ჩინეთის კედლის მშენებლობისას 400 000-მდე მუშა დაიღუპა, რომელთა დიდი ნაწილი კედელში დამარხეს – მოგზაურობა პეკინში (ვიდეო)

22 000 კილომეტრიანი ჩინეთის კედელი ტურისტებს ვერ იტევს. წელიწადში აქ მილიონი მნახველი ჩამოდის. ტურისტების მაქსიმალური რაოდენობა კი, რომელიც ერთ დღეში დაფიქსირდა, 100 000-ია. რატომ აშენდა ჩინეთის კედელი, რა დანიშნულება ჰქონდა მას, რამდენი ადამიანი აშენებდა და რა ბედი ეწიათ მშენებლობისას დაღუპულებს? – ერთად ვიმოგზაუროთ ჩინეთის კედლის გარეშემო და ვნახოთ რა ხდება აქ. ეკა გულუა პეკინიდან

მეტი...

თბილისის ნაწილს ძლიერი წვიმის გამო ელექტრომომარაგება შეუწყდა

თბილისის ნაწილს ძლიერი წვიმის გამო ელექტრომომარაგება შეუწყდა. ამის შესახებ კომპანია თელმიკოს მიერ აბონენტებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაშია საუბარი. არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია სრული ჩამონათვალი იმ ქუჩების, სადაც დენია გათიშული.

მეტი...

მერია მოსახლეობას მოუწოდებს გადაადგილებისგან თავი შეიკავონ – დატბორილია ქუჩები, წაქცეულია ხეები

თბილისში, უხვი ნალექის გამო დაიტბორა გზები, ტროტუარები, მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები. თბილისის მერიის განცხადებით, თბილისის მუნუციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხრა. “მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე : 2 722222”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

ძლიერი წვიმის გამო თბილისში ქუჩები დაიტბორა

თბილისში ძლიერი წვიმაა. გლდანში ქუჩები დაიტბორა. დატბორილია დოლიძის ქუჩაც. იგივე მდგომარეობაა სხვა უბნებშიც. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 აგვისტოს ღამის საათებიდან შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ზოგან, ხოლო დღისით საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი. ,,მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

დაკავების ორდერის გამოცემის შემდეგ პუტინი პირველად წავა საზღვარგარეთ

რუსეთის პრეზიდენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მისი დაკავების ორდერის გამოცემის შემდეგ პირველად იმოგზაურებს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კრემლი ამზადებს პუტინის ვიზიტს ჩინეთში, ოქტომბრის თვეში, Belt and Road ფორუმისთვის. ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტისგან მიიღო მიწვევა ღონისძიებაზე დასასწრებად. პუტინი მზადაა ეწვიოს მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებშიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს შეუძლიათ მისი უსაფრთხოების სრული გარანტიის გაცემა, ჩინეთი კი ერთ-ერთი ასეთი ადგილია. პუტინს რუსეთი არ დაუტოვებია მას შემდეგ, რაც ჰააგის სასამართლომ მარტში უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციასთან დაკავშირებით მისი დაპატიმრების ორდერი გასცა. ამ პერიოდში ის კრემლის ინფორმაციით, რუსეთის მიერ…

მეტი...

პრიგოჟინი, ,,დახურულ ფორმატში”, პეტერბურგში დაკრძალეს

კერძო სამხედრო კომპანია ,,ვაგნერის” დამფუძნებელის, ევგენი პრიგოჟინის დაკრძალვა ,,დახურულ ფორმატში” გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია Concord Management-მა გაავრცელა, რომელიც ასევე პრიგოჟინს ეკუთვნის. კომპანიაში არ აკონკრეტებენ როდის შედგა დაკრძალვა. ,,გამომშვიდობების მსურველებს შეუძლიათ პეტერბურგში, პოროხოვსკის სასაფლაო მოინახულონ”, – განაცხადა Concord-ის პრესსამსახურმა. რუსული მედია MSK1-ის ცნობით, პრიგოჟინი სასაფლაოზე ადგილობრივი დროით, ახლოებით 13 საათზე დაკრძალეს. ,,ეს არის ის, რაც ნათესავებმა ისურვეს” – უთხრეს მედიას კითხვაზე პასუხად, თუ რატომ არ გავრცელდა დაკრძალვის ადგილის შესახებ ინფორმაცია უფრო ადრე. კრემლმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის დაკრძალვის შესახებ ქმედებები მისი ოჯახის გადასაწყვეტია. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრიგოჟინის დაკრძალვაზე პუტინის დასწრება გამორიცხა.

