ხანძარი ბაღდათში, საირმის ტყეში

ბაღდათში, საირმის ტყეში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ”მთავარი არხი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილზე ცოცხალ ძალასთან ერთად, სამაშველო ოპერაციაში ავიაციაც ჩაერთო. ხანძრის ქრობის პროცესში 3 ვერტმფრენი მონაწილეობდა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

მსგავსი თემები