ძლიერმა სეტყვამ ადიგენის სოფლები დააზარალა

დღეს, სტიქია იყო ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და დაბა აბასთუმანში. ძლიერმა სეტყვამ მანქანები, ხილი და ნათესები დააზიანა. ინფორმაციას ამის შესახებ, ,,სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. კონკრეტულად რამდენ სოფელში იყო ძლიერი სიტყვა და რა ზარალი მიადგა მოსახლეობას, ამ ეტაპზე უცნობია. “გაგვანადგურა, ფაქტობრივად მთელი მოსავალი დაგვიზიანდა. მეზობლების მანქანებს სეტყვამ ფანჯრები ჩაუმტვრია”, – ამბობს სოფელ ჩორჩანში მცხოვრები მარიკა ფოფაძე. ცნობისთვის, მიმდინარე წელს ადიგენის მუნიციპალიტეტი სეტყვამ არაერთხელ დააზარალა.

მეტი...

ირანში, ქალებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, თუ ჰიჯაბის ტარებაზე უარს იტყვიან

ირანში ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ კანონი გამკაცრდა. კანონპროექტი 70 მუხლისგან შედგება, რომელიც ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში უფრო მკაცრ ფინანსურ სასჯელთან ერთად, პატიმრობის უფრო ხანგრძლივ ვადასაც ითვალისწინებს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ქალს ათი დღიდან ორ თვემდე პატიმრობა ან 50-დან 500-ათასამადე ირანული რიალის (ერთიდან ათ ევრომდე) ოდენობით ჯარიმის გადახდა ემუქრება. ახალი კანონპროექტით კი, ამავე დანაშაულისთვის პატიმრობის ვადა ხუთიდან 10-წლამდე, ხოლო ჯარიმა 360 მილიონი ირანული რიალი (7 800 ევრო) იქნება.

მეტი...

უკრაინელი ბავშვების გატაცების ერთ-ერთი თანამონაწილე, რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მეუღლე შეიძლება იყოს

რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინელი ბავშვების გატაცების ერთ-ერთი თანამონაწილე, რამდენიმე რუსული საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების მინისტრის, ალექსანდრე კურენკოვის მეუღლე, ელენა მილსკაია შეიძლება იყოს. „კურენკოვი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ადიუტანტი იყო, მინისტრის თანამდებობაზე 2022 წლის მაისში დაინიშნა. ორი თვის შემდეგ მინისტრმა მეუღლის კუთვნილ „დაკარგული და დაზარებული ბავშვებისთვის დახმარების ეროვნულ სამონიტორინგო ცენტრთან“ შეთანხმება გააფორმა, რომლის შედეგად აღნიშნულმა ორგანიზაციამ პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება მიიღო 600 მლნ. რუბლის ოდენობით“, – ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ელენა მილსკაია და მისი ცენტრის „მოხალისეები“ ხერსონის ოლქიდან ოკუპირებულ ყირიმში და კრასნოდარის მხარეში უკრაინელი ბავშვების…

მეტი...

„ოქტომბრიდან, ძალაში შევა ქიმიოთერაპიის, მეტაბოლური და ბარიატრიული მომსახურების სტანდარტები“ – აზარაშვილი

„2023 წლის ოქტომბრიდან, ძალაში შევა ქიმიოთერაპიის, ასევე მეტაბოლური და ბარიატრიული მომსახურების სტანდარტები“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ზურაბ აზარაშვილმა თითოეული ამ ცვლილების და ახლად დაწესებული სტანდარტების მიზნებზეც ისაუბრა. „გვსურს, ონკოლოგიური პაციენტებისთვის არსებული პროგრამა, მაქსიმალურად ორიენტირებული იყოს ბენეფიციარებზე. წლიურად, 150 მილიონ ლარზე მეტს ვხარჯავთ ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ლარი სწორად მივიდეს პაციენტამდე და კმაყოფილი იყოს მომსახურებით“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. რაც შეეხება ბარიატრიულ ქირურგიას, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რეგულირების მექანიზმის სრულყოფა, დღის წესრიგში, სერვისის სპეციფიკურობიდან გამომდინარე დადგა. „სხვადასხვა ქვეყნების სტანდარტების მიხედვით, მკაცრად განვსაზღვრეთ წესი, თუ როდის შეიძლება ბარიატრიული…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში ჩავიდა. „ვაგრძელებთ საბერძნეთში ვიზიტით. საბერძნეთის პრეზიდენტთან, კატარინა საკელაროპულოსთან, პრემიერ-მინისტრთან, კირაიკოს მიცოტაკისთან და ბერძნული დელეგაციის სხვა წევრებთან გველის შეხვედრა”, – განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, დღის წესრიგშია ყველაფერი ის, რაც ევროპულ საერთო სახლში ადამიანის სიცოცხლისა და თავისუფლების დაცვისთვის შეიძლება გაკეთდეს. ასევე ვიზიტის ფარგლებში უკრაინა-ბალკანეთის სამიტი ჩატარდება, კერძოდ საერთო შეხვედრა ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან, სადაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, თავდაცვითი თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხები იქნება განხილული. ასევე, ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება.

