თბილისში ერთი ადამიანი დაჭრეს

თბილისში, კიევის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით ერთი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სს კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო.  

მეტი...

ახალგაზრდა მამაკაცი სტიქიის ზონაში დაკარგულ მეუღლესა და 3 შვილს ეძებს

ახალგაზრდა მამაკაცი სტიქიის ზონაში დაკარგულ მეუღლესა და 3 შვილს ეძებს. სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ოჯახის მოძებნას დაკარგული ბავშვების მამა ითხოვს. ის მთავრობას სთხოვს, რომ ღამე ვერტმფრენებმა სამძებრო სამუშაოები გააგრძელონ. ,,მეუღლე და ბავშვები არიან იქ. 2 წლის, სამის და შვიდის შვილები. ვერ ვუკავშირდები, მგონი მეწყერში მოყვნენ. მივმართავ ყველას, პილოტებს, მაგათ უფროსებს, ღამე ვერტმფრენი გამოყავით, რომ სამძებრო სამუშაოები დაიწყონ, გთხოვთ, ვერ გადაიტანენ ღამეს, ბავშვები არიან – 2 წლის, სამის და შვიდის, ნუთუ არ გეცოდებათ, მთელი ოჯახი მანდ არის, არ ვიცი, როგორ არიან. თუ სადმე ტყეს შეაფარეს თავი, იქ ვერ გადარცებიან დამეხმარეთ“ –  აცხადებს…

მეტი...

სტიქიის ზონაში ვერტმფრენმა სამაშველო სამუშაოები დილამდე შეაჩერა

შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ვერტმფრენმა ევაკუაციის სამუშაოები დილამდე შეაჩერა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიზეზი ცუდი ხილვადობაა. მათი თქმით, სიბნელეში ვერტმფრენი ვერ განაგრძობს მუშაობას.  

მეტი...

სტიქიის ზონაში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები, რომლებსაც ახლობლები ვერ უკავშირდებიან

შოვი ამ დრომდე სტიქიური უბედურების ზონად რჩება. დღეს მოულოდნელად ჩამოწოლილმა მეწყერმა ადამიანები, მათ შორის ბავშვები მოიყოლა.  სტიქიის ეპიცენტრში მყოფი ხალხი სასწაულებრივად გადარჩა, მთიდან მოწყვეტილი მიწის მასის ერთად ერთი შემაკავებელი შენობები აღმოჩნდა, რამაც იქ მყოფებს საშუალება მისცა  უსაფრთხო ადგილზე გადასულიყვნენ. საფრთხე ამ დროისთვის განეიტრალებულია. შოვში ჩარჩენილები უკვე უსაფრთხო ტერიტორიაზე არიან გადაყვანილი. მათი ევაკუაცია ვერტმფრენებით განხორციელდა. სტიქიის ზონაში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები, რომლებსაც ახლობლები ვერ უკავშირდებიან.

მეტი...

,,კმარა შავი ზღვის შანტაჟის საშუალებად გამოყენება” – ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ გაეროს წევრებმა რუსეთს უნდა უთხრან, რომ კმარა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს. „გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა წევრმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრმა უნდა უთხრას მოსკოვს: კმარა! კმარა შავი ზღვის შანტაჟის საშუალებად გამოყენება. კმარა მსოფლიოს ყველაზე მოწყვლადი ადამიანების ბერკეტად გამოყენება“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმებმა უკრაინის პორტების ინფრასტრუქტურაზე აჩვენა, რომ რუსეთის განზრახვაა, შექმნას გლობალური კატასტროფა, სურსათის ბაზრებზე, ფასებსა და მიწოდებაში კრიზისით.

მეტი...

შოვში, სტიქიის ზონაში მეორე ადამიანის ცხედარიც იპოვეს

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შოვში, სადაც სტიქია მძვინვარებს, ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ოროვე ცხედარი ტალახის მასაში აღმოაჩინეს და მათი ამოყვანის ოპერაცია ამ ეტაპზე ხორციელდება.

მეტი...

