ჩინეთში უამინდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ჩინეთში უამინდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში გადაუღებელი წვიმებია, ზოგში კი გვალვაა, რომელიც მოსავალს ანადგურებს. „ჩინეთის დასავლეთ ნაწილში, სიანის პროვინციაში, მეწყრის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, 12 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. აღმოსავლეთ პროვინციებში თვის დაწყებიდან უამინდობის მსხვერპლი 29 ადამიანი გახდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. არსებული ინფორმაციით, დღეს, უამინდობის გამო, ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის უმსხვილეს ქალაქში შენიანში, რიგ მარშრუტებზე მატარებლების მოძრაობაც შეწყდა.

მეტი...

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცს ფეხისა და ხელის არეში დაზიანება მიაყენეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება, გუშინ, გონიოს ტერიტორიაზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მეტი...

თურქეთში 4,8 და 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები მოხდა

თურქეთში, მალათიის რეგიონში 4,8 და 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პირველი მიწისძვრა 16:39 საათზე დაფიქსირდა, მომდევნო კი 16:40 საათზე. მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ მალათიაში მოქალაქეების ნაწილი ქუჩებში გამოვიდა. ისინი ამ დრომდე გარეთ რჩებიან. მიწისძვრის ბიძგები მეზობელ პროვინციებშიც იგრძნობოდა.

მეტი...

პარიზში ეიფელის კოშკზე მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

პარიზში ეიფელის კოშკზე ბომბის არსებობის საფრთხის გამო მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბომბის განადგურების ექსპერტები და პოლიცია ათვალიერებდნენ ტერიტორიას, მათ შორის რესტორანს, რომელიც მდებარეობს ერთ სართულზე. ვიზიტორთა ევაკუაცია განხორციელდა როგორც სამი სართულიდან, ისე მონუმენტის ქვეშ არსებული მოედნიდან. ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.

მეტი...

ბორჯომის ტყეში ხანძარი იყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან, ტყეში ხანძარი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ, ადგილობრივი გამოცემა სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.  არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი დიდ მონაკვეთზე არ გავრცელებულა და მეხანძრეებმა მისი ლიკვიდირება შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

მეწყრული პროცესები სოფელ ვაყაში – წაღებულია საავტომობილო გზა

სოფელ ვაყაში, მდინარე ჭერათხეულას კალაპოტის ნაწილი ჩახერგილია, რის გამოც წყალი შეგუბდა. მეწყერმა წაიღო სამანქანო გზაც. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ მეწყრული პროცესები გაგრძელდა, დატბორვის საფრთხის წინაშე იქნებიან. მოსახლეობამ დახმარების თხოვნით მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა. ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია. “შიში გვაქვს, საიდან სად მოწყდა ის გზა, თითისტოლა ბავშვები დარბიან, ახლოსაა მოსახლეობა, სახლები. ყველამ შეიტყო, ყველამ გულთან მიიტანა, ტყუილად ვერ ვიტყვი ცოდვას, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მეტი...

ჩინეთის ექსპორტ-იმპორტმა 23,55 ტრილიონი იენი შეადგინა

მიმდინარე წლის პირელ 7 თვეში ჩინეთის საგარეო ვაჭრობა გაიზარდა და იმპორტისა და ექსპორტის მოცულობა 0,4 პროცენტით დადებითობისკენ წავიდა. ჯამურმა მაჩვენებელმა კი 23,55 ტრილიონი იუანი (დაახლოებით 3,29 ტრილიონი აშშ დოლარი) შეადგინა. ეს არის ინფორმაცია, რომელსაც საბაჟოს გენერალური ადმინისტრაცია ავრცელებს. არსებული მონაცემებით, ექსპორტი 1,5 პროცენტით გაიზარდა წლიური თვალსაზრისით და 13,47 ტრილიონი იუანი შეადგინა. იმპორტი კი 1,1 პროცენტით შემცირდა და  წლიური თვალსაზრისით და შეადგინა 10,08 ტრილიონი იუანი. 2023 წლის იანვრიდან ივლისამდე ASEAN (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია)  რჩებოდა ჩინეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად. ჩინეთის ვაჭრობა ASEAN-ის ქვეყნებთან 2,8 პროცენტით გაიზარდა და წლის განმავლობაში, ქვეყნის მთლიანი…

მეტი...

