ესპანეთის კუნძულ ტენერიფედან ხანძრის გამო ათასობით ადამიანია ევაკუირებული

ესპანეთის კუნძულ ტენერიფედან ხანძრის გამო ათასობით ადამიანია ევაკუირებული. ხანძარი კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მძვინვარებს. არსებული ინფორმაციით, შაბათის შუადღის მონაცემებით, სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 26 ათასი ადამიანი. ცეცხლის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი აფერხებს, ამიტომ, გაუარესებული პირობების გამო, კვირას ევაკუაციის პროცესი გაგრძელდება. ხანძარმა 11 დასახლება დააზარალა. ამ დროისთვის დამწვარია ხუთი ათასი ჰექტარი. ხანძარი კუნძულ ტენერიფეზე, ვულკან ტეიდეს გარშემო მდებარე ეროვნულ პარკში გაჩნდა

მეტი...

მხატვარი თეიმურაზ გოცაძე გარდაიცვალა

82 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი თეიმურაზ გოცაძე. თეიმურაზ გოცაძემ დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1964, აპოლონ ქუთათელაძის კლასი). 1971-1983 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ მხატვრად. 1983-1988 წლებში იყო თბილისის „მხატვრის სახლის“ დირექტორი, 1989-1995 წლებში – საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანი, 1988–2005 წლებში საქართველოს სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანების „სურათების ეროვნული გალერეის“ გენერალური დირექტორი. 1994 წლიდან ასწავლიდა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში (შემდეგ თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი); გოცაძის მთავარი ნამუშევრებია: „ლურჯა ცხენები“, „დაბადება“ (ორივე 1965), „ეფემერები“ (1966), „ჩემი საუკუნე“ (1980), „ჩემი თბილისი“ (1987), სერია…

მეტი...

თბილისის ნაწილს წყალი არ აქვს

თბილისის ნაწილს წყალი არ აქვს. ქუჩების ჩამონათვალს და აღდგენის გრაფიკს კომპანია GWP ავრცელებს: გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებში, ხვანჭკარის ქუჩის N 5 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 17:00-დან 23:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდა: მუხიანის აგარაკებში- ხვანჭკარის ქუჩას; ნაძალადევის რაიონში, ჭიჭიკო ბენდელიანის ქ. N 20 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 14:40-დან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ბენდელიანის გორას, ბუგეულის, მირზაანის, ზეკარის, ასურეთის, კიშინოვის, სვირის, გეგუთის, დარკვეთის, კურსების, ლუბოვსკის, ახტალის, გომარეთის, სანავარდოს, ლისაშვილის და სანერგეს ქუჩებს. ისნის რაიონში, აჰმედ ჯავადის ქ. 1 ჩიხი, N 1 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების…

მეტი...

პაკისტანში აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მოხდა. არსებული ინფორმაციით, თვითნაკეთი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად სატვირთო მანქანა აფეთქდა, რომელსაც ვაზირისტანში, ავღანეთის საზღვართან მშენებარე ვაზის მუშები გადაჰყავდა. უცხოური მედია პოლიციის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქებას სწორედ მუშები ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.

მეტი...

ნიდერლანდების შემდეგ, ზელენსკი დანიაში ჩავიდა

ნიდერლანდების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დანიაში ჩავიდა. ცნობილია, რომ ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის ოფიციალურ პირებთან უკრაინისთვის F-16-ების გადაცემასთან დაკავშირებით ისაუბრებს. ზელენსკი დანიის პრემიერს, მეტე ფრედერიქსენს, სამეფო ოჯახსა და პარლამენტის წევრებს შეხვდება.

მეტი...