მეტი...

ერდოღანისა და პუტინის შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაურკვეველი დროით, სულ მცირე სექტემბრამდე გადაიდო. ერდოღანი იმედოვნებს, რომ სექტემბერში პუტინთან შეხვედრას მოახერხებს და გეგმავს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, მასთან შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის მომავალზეც ისაუბროს. “სექტემბერში გაიმართება G20-ის შეხვედრა ინდოეთში და გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრა შეერთებულ შტატებში. თუ ასეთ დატვირთულ გრაფიკში მოვახერხეთ შეხვედრა, მე და პუტინი პირადად შევხვდებით”, – განაცხადა უნგრეთიდან თურქეთში დაბრუნებულმა ერდოღანმა მედიასთან. არსებული ინფორმაციით, შეხვედრის პოტენციური ადგილი მან არ დააკონკრეტა.  

მეტი...

,,კორონავირუსი ჩვეულებრივი, სეზონური ვირუსია და მასზე ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს” – აზარაშვილი

„დღეს, მთელს მსოფლიოში, კორონავირუსი აღიქმება, როგორც ჩვეულებრივი, სეზონური ვირუსი. არანაირი განგაშისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. მასზე განსაკუთრებული ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს. მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, ცალკეული შემთხვევების აღრიცხვაც კი შევაჩერეთ, რადგან ამის საჭიროება ნამდვილად არ დგას. კოვიდპანდემია რომ დასასრულს უახლოვდებოდა და ერთ-ერთ ჩვეულებრივ, სეზონურ ვირუსად გადაიქცეოდა, ამაზე, ჯერ კიდევ 2022 წელს ვსაუბრობდი. დღეს, ეს მართლაც ასეა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, კორონავირუსის ნებისმიერი ახალი ვარიანტისთვის დასახელების მინიჭება, იქნება ეს EG.5 თუ სხვა, მეცნიერების კვლევების საგანია. მინისტრის განცხადებით, მოსახლეობისთვის, შესაძლოა, ზედმეტი სტრესის მომტანი აღმოჩნდეს ასეთი დეტალების შესახებ…

მეტი...

სპორტსმენი და მშენებარე რობოტები – „მედიაცენტრი მთავარის“ ვიდეორეპორტაჟი ჩინეთიდან

რობოტები მალე სპორტულ სამყაროსაც დაიპყრობენ. სპორტსმენ რობოტებს კალათბურთის თამაშიც შეუძლიათ, მაგიდის ჩოგბურთიც იციან, ფეხბურთიც და თითქმის ყველა მიმართულებით ეჯიბრებიან ადამიანებს. რაც შეეხება მშენებარე რობოტებს, ისინი უკვე აქტიურად არიან „დასაქმებულები“ მშენებლობაში.

მეტი...

