,,აზერბაიჯანი ყოველთვის ახლოს არის საქართველოსთან და მზად არის, გაუწიოს ყველა შესაძლო დახმარება” – ჯეიჰუნ ბაირამოვი

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი თავის ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს რაჭის მთიან რეგიონში, კურორტ შოვთან მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ტელეფონით ესაუბრა. „ბაირამოვმა ღრმა მწუხარება გამოთქვა დაღუპულთა ოჯახებისა და მეგობრების მიმართ, დაშავებულებს კი, გამოჯანმრთელება უსურვა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულებს იპოვიან“, – აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბაირამოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის ახლოს არის საქართველოსთან და მზად არის, გაუწიოს ყველა შესაძლო დახმარება სამაშველო სამუშაოების განხორციელებასა და სტიქიური უბედურების შედეგების აღმოფხვრაში.

მეტი...

შოვი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მაღალი რისკის შემცველ ტერიტორიად გასულ წელს შეაფასა

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოველწლიურ ანგარიშში გაწერილია სხვადასხვა რეგიონში არსებული გეოლოგიური ვითარება, რისკები და რეკომენდაციები. 2022 წლის დოკუმენტში წერია, რომ რაჭა და კონკრეტულად, შოვი სახიფათო ტერიტორიას წარმოადგენს და ღვარცოფული პროცესების ალბათობა უკიდურესად მაღალია. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უკონტროლო და აქტიური მშენებლობებია ღვარცოფული მდინარის პირას, როდესაც  ხშირ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული გეოლოგიური დასკვნები.

მეტი...

,,ამ რთულ მომენტში ვიზიარებთ მოძმე ქართველი ხალხის ღრმა მწუხარებას“ – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უსამძიმრებს ქართველ ხალხს, რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. „შოკირებული ვარ სტიქიური უბედურებით, რომელმაც რაჭაში ადამიანთა სიცოცხლე იმსხვერპლა და ნგრევა გამოიწვია. სომეხი ხალხისა და სომხეთის მთავრობის სახელით, ასევე პირადად ჩემი სახელით თანაგრძნობას და თანადგომას გიცხადებთ თქვენ და მოძმე ქართველ ხალხს. გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს ვუსურვებ მხნეობას და სულის სიმტკიცეს, დაშავებულებს კი – სწრაფ გამოჯანმრთელებას. ამ რთულ მომენტში ვიზიარებთ მოძმე ქართველი ხალხის ღრმა მწუხარებას“, – აღნიშნულია ნიკოლ ფაშინიანის სამძიმრის წერილში. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული.

მეტი...

დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრებს ვერტმფრენის სტიქიის ზონაში შეყვანა შესთავაზეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თქმით, დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრებს ვერტმფრენის სტიქიის ზონაში შეყვანა შესთავაზეს, რათა “თვითონ დარწმუნდნენ და ნახონ რამდენად რთულ პირობებში გვიწევს სამაშველო სამუშაოების ჩატარება”. ,,როგორც იცით დღეს, პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა, ჩატარდა საგანგებო თათბირი, სადაც დამატებით განისაზღვრა ამოცანები, რაც ხვალიდან დამატებითი ძალების მობილიზებას გულისხმობს. დამატებით თავდაცვის სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი იქნება ჩართული. ემატება მძიმე ტექნიკაც. დღეს, დღის განმავლობაში მოხდა მდინარის მარჯვენა მხარეს ტექნიკის გადაყვანა და მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები, რომ ახლოს მივიდეთ კონკრეტულ ლოკაციებამდე”, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. მისი თქმით, 11 გარდაცვლილი გადასვენებულია პროზექტურაში.

მეტი...