პეკინის აეროპორტში 150 000-ზე მეტი მგზავრი დაფიქისირდა

პირველად, გახსნის დღიდან დღემდე, პეკინის აეროპორტს ამდემი მგზავრი არ ახსობს. დღეში 150 000 მგზავრი სწორედ ის ციფრია, რომელიც პეკინის დაქსინგის აეროპორტში დაფიქსირდა. მგზავრთა რაოდენობამ 150 000-სს გადააჭარბა. ინფორმაციას საჰაერო ნავსადგურის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი შეფასებით, ეს არის დღიური ახალი რეკორდი. პეკინის დაქსინგის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ჩინეთის დედაქალაქის უახლესი საჰაერო ნავსადგურია, ექსპლუატაციაში 2019 წლის 25 სექტემბერს შევიდა.

მეტი...

ცეკვა სამხრეთ ეკვატორიდან ქართველის მონაწილეობით (ვიდეო)

ჩემი „ჩინური დღიურების“ შემადგენელი ნაწილი ეს მოკლე ვიდეოც აღმოჩნდა. „შემსრულებლები“ აქ, ჩინეთში, დიპლომატიურ დასახლებაში გავიცანი, შევუერთდი და მათი ეროვნული ცეკვაც შევასრულე. ჯგუფი არის სამოა-დან და ასრულებენ  ეროვნულ ცეკვას. სამოა მდებარეობს ეკვატორის სამხრეთით, ჰავაის და ახალ ზელანდიას შორის. ცეკვა ხომ ერთ-ერთი საშუალებაა ადამიანების გასაცნობად და დასაახლოებლად:)  

მეტი...

საფრანგეთში მიგრანტების ნავი ჩაიძირა – არის მსხვერპლი

საფრანგეთში, არხის გადაკვეთისას, მიგრანტების ნავი ჩაიძირა, დაღუპულია სულ მცირე ექვსი ადამიანი. მაშველებმა 50-ზე მეტი პირის გადარჩენა შეძლეს. ადგილობრივი მერის განცხადებით, ფართომასშტაბიანი სამაშველო ოპერაცია დილით დაიწყო. ათობით მიგრანტთან ნავი ცდილობდა არხის გადაკვეთას. “რამდენიმე ნავი სერიოზული სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. სამწუხაროდ, სანგატეს (საზღვაო ქალაქთან) ახლოს მათ გვამები იპოვეს”, – განუცხადა მან Reuters-ს. არხი საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სატრანსპორტო ხაზი, სადაც ძლიერი დინებაა, რაც პატარა გემებით გადაკვეთას სახიფათოა.

მეტი...

მარნეულში სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლი გულის შეტევით გარდაიცვალა

მარნეული-სადახლის მიმართულებით, სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლი გულის შეტევით გარდაიცვალა. სოფელ ხოჯერნში მცხოვრებმა 60 წლის ნარიმან ხუდიევმა მართვის დროს კონტროლი დაკარგა და მანქანა ბოძს შეეჯახა. მიკროავტობუსში მყოფ მგზავრებს მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებათ. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

მეტი...

ქუთაისში ქმარმა ცოლს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა

ქუთაისში ქმარმა ცოლს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ახალგაზრდა ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი ადამიანი. სისხლის სამართლის საქმე 11 პრიმა 19-109 მუხლით არის აღძრული, რაც ოჯახის წევრის მიმართ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მეტი...

სტიქიის შედეგად დაღუპული მეგი და გიგი გუტაშვილები დღეს დაკრძალეს

შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული და-ძმა, მეგი და გიგი გუტაშვილები, დღეს დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი ონის მუნიციპალიტეტის ცენტრში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, მიმდინარეობდა. გარდაცვლილების ხსოვნის პატივსაცემად მათი მეგობრები, ნათესავები და რიგითი ადამიანები დილიდან მივიდნენ და კიდევ ერთხელ იხსენებდნენ შემზარავ ტრაგედიას. ადგილზე იმყოფებოდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

მეტი...