,,ბრალდებულმა განმარტა, რომ მან განზრახ მოკლა საკუთარი მეუღლე”- მკვლელობა მარნეულში 

მკვლელობა მარნეულში, სოფელ სადახლოში –  55 წლის მამაკაცმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული კაცი რუსთავის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. პროკურორის თქმით,  დაკავებისას ბრალდებულმა განმარტა, რომ განზრახ მოკლა საკუთარი მეუღლე . ,,პროკურატურას აქვს საკმაოდ მყარი მტკიცებულებითი საფუძველი ბრალდებულ ავაზ ხალილოვას წინააღმდეგ, კერძოდ, ეს გახლავთ ფაქტის თვითმხილველი მოწმეების, მისივე დედის და შვილის ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ დანაშაულის ფაქტს. ამოღებულია დანაშაულის იარაღი, ეს გახლავთ სავარაუდოდ ცივი იარაღი ხანჯალი, რომელიც საკმაოდ დიდი ზომის არის და რომლითაც სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა თავის მეუღლეს. ცდილობდა იარაღის გადამალვას, თუმცა გადამალვაში ხელს უშლიდნენ მისივე ოჯახის წევრები და მეზობლები, რომლებიც…

მეტი...

ტყის ხანძრები ჰავაიზე – უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 000 ადამიანი ითვლება

ტყის ხანძრები ჰავაიზე, კუნძულ მაუიზე – დამწვარია ისტორიული ზღვისპირა ქალაქის, ლაჰაინას 78%, სადაც დაახლოებით 12 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ამ დროის არსებული მონაცემებით გარდაცვლილია 114 ადამიანი,  უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 000 ადამიანი ითვლება. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მასობრივი მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენას, განსაკუთრებით ისეთივე გავრცელებულ და დესტრუქციულ კატასტროფებში, როგორც ტყის ხანძარი, შეიძლება დასჭირდეს თვეები ან წლებიც კი – და ეს იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია ყველა მსხვერპლის იდენტიფიცირება. მეხანძრე-მაშველები ტერიტორიაზე მუშაობას კვლავ განაგრძობენ.

მეტი...

ბრიტანელმა მედდამ შვიდი ახალშობილი მოკლა

მედდას, რომელმაც შვიდი ახალშობილი მოკლა და ექვსის მკვლელობა სცადა სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ბრიტანეთის თანამედროვე ისტორიაში მას “ყველაზე ნაყოფიერ ბავშვთა სერიულ მკვლელს” უწოდებენ. ,,სიბრაზე და სიძულვილი, რომელიც მე მის მიმართ მაქვს, არასდროს გაქრება. ამან დამანგრია როგორც კაცი და როგორც მამა. მისი ქმედებების გამო მე ჩემი შვილების სიცოცხლე დავკარგე. ეს ტკივილი სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგაც გაგრძელდება და ჩვენს ცხოვრებაზე ყოველთვის იმოქმედებს”, – განაცხადა მოკლული 2 ჩვილის მამამ სასამართლო პროცესზე. პროკურორის თქმით, ერთ-ერთი ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი სისხლში ჰაერის შეყვანა, ხოლო დანარჩენი ბავშვების კი ინსულინის ინექცია იყო.  

მეტი...

„2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა, წლინახევრის დათუჩა, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს და განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება“ – შოვში დაღუპულის ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 28 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით. გარდაცვლილებს შორისაა 36 წლის ნიკოლოზ ჩალაძე, რომელიც მეწყერის ჩამოწოლის დროს, შოვში სამუშაოდ იმყოფებოდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება, ინფორმაცია, რომ  ნიკოლოზ ჩალაძის ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. „შოვის ტრაგედიას შეეწირა ჩემი პატარა ლაგვანთის ერთ-ერთი მცხოვრები ნიკა ჩალაძე. ნიკა უაღრესად კეთილი და მშრომელი ადამიანი იყო, ყველას გვიყვარდა სოფელში. მას მუდმივი სამსახური არ ჰქონდა (რაჭაში რთულია მუდმივი სამსახურის შოვნა) ის მუშაობდა მშენებლობებზე და ტრაგედიის დღესაც სწორედ სამუშაოდ იმყოფებოდა შოვში. ნიკას დარჩა მეუღლე…

მეტი...

მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 და 22 აგვისტოს უმეტესად დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი. მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

,,თუ ბელარუსი გვაღიარებს, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის”- ინალ არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადებით, თუ ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებს, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის. მისივე თქმით, ბელარუსის მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება გააძლიერებს აფხაზეთის იმიჯს და მის სუბიექტურობას. ,,ჩვენ ვავითარებთ კარგ დიალოგს ბელარუსის რესპუბლიკასთან. თუ ბელარუსი გვაღიარებს, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის” – განაცხადა არძინბამ.    

მეტი...

