სტიქიის ზონაში მაშველები 23 წლის მარტოხელა დედას, სოფო ბაკურაძეს ეძებენ

შოვ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში და­ღუ­პულ­თა ცხედ­რე­ბის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, მაშ­ვე­ლე­ბი 10-ზე მეტ და­კარ­გულს ეძე­ბენ. მათ შო­რისაა 23 წლის მარ­ტო­ხე­ლა დედა, სოფო ბა­კუ­რა­ძე. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი ახ­ლობ­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. “უკვე მეექვსე დღეა ოთხი წლის ლუსი დედას მოუთმენლად ელოდება, უფროსები ეუბნებიან, რომ დედა კანფეტების საყიდლადაა წასული და მალე დაბრუნდება. ლუსი, ხშირად მიჰყავთ სხვადასხვა ადგილას, იქნებ დედა უფრო იშვიათად მოიკითხოს. სოფო ბაკურაძე 23 წლის მარტოხელა დედაა, სოფელ გლოლადან, ის შოვში, კოტეჯებში მუშაობდა და ლუსის ბოლოს, 3 აგვისტოს, ჩახუტებით გამოემშვიდობა. სოფოს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. ლუსიზე ზრუნვის სრული პასუხისმგებლობა მარტოხელა დედას…

მეტი...

სექტემბრიდან Yandex-ის მომხმარებლების მონაცემები FSB-ს ხელში აღმოჩნდება

პირველი სექტემბრიდან ნებისმიერი ადამიანი რომელიც ტაქსის გამოსაძახებლად იანდექსის აპლიკაციას გამოიყენებს,  მისი პირადი მონაცემები რუსული სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდება. არსებული ინფორმაციით, ოკუპანტი ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი სამსახური ტაქსის კომპანიებს ავალდებულებს, პირადი შინაარსის ინფორმაცია სრულად დასამუშავებლად ეფ-ეს-ბეს გადასცეს. კანონი ეხება ყველა იმ ქვეყანასაც, სადაც იანდექს ტაქსი ოპერირებს. შესაბამისად ქართველი მომხმარებლების საბანკო ანგარიშები, გადაადგილების დეტალური მარშრუტები და ფოტო და ვიდეო მასალაც კი, ნებისმიერ დროს შეიძლება სპეცსამსახურების სამიზნე გახდეს. მოკვლევა უკვე დაიწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა. მანამდე კი კიბერ უსაფრთხოების ექსპერტები გვირჩევენ, სმარტფონებიდან საშიში აპლიკაცია დაუყოვნებლივ წავშალოთ.

მეტი...

შოვში ინფექციების გავრცელების საფრთხე გაჩნდა

მიწით დაფარულ შოვში ამ დროისთვის 12 ადამიანს ეძებენ, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა დაკარგულთა რიცხვი გაცილებით მეტი იყოს. ეს ვარაუდი რამდენიმე გარემოებით არის განპირობებული. იმის გათვალისწინებით, რომ შოვი ტურისტულად მიმზიდველი ადგილი იყო, დამსვენებლების გარდა იქ დიდი ალბათობით სხვა ვიზიტორებიც შესაძლოა ყოფილიყვნენ. მაღალი ტემპერატურის გამო სტიქიის ზონაში შესაძლოა ახლა პრობლემა გაჩნდეს და სხვადასხვა ინფექციების გავრცელების ზონად იქცეს. ”მაღალი ტემპერატურაა და შესაბამისად არსებობს საფრთხე გარკვეული სახის დაავადებების. აქედან გამომდინარე, მაქსიმალური უსაფრთხოების ზომები გვაქვს მიღებული, პირბადეების საშუალებით და ა.შ. ასევე მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი იყოს იმ პროტოკოლის ფარგლებში, რაც აუცილებელია მსგავს სიტუაციებში”, – განაცხადა საგანგებო…

მეტი...

შოვის ტრაგედიის დროს დაღუპულთაგან ერთ-ერთი ქეთევან ლობჟანიძეა

შოვის ტრაგედიის დროს დაღუპულთან ერთ-ერთი ქეთევან ლობჟანიძეა. მისი იდენტიფიცირება ოჯახმა შეძლო. არსებული ინფორმაციით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ცხედრების იდენტიფიცირება ამ დრომდე მიმდინარეობს.

