აბასთუმანში, მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა

აბასთუმანში, მშენებლობიდან 55 წლამდე მამაკაცი გადმოვარდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ფოსტის ყოფილი შენობის დემონტაჟის სამუშაოებისას ჩამოვარდნილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ,,ორი ნეკნის მოტეხილობაა, სხვა მხრივ დაზიანება არ არის, არც სხვა კლინიკაში გადაყვანის საჭიროება დგას. სავარაუდოდ, გაეწერება ბინაზე, მას შემდეგ რაც დამატებითი კვლევები დასრულდება”, – განაცხადა დავით ტაბატაძემ.

მეტი...

წყვილმა, რომელმაც შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო ქორწილი გააუქმა, ჯვარი დაიწერა

ბლოგერმა წყვილმა, ნანა აროშიძემ და ილო ლობჟანიძემ ჯვარი დაიწერეს. მათ რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო დაგეგმილი ქორწილი გააუქმეს. „ახლა ნამდვილი ცოლი და ქმარი ვართ. ყველაზე მეტად ახლა გვჭირდება თქვენი კეთილი სურვილები. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ოჯახი”, – წერს ახალგაზრდა ქალი. ცნობისთვის, ნანა რაჭაში მოგზაურობდა, როცა მისი მეორე ნახევარი გაიცნო. ახალგაზრდა კაცი ფერმერია და წყვილმა ოჯახი გაცნობიდან 5 თვეში შექმნა.

მეტი...

ენმ გომელაურს პარლამენტში იბარებს

ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებენ. მთავარი ოპოზიციური პარტიის დეპუტატები იყენებენ უფლებას და შინაგან საქმეთა მინისტრს სხდომათა დარბაზში კითხვებს დაუსვამენ. შინაგან საქმეთა მინისტრს კიდევ ერთხელ, საჯაროდ მოუწევს ახსნა-განმარტებების გაკეთება კითხვებზე, რომლებიც ყველასთვის ცნობილია: რატომ ჩატარდა სამაშველო ოპერაცია არაეფექტურად, რატომ არ იყო ხელისუფლება მზად ასეთი ტიპის სტიქიური უბედურებისთვის, სად არის ვერტმფრენები და რატომ არ გვაქვს წინასწარი შეტყობინების სისტემა. სხდომა, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობა” ვახტანგ გომელაურს იბარებს სექტემბერში გაიმართება.

მეტი...

დიდ ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით სამი მოქალაქე დააკავეს

დიდ ბრიტანეთში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, ბულგარეთის სამი მოქალაქე დააკვეს. ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა რადენიმე ქვეყნის ყალბი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები ამოიღეს. მათ შორის დიდი ბრიტანეთის, ბულგარეთის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთისა და საბერძნეთის პასპორტები. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულები დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, მისამართს იცვლიდნენ და სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდნენ. ბრალდებულები ლონდონის სასამართლოს წინაშე იანვარში წარდგებიან.

მეტი...

ლატვიის რკინიგზა შემოდგომაზე მზად იქნება უკრაინას მარცვლეულის გადაზიდვაში დაეხმაროს

ლატვიის რკინიგზა შემოდგომაზე მზად იქნება უკრაინას მარცვლეულის გადაზიდვაში დაეხმაროს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Delfi ავრცელებს. როგორც ლატვიის რკინიგზის მმართველობის თავმჯდომარემ, რინალდს პლიავნიექსმა განაცხადა, ადრე ასეთ შესაძლებლობას თავადაც სკეპტიკურად უყურებდა. „მიმაჩნდა, რომ ინდუსტრიულ მასშტაბებში ეს შეუძლებელია, რადგან ასეთი გადაზიდვის დროს ორი გადაცვლა არის საჭირო“, – განაცხადა მან. მისივე თქმით, ამ ბოლო დროს ლოგისტიკისა და გადაცვლის ტექნიკური შესაძლებლობები იმდენად გაიზარდა, რომ ეს პროცესი გაცილებით ოპერატიული გახდა. „ახლა გვაქვს საშუალება უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვისთვის. ჩემი შეფასებით, წელიწადში 500 ათასიდან მილიონამდე ტონის გადაზიდვას შევძლებთ“, – განაცხადა პლიავნიექსმა.

