,,ეეჰ, როგორ მესმის იმ მშობლის, რომელიც ასე უგზო-უკვლოდ დადის და იმედს არ კარგავს” – რამაზ დავლაძე

რამაზ დავლაძე, რომელმაც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის დროს (2021 წლის 8 ოქტომბერს) ოჯახის ოთხი წევრი დაკარგა, შოვის ტრაგედიას გამოეხმაურა. ნანგრევებმა მისი ორი შვილი, მეუღლე და ძმა მოიყოლა. რამაზს ვაჟი დარჩა, რომელიც ტრაგედიის დატრიალების დროს, ბაღში იყო. ,,რა უნდა ვთქვა, განადგურდნენ ოჯახები. ძალიან ვწუხვარ და განვიცდი! მაგრამ ამდენი წუხილი და ტრაგედია არსად აღარ მეტევა! ეეჰ, როგორ მესმის იმ მშობლის, რომელიც ასე უგზო-უკვლოდ დადის და იმედს არ კარგავს! ასეთ დროს ძალიან რთულია ადამიანი რამეთი ანუგეშოთ. სიცოცხლე და არსებობა, რომ საერთოდ არ გინდა, ეს ის მომენტია. ამ დროს დიდია ჭკუიდან შეშლის შანსი, სიცოცხლის თვითმკვლელობით…

მეტი...

იორდანიის საზღვარზე ქართველი ახალგაზრდა ძლიერი სიცხის გამო გარდაიცვალა

ემიგრაციაში ქართველი ახალგაზრდა ჯარჯი სუხაშვილი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის ისრაელში საცოლესთან მიდიოდა, როდესაც იორდანიის საზღვარზე ძლიერი სიცხის გამო დაიღუპა. ,,საზღვარს ფეხით კვეთდა ორ ქართველთან ერთად და გარდაიცვალა, გული გაუჩერდა, სიცხეს ვერ გაუძლო. ისრაელში სამუშაოდ მიდიოდა, იქ საცოლე ელოდებოდა”, – განუცხადა ,,მეგა ტვ”-ს გარდაცვლილის ახლობელმა.

მეტი...

ზაზა მესხს მეგობრები ემშვიდობებიან

ზაზა მესხის ოჯახი შოვის ტრაგედიამ შეიწირა. ნაპოვნია მხოლოდ მისი მეუღლის ცხედარი. სოციალური ქსელში მეგობრები წერენ, რომ მათ ზაზას პოვნის იმედი დაკარგეს. „რა ხანია მივხვდი, რომ თავს ვერ ვუტყდებოდი სიმართლეში, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დავნებდი. ზაზა, ჩვენო მეგობარო, მშვიდობით იძინე შენს შვილებთან ერთად, გპირდები, რაც ასე გტკიოდა სამშობლო და მისი მომავალი, ზუსტად ისე გავაგრძელებთ წინსვლას ჩვენი საერთო მიზნისკენ. შენ გვიცქირე ზემოდან და გვიგზავნე იმედის სხივი. შენ ადამიანობის ნიმუში იყავი და ბოლომდე დარჩი!! ემიგრაციამ დაკარგა კაცი, რომელსაც საკუთარ თავზე ძალიან უყვარდა სამშობლო, იმდენად რომ შვილებიანად სამუდამოდ ჩაეხუტა. ლამაზად მინდა გამომივიდეს გადმოვცე ჩემი…

მეტი...

პრაღაში, საერთაშორისო ფესტივალის „სულიკო“-ს გრანპრის მფლობელი ოთო ბაზერაშვილი გახდა

მომღერალი ოთო ბაზერაშვილი საერთაშორისო ფესტივალის „სულიკო“-ს გრანპრის მფლობელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რანინა“ ოფიციალურ Facebook გვერდზე ავრცელებს. „პრაღაში გაიმართა საერთაშორისო ფესტივალი „სულიკო“, რომლის გრანპრის მფლობელი და ორგანიზატორის სიმპათია გახდა „რანინას“ ოჯახის წევრი ოთო ბაზერაშვილი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

ჩრდილო კორეელებს დაევალათ სტიქიური უბედურებების დროს კიმ ჩენ ინის პორტრეტები დაიცვან

უცხოური მედიის ინფორმაციით, ჩრდილო კორეელებს დაევალათ სტიქიური უბედურებების დროს კიმ ჩენ ინის პორტრეტები დაიცვან. ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური უწყებების მითითებით, მოსახლეობამ ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის პირობებში უპირატესობა კიმ ჩენ ინისა და მისი დინასტიის პორტრეტების დაცვას უნდა მიანიჭოს. შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს ქარიშხლის გამო, რომელსაც თან ძლიერი წვიმა ახლდა, ქვეყნის დედაქალაქ ფხენიანიდან მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო.