მეტი...

ექსპერტიზის ბიურო, ამ წუთებში ადგენს, ვის ეკუთვნის შოვში ნაპოვნი ქალისა და მოზარდის ცხედრები

ექსპერტიზის ბიურო, ამ წუთებში ადგენს, ვის ეკუთვნის შოვში ნაპოვნი ქალისა და მოზარდის ცხედრები. ადგილზე ოჯახის წევრები უვკე იყვნენ ამოცნობაზე, თუმცა ცხედრების ვინაობა დანამდვილებით დნმ-ის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი. ,,ორი ცხედრის პოვნა მოხერხდა. ერთი ცხედარი იყო უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში. ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე. მოზარდის ცხედარია. მეორე ცხედარი ნაპოვნია მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კმ-ში. ამ დროისთვის არის 21 ცხედარი ნაპოვნი და დარჩენილია 12, რომლის ძებნაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ამჟამად 9 ლოკაციაზე გვაქვს აქტიური საძიებო სამუშაოები”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

მეტი...

დამოუკიდებელი ექსპერტები საექსპერტო ჯგუფიდან ჩახსნეს – შოვის ტრაგედია

გარემოს ეროვნულ სააგენტოში დღეს გეოლოგებთან შეხვედრა გაიმართა. სეისმოლოგ თეა გოდოლაძის ცნობით, სპეციალურ ჯგუფში სამუშაოდ თავდაპირველად დამოუკიდებელი ექსპერტები  მიიწვიეს, თუმცა ბოლო წამს სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ჯგუფის მუშაობიდან ჩახსნილები იყვნენ. ,,დაურეკეს ჩემს მოადგილეს, ლაშა სუხიშვილს და უთხრეს, ვინ მიიღებდა მონაწილეობას. ჩვენ წარვადგინეთ 3 კანდიდატურა, მაგრამ აღარავის აღარ დაურეკავს. ანუ ექსპერტთა ჯგუფში არ ვყოფილვართ და ვინ იყო საინტერესოა. განაცხადეს, რომ საპირისპირო აზრის ექსპერტებიც ყოფილან, მომხრეებიც. ჭეშმარიტება ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებით ერთია. არ ვიცი, ალბათ ეს ყველაფერი უკავშირდება პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებას, რომ მე არაკომპეტენტური ვარ. გაკვირვებული ვარ, თურმე საექსპერტო ჯგუფი შედგა, ჩემთვის…

მეტი...

“წყლის შეგუბებას მდინარის ხეობაში ადგილი არ ჰქონია, ეს დასტურდება ორი მონაცემის ერთობლიობით” – ნინო თანდილაშვილი

ჩვენს ხელთ არსებული მონიტორინგის სისტემებით, რომელიც დამონტაჟებული გვაქვს როგორც რეგიონში, ასევე რადარული სისტემებით, იქ არ გამოვლენილა ისეთი პროცესი, რაზეც შეიძლებოდა წინასწარ გვევარაუდა, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქიის განვითარებას ექნებოდა ადგილი. ამის შესახებ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა. “წყლის შეგუბებას მდინარის ხეობაში ადგილი არ ჰქონია, ეს დასტურდება ორი მონაცემის ერთობლიობით. ერთი არის სატელიტური მონაცემები, რომლებიც არ აჩვენებს, რომ იქ რაიმე შეგუბებას ჰქონდა ადგილი და მეორე არის – წყლის დონის მზომი სადგური, რომელიც დაყენებულია 2 მდინარის შესართავზე და გვაწვდის ინფორმაციას ამ მდინარის აუზში არსებული წყლის დონეების შესახებ. ბუბისწყალიც თავის წილ…

მეტი...

