ჩამოვარდნილ თვითმფრინავში პრიგოჟინის “მარჯვენა” ხელი, დიმიტრი უტკინიც იმყოფებოდა

ტვერში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში პრიგოჟინის ,,მარჯვენა” ხელი და ,,ვაგნერის” დაჯგუფების მეთაური დიმიტრი უტკინიც იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინული მედია ავრცელებს. ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემა BBC-იმ დაწერა, რომ რუსეთში, ავიაკატასტროფაში, ,,ვაგნერის დაჯგუფების” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა. მათივე ცნობით, დაღუპულია ბორტზე მყოფი კიდევ 9 ადამიანი.

მეტი...

ევგენი პრიგოჟინი რუსეთში, ავიაკატასტროფისას დაიღუპა

რუსეთში, ავიაკატასტროფაში, ,,ვაგნერის დაჯგუფების” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას, ბრიტანული გამოცემა BBC წერს. მათივე ცნობით, რუსეთის ქალაქ ტვერში პრიგოჟინის კუთვნილი ბიზნეს-თვითმფრინავი ჩამოვარდა. დაღუპულია ბორტზე მყოფი კიდევ 9 ადამიანი.

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტი ყირიმის პლატფორმაზე ვიდეომიმართვით წარდგა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმაზე ვიდეომიმართვით წარდგა. მან უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინელ ხალხსა და სამიტის მონაწილეებს მიმართა და საქართველოს სახელით უკრაინის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატა. “ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ შემოგიერთდეთ ამ გადამწყვეტ დღეს და საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით გამოგიცხადოთ სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა. დღეს სამიტი კიდევ ერთხელ იკრიბება უკრაინის 18-თვიანი წინააღმდეგობის ფონზე, რუსეთის ბოლო სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ. ეს ომი რუსეთის იმ უცვლელი მცდელობების გაგრძელებაა, რომელიც მეზობლების გაყოფის, ოკუპაციის, დაპყრობის, მუქარებისა და იმპერიული ძალების ისტორიულ რეალობას შეესაბამება. ის, რაც დღევანდელ ევროპაში კანონით აკრძალული უნდა ყოფილიყო, ტრაგიკულად ჩნდება და…

მეტი...

ვარკეთილში მოქალაქეებს წლების წინ აშენებული ავტოფარეხები დაუნგრიეს

ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონში მოქალაქეებს წლების წინ აშენებული ავტოფარეხები დაუნგრიეს. მუნიციპალური ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლებმა სპეციალური ტექნიკით, მათი კერძო ქონების დემონტაჟი ისე დაიწყეს, რომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დროც კი არ ჰქონდათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ განკარგულება მხოლოდ დღეს, ისიც სიტყვიერად წაუკითხეს. ოფიციალური დოკუმენტის არარსებობის გამო კი მათ სასამართლოში საჩივრების შეტანაც ვერ შეძლეს. ადგილზე სამგორის მაჟორიტარიც იმყოფებოდა და დემონტაჟის პროცესს თვალს პირადად ადევნებდა. რევაზ სოხაძის თქმით, ავტოფარეხები უკანონოდ არის აშენებული და შესაბამისად მათი მფლობელები სახელმწიფოსგან კომპენსაციასაც ვერ მიიღებენ.

მეტი...

დაზარალებული გლეხები კახეთში

რთველი 2023 კახეთში რამდენიმე კვირაში უნდა დაიწყოს. თუმცა, მევენახეები განადგურებულ ვენახებზე ჩივიან. ადგილობრივების ინფორმაციით, მას, ვისაც ვაზი დაზღვეული არ ჰქონდა, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ხელისუფლებამ არ აუნაზღაურა.  

მეტი...

ხობში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხობი-სენაკის ცენტრალურ მონაკვეთზე. “ჰონდას” მარკის ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი, მძღოლი და მის გვერდით მყოფი მგზავრი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში სხვადასხვა დაზიანებითა და მოტეხილობით გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ავარიის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

მეტი...