მეტი...

,,არ არის მარტივი პროგნოზირება ზუსტად, რა ვადაში შეიძლება დასრულდეს სამძებრო სამუშაოები” – მიხეილ სარჯველაძე

,,სტიქიის მასშტაბის და ზომების გათვალისწინებით არ არის მარტივი პროგნოზირება ზუსტად, რა ვადაში შეიძლება დასრულდეს სამძებრო სამუშაოები”. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, ადგილზე შესაბამისი სამუშაოებისთვის სრული რესურსია მობილიზებული. „რა თქმა უნდა, სრული რესურსის მობილიზებით სამძებრო სამუშაოები ხორციელდება, თუმცა მასშტაბის და ზომების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი პროგნოზირება ზუსტად, რა ვადაში და როდის შეიძლება დასრულდეს მთლიანად სამძებრო სამუშაოები. ამავდროულად უნდა ვთქვა, რომ საზოგადოებას პრაქტიკულად ყველა სიახლის და ყველა მიმდინარე განახლების შესახებ სრული ინფორმაცია მიეწოდება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მეტი...

,,ისე დაისვენონ ჩვენმა მტრებმა, როგორც მე დავისვენე” – შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური შოვში, სტიქიის ზონაში ცოტა ხნის წინ ჩავიდა. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიზეზი, რის გამოც ტრაგედიის დღიდან ის შოვში არ იმყოფებოდა, მამის ავადმყოფობაა. „გუშინ ჩამოვფრინდი, მაგრამ მგონი ყველამ კარგად იცის, სადაც ვიყავი. სამწუხაროდ, თითოეული ნაბიჯი, სადაც მივდივარ, ყველაფერი იციან და რატომღაც სად ვიყავი, ეს ვერ გაიგეს. თურქეთში ვიყავი, საავადმყოფოში ორი კვირა, მამა მყავს ცუდად და თავზე ვედექი. ახლაც იქ არის, ძალიან მძიმედ. ყველამ ყველაფერი იცოდა სამწუხაროდ, მაგრამ ზოგი ჰავაიზე მასვენებდა, ზოგი სხვაგან. არ შეიძლება ასეთი რაღაცები. არც ის, რაც კალაძის ოჯახზე გააკეთეს. ეს არის უკაცრავად და…

მეტი...

,,ვერტმფრენი ველოსიპედი ხომ არაა, გახვიდე ბაზრობაზე და იყიდო” – ვახტანგ გომელაური

,,ქვეყანას უკვე ნაყიდი აქვს სამი ვერტმფრენი, თუმცა წელს მათი ჩამოსვლა ვერ მოესწრება”. ამის შესახებ შს მინისტრმა განაცხადა. გომელაურის თქმით, ვერტმფრენები საფრანგეთიდან ჩამოვა. სავარაუდო თარიღად კი მარტის თვეს ასახელებს. “ვერტმფრენი მანქანა ხომ არაა, ან ველოსიპედი,  გახვიდე ბაზრობაზე იყიდო. რიგებია, 1 წელია ამაზე ვმუშაობთ. თითქმის, უკვე ნაყიდი გვაქვს ვერტმფრენები, ახლა სწავლება უნდა პილოტებს, რომ გადავამზადოთ”, – განაცხადა გომელაურმა. ცნობისთვის, შს მინისტრი შოვში სტიქიის ზონაში დღეს, სამძებრო სამუშაოების მე-11 დღეს ჩავიდა.

მეტი...

რუსთავის ერთ-ერთ საწარმოში 50 წლამდე მამაკაცი მარგანეცის ქვეშ მოყვა და ადგილზე დაიღუპა

რუსთავში ქიმიურ საწარმო შპს ,,ემენ ქემიკალ ჯორჯიაში” მუშა დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ინფო რუსთავი” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, საწარმოში მარგანეცის დასაგროვებელმა ბუნკერმა სიმძიმეს ვერ გაუძლო, ჩამოიშალა და მის ქვეშ მდგარი 50 წლამდე მამაკაცი მარგანეცის ქვეშ მოიყოლა. მუშა ადგილზე დაიღუპა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას, სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მეტი...

ვახტანგ გომელაური შოვში, სტიქიის ზონაში დღეს პირველად ჩავიდა

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური შოვში სტიქიური უბედურებიდან მე-11-ე დღეს პირველად ჩავიდა და სავარაუდოდ, ცოტა ხანში ის პირველ კომენტარს გააკეთებს. გომელაური ამ დროისათვის ვერტმფრენიდან იმ ტერიტორიას ათვალიერებს, სადაც სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

მეტი...

შოვში, სპეციალური ვეტერინარული წესით მოხდება ცხოველთა ლეშების დამარხვა

შოვში, სტიქიის ეპიცენტრიდან რამდენიმე კილომეტრში, მდინარის სანაპიროზე მარხავენ ცხოველთა ლეშებს. არაერთხელ დაისვა კითხვა, ხომ არ იყო ეპიდემიის გავრცელების საფრთხე, ვინაიდან იმის მიუხედავად, რომ ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარეობს კურორტი, უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაა. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სპეციალური ვეტერინარული წესით მოხდება ცხოველთა ლეშების დამარხვა.

მეტი...

ჩინური ჩაის მომზადება და ჩაის ჭურჭელი – რეპორტაჟი პეკინიდან (ვიდეო)

ჩემი „ჩინური დღიურები“ პეკინიდან. დღეს ჩაის მომზადებას და ჩაის კულტურას გაგაცნობთ. პეკინში ჩაი არის კულტურა, საოცარი სანახაობაა, როგორც მისი მომზადების წესი, ისე ჭურჭელი. 1000-ზე მეტი სახეობის ჩაი არსებობს და ყველა ჩაი სხვადასხვა ჭურჭელში მზადდება. ჩინური ჩაი, ისევე როგორც, ჩინური აბრეშუმი, მსოფლიოში გაიგივებულია დახვეწილ კულტურასთან, დანარჩენი კი ვიდეოში. ეკა გულუა პეკინიდან

მეტი...

,,გრძელი, გაწელილი და სევდით დახუნძლული დღეების თვლას იმედის დაკარგვა მოჰყვა” – ქეთი ქარდავა

ჟურნალისტი ქეთი ქარდავა სოციალურ ქსელში, შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილ სოფო ბაკურაძეზე წერს: „სოფო ბაკურაძის გარდაცვალება დადასტურდა, რაც პატარა ლუსის დედის გარეშე დარჩენას ნიშნავს. პატარა ლუსის თანადგომამ, მის თავს დატრიალებულმა ტრაგედიამ ფეხზე დაგვაყენა, შეგვცვალა და გაგვაერთიანა. ჩვენც მასთან ერთად ველოდებოდით ტკბილეულზე წასული მშობლის ცოცხლად პოვნას. გრძელი, გაწელილი და სევდით დახუნძლული დღეების თვლას იმედის დაკარგვა მოჰყვა. ღვარცოფში გაუჩინარებული სოფოს ცხედრის პოვნას ათასჯერ ვამოწმებდით. ველოდებოდით მის ამოცნობას, ექსპერტიზის პასუხებს და უსასრულობაში გადანაცვლებაზე ინფორმაციის დადასტურებას. ლუსის მფარველი ანგელოზი შორს გაფრინდა, მაგრამ სულ ლუსისთან ერთად იქნება. ლუსიმ არ იცის, თუ რა საშინელი ქარიშხალი დატრიალდა…

მეტი...

გენადი სულთანიშვილს ონის კულტურის სახლში გადაასვენებენ

შოვში დაღუპულ რაჭველ ფოლკლორისტს, გენადი სულთანიშვილს ონის კულტურის სახლში დღეს გადაასვენებენ, რის შემდეგაც დაიწყება სამოქალაქო პანაშვიდები. ამის შესახებ ონის მერმა, სერგეი ხიდეშელმა განაცხადა. ამასთან, ხიდეშელის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. „ამ დროისთვის 24 მოქალაქე არის იდენტიფიცირებული. აქტიურ რეჟიმში ყველა უწყებაა ჩართული სამუშაოებში. დაემატა ნავები, გაზრდილია არეალი, როგორც ჭანჭახის ხეობაში, ასევე რიონში. ასევე, იდენტიფიცირებულია სოფო ბაკურაძე, რომელიც დასვენებული იქნება თავის სახლში სოფელ გლოლაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ აქტიურ რეჟიმში ხდება დაკვირვება. საძიებო სამუშაოების განმავლობაში გასულ 24 საათში სხეულის ფრაგმენტები იყო ნაპოვნი“, – განაცხადა ხიდეშელმა.