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტიქიის ზონაში ერთი ადამიანის ცხედარს მიაგნეს

შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. სტიქიის ზონიდან  უსაფრთხო ზონაში 70 ადამიანი გადაიყვანეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილზე ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას ამ ეტაპზე ოფიციალურად არავინ ადასტურებს, თუმცა, ადგილიდან მიღებული ინფორმაციით, ცხედარი ტალახის მასიდან უკვე ამოიყვანეს.

მეტი...

თბილისიდან აფრენილი „აზიმუტის“ თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვის რეისს ასრულებდა, ავარიულად დაეშვა

რუსული ავიაკომპანია Azimuth-ის თვითმფრინავი, რომელიც 2 აგვისტოს საღამოს თბილისი-მოსკოვის მარშრუტს ასრულებდა, იძულებული გახდა თბილისის აეროპორტში დაბრუნებულიყო. „ეხო კავკაზას“ წყაროს ცნობით, თვითმფრინავმა აფრენის დროს შასის მექანიზმი ვერ აკეცა და აფრენიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ თბილისის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. მგზავრები რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ ახალ თვითმფრინავს, რომელმაც ისინი მოსკოვში წაიყვანა. რეისი, რომელიც თბილისის დროით 22:45 წუთზე იყო დაგეგმილი, დილის 04:35 საათზე შედგა. როგორც მედია აღნიშნავს, სოციალურ ქსელებში წერენ, რომ თბილისის აეროპორტში „აზიმუტის“ ოფიციალური წარმომადგენელი არ ყოფილა. ავიაკომპანიამ პირდაპირი ფრენები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით მიმდინარე წლის 19 მაისიდან დაიწყო.

მეტი...

სტიქიის ზონაში ერთ-ერთი ადამიანი დედას ეძებს

რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულ დედას ერთ-ერთი მოქალაქე ეძებს. როგორც ქალბატონი ცხადებს, სტიქიის ზონაში ჩარჩენილ დედას მაშველები ამ დრომდე ვერ პოულობენ. „დედა სახლში, სამზარეულოში იყო. არ ჩანს არსად, მაშველები არიან მისული, მაგრამ არ ჩანს. სახლის სახურავი ჩანს მარტო იმ ადგილზე, სხვა არაფერი“, – აცხადებს მოქალაქე. ამ დროისთვის, სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქე გაიყვანეს, მათ შორის არიან ბავშვები. ადგილზე ვითარება უმძიმესია.

მეტი...

თბილისში, ლილოს ბაზრობაზე მომხდარი დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

თბილისში, ლილოს ბაზრობაზე დღეს მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. შსს-მ მომხდარის დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მეტი...

სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი

შსს-ს ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. მათივე ცნობით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მიერ უკვე განხორციელდა 3 ფრენა და ადგილზე სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მიერ უკვე განხორციელდა 3 ფრენა და ადგილზე სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება. სტიქიის ადგილზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე და გოირგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ მღებრიშვილი იმყოფებიან და სამაშველო ღონისძიებას ხელმძღვანელობენ. ღონისძიებაში…

მეტი...

,,ივანიშვილმა გაყიდა ვერტმფრენები და ახლა ვხედავთ, საგანგებო სიტუაციების დროს პრობლემებს” – ხაბეიშვილი

,,ივანიშვილმა, გაყიდა ვერტმფრენები და ვხედავთ, საგანგებო სიტუაციების დროს პრობლემებს”. ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა შოვში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით განაცხადა. “ივანიშვილმა, გაყიდა ტყეები და არ ვიცით რა ხდება დახურულ ზონებში, ვიცით ის, რომ გაჩეხა იქაურობა, გაზიდა და გაძარცვა. გამომწვევი მიზეზებიც რეალისტურია ეს იყოს. წლებია, ივანიშვილის კომპანიებსა და კარის ბიზნესმენებს, თვალი და საჭრელი დაზგები აქვთ დადგმული რაჭაში. რუს ოლიგარქს, პუტინისტ ხიდაშელს, რაჭის ტყეების 30% გადასცა, რომელიც თბილისზე დიდი ტერიტორიაა. ივანიშვილმა, გაყიდა ვერტმფრენები და ვხედავთ, საგანგებო სიტუაციების დროს პრობლემებს ნაცვლად იმისა, რომ ამ 11 წელიწადში ათობით სამაშველო ვერტმფრენი გვეყიდა, მდიდრდება ღარიბაშვილი, კობახიძე,…

მეტი...

