,,როგორც ჩანს, მაშინვე დაიღუპა ნიკაც”- გარდაცვლილის მეუღლე

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ 31 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 2 პირს.

გარდაცვლილებს შორისაა 38 წლის ნიკოლოზ ჩალაძე, რომელიც შოვში, კოტეჯების მშენებლობაზე მუშაობდა.

„ნიკა შოვში ახალი ასული იყო, ჯერ ავიდნენ და ადგილი დაათვალიერეს. იმ დღეს იწყებდნენ მუშაობას… ბოლოს, როცა ტელეფონზე ველაპარაკე, ერთად ვგეგმავდით, როგორ აღგვენიშნა ჩვენი უფროსი შვილის მოახლოებული დაბადების დღე.. დიდხანს ვესაუბრე, რა გვექნა დღეობაზე, რა მოგვეფიქრებინა. მეც ვმუშაობდი და ვუთხარი, მერე დაგირეკავ-მეთქი.

მსგავსი თემები