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან, თითქოს თბილისის მერიამ შერჩევითი სამართლის პრინციპით, სრულიად უსამართლოდ დააჯარიმა მოქალაქე ავტომანქანის პარკირების გამო. „საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნულ პიროვნებას სატრანსპორტო საშუალება გაჩერებული ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილ პარკირების ადგილზე, არ ჰქონდა განთავსებული შესაბამისი შშმ პირის საცნობი ნიშანი, რომელიც სპეციალურ ადგილზე დგომის უფლებას მისცემდა. ასევე, მძღოლი არ იმყოფებოდა ადგილზე. კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მოხდა სატრანსპორტო საშუალების დაჯარიმება და შემდეგ სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა, რისი განხორციელების ვალდებულებაც აქვს სსიპ „თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“. რაც შეეხება…

მეტი...

მარნეულში ქმარმა ცოლი მოკლა

მარნეულში, სოფელ სადახლოში, ქმარმა ცოლი მოკლა. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

მეტი...

პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 აგვისტოს, სოფელ სადახლოში, ქმარმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ცოლს დანით, გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. დაზარალებული, მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს…

მეტი...

გოგი ხარაბაძე მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

გოგი ხარაბაძე მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მსახიობი, რეჟისორი და მწერალი უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, კოლეგებმა და საზოგადოების წევრმა გააცილეს. გოგი ხარაბაძე 17 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მეტი...

პატრიარქი მრევლს მიმართავს

პატრიარქი მრევლს აძლევს კურთხევას, რომ მარიამობის მარხვაში თავისუფალ დროს, წაიკითხონ ღვთისმშობლის ლოცვები. „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ… ეს იქნება დღე, ღამე თუ მგზავრობისას… ყოველთვის წაიკითხეთ. ამ ორ ლოცვას ბევრი ადამიანი გადაურჩენია”, – ბრძანებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

მეტი...

რუსული კოსმოსური ხომალდი მთვარეს შეეჯახა და განადგურდა

რუსული კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარეს შეეჯახა და განადგურდა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. “როსკოსმოსის” განცხადებაში ნათქვამია, რომ ,,აპარატი არაპროგნოზირებად ორბიტაზე გადავიდა და მთვარის ზედაპირთან შეჯახების შედეგად არსებობა შეწყვიტა”. არსებული ინფორმაციით, მისიის ჩაშლის მიზეზებს სპეციალური კომისია შეისწავლის. ცნობისთვის, Luna-25 მთვარეზე 11 აგვისტოს რუსეთის ამურის რეგიონიდან გაუშვეს. ბოლო 50 წლის განმავლობაში, ეს მთვარეზე რუსეთის პირველი მისია იყო.

მეტი...

ადამიანებს ფერმერი რობოტები ჩაანაცვლებენ – „მედიაცნტრი მთავარი“ პეკინიდან

მედიცინა, სოფლის მეურნეობა, მანქანათმშენებლობა, სამზარეულო, კულტურა, სხვადასხვა მომსახურების სფერო – ყველაფერს რობოტები იპყრობენ.  

მეტი...

ზელენსკი ნიდერლანდებში ჩავიდა

​უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად, ნიდერლანდებში ჩავიდა. უკრაინული დელეგაცია ნიდერლანდების პრემიერ მარკ რიუტეს შეხვდება, სადაც F-16-ების გადაცემის საკითხს განიხილავენ. “მთავარი საკითხია F-16 უკრაინისთვის, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი რუსული ტერორისგან. ჩვენ უფრო გავძლიერდებით. ასევე, დღის წესრიგშია გლობალური მშვიდობის სამიტი, #PeaceFormula, ტერორისტული სახელმწიფოს მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

მაშველებმა სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველების მიერ მონიტორინგის შედეგად, სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. სამუშაოები მიმდინარეობს მდინარეების – რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე მცურავი საშუალებები, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი. მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 28 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით.

მეტი...

