შოვში, სტიქიის დროს დაღუპულ ნატო ჭელიძეს თანაკლასელი ემოციურ პოსტს უძღვნის

შოვში, სტიქიის დროს დაღუპულ ნატო ჭელიძეს თანაკლასელი თეო ბერუჩაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „მთელი ცხოვრება გაფანტულ მეგობრებს ვაგროვებ. აქამდე ყველა შემხვედრი სახელი და გვარი მახსოვს და ერთადერთი სურვილი მაქვს ფიზიკურად თუ არა კეთილი სურვილებით მივწვდე და ვიმშვიდობო. მშვიდობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ დიდი ხანია ამქვეყნად საკუთარი თავის ყოფნის დანიშნულებაც ხშირად დამიყენებია ეჭვქვეშ, როცა ბევრად პატარები და მთლად ბავშვები მიდიან. წასვლაც არის და წასვლაც. 3 აგვისტოს შემდეგ კი ფრთებდაშვებული და მთლად მოდუნებული ვარ. იმედებს ვაკოწიწებ და გზა და გზა მემსხვრევა. ბოლო აღარ უჩანს ტკივილს, სასოწარკვეთას. თითოეული ჩამქრალი სიცოცხლე…

მეტი...

,,ამ დროისთვის 31 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, საიდანაც 28 იდენტიფიცირებულია”- პაპუნა მარგველიძე

რაჭის გუბერნატორის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში და გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე. მისივე თქმით, 31 ცხედრიდან იდენტიფიცირებულია 28. „სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. გუშინ მაშველების მიერ ამოყვანილ იქნა ორი გარდაცვლილის ცხედარი, რომლებიც იდენტიფიცირების მიზნით გადაყვანილ იქნა ექსპერტიზაზე. ამ დროისთვის 31 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, საიდანაც 28 იდენტიფიცირებულია და ველოდებით სამი გარდაცვლილი მოქალაქის იდენტიფიცირების პასუხებს. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში და გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 100 კილომეტრის რადიუსზე“, –…

მეტი...

ისტორიაში პირველად, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ქვეყნისთვის ისტორიული მსოფლიო თასისთვის ემზადება. 2023 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ჩემპიონატის მასპინძელი  ერთდროულად სამი ქვეყანა- ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია იქნება. ჩემპიონატში მონაწილე 32 რჩეული ნაკრები რვა 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდა, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ამ მოვლენის მნიშვნელობასა და წინასწარ მოლოდინებს. ნაკრები პირველ თამაშს 26 აგვისტოს, 12:00 საათზე გამართავს და კაბო-ვერდეს დაუპირისპირდება, შემდეგი თამაში 28 აგვისტოს, 15:30 საათზე,  სლოვენიასთან ჩატარდება; 30 აგვისტოს, 12:00 საათზე კი…

მეტი...

სემეკის წარმომადგენლებმა ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

სემეკის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს რიგით მე-8 ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმში, რომელიც პერუში, ქ.ლიმაში გაიმართა. ფორუმის ფარგლებში, სადაც 40-მდე ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, განიხილეს მსოფლიოს მასშტაბით ენერგეტიკაში არსებული გამოწვევები და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე. ფორუმზე სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა წარადგინა პრეზენტაცია 2026 წელს საქართველოში დაგეგმილი მსოფლიო ენერგეტიკული ფორუმის შესახებ, რომელსაც სემეკი უმასპინძლებს. 2026 წელს, ქ. თბილისს ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში 1000-ზე მეტი მაღალი რანგის დელეგატი ეწვევა. კერძოდ, რიგით მეცხრე მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და…

მეტი...

„ნაპოვნია ძვირფასეულობა, პირადობის მოწმობები, საყოფაცხოვრებო ნივთები“ – ახალი ცნობები სტიქიის ზონიდან

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაო ამ დრომდე მიმდინარეობს. სამძებრო არეალი გუმათჰესის ტერიტორიამდე აღწევს. ზოგიერთ მონაკვეთში მდინარის კალაპოტი შეცვლილია. კალაპოტებში ნაპოვნია საყოფაცხოვრებო ნივთები, პირადობის მოწმობები, ძვირფასეულობა, რის გამოც იმატებს დაკარგულების პოვნის ალბათობა. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, მაშველები კიდევ ორ ადამიანს ეძებენ.

მეტი...

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 14 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 14 პირია დაკავებული. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, 1976 წელს დაბადებული ბ.ქ. დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდი და 255 ვაზნა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევები: 1975 წელს დაბადებული ზ.გ. და 1992 წელს…

მეტი...

ვაშინგტონმა რუსეთში სანქციები კიდევ 11 ფიზიკურ და ორ იურიდიულ პირს დაუწესა

ვაშინგტონმა რუსეთში სანქციები კიდევ 11 ფიზიკურ და ორ იურიდიულ პირს დაუწესა. ე.წ. შავ სიაში ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დედა აიმანი კადიროვა და მისი საზოგადოებრივი ფონდი, ასევე, ჩეჩნეთის მთავრობის მეთაური მუსლიმ ხუჩიევი და ყირიმის საბავშვო ცენტრ „არტეკის“ დირექტორი მოხვდნენ. არსებული ინფორმაციით, მათ ბრალი ედებათ უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაციის ხელშეწყობაში.

მეტი...