მეტი...

ლიბიის დედაქალაქში სამხედრო შეტაკებებია

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში სამხედრო შეტაკებებია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რამდენიმე თვიანი შედარებითი სიწყნარის შემდეგ, წინა ღამით ტრიპოლის სხვადასხვა ნაწილში სამხედრო შეტაკებები მოხდა, რაც ამ მომენტამდე გრძელდება. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის, მიუწვდომელია. დედაქალაქის ბევრი მცხოვრები სახლებს ვერ ტოვებს. განცხადებაში ისინი დაპირისპირებულ მხარეებს მიმართავენ, რომ რაიონებში სასწრაფო დახმარების ჯგუფებს შესვლის საშუალება მისცენ. დაპირისპირება 444-ე ბრიგადასა და სპეციალურ შემაკავებელ ძალებს შორის მოხდა. აღნიშნული ჯგუფები ლიბიის დედაქალაქის ყველაზე ძლიერ სამხედრო ჯგუფებად მიიჩნევა.

მეტი...

საპენსიო სააგენტოს ახალი ინიციატივა ამოქმედებულია

საპენსიო სააგენტოს ახალი ინციატივა უკვე ამოქმდდა. მოქალაქეებმა საკუთარ დანაზოგზე გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ. შეთავაზებულ პაკეტებს ისინი თავად აირჩევენ. არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილების მისაღებად მოქალაქეებს ვადა 6 სექტემბრამდე აქვთ.

მეტი...

სტიქიის ზონაში 26-ე ცხედარი იპოვეს

სტიქიის ზონაში ცოტა ხნის წინ, 26-ე ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. შოვში ამ დროისათვის 7 დაკარგულ ადამიანს ისევ ეძებენ.

მეტი...

სიონის ტბაზე 15 წლის მოზარდი დაიხრჩო

სიონის ტბაზე 15 წლის მოზარდი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას “ლელო საქართველოსთვის” წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,15 წლის ბიჭი დაიხრჩო სიონის ტბაზე. შემთხვევიდან დაახლოებით 20-25 წუთში მოვიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარება. უფრო მეტს თბილისიდან ელოდებიან ახლა, თიანეთში მეტი არაფერი შეუძლია სამაშველოს. ადგილზე, სადაც უამრავი ადამიანია, მაშველები არ ჰყავთ! ჩვენგან დაახლოებით 300 მეტრში დატრიალდა ტრაგედია, გავიქეცით, მაგრამ ვერ მივუსწარით. მაპატიეთ ასეთი ერთი შეხედვით უემოციო სტატუსი, რაც განსაცდელი იყო, იქ განვიცადე, ნაპირზე უპატრონოდ დატოვებულ ტანსაცმელს, რომ ვუყურებდი. ეს ქვეყანა არის უპატრონო! მეტი არაფრის თქმას აღარ აქვს აზრი”, – წერს ჩერქეზიშვილი.

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 254 920 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტბი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 254 920 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 254 920; ​ტანკი – 4 313; ჯავშანტექნიკა – 8 370; საარტილერიო სისტემა – 5 128; სარაკეტო სისტემა – 714; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 482; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 314; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 242; საკრუიზო რაკეტები – 1 387; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 7 584; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​სპეციალური აღჭურვილობა – 769.

მეტი...