იანვარი-ივნისის განმავლობაში, გერმანიიდან საქართველოში 705 მოქალაქე გამოაძევეს

გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში გერმანიიდან დეპორტირებულია 7 861 ადამიანი, რაც  27%-ით აჭარბებს წინა წლის მონაცემებს. მათგან ყველაზე ხშირად დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები არიან. გერმანიის ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში მყოფი თითქმის 280 000 ადამიანი დეპორტაციას ექვემდებარება. იანვრიდან – ივნისის ჩათვლით, გერმანიაში დარჩენის უფლება არ მისცეს 705 ქართველს. ეს არის გერმანიის შსს-ს ოფიციალური მონაცემები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გერმანიას არ ჰყავს არაუსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანილი, იქ არალეგალურად ჩასული ქართველების დიდ ნაწილს, რომლებიც გაჭირვების გამო ცდილობენ სამსახური იშოვონ, უკან აბრუნებენ. ემიგრანტების ინფორმაციით, გერმანიაში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს უმძიმეს პირობებში უწევთ იქ ცხოვრება,…

მეტი...

ბათუმში თაფლის ფესტივალი გაიმართა

19-20 აგვისტოს, ბათუმმა თაფლის ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ესწრებოდნენ. ფესტივალი აჭარის მეფუტკრეობის ბიზნესასოციაციის ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა მეფუტკრე ფერმერების ხელშეწყობას და ქართული თაფლის პოპულარიზაციას. თაფლის ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია 40-მდე მეფუტკრემ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან წარმოადგინა. ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ და შეეძინათ როგორც აჭარის სხვადასხვა კუთხეში, ასევე, ქვეყნის მასშტაბით წარმოებული არაერთი სახეობის თაფლი და ფუტკრის სხვა პროდუქცია. აქტიური ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, ფესტივალის ფარგლებში, არაერთი გასართობი ღონისძიებაც გაიმართა. ბათუმში, თაფლის რიგით მეექვსე ფესტივალი აჭარის სოფლის…

მეტი...

ოკუპანტები ახლახან გათავისუფლებული უროჟაინოეს აღებას ცდილობდნენ

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსულ ძალებს შეტევის რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ. ისინი წინსვლას ცდილობდნენ ბახმუტთან, მარინკასთან და ახლახან გათავისუფლებულ სოფელ უროჟაინოეს მიდამოებში. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით რუსებმა შეტევის წარუმატებელი მცდელობა განახორციელეს ბოგდანოვკას ჩრდილოეთით, ასევე კლეშჩიევკას ჩრდილოეთით და სამხრეთით. თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების შეტევა ქალაქ მარინკას მახლობლადაც მოიგერიეს. “შახტიორსკის მიმართულებით მტერი წარუმატებლად ცდილობდა დაკარგული პოზიციის აღდგენას სოფელ უროჟაინოეს მიდამოში, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს”, – ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში. პარალელურად. უკრაინის თავდაცვის ძალები შეტევით ოპერაციას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით აგრძელებენ. გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს…

მეტი...

,,გამოიჩინეთ მოთმინება, გამარჯვება რთული შრომაა” – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დასავლელ ანალიტიკოსებს მოუწოდებს, რომ უკრაინის კონტრშეტევის შესახებ პროგნოზირებისას სიფრთხილე გამოიჩინონ. ”ჩვენ მშვიდად ვხვდებით ამგვარ განცხადებებს. უსახელო ოფიციალური პირების, გენერლებისა და ანალიტიკოსების აზრით, უკრაინას 2022 წლის თებერვალში 3-10 დღეში არსებობა უნდა შეეწყვიტა. ახლა ისინი ვარაუდობენ, რომ უკრაინა მთელ თავის ტერიტორიას ასე სწრაფად ვერ დაიბრუნებს. მინდა ვთქვა, რომ რომ ანალიტიკოსებმა პროგნოზებისა და გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთებისას მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ”, – აღნიშნა კულებამ. მან ასევე მიმართა უკრაინელებს, რომ გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე მოთმინება გამოიჩინონ: “გვჭირდება მეტი გრძელვადიანი შესაძლებლობა მეტი მოკლევადიანი შედეგის მისაღწევად. არასოდეს შეაფასოთ უკრაინა არასათანადოდ. იყავით თავდაჯერებული.…

მეტი...

