გერმანიაში 25 წლის ქართველი დააკავეს

გერმანიაში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ალკოჰოლური სასმლის მოპარვის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ, ადგილობრივი მედია ავრცელებს. „ქურდმა გაქცევის პირველი შესაძლებლობა გამოიყენა, მაგრამ სამართალდამცველებმა მისი დაკავება მალევე მოახერხეს. 25 წლის ქართველს გერმანიაში მუდმივი საცხოვრებელი არ ჰქონდა“, – წერს გერმანული მედია.

მეტი...

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში. შემთხვევის შედეგად, 40 წლის მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, სოფლის ერთ-ერთ მოსახვევში შესვლისას, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. მკვეთრი მანევრის გამო, ავტომობილი გადაბრუნდა და მძღოლი ქვეშ მოიყოლა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ადგილზე მისვლამდე, დაშავებული გარდაიცვალა.  

მეტი...

შოვში, სტიქიის ზონაში სალომე ხეთაგურის ცხედარი იპოვეს

შოვში, სტიქიის ზონაში, 15 აგვისტოს ნაპოვნი ცხედრის ვინაობა ცნობილია. ცხედარი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტს, სალომე ხეთაგურს ეკუთვნის. “გუშინ ნაპოვნი გოგონა ჩვენი სალომე ხეთაგური აღმოჩნდა. დღეს მამამისმა ქუთაისის პროზექტურაში ამოიცნო. მადლობას ვუხდი ყველა მაშველსა და მოხალისეს. აღარ ვიცი, მეტი რა დავწერო, სიტყვებს ვერ ვპოულობ. გვანცა ბუბაშვილს ისევ ვეძებთ. ჩემი სალომე ყველას უზომოდ უყვარდა, სალომესნაირი მეორე ადამიანი არ არსებობდა და არც იარსებებს. გაგვიფრინდა ანგელოზი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი უმანკო სული. აუცილებლად შევხვდებით ჩემო გოგო”, – წერს დეაკო ძამაშვილი რაჭის ჯგუფში.

მეტი...

რა უნდა ვიცოდეთ კოვიდის ახალი შტამთან, EG.5-თან საბრძოლველად

მსოფლიოს კოვიდის ახალი შტამი უტევს. EG.5, რომელიც 50 ქვეყანაში დაფიქსირდა, უკვე საქართველოშია. სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და დაიცვან წესები. მათი ცნობით, ახალი ვირუსი ომიკრონის ერთ-ერთი ქვეშტამია და იგივე სიმპტომები ხველა, ყელის, თავის და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე ახასიათებს. ვირუსი საშიშია რისკ ჯგუფისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ”სამწუხაროდ, ეს ვირუსი კვლავ განაგრძობს მუტაციას. ახალი ვარიანტები წარმოიქმნება და ერთ-ერთი EG.5 ომიკრონის ქვევარიანტია. ჩვენი ლაბორატორიიის მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელი (იგულისხმება ვინც ჩაიტარა ტესტი იმათ შორის) 50 % მეტია”, – აღნიშნა ინფექციონისტმა. სწრაფი ტესტი ახალ შტამს ვერ ავლენს და…

მეტი...

,,დროა რუსეთმა ქართველი ახალგაზრდების განათლებაზე იზრუნოს” – თინა კანდელაკი

თინა კანდელაკი The Killers-ის კონცერტზე მომხდარ ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, დროა რუსეთმა ქართველი ახალგაზრდების განათლებაზე იზრუნოს. “გამიკვირდებოდა ასეთი საქციელი, რომ არ ვიცოდე არაჩვეულებრივი ამერიკული გრანტების შესახებ, რომლითაც ქართველი ახალგაზრდობის ნაწილი აღიზარდა. ეს ახალგაზრდები მზად არიან შუა თითი აჩვენონ რუსების და რუსული კულტურის ნებისმიერ ხსენებაზე. ამასთან დაკავშირებით მიჩნდება კითხვა: როდემდე ვაპირებთ ამის მიღებას, როდემდე არ დავპატიჟებთ ქართველ სტუდენტებს ჩვენთან განათლების მისაღებად? მერწმუნეთ, მსურველები საჭიროზე მეტია. დროა მათ გზა გავუხსნათ”, – წერს კანდელაკი.