,,ორი ადამიანი მაკლია 9-დან, მათ ვეძებ, დავდივარ და ფრჩხილები ნახეთ, რას მიგავს, ტალახიანი მაქვს”- მარიტა გუტაშვილი

მარიტა გუტაშვილი, რომელმაც სტიქიის შედეგად ოჯახის 9 წევრი დაკარდა, ამ დრომდე ეძებს დაკარგულ ნათესავებს. მისი თქმით, ამ დრომდე ეძებს დეიდაშვილს კოტე მაისურაძეს და  ანასტასია დუდაშვილს. ,,მეთორმეტე დღეა და კიდევ ვეძებ დეიდაშვილს კოტე მაისურაძეს და პატარა ტასო, ანასტასია დუდაშვილს. ამდენი ხნის განმავლობაში, არ მაქვს დრო, ვილაპარაკო ის, რაც თქვენამდე უნდა მოვიტანო. დამაცადეთ, დამელოდეთ, მოთმინება იქონიეთ, არაფერს არ დაგიმალავთ, უბრალოდ ყველაფერს თავისი დრო აქვს. მივიყვან ყველას სახლში, მეყოლება ყველა ახლოს, დამელოდეთ ყველას ყველაფერს გაგაგებინებთ დაწვრილებით. მე ვარ ადამიანი, შტერი ადამიანი, რომელსაც ტყუილის თქმა არ შეუძლია. ორი ადამიანი მაკლია 9-დან, მათ ვეძებ, დავდივარ…

მეტი...

,,რუსეთი უნდა დაინგრეს, როგორც თანამედროვე კართაგენი”- დანილოვი

,,რუსეთი უნდა დაინგრეს, როგორც თანამედროვე კართაგენი,” – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. დანილოვს კითხვა დაუსვეს ცდილობენ თუ არა პარტნიორები უკრაინის ხელისუფლება დაარწმუნონ, რუსეთთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკება გამართოს, რაზეც მან უპასუხა, რომ ინფორმაცია პარტნიორების მხრიდან ზეწოლის შესახებ არ დასტურდება. ,,ზეწოლის შესახებ ცნობები არაფრით არ დასტურდება. ის მხოლოდ ინტერნეტში ვრცელდება. არ ვიცი, შეიძლება ეს რუსული ტროლების არმიის საქმეა, მაგრამ ვიცი, რომ პარტნიორებს მოლაპარაკების გამართვასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ წამოუყენებიათ. უკრაინა ამ პრობლემას დამოუკიდებლად მოაგვარებს და პუტინთან ყველანაირი მოლაპარაკება შეუძლებელია. რუსეთი უნდა დაინგრეს, როგორც თანამედროვე კართაგენი“,…

მეტი...

თავდასახმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზე – ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზე თავდასხმაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვასა და ტარებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული შეიარაღებული მივიდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან და მერის სამუშაო და მისაღები ოთახების მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად შენობაში გაჩნდა ხანძარი, რამაც დააზიანა და გაანადგურა მერის სამუშაო ოთახში არსებული ქონება და ინვენტარი. უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ხელისუფლების წარმომადგენლის სამსახურებრივ შენობაზე თავდასხმა) და 236-ე მუხლის…

მეტი...

საფრანგეთის სამხრეთით მასშტაბური ტყის ხანძარია

საფრანგეთის სამხრეთით მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან. ხანძარი 14 აგვისტოს საღამოს გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა ასობით ჰექტარზე. საფრანგეთის რეგიონულმა ხელისუფლების ცნობით, ხანძარი, რომელმაც საფრანგეთის სამხრეთში 500 ჰექტარი (1235 ჰექტარი) ფართობი გაანადგურა, კონტროლის ქვეშ მოექცა. 2000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია ღამით მოხდა ესპანეთის საზღვართან პირენეები-ორიენტალის რეგიონიდან. რეგიონული ხელისუფლების ცნობით, არც ერთი მცხოვრები და არც ტურისტი არ დაშავებულა და ევაკუირებულებმა თავიანთ საცხოვრებელში დაბრუნება შეძლეს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისას 17 მეხანძრე-მაშველი მსუბუქად დაშავდა. დაზიანებულია 30 სახლი, საწყობი და ბანაკი. ესპანეთის საზღვართან დაკეტილია საავტომობილო გზა და შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა.

მეტი...

