ხელვაჩაურში, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული 2 ადამიანი კლინიკაში დაიღუპა

ხელვაჩაურში,  ავარიის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი კლინიკაში დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას TV25 ავრცელებს. ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა გონიოს ხიდზე, გუშინ ღამით მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ერთი ადამიანი ადგილზევე დაიღუპა. კიდევ ერთი დაშავებული კი ამ დრომდე რეანიმაციაშია.  

მეტი...

,,სი ძინპინის ინიციატივები შთაგონების წყარო იქნება ბევრი ერისა და ქვეყნისთვის“ – პრემიერი

პრეზიდენტი სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერი და მასშტაბური ხედვის მქონე, ბრძენი ადამიანია, რომელმაც დიდი საქმეები აკეთა თავისი დიდი ერისთვის, სრულად ვუჭერთ მხარს მის ინიციატივებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ორმხრივ შეხვედრაზე გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, ასევე მმართველობისა და სხვა ინიციატივების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ჩინეთიდან და პრეზიდენტ სი ძინპინისგან მოდის. „გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერია. ის მასშტაბური ხედვის მქონე, ბრძენი ადამიანია, რომელმაც დიდი საქმეები აკეთა თავისი დიდი ერისთვის. ის ძალიან ამბიციურ პროექტებსა და რეფორმებს ახორციელებს თქვენი…

მეტი...

,,ახალი, მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დაწყება გვინდა”, – ღარიბაშვილი

,,ახალი, მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დაწყება გვინდა, სადაც ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები”. ამის შესახებ საქარველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახლო მომავალში შუა დერეფანი იქცევა ძალიან საინტერესო ალტერნატიულ მარშრუტად და ამისთვის საჭიროა კრეატიულობა და სწრაფი მოქმედება. „საქართველოს ბუნებრივად აქვს შესაძლებლობა და პოტენციალი, რომ პოციზიონირება მოახდინოს როგორც ჰაბმა. მხედველობაში მაქვს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური ჰაბი ან ენერგეტიკული ან ავიაციის ჰაბი. ჩვენ ასევე გვინდა ახალი აეროპორტის მშენებლობა დავიწყოთ, საუბარია მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტზე. თუნდაც, ჩინურ საავიაციო კომპანიებს…

მეტი...

,,ერთი ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კმ-ის მოშორებით ვიპოვეთ” – მღებრიშვილი

შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი ადამიანის ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კმ-ში იპოვეს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. ,,მოხერხდა სამი ცხედრის ნახვა მდინარის კალაპოტში და სამივე ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში. გარდა ამისა, ნანახი იქნა ადამიანის ქვედა კიდური. პირველი ნაპოვნი ცხედარი იყო დაახლოებით, 20 კმ-ის მოშორებით სტიქიის ეპიცენტრიდან, დანარჩენი 2 ცხედარი 2 კმ-ის მოშორებით იყო, დააახლოებით, ერთმანეთის გვერდით 200 მეტრის რადიუსით. ეს არის, სავარაუდოდ, პირველივე ძლიერი ტალღის შედეგად წამოღებული ადამიანების ცხედრები. ხვალ 54 კმ სიგრძის პერიმეტრი იქნება გაკონტროლებული, ეს არის ზუსტად ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უკვე…

მეტი...

მეწყერი მდინარე ტებენაზე – გარემოს ეროვნული სააგენტო დასკვნას აქვეყნებს

მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ტებენაზე მეწყერი ორი დღის წინ ჩამოწვა. ამ ფაქტს გარემოს ეროვნული სააგენტო ეხმიანება და დასკვნას აქვეყნებს. მათი ცნობით, მეწყრული პროცესით მდინარის შეგუბების უბანზე, საფრთხის დონე მაღალი არ არის, თუმცა გასატარებელია გარკვეული გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებები. ,,დღეის მდგომარეობით, სამიზნე არეალის ფარგლებში, მდინარე ოლორის მარჯვენა შენაკადის ხეობაში მეწყრული პროცესით მდინარის შეგუბების უბანზე, საფრთხის დონე მაღალი არ არის, თუმცა მომავალში ყოველგვარი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, გასატარებელია გარკვეული გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებები, კერძოდ: საჭიროა მდინარის კალაპოტის უმოკლეს პერიოდში გაწმენდა ფერდობებიდან ჩამოშლილი გრუნტის აღებისგან, ასევე კალაპოტში ჩახერგილი ხე-მცენარეებისგან; კალაპოტი უნდა ჩაღრმავდეს და გაგანიერდეს შეგუბებამდე…

მეტი...