მეტი...

იტალიაში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს

იტალიაში დააკავეს საქართველოს 8 მოქალაქე, რომლებსაც სალერნოში ბინებისა და კომერციული ობიექტების ძარცვა, ასევე, მოპარულის გასაღება ედებათ ბრალად. არსებული ინფორმაციით, კრიმინალურმა დაჯგუფებამ რვა თვის განმავლობაში მოიპარა 100 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა, საათები და ელექტრონული პროდუქცია. მოპარული საქონლის ნაწილი გამოძიების შედეგად ამოიღეს. პოლიციის ცნობით, დაკავებულების უმეტესობა იტალიაში არალეგალურად ცხოვრობდა.

მეტი...

,,გულმა ვერ გაუძლო იქაურ ვითარებას, რომ გადახედა და გულმა უმტყუნა ალბათ”- სტიქიის ზონაში სამხედრო გარდაიცვალა

შოვში მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი, თემურ ხარჩილავა, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. ,,ავადმყოფობა არ გამიგია მისი არასდროს, არც გული სტკიოდა, არც არაფერი. რაღაც გულმა ვერ გაუძლო იქაურ ვითარებას, რომ გადახედა და გულმა უმტყუნა ალბათ და მეც მიკვირს ძალიან, შოკში ვარ, არ ვიცი ჯერ კიდევ არ მჯერა. 2 დღის წინ ტელეფონით გვესაუბრა, – განუცხადა მეზობელმა ტვ პირველს. შოვში, სამაშველო სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით, თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი გარდაიცვალა

მეტი...

ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მუხიანში ატრაქციონები არასწორად დამონტაჟდა, რაც საზოგადოების დეზინფორმაციას ისახავს მიზნად – გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური

,,სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში, საბავშვო ატრაქციონები არასწორად დამონტაჟდა, რაც საზოგადოების დეზინფორმაციას ისახავს,”- ამის შესახებ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა აღნიშნული საბავშვო ატრაქციონები უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით დაამონტაჟა. ,,სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში, საბავშვო ატრაქციონები არასწორად დამონტაჟდა, რაც საზოგადოების დეზინფორმაციას ისახავს მიზნად. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა აღნიშნული საბავშვო ატრაქციონები უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით დაამონტაჟა. აღნიშნულ სასრიალოს აქვს „EN 1176“ სერტიფიკატი და სამიდან 12 წლამდე ბავშვებისთვისაა გათვლილი. „EN…

მეტი...

მსოფლიოში პირველად, ავსტრალიელი ქალის ტვინში ცოცხალი ჭია აღმოაჩინეს

პირველად მსოფლიოში, მეცნიერებმა ვსტრალიელი ქალის ტვინში ცოცხალი 8სმ (3 ინჩი) ჭია იპოვეს. “სიმების მსგავსი სტრუქტურა” ამოიღეს პაციენტის დაზიანებული შუბლის წილიდან გასულ წელს კანბერაში ჩატარებული ოპერაციის დროს.ეს ნამდვილად არ იყო ის, რასაც ველოდით. ყველა შოკირებული იყო”, – განაცხადა ქირურგმა ჰარი პრია ბანდიმ. 64 წლის ქალს თვეების განმავლობაში აწუხებდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კუჭის ტკივილი, ხველა და ღამის ოფლიანობა, რაც დავიწყებასა და დეპრესიაში გადაიზარდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს 2021 წლის იანვრის ბოლოს და სკანირებამ მოგვიანებით გამოავლინა “ატიპიური დაზიანება თავის ტვინის მარჯვენა შუბლის წილში”. მდგომარეობის მიზეზი მხოლოდ ბიოფსიის დროს 2022 წლის ივნისში გამოავლინეს. ექიმებმა პაციენტის გამოჯანმრთელება…

მეტი...

ხანძარი ახალციხეში – ხის სათავსოებს ცეცხლი უკიდია

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, ხის სათავსოებს ცეცხლი უკიდია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი. ადგილობრივები ვერ აკონკრეტებენ, რამ გამოიწვია ხანძარი. ჯერჯერობით უცნობია, არსებობს თუ არა ცეცხლის კორპუსზე გადასვლის საფრთხე.

მეტი...