მოცვის ნერგებით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

შემოსაცლების სამსახურის ინფორმაციით,  საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ ბულგარეთის რესპუბლიკიდან მომავალი 49 280 ცალი ლურჯი მოცვის ნერგით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული. „საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ფიტოსანიტრების მიერ ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად გამოვლენილი იქნა მცენარეთა სიჯანსაღის მოთხოვნებთან შეუსაბამობა (გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით მავნე ორგანიზმები)“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

მეტი...

უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებისგან თავს ვიკავებთ – შოიგუ

უკრაინის სამხედრო რესურსი “თითქმის ამოწურულია” და ”სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ” აჩვენა, რომ დღეს ბრძოლის ველზე არაფერია “რუსული იარაღისთვის ხელშეუხებელი”-  ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. მისი თქმით,  კიევის დამარცხება გახდება „თანამედროვე ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფაქტორი“. შოიგუ ამტკიცებს, რომ რუსეთი, “ჰუმანიტარული მიზეზების გამო”, თავს იკავებს უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებისგან, “თუმცა, ეს გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს“. მისივე თქმით,”აშშ ადრე კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას ომის დანაშაულს უწოდებდა, დღეს კი ამ დანაშაულს უკრაინაში სჩადის“.

მეტი...

გლოლაში სტიქიის შედეგად დაღუპულ სოფო ბაკურაძისა და გენადი სულთანიშვილს ემშვიდობებიან

სოფელ გლოლაში გლოვაა. სოფელში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი გენადი სულთანიშვილის და სოფო ბაკურაძეს ემშვიდობებიან. სამოქალაქო პანაშვიდი სოფლის სკოლის ეზოში გაიმართა. გენადი სულთანიშვილსა და სოფო ბაკურაძეს  საგვარეულო სასაფლაოზე დაკრალავენ. ცნობისთვის, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეცამეტე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90 % გადამოწმებულია. სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 25 ადამიანის ცხედარი და 8 პირთან დაკავშირებით გრძელდება სამძებრო სამუშაოები.  

მეტი...

ტროპიკული შტორმი „ლანი“ იაპონიაში

ტროპიკული შტორმი „ლანი“ იაპონიაში – თითქმის 900 ფრენა გაუქმდა და 240 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ათიათასობით სახლს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, წყნარი ოკეანის სანაპიროზე დღეს მოსალოდნელია შტორმი. კიოტოში გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო. შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლაც. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ მოაწყეს ევაკუაციის ცენტრები უსაფრთხო შენობებში და მაღალ ადგილზე მცხოვრებთათვის 11 პრეფექტურაში. ამასთან, ხელისუფლებამ გამოსცა გაფრთხილება წყალდიდობისა და მეწყერის შესახებ.

მეტი...

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ველოსიპედების მოპარვის ბრალდებით დააკავეს

ვარშავაში, პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც ეჭვმიტანილია 14000 PLN ღირებულების ველოსიპედების ქურდობაში. სასამართლომ ეჭვმიტანილს 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. „ქალაქის დაზვერვისა და საპატრულო დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე სწორედ მას შემდეგ დააკავეს, რაც მან 5000 PLN-ზე მეტი ღირებულების ველოსიპედი მოიპარა. ველოსიპედში დაყენებულმა GPS ლოკატორმა მზვერავები ქალაქის ცენტრში ერთ-ერთ ლომბარდში მიიყვანა. იქ პოლიციამ მისი ქურდობის ჩამდენი დააკავა. პოლიცია ხაზს უსვამს, რომ ზურგჩანთაში, რომელიც 37 წლის მამაკაცს თან ჰქონდა, პოლიციამ ახლახანს მოპარული ველოსიპედის დემონტაჟი და სხვა, სავარაუდოდ, მოპარული ველოსიპედებიდან ბევრი სხვა ნივთი აღმოაჩინა. „პოლიციელებმა სწრაფად დაადგინეს, რომ კიდევ 4 ორბორბლის ქურდობის დამნაშავე…

მეტი...

