რას ამბობს მამუკა მდინარაძე დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით

დაგროვებითი პენსიის არსებული მოდელი ძალაში 2028 წლის პირველ იანვრამდე დარჩება. მეორე მოსმენით კანონპროექტის განხილვა ჯანდაცვის კომიტეტზე სექტემბრის პირველ კვირაში იგეგმება. პროექტის მიხედვით, ყველა მოქალაქის დაგროვებითი პენსია ავტომატურად დაბალ რისკიან პორტფელში მოხვდება. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპენსიო სააგენტოს საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია მართებდა. ,,საპენსიო სააგენტოს საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია მართებდა. სანამ საქართველოს ყველა მოქალაქე არ იქნება დარწმუნებული რას აკეთებს, თავის დანაზოგთან დაკავშირებით მანამდე არანაირი გადაწყვეტილება არ შეიძლება მიიღო- რადიკალური და გარდამტეხი. არ არის სწორი, როდესაც ერთი მხრივ ეუბნები რა კარგია რაღაც და მეორე მხრივ არ აყენებ საქმის კურსში, რომ ჯერ…

მეტი...

წყალი 14 საათით შეწყდება – GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

30 აგვისტოს, აღმაშენებლის ხეივანზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილი, რომელიც ვაკე-საბურთალოს ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა. GWP-ს ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. „გადაუდებელი სამუშაოები დღეს, 30 აგვისტოს საღამოს 21:00 საათიდან დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 30 აგვისტოს საღამოს 21:00 საათიდან, ხვალ, 31 აგვისტოს დილის 11:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკე-საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას I და II კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას გამზირის, III და V კვარტლების ნაწილს, ქავთარაძის ქუჩის და ყაზბეგის გამზირის ნაწილს. ნუცუბიძის…

მეტი...

კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების მოსაწყობად ახალი პროგრამა იწყება

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების“ სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში პროგრამის ,,დანერგე მომავალი’’ მეშვეობით, 2,500 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენდა მოცვის კულტურა. მომავალ წლებში საპროგნოზო მოსავალი დაახლოებით 20-25,000 ტონას შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან განხორციელდა 18 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების 3,000 ტონა მოცვის ექსპორტი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 118% -ით აღემატება. „სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებული ბაღების სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდგომ ჩვენ გვექნება მოცვის საკმაოდ დიდი მოსავალი. რაც, რა…

მეტი...

თბილისის აეროპორტში, გერმანიიდან დეპორტირებული ქართველების თვითმფრინავი დაეშვება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიიდან დეპორტირებული ქართველების თვითმფრინავი დაეშვება. არსებული ინფორმაციით, ბორტზე საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იმყოფება. ქართველების დეპორტაცია გერმანიიდან, სავარაუდოდ, ბერლინის ახალ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რის მიხედვითაც, გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ოფიციალური ბერლინის განცხადებით, ამ ქვეყნების მოქალაქეებს სამშობლოში დევნა არ ემუქრებათ.

მეტი...

ფლორიდას ქარიშხალმა ,,იდალიამ” გადაუარა

ფლორიდის დასაველთით, კიტონის სანაპიროს ქარიშხალმა ,,იდალიამ” გადაუარა. არსებული ინფორმაციით, ქარიშხალი მესამე კატეგორიისაა და 125 მილი/სთ სიჩქარით მოძრაობს. სიჩქრის გამო ქარიშხალი ბოლო 125 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერად დასახელდა. ,,იდალია” მესამე ქარიშხალია, რომელიც ფლორიდას ბოლო 12 თვის განმავლობაში დაატყდა თავს. ცნობისთვის, ფლორიდას 2022 წლის სექტემბერში ქარიშხალმა ,,იანიმ”, 2022 წლის ოქტომბერში კი ქარიშხალმა ,,ნიკოლიმ” გადაუარა.

მეტი...

ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის დიდგვაროვნის სამარხი აღმოაჩინეს

გორში, სოფელ ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის დიდგვაროვნის სამარხი აღმოაჩინეს. ცნობილია, რომ აღმოჩენა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, არქეოლოგიური გათხრების დროს მოხდა. ,,გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეორე წელია, ქვემო ნიქოზში მიმდინარეობს არქეოლოგიურლი გათხრები, რომლის ფარგლებში აღმოჩენილია რეგიონში პირველი, შუაბრინჯაოს ხანის დიდგვაროვნის სამარხი, უნიკალური არტეფაქტებით”, – ნათქვამია უნივერისტეტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მეტი...

პრიგოჟინის შემდეგ, პუტინი კადიროვს მოკლავს

,,ვაგნერის” დაჯგუფების დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკვე ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს მოკლავს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ამის შესახებ ვარაუდებს გამოთქვამს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი დმიტრო გუდკოვი. კრემლის ოპონენტის თქმით, პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ, რუსული ძალაუფლების აპარატი ახლა სწორედ სხვა, გავლენიანი პირების წინააღმდეგ იქნება მიმართული, რომლებიც მის არსებობას ემუქრებიან. მათივე ცნობით, სწორედ ასეთი პიროვნებაა კადიროვი, რომელიც წლების მანძილზე პრიგოჟინის მოკავშირედ ითვლებოდა და მას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ კამპანიაშიც მხარს უჭერდა. რუსი ოპოზიციონერი ამბობს, რომ ის რუსეთის მთავრობაში ბევრს…

მეტი...

„თუ ათი წლის წინ მევენახეებს ჰქონდათ დაახლოებით 35-40 მილიონი ლარი შემოსავალი, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 270 მილიონი ლარი იყო“-შამუგია

„ბოლო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 50 ათასი ტონა ყურძნის მოსავლიდან გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და წელს, დაახლოებით 260 ათასი ტონა შეადგინა“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ უპრეცედენტოა ის მხარდაჭერა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის სფეროს აქვს, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით. „ბოლო პერიოდში სხვადასხვა კითხვა გვესმის ყურძენთან, რთველთან, ხორბალთან, თხილთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების მხრიდან ამ საკითხების პოლიტიზირება ხდება. მე მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ უპრეცედენტოა ის მხარდაჭერა, რომელიც, ზოგადად,…

მეტი...

„სახელმწიფო მიმდინარე წელს მიზნობრივად და სწორად დაეხმარა მეთხილე ფერმერებს და საჭიროების შესაბამისად გავაგრძელებთ შემდგომ მხარდაჭერას“- ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან მეთხილეობის დარგის განვითარების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა. „თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო კულტურაა, რომელის ექსპორტის 70%-ზე მეტი სწორედ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. წლების წინ, ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევა აზიური ფაროსანას სახით, თუმცა შემდგომ დავიწყეთ პროგრამა და სახელწმიფო ყოველწლიურად მნიშვნელოვან რესურსს მიმართავს ამ მავნებელთან საბრძოლველად. თუმცა ეს საკმარისი არაა, მნიშვნელოვანია თვითონ ფერმერების მიერ მათი ბაღების მოვლა. ჩვენ 2021 წელს გვქონდა კარგი მოსავალი, დაახლოებით 46 ათასი ტონა, შესაბამისად ექსპორტის მაჩვენებელიც კარგი იყო და ხარისხიც უკეთესი, თუმცა 2022 წელს სხვადასხვა ფაქტორებიდან…

მეტი...

