,,პრიგოჟინის მკვლელობა ნიშნავს იმას, რომ სულ მალე რუსეთი სამოქალაქო ომის ღია სტადიაში შევა”- მიხეილ სააკაშვილი

,,პუტინის მიერ პრიგოჟინის მკვლელობა ნიშნავს იმას, რომ სულ მალე რუსეთი სამოქალაქო ომის ღია სტადიაში შევა,”- ასე ეხმაურება ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნას.

,,პუტინის მიერ პრიგოჟინის მკვლელობა ნიშნავს იმას, რომ სულ მალე რუსეთი სამოქალაქო ომის ღია სტადიაში შევა. ეს არის უახლოესი კვირების და თვეების ამბავი. პუტინს პრიგოჟინი რომ არ მოეკლა, ის რუსების გაგებით უახლოეს კვირებში დასრულდებოდა. ამ მკვლელობით პუტინმა სულ ცოტათი გაიხანგრძლივა თავისი არსებობა, მაგრამ მაინც ძალიან მალე დასრულდება, არა მხოლოდ პუტინი, არამედ რუსული სახელმწიფოც,”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები