,,ოპოზიციას ქვეყნის წინსვლა არ აინტერესებს’’ – არჩილ გორდულაძე

დედაქალაქის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’ წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა.

,,ვადევნებ თვალს თქვენი პატრონების მიერ დაფინანსებულ ტელევიზიებსაც და სხვა მედიასაშუალებებსაც. სამწუხაროდ, თქვენი მხრიდან მხოლოდ ტყუილის ტირაჟირებას ვისმენ. თქვენ რომ მოგისმინოთ, ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ომი მშვიდობაა, განვითარება გენოციდია და ეკონომიკური წინსვლა საერთოდ არ არის საჭირო. თქვენ ებრძვით კონკრეტულ ადამიანებს, არ გაინტერესებთ ქვეყნის წინსვლა’’, – განაცხადა
საკრებულოს წევრმა.

არჩილ გორდულაძემ დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებს და კოლეგებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ოპოზიციას საერთო საქმის კეთებისკენ მოუწოდა.

,,თქვენ უნდა გაითავისოთ, რომ ამ ქვეყნის ნაწილი ხართ. რაც შეეხება ხალხის განწყობას, 2024 წელს ვნახავთ, თუ ვის რა მხარდაჭერა ექნება. სიტყვა ,,ნაცი’’ კი ყველა გონიერი ადამიანისთვის შეურაცხყოფაა. ამიტომ მოგიწოდებთ, ვიცხოვროთ ამ ქალაქში და ვიშრომოთ ამ ქალაქისთვის’’, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

მსგავსი თემები