“ქართველი ხალხის ტრაგედია ჩვენი ტრაგედიაცაა” – დავით არახამია

“ქართველი ხალხის ტრაგედია ჩვენი ტრაგედიაცაა”. ამის შესახებ უკრიანის პარტია ხალხის მსახურის ლიდერმა დავით არახამიამ განაცხადა. ,,მინდა სამძიმარი ვუთხრა შოვის ტრაგედიაში დაღუპულთა ოჯახებს და მთელ საქართველოს. რაც არ უნდა ხდებოდეს უკრაინაში, შუაგულ ომშიც კი, ჩვენ ყოველთვის ვიფიქრებთ იმაზე, როგორ დავუდგეთ უკრაინისთვის უახლოეს ერს, ქართველებს გვერდით!  ქართველი ხალხის ტრაგედია ჩვენი ტრაგედიაცაა, პირადად ჩემთვის კი – განსაკუთრებით. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვლოცულობთ დაკარგულთა გადარჩენისთვის”, – წერს არახამია.

მეტი...

სტიქიის ზონაში სასულიერო პირები ჩავიდნენ

შოვში, სტიქიის ზონასთან, სასულიერო პირები ჩავიდნენ. ისინი დაკარგულების ოჯახის წევრებს ამხნევებენ. შეგახსენებთ, რომ ტრაგედია რაჭაში გუშინ დატრიალდა. შოვში ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი წაიღო, განადგურებულია ტყის მასივი. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.

მეტი...

სტიქიის ზონაში ტეტანუსის აცრის მობილური პუნქტები განთავსდა

სტიქიის ზონაში ტეტანუსის აცრის მობილური პუნქტები განთავსდა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს წითელი ჯვარი ავრცელებს. „ყველა დაზარალებულმა ან მოხალისემ, რომელიც იმყოფება ან ასრულებს ფიზიკურ სამუშაოს სტიქიის უბნებში, ნებისმიერი, თუნდაც მცირე ზომის ჭრილობის ან მეწყრულ მასასთან შემხებლობის შემთხვევაშიც კი, უნდა მიმართოს დაავადებათა კონტროლის ტეტანუსის აცრის მობილურ პუნქტს. აცრის პუნქტი განთავსებულია შოვში, დამეწყრილი ზონიდან 100 მეტრის რადიუსში და იფუნქციონირებს 10:00-18:00 საათებში მანამ, სანამ მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. დამატებითი დეტალებისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე:  032 2 501 105ან დაუკავშირდით დაავადებათა კონტროლის ადგილობრივ წარმომადგენლებს:  599 93 11 92 – ნონა ბაკურაძე  599 17 14…

მეტი...

სტიქიის ზონაში დაკარგულ გოგონებს ეძებენ

სტიქიის ზონაში სამ გოგოს ეძებენ. გვანცა ბუბაშვილი, სალომე ხეთაგური, ნინო კენჭაძე რაჭაში იმყოფებოდნენ. სტიქიის შემდეგ კი ვეღარ ეკონტაქტებიან. დაკარგული გოგონების ახლობელი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. ,,გადამიზიარეთ გევედრებით! მეგობრებოოო, მეგობრებოო! შოვში დაიკარგნენ ბავშვებიი! სამი მეგობარი გოგონა! გვანცა ბუბაშვილი, სალომე ხეთაგური და ნინო კენჭაძე. ისინი მანქანით იყვნენ ჩასულები რაჭაში. იქნებ გაქვთ ვინმეს რაიმე ინფორმაცია! გთხოვთ მომწერეთ. გადამიზიარეთ პოსტი მეგობრებოოო!”, – წერს სოციალურ ქსელში ია მინდაძე ასათიანი.

მეტი...