მეტი...

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა კაცს კატერმა გადაუარა

ბათუმში ე.წ. პიშევიკების ტერიტორიაზე კაცს, რომელიც ზღვაში ბანაობდა კატერმა გადაუარა. ინფორმაციას ამის შესახებ ,,ბათუმელები” ავრცელებს. თვითმხილველების ინფორმაციით, კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. მას ჭრილობა ჰქონდა თავის არეში. დაშავებული სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე იმყოფება პოლიციაც.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში – დაშავდა 1 ადამიანი

ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. გამოძიება  საგზაო წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

მეტი...

,,მინდა, სინანული გამოვხატო, რომ დავით ჯელაძეს გული ვატკინე” – ირაკლი კობახიძე

,,პირველ რიგში, მე მინდა გამოვხატო სინანული იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე”. ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მედიასთან განაცხადა. “მე მქონდა სატელეფონო საუბარი დათო ჯელაძესთან, შემდეგ ასევე შევხვდი მას. პირველი, ჩემი ადამიანური შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ. დათო არის გულიანი, ვაჟკაცი რაჭველი კაცი. მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რომელიც მას გადახდა. წარმოუდგენელი ისტორიაა, საოცარი ისტორიაა, რეალურად მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი დისშვილი გაეყვანა მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე. თავის თავს აჯობა ისეთი გზა აქვს მას ამისათვის გამოვლილი თავის პატარა დისშვილთან ერთად. პირველ რიგში, მე მინდა გამოვხატო სინანული იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს…

მეტი...

,,არავისი საქმე არაა მე რა ენაზე ვისაუბრებ, ან რა ენაზე ვიმღერებ” – მეგი გოგიტიძე

მომღერალმა, მეგი გოგიტიძემ ვიდეოს გამო კრიტიკა დაიმსახურა, რასაც ის სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსით გამოეხმაურა. „ქართული უნიკალური ენაა და პირადად ჩემთვის, მსგავსი სილამაზისა და ჰარმონიულობის, დამატებული ჟღერადობისა და უნიკალურობის ენა არ არსებობს. უფლის შექმნილი დამწერლობაა… ისევე როგორც ყოველი… უბრალოდ, არის ზოგჯერ ვითარება, სადაც სხვა ეროვნების ადამიანები არიან და საუბრობ სხვა ენაზე… მღერი სხვა ენაზე… გიყვარს სხვა ენაც… ჯერ ზოგადად ენამ და კულტურამ რა დაუშავა ადამიანებს? არასწორები არიან ის ადამიანები, ვინც ამაზე ამახვილებს ყურადღებას. სხვა ენაზე თუ ვსაუბრობ, თქვენი ლოგიკით ესე იგი არ ვცემ პატივს საკუთარს? ეს არის უდიდესი პრობლემა ადამიანთა აზროვნებაში……

მეტი...

ვარშავაში საქართველოს 32 წლის მოქალაქე დააკავეს

ვარშავაში საქართველოს 32 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც აფთიაქებიდან და მაღაზიებიდან ნაღდ ფულს იპარავდა. ,,ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და ჩვენი მკითხველებისგან გვესმის, რომ ზაბკსა და მარეკში გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეთა ბანდები ტრიალებენ”,- წერს  zyciepw.pl. მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა იმ მომენტით, როდესაც თანამშრომელი უკანა ოთახში იმყოფებოდა, მივიდა დახლს და სალაროდან ბანკნოტების შეკვრა ამოიღო. თუმცა, ფარმაცევტის სწრაფმა რეაქციამ თავდამსხმელი შეაშინა, მან ფული გადააგდო და გაურკვეველი მიმართულებით გაიქცა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახეს და კამერის ჩანაწერების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ქურდის ზუსტი სურათის დადგენა. ორ საათზე ნაკლებ დროში, 32 წლის საქართველოდან სასურსათო მაღაზიის მახლობლად კვალს მიაკვლიეს.…

მეტი...