ბაღდათში, ორი ადამიანი ქვევრში გაიგუდა

ბაღდათში, სოფელ დიმში, ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი ქვევრის გასაწმენდად ჩავიდა და გარკვეული პერიოდი არ დაბრუნდა, რის შემდეგაც, მეზობელმა მოიკითხა, მეზობელმა ახალგაზრდა ქვევრში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა. ამის შემდეგ მამაკაცი ქვევრში დახმარების მიზნით თავად ჩავიდა, თუმცა იქ დაგროვებული ე.წ. „ჭაჭის გაზის“ დიდი ოდენობის გამო, თავადაც გაიგუდა.

მეტი...

,,ინფორმაცია, თითქოს, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება დაგვიანებულ, ან არასათანადო სამედიცინო მომსახურებას უკავშირდება, არ შეესაბამება სიმართლეს”- ჯანდაცვის სამინისტრო

ცალკეული მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება დაგვიანებულ, ან არასათანადო სამედიცინო მომსახურებას უკავშირდება, არ შეესაბამება სიმართლეს – ამის შესახებ  ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი. სამინისტროს განმარტებით, სტიქიის ზონაში, სხვადასხვა ლოკაციაზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს სასწრაფო დახმარების ოთხი ბრიგადა. ,,ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, განმარტავთ, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადა, შემთხვევის ადგილზე, შეტყობინების მიღებიდან (10:55 საათი) 10 წუთში გამოცხადდა (11:05 საათი), თუმცა ექიმებს, სამხედრო მოსამსახურე, სამწუხაროდ, გარდაცვლილი დახვდათ. შესაბამისად, ცალკეული მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება დაგვიანებულ, ან არასათანადო სამედიცინო…

მეტი...

შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ, სადაც ორი დღის წინ კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია

მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, დავით ნოზაძის განცხადებით, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ, სადაც ორი დღის წინ კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. მისი თქმით,  გეოლოგების დასკვნა დაახლოებით ორ დღეში იქნება ცნობილი. „გეოლოგების მიერ გაცემული იყო პირველადი რეკომენდაციები. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია სამუშაოები, ტექნიკამ დაასრულა მუშაობა, გატანილია ჩამოტანილი ნაშალი კლდის მასა. რაიმე საფრთხე არ არსებობს. კონკრეტულ რეკომენდაციებს წერილობით მოგვაწვდიან გეოლოგიის სპეციალისტები. შეზღუდვა რჩება ტერიტორიის მხოლოდ ერთ ნაწილზე, სადაც უშუალოდ სამუშაოები მიმდინარეობდა. დაველოდებით გეოლოგების დასკვნას და მათი რეკომენდაციების შესაბამისად განვახორციელებთ სამუშაოებს, თუ რამე მითითებას მოგვცემენ“, – განაცხადა დავით ნოზაძემ.

მეტი...

,,სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობის ვადა დღეს ეწურებოდა და შინ უნდა დაბრუნებულიყო”- სტიქიის ზონაში სამხედრო გარდაიცვალა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შოვში მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი, თემურ ხარჩილავა, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. ჟურნალისტი ლაშა ბერულავა მომხდარს ეხმაურება და გარდაცვლილის ფოტოს ავრცელებს. „შოვში, სამძებრო სამუშაოების პერიოდში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე, უფროსი ინსტრუქტორი, 50 წლის თემურ ხარჩილავა. მისი მეგობრების ინფორმაციით, თემური სამუშაოების მიმდინარეობისას, მოულოდნელად, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტრომაც გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა დაასახელა. სხვა დეტალები ჯერ არ ვიცით. თემურ ხარჩილავას სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობის ვადა დღეს ეწურებოდა და შინ უნდა დაბრუნებულიყო… აფხაზეთიდან დევნილი თემურ ხარჩილავა სამი შვილის (ორი…

მეტი...

ზაზა მესხის გარდაცვალება დნმ-ის ანალიზით დადასტურდა

ზაზა მესხის გარდაცვალება დნმ-ის ანალიზით დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზაზა მესხის ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,დნმ” ანალიზმა დაადასტურა ზაზას ცხედარი. პატარა ბიჭი ზაზას ცხედართან ერთად ჩვენ არ გვეკუთვნის. დარჩენილია 2 პიროვნება და ეს ჩვენი 2 ბიჭია. ისინი ჯერ კიდევ იძებნება – ისინი ცელქები დახტუნავენ სადღაც ტყეში – ტყეში ჩვენს გულებში, – წერს რაფაელ გოგიტიძე.