,,საქართველოს მისცემენ კანდიდატის სტატუსს გარკვეული დათქმებით” – იოზვიაკი

”რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიამ საქართველოზე ანგარიშის მომზადება დაიწყო. დოკუმენტი ოქტომბერში  იქნება მზად. მისი თქმით, გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემენ, თუმცა 12 გარკვეული დათქმებით. ასევე, მოსალოდნელია, რომ 12 რეკომენდაციას კიდევ დაემატება მოთხოვნები, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. თუმცა, იოზვიაკის ცნობითვე, 27 ევროპული ქვეყნის ლიდერებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა და  მთავარ პრობლემად რჩება დეოლიგარქიზაცია, სასამართლო და საარჩევნო რეფორმა. ”დაწყებულია მუშაობა ანგარიშის მომზადებაზე, რომელიც მზად ოქტომბერში იქნება, თუმცა კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის საბოლოო გადაწყვეტილება კონსენსუსით იქნება მიღებული დეკემბერში. რა ინფორმაციაც მაქვს, პოზიტიური სიგნალი იქნება…

მეტი...

მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა – წალენჯიხის მერია

მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში  არსებულ მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა, მთლიანად შეწყდა მდინარის გადინება,  რამაც გამოიწვია წყლის ბუნებრივი დაგუბება. ამის შესახებ ინფორმაციას, წალენჯიხის მერია ავრცელებს. ,,აღნიშნულიდან გამომდინარე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის  მიერ მოხდა შესაბამისი უწყებებისა და მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის დაუწყება, რათა მოხდეს დროული რეაგირება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ზომებს ღებულობს საფრთხის თავიდან ასაცილებლად. საკითხის შესასწავლად   და დროული რეაგირებისათვის 8 აგვისტოს ადგილზე იმყოფებოდა მერის წარმომადგენელი რომელმაც დეტალურად შეისწავლა არსებული მდგომარეობა და დააუწყა თვითმმართველობა, რათა კოორდინირებულად მოხდეს საქმის შესწავლა და პრევენციული ზომების გატარება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

პოლონეთი ბელარუსის საზღვართან 2 000 ჯარისკაცს გაგზავნის

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, მაცეი ვოსიკის განცხადებით, პოლონეთი ბელარუსის საზღვართან 2 000 ჯარისკაცს გაგზავნის. ვარშავაში აღნიშნავენ, რომ  პოლონეთში მიგრანტების უკანონო შეღწევის ყველა მცდელობა ორგანიზებულია ბელარუსის ხელისუფლების მიერ. პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, ჯარისკაცები სასაზღვრო დაცვის საქმიანობას პოდლასიეს და ლუბლინის რეგიონებში გააძლიერებენ.

მეტი...

უკრაინის შეიარაღებული ძალები ნოვა კახოვკაში ოკუპანტების შტაბს დაესხნენ

ოკუპირებულ ნოვაია კახოვკაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული არმიის სამეთაურო პუნქტს დაარტყეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი  იტყობინება. რუსების სამხედრო ობიექტზე თავდასხმა დაახლოებით დილის 10 საათზე განხორციელდა. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს კვამლისა და მტვრის უზარმაზარი ღრუბელი დარტყმის ადგილზე.

მეტი...

აფეთქება მოსკოვის ოლქში – დაშავდა 52 ადამიანი

მოსკოვის ოლქში, ადგილობრივი დროით 10:40 საათზე, სერგიევ პოსადში, ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად, ათეულობით ადამიანი დაშავდა, საწარმოს საწარმოო ობიექტები და შენობები ქალაქის სხვადასხვა კუთხეში დარტყმის ტალღამ დააზიანა. ოფიციალური პირების მიერ მსხვერპლთა რაოდენობის შესახებ მონაცემები მუდმივად იცვლება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სამედიცინო დახმარებას 52-მა ადამიანმა მიმართა. 20-მდე საავადმყოფოშია მოთავსებული, მათგან ექვსი მძიმე მდგომარეობაშია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ხალხი კვლავ იყოს. ხელისუფლების ცნობით, აფეთქება ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე  ფარდულში მოხდა, სადაც პიროტექნიკური პროდუქტები ინახებოდა. აფეთქებამ ოპტიკურ-მექანიკური ქარხნის საწარმოო ობიექტების ნაწილი გაანადგურა. საწარმოს ყველა შენობიდან და…

მეტი...

