სტიქიის შედეგად გვანცა ბუბაშვილის გარდაცვალება დადასტურდა

შოვში სტიქიის შედეგად გვანცა ბუბაშვილის გარდაცვალება დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.

გვანცა ბუბაშვილი სტიქიის ზონაში მეგობრებთან, სალომე ხეთაგურთან და ნინი კენჭაძესთან ერთად იმყოფებოდა.

ცნობისთვის, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ 31 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 2 პირს.

მსგავსი თემები