ზესტაფონში, ქვედა საზანოს მოსახლეობა საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემებს აპროტესტებს

ზესტაფონში, სოფელ ქვედა საზანოს მოსახლეობა მერიის შენობასთან შეიკრიბა და საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემები გააპროტესტა, რამაც მერის მოადგილის გაღიზიანება გამოიწვია. “ვითხოვთ გზის გაკეთებას, რომელზეც შეუძლებელია გაიაროს ადამიანმა. ფეხით გავლა შესაძლებელია, მაგრამ მანქანით, ტრანსპორტით, ან რამე თუ გვინდა, ტაქსები უარს გვეუბნებიან. რამდენჯერმე ვიყავით ჩამოსული და ჩვენი პრობლემით არავინ არ დაინტერესდა, გაკეთებაზეც არაფერი არ არის”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მეტი...

ბოლო ცნობები შოვიდან

რაჭაში, სტიქიური უბედურების ზონაში, სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე შოვში 27 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. 6 პირს ამ დრომდე ეძებენ. სამაშველო ჯგუფი მდინარე რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში მუშაობენ. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, ასევე, ცოცხალი ძალა და კინოლოგები. რაჭის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე ამბობს, რომ დამეწყრილ ტერიტორიაზე დარჩენილია მიწის მცირე ფართობი, სადაც სამუშაოები გრძელდება. გაზრდილია პერიმეტრიც. “ამ დროის მდგომარეობით, 27 მოქალაქის ცხედარი არის ამოსვენებული. მიმდინარეობს 6 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში, როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე კურორტ შოვის ტერიტორიაზე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში, სადაც მძიმე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს კალაპოტის ფორმირება და არსებული კუნძულების…

მეტი...

თურქეთის მოსახლეობა დამანგრეველი მიწისძვრების შესახებ გააფრთხილეს

თურქეთი ძლიერი მიწისძვრების პერიოდში შედის. მიწისძვრები, რომლებიც მუდმივად ხდება თურქეთში, შეიძლება კიდევ უფრო დამანგრეველი გახდეს. ამის შესახებ ადგილობრივმა წამყვანმა სეისმოლოგმა, ნაჯი გორიურმა განაცხადა. „ამაზე არ ვხუმრობ, რადგან გასაგებია, როგორი იქნება შემდეგი პერიოდი. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეტაპზე, როდესაც შევდივართ პერიოდებში, როდესაც ძლიერი მიწისძვრები იწყება”, – განაცხადა მან. სეისმოლოგმა ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდა, რადგან სტამბოლიც კი, რომელიც გამუდმებით რაღაცას აკეთებს მიწისძვრებისთვის მოსამზადებლად, ბოლომდე ვერ გაუძლებს ასეთ ძლიერ ბიძგებს.

მეტი...

ჩერნიგოვში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა – არის მსხვერპლი

ჩერნიგოვში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ცნობით, დაშავებულია 129 ადამიანი, დაღუპულია 7, მათ შორის ექვსი წლის ბავშვი. დაშავებულებს შორის 15 ბავშვია, 15 პოლიციელი. რუსებმა სარაკეტო იერიში ჩერნიგოვის ცენტრზე, დრამატულ თეატრზე მიიტანეს. შენობის უკან არის დიდი პარკი, სადაც დედები და მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, თავდასხმის დროს ძირითადად დაშავდნენ ის ადამიანები, რომლებიც მანქანებში იყვნენ, გზაზე ან ეკლესიიდან ბრუნდებოდნენ.

მეტი...