რუსეთისა და ბელარუსისთვის გამოყოფილი €135 მილიონი მოლდოვასა და უკრაინას გადაეცემათ

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, რუსეთსა და ბელარუსთან თანამშრომლობისთვის განკუთვნილი 135 მილიონი ევრო მათ ნაცვლად, უკრაინასა და მოლდოვას გადაეცემა. ,,რუსეთთან და ბელარუსთან ჩვენი პროგრამებით თავდაპირველად გათვალისწინებული თანამშრომლობის გაუქმება კრემლის სასტიკი ომის შედეგი იყო. მოხარული ვარ, რომ იმ თანხებით, რომლებიც თავდაპირველად ამ თანამშრომლობისთვის გვქონდა გამოყოფილი, ახლა უკრაინა და მოლდოვა ისარგებლებენ. ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის რეგიონებსა და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას უკრაინელ და მოლდოველ პარტნიორებთან“. – განაცხადა ერთიანობისა და რეფორმების საკითხებში კომისარმა, ელისა ფერეირამ. კონკრეტულად, ამ დაფინანსებამ შეიძლება მხარი დაუჭიროს მთელ რიგ აქტივობებს, მათ შორის სოლიდარობის ხაზებს და ტრანსსასაზღვრო სატრანსპორტო კავშირების განვითარებას, ჯანდაცვის სერვისებს,…

მეტი...

ჰავაის ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 101-მდე გაიზარდა

ჰავაის ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 101-მდე გაიზარდა. შტატის გუბერნატორის ინფორმაციით, სტიქიის ზონის მეოთხედზე მეტი უკვე გამოკვლეულია. “უკვე 101 ადამიანი დაიღუპა”, – განაცხადა გუბერნატორმა ჯოშ გრინმა. მისივე თქმით, არ გამორიცხავს, მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს, რადგან, დგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება. შეგახსნებთ, კუნძულ მაუიზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა.

მეტი...

,,თემური ხიდთან ამოიყვანეს, წყალმა წამოიღო ცხედარი”- გარდაცვლილის ახლობელი

  შოვში სტიქიის ზონაში  სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი. ამ დრომდე გრძელდება შვიდი დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. ერთ-ერთი გარდაცვლილის ახლობელი აცხადებს, რომ თემურ ჩარკვიანის ცხედარი ხიდთან ახლოს იპოვეს. ,,თემური და დიტო ამოიცნეს, ჯერჯერობით, ნიკა არა. მე როგორც ვიცი, ჩემი თემური ხიდთან ამოიყვანეს, წყალმა წამოიღო ცხედარი, ამიტომაა შენახული ალბათ. ისეთ ადგილზე იყო, რომ გადარჩენის შანსი არ იყო. ვრეკავდი ისტერიულად ზარი გადიოდა, მაგრამ მიუწვდომელიაო მეუბნებოდა, რაღაც მომენტში ტელეფონი იჭერდა მერე შეწყდა კავშირი,”- აცხადებს ერთ-ერთი გარდაცვლის ახლობელი.   კომენტარს ”პრაიმტაიმი” ავრცელებს. ,,ლაგვანთელი ბიჭები, სამნი იყვნენ დაკარგულები, სამუშაოდ იყვნენ სამივე წასულები”- ნიკა…

მეტი...

აშშ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის ალტერნატიული მარშრუტების მოძიებას გეგმავს – მედია

„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, აშშ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის ალტერნატიული მარშრუტების მოძიებას გეგმავს. გამოცემის ცნობით, აშშ ამისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს თურქეთთან, უკრაინასთან და მის მეზობლებთან. „უოლ სთრით ჯორნალი” მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, შემუშავებულია გეგმა, რომლის თანახმად, ოქტომბრისთვის დუნაიზე შესაძლებელი იქნება ყოველთვიურად ოთხი მილიონი ტონა მარცვლეულის ტრანსპორტირება. მარვლეულის უდიდესი ნაწილი შავ ზღვაში რუმინეთის პორტებისკენ გადამისამართდება. თუმცა გამოცემის ცნობით, ვაშინგტონი ალტერნატიულ ვარიანტებსაც განიხილავს.