სააკაშვილმა სოფო ჯაფარიძე დანიშნა თავის წარმომადგენლად, აბა, ჩემი ხაბე ვინ არის? – ზარქუა

,,სააკაშვილი უფლებამოსილი არ არის, საარჩევნო კამპანიაში იყოს ჩართული, რადგან თვითონ დახია საქართველოს მოქალაქეობა და უკრაინაში გაიქცა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ირაკლი ზარქუა სოფო ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, მიხეილ სააკაშვილის სახელით ხვალიდან საარჩევნო კამპანიას იწყებს. ,,სააკაშვილი უფლებამოსილი არ არის, საარჩევნო კამპანიაში იყოს ჩართული, რადგან თვითონ დახია საქართველოს მოქალაქეობა და უკრაინაში გაიქცა. რაც შეეხება სოფო ჯაფარიძეს, ეს გოგო მეცოდება, მის მიმართ ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი და ახლა წარმომადგენლად დანიშნა. აბა, ჩემი ხაბე ვინ არის? რომელ პარტიას წარმოადგენს, ეს რომ დადის და წამდაუწუმ სააკაშვილს, ბელადს ახსენებენ? სამი…

მეტი...

ბათუმში, ავტობუსში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცი მძღოლსა და მგზავრებს ხმოვანი პისტოლეტით ემუქრებოდა

ბათუმში, ავტობუსში,  ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ერთ-ერთ მგზავრი მძღოლსა და სხვა მგზავრებს იარაღით ემუქრებოდა. თვითმხილველების განცხადებით, კაცს ე.წ. ხმოვანი პისტოლეტი ჰქონდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირი დაკავებულია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

,,სამწუხაროდ ნიკა გადმოვარდა ჩვენივე აივნიდან, 9 სართულიდან და გადარჩენა ვერ მოხერხდა”- გარდაცვლილის დედა

სკოლა „ქორალმა“ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად მათი სკოლის მოსწავლე, ნიკოლოზ ხავთასი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბიჭის დედა, საზოგადოებას მიმართავს არ გაავრცელონ დეზინფორმაცია. „მეგობრებო ყველას ძალიან დიდი მადლობა ჩემი ტკივილის გაზიარებისთვის. მადლობა ვინც მომისამძიმრეთ, ვინც პირადში მომწერეთ, ძალას რომ მივიკრებ, დაგიბრუნდებით, ვინც მოხვედით და ვინც აპირებთ. რამდენიმე ვერსია შემხვდა დღეს ინტერნეტში, რომ სუიციდი იყო, რომ მთვრალი მძღოლი დაეჯახა და არ გაავრცელოთ დეზინფორმაცია ძალიან გთხოვთ! სამწუხაროდ ნიკა გადმოვარდა ჩვენივე აივნიდან, 9 სართულიდან და გადარჩენა ვერ მოხერხდა. ისე რომ ხვალ წესს აუგებენ. მოიხსენეთ ნიკოლოზი ვისაც შეგიძლიათ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა” – წერს გარდაცვლილი ბიჭის…

მეტი...

ვერ ვხვდები, რატომ წავიდნენ რუსები მთვარეზე, იქ არც სარეცხი მანქანები და არც უნიტაზებია, რომ მოიპარონ – თომას ჰენდრიკ ილვესი

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი რუსული კოსმოსური ხომალდის Luna-25-ის ჩაშლილ მისიას ემაურება. ,,ვერ ვხვდები, რატომ წავიდნენ რუსები მთვარეზე. დიახ, იქ არის მიწა, მაგრამ არც სარეცხი მანქანებია და არც უნიტაზები, რომ მოიპარონ”, – ამბობს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი. ცნობისთვის, Luna-25, რომელიც მთვარეზე უნდა დაშვებულიყო, მთვარის ზედაპირს შეეჯახა და განადგურდა.

მეტი...