„სახელმწიფო ილტოს წყალსაცავის მშენებლობისთვის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას განახორციელებს“- ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ილტოზე ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიწყება. „ჩვენ ვაკვირდებით, რომ კლიმატის ცვლილებს ფონზე ყოველწლიურად წყლის მნიშვნელოვანი დეფიციტია მდინარეებში, მათ შორის მდინარე ალაზანში, ეს განსაკუთრებით ივლის-აგვისტოშია, გვალვის პერიოდში. მთელი მსოფლიოს მიდგომა არის, რომ ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას, რათა წყლის რესურსები დაგროვდეს და შესაბამისი წყალსაცავების მშენებლობა მოხდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი კვლევის დაწყება, რომ შევისწავლოთ მდინარე ილტოზე შესაბამისი წყალსაცავის მშენებლობის საკითხი, რომელიც უნდა მოემსახუროს ზემო და ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის დაახლოებით 40 ათას ჰექტარ ფართობს.…

მეტი...

პრეზიდენტს ვიზიტებზე უარი ეთქვა – მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება

საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცახდებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  სალომე ზურაბიშვილს გერმანიაში ვიზიტზე 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი. ,,გვსურს გამოვეხმაუროთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობას აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით წინადადებით 2023 წლის 12 ივლისს მიმართა, რაზეც საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის თანახმად. ასევე, პრეზიდენტს ოფიციალურად,  წერილობით  ეთქვა უარი 22-24 აგვისტოს უკრაინაში, 16 სექტემბერს შვეიცარიის კონფედერაციაში, 2-3 ოქტომბერს პოლონეთის რესპუბლიკაში, 4-6 ოქტომბერს ბელგიის სამეფოში, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით დანიის სამეფოში და 1-2 დეკემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტებზე. სალომე ზურაბიშვილს ასევე უარი ეთქვა 27-29 სექტემბერს ბულგარეთის რესპუბლიკაში, 10-12 დეკემბერს ჩეხეთის…

მეტი...

მშვიდობის საუკეთესო გარანტია ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნება და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტაა – ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დაჟინებით მოითხოვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან უკრაინის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე “შეთანხმების” დადებას. ამავე დროს, ორბანი უარყოფს უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანებას და კიევის პრეტენზიებს ოკუპირებულ ყირიმზე. ,,ჩვენ უნდა გავაფორმოთ შეთანხმება რუსებთან უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე, რათა უკრაინის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი უზრუნველვყოთ, მაგრამ არა ნატოში გაწევრიანება“, – განაცხადა ორბანმა. მისივე თქმით, “მშვიდობის საუკეთესო გარანტია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნება და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტაა”.  

მეტი...

გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

გერმანიის მთავრობა საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ამრიგად საქართველო და მოლდოვა თავშესაფრის მაძიებლების განცხადებებს გერმანია დაჩქარებულად განიხილავს, რაც გამოიწვევს იმ ადამიანების სწრაფ დეპორტაციას, რომლებსაც თავშესაფრის მიღებაზე უარს ეტყვიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2022 წელსა და 2023 წლის პირველ ნახევარში ორივე ქვეყნიდან განცხადებების 99,9% უარყოფილია. მათივე ცნობით, გერმანიაში თავშესაფარი გასულ წელს 8 865-მა საქართველოს და 5 218-მა მოლდოვის მოქალაქემ მოითხოვა. გერმანია საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებას გეგმავს

მეტი...

კონსტიტუციის დარღვევა იმპიჩმენტის საფუძველია, თუმცა იმპიჩმენტის თემას არ დავძრავთ – მამუკა მდინარაძე

კონსტიტუციის დარღვევა იმპიჩმენტის საფუძველია, თუმცა იმპიჩმენტის თემას ერთადერთი მარტივი მიზეზით არ დავძრავთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ჰგონია, რომ თუ ქვეყნის შიგნით ცუდ რაღაცებს ილაპარაკებს, ეს ქვეყნის გარეთ არ გადის. „იმპიჩმენტის შემთხვევაში საჭიროა ოპოზიციის ხმები და მაშინ, როცა პრეზიდენტი და ოპოზიციის ტელევიზიები ერთ ხმაში საუბრობენ, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ უჭერს მხარს „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს. შესაბამისად, იმპიჩმენტი გამორიცხულია და თავიდანვე რაც გამორიცხულია, მის დაძვრას აზრი არ აქვს. რაც შეეხება ბრიუსელში პრეზიდენტის გამოსვლას, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის შიგნით ცუდი რაღაცები ილაპარაკა, ქვეყნის გარეთ შეეცადა, ეს…

მეტი...