,,ვფიქრობ, ევროკავშირის გადაწყვეტილება დადებითი იქნება“- გია ვოლსკი

ყველა მაჩვენებლით, საქართველო იმსახურებს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს და შემდეგ კონკრეტულ თემებზე მოლაპარაკებები დაიწყოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ფიქრობს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება დადებითი იქნება. ,,არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით დიდი მუშაობაა გაწეული და ეს მხოლოდ 12 პუნქტს არ ეხება. ამ შემთხვევაშიც საქართველო ლიდერთა შორისაა. თუ არა პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელიც, შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოვიდეს გარკვეულ თემებთან, რასაკვირველია, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. საუბარია არამხოლოდ ხელისუფლების მიერ გაწეულ საქმიანობაზე, ქართული საზოგადოება ყველა სტანდარტით საკმაოდ ევროპულია. ვფიქრობ, ევროკავშირის გადაწყვეტილება დადებითი იქნება“,…

მეტი...

,,სატელიტური ფოტოები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ შეფასებებს, რომელიც მოყვანილია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში“- ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ შოვში განვითარებული სტიქიის წარმოქმნის გამომწვევი მიზეზების დამადასტურებელ დამატებით მასალებზე ისაუბრა. „პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოვხატო იმ მძიმე ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელიც 3 აგვისტოს განვითარდა შოვში და მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახს, ახლობლებსა და მთელ საქართველოს. ბუნებრივია, საზოგადოებაში არის მაღალი ინტერესი სტიქიის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. რამდენიმე დღის წინ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებას გააცნო პირველადი დასკვნა სტიქიის მიზეზებთან და მასშტაბებთან დაკავშირებით. დასკვნაში ასახულია თუ, სავარაუდოდ, რა დროში განვითარდა მოვლენები. სპეციალისტები კვლავ ინტენსიურად აგრძელებენ მუშაობას დამატებით დეტალებზე. ორი დღის წინ, მივიღეთ მაღალი ხარისხის სატელიტური…

მეტი...

„ევროპა თქვენს გვერდით დგას“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი ესტონეთში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ სლოვენიაში ჩავიდა. მისი თქმით, ევროკავშირის სოლიდარობის ფონდიდან სლოვენიისთვის 400 მილიონი ევრო გამოიყოფა, საიდანაც 100 მილიონს ქვეყანა მიმდინარე წელსვე მიიღებს, დანარჩენ 300 მილიონს კი 2024 წელს. „ევროპა თქვენს გვერდით დგას“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ევროკომისია გამოავლენს “მაქსიმალურ მოქნილობას” და შექმნის სპეციალურ სამუშაო ჯგუფს, რათა უზრუნველყოს სლოვენიამ მიიღოს ის სახსრები, რაც მას სჭირდება აღსადგენად.

მეტი...

საზამთროსა და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო ბოსტნეულსა და ბაღჩეულ კულტურებს ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აღებული და ლაბორატორიულად გამოკვლეულია საზამთროსა და ნესვის 36 ნიმუში. კვლევის შედეგად, ნიტრატების შემცველობა ნორმას არ აღემატება. სააგენტოს ინსპექტორები ნიმუშებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საბითუმო, მსხვილი და მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან იღებენ.  კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში ტარდება. სურსათის ეროვნული სააგენტო სეზონურ ბოსტნეულსა და ბაღჩეულს ნიტრატების შემცველობაზე ყოველწლიურად ამოწმებს. წლის ბოლომდე კიდევ 40 ნიმუშის აღება-შემოწმებაა დაგეგმილი. შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება.

მეტი...

