,,დედამ-შვილი, დამ ძმა, ნათესავებმა – ნათესავი, საქართველომ კი ერთგული, პატრიოტი, თანამემამულე დაკარგა”- ზაზა მესხს ემშვიდობებიან

შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგული ზაზა მესხის გარდაცვალება დადასტურდა. ამ დრომდე ნაპოვნია ზაზა მესხის მეუღლის, ალინა პოლიკოვსკას, ზაზა მესხისა და მათი ერთი შვილის ცხედრები.

„ზაზა, მქონდა პატივი შენთან მეგობრობის! მადლობა ყველაფრისთვის! დედამ-შვილი, დამ ძმა, ნათესავებმა ნათესავი, საქართველომ კი ერთგული, პატრიოტი, თანამემამულე დაკარგა . ძალიან მძიმეა, ზაზასთან ერთად საქართველომ მისი შვილების სახით ღირსეული ქართველები დაკარგა! როგორი რთულია ეს ყველაფერი, ვუსამძიმრებ ოჯახს, ნათესავებს და საქართველოს  ზაზა მესხის დაღუპვა დადასტურდა – მისი ცხედარი ეპიცენტრიდან თითქმის 60 კმ-ის მოშორებით, 24 აგვისტოს იპოვეს. ალინა და ზაზა, სამ მცირეწლოვანთან ერთად, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მოჰყვნენ. ამ დრომდე ნაპოვნია ალინა პოლიკოვსკას, ზაზა მესხისა და ზაზას ერთი შვილის ცხედრები“,- წერს ზაზას ახლობელი.

მსგავსი თემები