რუსეთში ტყის ხანძარია

ტყის ხანძარი რუსეთში –  კრასნოდარის მხარეში, შავი ზღვის პირად მდებარე ქალაქ გელენჯიკთან 118 ჰექტარის ტერიტორია იწვის. ქალაქის მერის, ალექსეი ბოგოდისტოვის განცხადებით, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში 441 პირი მონაწილეობს, ჩართულია 80 სახანძრო მანქანა, თვითმფრინავი და ვერტმფრენი.  

მეტი...

გერმანია საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებას გეგმავს

გერმანია საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებას გეგმავს. ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა. „ორივე ქვეყანას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ორივე ქვეყანაში ადამიანებს, როგორც წესი, არ ემუქრებათ დევნის რისკი პოლიტიკური მიზეზების გამო. გარდა ამისა, გერმანიაში თავშესაფრის ყოველი ათიდან ერთზე მეტი მოდის ამ ქვეყნებიდან და უსაფრთხოდ აღიარება საშუალებას მისცემს შემცირდეს არალეგალური მიგრაცია ძალიან სწრაფად და ეფექტურად“, – განაცხადა ფეზერმა. ფეზერმა მოლდოვასთან და საქართველოსთან მიგრაციის სფეროში ხელშეკრულებების დაგეგმილი ხელმოწერის შესახებ განაცხადა. „ეს მისცემს შანსს იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ გერმანიაში ჩამოსვლა, აქ განათლების მიღება, მუშაობა და ასევე მოიზიდონ აუცილებელი კვალიფიცირებული პერსონალი“,…

მეტი...

პრეზიდენტს საგარეო ვიზიტებზე არ აქვს მთავრობის თანხმობა – მამუკა მდინარაძე

როგორც ქართული რადიკალური ოპოზიცია, იგივე „ნაცმოძრაობა“ თავისი ყველა ჯგუფით და კლასტერით, ასევე სალომე ზურაბიშვილი ერთ ნარატივზე არიან და ეს ნარატივი საბოლოო მიზნად ისახავს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტს საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მხრიდან თანხმობა არ აქვს. „შემიძლია დაგიდასტუროთ, მეც ზუსტად იგივე ინფორმაცია მაქვს, რომ საქართველოს პეზიდენტს არ აქვს თანხმობა საქართველოს მთავრობის, რომელიც საქართვლოს კონსტიტუციის მიხედვით ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას, კომპეტენციას. კონსტიტუციის მიხედვით მის კომპეტენციაშია საგარეო კურსის განსაზღვრა და ამ კურსის შესაბამისად მოქმედება. აქედან გამომდინარე, დიახ, საქართველოს…

მეტი...

27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება – ღვაწლმოსილ პედაგოგებს 10 000 ლარის ოდენობის ყოველწლიური პრემია გადაეცემათ

მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია ნათქვამი, ახალი ინიციატივის თანახმად, საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმის, მათი დაფასებისა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის ასამაღლებლად, ყოველი წლის 27 ოქტომბერს ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება მასწავლებლის ეროვნული დღე. ,,აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

შოვში სტიქიით დაზარალებული პირები, დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახების წევრები მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლის საფუძველზეც შოვში მომხდარი სტიქიით დაზარალებული პირები, ამ ტრაგედიის დროს დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ. მათივე ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მათთვის შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას. აღნიშნული სერვისები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში შესაბამისი სერტიფიკატების მქონე ცენტრებსა და დაწესებულებებში.

მეტი...