გუშინ იპოვეს მამაკაცის ცხედარი ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან აწერია ,,ალინა” – რას წერს ზაზა მესხის ნათესავი

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, შოვში მომხდარი ტრაგედიიდან ამ დრომ­დე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 31 გარ­დაც­ვლი­ლი. მაშ­ვე­ლე­ბი კი­დევ 2 ადა­მი­ანს ეძე­ბენ. და­კარ­გუ­ლებს შო­რის არი­ან ზაზა მეს­ხი და მისი ორი შვი­ლი. ტრა­გე­დი­ი­დან ორი დღის შემ­დეგ გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის ნა­ხეს ზა­ზას მე­უღ­ლე, უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ალი­ნა პო­ლი­კოვ­სკა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი და­სას­ტურ­და მისი უფ­რო­სი შვი­ლის გარ­დაც­ვალ­ბაც. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ზაზა მეს­ხი უწე­რა­ში და­სას­ვე­ნებ­ლად მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. 3 აგ­ვის­ტოს ისი­ნი შო­ვის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­ვიდ­ნენ, რის შემ­დე­გაც მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ვე­ღარ მო­ხერ­ხდა. ზა­ზას ყო­ფი­ლი მეუღ­ლე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ გუ­შინ დღის ბო­ლოს შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ ნა­პოვ­ნი მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი დიდი ალ­ბა­თო­ბით ზაზა მესხს ეკუთ­ვნის.…

მეტი...

ბრიტანეთმა უკრაინელი ლტოლვილების დასაქმების ხელშეწყობისა და ინგლისურის სწავლისთვის 14 მლნ-ზე მეტი გამოყო

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინელი ლტოლვილებისთვის ფინანსური დახმარება გამოყო, რაც ინგლისური ენის შესწავლისა და მათი დასაქმების კუთხით დაიხარჯება. არსებული ინფორმაციით, ქვეყანამ 14,5 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად, რომლებიც ამჟამად ინგლისში, უელსში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ცხოვრობენ. დახმარებით სარგებლობა 10 000-მდე უკრაინელს შეეძლება და ისინი ინგლისურის სწავლასა და კარიერულ წინსვლას შეძლებენ.

მეტი...

აშშ-ში ვარაუდობენ, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავი რუსული რაკეტით ჩამოაგდეს

აშშ-ში ვარაუდობენ, რომ “ვაგნერის” დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი რუსული რაკეტით ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს. ანონიმური წყაროები აცხადებენ, რომ აშშ-ს აქვს რეალური საბაბი, რომ ეს იფიქროს. თუმცა, მათივე თქმით, ეს მხოლოდ წინასწარი ვარაუდებია და სიტუაციის ანალიზი გრძელდება. ცნობისთვის, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერში, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა. “როსავიაციამ” დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე, 9 ადამიანთან ერთად თავად პრიგოჟინიც იმყოფებოდა. 24 აგვისტოს მომხდარს თავად პუტინიც გამოეხმაურა, დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და თქვა, რომ “პრიგოჟინი მძიმე ბედის კაცი იყო”.

მეტი...

„ძალიან სამწუხარო დღეა ამერიკისთვის, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს”- ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფულტონის ოლქის ციხეში გამოცხადების შემდეგ დააკავეს და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ტრამპის განცხადებით, მას სჯერა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული. „ძალიან სამწუხარო დღეა ამერიკისთვის, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს… მე არაფერი დამიშავებია“- ამბობს ტრამპი… ჩვენ გვაქვს ყველა უფლება, გავაპროტესტოთ არჩევნები, რომელიც არაკეთილსინდისიერად მიგვაჩნია“, – განაცხადა ტრამპმა.

მეტი...

,,მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი, რომელიც დიდი ალბათობით ზაზა მესხისაა”- მესხის ყოფილი მეუღლე

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ 31 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 2 პირს. ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე წერს, რომ სავარაუდოდ შოვში ნაპოვნი ცხედარი ზაზას ეკუთვნის. “დღის ბოლოსკენ სიახლე შემოვიდა: მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი, რომელიც დიდი ალბათობით ზაზა მესხისაა. დნმ ტარდება და უახლოეს დღეებში 100 პროცენტით გვეცოდინება. ასევე ნაპოვნია ბიჭის ცხედარი, ანალიზს ველოდებით, რომ გავიგოთ ვის ეკუთვნის”,- წერს სინტა დეპონტი.

მეტი...

ჩინეთი გლობალური განვითარების ინიციატივის განსახორციელებლად 10 მილიარდი აშშ დოლარს გამოყოფს

„ჩინეთი, რომელსაც აქვს იგივე გამოცდილება, როგორც განვითარებად ქვეყნებს, იყო, რჩება და იქნება განვითარებად მსოფლიოს შორის. ჩემი გლობალური განვითარების ინიციატივა მიზნად ისახავს მსოფლიო საზოგადოების გაერთიანებასა და განვითარებას“- ეს სიტყვები ჩინეთი პრეზიდენტს ეკუთვნის, რომელიც მან იოჰანესბურგში,  მსოფლიო ეკონომიკის ჯგუფის ლიდერების დიალოგზე (BRICS) გააკეთა და რომელსაც რუსეთის წარმომადგენელი, სერგეი ლავროვოც ესწრებოდა. როგორც პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნა, სხვადასხვა კონტინეტზე ჩინეთი 200-ზე მეტ პროექტს ახორციელებს. „განვითარების პრიორიტეტულ ამოცანად განვიხილავთ  კაპიტალური ინვესტიციების ზრდას. ჩინეთმა შექმნა 4 მილიარდი დოლარის გლობალური განვითარებისა და სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის ფონდი. ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტები გლობალური განვითარების ინიციატივის განსახორციელებლად 10 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას…

მეტი...