23 დაკარგულის ვინაობა – ვის ეძებენ სტიქიის ზონაში

შოვში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, ადამიანები, მეწყრისა და ღვარცოფის შემდეგ, მშობლებს, შვილებს, და-ძმებს, ნათესავებსა და მეგობრებს ეძებენ. რადიო თავისუფლება წერს, რომ 23 დაკარგული ადამიანის ვინაობა დაადგინა. დაკარგულთა შორის არიან თემურ ჩარკვიანი და ნიკა ჩალაძე. დეიდაშვილები სოფელ ლაგვანთიდან. ეს სოფელი შოვიდან მანქანით დაახლოებით ნახევარი საათის სავალზეა. ბოლოს მათ გუშინ დილით ელაპარაკნენ ტელეფონით. ოჯახი ეძებს ქეთევან ლობჟანიძეს, რომელიც, მისი ქმრის ბიძაშვილის ცნობით, “სანსეტ შოვის” ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ზაზა მესხი, მისი მეუღლე და სამი შვილი – ჯერაც ეძებენ ზაზა მესხსა და მის მეუღლეს 3 შვილთან ერთად. ოჯახი, რომელიც ჰოლანდიაში ცხოვრობს, ორშაბათიდან ისვენებდა უწერაში, – სოფელში, რომელიც შოვიდან დაახლოებით 25…

მეტი...

შოვში, სტიქიის ზონაში ჯარის შეყვანა დაიწყო

სტიქიის ზონაში ჯარის შეყვანა დაიწყო. სამხედროები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მიიღებენ მონაწილეობას. გადაწყვეტილება ამის თაობაზე დღეს, ონში ჩასულმა ხელისუფლების პირველმა პირებმა მიიღეს. შეგახსენებთ, რომ შოვში სამძებრო სამუშაოებში 400 მაშველი და მოხალისეები არიან ჩართული. ამ დროისათვის 25 ადამიანი ითვლება დაკარგულად, რომლებსაც ვერ უკავშირდებიან. მათ შორის, ბავშვებიც. დაღუპულია 11.

მეტი...

„მობილიზებული ეკიპაჟები სამედიცინო მომსახურებას უწევენ როგორც სტიქიის ზონიდან გამოყვანილ ადამიანებს, ისე – დაკარგულთა ოჯახის წევრებს“ – ზურაბ აზარაშვილი

„ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა რაჭაში, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, სრულიად საქართველოს. უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრსა და ონში, მობილიზებულები არიან სამედიცინო ეკიპაჟები, სხვადასხვა კვალიფიკაციისა და მიმართულების ექიმები. ისინი სამედიცინო მომსახურებას უწევენ როგორც სტიქიის ზონიდან გამოყვანილ ადამიანებს, ისე – დაკარგულთა ოჯახის წევრებს“. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება. მისი თქმით, ვერტმფრენის საშუალებით, დიდი სამაშველო სამუშაოები ჩატარდა და სტიქიის ზონიდან, უსაფრთხო ადგილზე, 210 ადამიანია გამოყვანილი. „არც ერთი მათგანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მხოლოდ რამდენიმეს ჰქონდა ისეთი მცირე დაზიანებები, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ დასჭირდათ. სტიქიის ზონაში მობილიზებულ ჯგუფებს კიდევ…

მეტი...

სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს სასტუმრო – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისმა სამმა მცირეწლოვანმა შვილმლა შოვი სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვეს. მისივე თქმით, მისმა შვილებმა სასტუმრო მისი ავტომობილებით დატოვეს. ,,ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილი, ცოლი არა, ისვენებდა შოვში ორი კვირის განმავლობაში. ჩვენ ყოველ ზაფხულს ვსტუმრობდით რაჭას, ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს ამ მხარის მიმართ. თუმცა გუშინ არდადეგები დამთავრდა და სანამ სტიქია დაიწყებოდა, რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს აღნიშნული სასტუმრო და რამდენიმე საათში დაიწყო ეს უბედურება რაც დღეს გვაქვს სახეზე,”- განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

,,დაკარგულებში, სამწუხაროდ, ბავშვები არიან”- მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დაკარგულ მოქალაქეებს შორის ბავშვებიც არიან. მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს 25 ადამიანის ძებნის პროცესი. ,,ამ ეტაპისთვის 11 გარდაცვლილია, 25 ადამიანს ეძებენ. ნაწილი ამოცნობილია, რა ინფორმაციაც მე მაქვს, მაგრამ ყველა არა. დაკარგულებში, სამწუხაროდ, ბავშვები არიან,“ – აცხადებს მინისტრი. შეგახსენებეთ, ბოლო მონაცემებით, რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერის შედეგად 11 ადამიანია გარდაცვლილი.