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 23 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლის საფუძველზეც შოვში მომხდარი სტიქიით დაზარალებული პირები, ამ ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები, მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მათთვის შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას. აღნიშნული სერვისები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში შესაბამისი სერტიფიკატების მქონე ცენტრებსა და დაწესებულებებში. მთავრობის წევრებმა განიხილეს ასევე საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი,…

მეტი...

უკრაინის რადამ დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, საომარი მდგომარეობის დროს კორუფცია სახელმწიფო ღალატს უთანაბრდება

უმაღლესმა რადამ დაარეგისტრირა კანონპროექტი ომის დროს კორუფციის სახელმწიფო ღალატთან გაიგივების შესახებ. მისი ავტორები არიან სახალხო დეპუტატი დიმიტრი რაზუმკოვი და მისი ასოციაცია რადაში. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პარლამენტს კორუფციისა და სახელმწიფო ღალატის შესახებ თავის კანონპროექტს წარუდგენს. „გონივრული პოლიტიკის“ გუნდმა დაარეგისტრირა №9659 კანონპროექტი, რომლითაც ჩვენ ვავსებთ სისხლის სამართლის კოდექსს 111-3 მუხლით და კორუფციის სასჯელს ვაიგივებთ საომარი მდგომარეობის დროს სახელმწიფო ღალატის სასჯელთან. 15 წელი გისოსებს მიღმა ან სიცოცხლე ქონების კონფისკაციით“,- განაცხადა რაზუმკოვმა. მისი თქმით,  უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით, დღევანდელ ხელისუფლებას შეეძლება ზეწოლა მოახდინოს პოლიტიკურ ოპონენტებზე და დაფაროს…

მეტი...

თუ საქართველო გარკვეულ ცვლილებებს მიაღწევს, იქნება სრული თანხმობა  27 წევრი სახელმწიფოს მხრიდანაც – პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას ეხმნიანება, რომლის თქმით, ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. მისი თქმით, შარლ მიშელი გულისხმობდა, რომ 27 წევრ ქვეყანას სჭირდება მზადყოფნა გაფართოებისთვის. ,,ჩემი აზრით, ეს მართლაც მნიშვნელოვანი გამოსვლაა. ეს არის ხედვა და პირველად გვაქვს თარიღის შეთავაზება. 2030 წელი არის შვიდწლიანი დრო, რომელიც წინა ევროპული სტანდარტებისგან განსხვავებით, უფრო სწრაფია. ეს არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წინადადება, რომ განხილვა დაიწყება. ვფიქრობ, ეს ძალიან ამბიციური მიზანია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ საქართველო გარკვეულ ცვლილებებს მიაღწევს, იქნება სრული თანხმობა ამჟამინდელი 27 წევრი სახელმწიფოს…

მეტი...

პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები თვალთმაქცობაა – გია ვოლსკი

ევროპული ქვეყანა არ დარჩენილა, სადაც საგარეო გუნდს ინტენსიური კონსულტაციები არ ჰქონდა. პრეზიდენტმა 26 მაისს რა განცხადებითაც მიმართა ახალწვეულებს, ახლა მისი აქტივობები თვალთმაქცობას უფრო ჰგავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები თვალთმაქცობაა. „სიტყვა ერთია და საქმე – მეორე. მისი ბოლოდროინდელი განცხადებები რაც მოვისმინეთ, სამწუხაროდ, მისი ადეკვატური შეფასება თვალთმაქცობაა. ფორმულა, რომ ხალხი და მთავრობა სხვადასხვა არიან და მთავრობა ხელს უშლის ევროინტეგრაციის პროცესს, თუ ევროპულ დედაქალაქებში, მათ შორის ბრიუსელში ამ ფორმულით ჩადიხარ, ეს თვალთმაქცობაზე კიდევ უარესი შეიძლება, იყოს. თუ პრეზიდენტი ევროპაში რაიმე კონსტრუქციული პოზიციით…

მეტი...

