდის საფუძველზე დატოვა.

მეტი...

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული დუდაშვილების ოჯახი – დედა და სამი მცირეწლოვანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული დუდაშვილების ოჯახი, დედა და სამი მცირეწლოვანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე გარდაცვლილების სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა. დუდაშვილების ოჯახი შოვში ისვენებდა. 3 აგვისტოს სტიქიური უბედურების პირველივე წუთებიდან მათთან ყველა სახის კონტაქტი გაწყდა. მაშველები დაკარგულ ოჯახს თითქმის სამი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.

მეტი...

პრიგოჟინის თვითმფრინავის ,,შავი ყუთი” ნაპოვნია

პრიგოჟინის თვითმფრინავის ე.წ. შავი ყუთი ნაპოვნია. ცნობილია, რომ მიმდინარეობს გამოძიება და გრძელდება გენეტიკური ტესტირებები. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, დაჯგუფება “ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის დაღუპვასთან დაკავშირებით კრემლის მიმართ ბრალდებები აბსოლუტური სიცრუეა. ,,ბევრი სპეკულაციაა ამ კატასტროფის და თვითმფრინავის მგზავრებს შორის. მათ შორის, ევგენი პრიგოჟინის ტრაგიკული გარდაცვალების გარშემო. რა თქმა უნდა, დასავლეთში ყველა ეს სპეკულაცია გარკვეული სახითაა წარმოდგენილი. ეს ყველაფერი აბსოლუტური სიცრუეა”, – განაცხადა პესკოვმა.  

მეტი...

ოკუპანტებმა კუპიანსკის რაიონი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა, კუპიანსკის რაიონი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა. ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, ოკუპანტებმა იერიში სოფელ პოდილზე მიიტანეს. მედიის ცნობით, ჭურვი ერთ-ერთ კაფეს დაეცა.

მეტი...

პუტინმა პრიგოჟინის დაჯგუფების წევრებს უბრძანა, რუსეთისადმი ერთგულების ფიცი ოფიციალურად დადონ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრიგოჟინის სამხედრო დაჯგუფების, “ვაგნერის” წევრებს უბრძანა, ხელი მოაწერონ სახელმწიფოს ერთგულების ფიცს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. მათი ცნობით, ამ განკარგულებას ხელი პუტინმა უკვე მოაწერა. დოკუმენტში წერია, რომ ყველა, ვინც სამხედროების სახელით უკრაინაში რაიმე ტიპის ქმედებას ახორციელებს, ვალდებულია, რუსეთისადმი ერთგულების ფიცი ოფიციალურად დადოს.

მეტი...

ყველაზე ძვირი ჩაი მსოფლიოში 785 დოლარი ღირს

ეს არის შავი, ჩინური  ჩაის ყველაზე ძველი სახეობა, რომელიც 357 გრამს იწონის და მისი ფასი 785 დოლრია. მას წრიული ფორმა აქვს, პატარა ნატეხებად აქუცმაცებენ და ისე მოიხმარენ. რატომ ფასობს ასე შავი ჩაი, “მედიაცენტრ მთავარის” სიუჟეტში გაიგებთ. ეკა გულუა პეკინიდან

მეტი...

როგორ გადაკეთდა სამედიცინო აღჭურვილობის ქარხანა თანამედროვე სივრცედ – რეპორტაჟი პეკინიდან (ვიდეო)

„მედიაცენტრი მთავარი“ აგრძელებს მოგზაურობას ჩინეთის დედაქალაქ პეკინში. ამჯერად კი წარმოგიდგენთ ძველისა და ახლის შერწყმას. კერძოდ, როგორი სახე მიიღო სამედიცინო აღჭურვილობის მიტოვებულმა ქარხანამ თანამედროვე რეალობაში, ვიმოგზაუროთ ერთად. ეკა გულუა პეკინიდან

მეტი...

ლაგოდეხში ადგილობრივები ხევის გაწმენდის მოთხოვნით აქციას მართავენ

ლაგოდეხში ადგილობრივები მდინარე ლაგოდეხის ხევის დაუყონებლივ გაწმენდასა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, კალაპოტში მთის ნაწილმა ჯერ კიდევ რამდენიმე  წლის წინ დაიწყო დაშლა. ხოლო მეწყრული პროცესი მიმდინარე წლის ივლისში გააქტიურდა. ლაგოდეხის მერიამ არსებული მდგომარეობის შესასწავლად გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგები მიიწვია. მათივე თქმით, სპეციალისტებმა დასკვნის სახით დაწერეს, რომ სამუშაოები დროულად თუ არ განხორციელდა, მოსახლეობის ნაწილს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს, რადგან მდინარის მარცხენა სანაპიროზე გააქტიურებულია მეწყერი.

მეტი...

თბილისში ახალ გზაზე დღეიდან 10 სექტემბრამდე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისში, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდვები დაწესდება. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა დღეიდან 10 სექტემბრამდე გარკვეული დროით შეიზღუდება. დედაქალაქის მერიის განცხადებით, მიზეზი გზატკეცილის გასწვრივ კლდეზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობის სამუშაოებია.  