სტიქიის ზონიდან 40-მდე მოქალაქეა გამოყვანილი

შსს-ს პრესსამსახურის განახლებული ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონიდან უკვე 40- მდე მოქალაქეა გამოყვანილი, მათ შორის ბავშვები. სამაშველო ოპერაცია და ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება. შეგახსენებთ, რომ შოვში, სასტუმრო “სანსეტ შოვის” ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ მეწყერი ჩამოწვა. შსს-მ ადგილზე 2 ვერტმფრენი გაგზავნა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, დამეწყრილ ზონაში 16 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სასტუმრო ,,სანსეტ შოვში” 40-მდე დამსვენებლი იყო. “სანსეტში იმ მომენტში ვიყავით 38 ადამიანი. გვერდით სახლები იყო და ყველაფერი წაიღო მიწამ, მაგრამ იძახიან, რომ გადარჩნენო, ვიცი, რომ კიდევ ეძებენ ადამიანს”, – განაცხადა ერთ-ერთმა დამსვენებელმა.

მეტი...

4 აგვისტოდან რომელაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება

ნაძალადევის რაიონში, გია რომელაშვილის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა დასრულდა და ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვაც მოიხსნება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა 4 აგვისტოდან აღდგება და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც დადგენილ მარშრუტებს დაუბრუნდება. კერძოდ, ავტობუსები: N317, N375 და N386 მოსახლეობას შეზღუდვამდე არსებული სქემით მოემსახურებიან.

მეტი...

სამაშველო ვერტმფრენი სტიქიის ზონაში ჩაფრინდა

  რაჭაში ერთი სამაშველო ვერტმფრენი უკვე ჩაფრინდა. სტიქიის ზონაში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, სამაშველო ოპერაცია იწყება, რაც შეეხება მეორე ვერტმფრენს, ის სტიქიის ზონაში მალე იქნება. ადგილზე ვითარება უმძიმესია.  მაშველები სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანას ცდილობენ. კურორტ შოვში ჩარჩენილებს შორის 5 არასრულწლოვანია. სტიქიის განმეორების საფრთხე მაღალია. ჩარჩენილი ადამიანები დახმარებას ითხოვენ. დანგრეულია ხიდი, რომელიც მეწყერმა წაიღო, მოწყვეტილია უზარმაზარი მთის მასა წიწვოვან ხეებთან ერთად, რამაც ვითარება კიდევ უფრო გაართულა. დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. საუბარია დამსვენებლებზე, რომლებიც კურორტზე ისვენებდნენ.

მეტი...

,,ჯერჯერობით ცოცხლები ვართ”- რა ვითარებაა შოვში?

შოვში მყოფი მოქალაქე ფეისბუქ ლაივში აცხადებს, რომ სასტუმროში მყოფი ადამიანები კარგად არიან. მისი თქმით, ყველაფერი ჩახერგილია. ,,ყველანი კარგად არიან სასტუმროში ვინც იყო. თანამშრომლები აკეთებენ სასწაულებს. წყალი მოაქვთ, ნივთები ჩამოაქვთ, ეს არის გმირობა. ჯერჯერობით ცოცხლები ვართ” – აცხადებს შოვში მყოფი მოქალაქე ფეისბუქ ლაივში. შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა. გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 16 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის ბავშვები.

მეტი...

,,გადავარჩინეთ პატარა ბავშვი”- მეწყერი შოვში

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა. მეწყერმა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბავშვები მოიყოლა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ  გადაარჩინა ახალგაზრდა ბიჭმა ბავშვი. ,,გადავარჩინეთ პატარა ბავშვი. ვაიმე შვილო. წყალი დაალევინეთ. ყოჩაღ რა მაგარი ბიჭი ხარ, ღმერთმა გადაგარჩინოს,”- აცხადებს ადგილობრივი ვიდეოში.