,,ვწუხვარ ქალბატონ ელჩო, მაგრამ თქვენ, როგორც ელჩი ვერ შედექით – goodbye my darling”- ზარქუა დეგნანს

ძალიან და ეს უნდა ითქვას –  მქონდა მცდელობა, რომ ბოლოს ლამაზი სიტყვით გამეცილებინეთ, მაგრამ, სამწუხაროა რომ ასე მოხდა, ასე რომ goodbye my darling – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ კელი დეგნანთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, კელი დეგნანმა თავისი საქმიანობით ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაცია გაზარდა. ,,მავნებელი ხართ თქვენ ქალბატონო ყოფილო ელჩი, მე მინდა ეს პირდაპირ გითხრათ. თქვენ თქვენი მისია ვერ გაითავისეთ, ვე გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არა პარტიის წარმომადგენელი, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელი იყავით. ძალიან ვწუხვარ ქალბატონ ელჩო, მაგრამ თქვენ, როგორც ელჩი ვერ შედექით და ეს უნდა ითქვას. ვწუხვარ, თქვენ, თქვენი საქმიანობით ქართულ…

მეტი...

საუდის არაბეთის მესაზღვრეებმა ასობით მიგრანტი დახვრიტეს

საუდის არაბეთის მესაზღვრეებმა მოკლეს სულ მცირე ასობით ეთიოპიელი მიგრანტი და თავშესაფრის მაძიებელი, რომლებიც ცდილობდნენ იემენ-საუდის საზღვრის გადაკვეთას 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისამდე.  ამის შესახებ Human Rights Watch-ის ანგარიშშია ნათქვამი. 73-გვერდიან მოხსენებაში, ნათქვამია, რომ საუდის მესაზღვრეებმა გამოიყენეს ასაფეთქებელი იარაღი მრავალი მიგრანტის მოსაკლავად და სხვა მიგრანტებს ახლოდან ესროდნენ. მათ შორის ქალებსა და ბავშვებს. ზოგიერთ შემთხვევაში, საუდის არაბეთის მესაზღვრეები ეკითხებოდნენ მიგრანტებს, თუ რა კიდურზე ესროლათ, შემდეგ კი ახლო მანძილიდან ესროდნენ. საუდის არაბეთის მესაზღვრეებმა ასევე ესროლეს ასაფეთქებელი იარაღი მიგრანტებს, რომლებიც ცდილობდნენ იემენში გაქცევას. „საუდის არაბეთის ოფიციალური პირები კლავენ ასობით მიგრანტს და თავშესაფრის მაძიებელს…

მეტი...

,,დასაკარგავი დრო არ არის, საქმის მიხედვის დროა და იმის დრო, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაანახო”- კელი დეგნანი

,,დასაკარგავი დრო არ არის. საქმის მიხედვის დროა და იმის დრო, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაანახო – საქართველო ნამდვილად ამ გზის ერთგულია,”-  ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ყველა ქართველმა იცის, რომ კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირის წევრობა ქვეყნისთვის ნაბოძები არ არის, მას დამსახურება სჭირდება, ვინაიდან ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მეტ კეთილდღეობას, მეტ სტაბილურობას, მეტ უსაფრთხოებას. ,,გამბედაობა მოდის განსხვავებების გვერდზე გადადებითა და ერთად მუშაობის სურვილით; იმის გააზრებით, რომ ამ განსხვავებების არსებობის მიუხედავად, საქართველოს ხალხმა გააკეთა მკაფიო არჩევანი ევროპული მომავლის სასარგებლოდ. თითოეული პოლიტიკური ლიდერი უნდა მუშაობდეს იმ მიზნის მისაღწევად,…

მეტი...

სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ოქტომბრელებისა და პიონერების ინსტიტუტი – სიმონიანი

კრემლის პროპაგანსიდტის მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, ოქტომბრელებისა და პიონერების ინსტიტუტი სასწრდაფოდ უნდა დაბრუნდეს. „მინისტრმა დღეს თქვა, სკოლაში პირველი კლასიდან დაიწყება ისტორიის სწავლება, სკოლის შესასვლელთან ყველა ბავშვს ჩამოართმევენ ტელეფონებს, ყოველი გაკვეთილი დაიწყება რუსეთის ჰიმნით. თურმე ეს შესაძლებელი ყოფილა. საბჭოთა სკოლაში იყო ოქტომბრელებისა და პიონერების ინსტიტუტი, ამიტომ ყველა ბავშვმა იცოდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა სამამულო ომში ჩვენს გამარჯვებას. ეს ინსტიტუტი სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს“, – წერს სიმონიანი „ტელეგრამზე“.

მეტი...