არსებობს თუ არა ეპიდემიის გავრცელების რისკი შოვში?

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე აცხადებს, რომ ამ წუთისთვის, შოვში მეწყრული პროცესების შედეგად დახოცილი ცხოველებიდან ეპიდემიის გავრცელების რისკი არ არსებობს. ,,ამ წუთისთვის არანაირი რისკი და საფრთხე არ არსებობს ეპიდემიის გავრცელების დახოცილ ცხოველებთან დაკავშირებით. რაც შეეხება დახოცილი ცხოველების დამარხვას, ჩართულია ადგილობრივი თვითმმართველობა, სურსათის ეროვნული სააგენტო უწევს ზედამხედველობას და საჭიროების შემთხვევაში სააგენტო ჩაატარეს სადეზინფექციო სამუშაოებს“, – განაცხადა ვასილ ბასილაძემ.

მეტი...

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. ,,დღეს აღმოჩენილია სამი ცხედარი და ერთი სხეულის ფრაგმენტი. 10 მდებარეობაზე გრძელდება და მიმდინარეობს შველა-ძიების სამუშაოები”, – განაცხადა ქარსელაძემ. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში ცხრა ადამიანს ეძებენ.

მეტი...

აზერბაიჯანი უკრაინის დახმარების პაკეტს ზრდის

აზერბაიჯანმა კიევისთვის დახმარების მოცულობის გაფართოების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. დახმარების ახალი პაკეტის შესახებ ცნობილი დღეს, უკრაინის შს მინისტრის მოადგილის, ბოგდან დრაპიატისა და უკრაინაში აზერბაიჯანის ელჩის, სეიმურ მარდალიევის შეხვედრის დროს გახდა ცნობილი. „გვსურს გამოვხატოთ ჩვენი აღფრთოვანება რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ თქვენი გამძლეობისა და გამბედაობისთვის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გავზარდოთ უკრაინის დახმარების პაკეტი, კერძოდ, ჰუმანიტარული განაღმვის საკითხში. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთვის საჭირო დახმარების გაწევას. ჩვენი პრეზიდენტი აკონტროლებს სიტუაციას და მუდმივად აწარმოებს მოლაპარაკებებს თქვენს პრეზიდენტთან ვლადიმირ ზელენსკისთან“, – განაცხადა სეიმურ მარდალიევმა.

მეტი...

,,რიკოთი შენდება ისეთი პროექტით, რომ იქნება ძალიან უსაფრთხო გზა” – ქარსელაძე

ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ რიკოთის გზა აბსოლუტურად უსაფრთხოა და მშენებლობა ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს. “5 წელია, რაც სამინისტროს სისტემაში ვსაქმიანობ და არც ერთი ფაქტი კორუფციის დამადასტურებელი არ ყოფილა წარმოდგენილი და ვერც იქნებოდა, რადგან არ არსებობს. ჩვენი მთავარია ამოცანაა, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს მშვიდად. რიკოთი დღესაც არის უსაფრთხო გზა”, – განაცხადა ქარსელაძემ. ცნობისთვის, განმარტებები ინფრასტრუქტურის მინისტრს მას შემდეგ დასჭირდა, რაც პარტია ლელომ რიკოთთან დაკავშირებით საერთაშორისო ფინანსური აუდიტის ჩატარება მოითხოვა. ოპოზიციის წარმომადგენლები შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ. მათი ცნობით, რიკოთზე გზას საეჭვო წარსულის მქონე ჩინური კომპანიები აშენებენ და სამივე ჩინური კომპანია,…

მეტი...

აღმოჩენილია სამი ცხედარი და სხეულის ფრაგმენტი – შოვში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა. შოვის სტიქიას ამ დრომდე 24 დაღუპული ჰყავს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, აღმოჩენილია სამი ცხედარი და სხეულის ფრაგმენტი. „ათ  მდებარეობაზე ხორციელდება აღნიშნული სამაშველო სამუშაოები, სადაც ტექნიკაც არის ჩართული. ახალი მდებარეობა არის ალტერნატიულად გაჭრილი გზის მოპირდაპირე მხარეს, მდინარის მეორე ნაპირზე, სადაც ინტენსიური შველა-ძიების სამუშაოები მიმდინარეობს“ – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ. მისი თქმით, სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვი მეწყერმა მთლიანად გაანადგურა.

