„ზოგიერთი ცხედრის სხვადასხვა ნაწილი იქნა აღმოჩენილი“ – ზურაბ აზარაშვილი

როგორც ჯანდაცვის მინისტრი სტიქიის ზონოდან აცხადებს, სამძებრო სამუშაოები სპეციალურ განათეის საშუალებით მთელი ღამის განმავლობაში გაგარძელდება. მისივე თმით, ცხედრის ნაწილების იპოვეს. „მიმდინარეობს ამოცნობის სამუშაოები. აქტიური სამუშაოები მიდის ღამეც. ზოგიერთი ცხედრის სხვადასხვა ნაწილი იქნა აღმოჩენილი , სხვადასხვა ეტაპებია გასავლელი, ერთ-ერთი დნმ-ის ანალიზია… დაკარგულებს შორის, სამწუხაროდ, არიან ბავშვები“ – აღნიშნა მინისტრმა მედიასთან.

მეტი...

„სამწუხაროდ, ზოგიერთი ცხედარი არის დასახიჩრებული“ – ჯანდაცვის მინისტრი

„ვცდილობთ, ცოცხალი ადამიანების ამოყვანის შანსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ“ – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ზარაშვილი სტიქიის ზონიდან. „აქ მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ღამითაც. მიუხედავად ამ რთული პირობებისა, ვცდილობთ, გარდაცვლილი ადამიანების, ცოცხალი ადამიანების ამოყვანის შანსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. იცით, რომ მიმდინარეობს ცხედრების ამოცნობა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ცხედარი არის დასახიჩრებული. იქ სხვადასხვა ეტაპებია გასავლელი, ერთ-ერთი მაგალითად, დნმ-ს ანალიზია. სამწუხაროდ, დაკარგულებს შორის არიან ბავშვებიც“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, შესაბამის უწყებებს, რამდენიმე დღე დასჭირდებათ, რომ სტიქიასთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნები დაიდოს. „რაც შეეხება იმ დეზინფორმაციას, რომელიც ვრცელდება, თითქოსდა, ამ სტიქიის აცილების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, მინდა, სრული პასუხისმგებლობით…

მეტი...

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, რაჭაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველები 20-ზე მეტ ადამიანს ეძებენ.

მეტი...

კობა კობალაძე ვეტერანებთან ერთად, შოვში, სტიქიის ზონაში იმყოფება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, რეგიონული სამმართველოების წარმომადგენლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში იმყოფებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში, უკვე ჩართულია ომისა და თავდაცვის ძალების 30-ზე მეტი ვეტერანი. მობილიზებულია 600-ზე მეტი ვეტერანი და ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მედპერსონალი სრული შემადგენლობით, რომლებიც სრულ მზადყოფნაში არიან, შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, ნებისმიერ დროს ჩაერთონ სამაშველო და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ოპერაციებში. „სტიქიის ზონაში, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები,…

მეტი...

სამაშველო ოპერაციაში მაშველი ძაღლებიც ჩაერთვნენ

შოვში, სამაშველო ოპერაციაში მაშველი ძაღლებიც ჩაერთვნენ. სამუშაოებში ჩართულები არიან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ამ დროისთვის ჯამში 16 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.  

მეტი...

შოვში სტიქიას რუსეთის მოქალაქე ემსხვერპლა

რუსეთის მოქალაქე, პერმელი ქსენია ტრიჩევა, შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა. ინფორმაცია საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებაში დაუდასტურეს. ,,დღეს მიღებული ინფორმაციით, ქსენია ტრიჩევა გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა ამოიცნო მისი ცხედარი. ვუსამძიმრებთ ქსენიას ოჯახსა და მეგობრებს”, – ამბობენ შვეიცარიის საელჩოში.

მეტი...

იაპონიის საელჩო უსამძიმრებს შოვში დამანგრეველი მეწყერის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს

იაპონიის საელჩო შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ”იაპონიის საელჩო საქართველოში უსამძიმრებს შოვში დამანგრეველი მეწყერის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ რჩება სტიქიის ზონაში ან ითვლება დაკარგულად, სწრაფად და უვნებლად დაბრუნდება სახლში. გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ პატივისცემას მაშველების, პოლიციისა და თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვინც სამაშველო და პირველადი დახმარების სამუშაოებშია ჩართული. ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხაზს უსვამს ერთიანი გლობალური ძალისხმევის აუცილებლობას ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დღეს დღის განმავლობაში 5 ცხედარი იპოვეს. “დღეს ნანახია 5 ცხედარი, რომელიც გადასვენებულია პროზექტურაში. საერთო ჯამში სტიქიის ზონაში 16 ცხედარია მოძიებული. მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება. ცხედრები ნანახია ერთი და იგივე ე.წ. კოტეჯების ლოკაციაზე. რაც შეეხება, სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობას დღეს დილიდან აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ სტიქიის ზონაში შევიყვანოთ ყველა საჭირო ტექნიკა. მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად გავაგრძელებთ სამუშაოებს, არის ღამის განათებები და საძიებო სამუშაოები გაგრძელდება 24 საათიან სამუშაო რეჟიმში. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 7…

მეტი...