მეტი...

ბულგარეთი არ არის მალდივები – არახამიამ განმარტა, რატომ არ დასაჯეს დეპუტატი ტოროხტი

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია მიიჩნევს, რომ სახალხო დეპუტატის ბოგდან ტოროხტია შვებულება ბულგარეთში იური არისტოვის მალდივებში მოგზაურობას ვერ შეედრება და ამიტომ ხალხის არჩევანის წინააღმდეგ სადამსჯელო ზომები არ გატარებულა. „მაშინ მას (ტოროხტის) შვებულება მისცეს (ბულგარეთს – რედ.), მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა ამის გაკეთება და წავიდა ბავშვისთვის, აქ დეტალებზე არ მინდა შემოსვლა. მაგრამ ბავშვის ირგვლივ სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა და თან ახლდა,”- განაცხადა არახამიამ. მისი თქმით, ტოროხტის შვებულება  მაშინ მისცეს, როდესაც ამის გაკეთება შეიძლებოდა და ის ბულგარეთში ბავშვის გამო წავიდა. ამასთან არახამია აღნიშნავს, ტოროხტის მიმართ დიდი ზეწოლა იყო. „დიახ, მისი ბრალია, მაგრამ…

მეტი...

,,ყველაფერი ჩახერგილია, საერთოდ არ არის გზა…პანიკაა, ბავშვები ღრიალებენ”- ვითარება რაჭაში

სასტუმრო სანსეტ შოვიდან ერთ-ერთი მოქალაქე ვიდეოს აქვეყნებს. მისი თქმით, ადგილზე სამაშველო სამსახურის მისვლას ელოდებიან. როოორც მოქალაქე აცხადებს, ყველაფერი ჩახერგილია. ,,პერსონალმა მაქსიმალურად გამოიყვანა ხალხი სასტუმროდან. ველოდებით სამაშველოს, რომელსაც ეგრევე დავურეკეთ და გვითხრეს გამოვიდნენო. ყველაფერი ჩახერგილია, საერთოდ არ არის გზა, ერთადერთი შანსი გადარჩენის არის სამაშველო. ძალიან ბევრი ბავშვები არიან. მდინარის ხმა ისმის, რომელიც შეიძლება ადიდდესო პანიკაა, ბავშვები ღრიალებენ”,- აცხადებს მოქალაქე ფეისბუქ ლაივში. ,,ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა”- შსს შოვში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მეტი...

,,ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა”- შსს შოვში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო შოვში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება. ,,საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოსულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით. გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია…

მეტი...

,,წუთი-წუთზე თუ არ მოვლენ ჩაგვიტანს ყველას”- რა ვითარებაა რაჭაში?

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა. გავრცელებული ინფორმაციით, მეწყერში 16 ადამიანია მოყოლილი. ,,მეწყერი ჩამოწვა, ველოდებით სამაშველოს და წუთი-წუთზე თუ არ მოვლენ ჩაგვიტანს ყველას, უამრავი ბავშვი და მოხუცია. შემოსაზღვრული ვართ, არანაირი გასავალი არაა. არის ორმეტრიანი ტალახი, რომელშიც ყველანი ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა ვერტმფრენი,”- განუცხადა “მთავარ არხს” ადგილობრივმა. რაჭაში მეწყერში 16 ადამიანი მოყვა

მეტი...

ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს, ჩვენი მთავრობის და სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურის პირდაპირი როლი არის მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება – პრემიერი

ჩვენ დღეს ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით; ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს, ჩვენი მთავრობის და სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურის პირდაპირი როლი არის მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა მისი თქმით, დღეს ქვეყანა და ზოგადად რეგიონი დიდი გამოწვევის წინაშეა. მისივე განცხადებით, ასეთ ვითარებაში მთავრობის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი არის მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება. „მოგეხსენებათ, ჩვენ დღეს ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, ჩვენი ქვეყანა, მთელი რეგიონი. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ასეთი გამოწვევა არ უნახავს ევროპის კონტინენტს და ზოგადად მთელი მსოფლიო წესრიგი არის ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს, ჩვენი მთავრობის და ამ სამსახურის პირდაპირი როლი რა თქმა უნდა არის…

მეტი...