მეტი...

პოლონეთის ბელარუსის საზღვართან სამხედროების განთავსებას იწყებს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშაკის განცხადებით, პოლონეთის ხელისუფლება ბელარუსის საზღვართან სამხედროების განთავსებას იწყებს. მისი თქმით, ეს არის ინვესტიცია პოლონელებისა და მოკავშირეების უსაფრთხოებაში. ,,ვქმნით დროებით ინფრასტრუქტურას 1-ლი ლეგიონის ქვეითი დივიზიის ქვედანაყოფებისთვის. დღეს ხელი მოეწერა კონტრაქტს 140 კონტეინერის ინფრასტრუქტურით #ვოიევოძინისა და #ჩარტაჯის ერთეულებისთვის. სულ რაღაც სამ თვეში ჯარისკაცები იქ მუდმივ სამსახურს დაიწყებენ. რამდენიმე კვირის წინ კოლნოში დროებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო. ჩვენ ვაძლიერებთ აღმოსავლეთ ფლანგს – ეს არის ინვესტიცია პოლონელებისა და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებაში,”- განაცხადა მარიუშ ბლაშაკიმ.

მეტი...

ვხედავთ რუსული იმპერიალიზმის აღორძინებას, დაწყებული 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრით – ანჯეი დუდა

ჩვენ ვხედავთ რუსული იმპერიალიზმის აღორძინებას, დაწყებული 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრით, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ  განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის წინსვლა უნდა შეაჩერონ, რათა არ მოხდეს ისე, როგორც მოხდა პირველ და მეორე მსოფლიო ომში. „ვლადიმერ პუტინი და მისი ახლობლები ოცნებობენ მეფეების ძალაუფლებაზე და მეფის ტერიტორიის აღდგენაზე. ჩვენ ახლავე უნდა შევაჩეროთ რუსეთის წინსვლა უკრაინაში, რომ არ მოხდეს ისე, როგორც მოხდა პირველ და მეორე მსოფლიო ომში“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

მეტი...

,,მოდით, ყველა დავდგეთ ერთად და გავაგრძელოთ სწრაფვა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის”- მიხეილ სააკაშვილი

,,დაე, მათი მემკვიდრეობა იყოს ჩვენი გზამკვლევი, შეგვახსენოს, რომ არც ერთი გამოწვევა არ არის გადაულახავი, როდესაც ერთად ვდგავართ!,”- ასე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილი შინდისის ბრძოლის 15 წლისთავს. მისი თქმით, ქართველი მებრძოლები ჩაერთნენ ვაჟკაცურ ბრძოლაში, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ,,დღეს ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში, მნიშვნელოვანი წლისთავი აღინიშნება. დღე, რომელიც გვახსენებს ჩვენი მამაცი ჯარისკაცების წარმოუდგენელ გამბედაობასა და თავგანწირვას. 2008 წლის 11 აგვისტოს, ზუსტად 15 წლის წინ, სოფელ შინდისთან, ჩვენი 22 მსუბუქად შეიარაღებული ქართველი ჯარისკაცი დიდი გამოწვევის წინაშე დადგა – უთანასწორო ბრძოლა რუსულ ბატალიონთან. მხოლოდ ტყვიამფრქვევებით და მტკიცე მონდომებით შეიარაღებულები,…

მეტი...

„ყველა სამუშაო მიმდინარეობს, რათა ვიპოვოთ ცხედრები”- ქარსელაძე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, სტიქიის ზონაში  103 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. მისი თქმით,  სამძებრო სამუშაოები 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს ,,სტიქიის ზონაში მუშაობს 103 ერთეული მძიმე ტექნიკა, რომელიც მაშველების ზედამხედველობით შველა-ძიების სამუშაოებს ახორციელებს. მოხერხდა მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლაც, არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა და ამ დროისთვის 10 ლოკაციაზე ვმუშაობთ,”- განაცხადა ქარსელაძემ. მისივე თქმით,  სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს ე.წ კოტეჯებისა და ქვაბულის ტერიტორიაზე. „ყველა სამუშაო მიმდინარეობს, რათა ვიპოვოთ ცხედრები. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, საფიქრალი და საზრუნავი ეს არის. რეალურად, პირველივე დღიდან სამუშაოებში ყველა რესურსი ჩართულია, ემატება ტექნიკა, რომლის გამოყენებაც, ამ…

მეტი...