“ლილო მოლში” მომხდარი სროლის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება “ლილო მოლი”-ს ტერიტორიაზე 3 აგვისტოს მომხდარ შემთხვევას, სადაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზარალებულს თავის არეში დაზიანება მიაყენა. “საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 აგვისტოს, თბილისში, შპს ,,ლილო მოლი“-ს ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზარალებულს თავის არეში დაზიანება მიაყენა, რომელიც საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, სადაც ქირურგიული…

მეტი...

რაჭაში დაკარგულებიდან სამი ადამიანი კონტაქტზე გამოვიდა

ცნობილი ხდება, რომ სამირა ისაევა, რომელიც სტიქიის ზონაში დაკარგულად მიიჩნევა, მასწავლებელს დაუკავშირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ინფოიმერეთი” ავრცელებს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ისაევა ტყეშია და დახმარებას ითხოვს. ასევე, ცნობილია, რომ მასთან ერთად დედა-შვილი იმყოფება, მათი ვინაობა ჯერ უცნობია. ახლობლების ინფორმაციით, 18 წლის სამირა ისაევას ბოლოს 2 აგვისტოს ესაუბრნენ და ამის შემდეგ აღარ უნახავთ, ამ დრომდე ის დაკარგულად მიიჩნეოდა.

მეტი...

„დაკარგულთა ოჯახებთან მობილიზებულია ეკიპაჟები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას, მათ ადგილზე უწევენ“ – აზარაშვილი

„სტიქიის ეპიცენტრთან, მობილიზებულია სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ასევე, გახსნილია პუნქტი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სამედიცინო ჩარევისთვის. გარდა ამისა, მიმდებარე სოფელში, დაკარგულთა ოჯახებთან არიან მობილიზებული ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უწევენ მათ ფსიქოლოგიურ თუ სხვა საჭირო სამედიცინო დახმარებას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული ყველა პროცესი, იქნება ეს აცრები თუ სამედიცინო მომსახურება, ადგილზე, უწყვეტად მიმდინარეობს. ონში და სტიქიის ეპიცენტრთან, სამედიცინო ეკიპაჟები და ექიმები, სამძებრო – სამაშველო სამუშაოების დაწყებისთანავე არიან მობილიზებულები.

მეტი...

მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

რამდენიმე წუთის წინ, შოვში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ამ დროსითვის დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.  

მეტი...

,,ნაშალი მიწის სიღრმე 4-5 მეტრს აღწევს, რაც სამუშაოების წარმოებას ძალიან აფერხებს” – ზურაბ აზარაშვილი

ნაშალი მიწის სიღრმე 4-5 მეტრს აღწევს, რაც სამუშაოების წარმოებას ძალიან აფერხებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სტიქიის ზონაში რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. ,,ვიმყოფებოდი უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, სადაც მასშტაბური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ჩართულია რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა. კოორდინირებულად მუშაობენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები. ყველა მცდელობაა იმისათვის, რომ გამოვიყენოთ ყველა შანსი, რომ ადამიანები ცოცხლად ვნახოთ. მთის ძალიან დიდი მასაა წამოსული, ათასობით კუბური მეტრი მიწაა და რაც ყველაზე მეტად უშლის სამუშაო პროცესს ხელს, ეს მასა 4-5 მეტრის სიღრმის არის”, – განაცხადა აზარაშვილმა.

მეტი...

ტალახის მასაში მანქანა იპოვეს

სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები აქტიურად გრძელდება. მაშველები იმ პერიმეტრზე შევიდნენ, სადაც კოტეჯები იყო განთავსებული, რომელსაც ტალახის ტალღამ გადაუარა. ტალახის მასაში მანქანა იპოვეს, სადაც ადამიანებს ეძებენ.  

მეტი...

შოვში დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა

რამდენიმე წუთის წინ, შოვში, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ, შსს ოფიციალურად ადასტურებს.

მეტი...