რუსეთს შეუძლია, დახუჭოს თვალი ყირიმის დაკარგვაზე, როგორც ეს გააკეთა სხვა ტერიტორიებზე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს შეუძლია თვალი დახუჭოს ყირიმის დეოკუპაციაზე, ისევე როგორც ეს გააკეთა  უკრაინის სხვა  ტერიტორიებიდან უკან დახევის დროს. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყირიმის პლატფორმის მთავარი ამოცანაა დეოკუპაციისთვის მომზადება. მან აღნიშნა, რომ „უკრაინას ესმის, როგორ უნდა დაბრუნდეს და რამდენი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო ამისთვის“. „უკრაინამ აჩვენა, რომ სამხედრო ოპერაციების დროს ჩვენი მიწის გათავისუფლება შემთხვევითი არ არის, ეს არის დამსახურებული, ეს არის ჩვენი ხალხის გმირობა და ჩვენი პარტნიორების თავდაცვითი მხარდაჭერა. …უკრაინული ძალები, მიუხედავად ყველაფრისა, წინ მიიწევენ. ვინც რამეს იტყვის – წადით. და როდესაც რუსეთი უკან იხევს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ის უბრალოდ…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა მანავში – 32 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ მანავში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად დაშავდა 7 მგზავრი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა  სტაბილურია. თვითმხილველების ინფორმაციით, “ჰონდა”-ს მარკის მანქანა მოცურდა, რის შედეგადაც ჯერ მსუბუქ მანქანას, შემდეგ კი მიკროავტობუსს შეეჯახა. 32 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.     წყარო: ”მთავარი არხი”

მეტი...

გლდანის რაიონში სამი ლოკაცია დასუფთავდა, სადაც უკანონოდ იყო განთავსებული სამშენებლო ნარჩენი

დასუფთავების მორიგი აქცია გლდანის რაიონში ჩატარდა. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა, სპეცტექნიკის საშუალებით, უკანონოდ განთავსებული სამშენებლო ნარჩენები მუხიანში – ნოზაძის ქუჩიდან, გლდანის I მიკრორაიონის N8 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან და ზაჰესში – შოთაძის ქუჩიდან გაიტანეს. ნოზაძის ქუჩაზე ნარჩენების შემკრები ექვსი ახალი კონტეინერიც განთავსდა და მონიტორინგის მიზნით დამონტაჟდა ფოტოხაფანგი. დასუფთავების შემდეგ, სამივე ტერიტორია მოირეცხება. მუხიანში მიმდინარე სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე გაეცნენ. საყოფაცხოვრებო ნარჩენისთვის განკუთვნილ კონტეინერებში ან მიმდებარედ სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსება დაუშვებელია. გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის…

მეტი...

,,არ შეიძლება შავი ზღვის უსაფრთხოების გასაღები ტერორისტების ხელში იყოს”- ზელენსკი

ყირიმი იყო, არის და იქნება უკრაინის ნაწილი – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის სამიტზე განაცხადა. სამიტს, რომელიც კიევში იმართება,  მსოფლიოს ლიდერები და მაღალი თანამდებობის პირები ესწრებიან. ,,არ შეიძლება შავი ზღვის უსაფრთხოების გასაღები ტერორისტების ხელში იყოს და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ყირიმში იქნება ნორმანული დემოკრატიული სამართლიანი ცხოვრება ჩვენ მოვაშორებთ ჩვენს უკრაინულ კუნძულს რუსეთის ტირანიას.” – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტი ყირიმის პლატფორმაზე ვიდეომიმართვით წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, კიევში, ყირიმის პლატფორმის სამიტზე ვიდეომიმართვით წარდგება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინელ ხალხსა და სამიტის მონაწილეებს მიმართავს. ვიდეომიმართვა კი 18:00 საათზე დაიწყება.

მეტი...

საპორტო ქალაქ იზმაილში რუსეთმა 13 000 ტონა მარცვლეული გაანადგურა

რუსული დრონის თავდასხმის შედეგად დუნაის სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქ იზმაილში 13 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. უკრაინის ვიცე პრემიერი, ალექსანდრ კუბრაკოვი აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად იზმაილის პორტის საექსპორტო პოტენციალი 15%-ით შემცირდა. „რუსეთი სისტემატურად ურტყამს ხორბლისა და სხვა მარცვლეულის საცავებს, რათა უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი შეაჩეროს“, – განაცხადა კუბრაკოვმა

მეტი...

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გათავისუფლდნენ

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, თამაზ ფსიტიძე და ზურაბ პეტრიაშვილი თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. „აღნიშნული პირების უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“ და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM). საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად,…

მეტი...