მივიღეთ გადაწყვეტილება, გავათავისუფლოთ საოლქო სამხედრო კომისარიატების ყველა ხელმძღვანელი – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საოლქო სამხედრო კომისარიატების ხელმძღვანელების გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. „ჩვენი გადაწყვეტილებაა, გავათავისუფლოთ საოლქო სამხედრო კომისარიატების ყველა ხელმძღვანელი. ამ სისტემას უნდა მართავდნენ ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, რას ნიშნავს ომი და ომის დროს ცინიზმი თუ მექრთამეობა სახელმწიფოს ღალატია“, – განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, აღნიშნულია გადაწყვეტილება უნდა შეასრულოს ზალუჟნიმ. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, სამხედრო კომისარიატების ხელმძღვანელებად უნდა მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც ფრონტის ხაზზე იბრძოდნენ და ახლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წინა ხაზზე ყოფნა არ შეუძლიათ. 23 ივლისს, მთავარსარდლის შტაბში, ზელენსკიმ განკარგულება გასცა სასწრაფოდ შეიქმნას კომისია უკრაინის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, გენერალ პავლიუკის ხელმძღვანელობით, სამართალდამცავ…

მეტი...

,,ცხედარი ავტომანქანის საბარგულში მოათავსეს და ორმოში დამარხეს”- ბრალდებულებს 20 და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 20 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში, სამმა ბრალდებულმა, მათ შორის ერთმა არასრულწლოვანმა ავტომანქანის დაუფლების მიზნით, ტაქსის მძღოლი მოკლეს. ,,ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ავტომანქანის საბარგულში მოათავსეს და მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმოში დამარხეს, რის შემდეგაც მოკლულის ავტომობილს დაეუფლნენ და მისი ნაწილებად დაშლა დაიწყეს. სამართალდამცველებმა ორი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი 22 მაისს დააკავეს, ხოლო მესამე პირის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდების შესახებ.…

მეტი...

,,გარდა მორალური მხარისა, ეს კომისია ახლა პრაგმატულადაც გაუმართლებელია”- ბუჩუკური საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

პარტია ”საქართველოსთვის” წევრი, ანა ბუჩუკური მიიჩნევს, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბარი ამ ეტაპზე, პოლიტიკოსების მხრიდან არასწორია. მისი თქმით, გარდა მორალური მხარისა, ეს კომისია ახლა პრაგმატულადაც გაუმართლებელია. ,,ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიაზე საუბარი პოლიტიკოსების მხრიდან არასწორია მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები და ჯერ კიდევ არ ვიცით გარდაცვლილთა და დაკარგულ პირთა სრული და საბოლოო სია. ტრაგედიის პირველივე დღიდან ვხედავთ, “ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ტრაგედიის ერთმანეთზე პოლიტიკური თავდასხმის მიზნით გამოყენებას. ახლა ეს კომისიაც იქნება ამ ისტერიის გაგრძელება კიდევ უფრო მწვავე ფორმებში და ვერ უზრუნველყოფს…

მეტი...

,,სალომე გთხოვ დაბრუნდი, ნეტავ დაგანახა შენი დედიკო და მამიკო…”- სალომე ხეთაგურს კვლავ ეძებენ

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 11 ადამიანს ეძებენ. მათ შორისაა სალომე ხეთაგურიც. „გადაინაცვლა ჩვენმა საოცარმა გოგომ, იქ სადაც მართალნი განისვენებენ. საშინლად მტკივნეულია (თუმცა ჩემი ტკივილი რა მოსატანია მისი ოჯახის ტკივილთან) ცხოვრების წარმოდგენა მისი ლამაზი თვალების გარეშე. ბევრი მწერდით და მწერთ, მირეკავდით, მოდიოდით… მაპატიეთ ყველას ვერ დაგეწიეთ, თუმცა საჯაროდ გიხდით მადლობას, ღმერთმა სიკეთეში გადამახდევინოს! ახლა კი ვინაა ნანიკო და სალო ჩემი! დედაჩემის ბიძაშვილის შვილები, და ძმის შვილები… ეს იმ ბიძაშვილის შვილები არიან ჩვენთან, რომ გაიზარდნენ და მე, რომ მათთან გავიზარდე… ბაღში, რომ მიმაცილებდა…

მეტი...