მეტი...

,,სააკაშვილი სულელია და მასზე რაღა უნდა ვთქვა” – მედვედევი

,,2008 წლის ომის დაწყებაზე პასუხისმგებელი საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებაა”. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. ,,სააკაშვილი სულელია და მასზე რაღა უნდა ვთქვა, მეორეს მხრივ, ის არის გაბერილი თვითშეფასების მქონე ადამიანი, რამაც ის საბოლოოდ პოლიტიკურ გვამად აქცია. პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ფინალურ გადაწყვეტილებას პირველი პირი იღებს და მას ეკისრება პასუხისმგებლობაც. საქართველოს მხრიდან, როგორც ნომერ პირველმა, მან მიიღო აგრესიის დაწყების გადაწყვეტილება. თუნდაც ამერიკის როლის გააზრებით, პროვოკაციები საბოლოო ჯამში ერთი ადამიანის, სახელმწიფო მეთაურის გადაწყვეტილებაა. პასუხისმგებელია ის და საქართველოს იმ…

მეტი...

1-ლი სექტემბრიდან მართვის მოწმობის გამოცდაში ცვლილებები შედის

2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან C და D კატეგორიების და C1 და D1 ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღები გამოცდის, პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. აღნიშნული ცვლილების ამოქმედება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებს ემსახურება. ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე, რაც გულისხმობს რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებას (ქალაქი). აღსანიშნავია, რომ მძღოლობის კანდიდატი, რომელიც 2023 წლის 1-ელ სექტემრამდე წარმატებით ჩააბარებს თეორიულ გამოცდას, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება  2023…

მეტი...

კაპროვანში, ზღვაში, რუსეთის მოქალაქე დაიხრჩო

კაპროვანში, ზღვაში, 30 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ის რუსეთის მოქალაქეა. ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში გუშინ გაუჩინარდა, მაშველებმა კი მისი ცხედარი დღეს იპოვეს. ამ დროისთვის, სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა დაახლოებით 260 270 სამხედრო დაკარგა

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე არსებულ ინფორმაციას მოიცავს. მათი ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 640 სამხედრო, 12 ტანკი და 18 საარტილერიო სისტემა. რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 260 270; ​ტანკი – 4 390; ჯავშანტექნიკა – 8 539; საარტილერიო სისტემა – 5 379; სარაკეტო სისტემა – 726; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 497; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 316; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 367; საკრუიზო რაკეტები – 1 411; საავტომობილო ტექნიკა…

მეტი...

ქაშუეთის ეკლესიაში შოვში დაღუპული დუდაშვილების ოჯახის – დედისა და 3 მცირეწლოვანი ბავშვის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ამ წუთებში შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა სამოქალქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ქაშუეთის ეკლესიაში დილიდან მიდიან მოქალაქეები და გიორგი დუდაშვილის ოჯახის წევრების – მეუღლისა და სამი მცირეწლოვანი ბავშვის ხსოვნას პატივს მიაგებენ. დაღუპულებს დღესვე 14:00 საათზე თბილისში დაკრძალავენ. შეგახსენებთ, რომ დუდაშვილების ოჯახი – 3 მცირეწლოვანი ბავშვი დედასთან ერთად შოვში ისვენებდა და 3 აგვისტოს სტიქიური უბედურების პირველივე წუთებიდან მათთან ყველა სახის კონტაქტი გაწყდა. მაშველები დაკარგულ ოჯახს თითქმის სამი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.  

მეტი...

შოვში სტიქიის ზონაში ნაპოვნი 31 ცხედრიდან 29 იდენტიფიცირებულია, 2 ადამიანის ძებნა გრძელდება

​შოვში სტიქიიდან 23-ე დღეს სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველები დაკარგულ 2 მოქალაქეს ისევ ეძებენ. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, შოვში სტიქიას 31 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 29 ადამიანი უკვე იდენტიფიცირებულია. “შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 31 მოქალაქეა ნაპოვნი, 29 არის იდენტიფიცირებული და 2 ადამიანის საძიებო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს, როგორც უშუალოდ სტიქიის ლოკაციებზე, ასევე მდინარეებზე. მოგეხსენებათ ჩართულია სამაშველო სამსახურების მიერ მობილიზებული მცურავი საშუალებები და მიმდინარეობს, როგორც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გაზრდილი არის არეალი”, – განაცხადა ონის მერმა სერგო ხიდეშელმა.

მეტი...