უკრაინელმა პილოტებმა F-16 თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსეი რეზნიკოვის ცნობით, უკრაინელმა მფრინავებმა უკვე დაიწყეს  F-16 თვითმფრინავებზე წვრთნა. მინიმალური სასწავლო პერიოდი 6 თვეა. მინისტრი ამბობს, რომ სწავლებაში მონაწილეობას პილოტების გარდა გარკვეული რაოდენობის ინჟინრები და ტექნიკოსებიც მიიღებენ. “მომზადების ეს პერიოდი ტრენინგის სახით იმაზე დაიხარჯება, რომ გავაგრძელოთ პროექტი იმის გასაგებად, თუ პირდაპირ როდის მივიღებთ თვითმფრინავებს. და ასევე რაც მთავარია – რამდენს”, – თქვა რეზნიკოვმა. ცნობისთვის, 11 პარტნიორმა ქვეყანამ, უკრაინასთან ერთად, ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც განსაზღვრავს უკრაინელი მფრინავების მომზადების პირობებს F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე.

მეტი...

დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა კუპიანსკი დაბომბეს

დღეს, დილის 7 საათზე, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი კუპიანსკი დაბომბეს, რის შედეგადაც  ერთი მშვიდობიანი მოქალაქე მძიმედ დაშავდა. როგორც “უკრაინსკაია პრავდა” წერს, ექიმები მისი გადარჩენისთვის იბრძვიან. არსებული ინფორმაციით, კუპიანსკში დაბომბვის შედეგად დაზიანდა კერძო სახლი და ხანძარი გაჩნდა ხორცის გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე.

მეტი...

რუსებმა ბოლო 24 საათში 460 სამხედრო და 33 საარტილერიო სისტემა დაკარგეს

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 20 აგვისტომდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს. მათი ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 460 სამხედრო, 6 ტანკი და 33 საარტილერიო სისტემა. რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 257 470; ​ტანკი – 4 346; ჯავშანტექნიკა – 8 435; საარტილერიო სისტემა – 5 245; სარაკეტო სისტემა – 717; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 489; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 316; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 304; საკრუიზო რაკეტები – 1 406;…

მეტი...

თბილისი-ფოთის რეისი გაჩერებულია – უამინდობის გამო მატარებელს ტექნიკური პრობლემა შეექმნა

თბილისი-ფოთის მატარებელი გაჩერებულია. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, თბილისიდან ფოთში მიმავალ მატარებელს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც გაჩერებულია სადგურ რიონში. რკინიგზაში ვერ აკონკრეტებენ როდის აღდგება მოძრაობა. “საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს აღნიშნული მატარებლის მოძრაობის განახლება, თუმცა, კომპანია ასევე მზადაა, მგზავრების დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად მათი ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანა უზრუნველყოს. საქართველოს რკინიგზა თითოეულ მგზავრს მგზავრობის საფასურს სრულად აუნაზღაურებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ქირურგი რობოტები და ოპერაცია რობოტების დახმარებით  – ვიდეორეპორტაჟი პეკინიდან

„მედიაცენტრი მთავარი“ აგრძელებს თემატურ რეპორტაჟებსა და ვიდეორგოლებს პეკინიდან. ამჯერად წარმოგიდგეთ სამედიცინო რობოტებს, რომლებიც ოპერაციასაც აკეთებენ და სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენება. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, არ არსებობს ფუნქცია, რომლის შესრულება ადამიან, თუ სხვა სახის რობოტს არ შეუძლია. ეს ყველაფერი კი გადავიღე პეკინში, სადაც 22 აგვისტოს ჩათვლით მსოფლიოს 2023 წლის რობოტების კონფერენცია იმართება. კონფერენციაზე კი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით მოვხვდი. რობოტექნიკის ინდუსტრია საოცარი სანახაობაა. მთელი მსოფლიო აქ არს წარმოდგენილი. მოწვეულები არიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მაღალი დონის მეცნიერები და ცნობილი სახეები. გამოფენა კი სხვადასხვა პავილიონში 45 000 კვადრატულ ფართობზე იმართება. ეკა…

მეტი...