,,ჩვენი მთავარი დევიზია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მსახურება”- პრემიერი

ძალიან ბევრი მცდელობა იყო იმისა, რომ საქართველო გამოყენებული ყოფილიყო როგორც ინსტრუმენტი ცალკეული ქვეყნების წინააღმდეგ თუ სასარგებლოდ. ჩვენი მთავარი დევიზი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მსახურება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, გეოპოლიტიკურ კრიზისებს და მიმდინარე საფრთხეებს საქართველო თავიდან აიცილებს „ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი, როცა ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები, არ ყოფილა ომი და რაიმე სერიოზული კონფლიქტი ან გამოწვევა, რაც, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ხელისუფლების სწორი ხედვის და სწორი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ ძალიან ბევრი მცდელობა იყო იმისა, რომ საქართველო გამოყენებული ყოფილიყო როგორც ინსტრუმენტი ცალკეული ქვეყნების წინააღმდეგ თუ სასარგებლოდ. ჩვენი მთავარი დევიზი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მსახურება. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ეს. იმიტომ, რომ ჩვენ ბოლო პერიოდი, 10 წელზე მეტია, ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და არა სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნო თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და თქვენი პატრიოტიზმი. ეს არის ის, რაც სჭირდება ამ სამსახურს – პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ჩვენი მთავრობის სახელით . მე მჯერა ამ გეოპოლიტიკურ კრიზისებს და ზოგადად, ამ მიმდინარე საფრთხეებს ჩვენი ქვეყანა თავიდან აიცილებს, ჩვენ უნდა გავიყვანოთ ჩვენი სახელმწიფო სამშვიდობოს, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები,”- განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

რაჭაში მეწყერში 16 ადამიანი მოყვა

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა. გავრცელებული ინფორმაციით, მეწყერში 16 ადამიანია მოყოლილი. ამასთან, ვრცელდება ინფორმცია იმის შესახებ, რომ მეწყერში მოყოლილებს შორის 6 ბავშვია. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

მეტი...

ყველა რუსმა  ოფიციალურმა პირმა რუსული ავტომობილით უნდა მართოს – პუტინი

ყველა რუსმა  ოფიციალურმა პირმა რუსული ავტომობილით უნდა იაროს – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წარმოების საწარმოების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა. „სამინისტროებმა, დეპარტამენტებმა და საქმეთა ადმინისტრაციამ მოითხოვეს შესყიდვების გაგრძელება, ფოკუსირება, ფაქტობრივად, უცხოური წარმოების მანქანებზე, ამ პრაქტიკის გაგრძელება. მე ვთქვი, რომ ეს უნდა იყოს აბსოლუტურად გამორიცხული და ყველაფერი. ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა რუსული მანქანები უნდა მართონ,”- განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, იმპორტიც საჭიროა, მაგრამ მთავარია აქცენტი შიდა მწარმოებლებზე. ,,ეს უფრო მოკრძალებული იქნება, ვიდრე ადრე, მაგრამ საშიში არაფერია. პირიქით, უფრო კარგიც არის. ყველა ჩვენ ჩინოვნიკს უნდა ესმოდეს, რომ საჭიროა რუსული ბრენდების, ავტომობილების და სხვა პროდუქციის…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. ავარიის შედეგად  დაშავდა ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, Ford-ის მარკის მსუბუქი ავტომობილი Opel Corsa-ს მარკის ავტომობილს შეეჯახა.   წყარო: მთავარი არხი

მეტი...

მარიტა მეფარიშვილის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს ბრალი კიდევ ერთ საქმეზე წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინი“-ის ექსპერტს ვ.ლ.-ს, კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინი“-ის ექსპერტმა კახეთში, სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სახურავის მოსაწყობად ჩატარებული სამუშაოებისთვის ყალბი ინსპექტირების ანგარიში მოამზადა. გამოძიების მიხედვით, ერთ-ერთი ინდ.მეწარმის მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასთან დადებული ხელშეკრულებით, სოფელ კოჭბაანში სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სახურავის მოწყობის  სამუშაოები ჩატარდა. აღნიშნული სამუშაოების ღირებულების შესაბამისობა, ბრალდებულის მიერ მომზადებული ყალბი ინსპექტირების ანგარიშისა და შესრულებული სამუშაოს აქტის მიხედვით დადასტურდა. ამასთან,…

მეტი...