მეტი...

ბორჯღალოსნებმა რუმინეთთან გამარჯვება შოვში დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნეს

ბორჯღალოსნებმა რუმინეთთან გამარჯვება შოვში დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნეს. „ვუსამძიმრებ შოვში დაღუპულ ადამიანთა ოჯახებს. ეს მთელი საქართველოს ტრაგედიაა. ჩვენ ამ დროს, რაც შეგვეძელო, ამ თამაშის გამარჯვება იყო, რომ ასეთ მძიმე პერიოდში პატარა სიხარული მაინც მიგვენიჭებინა ხალხისთვის“, – განაცხადა მერაბ შარიქაძემ. შეგახსენებთ, რომ 12 აგვისტოს ბორჯღალოსნებმა რუმინეთის ნაკრები გამანადგურებელი ანგარიშით, 56:6 დაამარცხეს.

მეტი...

კუნძულ კრეტაზე 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 10:49 საათზე დაფიქსირდა, მისი სიღრმე კი 2.6 კმ. იყო. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მეტი...

მანანა ჯაჭვაძის ცხედარი იდენტიფიცირებულია

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპული მანანა ჯაჭვაძის ცხედარი იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახი ავრცელებს. “შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ ჩვენი ოჯახის წევრს მანანა ჯაჭვაძეს 10 დღიანი ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ. მის პატარა ანგელოზს ჯერჯერობით ვერ. მანანა დასვენებულია რუსთავში, მის: ყაზბეგის 2 გასასვლელი N:9, პანაშვიდი ხვალ ორშაბათს 14 აგვისტოს, გადასვენება სამშაბათს 15 აგვისტოს 12 საათზე რუსთავიდან, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში, დაკრძალვა 2 საათზე. ყველას დიდი მადლობა სამძიმრისთვის და ამ ტკივილის გაზიარებისთვის. უფალმა გაგვაძლიეროს ამ მძიმე დროს”, – წერს ოჯახის წევრი.

მეტი...

რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვას 6 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის მიერ ხერსონის ოლქის არტილერიით დაბომბვას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი 23 დღის ბავშვია. ინფორმაციას ამის შესახებ, ,,უკრაინსკაია პრავდა” ავრცელებს. თავდასხმის შედეგად დაშავდა 12 წლის ბავშვიც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით, დანგრეული და დაზიანებულია 5 საცხოვრებელი კორპუსი.

მეტი...

შოვის სტიქიით საერთაშორისო ექსპერტები დაინტერესდნენ

შოვის მასშტაბური სტიქიით საერთაშორისო ექსპერტებიც დაინტერესდნენ. საქართველოში მოღვაწე ექსპერტები და გეოლოგები ამბობენ, რომ მათმა უცხოელმა კოლეგამ გამოუგზავნა სატელიტის ფოტო, სადაც უკვე ჩანს, რომ კლდეზე მიწის მასა ჯერ კიდევ 27 ივლისს მოწყდა. მათივე თქმით, მეწყრული პროცესები ერთი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად ვითარდებოდა. ეს ფაქტი საერთოდ არ უხსენებია გარემოს ეროვნულ სააგენტოს წინასწარ დასკვნაში, სადაც უწყება ამტკიცებს, რომ პროცესები მყისიერად 3 აგვისტოს განვითარდა და პროგნოზირება შეუძლებელი იყო. “ზუსტი თარიღის მითითება ასეთი კვლევებით შეუძლებელია, მაგრამ ის, რომ გაიზარდა საფრთხე ამ მყინვართან, სატელიტური ფოტოებზე დაკვირვებით ასეთი რამ შესაძლებელია. იქ ჩვენი კოლეგები საინტერესო ფაქტს აღნიშნავენ. შვეიცარიელმა კოლეგამ…

მეტი...

,,გარდაცვლილების სტატისტიკა არ შეცვლილა” – მღებრიშვილი

,,შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების სტატისტიკა არ შეცვლილა”. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. 13 აგვისტოსთვის არსებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან იდენტიფიცირებულია 21. 9 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. “გარდაცვლილების სტატისტიკა არ შეცვლილა. დღეის მონაცემებით 24 ადამიანია გარდაცვლილი, 9 ადამიანის ძებნა კი ისევ მიმდინარეობს. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, ეს მნიშვნელოვანია და რატომ, მინდა ავხსნა 2 სიტყვით. თქვენ იცით, რომ მოხალისეების გარკვეული ნაწილი თვითნებურად ცდილობდა დახმარებას. წითელი ჯვრის საშუალებით დარეგულირდა ეს საკითხი და, ძირითადად, ეს ადამიანები, მოხალისეები, გვეხმარებიან ლოჯისტიკური კუთხით”,…

მეტი...