მეტი...

„მარცვლეულის შეთანხმების“ ვადის ამოწურვის შემდეგ, ოდესიდან პირველი სატვირთო გემი გავიდა

მას შემდეგ, რაც 17 ივლისს, „მარცვლეულის შეთანხმების“ ვადის ამოწურვის შემდეგ,  რუსეთმა ხელშეკრულება დატოვა, ოდესიდან პირველი სატვირთო გემი გავიდა. „მარცვლეულის გარიგებიდან“ გასვლის შემდეგ. „კონტეინერის გემი Joseph Schulte (ჰონკონგის დროშა) დატოვა ოდესის პორტი და მიემართება სამოქალაქო გემებისთვის შექმნილი დროებითი დერეფნის გასწვრივ უკრაინის შავი ზღვის საზღვაო პორტებისკენ/უკრაინის საზღვაო ნავსადგურებიდან“, – წერს უკრაინის ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი ალექსანდრ კუბრაკოვი. მისივე თქმით, საკონტეინერო გემი, რომელიც ოდესის პორტში 2022 წლის 23 თებერვლიდან იმყოფებოდა, ვორონცოვსკის შუქურა დატოვა და ბოსფორისკენ მიემართება. ბორტზე არის 30000 ტონაზე მეტი ტვირთი (2114 კონტეინერი), საკვების ჩათვლით.

მეტი...

გერმანიაში, ალკოჰოლური სასმლის მოპარვის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს

გერმანიაში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ალკოჰოლური სასმლის მოპარვის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს. მას  7 ბოთლი ჰქონდა მოპარული. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 25 წლის ქართველს გერმანიაში მუდმივი საცხოვრებელი არ ჰქონდა. ამასთან, ის უკვე რამდენჯერმე იყო შემმჩნეული მსგავს დანაშაულში. ახალგაზრდა მამაკაცი  დააკავეს და ახლა მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინშია.  

მეტი...

,,ლაგვანთელი ბიჭები, სამნი იყვნენ დაკარგულები, სამუშაოდ იყვნენ სამივე წასულები”- ნიკა ჩალაძის მეუღლე

შოვში, მეწყერში მოყოლილი ნიკა ჩალაძის მეუღლე აცხადებს, რომ ცხედრის იდენტიფიცირება არ მომხდარა. მისი თქმით, სამი დაკარგული მამაკაცი, რომლებიც სოფელ ლაგვანთელიდან იყვნენ, შოვში სამუშაოდ იყვნენ წასულები. ,,მე ვარ ნიკა ჩალაძის მეუღლე, მაგრამ ნიკა ჩალაძის იდენტიფიცირება არ მომხდარა. არასწორია ინფორმაცია. გუბერნატორმა რომ განაცხადა, ალბათ შეცდომით მოხდა. იყო ნახსენები როგორ იცით?! ლაგვანთელი ბიჭები, სამნი იყვნენ დაკარგულები, ლაგვანთელი ბიჭები ერთად მოიხსენიებოდნენ და სავარაუდოდ იყო შეცდომით. სამუშაოდ იყვნენ სამივე წასულები”, – აცხადებს ჩალაძის მეუღლე.

მეტი...

პრემიერ-მინისტრი ისრაელის სახელმწიფოში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. ისრაელის სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.

მეტი...

დაცვამ ეიფელის კოშკზე ორი მძინარე ტურისტი იპოვა

დაცვამ ეიფელის კოშკზე ორი მძინარე ტურისტი იპოვა. BBC-ის ინფორმაციით, ნასვამი ტურისტები კოშკზე ღამით ავიდნენ. დაკეტვის შემდეგ კი გამოსვლა ვერ მოახერხეს. მძინარე ტურისტები დილით დაცვამ კოშკის მეორე და მესამე დონეებს შორის აღმოაჩინა. ტურისტები აშშ-ის მოქალაქეები არიან.