,,ჩემი ძმა დაკავებული არ არის, ის ძალიან კარგად გრძნობს თავს”- ლავასოღლის დაკავებას ოჯახი უარყოფს

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის (ლავასოღლი) დაკავების ფაქტს უარყოფს. გორაძის და აცხადებს, რომ მისი ძმა დაკავებული არ არის და თავს კარგად გრძნობს. ,,ჩემი ძმა დაკავებული არ არის, ის ძალიან კარგად გრძნობს თავს. არ არის ჩემი ძმა მოლდოვაში. რა მნიშვნელობა აქვს როდის ვესაუბრე, რაში უნდა დამჭირდეს იმის დამალვა, დაკავებული არის თუ არა. დაუკავშირდით მოლდოვას და გეტყვიან, თუა იქ ჩემი ძმა 4 წელი ნამყოფი. არ არის დაკავებული. მქონდა მასთან კომუნიკაცია”. – განუცხადა გორაძის დამ ”ტვ პირველს”. ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე (ლავასოღლი) დააკავეს

მეტი...

„საქართველოს მცხოვრებლების უმეტესობა ბევრად უფრო კომფორტულად, მშვიდად ცხოვრობს ჩვენს სახელმწიფოსთან”- მედვედევი

„ქართველების უმრავლესობა ნამდვილად არ უჭერს მხარს რუსოფობიას, რომლის დაწესებას დასავლეთი ცდილობს“, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისი თქმით, ქართველებისთვის რუსოფობია სისულელეა, მათ პირიქით, სურთ რუსეთის ფედერაციასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ. მედვედევმა აღნიშნა, რომ საქართველო მდიდარი კულტურის მქონე ქვეყანაა და რუსეთთან მჭიდრო კავშირშია. „საქართველოს მცხოვრებლების უმეტესობა ბევრად უფრო კომფორტულად, მშვიდად ცხოვრობს ჩვენს სახელმწიფოსთან. რუსეთი ახლოს არის, ამერიკა ოკეანის გაღმაა“, – განაცხადა მედვედევმა. მისივე თქმით, საქართველოში რუსოფობებს ჯერ კიდევ აქვთ შურისძიების იმედი, მაგრამ მუდმივად აწყდებიან უკურეაქციას რუსების მიმართ”საკმაოდ თბილი თანამოქალაქეებისგან და არ აპირებენ რუსეთის მიმართ სიძულვილი ეროვნულ იდეამდე აიყვანონ.…

მეტი...

22 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 20.3 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა

2023 წლის 1 მაისიდან 2023 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოდან 20.3 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის ღირებულებამ 22.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში, ატმისა და ვაშლატამას საშუალო საექსპორტო ფასმა 1.10 $/კგ შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მეტი...

კოვიდის შემთხვევები აშკარად გაზრდილია, პოზიტიური შედეგები ბევრია – მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის EG.5  შემთხვევები მკვეთრად იმატებს. ვირუსის ახალი ვარიანტი EG.5 იგივე „ერისი“ კორონავირუსის „ომიკრონის“ ქვევარიანტია. ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ამ მიმართულებით, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოვიდის შემთხვევები გაზრდილია. ,,როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაავრცელა მიმართვა,  ჯერჯერობით ახალი შტამი საქართველოში დაფიქსირებული არ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ”ერისი” არ იქნება. შემთხვევები აშკარად გაზრდილია, პოზიტიური შედეგები ბევრია, ასევე რესპირატორული ინფექციები გარშემო ბევრს აქვს. ვიცით, რომ უამრავი ადამიანი კოვიდზე კვლევას არ იტარებს. მინდა შევახსენო ადამიანებს, ნუ დაივიწყებენ ამ ინფექციას. ტესტირების საჭიროება კვლავ დგას, რადგან…

მეტი...

თელავში სასწრაფოს მანქანა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა

თელავში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ავტომანქანა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თელავი-ყვარელი გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ავარიის შედეგად, მსუბუქ ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა კაცი დაშავდა. დაშავებული ავტომობილიდან მაშველების დახმარებით ამოიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილში მყოფილ პირები არ დაშავებულან.   წყარო: ”მთავარი არხი”.

მეტი...

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე (ლავასოღლი) დააკავეს

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე (ლავასოღლი) დააკავეს.  ე.წ კანონიერი ქურდი მოლდოვაში ღამით აიყავნეს. სპეცოპერაცია კიშინიოვში 19 აგვისტოს ჩატარდა. ადგილობრივი მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ საქმე ორ ბიზნესმენს შორის ფინანსურ დავას ეხებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მხარემ დახმარება  მინდია გორაძეს სთხოვა. ჩხრეკა კიშინოვში ლავასოღლის სახლებში ჩატარდა, ამოღებულია ფული და ძვირადღირებული ავტომობილები. ცნობისთვის, საქართველოში, მინდია გორაძის წინააღმდეგ საქმე 2 მუხლით არის აღძრული.