მეტი...

სტიქიის ზონიდან 6 გარდაცვლილის ცხედარი გადმოასვენეს

ვერტმფრენით, სტიქიის ზონიდან ონის სტადიონზე 6 გარდაცვლილის  ცხედარი გადმოასვენეს. ცხედრებს ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ. შეგახსენებეთ, ბოლო მონაცემებით, რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერის შედეგად 11 ადამიანია გარდაცვლილი.

მეტი...

PSP დაზარალებულებს პირველადი დახმარების მედიკამენტებით, ბავშვთა კვებით და საფენებით დაეხმარება

PSP მწუხარებას გამოთქვამს რაჭის ტრაგედიასთან დაკავშირებით. კომპანია დაზარალებულებს პირველადი დახმარების მედიკამენტებით, ბავშვთა კვებით და საფენებით დაეხმარება. ,,PSP მწუხარებას გამოთქვამს რაჭის ტრაგედიასთან დაკავშირებით და დაზარალებულებს პირველადი დახმარების მედიკამენტებით, ბავშვთა კვებით და საფენებით დაეხმარება. გვსურს მხარში დავუდგეთ დაზარალებულებს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათ დახმარებაში; ამისთვის, ქ. ონში არსებულ PSP-ს აფთიაქიდან დაზარალებულებს პირველადი დახმარების ნივთებით, პირველადი საჭიროების მედიკამენტებით (არარეცეპტორული), ბავშვის საფენებითა და ბავშვთა კვებით დახმარებას გაუწევს. დახმარების მისაღებად მოგვწერეთ facebook გვერდზე პროდუქციის დასახელებების ჩამონათვალი, რაოდენობა და საკონტაქტო ნომერი. დახმარების მიღება შესაძლებელია ონში PSP-ს აფთიაქში, რუსთაველის N2-ში 9 აგვისტოს ჩათვლით,”- ნათქვამია PSP-ს მიერ გავრცელებულ…

მეტი...

აზერბაიჯანი მზად არის, საქართველოს გაუწიოს ყველანაირი დახმარება – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი

აზერბაიჯანი მზად არის, საქართველოს გაუწიოს ყველანაირი დახმარება სამაშველო ღონისძიებებსა და სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჯეიჰუნ ბაირამოვის ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. აზრებაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღრმა სამძიმარი გამოუცხადა მძიმე სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. „მინისტრმა ბაირამოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის საქართველოს გვერდითაა და მზად არის, გაუწიოს ყველანაირი დახმარება სამაშველო ღონისძიებებისა და სტიქიის შედეგების აღმოფხვრის კუთხით. მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მას მადლობა გადაუხადა გამოხატული სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,მზის გულზე, მიცვალებულები პარკებში გახვეულები არიან დატოვებულები”- ვითარება შოვში

სოციალურ ქსელში სტიქიის ზონიდან უმძიმესი კადრები ვრცელდება. როგორც გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა ერთ-ერთი მოქალაქე სავარაუდოდ, 112-ის თანამშრომელს ესაუბრება, რომელმაც ადგილობრივებთან და მაშველებთან ერთად მეწყრული ზონიდან ცხედრები ამოასვენა. ,,დილით 6 საათზე სამაშველოსთან ერთად ვიპოვეთ მიცვალებულები, ამოვასვენეთ და ვერტმფრენს ველოდებით. სამაშველოსთან ერთად ამოვასვენეთ, ვერტმფრენი უნდა მოსულიყო და გადაეყვანათ და ისევ აქ დაგვხვდნენ. მზის გულზე, მიცვალებულები პარკებში გახვეულები არიან დატოვებულები უპატრონოდ, არ უნდა გადაასვენოთ? ხალხი ელოდება, დილით 7 საათზე ამოვასვენეთ და ახლა სამი საათია, ამდენი ხანი უნდა ვერტმფრენის მოსვლას, რომ გადაასვენოს?“, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

მეტი...