მე-3 დღეა მარიტა გუტაშვილი შოვში დაკარგულ ოჯახს ეძებს

შოვში დაკარგული ერთ-ერთი ოჯახის ახლობელი მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს. ქალი უკვე მესამე დღეა სტიქიის ზონაში დაკარგულ 9 ოჯახის წევრს ეძებს. დაკარგულები არიან და-ძმა, მეგი და გიგი გუტაშვილები. მათი დეიდა და დეიდაშვილები, შორენა ბიჭაშვილი და მარიამ და კოტე მაისურაძეები. მათი ბიძაშვილი, ნატო ჭელიძე სამი მცირეწლოვანი ბავშვით. “ღარიბაშვილო რომ იყავი ჩამოსული და მეძებდი, მკვლელი არსად იყოს კოტეჯებში და ყველაფერი გადაჩხრიკე, მე ვიყავი ეგ ადამიანი ვისაც ეძებდი, არ დაგხვდი და გაგიმართლა. დატრიალდი და წახვედი? არ არის ეგრე. ჩამოდი კალაძე დადექი და ნახე სანსეტი რა მდგომარეობაში. რა იმედზეა ლაპარაკი, ჯერ 11-იო, გუშინ მანახეს…

მეტი...

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

შოვში დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება, მაშველები 20-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. ადგილზე მობილიზებულია 400-მდე მაშველი, პროცესში ჩართულია ორი ვერტმფრენი და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები.  

მეტი...

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ზაზა მესხის ცოლს, ალინა პოლიკოვსკას ეკუთვნის

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ზაზა მესხის ცოლს, ალინა პოლიკოვსკას ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაციას ზაზა მესხის ყოფილი ცოლი სოციალურ ქსელში ავრცელებს. თავად ზაზა მესხი და მისი სამი შვილი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. “პირველი სიახლე გვაქვს და არ არის კარგი. ქუთაისის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ვიყავით და დავადგინეთ, რომ ალინა 3 აგვისტოს გარდაცვლილა შოვის სტიქიაში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. დანარჩენ ოჯახის წევრებზე, ზაზა მესხზე და ჩვენს შვილებზე ჯერ არაფერია ცნობილი”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

სალომე იპოვეს

შოვის ტრაგედია – დაკარგული სამი ახალგაზრდა გოგონადან ერთის ცხედარი იპოვეს. ის  ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე ხეთაგურია, რომელიც შოვში  ორ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები აქტიურად გრძელდება.  

მეტი...

შოვში დაკარგული 7 რუსთაველის ვინაობა ცნობილია

შოვში, სტიქიის ზონაში, 7 რუსთაველია დაკარგული. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, დაკარგულები არიან შორენა ბიჭაშვილი და მისი ორი შვილი, მარიამ და კოტე მაისურაძეები, რომლებთანაც კომუნიკაციის დამყარება მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ ვეღარ ხერხდება. ასევე დაკარგულები არიან 60 წლამდე მარინა ხორბალაძე, მისი შვილი 40 წლამდე მანანა ჯაჭვაძე, შვილიშვილი 4 წლის გიორგი ხორბალაძე და მათი მეზობელი 18 წლის სამირა ისაევა. როგორც “ინფო რუსთავს” სამირა ისაევას ძმამ ისკანდერ ისაევამ განუცხადა, დასთან ბოლო კონტაქტი 2 აგვისტოს ჰქონდა. მისი თქმით, შოვში დასასვენებლად წასულმა მისმა დამ და მეზობლებმა ერთ-ერთი კოტეჯი იქირავეს და იქ დარჩენას აპირებდნენ. “ბოლო ვესაუბრეთ 2…

მეტი...

მარნეულში მომხდარ ავარიას მუნიციპალიტეტის დეპუტატის შვილი ემსხვერპლა

მარნეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მუნიციპალიტეტის დეპუტატის შვილი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია დეპუტატ ადილ გურბანოვის 18 წლის ვაჟი მაჰამედალ გურბანოვი და მათი ნათესავი.

მეტი...

,,ჩვენი ფიქრებითა და ლოცვით ქართველი ხალხის გვერდით ვართ” – ოლივერ ვარჰეი

ევროკომისარი ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი შოვში ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. “გულწფელი სამძიმარი მინდა გამოვუცხადო შოვში მეწყერის დროს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. იმედი მაქვს, სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციები წარმატებული იქნება. ჩვენი ფიქრებითა და ლოცვით ქართველი ხალხის გვერდით ვართ”, – წერს ვარჰეი.

მეტი...

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 12 ადამიანი ემსხვერპლა. შოვში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველები 25-მდე ადამიანს ეძებენ. სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო ჯარიც. შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.

მეტი...