მეტი...

რუსეთმა ხერსონი დაბომბა

რუსეთმა  დღეს დილით ხერსონის რეგიონსა და ცენტრს დაარტყა. დაბომბვის შედეგად,  5 ადამიანი დაშავდა. ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, მტერმა სასწავლო დაწესებულებასა და საავადმყოფოს ტერიტორიას დაარტყა.

მეტი...

ვიდრე საქართველოს 20% რუსეთს ოკუპირებული აქვს, რასაკვირველია, ძმობაზე საუბარი შეუძლებელია – სარჯველაძე

უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე The Killers-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ვიდრე საქართველო იმყოფება მდგომარეობაში, როდესაც მისი ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული, ძმობაზე საუბარი შეუძლებელია. ,,ვიდრე საქართველო იმყოფება მდგომარეობაში, როცა მისი ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული, რასაკვირველია, ძმობაზე საუბარი შეუძლებელია. თუ ვინმეს სურს, ქართველები და რუსები ძმები იყვნენ, ასეთ შემთხვევაში უალტერნატივოდ დღის წესრიგში მთავარი პრიორიტეტი დგას – უნდა მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია – ყველა საკითხი ამით იწყება და მთავრდება! მნიშვნელოვანია, რაციონალურად, პრაგმატულად გვესმოდეს და ყველას კარგად გვქონდეს გათავისებული, რომ დეოკუპაცია ამ ქვეყნისთვის არის ხელშეუხებელი და ნომერ პირველი…

მეტი...

საქართველოს სახალხო დამცველმა კანონშეუსაბამოდ მიიჩნია NAEC-ის გადაწყვეტილება არ დაეშვა ერთ-ერთი აბიტურიენტი დამატებით გამოცდაზე

საქართველოს სახალხო დამცველმა კანონშეუსაბამოდ მიიჩნია „სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ გადაწყვეტილება არ დაეშვა ერთ-ერთი აბიტურიენტი დამატებით გამოცდაზე. სახალხო დამცველმა 2023 წლის 16 აგვისტოს რეკომენდაციით მიმართა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც ს.ბ.-თვის უმაღლესი განათლების მიღების უფლების უზრუნველსაყოფად ისტორიის დამატებითი გამოცდის დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვა. ,,განსახილველი საქმის შესწავლის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ აბიტურიენტის ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაშვების საკითხის განხილვისას სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა“ დაარღვია სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების და „კარგი მმართველობის“ პრინციპი და განმცხადებელს გონივრულ ვადაში არ მიაწოდა ინფორმაცია ისტორიის დამატებითი გამოცდის თარიღის შესახებ. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ…

მეტი...

,,შოვში სამშენებლო სამუშაოებისთვის იყვნენ ჩასულები”- თემურ ჩარკვიანის და ნიკა ჩალაძის ცხედრები იდენტიფიცირებულია

შოვში სტიქიის ზონაში  სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი. ამ დრომდე გრძელდება შვიდი დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. დღეს ცნობილი გახდა, რომ თემურ ჩარკვიანის და ნიკა ჩალაძის ცხედრები იდენტიფიცირებულია და შესაბამისად, მათი გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები შოვში სამშენებლო სამუშაოებისთვის იყვნენ ჩასულები. რაჭის გუბერნატორის პაპუნა მარგველიძის განცხადებით,  შოვში, სტიქიის ზონაში,  სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მოქალაქეების პოვნის მცირედი თეორიული შანსი იქნება.

მეტი...

მეორე კვარტალში საქართველოში რძის წარმოება გაიზარდა, ხორცის კი შემცირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, მდინარე წლის მეორე კვარტალში რძის წარმოებამ 206.0 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.6 პროცენტით მეტია. მათივე ცნობით, ხორცის წარმოებამ 17.3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.2 პროცენტით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 161.4 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.3 პროცენტით ნაკლებია. საქსტატის ცნობით, 2023 წლის მეორე კვარტალის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 5.6 პროცენტით შემცირდა და 929.7 ათასი სული შეადგინა.    