დაღესტანში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

მახაჩკალაში, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების ადგილზე მაშველებმა კიდევ ხუთი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. საერთო ჯამში, ბოლო ინფორმაციით, 35 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა დაახლოებით 105 ადამიანი. ადგილზე სამაშველო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. ორშაბათს საღამოს მახაჭყალაში ავტოსერვისს ცეცხლი გაუჩნდა, ცეცხლი ბენზინგასამართ სადგურს მოედო, რის შემდეგაც აფეთქება მოხდა. დაღესტანში 15 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

მეტი...

მოლდოვამ ქვეყნიდან 22 რუსი დიპლომატი გააძევა

მოლდოვამ ქვეყნიდან 22 რუსი დიპლომატი გააძევა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსმა დიპლომატებმა და საელჩოს თანამშრომლებმა ქვეყანა უკვე დატოვეს. საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 22 დიპლომატმა და ტექნიკური პერსონალის 23 წარმომადგენელმა ოჯახებთან ერთად დატოვა მოლდოვა. თვითმფრინავი, რომლითაც რუსი დიპლომატები მოსკოვში უნდა ჩასულიყვნენ, კიშინიოვის აეროპორტში 05:30 საათზე დაეშვა. ქვეყნიდან გამოსული რუსეთის საელჩოს ყველა თანამშრომელი აეროპორტში ორი ავტობუსითა და რამდენიმე მანქანით გადაიყვანეს. ჟურნალისტები აეროპორტში არ შეუშვეს. მოლდოვამ დიპლომატების გაძევება  რუსეთის არამეგობრული ქმედებებით და რუსეთის მხრიდან, ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის არაერთი მცდელობით ახსნა.  

მეტი...

რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 86% შესრულებულია – გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან 45 გვირაბი უკვე გაჭრილია. მათივე ცნობით, რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 86% შესრულებულია. ,,რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან, 45 გვირაბი უკვე გაჭრილია; პროექტით დაგეგმილი 97 ხიდიდან, 81 ხიდი უკვე აშენებულია. ამასთან, 12 გვირაბით და 22 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს ამ დროისთვის, რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 86% შესრულებულია,”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მეტი...

„ახალი ვარიანტი უკვე აქ არის”- გიორგი ფხაკაძე

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის EG.5  შემთხვევები მკვეთრად იზრდება. ჯანმო-ს ცნობით, EG.5 8 აგვისტოს მდგომარეობით 50-ზე მეტ ქვეყანაში ფიქსირდება. ამასთან, ახალი ვარიანტი ყველაზე გავრცელებული და ყველაზე სწრაფად მზარდი COVID-19 ქვევარიანტია აშშ-ში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ახალი ვარიანტი უკვე აქ არის. „ახალი ვარიანტი უკვე აქ არის, ერთი კარგი ამბავი, ის არ არის ძალიან “მძიმე”, მაგრამ რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის არის საშიში…დანარჩენი წერია სტატიაში…“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე. კორონავირუსის ახალი შტამი – რა უნდა ვიცოდეთ ახალი EG.5 ვარიანტის შესახებ, რომელიც დომინირებს აშშ-ში

მეტი...

კორონავირუსის ახალი შტამი – რა უნდა ვიცოდეთ ახალი EG.5 ვარიანტის შესახებ, რომელიც დომინირებს აშშ-ში

Reuters აშშ-და და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის EG.5  შემთხვევები მკვეთრად იმატებს. ვირუსის ახალი ვარიანტი EG.5 იგივე „ერისი“ კორონავირუსის „ომიკრონის“ ქვევარიანტია. ჯანმოს ინფორმაციით, ახალი შტამით გავრცელების დინამიკას ყურადღებით აკვირდებიან, რადგან მისი მუტაცია შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს. ჯანმო-ს განმარტებით,  ამ დროისთვის, როგორც ჩანს, ის არ წარმოადგენს უფრო მეტ საფრთხეს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, ვიდრე სხვა ვარიანტები და რომ „არ არსებობს რაიმე მტკიცებულება დაავადების სიმძიმის ზრდის შესახებ, რომელიც პირდაპირ ასოცირდება EG.5-თან“. ჯანმო-ს ცნობით, EG.5 8 აგვისტოს მდგომარეობით 50-ზე მეტ ქვეყანაში ფიქსირდება. ამასთან, ახალი ვარიანტი ყველაზე გავრცელებული და ყველაზე სწრაფად…

მეტი...