ჩინური ბაზარი, პროდუქტები და ფასები – „მედიაცენტრი მთავარის“ დღიურები პეკინიდან  (ვიდეო)

ვაგრძელებ „ჩინური დღიურების“  გაზიარებას. ამჯერად მოგიყვებით აქაურ ბაზარზე, ფასებსა და პროდუქტებზე.  ასევე, „ჩვენებურ“ კერძებზე, რომელიც აქ მოვამზადე და ინტერნაციონალურ შემადგენლობაზე. ვაფასებ ადგილობრივ სამზარეულოს და კულინარიას, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი რამ „არ მეჭმევა“, ძირითადად ვგულისხმობ ხორცეულობას, შესაბამისად რესტორნებსაც დიდად არ ვსტუმრობ. ჯერ სულ ერთი კვირაა, რაც აქ ვარ. შაბათ-კვირა რომ დალოცვილი და დასვენების დღეა, ეს ძალიან კარგია და ამიტომაც, დღეს ჩინურ ბაზარს, ანუ ქართულ „აგროჰაბს“ ვესტუმრე.  რატომ? 1.     იმიტომ, რომ ვიცი რას ვჭამ; 2.     იმიტომ, რომ ვიცი ჩემი მომზადებულია; 3.     ინტერნაციონალურ გუნდს, ქართული სამზარეულოთი გავუმასპინძლდი. რამდენიმე სიტყვით ინტერნაციონალურ ჯგუფზეც მოგიყვებით.…

მეტი...

,,გაიცანით შოვიდან მაშველი ზურა კალანდაძე”

სოციალური ქსელის მომხმარებელი თამარ რატიანი, ერთ-ერთ საჯარო ჯგუფში წერს: ,,გაიცანით შოვიდან მაშველი ზურა კალანდაძე. სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. სასწრაფოდ ჩამოიყვანეს თბილისში ვერტმფრენით და მოათავსეს საავადმყოფოში. 2 საათი იწვა ხეჩინაშვილის კლინიკაში, ჩაუტარეს სამედიცინო პროცედურები, შემდეგ კი პალატა დატოვა და შოვში დაბრუნდა. დაკარგულებს ვეძებთ და აქ ვერ გავჩერდებიო. წარმოუდგენელია, არა? ასეთ გმირებზე დგას სამყარო დღეს და მადლობა მას. ფოტო ჩუმად გადავუღე. ღმერთმა დაგლოცოს! პოსტის ავტორია არაჩვეულებრივი პედაგოგი და ჩემი მედობარი სვეტლანა სინა”, – წერს თამარ რატიანი.

მეტი...

ბათუმში კორპუსიდან შუახნის კაცი გადმოვარდა და დაიღუპა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, კორპუსიდან შუახნის კაცი გადმოვარდა და დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ TV25 ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო  პოლიცია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

შოვის ტრაგედიის გამო უდედოდ დარჩენილ 4 წლის ლუსის ნიკო კვარაცხელიას ფონდი დაეხმარება

შოვის ტრაგედიის გამო უდედოდ დარჩენილ 4 წლის ლუსის ნიკო კვარაცხელიას ფონდი დაეხმარება. ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, ნიკოს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლმა ნინო კვა­რა­ცხე­ლიამ დაწერა. “აგერ ნი­კოს და­ბა­დე­ბის დღეც დგე­ბა, მის გა­რე­შე მე­ო­რედ აღ­ვნიშ­ნავთ ამ დღეს ბრჭყვი­ა­ლა სი­ცო­ცხლით სავ­სე ბი­ჭის უსი­ცო­ცხლო და­ბა­დე­ბის დღეს! არა­ფე­რი დარ­ჩე­ნია ოჯახს და ჩვენ, ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებს მისი სა­ხე­ლით გა­ვა­კე­თოთ ის, რა­საც იგი აკე­თებ­და და გეგ­მავ­და, რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ნი­კოს ფონ­დი ეხ­მა­რე­ბა ბა­თუ­მის ტრა­გე­დი­ის, მა­მე­ბის ამა­რა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვებს. ახლა შო­ვის ტრა­გე­დი­ით უდე­დოდ დარ­ჩე­ნილ ლუ­სის და­ეხ­მა­რე­ბა, თუმ­ცა არც ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლებ­საც თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კუ­თხით უნ­დათ გან­ვი­თა­რე­ბა, არ იქ­ნე­ბი­ან უყუ­რა­დღე­ბოდ. მათ­თვის…

მეტი...