საბერძნეთში ტყის ხანძრების გაჩენის ბრალდებით 79 ადამიანი დააკავეს

საბერძნეთში ტყის ხანძრების გაჩენის ბრალდებით 79 ადამიანი დააკავეს. სამოქალაქო დაცვის მინისტრის, ვასილის კიკილიასის თქმით, ათენიდან ჩრდილო-დასავლეთით, პარნიტას მთაზე ხანძრის ახალი კერების გაჩენის რამდენიმე მცდელობა იყო. ცეცხლის გაჩენის შემთხვევებს საბერძნეთის პოლიცია და სადაზვერვო სამსახური იძიებენ. “თქვენ ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაულს ჩადიხართ. ცეცხლის წამკიდებელი არამზადები აჩენენ ცეცხლს, რომელიც ემუქრება ტყეებს, საკუთრებას და, რაც მთავარია, ადამიანების სიცოცხლეს. თქვენ ეს არ შეგრჩებათ. ჩვენ გიპოვით და პასუხს გაგებინებთ”, – განაცხადა კიკილიასმა საგანგებო ბრიფინგზე. საბერძნეთში ხანძრის ასობით კერაა. სტიქიას მიმდინარე კვირაში ქვეყანაში 20 ადამიანი ემსხვერპლა.

მეტი...

ფინეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

ფინეთმა უკრაინისთვის მე-18 სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომლის ღირებულება 94 მილიონი ევროა. პრეზიდენტმა საული ნიინისტომ გადაწყვეტილებას ხელი უკვე მოაწერა. არსებული ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი მძიმე იარაღსა და საბრძოლო მასალას მოიცავს. უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ ინფორმაცია ფინეთის მთავრობის გვერდზე გამოქვეყნდა. ოპერატიული მიზეზების გამო და იმის უზრუნველსაყოფად, რომ იარაღი უსაფრთხოდ მიაღწევს დანიშნულების ადგილას, დამატებითი დეტალებზე – პაკეტის შინაარსზე, მიწოდების გზაზე ან განრიგზე, განცხადებაში საუბარი არაა. პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ ასევე განაცხადა, რომ ფინეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტროში დანიშნოს სპეციალური პირი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ქვეყნის მონაწილეობას უკრაინის სარეკონსტრუქციო სამუშაოებში. მისივე თქმით, რეკონსტრუქცია…

მეტი...

თხილის ფასი ხარისხთან ერთად გაიზრდება – ამჟამად მოსახლეობა ნაადრევად ჩამოყრილ მოსავალს ყიდის

თხილის ფასი ხარისხსის ზრდასთან ერთად მოიმატებს, ამჟამად ბაზარზე ნაადრევად ჩამოყრილი მოსავლის ჩაბარება ხდება. ამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ განაცხადა. ,,დღევანდელი ფასები არ არის რეალურად საბოლოო, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს კრეფის პროცესი. ის რა თხილიც მიიტანეს სარეალიზაციოდ ეს არის ცუდი ხარისხის, ანუ ჩამოყრილი თხილი, რომელიც ადრე ჩამოიყარა – ბუნებრივია ის ხარისხიანი არ იქნება. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ჯერ თხილი გააშრონ და შემდეგ პირდაპირ ჩააბარონ საწარმოებში, რათა საწარმოებს ძალიან სჭირდებათ ხარისხიანი თხილი. ჩვენი მოლოდინია, რომ ამ სეზონზე თხილი იქნება რაოდენობრივად მეტი და ხარისხი იქნება მაღალი და…

მეტი...

12 ივნისიდან დღემდე, 3D განათებით აღჭურვილ მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერს, ღამის საათებში, 30 000-მდე ვიზიტორი ეწვია

3D განათების სისტემები, საქართველოში პირველად, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე დამონტაჟდა. 3D განათების სისტემით აღჭურვამ ვიზიტორებს საშუალება მისცა, ღამის საათებშიც იმოგზაურონ ულამაზეს დაცულ ტერიტორიებზე, რამაც მნახველების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა და ინტერესი განაპირობა. აღსანიშნავია, რომ მარტვილის კანიონი და ოკაცეს ჩანჩქერი წლებია დიდი პოპულარობით სარგებლობს და გამოირჩევა ვიზიტორთა სიმრავლით. დაცული ტერიტორიების სააგენტო მუდმივად ზრუნავს, დაცულ ტერიტორიებზე დანერგოს სიახლეები, რათა მოგზაურობა კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს. მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე ვიზიტი ყოველ დღე, 10:00 დან 00:00 საათამდეა შესაძლებელი.

მეტი...

პროექტი „სოფლად სახლი“, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს

დევნილებისთვის, „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება. 2023 წელს, სააგენტომ, სოფლად სახლი იძულებით გადაადგილებულ 1 300-მდე ოჯახს უკვე შეუსყიდა. დევნილი ოჯახები, ახალ საცხოვრებელ ადგილას, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანმა მოინახულეს. პროექტის ფარგლებში, ოჯახები განსახლების ადგილსა და სახლს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე არჩევენ. სახლების, დიდ ნაწილს, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებისა და დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენის შესაძლებლობას აძლევს. ამ ეტაპზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტის ფარგლებში, კიდევ ასობით…

მეტი...