მეტი...

,,ვრცელდება ინფორმაცია ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ”- საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო აფრთხილებს

საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს. ,,საბერძნეთის საგანგებო მდგომარეობების სამსახურის მიერ ვრცელდება ინფორმაცია ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ: საბერძნეთის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000. აქვე გაცნობებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საგანგებო და გადაუდებელი მდგომარეობისას ცხელი ხაზი – 112, საბერძნეთის პოლიცია – 100, სახანძრო სამსახური – 199, სასწრაფო დახმარება – 166,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

ჩვენი ქმედებები უკრაინაში მხოლოდ ერთი რამით არის ნაკარნახევი – დასრულდეს ომი, რომელიც დასავლეთმა გააჩაღა – პუტინი

ჩვენი ქმედებები უკრაინაში მხოლოდ ერთი რამით არის ნაკარნახევი – დასრულდეს ომი, რომელიც დასავლეთმა გააჩაღა – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე „ბრიკსის“ სამიტის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა. ,,რუსეთმა გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან თავიანთი კულტურისთვის, ტრადიციებისთვის, ენისთვის, მომავლისთვის. ჩვენი ქმედებები უკრაინაში მხოლოდ ერთი რამით არის ნაკარნახევი – დასრულდეს ომი, რომელიც დასავლეთმა გააჩაღა. და მათი თანამგზავრები უკრაინაში დონბასში მცხოვრები ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, ეს იყო დასავლეთის ქვეყნების სურვილი, შეენარჩუნებინათ ჰეგემონია მსოფლიოში. „ჯერ დასავლეთის ქვეყნების დახმარებით ამ ქვეყანაში განხორციელდა არაკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება, შემდეგ კი ომი დაიწყო იმ ადამიანების…

მეტი...

ჩაქვში, მამაკაცი მძიმე ტექნიკის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

 დაბა ჩაქვში, ერთ-ერთ სახელოსნოში 50 წლამდე მამაკაცი მძიმე ტექნიკის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გარდაცვლილი სახელოსნოში იყო დასაქმებული. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ნიკ ბერესფორდი გარდაიცვალა

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ნიკ ბერესფორდი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას UNDP Georgia ავრცელებს. „მძიმე გულით ვიუწყებით საქართველოში ჩვენი მუდმივი წარმომადგენლის, ნიკ ბერესფორდის გარდაცვალების შესახებ. ნიკ ბერესფორდთან დამშვიდობების მსურველთათვის სამძიმრის წიგნი გაიხსნება 24 და 25 აგვისტოს 10:00-იდან 18:00 საათამდე გაეროს სახლში (რ. ერისთავის ქ. 9, თბილისი). ამ წარმოუდგენლად რთულ დროს, ღრმად თანავუგრძნობთ ნიკის ოჯახს, მათ გვერდით ვდგავართ და თანადგომას ვუცხადებთ. მისმა ურყევმა ერთგულებამ გაეროს ღირებულებების მიმართ უდიდესი გავლენა მოახდინა გაეროს განვითარების პროგრამის საქმიანობაზე. მას სჯეროდა სიღარიბის დაძლევის და ყველაზე ბედნიერი იყო მაშინ, როდესაც იმ ოჯახებსა და თემებს სტუმრობდა, რომელთა…

მეტი...

აშშ-ში აცხადებენ, რომ არ უჭერენ მხარს უკრაინის თავდასხმებს რუსეთის შიგნით

შეერთებული შტატები არ წაახალისებს და არ უშვებს თავდასხმებს რუსეთის შიგნით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩამოაგდეს თვითმფრინავები, რომლებიც ცდილობდნენ მოსკოვზე თავდასხმას ოთხშაბათს დილით. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ დაიცვას თავი რუსეთის შეჭრისგან, რომელიც 2022 წლის თებერვალში დაიწყო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთს შეუძლია, დაასრულოს ომი ნებისმიერ დროს უკრაინიდან სამხედროების გაყვანის გზით.

მეტი...