აბასთუმანში, მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა

Tv9news.ge- ს ინფორმაციით, აბასთუმანში, მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა. შემთხვევა დღეს, დაახლოებით 11:30 სთ-თვის მოხდა. 55 წლამდე კაცი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია.

მეტი...

პეკინის მეტრო და მეტროს ფასები (ვიდეო)

პეკინში მეტრო ერთ-ერთ სწრაფ და კომფორტულ ტრანსპორტად ითვლება. მეტროში შესვლა პლასტიკური ბარათით ხდება, რომლის ფასი 20 იუანია (დაახლოებით 3 დოლარი). რაც შეეხება მგზავრობის ფასს, 3 იუანიდან იწყება, გააჩნია რა მანძილზე გადაადგილდებით. თუ ქალაქში მოძრაობთ, დოლარი ნახევარი. თუ შორ მანძილზე გადაადგილდებით, უფრო მეტს ჩამოგაჭრით. მაგალითად, თუ 40 იუანს გადაიხდი რაც დაახლოებით 7 დოლარია, იმგზავრებთ საშუალოდ 5 დღე. შემდეგ შესაძლებელია მგზავრობის ბარათზე თანხის დამატება. 20 იუანი მხოლოდ ბარათის საფასურია. მეტროში ბარათს ატარებთ როგორც ჩასვლისას, ისე ამოსვლისას.

მეტი...

პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. ,,პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ბრალდებულმა დაარწმუნა, თითქოს იგი დაახლოებული იყო როგორც საქართველოს პროკურატურის, ისე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ცალკეული თანამდებობის პირებთან და მიმდინარე გამოძიების მის სასარგებლოდ დასრულებაში შეეძლო დახმარება. აღნიშნულის სანაცვლოდ ბრალდებულმა, სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტს 220 000 აშშ დოლარის ორ ეტაპად გადაცემა მოსთხოვა, საიდანაც პირველ ეტაპზე დაზარალებულმა ბრალდებულს 100 000 დოლარი გადასცა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი…

მეტი...

სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90 % გადამოწმებულია – შსს

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე – მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების – რიონის და ჭანჭახის კალაპოტში. შსს-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90 % გადამოწმებულია. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები. სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 25 ადამიანის ცხედარი და 8 პირთან დაკავშირებით გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

მეტი...

,,ირაკლი კობახიძეს რომ ამ კანიბალების შემოტევა აქვს, განსხვავება მათ შორის ხომ ასეთი ნათელია”- ნინო წილოსანი

,,მაშინ, როცა საქართველოს უდიდეს ნაწილს ამ მძიმე ტრაგედიის გამო ღამეები არ გვეძინა, ეს მცირე ნაწილი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, სათავისოდ  როგორ გამოეყენებინა ეს ვითარება. ირაკლი კობახიძეს რომ ამ კანიბალების შემოტევა აქვს, განსხვავება მათ შორის ხომ ასეთი ნათელია,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” წევრი, ნინო წილოსანი წერს. უმრავლესობის წევრი პატივისცემას უცხადებს სტიქიას გადარჩენილ მოქალაქეებს. ,,ისევ ორი, რადიკალურად განსხვავებული საქართველოს  ამბავია: ერთი – საბედნიეროდ პატარა ნაწილი, ჩასაფრებული, აგრესიული, გაბოროტებული, ძალადობრივი, ღვარძლიანი, მოდელირებული, ილუზორული და მეორე – ყველა სხვა დანარჩენი. ყველაფერი სწორხაზოვნად და ერთმნიშვნელოვნად რომ უნდათ მიიღო ეს ის ადამიანები არიან, სხვა შემთხვევაში ჩაგქოლავენ… როცა…

მეტი...