„მობილიზებული ეკიპაჟები სამედიცინო მომსახურებას უწევენ როგორც სტიქიის ზონიდან გამოყვანილ ადამიანებს, ისე – დაკარგულთა ოჯახის წევრებს“- მინისტრი

„უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრსა და ონში, მობილიზებულები არიან სამედიცინო ეკიპაჟები, სხვადასხვა კვალიფიკაციისა და მიმართულების ექიმები. ისინი სამედიცინო მომსახურებას უწევენ როგორც სტიქიის ზონიდან გამოყვანილ ადამიანებს, ისე – დაკარგულთა ოჯახის წევრებს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ვერტმფრენის საშუალებით, დიდი სამაშველო სამუშაოები ჩატარდა და სტიქიის ზონიდან, უსაფრთხო ადგილზე, 210 ადამიანია გამოყვანილი. „არც ერთი მათგანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მხოლოდ რამდენიმეს ჰქონდა ისეთი მცირე დაზიანებები, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ დასჭირდათ. სტიქიის ზონაში მობილიზებულ ჯგუფებს კიდევ ემატებიან ექიმები და სამედიცინო ეკიპაჟი. ისინი ადგილზე ყველანაირ სამედიცინო დახმარებას უწევენ…

მეტი...

ხობში ავარიას ახალგაზრდა ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის  25 წლის ახალგაზრდა კაცი ემსხვერპა. ამის შესახებ ინფორმაციას ”პრაიმტაიმი” ავრცელებს. მათივე ცნობით, მამაკაცი მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას სავალ გზაზე ცხენი გადმოუხტა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.

მეტი...

გავრცელებული ინფორმაციით, შოვში ცოცხლად გადარჩენილი და-ძმა იპოვეს

დაუდასტურებელი ინფორმაციით, შოვში ცოცხლად გადარჩენილი და-ძმა იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით,  ჯერჯერობით მათი ვინაობა უცნობია. ცნობისთვის, რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.

მეტი...

ნაპოვნია 11 ადამიანის ცხედარი – შსს განცხადებას ავრცელებს

შსს-ის ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ,,ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე- მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი. სამაშველო ოპერაციას ადგილზე ხელმძღვანელობენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები: იოსებ ჭელიძე, გიორგი ბუთხუზი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თემურ მღებრიშვილი. დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა განაახლა მუშაობა, რომლის საშუალებითაც სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადმოყვანა მოხერხდა,”- ნათქვამიას შსს-ის მიერ გავრცელებულ…

მეტი...

შოვში, გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა. შეგახსენებთ, მეწყერი შოვში გუშინ, 3 აგვისტოს ჩამოწვა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მეორე დღეა მიმდინარეობს.

მეტი...

სტიქიის ზონაში, ოჯახის სამ წევრს ეძებენ

შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულ ოჯახს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის დროს ოჯახის სამი წევრი დედა და და-ძმა, კოტეჯების ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ცნობისთვის, რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. ამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

მეტი...

ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი მიმართვას ავრცელებს

ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი) მიმართვას ავრცელებს. ეპისკოპოსი კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მოსახლოეობას გარდაცვლილთა სულების ლოცვისკენ მოუწოდებს. ,,შოვში მომხდარი ტრაგედიის შედაგად გარდაცვლილთა ოჯახების და ახლობლების ნიკორწმინდის ეპარქიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ამჟამინდელი მონაცემებით შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე 30-მდე ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიამ უდიდესი ზიანი მიაყენა როგორც ცალკეულ მოქალაქეებს, ისე სრულიად საქართველოს. მოგიწოდებთ, ერთად ვილოცოთ გარდაცვლილთა სულების საოხად და შევთხოვოთ უფალს, მოგვმადლოს მშვიდობა და წყალობა თვისი,”- ნათქვამია მიმართვაში.