,,ოპოზიციის მიზანია, თუ სადმე მეწყერი ჩამოწვა, ყალბი აჟიოტაჟი ატეხოს”- მიხეილ სარჯველაძე

,,პროექტის უკან ავტორიტეტული ინსტიტუცია დგას, რაც მშვიდად ყოფნის საფუძველს გვაძლევს, რომ იქ სუფთად და სწორად ხორციელდება პროცესის მართვა,”- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანია, რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ყალბი აჟიოტაჟი შექმნას. „რიკოთზე არის სამშენებლო პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოცხალი პროცესია და ამას ადგილზე გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება. კარგად ვიცი, სამართლებრივად როგორ ხდება, მათ შორის ხელშეკრულებების მოწესრიგება. ეს ზედმიწევნით სრულფასოვანი პროცესია. პროექტის უკან ავტორიტეტული ინსტიტუცია დგას, რაც მშვიდად ყოფნის საფუძველს გვაძლევს, რომ იქ სუფთად და სწორად ხორციელდება პროცესის მართვა. ხელშეკრულება ინსტიტუციურად…

მეტი...

,,რაკეტის ფრაგმენტები კიევის ერთ-ერთი ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა“- კლიჩკო

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის თავზე რუსების მიერ გაშვებული რაკეტები ჩამოაგდეს. რაკეტების ფრაგმენტები დედაქალაქის ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა. მისივე თქმით, დაშავებულები არ არიან. ,,რაკეტის ნამსხვრევები დედაქალაქის ერთ-ერთი ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა“,- განაცადა კლიჩკომ. მოგვიანებით, კიევის მერმა განაცხადა, რომ  ბოგატირსკას ქუჩაზე კერძო სახლის სახურავი დაზიანდა. ასევე ობოლონში, ერთ-ერთ საზაფხულო კოოპერატივში ღია ტერიტორიაზე აღმოაჩინეს რაკეტის ფრაგმენტები.

მეტი...

11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა!

დღეს, შინდისის ბრძოლიდან 15 წლის თავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპულ ქართველ მეომართა მემორიალი გვირგვინებით შეამკო და საქართველოსთვის ბრძოლის ველზე დაცემულ გმირებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. მებრძოლებისთვის პატივის მისაგებად, შინდისში, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის თანამშრომლები, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ვეტერანები, დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები და ახლობლები. “ეს არის ისტორია, იმ თავდადების და გმირობის, რომელმაც სახე შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას და…

მეტი...

11 აგვისტოს დღის ბოლოდან მოსალოდნელია წვიმა – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 აგვისტოს დღის ბოლოდან 13 აგვისტოს დილამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს უპირატესად დასავლეთ რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი და სეტყვა. უწყების ცნობით,  მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

სოფო ყარალაშვილის ცხედარი იდენტიფიცირებულია

შოვსი სტიქიის შედეგად დაღუპული სოფო ყარალაშვილის ცხედარი იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ გოგონას მამიდა აცხადებს. ,,დღეს ორივე მიგვყავს თავის სახლში, სოფოც აღარ გვყავს“,- აცხადებს მამიდა. ცნობისთვის, შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 11 ადამიანს ეძებენ.

მეტი...

,,ხდება ჩვენი მოსახლეობის ხელოვნურად დაძაბვა, დაშინება, შეშინება”- ირაკლი ქარსელაძე რიკოთზე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებით ხელოვნურად ხდება მოსახლეობის დაძაბვა და დაშინება. მისი თქმით, ბევრი სიცრუა,  უსაფუძვლო ბრალდებები და ცილისწამება ვრცელდება. ,,გუშინ მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიცრუე, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდებები, ცილისწამება, ასეთი ტიპის კამპანია მანამდეც იყო, მაგრამ შოვის სტიქიის ასე ვთქვათ, პარალელების გავლება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, მიუღებელი. გამომდინარე იქიდან, რომ გუშინ ამდენი უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდება, ცილისწამება მოვისმინეთ, თქვენც ამდენი კითხვა გაქვთ, ამიტომ მე მგონია, რომ სხვა ფორმატი აჯობებს, რომ შევარჩიოთ ამ საკითხის განსახილველად, ფორმატი, რომელშიც თქვენ და საზოგადოებას აუცილებლად მიეწოდება ინფორმაცია, ვინაიდან ყველაზე მიუღებელი…

მეტი...