სემეკმა საირიგაციო წყლის მიწოდების წესები დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საირიგაციო წყლის მიწოდების წესები დაამტკიცა. ახალი მარეგულირებელი აქტით მოწესრიგდება პირველად წყალმოსარგებლეს – მიმწოდებელსა და მომხმარებელთა შორის საირიგაციო წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთობები. საირიგაციო წყლის მიწოდების წესებით განისაზღვრა მიმწოდებლისა და მომხმარებლების ვალდებულებები, დაწესდა ნორმები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება გამჭვირვალე და სამართლიან პრინციპებზე დაფუძნებული მომსახურების პირობები. წესების შესაბამისად, მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველყოფა მოხდება ფაქტობრივად მიღებული მომსახურების შესაბამისად, რაც სექტორის განვითარებისთვის შექმნის შესაბამის პირობებს. წესების დადგენასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე წლის 20 ივლისს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ერთი თვის განმავლობაში ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა…

მეტი...

30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა

დღეს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, მირონ ჩიგოგიძემ თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაკარგულთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ თანაუგრძნო იმ მწუხარების გამო, რაც ოჯახის წევრისა და ახლობლის უგზო-უკვლოდ დაკარგვას ახლავს. მემორიალთან ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება გაიმართა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ფონდ “მოლოდინისა” და ოჯახური კომიტეტების წევრთა ორგანიზებით და მონაწილეობით ჩატარდა. ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, ნათია ჯანაშვილი, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე და სამსახურის თანამშრომლები. უგზო-უკვლოდ…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ბიძგების სიმძლავრემ 2.8 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ქვემო ქართლში დაფიქსირდა.

მეტი...

ჩინეთის ეროვნული ნაკრძალი და ველური იხვის ტბა (ვიდეო)

ჩინეთში, კერძოდ კი პეკინის ჩრდილოეთით ბადალინგის დიდი კედლის ძირში, პეკინის იეიაჰუს (ველური იხვის ტბა) მდებარეობს. „მედიაცენტრი მთავარი“ 283,4 ჰექტარზე გაშენებულ პარკსაც ესტუმრა, თუმცა, ველური ბინადრები ვერ დავაფიქსირეთ. ეს არის ყველაზე დიდი ჭარბტენიანი ბუნებრივი ნაკრძალი ჩრდილოეთ ჩინეთში და ერთ-ერთი რამდენიმე ჭაობის ფრინველთა რეზერვიდან. როგორც ამბობენ, ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის ეს იდეალური ადგილია გარეული იხვების სხვადასხვა სახეობის ახლო მანძილზე დაკვირვებისთვის. ეკა გულუა პეკინიდან

მეტი...

ბახმუტის მიმართულებაზე წინ მივიწევთ – მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის განცხადებით, უკრაინული ჯარი ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევს. მისი თქმით,  რუსები იქ ხაფანგში აღმოჩნდნენ და ქალაქში გადაადგილებაც კი არ შეუძლიათ. ,,აღმოსავლეთზე თუ ვისაუბრებთ, იქ საკმაოდ კარგად მივიწევთ წინ ბახმუტის მიმართულებაზე, ეს არის ის, რაც მტერს ყველაზე მეტად აწუხებს, ამიტომ ისინი ცდილობენ, ჩვენი ძალისხმევა სხვა მიმართულებებზე გადაიტანონ. ჩვენ ისედაც ბევრი სიმაღლე დავიკავეთ და მტერი იქ ხაფანგშია, ვინაიდან ბახმუტიდან გასვლა არ შეუძლიათ და თავადაც ქალაქშიც სრულფასოვნად ვერ გადაადგილდებიან. ბრძოლები გრძელდება, წინასწარ ნუ ვიმსჯელებთ”, – განაცხადა მალიარმა.

მეტი...