მეტი...

„თბილისი მოლთან“ ტრაილერი ამოტრიალდა

„თბილისი მოლთან“ ტრაილერი ამოტრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

თურქეთში რეკორდული ტემპერატურა, 49,5 გრადუსი დაფიქსირდა

თურქეთში რეკორდული ტემპერატურა, თითქმის 50 გრადუსი დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვეყნის ეკოლოგიისა და ურბანული განვითარების მინისტრმა, მეჰმედ ოჟასეკიმ განაცხადა. „თურქეთში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 49,5 გრადუსი დაფიქსირდა. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის მოვუწოდებ ყველას, ყურადღებით იყვნენ ჩვენი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ დასახული მწვანე განვითარების მიზნების შესაბამისად“, – წერს ოჟასეკი. წინა რეკორდი 2021 წლის 20 ივლისს, ალაქ სიზრეში 49,1 გრადუსამდე დაფიქსირდა.

მეტი...

სტიქიის ზონაში დაკარგული ნიკა ჩალაძის გარდაცვალება დადასტურდა

შოვში ნაპოვნი კიდევ ერთი ცხედარი იდენტიფიცირებულია. სტიქიის ზონაში დაკარგული ნიკა ჩალაძის გარდაცვალება დადასტურდა. ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.  სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი და 7 პირთან დაკავშირებით გრძელდება სამძებრო სამუშაოები. ფოტო: ”მთავარი არხი”

მეტი...

,,იმ სახლის სააბაზანოში იმშობიარა, სადაც  მუშაობს”- ქართველმა ქალმა შვილი ნაგვის ურნასთან დატოვა

24 წლის ქართველ დედას, რომელმაც შაბათს, 12 აგვისტოს ახალშობილი ტარანტოს ცენტრში, ქუჩაში, ნაგვის ურნასთან დატოვა 7 დღე მის­ცეს, რათა გა­და­წყვი­ტოს, და­ი­ტო­ვებს თუ არა ბავ­შვს. როგორც ირკვევა  ქალი ტარანტოში რამდენიმე თვის წინ ჩავიდა და მომვლელად მუშაობდა. მისი თქმით, იმ სახლის სააბაზანოში იმშობიარა, სადაც  მუშაობს. როგორც ახალგაზრდა ქალი აცხადებს, ერთ-ერთ ოჯახ­ში აღ­მზრდე­ლად აიყ­ვა­ნეს და ეში­ნო­და, რომ ჩვი­ლის გამო სამ­სა­ხურს და­კარ­გავ­და. იტალიური მედიის ცნობით, საკმაოდ დაბნეული ჩანდა და ურთიერთგამომრიცხავი პასუხები გასცა პირად ურთიერთობებზე და იმაზე, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო ახალშობილის მამა. ,,ქალს ჰყავ­და პარტნი­ო­რი, რო­მელ­თა­ნაც ამ­ჟა­მად და­შო­რე­ბუ­ლია. ასე­ვე ჰყავს კი­დევ 4 წლის ვაჟი,…

მეტი...

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ,“ICI PARIS”-თან პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა

 საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, შპს „პრესტიჟი“-სთან “ICI PARIS” პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა: – შეცვალოს კომპანიის შიდა პოლიტიკა და შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს; – მომხმარებელს ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია. მათ შორის, ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესახებ; – აღნიშნული ინფორმაცია განათავსოს სავაჭრო პლათფორმაზე და ყველა სავაჭრო ობიექტში, სადაც მოვაჭრე კომერციულ საქმიანობას ახორციელებს; – ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები; – აღადგინოს იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც სავარაუდოდ, წარსულში მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად უფლებები დაერღვათ. გაფორმებული პირობითი ვალდებულების…

მეტი...