აკრძალული ქალაქი და იმპერატორის სასახლე ჩინეთში

„მედიაცენტრი მთავარი“ აგრძელებს პეკინში მოგზაურობას. ამჯერად გიზიარებთ ამბებს აკრძალული ქალაქიდან. „აკრძალული ქალაქი“ – დღეს კი უკვე ამ ადგილზე ქალაქ მუზეუმი ქვია. ეს არის პეკინი, სადაც მთლიანობაში 799 სასახლეა განთავსებული და 700 000 კილომეტრს მოიცავს. სასახლეებს დღეში 40 000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობს. სასახლეში შესასვლელად საკმადო დიდხანს მოგიწევთ რიგში დგომა. ბილეთის ფასი დაახლოებით 10 დოლარია. კონტროლი კი მკაცრი, ე.წ. პასპორტ კონტროლი.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ხელვაჩაურში – დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.   ინფორმაცია ”ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა.

მეტი...

,,დაგეგმილია საცურაო კომპლექს ,,ლაგუნას“ აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა”- კომპანიის განცხადება

ლაგუნა ვერეს ახალი მფლობელი შპს “ნეო სითი დეველოპმენტი” განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული დაგეგმილია საცურაო კომპლექს ,,ლაგუნას“ აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა. ,,ტრანზაქციის დასრულების შემდგომ ლაგუნა ვერე გადავა კომპანიის მფლობელობაში.  დაგეგმილია საცურაო კომპლექს ,,ლაგუნას“ აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა. სამუშაოები  დაიწყება შესაბამისი კვლევების მომზადებისა და სანებართვო დოკუმენტაციის აღების შემდგომ და დასრულდება მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებასთან ერთად. კომპანია წარმოადგენს ლაგუნა ვერეს განვითარების პროექტს. ქალაქს ექნება ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რომლის ისტორიაც 1978 წელს იწყება. აუზი მისი გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურით ცურვის მოყვარულებსა და პროფესიონალებს მაღალი სტანდარტის უნიკალურ სივრცეს შესთავაზებს. 70-იანი…

მეტი...

მოსკოვში აფეთქება მოხდა

რუსული მედიის ინფორმაციით,  მოსკოვში, კარამიშევსკის სანაპიროსთან აფეთქება მოხდა. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თვითმხილველების განცხადებით, მათ ხოროშევო-მნევნიკის რაიონში დრონის მსგავსი მოწყობილობა შენიშნეს. დრონი სავარაუდოდ მდინარის მახლობლად მდებარე პარკში დაეცა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების სამსახური.

მეტი...

სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მანქანების ნაწილი გამოყვანილია

ონის მერის, სერგო ხიდეშელის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მანქანების ნაწილი გამოყვანილია და პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. მისივე თქმით, დღეს ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტიქიის შედეგად დაღუპული პირების სამოქალაქო პანაშვილი გაიმართება. „კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ოჯახის ახლობლებს, მთელ ქვეყანას. სამოქალაქო პანაშვიდები დღეს დაიწყება. ჩვენ, ადგილობრივ ხელისუფლებას, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს დაღუპული მოქალაქეების ოჯახებთან. პანაშვიდები იქნება როგორც ონის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, ისე ონის კულტურის სახლში“, – განაცხადა ხიდეშელმა.

მეტი...

„ცხედარი წყალს არ გამოურიყავს, ნაპოვნია სტიქიის ეპიცენტრიდან 24 კილომეტრის მოშორებით”- თემურ მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, დღეს ნაპოვნი ცხედარი  მონიტორინგის შედეგად არის ნანახი და წყალს არ გამოურიყავს. მისი თქმით, მდინარეზე მონიტორინგის პროცესში იზრდება პერიმეტრი. „ცხედარი წყალს არ გამოურიყავს, ნაპოვნია მონიტორინგის შედეგად, სტიქიის ეპიცენტრიდან 24 კილომეტრის მოშორებით. მდინარე მეტ- ნაკლებად დაწეულია, შესაბამისად, რიონის კალაპოტში გამოჩნდა პატარა კუნძულები, სადაც მოგროვებულია დიდი რაოდენობით ინერტული მასალა, ხის მორები და ამ ყველაფრის გადამოწმებით მივიღეთ ეს შედეგი. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მონიტორინგი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სამძებრო სამუშაოებს ვაწარმოებთ, ეს იქნება 54-კილომეტრიანი პერიმეტრი“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.   შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

მეტი...