,,12-ვე რეკომენდაცია 100%-ით რომც არ შესრულდეს, ვფიქრობ, წევრი ქვეყნები აკვირდებიან, რამდენად მოწადინებულია საქართველო შეასრულოს ამოცანები”- დეგნანი

„ევროკავშირის წევრი ქვეყნები აკვირდებიან როგორ ასრულებს საქართველო რეფორმებს და შეუძლია თუ არა ქვეყანას გაერთიანება ამ რეფორმებზე სამუშაოდ. საქართველოს ჯერაც აქვს დრო ამის საჩვენებლად“, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, 12-ვე რეკომენდაცია ასი პროცენტით რომც არ შესრულდეს, წევრი ქვეყნები აკვირდებიან, რამდენად მოწადინებულია საქართველო შეასრულოს ეს ამოცანები. ,,ევროკავშირის წევრი ქვეყნები აკვირდებიან აგრეთვე, როგორ ასრულებს საქართველო ამ რეფორმებს და შეუძლია თუ არა ქვეყანას გაერთიანება ამ რეფორმებზე სამუშაოდ. ვთვლი, რომ საქართველოს ჯერაც აქვს დრო ამის საჩვენებლად. 12-ვე რეკომენდაცია ასი პროცენტით რომც არ შესრულდეს, ვფიქრობ, წევრი ქვეყნები აკვირდებიან, რამდენად…

მეტი...

მოსკოვში, მიწისქვეშა კოლექტორებში ექსკურსიის დროს ხუთი ადამიანი წყლის ნაკადმა გაიტაცა – არიან დაღუპულები

მოსკოვში, მიწისქვეშა კოლექტორებში ექსკურსიის დროს ხუთი ადამიანი წყლის ნაკადმა გაიტაცა.მდინარე მოსკოვში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. სამ ადამიანს ეძებენ. ,,წინა დღით რვა-კაციანი ჯგუფი გაემგზავრა მიწისქვეშა კოლექტორების დასათვალიერებლად, სადაც ძლიერი წვიმის დროს იმყოფებოდნენ. გარდაცვლილების ვინაობა დგინდება”, –  განუცხადა რუსულ მედიას წყარომ.

მეტი...

გორან ბრეგოვიჩი მოლდოვაში არ შეუშვეს

სერბი მუსიკოსი გორან ბრეგოვიჩი და მისი ახალი ბედნი მოლდოვაში არ შეუშვეს. მუსიკოსი, რომელიც ჯგუფთან ერთად კიშინოვში ადგილობრივ მუსიკალურ ფესტივალზე ჩავიდა, აეროპორტიდან გააბრუნეს. „სამწუხაროდ გაცნობებთ, რომ გორან ბრეგოვიჩის ჯგუფი დღეს საღამოს ვერ დაესწრება დაგეგმილ კონცერტს ფესტივალის ორგანიზატორებისა თუ არტისტების კონტროლის მიღმა მიზეზების გამო. სამწუხაროდ, ისინი არ შეუშვეს მოლდოვას რესპუბლიკაში, თუმცა უკვე ჩამოსული იყვნენ ქ. კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტი“, – ნათქვამია სოციალურ ქსელში ორგანიზატორების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში. მედიის ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციას ამ დროისთვის განცხადება არ გაუკეთებია. ,,ძალიან იმედგაცრუებული დავრჩით, როცა კიშინიოვის აეროპორტში ოფიციალური ახსნა-განმარტების გარეშე არ შეგვიშვეს. ჩემს მუსიკოსებთან ერთად ბევრს ვმოგზაურობ ევროპაში…

მეტი...

კალიფორნიის შტატში ბოლო 84 წლის განმავლობაში პირველად, ტროპიკულ შტორმს ებრძვიან

კალიფორნიის შტატში ბოლო 84 წლის განმავლობაში პირველად, ტროპიკულ შტორმს ებრძვიან. მედიის ინფორმაციით, დატბორილია დასახლებების ნაწილი. შტორმს თან ერთვის წყალდიდობები, მეწყერი და ძლიერი ქარი. მოქალაქეთა ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია საავტომობილო გზები.

მეტი...