პოლონეთი დასავლეთ უკრაინის ოკუპაციისთვის სამხედრო შენაერთის შექმნას გეგმავს – შოიგუ

პოლონეთი გეგმავს პოლონეთ-უკრაინის კავშირის შექმნას, თითქოსდა უსაფრთხოებისთვის, მაგრამ რეალურად – დასავლეთ უკრაინის ოკუპაციისთვის – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა  სერგეი შოიგუმ განაცხადა. „არსებობს გეგმები რეგულარულად შექმნას ეგრეთ წოდებული პოლონეთ-უკრაინის კავშირი დასავლეთ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგრამ რეალურად – ამ ტერიტორიის შემდგომი ოკუპაციისთვის“, – განაცხადა შოიგუმ. მისივ თქმით, პოლონეთი გახდა შეერთებული შტატების ანტირუსული პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი. „არსებული რისკები დაკავშირებულია პოლონეთის მილიტარიზაციასთან, რომელიც გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ანტირუსული პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი. ვარშავამ გამოაცხადა თავისი განზრახვა შექმნას, როგორც პოლონელები ამბობენ, „ყველაზე ძლიერი არმია კონტინენტზე.” ამ კუთხით დაწყებულია იარაღის ფართომასშტაბიანი შესყიდვები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი…

მეტი...

გაქვს ფოტო, რომელიც გადაღებულია 3 აგვისტოს, ნათლად ჩანს, რომ რაიმე ტიპის ბუნებრივი პროცესების განვითარებას იქ ადგილი არ აქვს – შამუგია

,,ჩვენ ორი დღის წინ მივიღეთ მაღალი ხარისხის სატელიტური ფოტოები, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ შეფასებებს, რაც მოყვანილია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში,”- ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა. მისი თქმით, ფოტოთი ასევე დასტურდება, როგორ განვითარდა პროცესები, რომ სტიქია დაიწყო კლდე-ზვავის ჩამოშლით. ,,ჩვენ გაქვს ფოტო, რომელიც გადაღებულია 3 აგვისტოს, სტიქიის განვითარების დღეს გარკვეული პერიოდოთ ადრე, სადაც ნათლად ჩანს, რომ რაიმე ტიპის ბუნებრივი პროცესების განვითარებას იქ ადგილი არ აქვს. ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში გვესმოდა, თითქოს ორი დღე იყო იქ წყლის დაგროვება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. რაც შეეხება მეორე ფოტოს, რომელიც…

მეტი...

,,მაღალი ტემპერატურაა და შესაბამისად, არსებობს საფრთხე გარკვეული სახის დაავადებების, მაქსიმალური უსაფრთხოების ზომები გვაქვს მიღებული”- მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა სტიქიის ზონაში არსებულ მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მაშველები უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, აქტიურ სამუშაოებს აწარმოებენ სტიქიის ზონაში. ,,როგორც გუშინ, დღესაც ინტენსიურად მიმდინარეობს, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები 9 ლოკაციაზე. წავიწიეთ წინ და ძალიან დიდი ტერიტორია გვაქვს უკვე გადამოწმებული. მაქსიმალურად ხელს გვიწყობს ახლა სიტუაცია. მდინარის კალაპოტის საშუალებით ვცდილობთ, რომ ეს მასა, რომელიც შემოწმებული გვაქვს ბუნებრივის მსგავსად ჩავრეცხოთ მდინარეში, რომ იქ ადგილი გავათავისუფლოთ. გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ მაღალი ტემპერატურაა და შესაბამისად, არსებობს საფრთხე გარკვეული სახის დაავადებების. აქედან გამომდინარე, მაქსიმალური უსაფრთხოების ზომები გვაქვს მიღებული…

მეტი...

,,ერთ-ერთი მოზარდის ცხედარია, მეორე ცხედარი ნანახია მდინარის კალაპოტში”- თემურ მღებრიშვილი

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეშვიდე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა. “დღეს ორი ცხედრის პოვნა მოხერხდა. ერთი ცხედარი ნანახია უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მოზარდის ცხედარია, მეორე ცხედარი ნანახია მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრში. ამ დროისთვის არის 21 ცხედარი ნანახი და დარჩენილია 12 ცხედარი, რომლის ძებნა ამ წუთებში ინტენსიურად მიმდინარეობს. ამჟამად აქტიური სამუშაოები 9 ლოკაციაზე მიმდინარეობს. რაც შეეხება უფრო მეტ ინფორმაციას ცხედრების შესახებ, სამწუხაროდ, არ მინდა რომ რაღაც…

მეტი...