მეტი...

სტიქიის დროს გარდაცვლილი გვანცა ბუბაშვილი დაკრძალეს

შოვში, სტიქიის დროს გარდაცვლილი გვანცა ბუბაშვილი დღეს, თბილისში დაკრძალეს. სამოქალაქეო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში გაიმართა. სტიქიის ზონაში  სამძებრო სამუშაოები გრძელდება.  საერთო ჯამში ნანახია 31 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი, ორ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. 31 გარდაცვლილიდან 29 იდენტიფიცირებულია.

მეტი...

,,გიორგი ვაშაძის მიერ რუსებზე ბინის გაქირავებაზე ემოციები არ ჰქონდათ, ელენე ხოშტარია რუსეთისგანნ მილიონობით რუბლს დღემდე იღებს”- კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის ინიციატივას, ეხმიანება. მისი თქმით, აღნიშნულია განცხადება აბსოლუტურად ხელოვნურია. „სპეკულაციები გრძელდება, ეს განცხადება არის აბსოლუტურად ხელოვნური. გიორგი ვაშაძის მიერ რუსებზე ბინის გაქირავებაზე ემოციები არ ჰქონდათ, ელენე ხოშტარია რუსეთის ფედერაციისგან მილიონობით რუბლს დღემდე იღებს და არავის აქვს არც ემოციები, არც რეაქციები. ეს არის ხელოვნური თემები, რომლებსაც ქულების ჩაწერისთვის იყენებენ, თუმცა ქულებსაც დიდად ვერ იწერენ“, – განაცხადა კობახიძემ. ინიციატივის თანახმად, რუსეთის მოქალაქეებზე საქართველოში საინვესტიციო და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვების გაცემა 2024 წლის ბოლომდე შეჩერდეს.  

მეტი...

კობა კობალაძემ საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

29 აგვისტო, უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ხსენების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებმა, ლისის ტბაზე, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების სახელობის პარკში, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალზე, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ – „ ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის’’ წარმომადგენლები.…

მეტი...

საქართველო არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან, როგორც არის დღეს – ირაკლი კობახიძე

საქართველო არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან, როგორც არის დღეს და ჩვენი პასუხისმგებლობაა, უფრო მეტი გავაკეთოთ ევროკავშირთან თვისებრივი დაახლოებისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო დღეს თვისებრივად არის დემოკრატიული ქვეყანა. „ეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა საქართველოში 2012 წლის შემდეგ. ასევე გვაქვს ფუნდამენტური ეკონომიკური წინსვლა წლების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, საქართველო არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან, როგორც არის დღეს და რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ევროკავშირთან თვისებრივი დაახლოებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

„დნმ” ანალიზმა დაადასტურა ზაზას ცხედარი, პატარა ბიჭი ზაზას ცხედართან ერთად ჩვენ არ გვეკუთვნის”- ზაზა მესხის ახლობელი

სტიქიის ზონაში  სამძებრო სამუშაოები გრძელდება.  საერთო ჯამში ნანახია 31 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი, მათგან 29 იდენტიფიცირებულია. ორ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. „დნმ” ანალიზმა დაადასტურა ზაზას ცხედარი. პატარა ბიჭი ზაზას ცხედართან ერთად ჩვენ არ გვეკუთვნის.ჩვენი 2 ბიჭი ჯერ კიდევ იძებნება – ისინი ცელქები დახტუნავენ სადღაც ტყეში – ტყეში ჩვენს გულებში“,-წერს ზაზა მესხის ახლობელი.

მეტი...

,,ყოველ წელს გაბრწყინებული თვალებით გველოდებოდი რაჭაში შენს დაბადების დღეზე როდის შემოვაღებდით კარს”- სალომე ხეთაგურის მეგობარი

სტიქიის ზონაში  სამძებრო სამუშაოები გრძელდება.  საერთო ჯამში ნანახია 31 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი, ორ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. 31 გარდაცვლილიდან 29 იდენტიფიცირებულია. სტიქიის შედეგად დაღუპულ სალომე ხეთაგურს მეგობარი სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს. „მიყვარს ჩვენი ერთად გატარებული ყოველი დღე…მიყვარს ჩვენი ბავშვობის მეგობრობა, დაქალობა და საერთოდ ყოველი დღე….მიჭირს ამ ემოციის გამოხატვა რასაც ახლა ვგრძნობ…ყოველ წელს გაბრწყინებული თვალებით გველოდებოდი რაჭაში შენს დაბადების დღეზე როდის შემოვაღებდით კარს… და როცა დავაპირეთ რომ ამ დღეს ყველა ერთად ბედნიერად შევხვედროდით და ჩამოვსულიყავით ეს საშინელება მოხდა და დაგვტოვე…ჩემი ნაწილი ხარ, მიჭირს შენს გარეშე, რთულია როცა ვერანაირი…

მეტი...

შოვში, სამაშველო სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით, თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი გარდაიცვალა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შოვში მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი, თემურ ხარჩილავა, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორის, 1973 წელს დაბადებული თემურ გენოს ძე ხარჩილავას გარდაცვალების გამო. 2023 წლის 29 აგვისტოს, სასწავლო ცენტრი “სორტას“ მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს,” –…

მეტი...

,,ცოტა ზოგადი იყო ეს განცხადება და ვის შეეხება ეს 2030 არის საინტერესო”- კობახიძე მიშელის განცხადებაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შარლ მიშელის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ განცხადება ზოგადი იყო. მისივე თქმით, 2030 წლისთვის თუ ვინმე იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო. „ამ განცხადებას ჰქონდა დადებითი და უარყოფითი მხარეები. ზოგადად კონკრეტული თარიღის, წლის დასახელება იყო მნიშვნელოვანი, თუმცა ცოტა ზოგადი იყო ეს განცხადება და ვის შეეხება ეს 2030 არის საინტერესო, რადგან არიან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები, რომელთაც სტატუსი აქვთ 18-12 წლის წინ მიღებული, თუ საუბარია მხოლოდ ამ ქვეყნებზე, საქმე ეხება ბალკანეთის ქვეყნებს. როდესაც 18 წლის წინ ქვეყანა ხდება კანდიდატი და მის მიმართ არის, რომ შვიდ წელიწადში…

მეტი...

,,აპოკალიფსი სულ უფრო ახლოს არის” – მედვედევი

,,აპოკალიფსი სულ უფრო ახლოს არის”, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მედვედევმა უკრაინის გადაწყვეტილებას აფასებს ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე რუსული ჯარის დისლოკაციის ადგილებზე დარტყმების განხორციელების შესახებ. ,,უკრაინამ განაცხადა, რომ შეათანხმა ნებისმიერი დარტყმის განხორციელება ყოველივე რუსულზე, მაგალითად ყირიმზე. თუ ეს სიმართლეა (და ამაში ეჭვიც არ გვაქვს), ეს სტეპან ბანდერას სახელმწიფოს მხარეს დასავლეთის თანამონაწილეობის პირდაპირი იურიდიულად მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. რაფინირებული casus belli (ომის დაწყების ფორმალური მიზეზი), ხოლო რუსეთისთვის jus ad bellum (ომის გამოცხადება) ფარგლებში მოქმედების შესაძლებლობაა ყველას და თითოეულის წინააღმდეგ ნატოს ქვეყნებში“, – განაცხადა მედვედევმა.

მეტი...

პუტინი პრიგოჟინის დაკრძალვას არ დაესწრება

პუტინი პრიგოჟინის დაკრძალვაზე არ იქნება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მანვე დასძინა, რომ კრემლს არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია დაკრძალვის შესახებ. „კონკრეტულად, დაკრძალვის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილებას ამ საკითხზე ახლობლები და მეგობრები იღებენ. აქ მათ გარეშე ვერაფერს ვიტყვით, ”- განაცხადა პესკოვმა.

მეტი...

რუსეთი ვერ ახერხებს, რამდენიმე ქვეყნის გარდა, ვინმე დაიყოლიოს უკანონო აღიარებაზე, ჩვენი ძალისხმევა წარმატებულია – გია ვოლსკი

 პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, რუსეთი ვერ ახერხებს, რამდენიმე ქვეყნის გარდა, ვინმე დაიყოლიოს უკანონო აღიარებაზე. „ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიცია, რომ ხელშეუხებელია ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, განსაკუთრებით, თუ ის აგრესიის ქვეშაა, როგორც უკრაინა. ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მთავარი პოსტულატია, რაზეც ხელისუფლება დგას. რასაკვირველია, სრული თანხვედრაა ჩვენი პოზიციის ჩინეთთან და ინდოეთთან, მაგრამ კიდევ არსებობს არაღიარების გარკვეული სტრატეგიული მიმართულებები, რომელსაც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები უზრუნველყოფენ, საგარეო უწყებას ვგულისხმობ. ამიტომ, ასეთ განცხადებას პერსპექტივა არ აქვს, მაგრამ ყოველგვარი ემოციის გარეშე რომ ვიმსჯელოთ,…

მეტი...

