გარემოს ეროვნული სააგენტო შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენების შესახებ პირველად შეფასებას აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტო 3 აგვისტოს, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენების პირველად შეფასებას აქვეყნებს. დასკვნაში აღნიშნულია, რომ 3 აგვისტოს, მდ. ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება. „ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი…

მეტი...

ავტობანის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი 8 აგვისტოს დროებით ჩაიკეტება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2023 წლის 8 აგვისტოს 00:00 საათიდან დილის 6 საათამდე, ავტობანის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი ჩაიკეტება. ავტოტრანსპორტი ჯაპანა-ლანჩხუთის ძველი გზით იმოძრავებს. „დროის აღნიშნულ პერიოდში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის (ასაქცევი) საავტომობილო გზიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ჯაპანა (კმ15)- ლანჩხუთის (კმ31) მონაკვეთზე“, – ნათქვამია განცხადებაში. უწყების ცნობით, ავტობანის დროებით ჩაკეტვის მიზეზი „ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე (კმ75 პკ4-ში) მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე სავალი ფენილის შეკეთების სამუშაოებია“.

მეტი...

სტიქიის ზონაში დაკარგული და-ძმა ყარალაშვილების გარდაცვალება დადასტურდა

ონის მუნიციპალიტეტში, შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილებს შორის არიან და-ძმა, გიორგი და სოფო ყარალაშვილები. ინფორმაციას ამის შესახებ ახლობლები ადასტურებენ.

მეტი...

ცოლი ხეზე აიყვანა და სხვების დასახმარებლად წასულა – რას წერენ გმირულად დაღუპულ ბიჭზე

ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, შოვში მომხდარ სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი გიორგი გოგინაშვილია. „ამ გმირ ბიჭზე უნდა დავწერო, გიორგი გოგინაშვილზე. შოვის სტიქიის დროს თავად სამშვიდობოს გავიდა, მაგრამ ადამიანები ვერ დატოვა მარტო… ცოლი ხეზე აიყვანა და უკან შებრუნდა სხვების დასახმარებლად. ის სხვები გადაარჩინა დედა-შვილი და ერთი ქალბატონი, შემდეგ კი ცოლთან დაბრუნებულა ისევ. სწორედ ამ დროს ემსხვერპლა სტიქიას. წაუღია ის ხე მეწყერს. ყოველთვის ასეთ გმირებზე იდგა, ახლაც ასეთ გმირებზე დგას და მომავალშიც ასეთ გმირებზე იდგება საქართველო. მარადიული ხსოვნა ამ გმირ ბიჭს. ძალიან ძნელია საკუთარ თავში იპოვო ძალა, რომელიც სიკვდილის…

მეტი...

სტიქია ავსტრიაში – არის მსხვერპლი

ავსტრიაში, კარინტიის პროვინციაში, წყალდიდობისა და მეწყერის გამო დაახლოებით 80 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ვრცელდება ცნობა ორი დაღუპულის შესახებაც. ჩახერგილია გზები, დატბორილია სახლების სარდაფები და პირველი სართულები. მეწყერი მთის ფერდობზე ჩამოწვა. სტიქიასთან საბრძოლველად მაშველებთან ერთად ჯარია მობილიზებული.

მეტი...

7 აგვისტოს, სტიქიის ადგილას ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი დიდ პანაშვიდს შეასრულებს

7 აგვისტოს, შოვში, სტიქიის ადგილას ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი სამღვდელოებასთან ერთად დიდ პანაშვიდს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „მსახურება 16:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტო, ორშაბათი, გამოცხადებულია გლოვის დღედ“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

მეტი...

შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის ქვეშ,  გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება რამდენიმე ეტაპად შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,  ხიდის ქვეშ,  გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება რამდენიმე ეტაპად შეიზღუდება. პირველ ეტაპზე,  მიმდინარე წლის 6 აგვისტოდან 16 აგვისტომდე პერიოდში, შეზღუდვა შეეხება  დავით ბაქრაძის ქუჩის ნაწილს,  სადაც ავტომანქანების  გადაადგილება შესაძლებელი იქნება მოძრაობის საპირისპირო მხარეს, დავით ბაქრაძის ქუჩიდან  აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მიმართულებით. ასევე, შეიზღუდება გადაადგილება აკაკი ბელიაშვილიდან დავით ბაქრაძის ქუჩაზე  ჩამსვლელი ავტომანქანებისთვის, რომლებსაც მოძრაობა შეეძლებათ გრიგოლ რობაქიძის გამზირის მიმართულებით.