,,ეს რა ვნახე, ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო….მანქანაში, სავარაუდოდ ბავშვიც ეჯდათ, ვერც იძროდნენ, ვერც გადმოდიოდნენ”- მოქალაქე

თბილისში,  წვიმამ პრობლემები შექმნა – დაიტბორა გზები, მიწისქვეშა გადასასვლელები, წაიქცა ხეები, დაზიანდა სადენები. ზოგიერთ უბანში წყალი ჩავიდა სადარბაზოებში, ლიფტებში და სახლებში. სოციალური ქსელი მომხმარებელი სტიქიის შესახებ ვრცელ პოსტსა და ვიდეოებს აქვეყნებს. “მოკლედ – ემოციურად საშინლად დაღლილი ვარ და პირველ რიგში, ვწუხვარ, რომ ფიზიკურად ვერ მოგეხმარეთ, მიუხედავად დიდი სურვილისა. ეს რა ვნახე, ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო, თუმცა დასასრულმა, იმ ძალიან მაგარმა გოგო-ბიჭებმა, ვინც ხალხს გვერდით დაუდგნენ, სანიაღვრეები გაასუფთავეს და ის პატრულის ეკიპაჟი თავდაუზოგავად ეხმარებოდა ნებისმიერ საკითხში ყველას. ამ ყოველივემ გული გამითბო. ნაცრისფერ მანქანაში, სავარაუდოდ ბავშვიც ეჯდათ, ვერც იძროდნენ, ვერც გადმოდიოდნენ, წელამდე წყალში…

მეტი...

ტაბახმელაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება

ტაბახმელაში, თრიალეთის ქუჩა N2-ის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო სტანდარტების სპორტულ კომპლექსს მთაწმინდის რაიონის გამგეობა 7 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოაწყობს. „არაერთხელ გვითქვამს, რომ რეკრეციული სივრცეები, სპორტული მოედნები ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის. ამ მხრივ, თბილისში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა. მინდა, ერთ კარგ პროექტთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია – სპორტული კომპლექსი, რომლის სამუშაოებსაც მთაწმინდის გამგეობა ახორციელებს, 7 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა. პროექტი მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნებს, 230 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, ტექნიკურ…

მეტი...

რომში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაცვილი იპოვეს

რომში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაცვილი იპოვეს. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობელი ავრცელებ. „ნონა როგორ მენანები. იტალიაში, 6 თვის სამუშაოდ წასული, რომში დამთავრდა შენი სიცოცხლე. ჩემი კარის მეზობლების ჯოდი და ნაზის სახლი ხარობდა, ისე მიხედე ორივეს და მოუარე. უშვილობა არ დაგიტყვია მაგათთვის. არ იყავი ასეთი გარდაცვალების ღირსი ჩემო ნონა. მეცოდება შენი შვილები შენი ოჯახი ძალიან რამხელა იმედი დაკარგეს. არასოდეს დამავიწყდები ჩემო კარგო მეზობელო და უფროსო მეგობარო. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უახლოეს მომავალში მოხდეს შენი ჩამოსვენება საქართველოში. იმ იმედით წახვედი რომ შვილებს დაეხმარებოდი და საბოლოოდ დამთავრდა ნონა მანდ შენი სიცოცხლე უცხო…

მეტი...

,,წუხელ პრობლემა შექმნა იმან, რომ სანიაღვრე ცხაურები ნაგვით იყო დაფარული”- კახა კალაძე

წუხელ პრობლემა შექმნა იმან, რომ სანიაღვრე ცხაურები ნაგვით იყო დაფარული და ეს უშლიდა წყლის ჩადინებას – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, გავრცელებული განცხადებები, თითქოს, დედაქალაქის მასშტაბით, სანიაღვრე სისტემებმა არ იმუშავა, სიმართლეს არ შეესაბამება. „პირველივე წუთებში მერიის შესაბამისი უწყებები უკვე იმყოფებოდნენ პრობლემურ ადგილებზე და ცდილობდნენ საჭირო ღონისძიებების გატარებას. ეს მიმდინარეობდა მთელი ღამე. დატბორილი იყო ქუჩები, სახლები, სარდაფები, რამდენიმე ქუჩაზე წაიქცა ხეები, რამაც ელექტროსადენები დააზიანა, თბილისის რამდენიმე ფერდზე დაფიქსირდა ქვათაცვენა – მათ შორის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის პრობლემურ მონაკვეთზე. ასევე, მცირე ქვათაცვენა იყო თამარაშვილის ქუჩაზე და მარშალ გელოვანის…

მეტი...