აღმაშენებლის გამზირზე განთავსებული კაფა-ბარების მფლობელებს მერია ვადას 24 აგვისტოს ჩათვლით აძლევს

თბილისის მერია მიმართავს აღმაშენებლის გამზირზე განთავსებული კაფე-ბარების მფლობელებს, 24 აგვისტოს ჩათვლით მოაწესრიგონ დოკუმენტაცია, რათა ღია სივრცის გარკვეული ნაწილის ათვისებაზე ნებართვა მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკავებული ტერიტორია სრულად უნდა გაათავისუფლონ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. „რამდენიმე მთავრობის სხდომის წინ ვისაუბრე აღმაშენებლის გამზირზე განთავსებულ კაფე-ბარებზე, სადაც ფეხით გავლა შეუძლებელია, გარეთ გამოტანილი აქვთ მაგიდები, სკამები. ჩვენ ამას არ ვზღუდავთ, პირიქით. როგორც იცით, პანდემიის პირობებში როგორი მხარდაჭერა და თანადგომა ჰქონდათ მერიის მხრიდან, მაგრამ ასე გაგრძელება, როგორც დღეს აქვთ გაკეთებული, შეუძლებელი და კატეგორიულად მიუღებელია. ვიძლევით გონივრულ ვადას, რომ მოგეცეთ…

მეტი...

დღეს სოფო ბაკურიძესა და გენადი სულთანიშვილს დაკრძალავენ

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეცამეტე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულ 8 ადამიანს. დაღუპულებს შორის არიან  სოფო ბაკურიძე და გენადი სულთანიშვილი, რომლებსაც დღეს სოფელ გლოლაში დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდები დილიდან მიმდინარეობს.  

მეტი...

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანია „დილსი 2020“ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ონლაინ ვაჭრობის სექტორში, შპს „დილსი 2020“, დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა. საკითხი ეხება – „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს ევალებოდა – მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, საქონელზე ფასების მითითების, საქონლის მიწოდების ვადების და კანონისმიერი გარანტიის პირობების დარღვევის ფაქტების აღმოფხვრა. ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად და მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღსადგენად მოვაჭრეს სააგენტოს მიერ  განესაზღვრა 1 თვის ვადა, რაც მის მიერ არ შესრულდა. შესაბამისად, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, შპს „დილსი 2020“ 600 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს  სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.…

მეტი...

,,ტერორისტული საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა”- უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, სასამართლომ ერთი პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  ბრალდებული, საქართველოს მოქალაქე ც.ტ. ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანდა და სირიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ წარმოებულ შეიარაღებულ მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. გარდა ამისა, ბრალდებული ტერორისტული ორგანიზაციის მხარდასაჭერად ტერორისტული საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა. ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2022 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა. სასამართლომ ც.ტ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 34 ჰა ფართობზე მავნებელ მწერთან ბრძოლის ღონისძიებებს ახორცილებენ

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქში არსებულ ფიჭვნარში, ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტებმა, მონიტორინგის ფარგლებში, მავნებელი მწერის – ფიჭვის პარკხვევიას მასიური გამრავლების ფაქტები დააფიქსირეს. ეროვნული სატყეო სააგენტო სპეციალისტები აღნიშნულ ტერიტორიაზე შეწამვლის სამუშაოებს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებენ. მავნებლის გავრცელების კერების სრული განადგურების მიზნით, ტერიტორიის წამლობა ორჯერ განხორციელდა. წამლობის დასრულების შემდეგ, ფიჭვნარ კორომში რეკრეაციული და ეკოლოგიური ფუნქციები სრულად აღდგება. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტყის მავნებლებისა და დაავადებების კონტროლის მიზნით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტყის პათოლოგიური მონიტორინგის სისტემა ორი წლის წინ დანერგა, რაც საფრთხის შესახებ ადრეული შეტყობინებისა და სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ტყისთვის…

მეტი...