მეტი...

,,სტიქიის ზონის გარშემო რამდენიმე ახალი გზა გაიჭრა” – შალვა პაპუაშვილი

სტიქიის ზონის მონახულების შემდგე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ადგილზე მისასვლელად სტიქიის ზონის გარშემო რამდენიმე ახალი გზა გაიჭრა, რაც მძიმე ტექნიკის და ცოცხალი ძალის ადგილზე მისვლას გააადვილებს. მისივე თქმით, ინტენსიური სამუშაოები ასევე მიმდინარეობს ე.წ კალცის წყლის ტერიტორიაზეც, რადგან ეს ადგილი დამსვენებლების თავშეყრის ერთ-ერთი ლოკაცია იყო. ”დღესაც ნახეთ თქვენ, რომ ხიდი არის უკვე მოწყობილი, ძალიან ბევრი ტექნიკაა ჩართული. ასევე მაშველები,  სამხედროები მუშაობენ ინტენსიურად, რომ იპოვონ ყველა დაკარგული პირი. ჭანჭახის მარცხენა სანაპიროზე გაიჭრა ახალი გზა. ვინაიდან მარჯვნივ იყო გზა, რომელიც სრულად დაიტბორა. მარცხენა სანაპიროზე გაიჭრა…

მეტი...

,,ამ ეტაპზე გზის 70%-ია გაყვანილი, რაც აადვილებს სამძებრო სამუშაოების დაჩქარებას” – მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს  და ეტაპობრივად ხდება პერიმეტრის გაფართოებაც. მისი თქმით, ამ ეტაპზე გზის 70%-ია გაყვანილი, რაც აადვილებს სამძებრო სამუშაოების დაჩქარებას. სამძებრო სამუშაოების შედეგად კი დღეს, 6 აგვისტოს ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი ცხედარი იქნა ნაპოვნი. ”დილიდან მოხერხდა მოზარდის ცხედრის ამოსვენება სტიქიის ზონაში, გადასვენებულია პროზექტურაში. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიებები. ეტაპობრივად ვაფართოებთ პერიმეტრს. ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ცხედარია ნაპოვნი. გზა ბოლომდე მიყვანილი არ არის, თუმცაღა ძირითადი, დაახლოებით გზის  70% გაყვანილია და მიმდინარეობს ამ წუთებშიც გზის გაყვანა”, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

მეტი...

შოვში დაღუპულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაადასტურა, რომ შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანის ცხედარიც იპოვეს. თუმცა, ბურჭულაძეს მათი რაოდენობა ან ვინაობა არ დაუკონკრეტებია. “მობილიზება გვაქვს გამოცხადებული. იცით თქვენ, რომ ის სრული შემადგენლობა, რაც გავითვალისწინეთ ჩვენ აღნიშნული სტიქიის აღმოსაფხვრელად უკვე ადგილზეა. ჩვენ გაშლილი გვაქვს საფეხმავლო ხიდი ლამზე გადასაადგილებლად. საჭიროების შემთხვევაში კიდევ მოვიტანთ ანალოგიურ ხიდებს და გავშლით. აქ მობილიზებულია დაახლოებით 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა, რომლებიც მუშაობენ. მე კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. დიდი უბედურება ტრიალებს რაჭაში და მთელი საზოგადოება არის ამით შოკირებული. ძალიან ემოციურია აქ ყოფნა, არასრულწლოვანის რამოდენიმე ცხედარი ამოვიყვანეთ”, –…

მეტი...

შოვში 60 წლის მარინა ხორბალაძის ცხედარიც ამოიცნეს

სამირა ისაევას ძმის ინფორმაციით, ამოცნობილია კიდევ ერთი ცხედარი და ის 60 წლის მარინა ხორბალაძეა. თავად 18 წლის ისაევას ცხედარი კი დღეს მამამ ამოიცნო. ინფორმაციას ამის შესახებ, “ინფო რუსთავი” ავრცელებს. “დილით დაგვიკავშირდნენ ცხედრის ამოცნობაზე და მამაჩემმა ამოიცნო. დაახლოებით 1 საათია ქუთაისის პროზექტურიდან გამოიყვანეს. ასევე ამოიცნეს ჩემი მეზობლის ცხედარი. როგორც გვითხრეს, ცხედრები ერთ პერიმეტრზე ნახეს, სხვა გარდაცვლილი რუსთაველების შესახებ არაფერი ვიცი. ზოგი ცხედარი ძალიან დასახიჩრებულია და ჭირს ამოცნობა. აქ პროზექტურაში ძალიან ბევრი ადამიანია და ცდილობენ რომ ყველა ცხედარი ამოიცნონ”, – განაცხადა ისკანდერ ისაევმა.