ამინდი იცვლება – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. „11 აგვისტოს დღის ბოლოდან 13 აგვისტოს დილამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს, უპირატესად დასავლეთ რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი და სეტყვა. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს”,  – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

რუსი მომ­ღე­რა­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, თუ რო­გორ ,,მოპარეს” ქორ­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ნას­ვამ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა

რუსი მომ­ღე­რა­ლი რიტა და­კო­ტა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, თუ რო­გორ ,,მოპარეს” ქორ­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ნას­ვამ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა. მისი თქმით, ყაზბეგში, ოჯა­ხუ­რი დღე­სას­წა­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ ჩა­შა­ლა. მან ვერ შეძ­ლო ახ­ლობ­ლებ­თან დრო­ის გა­ტა­რე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის “სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის“ გამო. “ფო­ტო­ზეა ჩემი და ფე­დი­ას სა­ხე­ე­ბი, რო­დე­საც მე­ა­თე ქარ­თულ სა­დღეგ­რძე­ლოს ვუს­მენთ. სა­ქორ­წი­ნო სუფ­რა­ზე მო­ვიდ­ნენ მთვრა­ლი ქარ­თვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არ ას­რუ­ლებ­დნენ თა­ვი­ანთ გა­მოს­ვლებს. გავ­ბრაზ­დი, ვცდი­ლობ­დი არ შე­მემ­ჩნია მათი “და­მე­გობ­რე­ბის“ მცდე­ლო­ბა, რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე, რომ ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი კმა­ყო­ფი­ლი იყ­ვნენ ასე­თი კო­მუ­ნი­კა­ცი­ით. ასე­ვე გავ­ბრაზ­დი სა­კუ­თარ თავ­ზე, რომ რაც არ უნდა ვის­წავ­ლო, მა­ინც არ ვიცი რო­გორ ავა­შე­ნო პი­რა­დი სა­ზღვრე­ბი”, – აღი­ა­რა შემ­სრუ­ლე­ბელ­მა. მომღერალის თქმით,…

მეტი...

,,თუ ეკიპირება და ტექნიკა არ არსებობს, მხოლოდ მაშველების თავდადებაზე ვერ ვიქნებით” – თემურ გიორგაძე

,,თუ ეკიპირება და ტექნიკა არ არსებობს, მხოლოდ მაშველების თავდადებაზე ვერ ვიქნებით”. ამის შესახებ სამაშველო სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ გიორგაძემ განაცხადა. ,,ეკიპირება და აღჭურვილობა ყოველთვის უნდა იყოს. ყველაფერი უნდა შექმნან საგანგებო სიტუაციებისთვის, რომ დროული რეაგირება მოხდეს. ეკიპირება, აღჭურვილობა და ტექნიკა თუ არ არსებობს მხოლოდ მეხანძრე მაშველების თავდადებაზე ვერ ვიქნებით. დროულად თუ არ მოხდა რეაგირება და შესაბამისი აღჭურვილობა თუ არ იქნება, ასე ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა უფრო ნაკლებად ხდება”, – ამბობს თემურ გიორგაძე.

მეტი...

ამერიკამ რუსი ოლიგარქები დაასანქცირა

ამერიკამ რუსი ოლიგარქები დაასანქცირა. შავ სიაში “ალფა ბანკის” დამფუძნებლები მოხვდნენ. მრავალმილიონიანი აქტივები გაეყინებათ მიხაელ ფრიდმანსა და პიოტრ ავენისს. სანქცირებულთა სიაში არიან Alfa Group-ის ყოფილი მსხვილი აქციონერები, გერმან ხანი და ალექსეი კუზმიჩევიც. ასევე, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთის მრეწველებისა და მეწარმეთა კავშირიც. მიზეზი პუტინთან ახლო კავშირები და უკრაინაში ომის მანქანის დაფინანსებაა.

მეტი...

ხადას ხეობაში ადგილობრივები შველას ითხოვენ

ხადას ხეობაში ადგილობრივები შველას ითხოვენ. უძველესი სოფლიდან გასახლებულებს სახლ-კარის გარეშე დარჩენა ემუქრებათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ საერთაშორისო მაგისტრალის მშენებლობის გამო, სოფლიდან გაასახლეს, ახლა კი კოტეჯებს მთაზე აშენებენ, თუმცა ამის უფლებასაც აღარ აძლებენ. ,,გადითო და სად წავიდეთ, სად გავიდეთ? ვის შევეხიზნოთ? არც კოტეჯის ჩადგმის საშუალებას არ გვაძლევენ. რაც მოგვცეს იმ ადგილში 50 დოლარი ღირს აკვადრატება. რითი ავაშენოთ? ბლოკი და ცემენტი გვინდა. დაგვაკმაყოფილონ ადგილით. 88 წლის კაცი ვარ, აი აქ დავბერდი მე”, – ამბობს ადგილობრივი.

მეტი...