ნაციონალური მოძრაობა შოვის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

“ნაციონალური მოძრაობა” შოვის სტიქიაზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. თინა ბოკუჩავას განცხადებით, ორი მთავარი კითხვაა დღეს: იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში და იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან. ,,ოცნების ხელისუფლება, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილი პირადად, ჰპირდებოდა მრავალი წელი მონიტორინგის სისტემის დანერგვას. ჯერ კიდევ 2014 წლის საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ სტრატეგიაში პრიორიტეტულ ამოცანად არის განსაზღვრული ადრეული გაფრთხილების თანამედროვე სისტემის დანერგვა. იგივე მიზანი ფიგურირებს სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში. მონიტორინგის სისტემის დანერგვისთვის 70 მილიონი დოლარის გრანტი მიიღო სახელმწიფომ ჯერ კიდევ 2018 წელს დასავლელი…

მეტი...

,,დაგვემატა მეცხრე ლოკაცია, მძიმე ტექნიკით მოვახერხეთ და მივაღწიეთ კოტეჯების სასადილოსთან”- ირაკლი ქარსელაძე

ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები, დაგვემატა მეცხრე ლოკაცია, მძიმე ტექნიკით მოვახერხეთ და მივაღწიეთ კოტეჯების სასადილოსთან, შესაბამისად, ამ არეალის დამუშავება შესაძლებელი გახდა და მუშავდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. მისი თქმით,  მონტაჟდება ახალი დროებითი ხიდი. „ტექნიკის რაოდენობა ყოველდღიურ რეჟიმში იმატებს, რადგან მეტი მისასვლელი იწმინდება, უფრო დიდი არეალის მოცვა ხდება, რაც სამაშველო ოპერაციას ეხმარება. ყველაზე დიდი გამოწვევა არის მუშაობა იმ მასასთან, რომელიც რთულად ექვემდებარება დამუშავებას. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები მაშველების, ჯარისა და მძიმე ტექნიკის ჩართულობით“, – განაცხადა ქარსელაძემ.

მეტი...

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. ,,პოვნა მოხერხდა ერთი ცხედარი ნანახია უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე, მოზარდის ცხედარია. მეორე ცხედარი ნანახია მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრში. ამ დროისთვის არის 21 ცხედარი ნანახი, დარჩენილია 12 ცხედარი, რომლის ძებნაც ამ წუთებშიც ინტენსიურად მიმდინარეობს”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

მეტი...

იტალიის კუნძულთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა – დაიღუპა 41 ადამიანი

იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა.  იტალიური მედიის ინფორმაციით,  დაიღუპა 41 ადამიანი. გადარჩენილების განცხადებით, ნავზე  45 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, სამი ბავშვი. როგორც ოთხმა გადარჩენილმა მაშველებს უამბო, რომ ისინი ნავზე იმყოფებოდნენ, რომელიც ტუნისიდან ევროპის მიმართულებით მიდიოდა.

მეტი...

,,შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის ომის თავიდან აცილება? დიახ, შეიძლებოდა”- სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. სააკაშვილი წერს, შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის ომის თავიდან აცილება. ,,ჩემი პასუხი ივანიშვილის მოლაპარაკე თავებს! შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის ომის თავიდან აცილება? დიახ, შეიძლებოდა. რა უნდა გაგვეკეთებინა ამისათვის: 1. აჭარაში ასლანი დაგვეტოვებინა და ხელი აგვეღო ბათუმის განვითარებაზე; 2.  ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებად მათი აგენტები უნდა დაგვენიშნა, როგორც ამას პირდაპირ მთხოვდა პუტინი; 3. არ უნდა შევბრძოლებოდით კორუფციას, რადგან ძირითადად მათ ეყრდნობოდა რუსული გავლენა საქართველოში; 4. არ უნდა გაგვეტარებინა არც ერთი რეფორმა, ვინაიდან რეფორმებს რუსეთი განიხილავს საშიშ პრეცედენტებად; 5. არ…

მეტი...

