საირმის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბაღდათში, საირმის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

არსებული ინფორმაციით, საირმის ტყეში ხანძარი დღეს გაჩნდა. ადგილზე ცოცხალ ძალასთან ერთად, ავიაციაც მუშაობდა.

ცეცხლის ქრობის პროცესში 3 ვერტმფრენი მონაწილეობდა.

მსგავსი თემები