აღმოსავლეთ უკრაინაში საჰაერო განგაშია

კრივი-რიჰის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის ალექსანდრ ვილკულის ინფორმაციით, უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში საჰაერო განგაში გამოცხადდა, აფეთქებების ხმა გაისმა კრივი-რიჰში. საჰაერო განგაში უკრაინის 11 რეგიონსა და ყირიმში გამოცხადდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის საფრთხე მაღალია. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ დატოვონ თავშესაფარი.

მეტი...

უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიებზე დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკებები დაიწყო

უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის ორმხრივი შეთანხმების შესახებ დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკებები დაიწყო. დიდი ბრიტანეთი აშშ-ის შემდეგ, მეორე ქვეყანაა, რომელთანაც უკრაინა ამ მოლაპარაკებებს აწარმოებს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოლაპარაკების პირველი რაუნდი დღეს შედგა. მოლაპარაკებებს კი პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობს. „დიდი ბრიტანეთი მუდმივად ავლენს ლიდერობას და მაგალითს უკრაინის მხარდასაჭერად ყველაზე თამამი გადაწყვეტილებების მიღებასა და განხორციელებაში. უკრაინელი ხალხი აფასებს უკვე გაწეულ დახმარებას და ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებაში”, – აღნიშნა ერმაკმა. შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების გარანტიები გათვალისწინებულია უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციაში, რომელზეც G7-ის ქვეყნების (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, საფრანგეთი,…

მეტი...

ჰავაიში, ტყის ხანძრებს სულ მცირე 67 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ადამიანი კი დაკარგულად ითვლება

კუნძულ მაუიზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა და სახანძრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ტყის ხანძრებს სულ მცირე 67 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაიცას ამის შესახებ, Reuters ავრცელებს და წერს, რომ ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ჰავაის გუბერნატორის, ჯოშ გრინის თქმით, ისტორიული ზღვისპირა ქალაქის, ლაჰაინას 80 პროცენტი განადგურებულია. ამასთან, მაუის ოლქის სახანძრო უფროსმა, ბრედფორდ ვენტურამ განაცხადა, რომ ხანძრის სიჩქარე “თითქმის შეუძლებელს ხდიდა” საგანგებო მენეჯმენტთან კომუნიკაციას, რომელიც, როგორც წესი, ევაკუაციის ბრძანებებს აძლევს.

მეტი...

,,ჩემი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ მეგობარ და მეზობელ ქართველ ხალხს” – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს. “დიდი მწუხარებით შევიტყვე საქართველოში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ბევრი ადამიანის გარდაცვალებისა და დაშავების შესახებ. ჩემი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ თქვენს აღმატებულებას, მეგობარ და მეზობელ ქართველ ხალხსა და გარდაცვლილთა ახლობლებს”, – განაცხადა ერდოღანმა.  

მეტი...

​გასულ ღამეს ოკუპირებულ ყირიმს დრონებით დაესხნენ თავს

გასულ ღამეს ოკუპირებულ ყირიმს დრონები დაესხნენ თავს. ადგილობრივების თქმით, ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა ნოვოზერნსა და კიროვსკის რაიონში. საოკუპაციო “ხელისუფლება” ამტკიცებს, რომ თავდასხმა წარმატებით შეაჩერეს. ე.წ. ხელმძღვანელის მრჩეველი ოლეგ კრიუჩკოვა კი ამბობს, რომ საზენიტო ცეცხლი ყირიმის სხვადასხვა რეგიონზე მუშაობდა. ​გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ყირიმის ხიდი დროებით დაიკეტა.

მეტი...

რუსთავში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

რუსთავში, კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა. შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას, “ინფო რუსთავი” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით , 50 წლამდე კაცსა და 40 წლამდე ქალს შორის კამათი ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო, რასაც ჩხუბი მოჰყვა. ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით ქალს სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაჭრილი ქალი “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბრალდებული კაცი ადგილზე დააკავეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

უკრაინის გენშტაბის მონაცემები რუსეთის დანაკარგზე

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 12 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. მათივე ცნობით, მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთმა დაკარგა 510 ჯარისკაცი, 5 ტანკი, 10 საარტილერიო სისტემა. რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 253 290; ​ტანკი – 4 295; ჯავშანტექნიკა – 8 324; საარტილერიო სისტემა – 5 053; სარაკეტო სისტემა – 713; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 472; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 312; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 201; საკრუიზო რაკეტები – 1 378; საავტომობილო ტექნიკა და…

მეტი...