2023 წლის ივლისი დედამიწაზე 1940 წლის შემდეგ ყველაზე ცხელ თვედ დასახელდა

2023 წლის ივლისი ევროკავშირის კლიმატური ცვლილებების სამსახურმა, „კოპერნიკმა,  1940 წლის შემდეგ ყველაზე ცხელ თვედ დაასახელა. მათივე მონაცემებით, გლობალური საშუალო ზედაპირის ტემპერატურა ივლისში 16.95 გრადუსი ცელსიუსი შეადგინა, რაც 2019 წლის ივლისში დაფიქსირებულ წინა რეკორდულ მაჩვენებელს აღემატება. ამასთან, ივლისში ანტარქტიდის ზღვის ყინულის ზონამ ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია.

მეტი...

ძლიერი აფეთქება მოსკოვის ოლქში

მოსკოვის მახლობლად, სერგიევ პოსადში მდებარე ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ”რია ნოვოსტი” ავრცელებს, მათივე ცნობით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა მინიმუმ 22 ადამიანი დაშავდა.

მეტი...

შესაძლოა ბაქო-თბილისი-ანკარის ჩქაროსნული მატარებლის ამოქმედდეს

„ბაქო-თბილისი-ანკარა“ მარშრუტზე შესაძლოა, ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი  ამოქმედდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის დეპარტამენტის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, აზერ ფარაჯოვმა განაცხადა. „ჩვენი ზომების პოსტპანდემიური პაკეტის ფარგლებში, სახელმწიფოთაშორისი სახმელეთო საზღვრების გახსნის შემთხვევაში, ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი ბაქო-თბილისი-ანკარა მარშრუტზე შესაძლოა, ამოქმედდეს“, – განაცხადა აზერ ჯაფაროვმა.

მეტი...

,,14 მოქალაქის საძიებო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, ფართოვდება არეალი”- ონის მერი

ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებით, რომ ამ ეტაპზე შოვში 14 მოქალაქეს ეძებენ. მისივე თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს. ,,14 მოქალაქის საძიებო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში 24-საათიან რეჟიმში, რამოდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის დაემატება მდინარე ჭანჭახის ხეობა, ეს ლოკაცია იქნება, სადაც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები დაიწყებენ ძიების სამუშაოებს. ფართოვდება არეალი ე.წ. კალცის წყლის, მინერალური წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც მოხდება უკვე კოტეჯების მიმართულებით, ესე ვთქვათ, ფრონტის გახსნა და საძიებო სამუშაოების გაშლა,” – განაცხადა ხიდეშელმა.

მეტი...

,,სტიქიასთან ბრძოლასთან ერთად, ამ დღეებში გვიწევდა დეზინფორმაციის და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაც”- პაპუაშვილი

,,სამწუხაროდ სტიქიასთან ბრძოლასთან ერთად, ამ დღეებში ჩვენ გვიწევდა დეზინფორმაციის და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაც. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიმართ სიძულვილი და სკანდალებით ყურადღების მიქცევის სურვილი იმდენად აბრმავებს ზოგიერთს, რომ მზად არიან ნებისმიერი სიყალბე შეთხზან, დაიჯერონ და გაავრცელონ,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვლმა განაცხადა. მისი თქმით, დეზინფორმაციული შტურმს არ გამოეხმაურნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სწორედ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროექტებს ახორციელებენ. ,,ის, რაც ამ დღეებში ტელე- თუ სოციალურ მედიაში ხდებოდა, თავისუფლად შეიძლება შეფასდეს, როგორც ქართულ საზოგადოებაზე საინფორმაციო თავდასხმა, რომლის მიზანი სახელმწიფოს მიმართ უნდობლობის გაჩენა, საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა და პანიკის დათესვაა. ჩვენ ფაქტობრივად…

მეტი...

