,,ცხედარი ეპიცენტრიდან თითქმის 60 კმ-ის მოშორებით”- ზაზა მესხის დაღუპვა დადასტურდა

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ 31 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 2 პირს. როგორც ჟურნალისტი ლაშა ბერულავა წერს, ზაზა მესხის დაღუპვა დადასტურდა – მისი ცხედარი ეპიცენტრიდან თითქმის 60 კმ-ის მოშორებით, 24 აგვისტოს იპოვეს.

“რამდენიმე დღის წინ, ქალბატონის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან ეწერა “ზაზა”.
გუშინ მამაკაცის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან აწერია “ალინა”.
ეს ზაზას და ალინას სურათია, ორთავე ბეჭდით ერთად, ახლახან, ზაზას 50 წლის იუბილეზე გადაღებული.
– განისვენოს შენმა სულმა იქ, სადაც მართალნი განისვენებენ…”,- წერს სოციალურ ქსელში  ზაზა მესხის ოჯახის ახლობელი.

მსგავსი თემები