მეტი...

საძიებო სამუშაოები 7 პრიორიტეტულ ადგილას მიმდინარეობს – გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით,  რაჭის სტიქიის ზონაში ამ დროისათვის სულ მობილიზებულია 78 ერთეული მძიმე ტექნიკა. ტექნიკის მობილიზება და მუშაობა, საძიებო სამუშაოებისათვის მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ 7 მდებარეობაზე. მათივე ცნობით, დროებითი ხიდის მიმდებარედ, გრძელდება მდინარის კალაპოტის ფორმირებისა და მჟავე წყლებთან შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოები. ძებნისა და კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე დღვიორაზეც დამატებითი და გაფართოებული დავალებებისათვის ადგილზე მობილიზებულია დამატებითი რესურსი.

მეტი...

“ცხედრების ნაწილი დაზიანებულია და მათი იდენტიფიცირებისთვის დნმ-ის ჩატარებაა საჭირო” – ზურაბ აზარაშვილი

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 18 ცხედრიდან 12-ის ვინაობა უკვე დადგენილია. მათ შორისაა – ნინო კენჭაძე, ალინა პოლიკოვსკა, გიორგი გოგინაშვილი, ქსენია ტრიჩევა და დავით ბერიაშვილი. დაღუპულებს შორისაა უკრაინის მოქალაქე ალინა პოლიკოვსკა და რუსეთის მოქალაქე  ქსენია ტრიჩევაა. საკუთარი ქვეყნის მოქალაქის გარდაცვალებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. გარდაცვლილები ამ დროისთვის ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში არიან გადასვენებული. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ცხედრების ნაწილი დაზიანებულია და მათი იდენტიფიცირებისთვის დამატებითი კვლევა, მათ შორის დნმ-ის ტესტის ჩატარებაა საჭირო. “გადასვენებულები არიან პროზექტურაში და მიმდინარეობს ამოცნობილი სამუშაოები. პრობლემა არის, იმიტომ, რომ დღის განმავლობაში დღეს, ზოგიერთი ცხედარის, სხვადასხვა ნაწილები…

მეტი...

შოვში დაღუპულთაგან კიდევ 5 ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა, თუმცა, ვინაობა ჯერჯერობით უცნობია

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, რაჭაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დაღუპულებიდან კიდევ 5 ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა, თუმცა მათი ვინაობა ჯერ უცნობია. სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დაკარგულების კვალზე გასასვლელად თავდაცვის ძალები, მაშველები და მძიმე ტექნიკა მუშაობს. პარალელურად, ცდილობენ, რომ ტერიტორია გაასუფთავონ მიწის მასისგან.

მეტი...

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპული ლუკა

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან ერთ-ერთი პატარა ლუკაა. მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 20-მდე ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. რაჭაში, შოვში მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს განვითარდა.

მეტი...

,,აჯობებს ამაზე სპეციალისტებმა და ექსპერტებმა ისაუბრონ” – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, წინა დღეების განმავლობაში შოვში წყლის დონის მატება ან კლება არ დაფიქსირებულა. თუმცა, კობახიძის თქმით, აჯობებს ამაზე სპეციალისტებმა და ექსპერტებმა ისაუბრონ. “რაც შეეხება შეფასებებს, ანალიზებს და ა.შ. აჯობებს, რომ ამაზე ისაუბრონ სპეციალისტებმა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა, ჯობია, რომ სპეციალისტებმა, ექსპერტებმა, კომპეტენტურმა ადამიანებმა ისაუბრონ ჩვენს მაგივრად ამ ყველაფერზე. რაც შეეხება წყლის დონეს, რაზეც იყო უამრავი სპეკულაცია თითქოს წინა დღეებში ჯერ ითქვა, რომ იყო მომატებული, მერე ითქვა, რომ საერთოდ არ მოდიოდა მდინარე. ეს ყველაფერი გაირკვა, რომ იყო სპეკულაციები. წყალმზომები აფასებენ, წყალმზომებით იზომება,…

მეტი...