,,თუკი უკრაინა არ გაიმარჯვებს, რუსეთის ყველა მეზობელი საფრთხის წინაშეა”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუკი უკრაინა არ გაიმარჯვებს, რუსეთის ყველა მეზობელი საფრთხის წინაშეა. მისი თქმით, ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა მსოფლიოში შეიძლება იქცეს სამიზნედ რაკეტებისთვის, ჯარისთვის ან დესტაბილიზაციისთვის. ,,ახლა რუსული ბოროტება უტევს ტკივილითა და სიკვდილით უკრაინულ ქალაქებს და სოფლებს. ისინი ღიად ამბობენ, რომ უკრაინა საკმარისი არაა. უკრაინის შემდეგ, მათ უნდათ მიუტანონ წამება ევროპას და მთელ მსოფლიოს. დარწმუნებული ვარ, თქვენ ეს გესმით. თქვენ ისმენთ ამას მოსკოვისგან. თუკი უკრაინა არ გაიმარჯვებს, რუსეთის ყველა მეზობელი საფრთხის წინაშეა. საერთაშორისო სამართალი აღარ იარსებებს. ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა მსოფლიოში შეიძლება იქცეს სამიზნედ რაკეტებისთვის, ჯარისთვის ან დესტაბილიზაციისთვის. დარწმუნებული ვარ,…

მეტი...

,,ფეხზე დგომა, გადაადგილება უჭირს, სასიცოცხლო მაჩვენებელი დაბალია”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და მისი სასიცოცხლო მაჩვენებელი დაბალია. „ჯანმრთელობა ისევ იგივე, სისუსტე. ახალს ვერაფერს გეტყვით. ფეხზე დგომა, გადაადგილება უჭირს. სასიცოცხლო მაჩვენებელი დაბალია,“ – განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

მიმდინარეობს 5 დაკარგული მოქალაქის სამძებრო სამუშაოები, ძებნის არეალი მიმდინარეობს 36 ლოკაციაზე –  ლევან შერაზადიშვილი

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 28 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით. ომის მერის მოადგილის, ლევან შერაზადიშვილის განცხადებით, სამძებრო-სამუშაოების არეალი კვლავ გაიზარდა. ,,გუშინდლის შემდგე მდგომარეობა არ შეცვლილა. ამ დროისთვის ნაპოვნია 28 მიცვალებულის ცხედარი, მიმდინარეობს 5 დაკარგული მოქალაქის სამძებრო სამუშაოები. აქვე მინდა გითხრათ, რომ დღეს მოხდება 3 გარდაცვლილის ქუთაისის პროზექტურიდან გადმოსვენება სოფელ ლაგვანთაში. ძებნის არეალი მიმდინარეობს 36 ლოკაციაზე. მოგეხსენებათ გაზრდილია პერიმეტრი – როგორც ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ისე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ძებნით სამუშაოებიმ”, – განაცხადა ლევან შერაზადიშვილმა.  

მეტი...

,,ეს ნიშნავს გამარჯვების კამპანიის დაწყებას, ვიწყებ მსვლელობას მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩავალ ყველგან”- სოფო ჯაფარიძე

,,მიხეილ სააკაშვილი მზად არის, მოგისმინოთ ყველას, მოისმინოს ყველას მოსაზრება. არა მხოლოდ მზად არის, არამედ მისი ძალიან დიდი სურვილია, რომ თქვენთან ერთად შექმნას პოლიტიკური პროცესები, რომლებიც ძალიან მალე გამარჯვებამდე მიგვიყვანს,”-  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ კლინიკა „ვივამედთან“ განაცხადა. კითხვაზე, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ პარტიამ, ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანია დაიწყო და მასში ჩართული იქნება მიხეილ სააკაშვილი, სოფო ჯაფარიძე პასუხობს: „დიახ, თუნდაც დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყება. ეს ნიშნავს გამარჯვების კამპანიის დაწყებას. ვიწყებ მსვლელობას მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩავალ ყველგან, შევხვდებით ყველას, მოგისმენთ ყველას. ჩვენი მოქალაქეები წერილს მისწერენ მიხეილ სააკაშვილს და არა მხოლოდ…

მეტი...