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ნაპოვნია ცხედრის ქვედა კიდურიც. ,,ამ დროისთვის სტატისტიკა შეცვლილია, აღმოჩენილია ცხედარი რიონის კალაპოტში. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენების ღონისძიება. გარდა ამისა ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური, მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები”, – განაცხადა მღებრიშვილმა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 11 ადამიანს ეძებენ.

მეტი...

მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

ფეისბუქ ჯგუფში ”რაჭა” ერთ-ერთი მოქალაქე ავრცელებს ვიდეკადრებს, სადაც ჩანს, როგორ ამოყავთ მაშველებს კიდევ ერთი ცხედარი სტიქიის ზონიდან. ,,ამ წუთებში მაშველებმა ცხედარი ამოიყვანეს. სოფელ ნაკიეთში, რივნის პირიდან,”- წერს მოქალაქე. შეგახსენებთ, ბოლო დადასტურებული მონაცემებით, მაშველების მიერ ნაპოვნია 21 ცხედარი – საძიებო სამუშაოები 12 პირთან დაკავშირებით გრძელდება.

მეტი...

კვარიათში, 19 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო

კვარიათში, ზღვაში ახალგაზრდა ბიჭი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 19 წლის ბიჭი, რომელიც ზღვაზე დასასვენებლად იყო ჩასული. წყალში შესვლის შემდეგ დიდი ტალღების გამო ბიჭმა  უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.  

მეტი...

ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო

ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოების მიმდინარეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე ადგილზე გაეცნო. ინვენტარიზაციის საველე სამუშაოები, ჯამში, 98 000 ჰა ფართობზე მიმდინარეობს. სამუშაოებზე ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სასწავლო პროგრამის ფარგლებში მომზადებული 20 მეტყევე-ტაქსატორია დასაქმებული. ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე მომზადდება ტყის მართვის ათწლიანი გეგმები. „ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოების უწყვეტობისა და ქვეყანაში შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტების რაოდენობის გაზრდის მიზნით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, სპეციალური პროგრამის ფარგლებში, 45-მდე ახალგაზრდა მეტყევე სპეციალისტი გადაამზადა. ამ მიმართულებით სააგენტო მუშაობას აგრძელებს. წელს ინვენტარიზაციის სამუშაოებზე, დამატებით, 20 მეტყევე-ტაქსატორი დავასაქმეთ“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს…

მეტი...

სტიქიის ზონაში 4 წლის ბიჭს ეძებენ

3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაკარგულ 4 წლის გიორგი ხორბალაძეს ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქ ჯგუფში ”რაჭა” ვრცელდება. „ჯერ კიდევ ვეძებთ. გიორგი ხორბალაძე, 4 წლის“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი და ბავშის ფოტოს ავრცელებს. ცნობისთვის, შოვში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის მაშველების მიერ ნაპოვნია 21 ცხედარი – საძიებო სამუშაოები 12 პირთან დაკავშირებით გრძელდება.

მეტი...

,,მისთვის საქართველოში ჩამოსვლა ზეიმი იყო…1-ლ აგვისტოს უწერაში ჩაიყვანა ცოლ-შვილი, კოტეჯში დაბინავდა”- ზაზა მესხი მეგობარი

ამ დრომედე ეძებენ შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაკარგულ ზაზა მესხს და მის სამ შვილს, მისი მეუღლე ალინა პოლიკოვსკა გარდაცვლილი 5 აგვისტოს იპოვეს. ზაზა მესხის მეგობარი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისთვის საქართველოში ჩამოსვლა ზეიმი იყო. „უკვე მეშვიდე დღეა გაუჩინარებიდან. ჩვენი მეგობრობა სამ ათეულზე მეტ ხანს მოიცავს. სკოლის მერხიდან ვმეგობრობდით. არასოდეს გვიკამათია, მაშინაც კი, როცა განსხვავებული შეხედულებები გვქონდა ამა თუ იმ საკითხზე. მისთვის საქართველოში ჩამოსვლა ზეიმი იყო. ჩვენ წელიწადში, ხან ორ წელიწადში ერთხელ შევხვდებოდით ერთმანეთს. ყოველთვის, როცა ჩამოვიდოდა საქართველოში, ჩემთან ვიკრიბებოდით სახლში. ასე იყო წელსაც. 24 ივლისს, გავსინჯეთ სახლის…

მეტი...