სროლა ლილოს ბაზრობაზე

ილოს ბაზრობის ტერიტორიაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთი პირი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავებული კაცი, რომელიც სავარაუდოდ სავაჭრო ცენტრის თანამშრომელია, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.  

მეტი...

იტალიაში ქართველების დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავეს

იტალიაში, ტრიესტში პოლიციამ ქართველების დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავა. დაჯგუფება, რომელიც 8 ადამინისგან შედგება, 3 თვის განმავლობაში ბანდამ 22 ძარცვა და ქურდობა მოაწყო. მედიის ინფორმაციით, მათ მოიპარეს ძვირფასეულობა, საათები, ოქროს ზოდები და ნაღდი ფული ნახევარ მილიონ ევროზე მეტი ღირებულების. როგორც მედია წერს, ტრიესტის საგამოძიებო განყოფილების კარაბინერებმა ჯულიანის პოლიციის შტაბის მობილურ რაზმთან ერთად გაანეიტრალეს ქართველთა ბანდა, რომლებიც 2022 წლის ივნისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე ქალაქის ცენტრში უამრავ სახლს დაესხნენ თავს. ბანდა განსაკუთრებით მდიდრების სახლებს ძარცვავდა. დამნაშავეები იტალიური პოლიციის და კარაბინერების ერთობლივი ოპერაციის შედეგად დააკავეს.

მეტი...

,,მზად ვართ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ არასდროს გადავდგამთ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება დამაზიანებელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის” – კალაძე

„გადაწყვეტილება მიღებულია, ისევ და ისევ ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არის ჩვენს პარტნიორებთან ხელისუფლების თანამშრომლობის მაგალითი“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ შეერთებოდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთსა და ბელარუსში ავტომობილების ექსპორტის შეზღუდვას ეხება. თბილისის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მზად არის თავის პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის და თუ საჭიროა, ხარვეზების გამოსწორებისთვის, თუმცა ის არასოდეს მიიღებს ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელ გადაწყვეტილებას. „რაც შეეხება სანქციებთან მიერთებას, ჩვენ ვერ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება პრობლემური იყოს ჩვენი ქვეყნისთვის და დამაზიანებელი იყოს, თუმცა,…

მეტი...

აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი ძალაში შევიდა

აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი ძალაში შევიდა. ახალ პროტოკოლს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა უკვე მოაწერა. იშვიათი დაავადებების საკოორდინაციო საბჭოზე გაიდლაინების ეროვნულმა საბჭომ აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი 25 ივლისს დაამტკიცა. ქვეყანაშიმედიკამენტის  შემოტანის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

,,რუსეთის ხელები იდაყვებამდეა ჩაფლული ომის დანაშაულების სისხლში, ხოცვაში და ქალაქების განადგურებაში”- პოდოლიაკი

,,რუსეთი არის უდავო აგრესორი, რომლის ხელები იდაყვებამდეა ჩაფლული ომის დანაშაულების სისხლში, ხოცვაში და ქალაქების განადგურებაში,”- ამის შესახებ კრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” წერს. მისი თქმით, რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ევროპაში უკანონო, არაპროვოცირებული, ფართომასშტაბიანი ომის ერთადერთი ავტორია. ,,ნება მომეცით, შეგახსენოთ უდაო ჭეშმარიტება – არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობს რუსეთი, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც ევროპაში უკანონო, არაპროვოცირებული, ფართომასშტაბიანი ომის ერთადერთი ავტორია. რუსეთი არის უდავო აგრესორი, რომლის ხელები იდაყვებამდეა ჩაფლული ომის დანაშაულების სისხლში, ხოცვაში და ქალაქების განადგურებაში. მხოლოდ ამ ფაქტმა უნდა განსაზღვროს მსოფლიოს დამოკიდებულება ომის მიმართ, სამართლიანი შედეგები…

მეტი...