დადასტურდა, რომ ლევან რაზმაძე, რომელიც შოვში სტიქიის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა, გარდაცვლილია

ბოლო მონაცემებით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად  აღმოჩენილია 29 ცხედარი. საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს. დადასტურდა, რომ ლევან რაზმაძე, რომელიც შოვში სტიქიის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა, გარდაცვლილია. ,,სამწუხაროდ, დნმ-ის ანალიზით დადასტურდა, რომ ლევან რაზმაძე, რომელიც შოვში სტიქიის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა, გარდაცვლილია”, – წერს სოციალურ ქსელში ლაშა ბერულავა.

მეტი...

ინდოეთში მშენებარე ხიდი ჩამოინგრა – დაიღუპა 17 ადამიანი

ინდოეთში იზარამის შტატის ქალაქ საირანგში მშენებარე ხიდის ჩამონგრევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილები მუშები არიან. შემთხვევის შედეგად ასევე არიან დაშავებულები. დგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.  

მეტი...

შოტლანდიაში ზრდასრულებისთვის საბავშვო ბაღი გაიხსნა

შოტლანდიაში სპეციალური Big Kid Kindergarten გაიხსნა უფროსებისთვის, რომლებსაც სურთ თავი ბავშვურად იგრძნონ. აქ ხალხს შეუძლია თამაში,ზღაპრების მოსმენა და ქვიშის ყუთში თამაში მთელი დღის განმავლობაში. საბავშვო ბაღი ედინბურგში გაიხსნა. იგი ემყარება იმ აზრს, რომ ზრდასრული მამაკაცები და ქალები შეიძლება კვლავ იყვნენ ბავშვები. მათ უფლება აქვთ ახალ მეგობრებთან ერთად ითამაშოთ, დახატონ და ააშენონ ქვიშის ციხეები. ამასთან, ეს დაწესებულება არ შეიძლება ჩაითვალოს სრულფასოვან საბავშვო ბაღად. ეს უფრო ინტერაქტიული თამაშია. 16 წლიდან მოზარდებს შეუძლიათ საბავშვო ბაღის მონახულება დღეში რვა-ათ ფუნტამდე.    

მეტი...

სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, პერიმეტრი გაზრდილია ამბროლაურამდე – რაჭის გუბერნატორი

რაჭის გუბერნატორის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მისი თქმით, საძიებო სამუშაოების პერიმეტრი გაზრდილია ამბროლაურამდე „21-ე დღეა, რაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, როგორც კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ისე მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. მდინარის კალაპოტებში მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მძიმე ტექნიკის საშუალებით ხდება მდინარის კალაპოტების ფორმირება. ასევე, მცურავი საშუალებები, მობილიზებულია კინოლოგთა ჯგუფი. საძიებო სამუშაოების პერიმეტრი გაზრდილია ამბროლაურამდე. 29 დაკარგულის ცხედარია ნაპოვნი, ოთხ დაკარგულ მოქალაქეზე გრძელდება საძიებო სამუშაოები, 27-ის იდენტიფიცირება უკვე მოხდა. პერიოდულად ხდება მონიტორინგი მთებზე, სამი დღის წინაც განხორციელდა მწვერვალების შემოფრენა და მონიტორინგი. გეოლოგები და გარემის ეროვნული სააგენტოს ჯგუფი არის მონიტორინგში ჩართული. ინფორმირების კუთხით მოსახლეონასთან შეხვედრას პერიოდულად გავაგრძელებთ და რაც…

მეტი...

,,ძმები და დედიკო ახლა ანასტასიას ელოდებიან, ერთად რომ მოიყრიან თავს, მერე დაკრძალავენ”- ოჯახის ახლობელი დუდაშვილებზე

ბოლო მონაცემებით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად  აღმოჩენილია 29 ცხედარი. საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. გიორგი დუდაშვილის შვილი, ერთ-ერთი იმ პირთაგან, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ. მისი  მეუღლის და ორი ვაჟის ცხედრები კი უკვე იპოვეს. „ნატო ისეთი გოგო იყო, ისეთი სიხარულსა და ბედნიერებას ანიჭებდა ირგვლივ ყველას, რომ მასზე როგორ არ ვთქვა რამე… ალბათ, შოვი იყო მისი ბედისწერა. ჯერ ბავშვობიდან არ შორდებოდა აქაურობას. თავად სოფელ ღარში დაიბადა და ცხოვრობდა, მაგრამ შოვში მისი მამიდის ოჯახია. ნატოს შოვი და…

მეტი...