ახლობლები სტიქიის ზონაში დაკარგულ ლევან რაზმაძეს ეძებენ

შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულ ლევან რაზმაძეს ეძებენ. ინფორმაციას და ფოტომასალას სოციალურ ქსელში მოქალაქე ნინო გობეჯიშვილი ავრცელებს.

მეტი...

მაშველებმა და მოხალისეებმა სტიქიის ზონაში რამდენიმე მანქანა იპოვეს

შოვში ვითარება უმძიმესია. დაკარგულებს ტალახით დაფარულ დასახლებებში ეძებენ. ცოტა ხნის წინ მაშველებმა იპოვეს ერთ-ერთი ავტომობილი, თუმცა, ის იმდენად იყო დაზიანებული, რომ მისი მარკა და სახელმწიფო ნომერი ვერ გაარჩიეს. რამდენიმე მანქანა იპოვეს მოხალისეებმაც, რომლებიც სამუშაოებში არიან ჩართულნი. “დრონით ვათვალიერებთ მიმდინარე ტერიტორიებს. გუშინ ვიპოვეთ 2 მანქანა, რომელიც გლოლის სკოლის მიმდებარედ არის ჩაფლული ლაფში. გადავეცით, ბუნებრივია, მონაცემები შესაბამის სამსახურებს”, – აცხადებს ერთ-ერთი მოხალისე, დავით ქაცარავა. ცნობისთვის, მაშველებთან და მოხალისეებთან ერთად სამუშაოებში თავდაცვის ძალებიც ჩაერთვნენ. 200-ზე მეტი სამხედრო, 400 მეხანძრე მაშველი და მძიმე ტექნიკა ტერიტორიის გასუფთავებას ცდილობს. დილიდან მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმაც, რომლებმაც ღამით, შეზღუდული…

მეტი...

დაკარგული მოქალაქეების ახლობლები სტიქიის ეპიცენტრში ჩაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შს მინისტრის მოადგილეები იოსებ ჭელიძე, გიორგი ბუთხუზი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, იმ მოქალაქეების ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, რომელთანაც დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება, სტიქიის ეპიცენტრში ჩაფრინდნენ. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს ძებნა-შველის ღონისძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნენ. დრონების საშუალებით მოხდა ტერიტორიის დათვალიერება. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების და სტიქიის დროს დაკარგული მოქალაქეების ოჯახის წევრების შეხვედრა გუშინ მოხდა, რა დროსაც მათ გამოთქვეს სურვილი თავად ენახათ სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობა.

მეტი...

,,სტიქიის ადგილზე აეწყო დროებითი ხიდი, რომელიც დღეს დამონტაჟდება” – ირაკლი ქარსელაძე

“წუხელ აეწყო დროებითი ხიდი, რომელიც დღეს დამონტაჟდება”. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. “წუხელ აეწყო დროებითი ხიდი, რომელიც დღეს დამონტაჟდება. მანამდე, დილიდან საჯარისო ნაწილები და მაშველები უკვე გადაყვანილი არიან მეორე მხარეს. სტიქიის ზონაში სრული მობილიზაციაა და მიმდინარეობს სამძებრო და სხვა სახის სამუშაოები. ყველაფერი კეთდება, რომ მაქსიმალურად მოხერხდეს კოტეჯებსა და მიმდებარე ტერიტორიასთან პროგრესის განხორციელება. პარალელურად გავჭერით ახალი დროებითი გზა, რათა უკვე ქვედა მხრიდან მივუდგეთ არეალს. ასევე, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ამ მომენტისთვის ყველაფერი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. ბუნებრივია, ყველა ეს სამუშაო საბოლოო ჯამში, მიმართულია იმისთვის, რომ ვიპოვოთ ის…

მეტი...

შოვში ჟურნალისტებს აღარ უშვებენ

შოვში, სტიქიის ზონაში ჟურნალისტებს აღარ უშვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას, ,,მთის ამბები” ავრცელებს. როგორც გელა მთივლიშვილი პირდაპირ ეთერში ამბობს, გასაშუქებლად შესვლა 4 ჟურნალისტს სურს და მათ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უკანონოდ უშლიან. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, თვითნებურად არ მიიღონ დრონების გამოყენების გადაწყვეტილება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს და მოხალისეებს მოუწოდებს, რომ დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით თვითნებური გადაწყვეტილება არ მიიღონ, რადგან ეს სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის საფრთხის შემცველია. ,,ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი. აქვე მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, სტიქიის ზონაში დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით, თვითნებურად არ მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან საფრთხის შემცველია სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის,” – წერია განცხადებაში.  

მეტი...