ლატვიის მთავრობა რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრის დაცვას აძლიერებს

ლატვიის მთავრობა რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრის დაცვას აძლიერებს. 8 აგვისტოს მინისტრთა კაბინეტმა გამოაცხადა საზღვრის დაცვის სისტემის გაძლიერებული ოპერაციული რეჟიმი ექვსი თვით 2023 წლის 11 აგვისტოდან 2024 წლის 10 თებერვლამდე ლუძას, კრასლავას, აუგშდაუგავას ოლქების და დაუგავპილსის ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე. როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბრძანება გამოიცა სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად და სახელმწიფო საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, ლატვია-ბელარუსის საზღვრის უკანონო გადაკვეთის არაპროპორციულად დიდი შემთხვევების და მისი მცდელობისა და მათი მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიტვისა და პოლონეთის კომპეტენტური ინსტიტუტები აგრძელებენ ინფორმაციის მიღებას ბელორუსის ტერიტორიიდან საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევების შესახებ. აქედან გამომდინარე,…

მეტი...

ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება

ონკოლოგიური პაციენტებისთვის, სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ცვლილებამდე, მათ აღნიშნულ მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება. ცვლილება უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ.

მეტი...

,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ პასუხი უნდა გასცეს, ვინ იყო რეზოლუციაში ჩანაწერის ინიციატორი – შალვა პაპუაშვილი

ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომელსაც მხარი დაუჭირა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს ქართულმა მხარემ დაიწყო ომის, შეიარაღებული კონფლიქტის ახალი ფაზა. ამით მათ მხარი დაუჭირეს ქართული ჯარის დადანაშაულებას ომის განახლებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პასუხი უნდა გასცენ, თუ ვინ იყო რეზოლუციაში ჩანაწერის ინიციატორი. „მტკიცებას რაც შეეხება, ჩანაწერის ინიციატორი იყო რუსეთი თუ – სხვა, მით უარესი, თუ ეს რუსეთი არ იყო და აღმოჩნდება, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ჩართული ამ პროექტის შედგენაში და ისინი იყვნენ ამ ჩანაწერის ინიციატორები. ამიტომ, მათ უნდა…

მეტი...

,,არ შეიძლება ასეთი უსამართლობა ხალხის მიმართ, რომ საწუწუნო გაუხადონ კანდიდატის სტატუსი”- შალვა პაპუაშვილი

არ შეიძლება ასეთი უსამართლობა ხალხის მიმართ, რომ საწუწუნო გაუხადონ კანდიდატის სტატუსი, რომელიც თავისი არსით არის მნიშვნელოვანი – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სამართლიანი გადაწყვეტილება შეიძლება, იყოს ერთადერთი, რომ საქართველო უნდა იყოს იმავე დონეზე, სადაც არის უკრაინა და მოლდოვა და  თუ მათთან გაიხსნება მოლაპარაკება, საქართველოსთანაც უნდა გაიხსნას. „ეს იქნებოდა სამართლიანი გადაწყვეტილება, დაფუძნებული ობიექტურ კრიტერიუმებსა და შეფასებებზე, რომელიც თავად ევროკომისიამ წელს წარმოადგინა. რაც შეეხება უსამართლო გადაწყვეტილების შესაძლებლობას, ეს რა თქმა უნდა არსებობს. შარშან, ივნისში ვნახეთ ასეთი გადაწყვეტილება, როდესაც სამეულში ლიდერი საქართველო დაიჩაგრა და საქართველოს უკან მყოფ ქვეყნებს მიეცათ სტატუსი.…

მეტი...

მოსკოვის მახლობლად 2 საბრძოლო დრონი ჩამოაგდეს – მოსკოვის მერი

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, დღეს, 9 აგვისტოს რუსეთმა ორი საბრძოლო დრონი დედაქალაქის მახლობლად ჩამოაგდო. როგორც სობინიანი წერს, ერთი დრონი დომოდედოვოს მახლობლად ჩამოაგდეს, მეორე კი მინსკის გზატკეცილთან. ,,ორივე ჩამოაგდო საჰაერო თავდაცვამ. ერთი დომოდედოვოს რაიონში, მეორე მინსკის გზატკეცილის რაიონში. ამ დროისთვის ნანგრევების ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება,”- წერს სობინიანი.

მეტი...

სტიქიის შედეგად  დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. შესაბამისად, სტიქიის შედეგად  დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ვის ეკუთვის ცხედარი ამ ეტაპზე უცნობია. მაშველები აგრძელებენ დაკარგულად მიჩნეული  13 ადამიანის ძებნას. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.    

მეტი...