შოვში ნაპოვნი კიდევ ერთი ცხედარი იდენტიფიცირებულია

შოვში ნაპოვნი კიდევ ერთი ცხედარი იდენტიფიცირებულია. სტიქიის ზონაში დაკარგული თემურ ჩარკვიანის გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურდა. ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.  სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი და 7 პირთან დაკავშირებით გრძელდება სამძებრო სამუშაოები. ფოტო: ”მთავარი არხი”

მეტი...

თბილისში, მცხეთის ქუჩაზე ხანძარი იყო

თბილისში, მცხეთის ქუჩაზე ხანძარი იყო. ცეცხლი ექვსსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სასხვენო გადახურვაში გაჩნდა. ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა. დამწვარია საოჯახო ნივთები. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მეტი...

,,2-3 კვირა“, „წლის ბოლომდე“, „მომავალი გაზაფხული“ – ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება”- ვერეშჩუკი

რამდენ ხანს გაგრძელდება ომი? – უკრაინის ვიცე პრემიერი  ირინა ვერეშუკი აღნიშნულ კითხვას პასუხობს და აცხადებს, რომ ომში გამარჯვების გზა გრძელი და რთული იქნება. მისი თქმით, მოქალაქეები და ხელისუფლება – ყველა უნდა მოემზადოს ხანგრძლივი და რთული ომისთვის. ,,ჩვენ უნდა ვიყოთ გულახდილები. ამ ომში გამარჯვების გზა გრძელი და რთული იქნება. „2-3 კვირა“, „წლის ბოლომდე“, „მომავალი გაზაფხული“ – ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. ხანგრძლივი ბრძოლისთვის უნდა მოვემზადოთ. მოქალაქეები და ხელისუფლება – ყველა უნდა მოემზადოს ხანგრძლივი და რთული ომისთვის. და მხოლოდ მაშინ გავიმარჯვებთ. რა ვქნა? ყველა თავის ადგილზე: 1. ვემზადებით მარათონისთვის და არა სპრინტისთვის,…

მეტი...

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მოქალაქეების პოვნის მცირედი თეორიული შანსი იქნება – რაჭის გუბერნატორი

რაჭის გუბერნატორის პაპუნა მარგველიძის განცხადებით,  შოვში, სტიქიის ზონაში,  , სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მოქალაქეების პოვნის მცირედი თეორიული შანსი იქნება. მისივე თქმით, შოვის ტერიტორიაზე დარჩენილია რამდენიმე ადგილი, რომელიც უახლოეს დღეებში დამუშავდება. „დაკარგული 33 მოქალაქიდან ამ დროისთვის 26 ცხედარია ნაპოვნი, გრძელდება შვიდი დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. გარდაცვლილებიდან 23 იდენტიფიცირებულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მითითებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მოქალაქეების პოვნის მცირედი თეორიული შანსი იქნება. კურორტ შოვის ტერიტორიაზე დარჩენილია რამდენიმე ადგილი, რომელიც უახლოეს დღეებში დამუშავდება. საძიებო სამუშაოები გაგრძელდება, პერიმეტრიც გაზრდილია მდინარე რიონის ხეობაში და ასევე, მძიმე ტექნიკაც იმუშავებს იქამდე, ვიდრე არ იპოვიან ყველა დაკარგულ მოქალაქეს“, – განაცხადა…

მეტი...

პირველი ივნისიდან 23 ივლისის პერიოდში, წყალში 22 ადამიანი დაიხრჩო

2023 წლის ზაფხულში, პირველი ივნისიდან 23 ივლისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში 22 ადამიანი დაიხრჩო. აღნიშნულმონაცემებს “ინტერპრესნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებს. აღნიშნულ პერიოდში, 3 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი, ზღვაში დაიხრჩო; 12 პირი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი – მდინარეში; 6 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრულწლოვანი – ტბაში; 1 არასრულწლოვანი აუზში. ამავე საანგარიშო პერიოდში მაშველებმა 67 ადამიანი გადაარჩინეს.

მეტი...