ლიეტუვა უკრაინას NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს

ლიეტუვა უკრაინას NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ, ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების თქმით, უკრაინას უახლოეს მომავალში NASAMS-ის რაკეტების გამშვები სისტემები, ანტი-დრონები, ლოგისტიკური აღჭურვილობა, ჭურვები გადაეცემა. ცნობისთვის,  2023 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში უკრაინისთვის ლიეტუვის მიერ გადაცემული სამხედრო მხარდაჭერა მოიცავს Mi-8 შვეულმფრენებს, L-70 საზენიტო იარაღს საბრძოლო მასალით, M113 ჯავშანტრანსპორტიორებს, მილიონობით ვაზნას, ყუმბარმტყორცნის საბრძოლო მასალას.

მეტი...

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია

უკრაინიაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ინფორმაცია რამდენიმე უკრაინულ ტელეგრამ არხზე ვრცელდება. როგორც მედია წერს, სარაკეტო თავდასხმის საფრთხე მაღალია. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ დატოვონ თავშესაფარი.

მეტი...

გეოლოგები შოვში მეწყერის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ

გარემოს ეროვნულ სააგენტოს სპეციალისტები, ონის მუნიციპალიტეტში განვითარებულ სტიქიურ გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პროცესების ადგილზე შესწავლის მიზნით, სტიქიის ადგილზე რჩებიან. გეოლოგებისა და ჰიდროლოგების მიერ რამდენჯერმე განხორციელდა ტერიტორიის დათვალიერება, ჩატარდა ინსტრუმენტული მონიტორინგი. ამის შესახებ აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „მდ. ბუბასწყლის ხეობაში (მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი), მყინვარების ბუბა და თბილისას ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ნალექმა დინამიკაში მოიყვანა ხეობაში არსებული მყარი ნატანი, განვითარდა აქტიური გვერდითი ეროზიული პროცესები. ასევე, ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას. ე.წ სანაპირო მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რაც შემდგომ გადაიზარდა ღვარცოფში. აღსანიშნავია, რომ მდ. ბუბისწყალი არ ხასიათდებოდა ღვარცოფული მოვლენებით. მასშტაბურ ღვარცოფის გავლას ამ ტერიტორიაზე…

მეტი...

აფეთქებები ქერჩში – ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეჩერდა

გასულ ღამეს ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ ქერჩში, ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. საოკუპაციო “ხელისუფლებამ” ყირიმის ხიდზე “თავდასხმის საფრთხე” გამოაცხადა და მოძრაობა შეაჩერა. ამის შესახებ Telegram არხზე ე.წ. “ხელმძღვანელის” მრჩეველი, ოლეგ კრიუჩკოვი იუწყებოდა, რაც მოგვიანებით რუსულმა სამთავრობო მედია TACC-მაც დაადასტურა. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ 4 აგვისტოს ღამით საზღვაო დრონების თავდასხმის შედეგად ქერჩის სრუტეში, სავარაუდოდ, რუსული ქიმიური ტანკერი “SIG” დაზიანდა.

მეტი...

ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან

შოვში დღეს დილიდან ავიაციამ მუშაობა განაახლა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე მუშაობას აგრძელებს სპეციალური ტექნიკაც. სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები მესამე დღეა გრძელდება. შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიას რაჭაში 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 25-მდე ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას სულ 210 ადამიანია გაყვანილი. სამძებრო-სამუშაოებში ჩართულია 400-მდე მაშველი, ორი ვერტმფრენი, პროცესში ჩაერთო ჯარიც. შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი – 598 913 089.

მეტი...

შოვში, ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა ცნობილია

ცნობილია შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი ადამიანის ვინაობა. ის გიორგი გოგინაშვილია. “არ ვიცი, არ მჯერა და არ მინდა დავიჯერო, ჩემო გმირო ძმაო ! ორი შვილის მამავ და საოცარი ადამიანო, რომ გარდაიცვალე”, – წერს მეგობარი სოციალურ ქსელში. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ტერიტორიაზე ნახეს ცხედარი. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან გამოსვენებულები, პროზექტურაში გადაასვენეს.

მეტი...

იმ კოტეჯში მუშაობდა, რომელსაც მეწყერმა გადაუარა

სოფო ბაკურაძე სტიქიის ზონაში ერთ-ერი დაკარგულია. ახალგაზრდა გოგო იმ 25 ადამიანს შორისაა, რომელიც ამ დრომდე იძებნება. სოფო სწორედ იმ კოტეჯში მუშაობდა, რომელიც მეწყერმა გაანადგურა. ოჯახის წევრები და ახლობლები სტიქიის ზონაში იმყოფებიან და  ამ დრომდე ელოდებიან, რომ სოფო გამოჩნდება.

მეტი...