რას ჰყვება შოვის სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე

შოვში მომხდარ სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გადარჩენისთვის რაჭის ადგილობრივ მცხოვრებლებს მადლობას უხდის. მარიამი მეწყერის ჩამოწოლის დროს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და ფეისბუკის ჯგუფში „რაჭა“ წერს: „გამარჯობა, მე ერთ-ერთი ადამიანი ვარ იმ 16-დან, რომელიც მეწყერში მოყვა და გადარჩა. გადავრჩით მთელი ოჯახი – მე, მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი. მინდა მადლობა გადავუხადო რაჭველ უმაგრეს ბიჭებს. ვიცი, მხოლოდ ერთის სახელი ლაშა, რომელიც ჰალკივით დაკუნთულია და ჩვენთვის იმედის ნაპერწკალი იყო. 2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში, უცებ ვხედავთ, ამ ლაშას და კიდევ მათ რამდენიმე მეგობარს, რომლებიც შოვის ტყიდან…

მეტი...

სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიებების არეალი გაფართოვდა

სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიებების არეალი გაფართოვდა. დამეწყრილი ტერიტორიის პარალელურად, ძებნის ღონისძიებები მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. “ძებნის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ეროვნული გვარდიის სამხედროებისგან, რეზერვისტებისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებისგან შემდგარი 18 ჯგუფი შოვიდან 54 კილომეტრის მანძილზეა გადანაწილებული. თითო ჯგუფი ოთხკაციანი შემადგენლობით სამ კილომეტრიან დისტანციაზე ახორციელებს მდინარეების კალაპოტების მონიტორინგსა და ძებნის ოპერაციებს. სტიქიის ადგილზე კი, ძებნის სამუშაოებს მე-3 ქვეითი ბრიგადისა და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის პირადი შემადგენლობა ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით ახორციელებს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მეტი...

შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგული სოფო ბაკურაძის გარდაცვალება დადასტურდა

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულებს შორის იდენტიფიცირებულია სოფელ გლოლას მკვიდრი, 23 წლის სოფო ბაკურაძე. “სტიქიისას დაღუპულებს შორის იდენტიფიცირებულია კიდევ 1 ცხედარი. გლოლას მკვიდრი, 23 წლის სოფო ბაკურაძე. P.S ჩვენი ლუსის დედა..,” – წერს რაჭის Facebook გვერდი. ლუსის დასახმარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია რაჭის ახალგაზრდულ ასამბლეას ანგარიში აქვს გახსნილი: TBC #GE67TB7993945064300064 – მიმღები ლამარა ბოჭორიშვილი Bank of Georgia #GE27BG0000000565975342 – მიმღები ნინო (ნანა) სოხაძე

მეტი...

,,აქამდე ჭირი მაინც გვაერთიანებდა, მაგრამ ესეც დავკარგეთ ადამიანობასთან ერთად” – ნოე სულაბერიძე

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ტრაგედიის შემდეგ, დღეს პირველად ამოვედი შოვში და ჩემი აზრი მინდა გაგიზიაროთ. რა თქმა უნდა, ყველას გვესმის და ვიზიარებთ, როდესაც ასეთი უბედურება ხდება, თუმცა თბილისიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან და პარიზიდან ყველაფერი მაინც სხვანაირად ჩანს. ჯერ კიდევ არნაპოვნი ადამიანების, ჭირისუფლების უიმედო თვალების და გმირი მაშველების დაუღალავი შრომით ნანერვიულები სახეების ფონზე არსებული განცდა ამ რეალობას სხვა თვალით დაგვანახებდა და კლავიატურაზე ყველანაირ აგრესიულ კაკუნს, დამოუკიდებელ ექსპერტობას დაგვავიწყებდა. თუ რა თქმა უნდა კიდევ რამე შეგვრჩენია… რა სამარცხვინოები გავხდით, ჩასაფრებულები, საკუთარი წარმოჩენის მიზნით…

მეტი...

