,,ქართველი საპენსიო ფონდის სქემის მონაწილეები გახდებიან ისეთი კომპანიის მფლობელები, როგორიცაა ტოიოტა, სამსუნგი, ეფლი”- გოგა მელიქიძე

საპენსიო აქტივების მართვის წესი იცვლება – საპენსიო სქემაში მონაწილეთა საპენსიო დანაზოგები სამ სხვადასხვა – მაღალრისკიან, საშუალორისკიან და ნაკლებადრისკიან პორტფელებში გადანაწილდება.

საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი, გოგა მელიქიძე აცხადებს, რომ დანაზოგებს სხვადასხვა რისკის პროფილში გადანაწილების შემდეგ დაკარგვის საფრთხე არ ემუქრებათ. მისი თქმით, მაღალრისკიანი  პორტფელის მონაწილეები გრძელვადიან პერსპექტივაში, საკმაოდ მაღალ ზრდას ნახავენ.

,,მონაწილეთა დანაზოგების ინვესტირება არცერთ შემთხვევაში არ მოხდება რისკიან პროექტებში, არამც და არამც. გამოვიტანეთ ის პოტენციური სტრატეგიული პორტფელი, რასაც ნიშნავს მზარდი პორტფელი ანუ მაღალრისკიანი პორტფელი, რომ ინვესტირება მოხდება გლობალურ აქციებში და ქართველი საპენსიო ფონდის სქემის მონაწილეები გახდებიან ისეთი კომპანიის მფლობელები, როგორიცაა ტოიოტა, სამსუნგი, ეფლი – ამ კომპანიების აქციების ფასი ყოველდღე იცვლება ბაზარზე, ეს პორტფელი უფრო მერყევი იქნება, მაგრამ ის, რომ დავუკარგავთ დანაზოგს, ეს ასე არ არის, მცდარი ინფორმაციაა.

ნამდვილად არ ემუქრება დაკარგვა ან ჩავარდნა, პირიქით, ამ პორტფელში მონაწილეები გრძელვადიან პერსპექტივაში, საკმაოდ მაღალ ზრდას ნახავენ. ეს არ არის საპენსიო სააგენტოს მოგონილი, ან კიდევ ჩვენი კანონის „ნოუ ჰაუ“, ასე მუშაობს მსოფლიოში ნებისმიერი საპენსიო ფონდი. პასუხისმგებლობის ნაწილში არაფერი არ იცვლება, არცერთი პასუხისმგებლობა არ გადადის მონაწილეზე, როგორც აქამდე ჩვენ ვმართავდით ამ თანხას და ვიყავით პასუხისმგებელი კანონით, ეს იგივე რჩება, მონაწილეს მიეცა მეტი არჩევანის უფლება,“ – აცხადებს გოგა მელიქიძე.

მსგავსი თემები