,,შოვი ყველანაირად განადგურებულია და ღვარცოფით არის დაფარული” – კახა კალაძე

თბილისი მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ სტიქიისა და უბედურების დაზღვევა შეუძლებელია. “შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ შოვი არ არსებობს, განადგურებულია ყველანაირად. ღვარცოფით არის დაფარული. ალბათ, თქვენც გქონდათ შესაძლებლობა გენახათ თუ რა მასშტაბებზეა საუბარი და რამხელა უბედურება დაატყდა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს რეგიონს და მხარეს. სლოვენიაშიც უდიდესი სტიქია მოხდა. იტალიაში რამოდენიმე თვის წინ ღვარცოფი, წყალმოვარდნა და უდიდესი უბედურება დატრიალდა. სამწუხაროდ, დავაზღვიოთ სტიქია და ეს უბედურება, შეუძლებელია”, – განაცხადა კალაძემ.

მეტი...

ქობულეთში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

ხანძარია ქობულეთში. ცეცხლი ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელში გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას TV25 ავრცელებს. არსებული იფნორმაციით, ხანძარმა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ინვენტარი გაანადგურა. შედეგად, არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში შოვში დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში და სტიქიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს. “ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრალებული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დამანგრეველი მეწყერის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. თანადგომას ვუცხადებთ სამაშველო ოპერაციის მონაწილეებს და იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქიის ზონაში დაკარგულები უვნებლად შეძლებენ თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

,,სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და მთავრობას, გარდაცვლილთა ნათესავებს და ახლობლებს” – ბრუნო როდრიგესი

კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრუნო როდრიგესი შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს. “მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭის რეგიონში მეწყრის შედეგად დაღუპულების, უგზო-უკვლოდ დაკარგულებისა და მატერიალური ზარალის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და მთავრობას, გარდაცვლილთა ნათესავებს და ახლობლებს”, – წერს ბრუნო როდრიგესი Twitter-ზე.

მეტი...

სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ,  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა დაადასტურა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, რაჭაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველები 20-მდე ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ.

მეტი...

,,აღვავლენთ ლოცვას დაღუპულთათვის, დაშავებულებისთვის და დაკარგულთა გადასარჩენად” – პაპის სადესპანო შოვზე

პაპის სამოციქულო ნუნციატურა საქართველოში განცხადებას ავრცელებს და შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს. “საქართველოში წმინდა საყდრის ნუნციო გლოვობს და შოვის რაიონში სტიქიის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო სამძიმარს გამოხატავს. აღვავლენთ ჩვენ ლოცვას დაღუპულთათვის, დაშავებულებისთვის და დაკარგულთა გადასარჩენად”, – წერია პაპის სადესპანოს განცხადებაში.

მეტი...

ხარკოვში საჰაერო განგაშია გამოცხადებული

ხარკოვში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ინფორმაცია ამის შესახებ, რამდენიმე უკრაინულ ტელეგრამ არხზე ვრცელდება. მედიის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის საფრთხე მაღალია. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ დატოვონ თავშესაფარი.

მეტი...

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან ერთ-ერთი დავით ბერიაშვილია

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან ერთ-ერთი დავით ბერიაშვილია. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება და ნათქვამია, რომ ცხედარი დედამ ამოიცნო. არსებული ინფორმაციით, დავით ბერიაშვილი შოვში გიორგი და სოფო ყარალაშვილებთან ერთად იმყოფებოდა. მათ შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი.

მეტი...

სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური განათებების საშუალებით მიმდინარეობდა

შოვში, სტიქიის ზონაში, მთელი ღამის განმავლობაში, სპეციალური განათებებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ძებნა-შველის ღონისძიება. შსს-ს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ონის მუნიციპალიტეტში მეოთხე დღეა, უწყვეტ რეჟიმში აწარმოებენ სამაშველო ღონისძიებას. ცნობისთვის, მაშველების მიერ ამ დროისთვის 17 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 20-მდე ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. რაჭაში, შოვში მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს განვითარდა.

მეტი...

,,არაერთი ქვეყანაა, რომელსაც შეგვიძლია მივმართოთ, უბრალოდ ამის საჭიროება არ არსებობს” – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოებისთვის ყველა საჭირო ტექნიკა მობილიზებულია და სხვა ქვეყნებისთვის დამატებითი ტექნიკისა და ვერტმფრენის თხოვნის საჭიროება არ არის. “საჭიროება რომ იყოს, არანაირი პრობლემა არ არის. არაერთი ქვეყანაა, რომელსაც შეგვიძლია მივმართოთ და ბუნებრივია, დახმარების ხელს აუცილებლად გამოგვიწვდიან, უბრალოდ ამის საჭიროება ნამდვილად არ არსებობს გამომდინარე სამუშაოების სპეციფიკიდან”, – განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, მაშველები ამ დრომდე კიდევ 19 ადამიანს ეძებენ.