„ძალა ერთობაშია” – მართლაც ზედგამოჭრილი დევიზია საქართველოსა და ამერიკისთვის!”- კელი დეგნანი

„ძალა ერთობაშია” – მართლაც ზედგამოჭრილი დევიზია საქართველოსა და ამერიკისთვის!”-  ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც აშშ-ის საელჩო  ავრცელებს. მისი თქმით, ქართველები, ამერიკელების მსგავსად, თავიანთი ქვეყნის გაერთიანების, დაცვისა და გაძლიერებისთვის ჩაგვრას ებრძოდნენ. „ჩემს ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს, საქართველოში სამწელიწადნახევრის წინ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შესასრულებლად ჩამოვედი, რომ აქ აშშ-ის ელჩის რანგში ამერიკელი ხალხის წარმომადგენელი ვყოფილიყავი. საქართველო არის ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანა, რომელიც ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე იწრთობოდა. ეს არის ტრადიციებზე მდგომი უნიკალური კულტურის ქვეყანა, სულშიჩამწვდომი პოლიფონიით, ანბანის ნატიფი მონასმებითა და ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის პროზითა და პოეზიით…

მეტი...

ინდონეზიაში 7,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ინდონეზიაში, ბალისა და ლომბოკის კუნძულების ჩრდილოეთით ზღვაში.  მიწისძვრის ეპიცენტრი ინდონეზიის ჩრდილოეთით, 203 კილომეტრში იყო. მიწისქვეშა ბიძგები დილის 4 საათამდე ბალისა და ლომბოკის სანაპირო რაიონებში იგრძნობოდა. ძლიერ მიწისძვრას განმეორებითი, 6,1 და 6,5 მაგნიტუდის ბიძგებიც მოჰყვა.

მეტი...

,,რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ სხვა ქვეყნებმა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ”- კარასინი

,,რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ”, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინმა “სპუტნიკთან” განაცხადა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან აღიარება იქნება. ,,საკითხი იოლი არ არის, რადგან დასავლეთი [ქვეყნებს] საპირისპირო მიმართულებით უბიძგებს, თუმცა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან აღიარება იქნება. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად ვითარდება, არავის ემუქრება და სურს, რომ საერთაშორისო საზოგადოების წევრი გახდეს. ეს ადვილი არ არის, მაგრამ მიღწევადია“, – განაცხადა კარასინმა.

მეტი...

ველოდები, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინისა და საქართველოს საკითხიც დაბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან – შარლ მიშელი

გაფართოება აღარ არის ოცნება. დროა, წინ წავიწიოთ. ეს იქნება რთული, მაგრამ ჩვენ უნდა დავისახოთ მკაფიო მიზანი. მჯერა, რომ მზად უნდა ვიყოთ 2030 წლისთვის გაფართოებისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. მიშელის თქმით, ეს ამბიციური, მაგრამ აუცილებელია. „ეს აჩვენებს, რომ ჩვენ სერიოზულები ვართ, ამიტომ ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ გაფართოებას ევროსაბჭოს მომავალ სხდომებზე. ჩვენი პოზიციაა უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყება; ასევე, ველოდები, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინისა და საქართველოს საკითხიც დაბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან. ახლა არ არის ადგილი წარსული კონფლიქტებისთვის. ჩვენ ვგრძნობთ, რომ თქვენ და თქვენს ხალხს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, სურთ, შთაგონებული იყვნენ უფრო ნათელი,…

მეტი...

ეროვნულ გამოცდებზე წელს 4 292 ნაშრომი გასაჩივრდა – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეთა 128 440 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 292. ,,2023 წელს 128 440 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 292, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 3,34%-ია“, – განაცხადა  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ. მისივე თქმით, წელს ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა. „გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით: ქართული ენა და ლიტერატურა – 1588; ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) – 37; ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) – 41; ინგლისური ენა – 754; რუსული ენა – 15; გერმანული ენა – 19;…

მეტი...