,,ერთადერთი ქალი ვარ, ვინც შვილებს არჩენს…საღამოს რომ ვწვები, ვიძახი, ნეტა, დილა არ გამითენდეს მეთქი”- ხმაური გორში

ხმაური გორში – გარემოვაჭრეები ისევ ვაჭრობის უფლებას ითხოვენ. ერთ-ერთი მოვაჭრე შეუძლოდ გახდა, ადგილზე იმყოფება სასწრაფო. ,,ერთადერთი ქალი ვარ, ვინც შვილებს არჩენს, უპატრონო ბავშვები არიან. ავადმყოფები შემომცქერიან, მალე მოდი, რამე გაგვიკეთეო…საღამოს რომ ვწვები, ვიძახი, ნეტა, დილა არ გამითენდეს მეთქი, ასეთ დღეში ვარ,“ – აცხადებს ერთ-ერთი გარე მოვაჭრე.

მეტი...

ქალების ნაკლებობის გამო, ჩინელი მამაკაცები გოგონებს ვიეტნამში ყიდულობდნენ – რა ხდება დღეს? – „მედიაცენტრი მთავარი“ პეკინიდან

ჩინეთში ქალებისა და კაცების დისბალანსია. კაცები მოსახლეობის 51.24%-ს წარმოადგენენ, ქალები კი 48.76%-ს. შესაბამისად, როგორც პროფესორი ტაი ამბობს, აქ  ბევრი კაცია დაუქორწინებელი. წლების წინ კი ამ პრობლემას ქალების სხვა ქვეყანაში ყიდვით ჭრიდნენ. კერძოდ, გოგონებს ვიეტნამში ყიდულობენ და ჩინეთში ჩამოჰყავდათ.  

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილმა აქ ჩამოსვლით და თავგანწირვით გვაჩვენა პატრიოტობის უმაღლესი სტანდარტი”- სოფო ჯაფარიძე

,,ხვალიდან ვიწყებ დიდ კამპანიას, ჩამოვალ ქვეყნის ყველა კუთხეში, მიხეილ სააკაშვილის სახელით მოგისმენთ ყველას,” –  ამის შესახებ კლინიკა ”ვივამედთან” სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს ბრძოლას სამშობლოს გადარჩენისთვის. ,,მივმართავ ნაციონალური მოძრაობის თითოეულ მხარდამჭერს – მიხეილ სააკაშვილის იმ ერთგულ თანამებრძოლებს, რომლებიც წლებია უკომპრომისოდ იბრძვიან რუსული რეჟიმის წინააღმდეგ – დღეს მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის ტყვეობაში და ქვეყნის ეროვნული ღირსების საკითხია ამ ტყვეობის, რაც შეიძლება სწრაფად დასრულება. მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა და ერთად სათანადოდ მომზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის. მიხეილ სააკაშვილმა აქ ჩამოსვლით და თავგანწირვით გვაჩვენა პატრიოტობის უმაღლესი სტანდარტი. იმის მიუხედავად, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა…

მეტი...

მარგარიტა სიმონიანის სახლთან დრონი ჩამოვარდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვის რეგიონში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უწყების ცნობით, ერთ დრონი  რუზსკის რაიონის პოკროვსკოეს დასახლებასთან, მეორე კი ისტრას რაიონის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ერთ-ერთი დრონი კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის სახლთან ჩამოვარდა. ,,ისტრას რაიონში ჩამოგდებული დრონი ჩვენს გვერდით ქუჩაზე დაეცა. ჩვენი საჰაერო თავდაცვის წყალობით, მსხვერპლისა და ნგრევის გარეშე”, – წერს სიმონიანი ტელეგრამზე. დრონებით თავდასხმა მოსკოვის მახლობლად

მეტი...

დრონებით თავდასხმა მოსკოვის მახლობლად

დრონებით თავდასხმა მოსკოვის მახლობლად – რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები აღკვეთილია. უწყების ცნობით, დაახლოებით 06:50 საათისთვის, საჰაერო თავდაცვის ძალებმა „უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს მოსკოვის ოლქის ტერიტორიის თავზე და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს“, რის შედეგადაც დრონმა მართვა დაკარგა და დასახლებული პუნქტის, პოკროვსკოეს რაიონში ჩამოვარდა. უსაფრთხოების მოტივით, მუშაობა შეაჩერეს მოსკოვის შერემეტიევოს, დომოდედოვოს და ვნუკოვოს აეროპორტებმა.

მეტი...