მეტი...

,,სტიქიის ზონაში დაკარგულებს შორის შვიდი თუ რვა ბავშვია” – ზურაბ აზარაშვილი

შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულებს შორის 7-8 ბავშვია. ამის შესახებ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. “მიუხედავად ამ რთული პირობებისა, ვცდილობთ, მაქსიმალურად ჩართული იყოს მძიმე ტექნიკა და იქნებ ადამიანების ამოყვანის ყველა ის შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ცხედრების ამოცნობასთან დაკავშირებით პრობლემაა, რადგან დღის განმავლობაში ზოგიერთი ცხედრის სხავდასხვა ნაწილები იქნა აღმოჩენილი და იქ სხვადასხვა ეტაპებია გასავლელია. ერთ-ერთი დნმ-ის ანალიზია, რომლითაც უნდა დადგინდეს ესა თუ ის ცხედარი ვის ეკუთხვნის. დასახიჩრებული ცხედრებიც გვაქვს. დაკარგულებს შორის არის შვიდი თუ რვა ბავშვი. გარდაცვლილებს შორის არ ვიცი, არიან თუ არა ბავშვები”, – განაცხადა აზარაშვილმა.

მეტი...

მეწყრის შემდეგ მდინარის კალაპოტი 6-ჯერ გაიზარდა – ფოტო სატელიტიდან

სატელიტ Landsat 9-ის 27 ივლისის და 4 აგვისტოს გამოსახულებების მიხედვით სტიქია ჩაისახა შოვიდან უფრო შორს ვიდრე 7 კმ, მყინვარიდან მაქსიმუმ 1.5 კმ-ში. ადგილზე, რომელიც ღრუბლებს შორის ჩანს მდინარის კალაპოტის სიგანე 6-ჯერაა გაზრდილი, რაც უჩვეულოდ დიდი მოცულობის ნაკადის ჩავლას მიუთითებს. გართულების ერთ-ერთ ადგილად შოვიდან ორიოდ კილომეტრში არსებული მეწყრული ფერდებიც განიხილებოდა, თუმცა როგორც ჩანს პროცესები აუზის ბევრად ზედა ზონაში დაიწყო. სატელიტიდან მიღებული ინფორმაცია – როგორ ჩაისახა მეწყერი?!  

მეტი...

სატელიტიდან მიღებული ინფორმაცია – როგორ ჩაისახა მეწყერი?!

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი​ს გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი მეწყრის წარმოშობასთან დაკავშრებით, სატელიტიდან მიღებულ ინფორმაციას ავრცელებს. „ვერტმფრენის კადრების პარალელურად დაგვეწია დღეს შუადღის 12 საათის სატელიტური გამოსახულებაც, სადაც ჩანს რომ ბუბისწყლის სათავის ორი ტოტიდან სტიქიური პროცესები ჩაისახა აღმოსავლეთ ტოტზე“ – წერს სუხიშვილი.  

მეტი...

„2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში“ – სიკვდილს გადარჩენილი

ერთ-ერთი, ვინც შოვის ტრაგედიას გადაურჩა, მარიამ ბერიანიძე და მისი ოჯახია. ტალახის ზვინიდან ამოყანილი ოჯახი რაჭველ ბიჭებს  მადლობას უხდის სიცოცხლის გადარჩენისთვის. “გამარჯობა, მე ერთ-ერთი ადამიანი ვარ იმ 16-დან, რომელიც მეწყერში მოყვა და გადარჩა. გადავრჩით მთელი ოჯახი – მე, მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი. მინდა, მადლობა გავუხადო რაჭველ უმაგრეს ბიჭებს. ვიცი მხოლოდ ერთის სახელი ლაშა, რომელიც ჰალკივით დაკუნთულია და ჩვენთვის იმედის ნაპერწკალი იყო. 2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში, უცებ ვხედავთ ამ ლაშას და კიდევ მათ რამდენიმე მეგობარს, რომლებიც შოვის ტყიდან გადმოვიდნენ და დანგრეული კოტეჯების ფიცრებით ბილიკი გაგვიკეთეს. სიხარულისგან ვბღაოდით.…

მეტი...