,,ადამიანებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ ჰყავთ ბატონი და არიან მონები, შეუძლებელია, თავიანთ ქვეყანას რაიმე სასიკეთო გაუკეთონ”- კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და გიორგი გახარიას პარტიის გაერთიანებით არაფერი შეიცვლება. როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განმარტა, ოპოზიციის წარმომადგენლები, რეალურად, ყოველთვის ერთი ფრთის ქვეშ იყვნენ გაერთიანებულები. „გადახედეთ ამ ადამიანების წარსულს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში, რა შეუქმნიათ. დღევანდელობასაც გადავხედოთ, რით არიან დაკავებულები. ამ გაერთიანებით არაფერი იცვლება. ეს ადამიანები ყოველთვის ერთი ფრთის ქვეშ იყვნენ, შეიძლება მოგვევლინონ სხვადასხვა პარტიის სახით, შეიძლება რაღაც პლატფორმაზე გაერთიანდნენ, მაგრამ ეს არ ცვლის შედეგს“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ წინა წლების მსგავსად, 2024 წლის არჩევნებშიც მოსახლეობის უმრავლესობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.…

მეტი...

,,დღეს ვერცერთი მაღალჩინოსანი ვერ გაბედავს, ბიუჯეტიდან დააფინანსოს საყვარლები, პირადი მასაჟი ან შვილის სწავლა”- კალაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შემოსავალი მის ქონებრივ დეკლარაციაში სრულადაა ასახული და ყველასთვის ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრემიერის შემოსავლებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც მაღალჩინოსნები ქვეყნის ბიუჯეტიდან აფინანსებდნენ, თუნდაც, საკუთარი შვილების სწავლას. „პრემიერის შემოსავალს რაც შეეხება, ყველაფერი მითითებული აქვს დეკლარაციაში. ერთ რამეს გეტყვით: დღეს საქართველოში, ვერცერთი მაღალჩინოსანი, თუნდაც პრემიერ-მინისტრი იყოს, ვერ გაბედავს, რომ ბიუჯეტიდან დააფინანსოს საყვარლები, საკუთარი თავის მასაჟი ქალბატონების ჩამოყვანით. ბევრი მაღალჩინოსანი ვიცი, რომელთაც ძალიან ნიჭიერი და წარმატებული შვილები ჰყავთ, მაგრამ ეს ვერ იქნება საბაბი იმისთვის, რომ ბიუჯეტიდან…

მეტი...

საბერძნეთში ქართველს, სირიელი მიგრანტები უკანონოდ გადაჰყავდა

საბერძნეთში, სალონიკში პოლიციამ ქართველი მძღოლი დააკავა. 46 წლის ქართველს,  ხუთი არალეგალი სირიელი ემიგრანტი გადაჰყავდა, რომელთაგან ორი არასრულწლოვანი იყო. ქართველი პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც ის მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდა. დაკავებული პროკურატურაში გადაიყვანეს.

მეტი...

ვლადიკავკაზში ჩაშლილი კონცერტის შემდეგ, მეგი გოგიტიძე კონცერტს ბათუმში აანონსებს

ვლადიკავკაზში ჩაშლილი კონცერტის შემდეგ, მეგი გოგიტიძე კონცერტს ბათუმში აანონსებს. როგორც მომღერალი სოციალურ ქსელში აცხადებს,  კონცერტი 19 აგვისტოს, საზაფხულო თეატრში გაიმართება. შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალში პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების პროტესტის შემდეგ, ვლადიკავკაზში მეგი გოგიტიძესა და დავით კენჭიაშვილს კონცერტები გაუუქმეს. კონცერტები ვლადიკავკაზში, რესტორან თორნეში, 16 და 25 აგვისტოს უნდა გამართულიყო. პროტესტის შემდეგ მეგი გოგიტიძეს ვლადიკავკაზში კონცერტი გაუუქმეს

მეტი...