მეტი...

,,ვიცით ტრაგედიის წინაშე გაერთიანება და დღეს სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი”- პრეზიდენტი

,,ჩვენ ვიცით ტრაგედიის წინაშე გაერთიანება და დღეს სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტმა შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს მიუსამძიმრა. ,,მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება იმ ტრაგედიაზე, რაც დატრიალდა გუშინ ღამეს და დღეს. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და იმ ოჯახებთან ერთად ვილოცო, ვინც ჯერ კიდევ ელოდება, რომ ის დაკარგული ადამიანები აღმოჩნდნენ ცოცხლები. ეს ტრაგედია ქვეყნისთვის, სრულიად საქართველოსთვის დიდი ტრაგედიაა, რომელსაც იზიარებს ყოველივე ჩვენი მოქალაქე. ჩვენ ვიცით ტრაგედიის წინაშე გაერთიანება და დღეს სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავერთიანდეთ, რომ ყველა ჩვენი შესაძლებლობებით დავეხმაროთ…

მეტი...

,,შეუძლებელია სიტყვებით ასახო ის შემზარავი რეალობა, რაც სტიქიამ დაგვატეხა თავს”- კახა კალაძე

რაჭაში მომხდარმა სტიქიამ შეძრა საქართველო. შეუძლებელია სიტყვებით ასახო ის შემზარავი რეალობა, რაც სტიქიამ დაგვატეხა თავს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. კახა კალაძემ სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. „მთელი გულით ვუსამძიმრებ შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს! ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს! მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარე სამუშაოებში, ჩვენს გმირ მაშველებთან ერთად, მონაწილეობს. ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო ლოცულობს დაკარგულთა გადასარჩენად“, – აღნიშნავს კალაძე.

მეტი...

,,მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაშველებთან ერთად ამ პროცესში ჩაერთვება ჩვენი ჯარი”- ღარიბაშვილი

მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაშველებთან ერთად ამ პროცესში ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავდაცვის ძალები, თავიანთი სპეცსაშუალებებით ჩამოვლენ აქ და მიეხმარებიან ჩვენს მაშველებს, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა, სადაც სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. პრემიერის თქმით, გლოვის დღე გამოცხადდება ორშაბათს. „მე თავად მოვინახულე პარლამენტის თავმჯდომარესთან  და ჩვენს მინისტრებთან ერთად სტიქიის ზონა და თქვენც შეგიძლიათ ნახოთ კადრები, ძალიან მძიმე ვითარებაა, ფაქტიურად  უზარმაზარი ტალახის მასა არის ჩამოტანილი და დაფარული არის პრაქტიკულად, სამწუხაროდ, კოტეჯების ნაწილი მთლიანად არის დაფარული. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ვითარებაა. ეს მდგომარეობა…

მეტი...

,,ასეთი კატაკლიზმები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში და საუბარი, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა ძალიან არასერიოზულია”- ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში და ახლა ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, ძალიან არასერიოზულია. პრემიერმა ტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ,,ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში და ყოველგვარი საუბარი, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა ძალიან არასერიოზულია. ერთი რამ მინდა ყველას გთხოვოთ, ასეთ მძიმე წუთებში გთხოვთ, რომ ჩვენ ყველანი გავერთიანდეთ, სოლიდარობა გამოვხატოთ და ვილოცოთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.  

მეტი...

ორშაბათი, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

შოვში განვითარებული მოვლენების გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ორშაბათი, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. „დღეს და შაბათ-კვირას აქტიურად გაგრძელდება მუშაობა და ჩვენი გადაწყვეტილებით, გლოვის დღედ გამოცხადდება ორშაბათი“, – განაცხადა პრემიერმა. ბოლო მონაცემებით, რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.

მეტი...

,,სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის 7 გარდაცვლილი იქნა ნაპოვნი”- პრემიერი

რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. როგორც სტიქიის ზონაში ჩასული პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, 30-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. ,,სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის 7 გარდაცვლილის, ცხედარი იქნა ნაპოვნი. 30-ზე მეტს ეძებენ. გადაწყვეტილება მივიღე მაშველებთან ერთად ჩაერთოს ჯარი. ჩამოვლენ და დაეხმარებიან,” – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში იმყოფება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში იმყოფება.  მინისტრი სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის თათბირს დაესწრო. ოთარ შამუგიამ მწუხარება გამოთქვა შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო და მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ახლობლებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, პროცესების განვითარებიდან უმოკლეს დროში გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა; სამუშაოებში ჩართულია ექვსი ჯგუფი.  მიმდინარეობს არა მარტო ვიზუალური დათვალიერება, არამედ ინსტრუმენტალური მონიტორინგი. ,,სპეციალისტების განცხადებით, სტიქია, რომელიც 3 აგვისტოს რაჭაში განვითარდა, დაკავშირებულია ბუნებრივ ფაქტორებთან; ამ ეტაპზე, მსგავსი მასშტაბის პროცესების გამწვავების რისკი არ არსებობს. 3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, ონის…

მეტი...

პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 15:00 საათზე ბრიფინგს გამართავს. ამ ეტაპზე უცნობია ბრიფინგი თემა. თუმცა პრეზიდენტუ სავარაუდოდ, კომენტარს რაჭაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით გააკეთებს.  

მეტი...

პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები, რაჭაში, სტიქიის ზონაში იმყოფებიან

შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად,  რაჭაში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომას ესწრება. შოვში, მეწყერი, გუშინ, 3 აგვისტოს ჩამოწვა. ონის მუნიციპალიტეტში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება. სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა.

მეტი...

,,მიცვალებულებს ვერ პოულობენ”- სტიქიის ზონაში ვითარება დაიძაბა

სოფელ გლოლის მოსახლეობა სამაშველო ოპერაციაში ჩართვას ითხოვს, რის უფლებასაც პოლიცია არ აძლევს. ამის გამოს შოვში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ,,მიცვალებულებს ვერ პოულობენ, ცოცხლებზე ხომ ლაპარაკი არ არის. იქამდე, სადაც მიცვალებულები არიან, ტრაქტორი ვერ გადავა”- აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე. ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერს 6 ადამიანი ემსხვერპლა.

მეტი...

სტიქიის ზონაში, ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

სტიქიის ზონაში, ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”მთის ამბები” ავრცელებს. სტიქიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალის ცხედარი მდინარე ჭანჭახის კალაპოტში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იპოვეს. მაშველებმა ქალი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს.

მეტი...

,,ახლა არ არის ერთმანეთთან ნიშნის მოგებით საუბრის დრო”- პაატა მანჯგალაძე

ახლა არ არის ერთმანეთთან ნიშნის მოგებით საუბრის დრო, მაგრამ ასევე ვერ ვიქნებით ჩუმად იმ საკითხებზე, რომელზეც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი, რატომ ვერ მოხერხდა ადამიანების გადარჩენისთვის სპეციალური ტექნიკის შეძენა?, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მანჯგალაძის თქმით, მისთვის მთავარია, თუ რატომ ვერ მოხერხდა ადამიანების გადარჩენისთვის სპეციალური ტექნიკის შეძენა. ,,მთავარი საკითხი ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის არის: მაშინ, როდესაც 11 წლის განმავლობაში მიტინგების დაშლისთვის ათობით მილიონი ლარის თანამედროვე საშუალებებია შეძენილი, რატომ ვერ მოხერხდა ადამიანების გადარჩენისთვის სპეციალური ტექნიკის შეძენა? ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც უნდა უპასუხოს ღარიბაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“.…

მეტი...