„გახსოვდეთ, რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც შიდსი ძალიან დიდი პრობლემაა“ – მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

ინფექციონისტმა მაია ბიწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ შიდსის საფრთხეზე სიაუბრა და აღნიშნა, რომ გავრცელების რისკი საქართველოში არსებობს. „რუსეთში შიდსის გავრცელება ძალიან მაღალია. იცით, რომ მიგრაცია მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და შესაბამისად, იმის რისკია, რომ ინფიცირებული ადამიანების შემოდინება მაღალი იყოს. საკმაოდ, ხშირია სქესობრივი კონტაქტები ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამიტომ, სულ ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ ახსოვდეთ, რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც შიდსის ძალიან დიდი პრობლემაა, მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს სიფრთხილის ზომები. სახელმწიფოს დონეზე კი უნდა გაიზარდოს მოსახლეობის ინფორმირებულობა, მოსახლეობა ხშირად უნდა გავაფრთხილოთ, რომ ახსოვდეთ ეს დაავადება. ასევე, მიგრანტებს ძალიან აქტიურად უნდა შევთავაზოთ აივ ინფექციაზე კვლევა, რათა დროულად გამოვავლინოთ ინფიცირებულები და…

მეტი...

„თუ ბავშვების შემთხვევებზეა საუბრი, აუცილებელია ექიმი და ჰოსპიტალიზაცია“ – მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” კურორტებიდან ჩამოტანილ ინფექციურ დაავადებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემთხვევები საკმაოდ ბევრია. „კურორტებიდან დიარეული დაავადებებით ბევრი ადამიანი ბრუნდება. სიმფტომებია: ფაღარათი, გულის რევა, ხშირ შემთხვევაში ტემპერატურაც. ეს ჩვეულებრივი ამბავია, განსაკურებით კი ზაფხულის სეზონზე და განსაკუთრებით კურორტებზე. მიზეზი კი არაერთია. მაგალითად ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ერთად იყრის თავს. ასეთ შემთხვევაში კი, ნაწლავური ინფექციები ადვილად ვრცელდება. მეორე ის, რომ საკვები ქსელები გადატვირთულობის გამო, სანუტარულ-ჰიგიენურ ნორმებს ვერ იცავენ“ – აღნიშნა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“. მისი შეფასებით, ძირითადი რეკომენდაციაა სითხის მიღება. „ასეა თუ ისე, ნაწლავური ინფექციები გარშემო ძალიან ბევრია. ასეთ შემთხვევაში, ძირითადი…

მეტი...

შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის, უახლესი CGM სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, სმარტფონების უფასოდ გაცემა დაიწყო

შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) უახლესი სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად,  მობილური ტელეფონების უფასოდ გაცემა დაიწყო. კომპანია Medtronic-ის უახლესი, მე-4 თაობის მოწყობილობა – Guardian 4 მონაცემების ასახვისათვის კალიბრაციას არ ითხოვს. ეს არის დიაბეტის კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგია. როგორც მე-3, ისე მე-4 თაობის  მოწყობილობა მუდმივ რეჟიმში ზომავს გლუკოზის დონეს, აფიქსირებს გლუკოზის მაჩვენებლებს, გამოსცემს განგაშის სიგნალს, რაც სწრაფი რეაგირებისა და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა. Guardian 4 შესწავლილი და დამტკიცებულია 7 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში. კომპანიის წარმომადგენლებისა და სპეციალისტებისგან, არ გაიცა რეკომენდაცია 7 წლამდე…

მეტი...

წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო 600-მდე ობიექტი შემოწმდება

სურსათის ეროვნული სააგენტო, ბაზარზე უხარისხო მცენარეთა დაცვის საშუალებების განთავსების აღკვეთის მიზნით, სპეციალიზებულ სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. სახელმწიფო კონტროლი უკვე განხორციელდა 300-მდე ობიექტში, საიდანაც 29 შემთხვევაში გამოვლინდა ეტიკეტირების წესის, შენახვისა და რეალიზაციის პირობების დარღვევა, რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები. გამოვლენილ დარღვევებზე სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა  კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარეს. დღეისათვის პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო 600-მდე ობიექტია რეგისტრირებული.  მიმდინარე წელს სახელმწიფო პროგრამით დაგეგმილია ყველა სარეალიზაციო ობიექტის შემოწმება, ასევე აღებული და გამოკვლეული იქნება პრეპარატების 500-მდე ნიმუში. შემოწმებისას ყურადღება ექცევა სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს.

მეტი...