საზღვაო გადაზიდვების სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი არ დადასტურდა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საზღვაო გადაზიდვების სექტორში წარმოებული მოკვლევა დაასრულა, რომელიც ორი მიმართულებით  – დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო დარღვევის ფაქტს ეხებოდა. სააგენტომ მოკვლევა – ,,MGL GEORGIA“-ს საჩივრის საფუძველზე, ,,ჯნს ჯორჯიას“ წინააღმდეგ, 2022 წელს დაიწყო.  კერძოდ, მომჩივანი კომპანიის აზრით, შპს ,,ჯნს ჯორჯია“ როგორც  ჩინეთში დაფუძნებული საზღვაო ხაზის Cosco Shipping Lines-ის ოფიციალური წარმომადგენელი – დომინანტურ მდგომარეობას  იყენებდა ბოროტად, რითაც საზღვაო ხაზით სარგებლობის შესაძლებლობას ზღუდავდა. დავის საკითხი ასევე შეეხებოდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტს, რაც რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელებაში გამოიხატებოდა. მოკვლევის შედეგების მიხედვით,  არც ერთი მუხლით არ დადასტურდა ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა. სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ  ქ.…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს – პრეზიდენტი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. მათივე ცნობით, შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება. „31 აგვისტოს ქალაქ ბერლინში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ვიზიტით, სალომე ზურაბიშვილი იწყებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.  

მეტი...

წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ ორჯერ და მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს ექვსი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას – კალაძე

გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ ორჯერ და მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს ექვსი საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, „როდესაც კოლექტორებში იყრება ნაგავი, ეს ისევ ჩვენ შეგვიქმნის პრობლემებს“. „ქუჩებზე, სადაც ბოლო წლებში რეაბილიტაცია ჩატარდა, პირველ რიგში სწორედ სანიაღვრეები მოეწყო. რასაკვირველია, რჩება პრობლემური ქუჩები. ვნახეთ, რა სურათი დახვდათ ჩვენს თანამშრომლებს კოლექტორებთან. არ შეიძლება, საკუთარ ქალაქს მოექცე ასე. ყველას უნდა გვახსოვდეს, როდესაც კოლექტორებში ვყრით ნაგავს, ეს ისევ ჩვენ შეგვიქმნის პრობლემებს“, – განაცხადა კალაძემ.

მეტი...

,,უცებ მოვარდნილმა წყალმა წაგვიღო მანქანიანად….წყლით სავსეა მანქანა…”- მოქალაქე

თბილისში,  წვიმამ პრობლემები შექმნა – დაიტბორა გზები, მიწისქვეშა გადასასვლელები, წაიქცა ხეები, დაზიანდა სადენები. ზოგიერთ უბანში წყალი ჩავიდა სადარბაზოებში, ლიფტებში და სახლებში. ერთ-ერთი მოქალაქე ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ წყალმა მანქანიანად გაიტაცა. ,,უცებ მოვარდნილმა წყალმა წაგვიღო მანქანიანად. მადლობა უფალს გადავრჩით. წყალმა გაგვიტაცა მანქანიანად…ვიჯექით მე და დედაჩემი მანქანაში და უცებ მოვარდნილმა წყალმა წაგვიღო. მოკლედ, შევძელი, როგორღაც გადმოვიყვანე დედაჩემი მანქანიდან, მეც მოვახერხე უსაფრთხო ადგილას გადასვლა. წყლით სავსეა მანქანა…”,- აცხადებს მოქალაქე.

მეტი...