ჰავაის ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა

ჰავაიზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა. ჰავაის გუბერნატორის თქმით, გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. არსებული ინფორმაციით, კუნძულ მაუიზე ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ზღვისპირა ქალაქის, ლაჰაინას 80 პროცენტი კი განადგურებულია. კუნძულ მაუიზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა. სახანძრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

მეტი...

13 აგვისტოს მონაცემებით, რუსულ აგრესიას უკრაინაში 500 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემების მიხედვით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 500 ბავშვი დაიღუპა. 1 097-ზე მეტი არასრულწლოვანი კი დაშავდა. მათივე ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში დაშავდა. დონეცკის რეგიონში – 485 ხარკოვის ოლქში – 298 კიევის ოლქში – 129 ჩერნიგოვის ოლქში – 71 ლუგანსკის ოლქში – 67 ნიკოლაევის ოლქში – 97 ხერსონის ოლქში – 118 ზაპოროჟიეს ოლქში – 97 დნეპროპეტროვსკის ოლქი – 97 აღნიშნული სტასტისტიკა 13 აგვისტომდე არსებულ მონაცემებს მოიცავს, თუმცა საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მეტი...

ქუთაისში 15 წლის მოზარდი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

ქუთაისში 15 წლის მოზარდი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში წუხელ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 15 წლის გოგო მრავლობითი დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს, ექიმებმა მას ოპერაცია ჩაუტარეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მეტი...

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლის რაიონი მძიმე არტილერიით ორჯერ დაბომბეს

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი ლისაკის, ცნობით, გასულ ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლის რაიონი მძიმე არტილერიით ორჯერ დაბომბეს. არსებული ინფორმაციით, ავაიერიშის შედეგად არავინ დაშავებულა. დაბომბვის შედეგები ამ დრომდე ზუსტდება.

მეტი...

„მიწიდან ზეცამდე გაფრინდნენ“ – პატარა გოგო, რომელიც შოვის მეწყერმა იმსხვერპლა

სოფო ბაკურაძე ერთ-ერთია იმ დაღუპულებს შორის, რომელიც შოვის ტრაგედიას ემსხვერპლა. სოფო სოფელ გლოლაში ცხოვრობდა, თუმცა, მუშაობდა კოტეჯში, რომელსაც ტალახის ტალღებმა გადაუარა. ახლობლები სოფოს გლოვობენ. „მიწიდან ზეცამდე გაფრინდნენ… ლამაზი, უმანკო სულები … ყველას დაგვწყვიტეს გულები სოფო ლამაზი ,თბილი მოსიყვარულე გოგო იყო, ყველას გვიყვარდა და ყველა უყვარდა…კეთილი, უბოროტო ,ღიმილიანი … მას ლამაზი თვალები , ხშირად სევდიანი ქონდა… ლუსი მისი ცხოვრების აზრი და ნათელი წერტილი იყო … ეხლა იქიდან ილოცებს შვილზე, ჩვენ აქ ვიზრუნებთ ლუსიზე“ –  წერს სოფოს ერთ-ერთი ახლობელი. იმ კოტეჯში მუშაობდა, რომელსაც მეწყერმა გადაუარა

მეტი...

ჩინეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა მზარდია

ჩინეთის  ვიცე-პრემიერი ჟანგ გუოცინგი ჰებეის როვინციაში იყოფებოდა, სადაც სტიქიით დაზარალებული ზონა დაათვალიერა. ვიცე-პრემიერმა ყველას ერთობლივი ძალისხმევისკენ მოუწოდა, რომ წყალდიდობისგან დაზარალებული ტერიტორიები მოწესრიგდეს და მოსახლეობა ნორმალურ რეჟმს დაუბრუნდეს. ჟანგ გუოცინი,  რომელიც ასევე არის CPC ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი, დროებითი განსახლების ობიექტებსაც ესტუმრა. ერთ-ერთი, რც მან დაათვალიერა, ეს არის  ჟუოჟოუში, ჰებეის პროვინციის ერთ-ერთ ყველაზე მძიმედ დაზარალებულ ქალაქი, საიდანაც ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლების სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად, იწმინდება გზები და ხდება წყლისა და  ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. „წყალდიდობის კლებასთან ერთად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა შეინარჩუნოს სიფხიზლე და გააგრძელოს კაშხლების პატრულირებისა და საგანგებო სიტუაციების რეაგირების გაძლიერება, ასევე, თავიდან აიცილოს…

მეტი...